Print

გაზეთი № 20 [991]

 

პარტიის „წარმომადგენლის“ საკითხის გარკვევისათვის

2016 წ. 17 აგვისტოს პარტიის ელექტრონულ ფოსტაზე მივიღეთ, ცესკოდან გამოგზავნილი შემდეგი შინაარსის დოკუმენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

N 01-03/1923

17/08/2016

პ/გ "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"

პ/გ "სახალხო პარტია"

პ/გ "საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია"

"საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია"

პ/გ"ნეიტრალური საქართველო"

პ/გ"თავისუფალი საქართველო"

პ/გ"თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"

პ/გ"მომავალი საქართველო"

პ/გ"ქართული დასი"

გაცნობებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის 2016 წლის 20 ივნისიდან ამოქმედებული რედაქციის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელობაზე / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ გადაწყვეტილება მოქმედებს, მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ, რისი განხორცილებაც უნდა მოხდეს ამავე კანონით დადგენილი პროცედურებისა და ვადების შესაბამისად.

ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე, პოლიტიკურ გაერთიანებათა რეესტრში მოცემული მომენტისათვის არ ფიქსირდება ინფორმაცია თქვენი პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელ /წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთა შესახებ; ამავდროულად, ახლოვდება საარჩევნო ბლოკების შექმნის, პარტიული სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადები, რომელთა წარდგენასაც ხელს უნდა აწერდნენ, პარტიის/ბლოკის ხელმძღვანელი პირები; ამ მხრივ რაიმე სახის პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უმოკლეს ვადებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოადგინოთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურებული იქნება პარტიის შესაბამისი ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა.

თამარ ჟვანია

კომისიის თავმჯდომარე“.

მეორე დღესვე, ანუ 18 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადება შევიტანეთ, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს

ბატონ პაპუნა უგრეხელიძეს

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

განცხადება

 

ბატონო პაპუნა!

მოგახსენებთ, რომ ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს [რეგისტრ. №052, 27. 02. 1998 წ.; საიდენტ. №202910314; რეგ. მის. თბილისი, მუხიანის დას. 1 მ/რ, მე-2 კ. ბ. 32] წესდების:

მუხლი 6,1-ის თანახმად - „კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა სათათბირო...“ ; ხოლო

მუხლი 6,4-ის თანახმად - „სათათბიროს სხდომებს შორის პერიოდში კავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა ლასკარი...“.

ამავე წესდების მუხლი 6,3-ის თანახმად, კავშირის ხელმძღვანელობა აბარია: „... კავშირის უმაღლეს თანამდებობის პირს - ლასკარის თავმჯდომარეს,  რომელიც ერთპიროვნულად წარმოადგენს კავშირს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მესამე პირებთან ურთიერთობაში“...“.

სააგენტოს ვთხოვდით, რათა მიეღოთ კანონით განსაზღვრული - „...გადაწყვეტილება,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში - მიხეილ სალუაშვილის, როგორც  პ/გ „სამართლიანობის აღდგე-ნის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი თანამდებობის პირად: ლასკარის თავმჯდომარედ ყოფნასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვის თაობაზე“.

განცხადების ჩაბარებისას გაირკვა, რომ სავარაუდო პასუხისათვის სააგენტოს ერთ თვიანი ვადა ჰქონია დადგენილი. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მოსალოდნელი ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, რეგისტრაციის განყოფილების უფროსთან ქ-ნ სოფო ჭავჭანიძესთან, და მათ იურისტთან ქ-ნ მანანასთან პირადი შეხვედრა, მხოლოდ ქ-ნ თეა წულუკიანის თანაშემწესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხერხდა.

საუბარმა თითქმის ერთი საათი გასტანა. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მეორე დღეს, მათი მხრიდან გამოთქმული ზოგიერთი შენიშვნის გამათვალისწინებელ დამატებით დოკუმენტაციას წარვადგენდი.

