Print

გაზეთი № 19 [990]

„სიცრუე და ორპირობა...“ ანუ

„ღია მიმართვა“ ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს

 

ქალბატონო ნინო!

საქართველოს საეთერო სივრცეში გადის თქვენი პარტიის უფასო სარეკლამო ვიდეო მიმართვა, სადაც თქვენი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად - საქართველოსთვის ე.წ. „უბლოკო კავშირის“ მიღწევას ასახელებთ.

ყველა საღად მოაზროვნე პირისათვის ნათელია, რომ - საქართველოსთვის „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ კურსის გამოცხადება, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისაკენ გადადგმული ერთადერთი სწორი გზასავალია.

უნდა მოგახსენოთ, რომ, ჩვენთვის, როგორც, ბოლო 20-22 წლის მანძილზე, ამ კურსის გატარების მომხრე პოლიტიკური გაერთიანებისათვის, დიახაც რომ ფასეულია საქართველოსთვის „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ კურსის გამზიარებელთა რიცხვის გაზრდა. როგორც იტყვიან - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

 

ქალბატონო ნინო!

მინდა მოკლე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ.

ჯერ კიდევ, 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „ზვიადის გზა - ხმა ერისა“, ერთადერთი საარჩევნო სუბიექტი გახლდათ, რომელიც საქართველოსთვის „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ მინიჭების მოთხოვნით გამოდიოდა.

თქვენ მაშინ „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ საარჩევნო სიის წევრი ბრძანდებოდით, და, თქვენ პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად, აქტიურად უჭერდით მხარს საქართველოს „ნატოში“ გაერთიანების მცდარ იდეას.

არჩევნების შედეგების ტოტალურად გაყალბების გზით ხელისუფლებაში მოკალათებულმა თქვენმა „დანაშაულებრივმა“ პოლიტიკურმა გუნდმა - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“, „ნატოში“ გაწევრიანების ცრუ დაპირებების გზაზე წაიყვანა საქართველო...

დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის შემქმნელი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, ერთ-ერთი ლიდერის რანგში, თქვენი ყოფნისას, კერძოდ ჯერ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, ხოლო შემდგომად საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს - თქვენ, და - თქვენმა „დანაშაულებრივმა“ პოლიტიკურმა გუნდმა, დაგეგმა და 2008 წლის 5 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ჩაატარა - საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტი. კითხვა განსაზღვრული იყო შემდეგნაირად:

„უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?"

ტოტალურად გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგები ასე გადანაწილდა:

დიახ - 1 355 328 [77 %]; არა- 404 943 [23 %]; სულ - 1 760 271 [100 %]

გამარჯვებული გუნდის სახელით გაკეთებულ განცხადებაში - თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, სიამაყით ამცნეთ საქართველოს მოსახლეობას - „ნატოში“ გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზაზე,  ე.წ. „რეფერენდუმში“, თქვენი და თქვენი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერი შედეგის დაფიქსირება.

ამდენად, უკვე მეორეჯერ, არჩევნების შედეგების ტოტალურად გაყალბების გზით ხელისუფლებაში მოკალათებულმა  თქვენმა „დანაშაულებრივმა“ პოლიტიკურმა გუნდმა - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ““, „ნატოში“ გაწევრიანების ცრუ დაპირებების გზაზე წაიყვანეთ საქართველო... რომლის სავალალო შედეგიც - 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოში განვითარებულ მოვლენებში განივთდა.

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისას,  [ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამისაგან განსხვავებით], თქვენ ისევ „ერთგულად“ ქადაგებდით, თქვენი პოლიტიკური გენეალოგიის ორი უმთავრესი ფესვის:

1. „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აღმოცენებულ მცდარ იდეას - „მხოლოდ ნატოში გაერთიანება უშველის საქართველოს“ [იხ. თქვენი საპრეზიდენტო პროგრამა: http://prezidenti.ge/?action=compare&;party_1_id=16&party_2_id=13&party_3_id=24&thematic_id=58&lang=geo]

 

ქალბატონო ნინო!

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ზემოთქმულს, რომ - ჩვენთვის, როგორც საქართველოსთვის „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ კურსის გატარების მომხრე პოლიტიკური გაერთიანებისათვის - „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, დიახაც რომ ფასეულია ამ თვალსაზრისის გამზიარებელთა რიცხვის გაზრდა.

