Print

გაზეთი № 25 [996]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარს

კავშირის მთავარი ბუღალტრის

ნანული ერქვანიძის

 

ახსნა-განმარტებითი ბარათი

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში

„საარჩევნო ფონდის“ საფინანსო საქმიანობის შესახებ

 

2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი: TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

2016 წ. 19 მარტის სხდომაზე „ლასკარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით: 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, მონაწილეობა მიიღო შემდეგი სახელწოდებით: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლი მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ საარჩევნო ფონდი დაფუძნდა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ს.ს „თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი:   SWIFT: TBCBGE22

მიმღების დასახელება:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი):   GE96 TB78 849 360 801 000 02

2016 წ. 8 ივნისის, ანუ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების  დროისათვის - აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხებოდა - 16 ლარი და 58 თეთრი [თექვსმეტი ლარი და 58 თეთრი].

 

2016 წ. 8 ივნისიდან - 11 ოქტომბრამდე ჩათვლით, ჩვენი საარჩევნო გაერთიანების საარჩევნო ფონდში შემდეგი სახის ფინანსური ოპერაცია განხორციელდა:

 

1. 29 ივლისს სახელმწიფო ხაზინიდან მოხდა - მ. სალუაშვილის მიერ 10/06-2016 წ. [მოსარჩელე ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“] გადახდილი 100 [ასი] ლარის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება;

2. 19 აგვისტოს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 25 [ოცდახუთი] ლარის შემოწირულობა;

3. 19 აგვისტოს განხორციელდა პარტიის სარეგისტრაციოდ დადგენილი 125 [ასოცდახუთი] ლარის გადასახადის გადარიცხვის ოპერაცია;

4. 19 აგვისტოს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;

5. 22 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 403 [ოთხას სამი] ლარის შემოწირულობა;

6. 22 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სასტამბო ხარჯის ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 367,5 [სამას სამოცდაშვიდი ლ. 50 თ.] ლარი;

7. 22 სექტემბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 500 [ხუთასი] ლარის შემოწირულობა;

8. 22 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სარეკლამო მომსახურების ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 525 [ხუთასოცდახუთი] ლარი;

9. 26 სექტემბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 140 [ასორმოცი] ლარის შემოწირულობა;

10. 26 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 70 [სამოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

11. 26 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სარეკლამო მომსახურების ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 210 [ორასათი] ლარი;

12. 29 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 70 [სამოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

13. 29 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, პლაკატების ბეჭვდის ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 70 [სამოცდაათი] ლარი;

14. 30 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 20 [ოცი] ლარის შემოწირულობა;

15. 30 სექტემბერს ი/მ „გიორგი კანკიას“, სარეკლამო ბანერის დამზადების საფასურად, გადაერიცხა - 21,26 [ოცდაერთი ლ. და 36 თ] ლარი;

16. 04 ოქტომბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 560 [ხუთას სამოცი] ლარის შემოწირულობა;

17. 04 ოქტომბერს შ.პ.ს. „გამომცემლობა მინიატურას“, სარეკლამო პლაკატის დაბეჭვდისათვის, გადაერიცხა - 580 [ხუთას ოთხმოცი] ლარი;

18. 04 ოქტომბერს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა.

 

ამდენად: განსახილველ დროის მონაკვეთში:

1, საარჩევნო ფონდში შემოსული საერთო თანხა შეადგენს - 1 888 [ათასრვაას ოთხმოცდარვა] ლარს; ხოლო

2. განხორციელდა - 1 900,56  [ათასცხრაასი ლ. და 56 თ. ] ლარის გადარიცხვა.

 

შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 04 ლარი და 02 თეთრი [ოთხი ლარი და 02 თეთრი].

 

პატივისცემით:

საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

საარჩევნო ფონდის მთავარი ბუღალტერი

ნანული ერქვანიძე

11 ოქტომბერი, 2016 წ.

 

2016 წ. 27 სექტემბრის ხილვაში მიღებული

ზეციური გზავნილი

„უფლის გზით და სულ პირდაპირ,

უფლის გზით და მასთან ახლოს,

„ხანაც“ უკან - უფლის გზიდან,

„ხანაც“ გვერდით - უფლის გზასთან...

პირდაპირ და ანგელოზთან,

ეკლიანი გზით სავალზე...

გადაუხვევ - ხარ ეშმასთან!...