19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, იუსტიციის სახლში საბოლოო განაცხადის მიტანისას გაირკვა, რომ წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ, რეესტრში საჭირო მონაცემთა ასახვისათვის - 125 ლარი უნდა გადაგვეხადა. 

საარჩევნო ვადების გრაფიკის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამ საკითხის თაობაზე დავას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ აღნიშნული მოსაკრებელის სრულად გადახდა მოგვიწია.

საკითხის მოგვარებას ორშაბათისათვის [22 აგვისტო] დაგვპირდნენ..

19 აგვისტოსვე ცესკოს მიერ ასეთი სახის ინფორმაცია გავრცელდა:

„...საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მნიშვნელოვანია, ის რომ ნებისმიერი სხვა პროცედურა, რომელიც არეგულირებს პარტიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების საკითხს, არ წარმოადგენს ზოგადად პარტიის რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველს.

სწორედ ამიტომ ცესკომ დაადგინა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მიზნებისთვის, ამ პარტიების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილნი არიან ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ განცხადებაზე ხელმომწერი პირები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად უთხრა ან ეტყვის უარს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში ცვლილებაზე, 2016 წლის 8 სექტემბრამდე, რაც არის პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა” .

დღეს ამით შემოვიფარგლოთ. მოვლენების განვითარების თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს, მოგვიანებით ვისაუბრებთ..

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

 

მაღალო ღმერთო, დაუსაბამოო, მიუწვდომელო ნათელო, მრავალსახიერო, მრავალხმოვანო, მიწიერთათვის გზის გამკვალავო, დამსჯელო ადამიანური ბუნებისა, წარმმართებელო ცხოვრებისა ჩვენისაო, მართალთათთვის კიბევ ზეცისაო, სასუფევლისაო, წმინდაო სამებაო - მამაო, ძეო და სულო წმინდაო, ერთარსებაო,

მსურს გამოვითხოვო კურთხევა ზეციური, რათა შენს ნება-სურვილს, ღვთიურ ჭეშმარიტებას არ ასცდეს სიტყვები ზეშთაგონებით მოწოდებული!..

ღმერთის არსი - თვისობრიობა... როგორია გაგება - „სულიწმინდის“ მცნება, და რა მოიაზრება სახარებისეულ შეგონებაში - „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთა, რამდენსაც უნდა გმობდნენ. მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა“ [მარკ. 3,28-29].

იგივე, ლუკას სახარებაში ასეა გადმოცემული - „და ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება“ [ლუკა 12,10].

განსახილველი თემის თაობაზე, კვლავ სახარებას მოვიშველიებ - „ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, რაოდენ უფრო მეტ წმიდა სულს მისცემს მამა თქვენი ზეციერი იმათ, ვინცა სთხოვს?“ [ლუკა 11,13].

დამეთანხმებით, რომ ამ ზოგადი სიტყვების სიღრმისეული გააზრება არ არის ადვილი. უფალმა, თავის შექმნილ ადამიანს ყველაფერი მისცა, რაც საჭიროდ მიიჩნია.

თუკი ლუკას სახარების მოტანილ ციტატას დავეყრდნობით, გამოდის, რომ ადამიანებს, სულიწმიდა ეძლევათ  - თხოვნის შემდეგ, და ზოგ შემთხვევაში - თხოვნის გარეშეც...

ცხადია, სულიწმიდის მასზე დავანების გარეშე, ებრაელი ერის ეგვიპტის ტყვეობიდან გამომყვანი მოსე, ვერ შეძლებდა უფალთან საუბარს...

განა წმ. ნინო სულიწმიდის მადლის მიღების გარეშე შეძლებდა „ქართლის სამეფოში“ გაევრცელებინა ქრისტიანობა?!

მკითხველ;ი ალბათ დამეთანხმება იმაში, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი, სულიწმიდის გარეშე ამ გენიალურ ქმნილებას ვერ შექმნიდა;

ვერც დიდი ილია გახდებოდა წმ. ილია მართალი სულიწმინდა რომ არ მიეღო;

ვეღარც ბუნების წიაღში მოხეტიალე ვაჟა ფშაველა იქნებოდა ეგზომ შერწყმული დედა ბუნებასთან, სულიწმიდა რომ არ მიეღო...

