Print

გაზეთი № 22 [993]

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარის

განკარგულება №183/2016

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის

პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების შესახებ

. თბილისი 2016 წლის 16 სექტემბერი

საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიმე-15 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის, 77- მუხლის მე-5 პუნქტის, 78- მუხლის მე-11 პუნქტისა და 117- მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვადგენ:

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის,

რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო სუბიექტის ზვიადის გზა - უფლის სახელითპარტიული სია, გარდა:

1. ავთანდილ იოსელიანისა (პარტიულ სიაში N2);

2. ვლადიმერ მჭედელაძისა (პარტიულ სიაში N7);

3. ილია ცხაკაიასი (პარტიულ სიაში N65);

4. ლია შაყულაშვილისა (პარტიულ სიაში N73).

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: . თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე

თამარ ჟვანია

 

 

№28 საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის განკარგულება

2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგი საპარლამენტო არჩევნების  წინასაარჩევნო პროცესის სათანადოდ ორგანიზების მიზნით, ვადგენ:

1. საარჩევნო შტაბის თავმჯდომარედ დაინიშნოს: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე - ავთანდილ იოსელიანი;

2. საარჩევნო შტაბის აღმოსავლეთ საქართველოს კოორდინატორად დაინიშნოს - ვლადიმერ მჭედელაძე;

3. საარჩევნო შტაბის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორად დაინიშნოს -ილია ცხაკაია.

№28 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

12 სექტემბერი, 2016 წ.

 

 

სექტემბერი - „ახალიწლისა“, ანუ: 1-8-16

სათქმელის  წარმოჩენამდე ერთგვარი შესავალი გვინდა შემოგთავაზოთ.

სულხან საბას „ლექსიკონი ქართული“-ს მიხედვით: „სეკდემბერი ბერძნულია, ქართულად ახალწლისა“-ა [ტ. 2; 1993 2., გვ.41].

ქრისტიანულ სამყაროში მრავალი საუკუნის მანძილზე ახალი წელი, სწორედ - სექტემბრის თვიდან იწყებოდა.

2016 წ. 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისათვის განკუთვნილი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესის ე.წ. მოსამზადებელი ეტაპი, „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოქმედ საარჩევნო გაერთიანებაში შემავალი 19 სუბიექტის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურების წარდგენის სახით,  აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდა.

1 სექტემბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე საარჩევნო პარტიული სიის ზოგადი მონახაზი გამოიკვეთა. დეპუტატობის კანდიდატთა სააღრიცხვო ბარათებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანის შემდეგ - 7 სექტემბერს ცესკოს წარედგინა 139 კანდიდატისაგან შემდგარი საარჩევნო პარტიული სია.

სარჩევნო კოდექსის მიხედვით საარჩევნო პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადად არჩევნებამდე - 30 დღეა დადგენილი, რაც, წლევანდელი არჩევნებისათვის - 8 სექტემბერზე მოდის.

8 სექტემბერს მიღებული შეტყობინების შემდეგ, ცესკოში მისულებს, კანონის მიხედვით, გადმოგვეცა საარჩევნო პარტიულ სიაში აღმოჩენილი ხარვეზის მიმანიშნებელი წერილი. ყველა საჭირო ჩასწორების განხორციელების შემდეგ, 9 სექტემბერს ცესკოში ჩავაბარეთ, საარჩევნო პარტიულის სიის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

ცესკოს თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 16 სექტემბერს გამოცემული განკარგულებით - №183/2016, მოხდა №28 საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარდგენილი საარჩევნო პარტიული სიის რეგისტრაცია.

ამდენად 2016 წლის - 1 სექტემბერს „დაწყებული“ და 8 სექტემბრის თარიღზე გავლით მიმდინარ,ე ჩვენი გაერთიანების საარჩევნო პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი 16 სექტემბერს დასრულდა.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვფიქრობთ რომ ძნელი არ უნდა იყოს, ქრისტიანულ სამყაროში ახალი წლის ამთვლელ- - სექტემბრის, ანუ პირველი თვის თაობაზე  ბიბლიაში დაფიქსირებული შემდეგი მინიშნების არსის აღქმა-გააზრება.

