Print

გაზეთი № 26 [977]

მიღმა სამყაროსეული გზავნილი

 2016 წლის 29 ოქტომბრის გამთენიას, ხილვაში მაჩვენეს ფურცელზე დაწერილი, შეგონებითი ხასიათის, 8 თუ 10 ე.წ. მოწოდება. სამწუხაროდ, გამოღვიძების შემდეგ, მხოლოდ ბოლო მოწოდება დამამახსოვრდა... აი, ეს ტექსტი:

„უფლის მოსვლის ჟამია!...

გეშინოდეთ უფლისა, მოინანიეთ სანამ დროა, რომ მოასწროთ...

აკეთეთ სიკეთე, სანამ შეგეძლებათ, თქვენი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე, საქმით თუ სიტყვით [საქმით თუ არა სიტყვით მაინც]...

აკეთეთ კეთილი საქმე, ბოლომდე...

მოასწარით, სანამ შეგეძლებათ!..“

ეთერ ბუიძე

 

 

ბიბლიური მინიშნების - „ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან"

მოკლე ისტორია

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ, ბიბლიაში მოცემული, ბოლო ჟამის ერთ-ერთი დამამთავრებელი ეტაპი, სახელდებით - „ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან", თავის სათავეს - 2011 -2012 წლებიდან იღებს.

საქმე ეხება, ერთის მხრივ - მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გუნდს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, და მეორეს მხრივ - ბიძინა ივანიშვილსა და მის მიერ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ძალას.  მოდით მივყვეთ ათვლილი დროის ისტორიას.

 

შესავალი, ანუ

2012 – 2016 წლების საპარლამენტო არჩევნები

ცესკოს მონაცემებით, 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 3 613 851 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 215 661-მა, ანუ საერთო რაოდენობის 61.31%.

არჩევნებში მონაწილე 16 პოლიტიკური გუნდიდან 5%-იანი ბარიერი გადალახა ორმა საარჩევნო სუბიექტმა:

1. კოალიციამ - „ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება”, რომელშიც 6 პარტია იყო გაერთიანებული [1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”; 2. საქართველოს კონსერვატიული პარტია; 3. პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”; 4. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”; 5. პ/გ „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”; 6. პ/გ „ეროვნული ფორუმი”] და

2. პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს”.

პროპორციული საარჩევნო სისტემით ასარჩევი 77 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:

პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს” – 33 მანდატი (867 432 ხმა, 40.34%) -

კოალიცია „ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება” – 44 მანდატი (1 181 862 ხმა, 54.97%)

73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მანდატები შემდეგი თანაფარდობით გადანაწილდა:

კოალიცია „ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება” – 41 მანდატი,

პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს– 32 მანდატი.

ჯამში: პარლამენტის 150 სადეპუტატო მანდატი ასე გადანაწილდა;

კოალიცია „ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება”: 44 + 41 = 85 მანდატი;

პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს”: 33 + 32 = 65 მანდატი.

ამდენად, ქვეყნის სათავეში დამკვიდრდა ორი ძალა:

1. პრეზიდენტის პოსტი ეკავა - მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 65 სადეპუტატო მანდატის მქონე საპარლამენტო უმცირესობა უჭერდა მხარს; და

2. საქართველოს პარლამენტის 85 სადეპუტატო მანდატის მქონე უმრავლესობამ, პრემიერ მინისტრად - ბიძინა ივანიშვილი აირჩია.

მეორე საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, ანუ 2013 წ. 27 აპრილს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების  შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა დატოვა საქართველო, და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მხოლოდ მისი პარტიის მეშვეობით გააგრძელა საქმიანობა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - ბიძინა ივანიშვილი გადადგა პრემიერ მინისტრის პოსტიდან და, მანაც, მის მიერ შექმნილი გუნდის მეშვეობით განაგრძო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობა.

ხსენებული ორი პირობითი ჯგუფის საქმიანობა, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე ახალი ძალით განვითარდა.

საქართველოდან უკრაინაში გაქცეული და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხარდამჭერი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მინიმუმ სამ ნაწილად დაიშალა, ყველა ხერხით ცდილობდა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეების ხელში დაბრუნებას.

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ჩამოიცილა რა ყოფილ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები, მთავარი აქცენტი მის მიერვე დაარსებული პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მეშვეობით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გააკეთა.