სულიწმიდის მიღების გარეშე ვერც გაბრიელ ბერი გახდებოდა დიდი წმინდანი...

ვეღარც მამა გიორგი ბასილაძე იქნებოდა სხვათაგან გამორჩეული, სულიწმინდა რომ არ მიეღო...

როგორც ვხედავთ, აქ ჩამოთვლილი პიროვნებები დიახაც რომ სულიწმიდის მათზე გარდამოსვლის წყალობით ხდებიან სხვათაგან გამორჩეულნი, თუმცა მათ შორის ერთგვარი რანგირება არსებობს... ეს უკანასკნელი, მთლიანად განისაზღვრება მიღებული სულიწმიდის წილობრვივი [პროცენტული] მაჩვენებლებით.

მიწიერი ადამიანის გონებისათვის დაფარულია იმის ცოდნა, თუ რას მოიცავს  სულიწმიდის მთელი არსი... ჩვენ რაც ვიცით, ანუ - მიწიური ცოდნა, მხოლოდ ნაწილია იმ სრულყოფილი ზეციური ცოდნისა.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სულიწმიდის მადლი მიღება, მხოლოდ - ღმერთის მიერ გამორჩეული ადამიანის წილხვედრია...

 

13. 08. 2016 წ.

დინა [დიანა]

ჯიქია

 

წინასაარჩევნო მხილებისეული ეტაპის მოკლე ქრონიკები

საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, 2016 წ. 27 ივლისს, მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს იუსტიციის თავმჯდომარეობით შექმნილ „უწყებათაშორისი კომისიის“ სხდომაში.

ჩვენი წინადადებით, უწყებათაშორისი კომისიის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი სახის რეკომენდაციები:

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები

(2016 წლის 27 ივლისის სხდომა)

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, რეკომენდაციით მიმართავს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

ა) პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე თუნდაც სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი.

ბ) პოლიტიკურმა პარტიებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებს/წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა.

აუცილებელია, მსგავსი ხასიათის დარღვევების გამოვლენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს:

  იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილ იქნეს, თანაბარი პირობებით განათავსონ ბეჭდური სააგიტაციო მასალა, პოლიტიკურმა პარტიებმა თბილისის მასშტაბით იმოქმედონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №16-38 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რათა ადგილობრივ დონეზე თანაბარი პირობებით შეძლონ პოლიტიკურმა პარტიებმა მათი სააგიტაციო მასალის განთავსება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების დაწესება და მათ შესრულებაზე კონტროლი“.

მიუხედავად აღნიშნულისა, 2016 წ. 10 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, ჩვენი კითხვის პასუხად, გაირკვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამოცემული, საარცევნო პლაკატების თემასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამმინისტროს წარმომადგენელმა [მინისტრის მოადგილემ] კომისიის წინაშე აიღო ვალდებულება მომავალი კომისიის სხდომისათვის, ხსენებული რეკომენდაციის აღსრულებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მოწოდების თაობაზე.

 

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის“ 2016 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაცია ამომრჩეველთა ერთიანი სიების შედგენისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.

სსიპსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მდგომარეობა ასეთია:

პოტენციურ ამომრჩეველთა სიის დაზუსტების მიზნით, დამუშავებულია დაახლოებით - 3 500 000 პიროვნების მონაცემი.

ე.წ. ძველი [უჩიპო] და ახალი ელექტრონული პირადობის მაჩვენებელთა დინამიკა შემდეგნაირადა ჩამოყალიბებული

1. პირადობის ელექტრონული მოწმობა:

2012 წ. - 478 825

2014 წ. - 1 023 419

2016 წ. – 2 129 311

 

2. ბიომეტრიული პასპორტი (არ აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობა)

2012 წ. – 299 382

2014 წ.  – 326 969

2016 წ. – 238 667

 

3. არაბიომეტრიული დოკუმენტები

2012 წ. – 2 819 291

2014 წ. – 2 342 709

2016 წ. – 1 139 221

 

ამდენად, 2016 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით - 3 500 000 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემები ასეთია:

პირადობის ელექტრონული მოწმობა აქვს - 2 129 311 პირს;

არაბიომეტრიული დოკუმენტები, ანუ ძველი [ე.წ. „უჩიპო“] პირადობის მოწმობა აქვს - 238 667 + 1 139 221 = 1 377 888 პირს.