ბიბლია გვაუწყებს - „პირველი თვის [აქ - სექტემბერი] პირველ დღეს [აქ - 1 სექტემბერი] დაიწყეს განწმენდა, თვის მერვე დღეს კი [აქ - 8 სექტემბერი ] უფლის კარიბჭრს მიადგნენ. რვა დღეს წმენდნენ უფლის სახლს და პირველი თვის მეთევსმეტე დღეს [აქ - 16 სექტემბერი] მოათავეს“ [2 ნეშტთა 29,17].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - მისტერია თავისი ნორმით სრულდება.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

2016 წ. 1[14] სექტემბერი, ანუ მხოლოდ ფაქტები

მართლმადიდებელი ეკლესია 1 [14] სექტემბერს - ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმიდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა"

ქრისტიანულ საქართველოში მიღებული იყო წელთაღრიცხვის სამი სისტემა ანუ სამი ერა:

წელთაღრიცხვა - ქრისტეთი,

წელთაღრიცხვა - დასაბამითგან,

წელთაღრიცხვა - ქორონიკონით.

განვიხილოთ ისინი.

 

წელთაღრიცხვა - ქრისტეთი

მაცხოვრის განკაცებიდან გასული დროის ათვლიდან გამომდინარე გამოიყენება ორი ტერმინი:

ქრისტემდე, ანუ ე.წ. ძველი წელთაღრიცხვა და

ქრისტეს აქეთ, ანუ ახალი წელთაღრიცხვა.

საერო კალენდრით - 2016 წ. 1 [14] სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტე დაბადებიდან 2016-ე ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.

 

წელთაღრიცხვა დასაბამითგან

ეს ერა ანგარიშობს დროს ქვეყნის გაჩენიდან, ანუადამთაგან“, ქრისტეს შობამდე.

 ერა დასაბამთაგან ქრისტეს დაბადებამდე“ სხვადასხვა სახისაა, რაკი ამ ერას სხვადასხვა დროის პერიოდით განსაზღვრავენ, ძირითადად ცნობილიადასაბამითგან“-ის შემდეგი ვარიაციები:

1)    5198 წელი---ევსევი კესარიელისა:

2)    5492 წელი---პანოდორე ალექსანდრიელისა;

3)    5500 წელი---ანიანე ალექსანდრიელისა;

4)    5508 წელი---ბიზანტიელებისა (ბიზანტიური ერა)

ქართველებს კი საკუთარიდასაბამითგანი“, ანუ ყველასაგან განსხვავებული ერა გვაქვს.

ქართულიდასაბამითგანიქვეყნის გაჩენიდან ქრისტემდე 5604 წელს ანგარიშობს.

შესაბამისად, 2016 წ. 1 [14] სექტემბრიდან, ათვლა დაიწყო: 5604 + 2016 = 7620-ე წელმა.

 

წელთაღრიცხვა - ქორონიკონით

წელთაღრიცხვაქორონიკონით“ 532 წლიანი ციკლით ხდებოდა.

532-წლიანი მოქცევა არის მზის 28-წლიანი ციკლისა და მთვარის 19-წლიანი ციკლის ნამრავლი: 28 x 19 = 532.

532 წლიანი მოქცევა ცნობილია ასევე სახელითალფა“. ეს იმიტომ რომ ამ სიტყვის ასო-ნიშნების ჯამი როგორც ბერძნულად ისე ქართულად შეადგენს:

ა [1] + ლ [30] + ფ [500] + ა [1] = 532.

ქართული ეკლესიის მამების ანგარიშით, ქრისტეს ხორციელ შობამდე ქვეყნის შექმნიდან გასულიიყო 5604 წელი. ეს რიცხვი ინდიქტიონით მოიცავდა

ათ სრულ ინდიქტიონს: 532 Х 10 = 5320

და

კიდევ 284 წელს: 5320 + 284 = 5604, სადაც ეს უკანასკნელი წარმოადგენდა, მიმდინარე XI ინდიქტიონის ანუ მოქცევის 284-ე ქორინიკონს.