მართალია, თქვენ ამისათვის თითქმის 20 წლიანი „ფიქრის დრო“ დაგჭირდათ, მაგრამ, როგორც იტყვიან, დიახაც - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. თუმცა არც მთლად ასეა საქმე. კერძოდ:

ქვეყნის სათავეში მყოფ როგორც - სახელისუფლო პოლიტიკურ გუნდს, ასევე მის ცალკეულ წარმომადგენელს, ქვეყნის ინტერესებისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარი უნდა ჰქონდეს;

სახელისუფლო ვერტიკალის ამა თუ იმ ადგილას მყოფი პოლიტიკოსისა თუ რიგითი ჩინოვნიკის მიერ „20 წლიანი ფიქრის დროის“ მოთხოვნა - თავხედური და დანაშაულის ტოლფასი „ფუფუნებაა“.

შესაბამისად, დღეს, როდესაც თქვენ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი თქვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, გარკვეულ პოლიტიკურ დაპირებებს გასცემთ, იქნებ კიდევ ერთხელ გადაგეხედათ თქვენი პოლიტიკური გენეალოგიისათვის, და თუ რაიმეს გამოსწორების სურვილი გაგიჩნდებათ, იქნებ საჯაროდ მოგეხადათ ბოდიში საქართველოს მოსახლეობისათვის.

თუმცა ნება თქვენია!..

 

ქალბატონო ნინო!

დასასრულს, მინდა შეგახსენოთ, რომ ღმერთსა და კაცს - უყვარს გულრწფელად მომნანიე, და შეუნდობს კიდეც მათ თავიანთ შეცოდებებს; ამიტომაც

- „ეს მოგწერეთ, ღმრთის ძის სახელით მორწმუნენო, რომ იცოდეთ, რომ ღმრთის ძისადმი რწმენით გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. და ისეთია ჩვენი კადნიერება მის მიმართ, რომ როცა მისი ნებისამებრ ვითხოვთ რასმე, შეისმენს ჩვენსას. და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ მივიღებთ ყველაფერს, რაც ვთხოვეთ მას.

თუ ვინმე ხედავს თავის ძმას რომელიც სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ითხოვოს და მისცემს მას სიცოცხლეს, ესე იგი მას, ვინც სცოდავს, მაგრამ არა მომაკვდინებელი ცოდვით. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მისთვის როდი ვამბობ, ითხოვოს-მეთქი. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ არის არა მომაკვდინებელი ცოდვა.

ვიცით რომ ღმრთისაგან ვართ, და რომ მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული.

ისიც ვიცით, რომ ძე ღმრთისა მოვიდა, და მოგვცა ჩვენ გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის მისი ძე იესუ ქრისტე. ეს არის  ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე“ [1 იოანე 5,13-20].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს სენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისმდე. ამენ!

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

22 ივლისი, 2016 წ.

 

 

მიმართვა პოლიტიკურ პარტიათა ნაწილს, ანუ

„არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ არა ყოველთვის

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მაფორმირებელი საარჩევნო ბლოკის „ქართული ოცნების“ დაშლის შემდეგ, ბლოკში შემავალმა პარტიებმა, 2016 წ. 8 ოქტომბრის სპარლამენტო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის თაობაზე „იძულებით“ მიღებული გადწყვეტილების გამო, „გამოსავლის“ ძიება დაიწყეს.

აღნიშნული „ძიების“ შედეგად, მათ ცვლილება შეიტანეს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის შემდეგაც, უფასო საეთერო სარეკლამო დროის გამოყენების უფლება, მანამდე არსებული 5 კვალიფიციური სუბიექტის გარდა, კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში მყოფ კიდევ 6 პარტიას მიეცა.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი - 2016 წლის 12 ივლისს მოაწერა, და იგი, იმავე დღის მიწურულს, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

მანამდე არსებული უფასო საეთერო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა, ყოველ საათში 5 წუთი იგივე დარჩა. შესაბამისად, ამ უფლებით უკვე მოსარგებლე 5 პარტიას, მათთვის განკუთვნილი დრო შეუმცირდათ. მთლიანობაში 5 წუთი 11 კვალიფიციურ პარტიაზე გადანაწილდა, რამაც თითოეულისათვის - 27 წამი შეადგინა.