მოტანილი მასალის ზედაპირული ანალიზი, სავსებით საკამარისია იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად აქტუალურია ჩვენი საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა უფლის სახელით“ მომავალი გუნდის მიერ მომზადებულ საარჩევნო პროგრამაში, ასახული [დეტალურად დამუშავებული]  - „ალტერნატიული პირადობების“ შემოღების გამათვალისწინებელი კანონპროექტის მიღების საკითხი.

 საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა უფლის სახელით“, 2016 წ. 17, 18 და 19 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხის პრესცენტრში სამი ბრიფინგი ჩატარდა. კერძოდ:

17 აგვისტოს - საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში 11:30 სთ-ზე - საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“. გამართულ ბრიფინგზე გაშუქდა: „საქართველოს გაბრწყინების ორი ეტაპის არსობრივი მხარის ასპექტები“

[გადაცემის ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 14.00 სთ-ზე, გადაცემაში - "ბრიფინგის დრო"];

აღნიშნული საკითხის ფრაგმენტი, ამავე დღეს,  გაშუქდა ტ/კ „ობიექტივის“ ეთერში, 16.30 სთ-ზე გასულ საინფორმაციო გადაცემაში.

18 აგვისტოს - საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში 11:30 სთ-ზე - საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“. გამართულ ბრიფინგზე გაშუქებული თემა გახლდათ: „არასაიმედო პოლიტიკური „პარტნიორის“ - ნინო ბურჯანაძის მხილება“.

[გადაცემის ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 14.00 სთ-ზე, გადაცემაში - "ბრიფინგის დრო"];

19 აგვისტოს - საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში 11:30 სთ-ზე - საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“. გამართულ ბრიფინგზე გაშუქებული თემა გახლდათ: საკანონდებლო სივრცეში ოჯახის ცნების დაფიქსირებისათვის გადასადგმელი - სამართლებრივი ნაბიჯები“.

[გადაცემის ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 14.00 სთ-ზე, გადაცემაში - "ბრიფინგის დრო"].

15 აგვისტოს შემდეგი განცხადებით მივმართეთ - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ბ-ნ გრიგოლ გოგელიას

„განცხადება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2016 წ. 27 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2016 წ. 8 ოქტომბრისათვის დანიშნული საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში, ჩვენი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებასთან დაკავშირებით, სახელდებით: „ზვიადოს გზა - უფლის სახელით“.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყოს დრო, რომელიც ამ სუბიექტებს შორის თანაბრად განაწილდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებიდან გამომდინარე, მიიღოთ გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ჩვენი საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ უფასო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

მინაწერი:

1. ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო კლიპის ხანგრძლივობაა - 20 წამი;

2. ვიდეო კლიპში ისმის შემდეგი ხასიათის ტექსტი:

„საქართველოს ძენო და ასულნო!..

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მოქალაქენო!.. ვისაც გწამთ ღმერთი, გსურთ ნეიტრალიტეტი, გინდათ მშვიდობიანი კავკასია, გავერთიანდეთ და ერთად გავაბრწყინოთ საქართველო...

ჩვენთან არს ღმერთი! ამენ!“

მეორე დღეს გამართულ სატელეფონო საუბრისას, ტელევიზიის სარეკლამო განყოფილების ხელმძღვანელმა ქ-ნმა თიკო მიქელაძემ გვაცნობა, რომ ე.წ. არაკვალიფიციური პარტიებისათვის გამოყოფილი ჰქონიათ - დღეში ერთხელ 2 [ორი] წამიის ხანგრძლივობის უფასო საეთერო დრო.