ია-ვარდით მოფენილზე,

მაღლა ავალთ ანგელოზით...

დაბლა? დაბლა - ეშმა გვიხმობს...

ხან დავეცით,

ხან ავდექით,

სუფთა გულით გზაზე ვდგებით,

უფლის გზით და სულ პირდაპირ,

უფლის გზით და მასთან ახლოს!..

ლია [მარეი] ქამხაძე

 

 

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

ქალბატონო თამარ!

2016 12 ოქტომბერს, ცესკოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული 2016 წ. 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების მონაცემების მორიგი ჩასწორების მიხედვით, ჩვენი, ანუ №28 საარჩევნო გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მონაცემების [მორიგი] ცვლილება გამოწვეულ იქნა, 2016 წ. 9-10 ოქტომბერს ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ [ვებ. გვერდზე ატვირთულ] - №07.04.02 და №69.79.06 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებული მონაცემების ცვლილების შედეგად.

ზემოთხსენებული ცვლილების 12 ოქტომბერს განხორციელების [ცესკოს ელ. გვერდზე ასახვის] გამო, ბუნებრივია ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვისარგებლოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის 1 და 2 პუნქტებით.

 

აღნიშნულის გამო, იმედს ვიტოვებთ, რომ ცესკო, ჩვენი განცხადების განხილვისას, არ დაეყრდნობა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

შესაბამისად, ვეყრდნობით რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-4 პუნქტით გაწერილ მოთხოვნას გთხოვთ ცესკოს განხილვის საგნად აქციოთ შემდეგი ორი საკითხი:

1. ცესკოს ვებ. გვერდზე ატვირთული №07.04.02 უბნის შემაჯამებელი ოქმის - №0258 შევსების დრო გახლავთ - 2016 წ. 9 ოქტომბრის: 01 სთ. და 50 წუთი [იხ. დანართი 1].

იქვე გამოქვეყნებულია, კრწანისის №07.04 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბ-ნ დავით ფეტვიაშვილის სახელზე, 2016 წ. 10 ოქტომბერს დაწერილი  №07.04.02 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის ქ-ნ - ირმა ყურუას ახსნა განმარტება, რომლის გატარების მონაცემებია: „0/406 13:40 10. 10. 2016“ [იხ. დანართი №2]. მასში კერძოდ ვკითხულობთ:

„მოგახსენებთ, რომ ა/წლის 9.10-ში ვეცნობოდი ცეესკოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ოქმებს. ჩვენი უბნის ოქმის დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ პროპორციულ ოქმში №27 სუბიექტისა და №28 სუბიექტის მონაცემები შემიტანია არასწორად. კერძოდ №27 აუბიექტის კუთვნილი ხმები მექანიკურად მივაწერე №28 სუბიექტს და პირიქით. ოქმში №27 და №28 სუბიექტები ერთმანეთის გვერდით მდებარეობს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იყო ძალიან დიდი აქტივობა, ოქმი ივსებოდა ღამის 2 საათზე, იყო ხალხმრავლობა, ხმაური და ამის გამო დაუშვი შეცდომა...“

ამდენად, ქ-ნი ირმა ყურუას „ახსნა განმარტების“ მთავარი საფუძველი, როგორც ვხედავთ არის მისი - „მახსოვრობა“, ანუ მას, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან [09.10.2016 – 01 სთ. და 50 წთ.], თითქმის ორი დღის შემდეგ [10.10.2016 – 13 სთ. 40 წთ.] გაახსენდა [აღმოაჩინა] რომ თურმე „მონაცემები“ არასწორად შეუტანია.

ქალბატონო თამარ!

არ ვიცი თქვენთვის როგორ, მაგრამ ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, მხოლოდ ქ-ნ ირმა ყურუას მახსოვრობაზე დაყრდნობით შედგენილი „ახსნა განმარტებითი“ ბარათის საფუძველზე უბნის შემაჯამებელ ოქმში ცვლილების შეტანა. მით უმეტეს, როდესაც №07.04.02 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ ოქმზე, არ არსებობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წარწერა [„შესწორებულია“].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რათა ცესკომ:

ან ბათილად ცნოს №07.04.02 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ დაწერილი ე.წ. „ახსნა განმარტება“, ანუ ძალში დატოვოს ამ უბნის შემაჯამებელ ოქმზე დატანილი მონაცემები;

ან მიიღოს გადაწყვეტილება №07.04.02 საარჩევნო უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლის თაობაზე.