საბოლოოდ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, 3 513 884 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო - 1 814 276-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,63 %-ია.

ხსენებული ორი პოლიტიკური გუნდის მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

პროპორციულ არჩევნებში

 1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მიიღო – 856 638 ხმა (48.68 %), და  – 44 მანდატი მოიპოვა;

2. პ/გ  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მხარი დაუჭირა – 477 053 ამომრჩეველმა (27.11 %), რაც მათთვის – 27 სადეპუტატო მანდატის მოპოვების გარანტი გახდა;

მაჟორიტარულ არჩევნებში

1. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გუნდმა სრული კრახი განიცადა - მათ ვერც ერთ ოლქში ვერ გაიმარჯვეს.

2. ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 73-დან, - 71 საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა.

საბოლოო ჯამში, პარლამენტის 150 სადეპუტატო მანდატიდან:

1. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა - 115 მანდატი [76,67%] მოიპოვეს; ხოლო

2. მიხეილ სააკაშვილი და „ნაცები“ – 27 სადეპუტატო მანდატს [18%] დასჯერდნენ.

 

კოდირებული „ოთხეული“

საქართველოს პარლამენტის 2016 წ. 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი იღებდა. საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ 73 სადეპუტატო ადგილზე წარდგენილი გახლდათ - 816 მაჟორიტარი კანდიდატი.

ცესკოს მიერ მიღებული, საქართველოს პარლამენტის 2016 წ. 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის [23. 10. 2016 წ.] მიხედვით:

- პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1 825 054;

- ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობაა - 62 678;

- ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობაა - 1 759 632.

[მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასა და ბათილი და მიღებული ხმების ჯამურ მნიშვნელობებს შორის თანხვედრა არ არის: 62 678 + 1 759 632 = 1 822 310;

ცდომილება შეადგენს: 1 825 054 - 1 822 310 = 2 744 ხმას].

პროპორციული სისტემით, დაწესებული 5%-იანი ბარიერი მხოლოდ შემდეგმა სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა:

1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 856 638 (48.68 %) – 44 მანდატი;

2. ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 477 053 (27.11 %) – 27 მანდატი;

 3. ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”  - 88 097 (5,01 %) – 6 მანდატი;

73 მაჟორიტარული ოლქიდან პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, თავისი კანდიდატი – 72 ოლქში წარადგინა. №1 მთაწმინდის ოლქში მათ ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

საბოლოოდ, მაჟორიტარულ არჩევნებში, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მოიპოვა - 71 მანდატი; №1 მთაწმინდის ოლქში - სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო №43 ხაშურის ოლქში: „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”-ს წარმომადგენელმა გაიმარჯვა.

აქვე უნდა ითქვას, რომ 5%-იანი ბარიერ გადალახული სამი საარჩევნო სუბიექტიდან - ორი, ბლოკის სახით არის წარმოდგენილი. ესენია:

1. ბლოკი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ორ პარტიას აერთიანებს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო“. თუმცა მიღებული 27 სადეპუტატო მანდატი მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 20 წევრსა და 7 უპარტიო კანდიდატზე გადანაწილდა;

2. ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”, რომელშიც 7 პარტიაა თავმოყრილი“ [„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"; „ტრადიციონალისტები"; „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო"; „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" და „ახალი ქრისტიან- დემოკრატები"]. მათ მიერ მოპოვებული 6 მანდატიდან - ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრსა და ორ უპარტიო კანდიდატზე გადანაწილდა.

რაც შეეხება პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, მის მიერ მოპოვებული - 115 სადეპუტატო ადგილი, თავად ამ პარტიისა და - უპარტიო კანდიდატების გარდა, მათ საარჩევნო სიაში წარმოდგენილ შემდეგ - სამ, ე.წ. სატელიტ პარტიას გადაუნაწილდა - 1. საქართველოს კონსერვატიული პარტია [3 მანდატი]; 2. სოციალდემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის [3 მანდატი] და 3. საქართველოს მწვანეთა პარტია [1 მანდატი] .