2016 წლის 20 ივლისს, კვალიფიციურ პარტიათა ერთმა ნაწილმა [1. პ/გ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი; 2. პ/გ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - წარმომადგენელი ნოდარ მელაშვილი; და 3. პ/გ „საქართველოს ლეიბორისტული პარტია - წარმომადგენელი თამარ ზურაშვილი], საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს „კონსტიტუციური სარჩელი“, შემდეგი მოთხოვნით:

„1. შეჩერდეს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე  მუხლის მე-5 პუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ნორმა ეხება წინასაარჩევნო კამპანიის დროს უფასო სარეკლამო დროით სარგებლობას, რომელიც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიებისთვის ამომრჩველთა ნების ფორმირების კუთხით, სადავო ნორმის მოქმედება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგების განსაზღვრის კუთხით.

ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არის განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის ეტაპია და დროის მონაკვეთს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ დაჩქარებული წესით იქნას განხილული წინამდებარე სარჩელი“.  

 

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, რამოდენიმე კითხვით გვინდა მივმართოთ, „საკონსტიტუციო სარჩელის“ წარმდგენ ე.წ. „კვალიფიციურ“ პოლიტიკურ პარტიებს:

1. იცნობთ თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რომელიც ასეთი რედაქციისაა:

ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა ეხება არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას“;

2. თქვენს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, „საკონსტიტუციო სარჩელის“ შეტანის დროისათვის [2016 წ. 20 ივლისი], თქვენთვის ცნობილი იყო თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების 2016 წ. 8 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2016 წ. 3 ივნისს მიღებული განკარგულება [№03/03/02], პრემიერ მინისტრის მხრიდან განხორციელებული კონტრასიგნაციის შემდეგ, 2016 წლის 7 ივნისიდან შევიდა ძალაში; ხოლო წინასაარჩევნო კამპანია, ამ ბრძანებულების გამოქვეყნებიდან, ანუ 2016 წ. 8 ივნისიდან დაიწყო?

3. გამოიანგარიშეთ თუ არა, რომ ზემოთხსენებული კანონის მოთხოვნა - „...ამ პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არა უგვიანეს 30 დღისა...“, 2016 წლის 8 ივნისიდან უკუათვლით აღებულ - 2016 წლის 9 მაისზე მოდის?

 

გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, ჩვენ ვერ გავკადნიერდებით და ვერ დავასკვნით, თუ როგორია თქვენი ცალსახა პასუხი ზემოთაღნიშნულ კითხვებთან მიმართებაში, საქართველოს ამომრჩეველ;ლთა ინტერესების გათვალისწინებით ორ კითხვას კიდევ დაგისვავთ:

1. თუ ყოველივე ზემოთქმული თქვენთვის ცნობილი იყო, მაშინ რა მიზნით შეგქონდათ ხსენებული „საკონსტიტუციო სარჩელი“ 2016 წლის 20 ივლისს?

ხოლო

2. თუ ყოველივე ზემოთქმული თქვენთვის სრულიად უცნობი, ანდა ნაწილობრივაა ცნობილი, მაშინ - ხომ არ ჯობია თქვენი „კვალიფიკაცია“ და „საქმის კვალიფიციურად კეთების უნარი“, პოლიტიკისაგან განსხვავებულ სფეროში გამოიყენოთ, და ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლო შედეგები, საზოგადოების დღევანდელობასა თუ მომავალს იოტისოდენა საფრთხესაც არ შეუქმნის?

თუმცა არჩევანი თქვენზეა... ოღონდ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ - ყველას და ყოველს დაუდგება თავისი ჟამი!..

დასასრულს, საქართველოს მოსახლეობის გონიერი ნაწილის გასაგონად გვინდა განვაცხადოთ:  

„არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ არა ყოველთვის!.. ამიტომ, საარჩევნო ყუთებთან მისვლამდე, ყველანი კარგად დავფიქრდეთ, თუ - ვის შეიძლება ანდოთ ქვეყნის მართვის ბერკეტები.

და ერთიც, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ბიბლიური შეგონება - „რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“ [ეკლ. 8,11].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთმა ყველას მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

28 ივლისი, 2016 წ.

 

 

მხილებისეული ეტაპის მორიგი მონაკვეთის მოკლე ქრონიკები

ჩვენს მიერ არაერთგზის აღინიშნა, რომ ბოლო ჟამის მიმდინარე მონაკვეთი, ზოგადად, „მხილებისეულ ეტაპად“ იწოდება. თავის მხრივ, საქართველოს გაბრწყინების „ფიზიკური ასპექტი“, სწორედ ამ „ნხილებისეული ეტაპის“ ფონზე მიმიდინარე პროცესია.