ასე რომ, ქრისტეს დაბადებამდე გასული 284 წელი XI ინდიქტიონისა, დასრულდა ქრისტეს შობის შემდეგ 248 წელს. XII ინდიქტიონი დასრულდა 780 წელს, XIII — 1312 წელს, XIV — 1844 წელს, ხოლო XV დასრულდება 2376 წელს.

საქართველოში ქორონიკონი შემოიღეს ხმარებაში VIII საუკუნის 90-იან წლების დასაწყისიდან აშოტ I დიდის დროს. მისი XIII მოქცევის საწყისი თარიღი 781 წელია.

ამდენად, ქართული ქორონიკონით. ამჟამად მიმდინარე - 2016 წელი, მე-14 ქორონიკონის დასრულებიდან, ანუ -1844 წლიდან, არის 172-ე წელი.

მაშასადაე, 2016 წლის 1[14] სექტემბრიდან, ათვლა დაიწყო: მე-15 ქორონიკონის 172 წელმა.

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულს თუ შევაჯერებთ, მიმდინარე 2016 წ. 1 [14] სექტემბერთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე არის:

1. ქრისტეს დაბადებიდან - 2016-ე წლის დასაწყისი;

2. ქვეყნის გაჩენიდან, ანუ „ადამითგან“ – 7620-ე წლის დასაწყისი;

3. ქართული ქორონიკონით: მე-15 ქორონიკონის 172-ე წლის დასაწყისი

 

და კიდევ:

ქრისტიანული ეკლესიის სწავლებით, მთავარი მიზეზი სექტემბრის პირველი რიცხვის საეკლესიო ინდიქტიონად განწესებისა ის უფროა, რომ ამ დროს მეუფე ჩვენი იესო ქრისტე ნაზარეთში იუდეველთა შესაკრებელში შევიდა, წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი:

ვითარმედ წელიწადი უფლისა შეწყნარებული“, და იქ მყოფთ საკუთარი თავი, ვითარცა მესია, წარმოუჩინა: სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე (ლუკ. 4:18-19).

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ვიდეო-კლიპი „არა ძალადობას“

2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი, ამ პროცესისათვის დამახასიათებელზე უფრო მეტი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, ცესკო- მიერ რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის  წინააღმდეგ ერთობლივ ვიდეორგოლში მონაწილეობა შესთავაზა.

„ზვიადის გზა -უფლის სახელით“ წარმომადგენლის რანგში კომისიის სხდომაში მონაწილეობამ, შესაძლებლობა მოგვცა იქვე დაგვეფიქსირებინა ჩვენი მზაობა აღნიშნულ პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით.

ქ-ნ თეას წულუკიანს იქვე შევთავაზეთ, რომ ვინაიდან კომისიის სხდომას ყველა პარტიის წარმომადგენელი არ ესწრებოდა, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გამორიცხვის მიზნით, კომისიის სამდივნოს, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიისათვის ელ. ფოსტით მიეწოდებინა ინფორმაცია.

8 სექტემბერს ჩვენს ელ. ფოსტაზე მართლაც მივიღეთ გზავნილი, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„მოგესალმებით,

  თავისუფალი და სამართლიანი უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის  პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ 15-დან 8 ოქტომბრამდე  სპეციალური საინფორმაციო კამპანია ჩატარდება.  

 (რგოლის გადაღებისა და სატელევიზიო ეთერში განთავსების ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს)...

იუსტიციის მინისტრის იდეის თანახმად, ყველა საარჩევნო სუბიექტი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სატელევიზიო რგოლში ერთად მიიღებს მონაწილეობას და მხარდამჭერებს და ამომრჩეველს მოუწოდებს არ დაუშვას ძალადობა არც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს. ეს იქნება უპრეცედენტო რგოლი, როცა ყველა პარტია, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხდულებებისა, გაერთიანდება მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისთვის.