მთლიანობაში, 2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის 150 ადგილი რვა „პირობითმა ერთეულმა“ გადაინაწილა. ესენი არიან:

1. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“,

2. „საქართველოს კონსერვატიული პარტია” ,

3. „სოციალდემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“,

4. „საქართველოს მწვანეთა პარტია”,

5. ბლოკი „თოფაძე - მრეწველი, ჩვენი სამშობლო,

6 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,

7. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,

8 . დამოუკიდებელი კანდიდატი [№1 მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი - სალომე ზურაბიშვილი].

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი, ასევე ხსენებული სამი სატელიტი პარტია - 1. საქართველოს კონსერვატიული პარტია, 2. სოციალდემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის  და 3. საქართველოს მწვანეთა პარტია, ე.წ. სახელისუფლო ძალის ქუდქვეშ არიან გაერთიანებულნი, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საქართველოს პარლამენტი შემდეგი ოთხი პოლიტიკური ძალის შემადგენლობითაა დაკომპლექტებული:

1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“,

2. ს/ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”,

3. ს/ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” და

4. ს/ბლოკი: „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”.

ჩანართის სახით მოგახსენებთ, რომ 2016 წ. 8 ოქტომბერსვე გამართულ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ასევე ოთხმა პოლიტიკურმა გუნდმა გაიმარჯვა. კერძოდ, 21 წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში:

1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“” 14 მანდატი ექნება,

2. „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5 დეპუტატი, ხოლო

3. „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობასა“  და

4. ბლოკს: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”, თითო-თითო დეპუტატი ეყოლებათ.

 

ბიბლიური მინიშნებანი

ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის თაობაზე ბიბლიაში დაფიქსირებული მინიშნება, დროის რამოდენიმე პირობით მონაკვეთში მოსახდენზე გვითითებს.

როგორც უკვე აღინიშნა, 2016 წლის 8 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგად, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 150 მანდატი, - რვა პირობითი ერთეულისაგან შემდგარ, - ოთხ პოლიტიკურ გუნდს ერგო. თუმცა, ყველასათვის ცხადია, რომ - მთავარი საპარლამენტო პოლიტიკური მოთამაშის როლი, მხოლოდ ორ ძალას: 1. „ქართულ ოცნებასა“ და 2. „ნაციონალურ მოძრაობას“  აქვს.

აღნიშნული პროცესების თაობაზე ბიბლიური ტექსტი გვკარნახობს - „20. ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე [აქ - ზემოთქმული 8 პირობითი ერთეული], რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება [კოდია].

21. შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე [აქ - ხსენებული 4 პოლიტიკური გუნდი] შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი [აქ - ორი მთავარი პოლიტიკური მოთამაშე] დასასრულამდე დარჩებიან." [3 ეზრა 12,20-21]

ამჟამად, მცირე კომენტარი გვინდა გავაკეთოთ, მოტანილი ბიბლიური ტექსტის 21-ე მუხლში დაფიქსირებული მინიშნების თაობაზე.

როგორც ვხედავთ, აქ ორი პირობითი ეტაპია გამოკვეთილი. კერძოდ:

1. „შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს...“

რაც, ჩვენის აზრით, საქართველოს პარლამენტში არჩეულ 4 პოლიტიკურ ძალაზე [1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, 2. ს/ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 3. ს/ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” და 4. ს/ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”] უნდა გვითითებდეს; და

2. „...ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან",

რაც, ჩვენის აზრით, ქვეყნის სათავეში მოსულ ორ წამყვან პოლიტიკურ გუნდზე [1. „ქართული ოცნება“ და 2. „ნაციონალური მოძრაობა“]  უნდა გვანიშნებდეს.

მაშასადამე, 2016 წ. 8 ოქტომბრის არჩევნებში ოთხი პოლიტიკური ძალის გამარჯვება, ანუ - კოდირებული „ოთხი მეფის“ გამოკვეთა, ბიბლიური მინიშნებით - „შუა ხანის მოახლოებაზე“ უნდა გვანიშნებდეს.

აღნიშნული ეტაპი, ანუ პოლიტიკურ ძალთა ასეთი განლაგება, თურმე იქნება - იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი [კოდია], რათა დასრულდეს...“.

