Print

გაზეთი № 21 [992]

№28-ე ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სხელით“ წარდგენილი საარჩევნო სია

 

მეორედ მოსვლის გზაზე -„მხილებისეული ეტაპის“ სულიერად შემზადებულმა მკითხველმა იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებში ჩართული ჩვენი პარტია, პოლიტიკური ასპექტების წინ ყოველთვის ბიბლიისეულ მინიშნებათა გასაჯარისების მისიის შესრულებას აყენებს.

უფალ იესუ ქრისტეს ძალმოსილებით გამოჩინების მომლოდინე, ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულთათვის, ადვილად გასაგები უნდა იყოს თუ რა დიდი მინიშნების იქნებოდა, საარჩევნო ბიულეტენში ჩვენი პარტიისათვის კუთვნილი ნომრის გამოკვეთა.

2016 წლის 2 სექტემბერს ცესკოში გამართულ წილისყრაზე, საარჩევნო გაერთიანებას: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ 28-ე ნომერი მოგვენიჭა.

ორმოც ასო-ნიშნიან ქართულ ანბანში, 28-ე რიგითი ნომრით ასო-ნიშანი „ჩინ“-ია მოცემული, რაც იგავურად „გამოჩინებაზე“ გვითითებს.

ამდენად, 2016 წ. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, უფალ იესუ ქრისტეს ძალმოსილებით გამოჩენის „დრო-ჟამის“ შესწავლით დაკავებული ჩვენი ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ 28-ე ნომრით მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი გაერთიანების საარჩევნო სია, მთლიანობაში შემდეგი 19 ორგანიზაციის წარმომადგენელთა შემადგენლობით ქნა ფორმირებული:

1. სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე;

2. საქართველოს მეანაბრეთა ასოციაცია;

3. გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტია;

4. ეროვნული ხსნის პარტია;

5. საქართველოს პროგრესულ რეალისტური პარტია;

6. პარტია: „ხმა დედის და ხმა ერის“;

7. არასამთავრობო არაკომერციული ეზოთერულ ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“;

8. ბაიაშვილების საგვარეულო კავშირი;

9. იბერიულ - კავკასიურიმოძრაობა "ჭყონდიდელისეროვნულილასკარი";

10. არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“,

11. არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“

12. უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ალამი“;

13. ღმერთის მოყვარულთა მსოფლიო აკადემია;

14. საქართველოს როიალისტური პარტია;

15. საქართველოს იპოთეკით დაზარალებულთა დაცვის ლიგა;

16. ა/ო „საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირი“;

17. ალტერნატიული პირადობისათვის მებრძოლთა დარბაზი;

18. ა/ო საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“;

19. ა/ო „ექიმები: ექიმთა და პაციენტის უფლებებისათვის“.

 

აქვე წარმოგიდგენთ ჩვენი გაერთიანების მიერ მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატებად „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარდგენილთა სიას:

 

1. იოსელიანიავთანდილ  [№ 57 წყალტუბო]

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

 

2. . ლიპარტელიანი როინ [№3 ვაკე]

გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე

 

3. ფავლენიშვილი ნატო [17 ნაძალადევის]

საქართველოს მეანაბრეთა და ღარიბთა ასოციაციის პრეზიდენტის თანაშემწე

 

4. გრიგოლია იზოლდა  [61 ფოთი]

ა/ო „ექიმები ექიმთა და პაციენტთა უფლებებისათვის“ თავმჯდომარე

 

5. ჩაჩიბაია რამაზ  [№66 ზუგდიდი]

კლინიკა "გული-ზუგდიდი", ინჟინერ ოპერატორი

 

6. . ქობალია ზურაბ [№65 ზუგდიდი]

გაზ. „სახალხო განათლება“; სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე

 

7. ლურსმანაშვილი დავით [№30 რუსთავი]

საქართველოს მეანაბრეთა და ღარიბთა ასოციაციის პრეზიდენტის თანაშემწე

 

8.. ნათელაძე ბეჟან [№25 სიღნაღი]

გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე;

 

9. კოდელაშვილი ნანა [№19 ნაძალადევი]

საქართველოს მეანაბრეთა და ღარიბთა ასოციაციის პრეზიდენტის თანაშემწე

 

10. წერეთელი გობრონი [№5 საბურთალო]

ღმერთის მოყვარულთა მსოფლიო აკადემიის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

 