წინამდებარე წერილში  - მხილებისეული ეტაპის მიმდინარე მონაკვეთის თაობაზე გვინდა ვისაუბროთ. როგორც გაზეთის წინა ნომერშიც აღინიშნა, საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, 2016 წ. 13 ივლისს, მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს იუსტიციის თავმჯდომარეობით შექმნილ „უწყებათაშორისი კომისიის“ პირველ სხდომაში.

სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენს მიერ კომისიის წინაშე დაისვა საკითხი - საარჩევნო პლაკატების თემასთან დაკავშირებით. კომისიის გადაწყვეტილებით ამ თემაზე, 27 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე გაიმართებოდა მსჯელობა.

ჩვენის მხრივ, უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოში, 14 და 18 ივლისსს, კომისიის თავმჯდომარის სახელზე, 27 ივლისის სხდომაზე სავარაუდოდ მისაღები რეკომენდაციის ორი პროექტი გაიგზავნა, რომლებშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„...საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა უწყებათაშორისი კომისიამ: „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, რომელსაც არჩევნების  გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების პასუხისმგებლობა აკისრია, ერთის მხრივ - საქართველოს სასამართლოებისა, და ზედამხედველობის საქალაქო/რაიონული სამსახურებისათვის, და მეორეს მხრივ - არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებსათვის,  შეიმუშაოს შემდეგი სახის რეკომენდაცია:

არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 46-ე მუხლით გარანტირებული თანაბარი პირობების უზრუნველყოფისათვის, კერძოდ საარჩევნო პლაკატებისათვის განკუთვნილი სტენდების მთელი ფართის მხოლოდ რომელიმე ერთი, ან რამოდენიმე საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ათვისების ფაქტის გამორიცხვის მიზნით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა, გაითვალისწინონ, რომ

1. საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსებულ სპეციალურ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას მხოლოდ 1 ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არა უმეტეს: - სიგრძე 60 სმ, და - სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).

2. ზედამხედველობის საქალაქო თუ რაიონულმა სამსახურებმა, და - საქართველოს სასამართლოებმა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მე-80 მუხლით გათვალისწინებული სანქციები გამოიყენონ მხოლოდ ამ რეკომენდაციის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დამრღვევი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიმართ...“ [14 ივლისი, 2016 წ.];

„...არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 46-ე მუხლით გარანტირებული თანაბარი პირობების უზრუნველყოფისათვის:

1. საქართველოს სასამართლოებმა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის მოთხოვნათა დამრღვევი საარჩევნო სუბიექტების მიმართ საჯარიმო სანქციების განმსაზღვრელ „სასამართლო განჩინებაში“ მიუთითონ, რომ - საარჩევნო სუბიექტებმა, მათ მიმართ წარმოშობილი საჯარიმო ვალდებულების დადგენის შემდეგ, ამ კანონის მე-80 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ერთი ნახევარი ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორე ნახევარი დაზარალებული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში;

2. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა, გაითვალისწინონ, რომ: საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ამავე კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების დროს, საჯარიმო ფულადი გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის პარალელურად, მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით, წილობრივად გადაირიცხება იმ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში, რომლის საარჩევნო პლაკატების გადაფარვაც მოხდა...“ [18 ივლისი, 2016 წ.].

ზემოთაღნიშნულ ჩვენს პოზიციას, მათი მხრიდან დაუყოვნებლივი რეაქცია მოჰყვა. კერძოდ:

2016 წ. 19 ივლისს, „უწყებათაშორისი კომისიის“ სამდივნოდან ელ. ფოსტით ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში, ვკითხულობთ:

„...გაცნობებთ, რომ, საარჩევნო გაერთიანებისზვიადის გზაუფლის სახელითწარმომადგენლის მიერ უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 13 ივლისის სხდომაზე პლაკატების თემაზე მწვავედ დაყენებული საკითხიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, სრულ წევრად მოეწვია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის №140 ბრძანებაში, რომლის საფუძველზე შეიქმნა  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია და დამტკიცდა ამ კომისიის დებულება, 2016 წლის 19 ივლისს შევიდა ცვლილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 19 ივლისის N142 ბრძანებით (იხ. დანართი: იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის  №140 ბრძანება)“.