თავის მხრივ კი, ამ „მოახლოებული“ ე.წ. „შუა ხანის“ დასასრული, თურმე, პოლიტიკურ ასპარეზზე ორი გუნდის საბოლოო დომინანტური როლის გამოკვეთით უნდა შევიცნოთ, და რომ სწორედ ამ ფონზე დგება კოდირებული „დასასრული“, რამეთუ ბიბლია გვკარნახობს - „...ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან"-ო [3 ეზრა 12,21].

ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესების თაობაზე საუბარი, ბიბლიაში დაფიქსირებული ორი კოდირებული მინიშნების შეხსენებით გვინდა დავასრულოთ:

1. „აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა“ [3 ეზრა 12,2];

2. „ორი ნაკრტენი რომ იხილე არწივის მარჯვენა თავზე გარდამავალი, ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,29-30].

ამდენად, წინ გველის პროცესები, რომელთა ბიბლიური განმარტებაც ასე იკითხება - „ხანმოკლე [დროის თვალსაზრისით] და შფოთის აღსავსე [მიმდინარეობის თვალსაზრისით]“.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!..

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

მხარდამჭერ ამომრჩეველთა რაოდენობის ცვლილების ეტაპები

წინამდებარე წერილში, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 2012 – 2016 წ.წ. საქართველოში ჩატარებულ  არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მიერ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გამოხატული მხარდაჭერის ცვლილების მონაცემებს.

ამოსავალ წერტილად ავიღოთ 2012 წ. საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული მაჩვენებლები. კერძოდ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში: 3 613 851 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 215 661-მა, ანუ საერთო რაოდენობის 61.31%.

პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს” მიიღო – 867 432 ხმა [40.34%], ანუ - 65 მანდატი;

კოალიციამ: „ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება” მიიღო – 1 181 862 ხმა  [54.97%], ანუ - 85 მანდატი.

2013 -2016 წლებში ჩატარებულ არჩევნებში, მიღებულ მხარდამჭერთა რაოდენობრივი ცვლილება ასეთი სახისაა:

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, 3 537 719 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 660 976, ანუ საერთო რაოდენობის -  46.95%. აქედან:

დავით ბაქრაძემ [პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი] მიიღო 354 103 ხმა, ანუ - 21,72%; ხოლო

გიორგი მარგველაშვილმა [კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი] მიიღო 1 012 569 ხმა, ანუ - 62,12%.

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში - 3 429 748 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო 1 485 372 ამომრჩეველმა, ანუ საერთო რაოდენობის - 43.31%. საბოლოოდ:

პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიღო - 317 395 ხმა, ანუ 22.42%; ხოლო

კოალიციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 719 431 ხმა, ანუ  50.82%.


და ბოლოს, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში,

3 513 884 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო - 1 814 276-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,63 %-ია.

პ/გ  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”მიიღო – 856 638 ხმა,ანუ - 48.68 %; ხოლო

 პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიიღო – 477 053 ხმა, ანუ - 27.11 %.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, პ/გ „ქართული ოცნებისა“ და ‘პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 – 2013 – 2014 - 2016 წ.წ. ჩატარებულ არჩევნებზე მიღებულ მხარდამჭერთა ცვლილების მაჩვენებლების ზოგადი სურათი ასეთ სახეს ღებულობს:

 

პარტია

წელი

ამომრჩეველთა რაოდენობა

მონაწილეობა მიიღო

%

მიღებული ხმების რაოდენობა

%

სხვაობა 2012 წელთან

ქართული ოცნება

2012

3 613 851

2 215 661

61.31

1 181 862

54.97

-

2013

3 429 748

1 485 372

43.31

1 012 569

62,12

- 169 297

2014

3 429 748

1 485 372

43.31

719 431

50.82

- 462 431

2016

3 513 884

1 814 276

51,63

856 638

48.68

- 125 224

ერთიანი

ნაციონალური მოძრაობა

2012

3 613 851

2 215 661

61.31

867 432

40.34

-

2013

3 429 748

1 485 372

43.31

354 103

21,72

- 513 329

2014

3 429 748

1 485 372

43.31

317 395

22.42

- 550 037

2016

3 513 884

1 814 276

51,63

477 053

27.11

- 390 379

 

 

 

 








 

 

 

 

 

 

 

ავანთოთ სულის სანთელი

ავანთოთ სულის სანთელი,

ბნელს მოვუფინოთ ნათელი,

და - ჩირაღდნებად ვაქციოთ

სულში ნათელი!..