 საინფორმაციო კამპანიის მიზანია, არჩევნები ჩატარდეს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში; თითოეულმა ამომრჩეველმა, პარტიის მხარდამჭერებმა გააცნობიერონ, თუ რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ნებისმიერი ძალადობის ფაქტს. კამპანიის ფარგლებში ძირითადი მესიჯის მიხედვით შეიქმნება ერთიანი ვიზუალური კონცეფცია, რომელიც არჩევნების დასრულებამდე აქტიურად გავრცელდება ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით.

 გთხოვთდღეს, დღის ბოლომდე გვაცნობოთ ხართ თუ არა თანახმა, ამ კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს თქვენმა პარტიის წარმომადგენელმა (სასურველია ეს იყოს პარტიის ლიდერი ან პარტიის ცნობადი სახე).

 პატივისცემით,

 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო“

ჩვენს მიერ იმავე დღეს გაგზავნილ პასუხში ვკითხულობთ

- „მოგესალმებით!

ჩვენი პარტია მიესალმება უწყებათაშორისო კომისიის 7 სექტემბრის სხდომაზე, ქ-ნი თეა წულუკიანის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, დაგეგმილია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ჩართულობით, ე.წ. ვიდეო გზავნილის მომზადება.

ვეყრდნობი რა ბიბლიურ შეგონებას - „...ყველა ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ [მათე 26,32],

მზად ვარ პირადად მივიღო მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

პატივისცემით

№28-ე ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი“.

14 სექტემბერს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში გაიმართა აღნიშნული ვიდეო-რგოლისათვის განკუთვნილი მასალის ჩაწერა. კერძოდ, იქვე გავიგეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ 11 პოლიტიკურ სუბიექტს გამოუხატავს. საარჩევნო რიგითი ნომრის მიხედვით, ესენი გახლავან:

1 [4]. ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი; 2 [5]. ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3 [8]. ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“; 4 [14]. „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის“; 5 [16]. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“; 6 [17]. „საქართველო“; 7 [23]. ბლოკი „ჩვენები -სახალხო პარტია"; 8 [25]. „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი“;  9 [27]. „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“; 10 [28]. „ზვიადის გზა - უფლის სახელით“; 11 [41]. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

პროექტის ავტორებმა იქვე დაგვახვედრეს 11 დამოუკიდებელი ფრაზებისაგან შემდგარი ტექსტი, რომელიც აღნიშნული რიგითობითვე გადაუნაწილდათ პროექტში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს.

მთლიანი ტექსტი ასეთი სახის გახლავთ - 1. არჩევნები დღეს, ქმნის მომავალს ხვალ; 2. ძალადობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას; 3. და თითოეული ჩვენგანის ოჯახს; 4. აგრესიის გზა, რეგრესის გზაა; 5. საქართველოს სჭირდება მშვიდი არჩევნები; 6. გონიერი და არა ღონიერი გადაწყვეტილებებით; 7. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს მომავალ თაობებს; 8. გავაცნობიეროთ პასუხისმგებლობა; 9. ხელი შევუწყოთ მშვიდობიან გარემოს; 10. უარი ვუთხრათ ძალადობას; 11. გავაზიაროთ მშვიდობა.

წარმოდგენილი სქემის მიხედვით, №28-ე საარჩევნო გაერთიანებას „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, მე-10 ფრაზა განგვეკუთვა - „უარი ვუთხრათ ძალადობას“.

ჩვენი წინამდებარე სათქმელიც, ამით გვინდა დავასრულოთ - უარი ვუთხრათ ძალადობას, და გვახსოვდეს, რომ - მახვილის ამღები მახვილითვე განიგმირება!

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 

 

დეკლარაციების დეპარტამენტის უფროსს

ბატონ დემნა ლობჟანიძეს

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

განცხადება

 

ბატონო დემნა!

2016 წ. 7 სექტემბერს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ მოთხოვნათა შესაბამისად, ცესკოს წარვუდგინეთ, ჩვენს მიერ მომზადებული - საარჩევნო პარტიული სია.