რა უნდა გვექნა? გადავწყვიტეთ რადიო ეთერისათვის განკუთვნილი 2 წამიანი ხმის ჩანაწერის მიტანა, შემდეგი ტექსტით: „მოვდივართ!... ზვიადის გზა უფლის სახელით“.

18 აგვისტოს მიღებული შეთანხმებით, ამ ჩანაწერის გაშვება 19 აგვისტოდან უნდა დაეწყოთ. თუმცა 19 აგვისტოს შემდგარ სატელეფონო საუბარში ქ-ნმა თიკომ გვითხრა - ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ე.წ. არაკვალიფიციურ პარტიებს დრეში ერთხელ 10 [ათი] წამის უფასო საეთერო დრო გამოეყოთ, ამიტომ ამ 2 წამიანს არარ გავუშვებთ და ხელახალი, 10 წამიანი ჩანაწერი მოიტანეთო...

დღეს ამით დავასრულოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება შემდგომი მოვლენები.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

 

მეიმედება დღე ხვალინდელი

მჯერა გამოანათებს

„მზე“ სიმართლის მჩენი,

ჩვენი გადამრჩენი...

მეიმედება დღე ხვალინდელი,

მე იმედებმა გამიღეს „კარი“,

და ასე რწმენით გაიხსნა ცის კარი...

მე, ცისარტყელას ფერები მათბობს,

ღამით მნათობებს ვესაუბრები.

ზეცის ნათელი, თუ არ შეგეხო,

მაშ, ვეღარ იტყვი - ღვთიური გეცხო.

შენ სამშვინველი არ შეგიგრძვნია?

მაშ, შენ, ადამის პირველ სახეს -ვეღარ შეიცნობ.

გვჭირდება კი, ცხოვრებაში, რომ შევიცნოთ

ადამის პირველქმნილი სახე უცოდველი,

ჩვენ უნდა მივბაძოთ „სახეებს“ უცოდველს,

თორემ წაგვლეკავს ცოდვის მორევი.

ხომ იცით, - ქრისტეს გზა და რწმენაში სიმტკიცე,

არის მომრევი „ცოდვის მორევის“.

 

28. 07. 2016 წ.

დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

ყოვლად ძლიერო შენ გახსენ

გზები ღვთიური...

შენ დაგვანახე, შენ დაგვანათლე

ნიჭი ღვთიური...

და აცისკროვნე ცოდნა ციური!..

 

28. 07. 2016 წ.

დინა [დიანა]

ჯიქია

 

ადმიანი და სამყარო სამყაროს აღქმის ინდივიდუალობა

დედამიწაზე რამდენი ადამიანიც ცხოვრობს, ალბათ იმდენნაირია სამყაროს აღთქმის თავისებურება. სამყაროს ადამიანი აღიქვამს სულიერი თვალით...

სამყაროს აღქმა მიღმიერი სამყაროდან ხდება. ჩვენ, დედამიწაზე რჩეულებს, თუ წვეულებს, ძალიან მარტივი დავალება გვაქვს - ჩვენ გავცემთ იმას, რაც გვეძლევა ზეციური სამყაროდან,, ეს იქნება [ინფორმაცია] აზროვნებით, აღქმით და ა.შ.

მიუხედავად რასისა, ეროვნებისა, განათლებისა, სამყაროს აღქმის უნარი, ინდივიდუალობა, ყველა ადამიანს გააჩნია...

არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სამყაროს ზედაპირულ სფეროს აღიქვამენ.

არიან ადამიანები, რომელთა სულიერი ხედვის თვალსაწიერი, სიღრმისეულად ფლობს სამყაროში მიმდინარე სულიერ წიაღსვლებს. ესენი, ის ადამიანები არიან, რომლებიც დედამიწაზე გვევლინებიან რჩეულების სახით.

უფალი, დრო და დრო, ერევა ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთსა და კაცთა შორის კავშირის დაფიქსირებაა, დედამიწაზე - წინასწარმეტყველთა მოვლენა, მოციქულთა და წმინდანთა ცხოვრება.