„ბნელი“ და „ნათელი“ უნდა გავარჩიოთ,

წინ წარვიმძღვაროთ სულის ნათელი...

ასე ვერ ივარგებს განდგომილება,

ბნელი გადაგვფარავს,

ბოროტი გადასძალავს კეთილს...

სულიერი ერთობა,

ჩვენ, აქ, რაში გვეტყობა?!

მართლისთვის შეფურთხება

გზაზე გადაგვეღობა.

უკვე მტერი აღარც გვებრძვის

[რადგან მიაღწია წადილს].

ასე როგორ - დაგვაბნიეს,

ასე როგორ - დაგვაბრმავეს.

ხომ არ დავკარგეთ

ზეცის ნათელი?

„ბოროტს“ ხომ არ ავუნთეთ სანთელი?

ახლა, ჩვენს გარშემო,

სანთელი არ იწვის,

და სულის სანთელი ძლივსღა ანათებს.

ეშმაკი გვიგზავნის „მაცდურ ამანათებს“,

უფლის გზა-სავალზე თარეშობს უკვე,

ჩვენს გათიშვაზე გამარჯვებული...

მე კი აღმოვჩნდი ქვეყნად ეული...

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

უმისამართო გზავნილი

არ ვიცი - ვინ ხარ,

ასე რომ ძალადობ,

მხოლოდ იმას ვხედავ, რომ

ნამდვილად - მღალატობ...

ერთურთის შებრალება,

ზეციდან გვევალება,

საითკენ მიექანება

ეს ულმობელი ფერისცვალება?

კითხვები, კითხვები -

პასუხი არსად ჩანს...

ბზარი... ნაპრალები - სულ უფრო „მძიმდება“,

ჩვენი ურთიერთობა, რატომღაც კნინდება...

სულ აღარ გვენაღვლება

გული ვის ეტკინება,

კრძალვა და სიყვარული,

იქ, სადღაც იკარგება...

იქ - უკვე ბინდდება...

ახლა ძლიერ მინდა

გადავუდგე ბოროტებას,

წინაღვუდგე ბოროტ ნებას...

ყველგან ბურუსია,

ირგვლივ მოღალატის ჩრდილებია...

მინდა მეტი სინათლე,

უფრო მეტი სიმართლე,

უფრო მეტი ერთგულება,

უფრო მეტი სიყვარული

[ქრისტესმიერი და ჭეშმარიტი]]...

ახლაც სიზმარივით მახსოვს ის გაელვება,

[სიმწრით მოიარა ირგვლივ არემარე]

იქნებ ჩვენ გვეხება ეს ყველაფერი,

იქნებ ღირდეს დაფიქრება, მსჯელობა,

რომ სამართლიანი არ იყო ის „შეფურთხება“...

ან ვინ ესალმება უსამართლო ძალადობას?

უფალში არ არის უსამართლობა -

სახარება ამას გვეუბნება....

უპასუხოდ დარჩენილი კითხვის პასუხს

დღემდე ვეძებ...

მაშ, რა ხდება? - იქნებ ძლიერ გიჭირს?

ვეღარ ვხვდები...

გამძლეობა უნდა ამდენ ჭირს...

შეიძლება - ჩემი სულიერი თვალი

ცუდად ჭრის?..

უფალო შემინდე!..

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

 

„მე მაკვირვებს მოყვრის მტრობა,

მტერი ისეც მტერია...“

ის, ვინც სულში, მოსაკლავად გებრძვის,

ვისაც სურს - სულიერად მოგკლას,

ის ყველა მტერზე - დიდი მტერია...

ვინც გაგვთიშა, იბატონა

და ისე დაგვერია,

ისიც ჩვენი მტერია...

ამ ყველაფრის სარკე ხომ

ისევ ჩვენი ერია..

ასე მიტომ „გავითიშეთ“,

მტერი ჩვენში ერია...

ყველამ სულში ჩავიხედოთ

მტვერი ხომ არ დაგვედო?..

მოდით ყველა ერთად მივყვეთ

უფლის სავალ გზას,

განვერიდოთ ზურგში ცემას,

ქილიკის და ორპირობის

ესტაფეტად გადაცემას,

ვეზიაროთ ღვთისგან მოწვდილ მადლს...