2. ცესკოს ვებ. გვერდზე ატვირთული №69.79.06 უბნის შემაჯამებელი ოქმის - №3390 [იხ. დანართი 3], შევსების დრო გახლავთ - 2016 წ. 9 ოქტომბრის: 00 სთ. და 55 წუთი [იხ. დანართი 3 და 4].

ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებულია ამავე საუბნო კომისიის მიერ შევსებული „შესწორების ოქმი“ -ს [იხ. დანართი №5] შედგენის დროდ მითითებულია - 2016 წლის 9 ოქტომბრის: 00 სთ. და 51 წთ. [იხ. დანართი 5 და 6].

ე.ი. რა გამოდის: ჯერ შედგა „შესწორების ოქმი“ [00 სთ. და 51 წთ.] და შემდეგ, ანუ 00 სთ. და 55 წთ-ზე შეუდგენიათ - ძირითადო დოკუმენტი, რომელსაც ეს შესწორება ეხება?

ამ ორი დოკუმენტის შევსების დროითი მაჩვენებლებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ  ე.წ. „შესწორების ოქმი“ გაყალბებულად უნდა მივიჩნიოთ და მისი მონაცემები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.

აღნიშნულ მოთხოვნას ისიც ამყარებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:

„თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო...“

ცესკოს ელ. გვერდზე გამოქვეყნებულ, განსახილველ, №69.79.06 უბნის შემაჯამებელ ოქმს [№3390], არ აქვს კანონით გათვალისწინებული წარწერა „შესწორებულია“, რაც კიდევ ერთხელ გვაძლევს უფლებას ეჭვქვეშ დავაყენოთ ე.წ. „შესწორების ოქმის“ კანონიერების საკითხი.

ამდენად, მოგმართავთ თხოვნით, რათა აღნიშნული ორი დოკუმენტის შედგენის დროთა საეჭვოდ აცდენისა და შემაჯამებელ ოქმზე კანონით გათვალისწინებული წარწერის „შესწორებულია“-ს არ არსებობის გამო, ცესკომ:

ან ბათილად ცნოს ე.წ. „შესწორების ოქმი“ და ძალში დატოვოს მასზე დატანილი მონაცემები;

ან მიიღოს გადაწყვეტილება №69.79.06 საარჩევნო უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლის თაობაზე.

 ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დანართი:

1-6; სულ - 6 ფურცელი

პატივისცემით:

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

13 ოქტომბერი, 2016 წ.

 

 

მიმართვა!

ღია წერილი ყველას, ვისაც სურს არ აცდეს სასუფევლის გზას:

ყველა ჩვენთაგანის ვალია

წინ აღუდგეს ახალი პირადობის მოწმობების აღებას

განმარტება: რატომ არის აუცილებელი

ალტერნატიული პირადობის მოწმობების დაშვება.

სად აქვს ფესვები ღვთიურ სიბრძნეს.

 

ახლა რასაც მოგახსენებთ, ჩემი მოსაზრება როდია, მე მხოლოდ შეგახსენებთ იმას, რაც დაწერილია წმინდანთა და მოციქულთა მიერ საღვთო წერილებში, ბოლო ჟამისთვის, დროითი ნიშნების შეცნობის თვალსაზრისით და სახელმძღვანელოდ.

მოდით, გავიხსენოთ მოციქულთა და წმინდათა სიტყვები და შევაჯეროთ, გავაანალიზოთ - ვიმყოფებით თუ არა იმ დრო-ჟამის სიმწიფეში, რასაც მეორედ მოსვლის წინმსწრები ნიშნები ჰქვია.

ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი იწერება გამოსაფხიზლებლად, თითოეული ქრისტეს მორწმუნე ადამიანის გადასარჩენად.

ახლა კი, მოვისმინოთ წმიდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაზე: „...იმ დროს, როდესაც ასე ცხადლივ მოქმედებს ეს საიდუმლო, რაზედაც გვიწინასწარმეტყველა წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში, ვშიშობ, რომ მღვდლებიცა და ეპისკოპოსებიც, ამ საქმის მიმართ განწყობილნი არიან არა როგორც სასულიერო, არამედ როგორც საერო პირები. ეტყვიან ერს, განსაკუთრებული არაფერი ხდება და არაფერი დაშავდება მიიღონ მოწმობები, და, საერთოდ, გაამართლებენ ყოველგვარ უკანონობას. მაგრამ ეს მართებული არ არის იმიტომ, რომ მოსახლეობას ამშვიდებენ და ამით აგდებენ იმგვარ ყოფაში, საიდანაც უკვე ვერასოდეს შეძლებენ თავის დაღწევას. მაგრამ, ასეთი ადამიანები უეჭველად აგებენ პასუხს თავიანთი საქციელისათვის!