8 სექტემბერს ცესკოდან გამოგზავნილი ხარვეზის აღმნიშვნელი წერილის შინაარსიდან გამომდინარე, 9 სექტემბერს ცესკოს ჩავაბარეთ ჩასწორებული საარჩევნო პარტიული სია.

საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ №28 საარჩევნო გაერთიანების ზვიადის გზა - უფლის სახელით ცესკოში წარდგენილ პარტიულ საარჩევნო სიაში მყოფ საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარობის კანდიდატთა მიერ შევსებულ „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს“.

დანართში მოცემულია 15 [თხუთმეტი] კანდიდატის დეკლარაცია, ესენი გახლავან:

1. ლიპარტელიანი როინი; 2. ფავლენიშვილი ნატო; 3. გრიგოლია იზოლდა; 4. ჩაჩიბაია რამაზი; 5. ქობალია ზურაბ; 6. ლურსმანაშვილი დავითი; 7. ნათელაძე ბეჟანი; 8. კოდელაშვილი ნანა; 9. წერეთელი გობრონი; 10. მეხრიშვილი ბაგრატი; 11. ფარჯიანი გულიკო; 12. ფახურიძე რევაზი; 13. მამედოვ ფიზიურ; 14. ქოჩიაშვილი ელგუჯა; 15. კვირიკაძე ზვიად.

პატივისცემით

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

16 სექტემბერი, 2016 წ.

 

 

მხილების ეტაპისათვის...

ბოლო ჟამის ე.წ. „მხილებისეულ ეტაპზე“ მყოფმა ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ - ჩვენს მიერ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მთავარი მიზანი, არა - სადეპუტატო მანდატის მოპოვება, არამედ ღმერთის მიერ განსაზღვრულ - საქართველოს სულიერი მისიის შესრულებაში, ჩვენი წილი გასაკეთებელის მეტ-ნაკლებად წარმატებით შესრულებაა.

მხილებისეული ეტაპი, თავისთავად საჭიროებს შესაბამისი „ტრიბუნის“ მოპოვებას, რათა სათქმელის მსმენელამდე მიტანა მოხერხდეს.

ამ ეტაპზე, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის საშუალებით ვახერხებთ მოსახლეობისათვის ჩვენი სათქმელის გადაცემას.

წინამდებარე წერილში, ამ ე.წ. „ტრიბუნის“ მოპოვებასთან დაკავშირებული ქმედების ერთ-ერთი მონაკვეთი გვინდა გაგაცნოთ. კერძოდ, 2016 წლის 15 სექტემბერს, ტელევიზიის ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს

ბ-ნ გრიგოლ გოგელიას

 

№28 საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

განცხადება

 

ბატონო გრიგოლ!

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წ. 20 ივლისიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პრესცენტრის“ გახსნა, ერთ-ერთი იმ კარგ წამოწყებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს თავისი საარჩევნო პროგრამის მოსახლეობისათვის წარდგენაში ეხმარება.

აქვე მადლობას გიხდით, ჩვენი პარტიის მიერ თქვენს „პრესცენტრში“ ჩატარებული ბრიფინგების დროული დახარისხიანი გაშუქებისათვის.

ალბათ ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეორე არხის გადაცემა - „ბრიფინგების დრო“, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ამ არხის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, მოწოდებულია საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური აქტივობების თანაბრად გაშუქებაზე; და რომ - ამ უკანასკნელი პირობის სათანადოდ დაცვა, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა.

2016 წ. 5 სექტემბერს, მორიგი ბრიფინგის ჩატარების შემდგომ, „პრესცენტრში“ გვაუწყეს, რომ, არხის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით  ე.წ. არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პრესცენტრში“, კვირაში მხოლოდ ორი ბრიფინგის ჩატარების უფლება განესაზღვრათ.