მე,

ზეციური კურთხევის მადლით დავდივარ,

ზეციერთაგან ხელდასხმული ვარ..

მე,

ზენაარმა ასე მაკურთხა,

მე

 უნდა გავყვე უფლის გზა-სავალს...

საგზლად ისიც კი მეყოფა,

რომ ვარ ზეციერთაგან - ბეჭედდასმული...

ახლა, რა ხდება?

დაღდასხმაა [მიწიერთაგან] ჩემი განაჩენი?

„უკვე მორჩა სხვა დანარჩენი?!.“

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

„უსამართლო გარიგებას -

გვიჯობს თავის არიდება!..“

ვნახე სიზმარში:

ჩემს წინ უფლის ანგელოზი იდგა,

მამართლებდა ღვთის წინაშე...

ამ დროს იყო, მოსარჩელე გადამიდგა

[გვიან მიხვდა მოსარჩელე:

ცრუ ჩვენება და ცრუ მოწმე,

მასვე ვნებდა].

შეძახილი მოვისმინე,

ანგელოზი აფრთხილებდა:

„უსამართლო გარიგებას -

გიჯობს თავის არიდება!..“

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

 

...

საქართველოს მცხოვრებლებო,

რატომ დახუჭეთ თვალები?!

რამ შეგაყვარათ, ზოგიერთს,

ძირგამომპალი სკამები?

ამტყდარმა აურზაურმა,

შემოიარა მთა-ბარი,

ან, ვის ადარდებს ის ხალხი

ვინც პარლამენტში არ არი?

ზოგის გულს დარდი აწვება,

ზოგში კი - „სიხარულია“,

ვინც სკამი ფულით იყიდა

ის უკვე განწირულია...

მოინანიეთ სუყველამ,

შემოუბრუნდით უფალსა,

სხვა ვეღარავინ შეგინდობთ

იმ თქვენს ჩადენილ ცოდვასა...

უფალი ვნახე სიზმარში,

აი, ამ სიტყვებს ამბობდა:

„ვინც შემოხაზა - „28“,

მას, ჩემგან, დიდი მადლობა.

მოვდივარ! ჩემო შვილებო,

არ დაგიკარგავთ ამაგსა...

მოვალ და ვისაც ეკუთვნის,

ვუბოძებ უკვდავებასა!..“

მინაწერი:

ეს, არჩევნები კი არა

არამედ - გამოცდა იყო,

ვის როგორ უყვარს სამშობლო,

უკვე სუყველამ გაიგო!...

 ეკატერინე

ხრიკული

მოგვიახლოვდა ის ჟამი,

რასაც ქვეყანა ელოდა:

გაბრწყინება დაიწყება

ღვთისმშობლის საქართველოდან!..

ნეტავი იმას, ბედნიერს,

ვინც ჯარცმა გამოიარა,

გზა ვიწრო, ძნელად სავალი

სულ ფეხით შემოიარა;

წვიმაში, თოვლში, ყინვაში

მხოლოდ უფლის გზით იარა,

ხორცი დასთრგუნა, და გულშიც

არ გაიჩინა იარა...

მრავალტანჯულო ლასკარო,

ბევრჯერ გატკინეს გული.

გახსოვდეთ ყველას მოგელით

ღვთის დიდი სიხარული...

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

ჩემო უფალო - ერთსა გთხოვ,

იქნებდა შემაძლებინო:

ის, რომ დღეს ბოლო ჟამში ვართ,

სხვებსაც რომ გავაგებინო...

ბიბლიას - არ კითხულობენ;

ისე[ც] - ვერაფერს ხვდებიან...

სულიერ-ფიზიკურ კუთხით

ხედავთ რა „მიწისძვრებია“?.

ყველასა გთხოვთ: „გა-იგონეთ“

[ნუ გაისქელეთ ყურები]

ცოდვას - ცოდვას ნუ უმატებთ,

გახდით ეკლესიურები!..

„დიდკაცობა“ ვერ გიშველით,

ვერც ცოდვიანი ფულები,

განკითხვის დღისთვის ემზადეთ

შეიმსუბუქეთ სულები.

ნოემბერმა თქვა: „მოვდივარ,

ურწმუნოების მტერი ვარ,

მე - დიდკაცობა არ მინდა,

რადგან: „ნოე“ და „ბერი“ ვარ!...“

 ეკატერინე

ხრიკული