2016 წ. 27 ივლისს გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომის მონაწილეებმა, მიზეზთა გამო, ჩვენი რეკომენდაციის მხოლოდ ერთი [14 ივლისის] ნაწილი გაიზიარეს.

რას ვიზავთ, ნება მათია...

ამ კუთხით, ჩვენი მთავარი სამოქმედო მიზანი მაინც შესრულებულია, რამეთუ -  „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ღმერთის მიერ მონიჭებულ - „არჩევანის თავისუფლებას“, შესაბამისი გამოყენება უნდა, რამეთუ თითოეული ჩვენთაგანი სწორედ ჩვენივე სიტყვებითა და ქმედებების მიხედვით ვაგებთ პასუხს მოახლოებულ განკითხვის დღეს.

გაზეთის დღევანდელ ნომერში მკითხველს ვთავაზობთ, საარჩევნო თემატიკასტან დაკავშირებით შემუშავებულ ჩვენს მორიგ საკანონმდებლო წინადადებას.

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარე

 მიხეილ [გელა] სალუაშვილი  

 

  

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

  განმარტებითი ბარათი

 

პირველი თავი - შესავალი

1995 წლის რედაქციის, „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 50,21].

არჩევნებთან დაკავშირებული დროითი რეგულაციები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ისე უნდა იყოს ასახული, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციური მოთხოვნა - მინიმუმ 60 დღიანი დროითი მონაკვეთის გათვალისწინებით, არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარება; ანუ:

ოქტომბრის თვის ნებისმიერ დღეს დანიშნული მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო დროითი რეგულაციები, ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, მინიმუმ 60 დღიანი წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმართვის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.


მეორე თავი - დროითი რეგულაციები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად განსაზღვრული დროითი რეგულაციები გათვლილი უნდა იყოს ოქტომბერის თვეში ჩასატარებელი მორიგი საპარლამენტო არჩევნების ქვედა მიჯნაზე - 1 ოქტომბერზე.

ამოსავალ დებულებად უნდა იქცეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიებისათვის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის [პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება] თანახმად:

„1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში“.

 

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას, ამავე ვადაში, ანუ - „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა“, უნდა შეეძლოთ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირება.

შესაბამისად, 113-ე მუხლის მე-10 პუნქტში, დღეს არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 42-ე დღისა“, უნდა შეიცვალოს 57-ე დღეზე მითითებით, და ეს პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 57-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა“.

როგორც ვხედავთ, აქ მითითებული 10 დღიანი ვადა პარტიის მიერ ცესკოში შესაბამისი განცხადებისა და მხარდამჭერთა სიების წარდგენის დღიდან აითვლება.

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების - 1 ოქტომბერს ჩატარების დაშვებიდან გამომდინარე, ანუ - 1 ოქტომბრიდან უკუათვლით აღებული 57-ე დღე - 4 აგვისტოზე მოდის.

მაშასადამე, იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, მორიგ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირებისათვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის  ბოლო ვადად - 4 აგვისტოდან 10 დღის უკუათვლით - 25 ივლისი უნდა განისაზღვროს.

შესაბამისად, 113-ე მუხლის მე-9 პუნქტში დღეს არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს 1 აგვისტოსი“, უნდა შეიცვალოს - „25 ივლისზე“ მითითებით, და ეს პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 25 ივლისისა, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ პარტია არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში“.

დღეს მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნით, პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმომწერთა ბლანკების ასაღებად, განცხადების დაწერის მოლო ვადად - 15 ივლისამდე დრო აქვს გამოყოფილი; ხოლო შეგროვებული მხარდამჭერთა სიების ცესკოში წარდგენა, მაქსიმალური 15 ივლისიდან ათვლით 16 დღის შემდეგ, ანუ - 1 აგვისტომდე შეუძლია.

ამავე - 16 დღიანი ვადის დაცვის შემთხვევაში, კანონში არსებული - „1 აგვისტოს“ ნაცვლად, ჩვენს მიერ ზემოთ შემოთავაზებული - „25 ივლისის“ გათვალისწინების შემთხვევაში, ასეთი პარტიებისათვის, საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმომწერთა ბლანკების ასაღებად, განცხადების დაწერის მოლო ვადად - 25 ივლისიდან უკუათვლით აღებული 16 დღით გამოკვეთილი -  9 ივლისი უნდა იქნეს დადგენილი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსახილველი 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასეთი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს:

„ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 9 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას“.