ღვთის განგებულობით, წმიდა მოქციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა, საღვთო გამოცხადებაში, 1900 წლით ადრე გადმოგვცა სიკეთისა და ბოროტების მდგომარეობა დედამიწაზე და ადამიანების გატაცება მიწიერი სწავლებებით. ამიტომაც, საყოველთაო უკანონობისა და გაუცხოების გამო დედამიწაზე დაშვებული იქნებოდა ანტიქრისტეს მოვლინება, რომელიც იქნებაო - მაგი, ჯადოქარი, ბოროტი გენია, რომელშიც თავად სატანა ჩაიბუდებს, და ყველა, ვინც დაექვემდებარება მის ძალაუფლებას, გახდება ისეთი ზომბირებული, რომ ავტომატურად შეასრულებს ანტიქრისტეს ბოროტებებს, და ადამიანები დემონების მსგავსი ბოროტები გახდებიან.

მოდით ეხლა, გავიხსენოთ თუ რას წერს მსოფლიოში სახელმოხვეჭილი წინასწარმეტყველი - ბერი პაისი [„იხ. „ბერ-მონაზონი ქრისტოდულ აგიორიტე, ბერი პაისი - არ გაებათ მახეში (ბოლო ჟამის სესახებ), თბ. 2004 წ.]:

„...ახლა, ამ მძიმე დროში, ყველა ჩვენთაგანი გამოცდას ვაბარებთ. მე ბევრ რაღაცას ვხედავ... ჩვენ არ გვსურს ვიცოდეთ, რომ იქნება მეორედ მოსვლა, ვინაიდან ეს ჩვენთვის გულსატკენია. ახლა გვეუბნებიან - შესაძლებელია ყველანი დავიღუპოთ, მოდით მოვემზადოთ, მოვინანიოთ ცოდვები, ვაკეთოთ კეთილი საქმეები...“.

ბერი პაისი ა,ბობს, რომ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება ღმერთის უარყოფის ტოლფასია. საინტერესო და ძალიან საგულისხმოა ბერი პაისის მსჯელობა:

- ერთნი ამბობენ: „მე მივიღებ მოწმობას სამ ექვსიანს, და გამოვსახავ მასზე ჯვარს“;

- მეორე შემოსძახის: „მე მივიღებ ბეჭედს შუბლზე და გადავიწერ პირჯვარს“...

და იმეორებენ მთელ რიგ ამგვარ სისულელეებს. ისინი ფიქრობენ, რომ ასე იკურთხებიან, მაშინ როდესაც ეს აზრი არის ხიბლი...

აი, როგორ აფასებს ამგვარ მოსაზრებებს ბერი პაისი [მისი ვრცელი ნააზრევიდან მოკლე დასკვნის გამოტანა შეიძლება, რასაც მისივე სიტყვებით გადმოგცემთ]: „სიბინძურე არ იკურთხება. სუფთა წყალი იღებს მადლს და იქცევა ნაკურთხ წყლად, მაგრამ შარდი ნაკურთხ წყლად ვერ იქცევა. სიბინძურე კურთხევას არ იღებს...“.

ბერი პაისი მოუწოდებს ეკლესიებს დაიკავონ მკაცრი პოზიცია, რომ მორწმუნეებმა იცოდნენ რა ქნან.

რა ქნან? - ამ შეკითხვაზე ბერი პაისი ამგვარად პასუხობს: „ეკლესიამ, მართებული პოზიცია უნდა დაიკავოს, უნდა აუხსნას მორწმუნეებს, რომ ახალი მოწმობების მიღება იქნება მათი დაცემა, და იმავდროულად, ეკლესიამ უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს, რომ ახალი პირადობის მოწმობა, უკიდურეს შემთხვევაში, არ იყოს აუცილებელი“.