ჩავთვალეთ რა, რომ ჩვენი საარჩევნო აქტივობის მოსახლეობამდე მიტანის უკიდურესად შემზღუდველი ეს გადაწყვეტილება, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ რაიმე სახის რეკომენდაციის შესაძლო გამოძახილი ყოფილიყო, 5 სექტემბერსვე, თხოვნით მივმართეთ იუსტიციის მინისტრის ქ-ნ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედ - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას“ [რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ] ამ საკითხის 7 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.

ჩვენი თხოვნის მთავარი აზრი იმაში გახლდათ, რომ - არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში, ე.წ. არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს მოგვცემოდა კვირის ყოველ სამუშაო დღეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში  თითო ბრიფინგის ჩატარების უფლება.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“  მიერ, 6 სექტემბერს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ განკუთვნილი წერილის ასლის ჩვენთვის ჩაბარების შემდეგ შევიტყვეთ, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ არანაირი ზემოხსენებული შეზღუდვის რეკომენდაცია არ ჰქონია გაცემული.

შესაბამისად, მივიჩნიეთ რომ - სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ წერილის საფუძველზე, არანაირი სხვა შემზღუდავი პირობა აღარ უნდა ჰქონოდა, რათა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს, მათ შორის ჩვენს პარტიას, შესაბამისი სიხშირით  ესარგებლა თქვენი „პრესცენტრით“.

2016 წ. 12 და 13 სექტემბერს ჩატარებული ბრიფინგის შემდგომად, 15 სექტემბრისათვის ბრიფინგის ჩატარების მიზნით გამოგზავნილი ჩვენი თხოვნის საპასუხოდ, „პრესცენტრიდან“ შეგვატყობინეს რომ კვირაში კვლავ მხოლოდ ორი ბრიფინგის ჩატარების შესაძლებლობა ძალაში დარჩენილა [იხ. დანართი].

 

ბატონო გრიგოლ!

ყოველივე ზემოთქმულის შემდგომად, აწ უკვე თქვენ მოგმართავთ თხოვნით, რომ - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებისაგან შემდგარი ბიუჯეტით დაფინანსებულმა „საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, წინასაარჩევნოდ დარჩენილ, აწ უკვე სამიოდე კვირის განმავლობაში, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს, ყოველგვარი ხელოვნური ბარიერის შექმნის გარეშე, ნება დაგვრთოთ ვისარგებლოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში  კვირის ყოველ სამუშაო დღეში თითო ბრიფინგის ჩატარების შესაძლებლობით, რათა ქვეყნის მოსახლეობას შეძლებისდაგვარად გავაცნოთ ჩვენი საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები.

შევთხოვთ ღმერთს, რათა თითოეულ ჩვენთაგანს მოგცეს მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

წინასწარ გიხდით მადლობას, გამოჩენილი თანადგომისათვის.

დანართი: 1 ფურცელი.

პატივისცემით

 

№28 საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

15 სექტემბერი, 2016 წელი

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

წვიმა წვიმდა წვიმის წესით,

წვიმისდარი გრძნობა მქონდა,

ჩემთან ახლოს იყო ღმერთი,

და ლასკარზე მიამბობდა...

მისგან მომდინარე სიტყვა

გულს ვარდად ეფინებოდა,

[გაბრწყინებული ლასკარი

უფლის შემოსვლას ელოდა...]

მაღალი ღმერთი ლასკარზე,

აი, ამ სიტყვებს ამბობდა:

„უფალი არის ყოვლისმპყრობელი,

უფალი არის თქვენი მშობელი,

უფალი გაძლევთ ყოველგვარ საზრდოს,

და თქვენი გულიც სულ ახალგაზრდობს!..

კეთილი საქმე აკეთეთ,

გიყვარდეთ თქვენი უფალი,

თუ გინდათ ყველა ცოდვისგან,

რომ იყოთ თავისუფალი...“.

არ დაიდარდო ლასკარო,

არ აჰყვე ბოროტ ენასა,

იცოდე დრო რომ ჩამოჰკრავს

ბევრი დაგიწყებს ძებნასა...

 

 ეკატერინე

ხრიკული