 

მაშასადამე, მთლიანობაში, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის გავლასთან დაკავშირებული დროითი რეგულაციები ასეთი სახის იქნება:

- არჩევნებში მონაწილეობის განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება: პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 9 ივლისამდე;

- საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო პარტიის მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენა შეეძლებათ - არაუგვიანეს 25 ივლისისა;

- იმ შემთხვევაში თუკი საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ასეთი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას განახორციელებს - ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 57-ე დღისა.

 

დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ოქტომბრის თვეში არჩევნების ჩატარების საკონსტიტუციო ვალდებულებიდან გამომდინარე, არჩევნების ჩატარების ქვედა მიჯნაზე, ანუ - 1 ოქტომბერზე გათვლილი, ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრული  დროითი რეგულაციები, არჩევნების ოქტომბრის თვის ნებისმიერ რიცხვში ჩატარების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პარტიას მისცემს, საარჩევნო პროცესებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის გარანტირებულ უფლებას.   

 

26 ივლისი - გაბრიელ მთავარანგელოზის კრების დღე

წინასწარი შეთანხმების შემდეგ, 2016 წ. 26 ივლისს, ლასკარში გვეწვია ტ/კ „იმედის“ ჟურნალისტი ბ-ნი სანდრო ჯუფალაკიანი. საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარესთან - მიხეილ [გელა] სალუაშვილთან საუბრის ჩანაწერის 30 წამიანი ფრაგმენტი, ეთერში - 27 ივლისის „ქრონიკა 5-ზე“, 17 სთ-სა და 33-34 წთ-ზე გადაიცა.

ამდენად, 2016 წ. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე ჩვენს გაერთიანებასთან დაკავშირებული პირველი სიუჟეტი, შემდეგი მისტერიული მინიშნების ფონზე გავიდა:

26 ივლისი - გაბრიელ მთავარანგელოზის კრების დღე;

ტ/კ „იმედი“;

„სან [„სან“= წმიდა] - დრო“; „ჯ-უფალა-კი- ანი“

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!.. 

 

ურჩობის განაჩენი კაცობრიობის პირველქმნილ სახეს

ღმერთმა ურჩობისათვის განაჩენი გამოუტანა ადამ და ევას, კაცობრიობის პირველქმნილ სახეს. „ცნობიერების აკრძალული ხიდან“ ნაყოფი მიირთვეს, შესცოდეს მაღალ ღმერთს, - სასჯელიც მიიღეს: დაკარგეს ღვთიური ცნობიერება, და - განიდევნა სამოთხიდან ადამ და ევა.

ასე დაიწყო კაცობრიობის ცოდვით დაცემა...

მას შემდეგ, განრისხებულმა ღმერთმა - სახე დაიფარა ადამ და ევასგან..

ედემის ბაღში“  შესასვლელ კარებთან გზა ჩაიკეტა...

მას შემდეგ, დედამიწაზე, ცოდვის ბორბალი ტრიალებს,

ცოდვილი კაცობრიობა, ებრძვის წყლულებს და იარებს,

სამოთხის შესასვლელ კართან ცეცხლოვანი ბორჯღალი ტრიალებს...

მკაცრი გაფრთხილება უფლისგან მოისმის:

იქ ვეღარ შეხვალთ, ცოდვილო კაცთ მოდგმავ,

თუ დედამიწაზე, „სულიერ სიწმინდით“ არ დაცლით „ფიალებს“ !..

 

 

21. 07. 2016 წ.

დინა [დიანა]

ჯიქია  

 

...

ჩემო ლასკარის მსმენელო,

მე თქვენ შეგარქვით - გმირები.

უფალმა ამოგირჩიათ

მისი ერთგული შვილები...

ჩვენ, უფლის გზაზე ვიარეთ

[უკვე გავედით ბოლოში],

დიდ საიდუმლოს გახსნიან,

სულ მალე, საქართველოში!..

ბევრმა არ იცის ამ ქვეყნად

ჩვენს სამშობლოში რა ხდება...

წუთისოფელი - მიფრინავს,

მარადისობა მკვიდრდება.

უფალს მივაგოთ დიდება...

ლასკარი გაბრწყინდება,

ღვთის დიდი განგებულობით:

უფალი გაცხადდება!...

 

 ეკატერინე

ხრიკული