როდესაც ღვთის სიტყვები წვდება კაცობრიობას, რისხვით თუ სათნოებით, ეს ხომ ღმერთთან კავშირია...

საქმე ისაა, რომ ღმერთთან კავშირის „სიმძლავრე“, ირიბი თუ პირდაპირი გამოვლინება, ხან სუსტია, ხან ძლიერი; ხან ხშირია, ხან იშვიათი.

პირობითად შეიძლება ითქვას, რომ უფალი ყოველთვის ჩვენთან არის. ვინაიდან, როცა გვშორდება, მაშინაც კი გვიტოვებს გზა-სავალის მიმართულებას.

ადამიანი ყოველთვის ღმერთს უნდა ეძებდეს და ღვთის საქმეებს უნდა აკეთებდეს, რათა არ გაწყდეს კავშირი ღმერთსა და კაცთ შორის.

სწრაფვა სულიერი განწმენდისაკენ; ცოდვას განრიდებული ცხოვრება, - აი, რას ითხოვს სასუფევლისკენ მიმავალი გზა...

ბოლო ჟამად სახელდებული დროის მონაკვეთი, ყველაზე უფრო მეტად, ხაზს უსვამს ამ ასპექტს, რასაც - სულიერი განწმენდა ჰქვია. ეს უნდა იქცეს სამაგალითოდ და მოწოდებად კაცობრიობისათვის. ამიტომაც გვმართებს „სანქტიფიკაციის გზა“ გავიაროთ ქართველმა ერმა, რათა შევძლოთ სხვას მოვუწოდოთ სულიერი განწმენდისაკენ სვლა, რამეთუ ესაა გადარჩენის გზა...

სწორედ ამ გზისკენ სვლაში უნდა აღსრულდეს საქართველოს სულიერი მისია!..

 

29. 07. 2016 წ.

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

...

ყველამ კარგად მომისმინეთ,

ყველამ კარგად მიგდეთ ყური,

რასაც ეხლა მოგიყვებით

არის სიზმარში ნახული:

„ლასკართან გამოვიარე,

ზღვა ხალხი იკრიბებოდა,

როგორც სხვა, ისე მეც ვგრძნობდი,

რაღაც ახალი ხდებოდა...

ხალხი - თავდახრილი იდგა,

და უფალს ელოდებოდა,

ანთებულ სანთლის ნაჟური,

მათ ხელში ეღვენთებოდა...

უფალი,  გვერდითვე იდგა,

მაგრამ ვერავინ ხვდებოდა.

იქვე ახლოს ქალი იჯდა,

ვაჟის სამოსსა კერავდა,

გვერდზე დიდი წიგნი ედო,

ხალხი წაკითხვას ელოდა...

პატრონი არ კითხულობდა,

სხვისა ბრძანებას ელოდა.

იქ რა გვარებიც ეწერა

ხალხი გუმანით ხვდებოდა...“

შეშფოთებით გამოვფხიზლდი,

გადავიწერე პირჯვარი,

ღმერთო კარგად ამიხდინე,

ჩემგან ნანახი სიზმარი...

 

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

საქართველოვ ბაჯაღლო ხარ,

ყველას შენზე რჩება თვალი.

ყველამ თავისას მიხედოს

ჩვენ კი გაგვანებონ თავი...

სხვისი ბრძანება რად გვინდა?

ჩვენ თვითონ გვყავს „განმგებელი“,

თავის დროზე გაცხადდება

დალაგდება ყველა-ფერი...

თქვენც გაიგეთ - „მეზობლებო“!,

ნუ ერევით ჩვენს საქმეში...

უფალი არ გაპატიებთ,

აღმოჩნდებით განსაცდელში.

ყველა კეთილ განზრახვისთვის

გენაცვალოთ ჩვენი თავი...

ბუმერანგად დაბრუნდება

ჩვენთვის გაცემული ავი...

ახალგაზრდებმაც მისმინეთ:

ეს საქართველო თქვენია,

იგი ვით ღმერთი მაღალი

ამქვეყნად ერთადერთია!..

 

 ეკატერინე

ხრიკული