შემდეგ, იქვე აგრძელებს - „ბეჭედის შემოღების ვერაგი ხერხია: ნელ-ნელა, ბარათებისა და პირადობის მოწმობების შემდეგ, ანუ პერსონალური დოსიების შედგენის შემდგომ, ისინი ეშმაკურად შეუდგებიან ბეჭდის დასმას, სხვადასხვა ხრიკებით აიძულებენ მიიღონ ბეჭედი ხელსა და შუბლზე...“.

ბერი პაისი დასძენს, რომ ტელევიზია რეკლამას გაუკეთებს „სრულყოფილ სისტემას“, ანუ ბეჭდის დასმას ლაზერის სხივით - ხელსა და შუბლზე, რომელიც არ შეინიშნება გარეგნულად, - როგორც რიცხვი 666, ანუ ანტიქრისტეს ბეჭედი.

ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ, სურვილი გამიჩნდა მკითხველსა და მსმენელს ჩემი პირადი მოსაზრება გაგიზიაროთ.

წინასწარმეტყველი ბერი - 1994 წელს აღესრულა. ბერი პაისი, ყოველივე ამას, ორი ათეული წლის წინ წერდა და მოჰყავდა დამამტკიცებელი არგუმენტები და ფაქტები. დასახელებული აქვს კონკრეტული მაგალითები, რომ ანტიქრისტე ახორციელებს თავის მზაკვრულ გეგმას - საყოველთაოდ, სხვადასხვა ქვეყნებში.

კონკრეტულად, აღნიშნავს, რომ დამღუპველია შტრიხ კოდების შემოღება, რომელიც ახალ პირადობის მოწმობებში უკვე არის.

სავარაუდოდ, მზაკვრული გეგმის მიხედვით შუბლზე და ხელზე ბეჭდის დასმა, რომლის უხილვად დასმა ლაზერის სხივითაა შესაძლებელი, ეს ატაპიც გავიარეთ.

ამას, უკვე, - „შეგვაპარეს“ აღარ ჰქვია, ეს - უფრო მეტია.

დღეს, ღვთის მორწმუნე ნაწილს, მხოლოდ ბრძოლის გზა დაგვრჩენია, რათა გამოვსტაცოთ საჯოჯოხეთო გზას სული, წინ აღვუდგეთ, დავუპირისპირდეთ მთავრობას, რათა მოვთხოვოთ - დაუშვან ალტერნატიული პირადობის მოწმობები.

 

2016 წ. 30 სექტემბერი

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

„უფლის გზაა“ - არჩევანი ჩვენი

ღმერთო ის ხალხი აგვარჩევინე:

ღმერთს ადიდებდეს

სულითა და ჭეშმარიტებით...

შეაძლებინე ჩემს ერს, რომ

გზებს ეძებდეს - წმინდას...

ღმერთო, იმ დღეს მომასწარ

დადიოდეს ჩემი ერი,

გულით ბრძენი, სულით წმიდა,

გზებით - ქრისტესმიერით...

ხელში ეპყრას - მესიის მახვილი,

ბნელსა ჰკვეთდეს,

სიმართლისკენ გზებს იკვლევდეს 

 

2016 წ. 8 ოქტომბერი

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

...

ოქტომბერმა თქვა - მოვდივარ,

ყველას გასწავლით ჭკუასა,

ღირსეულად მოიქეცით,

არ აწყენინოთ უფალსა...

აღარც უფალი დაგინდობთ

[სუყველა „დაიკითხებით]

ბოლო წამი რომ ჩამოჰკრავს

სასტიკად განიკითხებით...

ყველამ თავის გზა იპოვოს,

ლასკარში - უფალს ირჩევენ.

დრო მოვა - თქვენც „დაიძახებთ“:

უფალო, რამე გვიშველე!...

[ფრთხილად, არ გახდეს გვიანი

შემდეგ თითებზე კბენანი...]

 

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

რა გითხრათ, რით გაგახაროთ,

რით დაგიწყნაროთ გულები?

ამათი დაპირებებით

დავდივართ დაბნეულები...

ვერ ავირჩიეთ ვერასდროს,

მართალი კანონმდებლები,

და კვლავ მივიღეთ მთავრობა,

ფულის ტომრების მძევლები...

მინაწერი:

საქართველოს მოკლე ხანში,

სასწაული ელოდება,

არჩევანში ვინც არ შეცდა,

მხოლოდ იგი გადარჩება!...

 

 ეკატერინე

ხრიკული