11. მეხრიშვილი ბაგრატი [43 ხაშური]

უფლებების დაცვის ს/ო „ალამის“; დასუფთავების სამსახურის უფროსი

 

12. ფარჯიანი გულიკო [№33 ბოლნისი]

გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტია;

 

13. ფახურიძე რევაზი [№14 ჩუღურეთი]

გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტიის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე

 

14. მამედოვ ფიზიურ  [31 გარდაბანი]

გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტიის ქვემო ქართლის თავმჯდომარე

 

15. ქოჩიაშვილი ელგუჯა [29 რუსთავი]

ა.ა.ი.პ. „საქართველოს მრავალეროვანთა კავშირის“ პრეზიდენტი

 

16. კვირიკაძე ზვიად [№73 ხულო]

ა/ო „საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირის“ დამფუძნებელი თავმჯდომარე

 

პარტიული საარჩევნო სიის წარდგენის ბოლო ვადად კანონის მიხედვით, არჩევნებამდე 30-ე დღე, ანუ, ამ შემთხვევაში - 8 სექტემბერია დადგენილი.

2016 წ. 7 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარის სახელზე შემდეგი მიმართვა მოვამზადეთ

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

ქალბატონო თამარ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 115-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ: №28-ე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდის საარჩევნო პარტიულ სიას.

საარჩევნო პარტიულ სიაში ასახულია: საქართველოს პარლამენტის 139 [ასოცდაცხრამეტი] დეპუტატობის კანდიდატის, მათ შორის - 16 [თექვსმეტ] საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის მონაცემები [იხ. დანართი].

გთხოვთ მიიღოთ - №28-ე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარდგენილი საარჩევნო პარტიული სიის რეგისტრაციისათვის საჭირო, კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება.

დანართი:

1. №28-ე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარდგენილი საარჩევნო პარტიული სია- 28 გვ.

2. №28-ე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარდგენილი საარჩევნო პარტიულ სიაში შემავალი დეპუტატობის კანდიდატების მიერ შევსებული სააღრიცხვო ბარათი - 139 ცალი;

3. №28-ე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარდგენილ საარჩევნო პარტიული სიაში შემავალი 16 მაჟორიტარობის კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა - 16 ცალი.

პატივისცემით:

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

 

მეორე დღეს, ცესკოში გადმოგვცეს წერილი, ჩვენს საარჩევნო სიაში დაფიქსირებული ხარვეზის თაობაზე, სადაც ვკითხულობთ:

 

№01-03/2173

08. 09. 2016

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

წარმომადგენელს

ლევან ჩოხელს

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 117-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გაცნობებთ, კანონით დადგენილ მოთხოვნებთან თქვენს მიერ წარმოდგენილ პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ.

№21 ღვინიაშვილი ევგენი - არასწორია დაბადების თარიღი;

№22 ლურსმანაშვილი დავით - პარტიულ სიაში არასწორია მაჟორიტარული ოლქის ნომერი;

№38 სათირიშვილი დავით - პარტიულ სიაში არასწორია დაბადების თარიღი;

№77 თანიაშვილი მარგალიტა - არასწორია დაბადების თარიღი;

№78 ცხოვრებაშვილი ნატალია - არასწორია დაბადების თარიღი და მისამართი;

№85 სისაური ლენა - არასწორია დაბადების თარიღი;

№100 კანდელაკიშვილი მანანა - პარტიულ სიაში არასწორია მონაცემები;

№115 ქამხაძე მარეხი - არასწორია დაბადების თარიღი;

№116 კვირიკაძე ზვიად - არასწორია დაბადების თარიღი;

№120 გერგედავა ანელა - მე11 გრაფაში არ არის ინფორმაცია;

№124 ბარამია ანზორ - პარტიულ სიაში არასწორია დაბადების თარიღი.

ამასთანავე, არცერთი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას არ ახლავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

გთხოვთ კანონით დადგენილ 3 დღის ვადაში შეასწოროთ ზემოაღნიშნული ხარვეზი.

პატივისცემით:

თამარ ჟვანია

კომისიის თავმჯდომარე

 

აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის გზაზე, მთავარ სირთულეს პირადობის ასლების სასწრაფოდ შეგროვება წარმოადგენდა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ცესკოში წარსადგენ მასალას შემდეგი წერილი დავურთეთ თან:

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

ქალბატონო თამარ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 117-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ: №28-ე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდის - ჩასწორებულ და ხარვეზის გამათვალისწინებელ საარჩევნო პარტიულ სიას. კერძოდ:

- დეპუტატობის კანდიდატების პირადობის მოწმობის 111 [ასთერთმეტ] ასლს [იხ. დანართი];

- სამი დეპუტატობის კანდიდატის სააღრიცხვო ბარათს [№77 თანიაშვილი მარგალიტა; №78 ცხოვრებაშვილი ნატალია; №120 გერგედავა ანელა] [იხ. დანართი];

- „დისკზე“ ჩაწერილ პარტიულ სიას [იხ. დანართი].

გთხოვთ მიიღოთ - №28-ე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარდგენილი საარჩევნო პარტიული სიის რეგისტრაციისათვის საჭირო, კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება.

პატივისცემით:

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

კანონით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ცესკოს ორი დღე აქვს განსაზღვრული.

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

 

 

საზ. მაუწყებლის მეორე არხზე

ბრიფინგების ჩატარების ქრონიკები

ჩვენი მწირი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, და კანონის მიხედვით არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სატელევიზიო ეთერის გამოყენების საკითხი ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს.

ერთადერთი არხი, სადაც ჩვენ ბრიფინგების ჩატარებისა და მათი 10 წუთიანი ჩანაწერის სატელევიზიო ეთერში გაშვების  შესაძლებლობა გვეძლევა, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი.

2 სექტემბერს ჩატარებული ბრიფინგის შემდგომად განგვიცხადეს, რომ, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ინტენსიური დაკვირვების ფონზე, საზ. მაუწყებლის მე-2 არხი, ამის მდგომად კვირაში, ჩვენს მიერ ჩატარებულ მხოლოდ ერთი ბრიფინგს გააშუქებდნენ.

ამ თემის, მე-2 არხის პროდიუსერთან ქ-ნ დოდო შონავასთან გაპროტესტებას შედეგად ის მოყვა, რომ 5 სექტემბერს ჩატარებული ბრიფინგის დასრულების შემდეგ „დიდსულოვნად“ გვაუწყეს რომ კვირაში - 2 ბრიფინგს გაგვიშუქებდნენ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, ჩვენთვის გამოყოფილი კვირაში ორი შესაძლებლობის მოცემა დიდ ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

ქ-ნ დოდო შონავას განვუცხადე, რომ ამ საკითხს უწყებათაშორისი კომისიის უახლოესი სხდომის განხილვის თემად ვაქცევდი. იმავე დღეს ასეთი წერილი გავაგზავნეთ:

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია წერილი

 

ქალბატონო თეა!

როგორც მოგეხსენებათ, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, წინასაარჩევნო პერიოდში გახლავთ, თვალი მიადევნოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გაწერილი იმ მოთხოვნების დაცვას, რომელიც ეხება:

1. სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური სუბიექტებისათვის უფასო და ფასიანი სარეკლამო დროის განთავსების საკითხს; და

2. საარჩევნო სუბიექტებისათვის, მათი პოლიტიკური აქტივობების თანაბარ პირობებში გაშუქების ვალდებულებას.

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეორე არხის გადაცემა - „ბრიფინგების დრო“, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ამ არხის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, მოწოდებულია საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური აქტივობების თანაბრად გაშუქებაზე.

 

2016 წ. 20 ივლისიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პრესცენტრის“ გახსნა, ერთ-ერთი იმ კარგ წამოწყებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს თავისი საარჩევნო პროგრამის მოსახლეობისათვის წარდგენაში ეხმარება.

 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოსკომუნიკაციებისეროვნულიკომისიის არაკანონიერი „რეკომენდაციით“, ე.წ. არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, კვირაში მხოლოდ ორი ბრიფინგის ჩატარების უფლება განესაზღვრათ.

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა-უფლის სახელით“, მოგმართავთ თხოვნით, რათა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მსჯელობის თემად ვაქციოთ ზემოთხსენებული საკითხი.

 

შესაბამისად გამოვდივართ წინადადებით, რათა  უწყებათაშორისი კომისიის სახელით შემუშავებულ რეკომენდაციაში, მიეთითოს „საქართველოსკომუნიკაციებისეროვნულიკომისიას“ მოხსნას ყოველგვარი ხელოვნური ბარიერი, და, საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული საარჩევნო სიის წარდგენის [ბოლო ვადა - 8 სექტემბერი] შემდგომად,   არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში, ე.წ. არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს მოგვეცეს კვირის ყოველ სამუშაო დღეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში  თითო ბრიფინგის ჩატარების უფლება.

 

პატივისცემით

 

№ 28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა-უფლის სახელით“

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

5 სექტემბერი, 2016 წ.

 

 

2016 წ. 6 სექტემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის ტავმჯდომარის ხელმოწერით ასეთი წერილი მივიღეთ:

 

№04/3340-16, 06. 09. 2016 წ.

სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“

ასლი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს

ასლი:  საარჩევნოგაერთიანება

ზვიადისგზა - უფლისსახელით

გაცნობებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში [შემდგომში „კომისია“] შემოსულია

საარჩევნოგაერთიანება ზვიადისგზა - უფლისსახელით2016 წ. 05 სექტემბრის განცხადება [კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9350-16 – 06. 09. 2016], რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიამ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიმართა რეკომენდაციით, რათა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის განესაზღვრა კვირაში მხოლოდ ორი ბრიფინგის ჩატარების უფლება.

კომისიისათვის გაუგებარია, თუ კომისიის მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ მიცემულ რა სახის რეკომენდაციაზეა საუბარი საარჩევნოგაერთიანება ზვიადისგზა - უფლისსახელითგანცხადებაში. შესაბამისად, გიგზავნით ზემოაღნიშნული განცხადების ასლს და გთხოვთ, 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრება.

დანართი: 2 ფურც.

პატივისცემით

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

 

მომდევნო დღეს, 7 სექტემბერს გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, ქ-ნმა თეა წულუკიანმა, საკითხის განხილვის შემდგომად, შემოგვთავაზა დავლოდებოდით საზ. მაუწყებლის მიერ გამოხატულ საპასუხო პოზიციას.

8 სექტემბერს ჩატარებული მორიგი ბრიფინგის შემდგომად, ქ-ნ დოდო შონავასთან ჩვენი საუბარი, მსის ადგილზე არყოფნის მიზეზით,  აღარ შემდგარა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 

 

 

...

ფერისცვალებას გილოცავთ,

უფლისგან ხელდასხმულებო,

მიაგეთ უფალს დიდება

ღმერთის ერთგულო შვილებო!..

დაგვლოცე, ჩვენო უფალო,

და შეგვეწიე ყველასა,

ჩაგრული ხალხი მოველით

შენგან ბოძებულ შველასა...

ყველას გვიყვარხარ - უფალო,

გელით გულანთებულები,

გაცხადდი, ჩვენო იმედო,

და გაგვიხარე გულები...

მაღლა, ცის შუაგულშია,

დიდი ვარსკვლავი ანათებს

დრო მოვა, შენს გამოჩენას,

მაღალი ღმერთი გვახარებს!..

 

 ეკატერინე

ხრიკული

...

მარიამობას გილოცავთ

საქართველოს მცხოვრებლებო!..

მისი მადლი შეგეწიოთ,

ყველა - მართლმადიდებელო!..

ყველამ მიაგეთ დიდება,

დაუნთეთ თითო სანთელი,

მან მოგვივლინა უფალი,

ის არის ჩვენი მფარველი...

მაღალო ღმერთო, გულით გთხოვ

სუყველას „გააგებინე“,

ურწმუნო თომას შვილებსა

„უფლის გზა“ აარჩევინე...

ყველამ კარგად მომისმინეთ,

ყველამ ჩაიხედეთ გულში,

არცევანი გააკეთეთ:

არ გაყიდოთ სული ფულში!..

 

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

ყველას გასაგონად ვამბობ,

[ეს ბევრჯერა მაქვს ნათქვამი],

ადიდეთ ჩვენი უფალი,

დაილოცეთ გზა და კვალი!..

უფალი მოდის, გაიგეთ!

[ეს ჟამიც მალე დადგება],

ნეტავი იმას, უფალთან,

ვინც პირნათელი წარსდგება!

ისეთ ცოდვებსა სჩადიან

ყურს რომ არ გაეგონება,

იცოდეთ - ყველა ნაბიჯი

სასწორზე აიწონება...

სამსჯავრო თავისას მოგვთხოვს

სუყველა დავიკითხებით,

რაც ჩვენს სამშობლოს მივაგეთ,

იმ საქმით განვიკითხებით!..

 

 ეკატერინე

ხრიკული