Print

გაზეთი № 27 [998]

№28 - საარჩევნო გაერთიანება:

„ზვიადის გზა უფლის სახელით“ - 2016

ბოლო ჟამში მიმდინარე პროცესები, სწორედ ისე ვითარდება, როგორც ეს ბიბლიასა თუ სხვა წერილობით წყაროებში დაფიქსირებულ მინიშნებებშია მოცემული.

წმიდა წერილი გვაუწყებს - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22];  და კიდევ - „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17].

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მისტერიული არსის თაობაზე საუბრის შემდეგ [იხ. გაზ. 26 (997], გვ. 1-7], გვინდა, ჩვენი საარჩევნო გაერთიანების მიერ მიღებულ მხარდამჭერთა ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებელი გაგაცნოთ.

თუმცა, მანამდე, ერთგვარი შესავლის სახით, გვინდა ჩვენი საარჩევნო პროგრამის წინასიტყვაობიდან მცირე ამონარიდი გაგახსენოთ:

  „ჩვენი საარჩევნო გაერთიანების სახელდება, ჩვენივე საქმიანობის მთავარი ორიენტირია. ზვიად გამსახურდიას გზა, ანუ მოკლედ - ზვიადის გზა“, მასზე მავალი გუნდის ის გზასავალიარომლის მთავარი სამოქმედო მიზანია:

1. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება;

2. მართლმადიდებლურ ცნობიერებაზე დამყარებული - სულიერად და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა;

3. კეთილმეზობლურ პრინციპებზე დაფუძნებულიმშვიდობიანი კავკასიის სახლისჩამოყალიბება.

ყველა, ვინც რაიმეს გაკეთებას, მხოლოდ თავისი სახელით დაგპირდებათ - უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილო, ხოლო უმეტეს შემთხვევაში - მატყუარაა.

ჭეშმარიტად მოსაწონი საქმე, მხოლოდ მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, თუკი იგი ღმერთის ნებას მინდობილთა ხელიდან მომდინარეობს - და იქნება ასე - ყველა ვინც მოუხმობს სახელს უფლისას ცხონდება [საქ. 2,21].

მტკიცედ გვწამს რა, რომ საქართველოს გაბრწყინებაზე ორიენტირებული ამ მიზნის მისაღწევად, ზვიადის გზა“-ზემოსიარულე, მხოლოდ - უფლის სახელით უნდა მოქმედებდეს, ჩვენი საარჩევნო გაერთიანება: ზვიადის გზა - უფლის სახელით“, გთავაზობთ - ქვეყნის პოლიტიკური მოწყობისა და მართვის თვისობრივად ახალ სისტემას, საერთო სახელდებით: ერთად გავაბრწყინოთ საქართველო“.

ჩვენი სამოქმედო დევიზია - მართლმადიდებლობა, ნეიტრალიტეტი, მშვიდობიანი კავკასია.

უფლის სახელით მომავალი გუნდის მიერ გამოკვეთილი ზვიადის გზა ის გზასავალია, რომელმაც მრავალჭირნახული ქართველი ერი - „ქრისტეს გზამდე უნდა მიიყვანოს, რათა აღსრულდეს ზვიად გამსახურდიასავე წინასწარმეტყველება, რომ - ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა“...

დასასრულს, გვინდა შეგახსენოთ, რომ - თითოეული ჩვენთაგანის სულის ხსნა ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანზეა დამოკიდებული. ამიტომ, გთხოვთ

- შესაბამისად გაიაზრეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საარჩევნო პროგრამის თითოეული საკითხი, მხარი დაუჭირეთ მას, და მოგვეცით უფლება რეალობად ვაქციოთ ჩვენი საარჩევნო მოწოდება - ერთად გავაბრწყინოთ საქართველო!“.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს

- ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

დე, ღმერთი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანის შემწე, ზემოთქმული მიზნის მიღწევის გზაზე!..“.

ამდენად, ამ ეტაპისათვის განკუთვნილი ჩვენი სამოქმედო მიზანი - უკვე მიღწეულია: საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული სატელევიზიო საეთერო დროის მაქსიმალური გამოყენებით, საქართველოს მოსახლეობას შევთავაზეთ ქვეყნის სახელისუფლო ვერტიკალის მოწყობისა და სახელმწიფოებრივი განვითარების კონკრეტული გეგმის პროექტი.

ვითვალისწინებთ რა იმ რეალობას, რომ ჩვენი ნათქვამი, მიზეზთა გამო, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ  ნაწილისთვის იყო [გახდა] ხელმისაწვდომი, გთავაზობთ არჩევნებზე დაფიქსირებულ ზოგიერთ სტატისტიკურ მაჩვენებელს.  

 

2016 წ. 8 ოქტომბრის არჩევნების ზოგადი მონაცემები

ცესკოს მიერ მიღებული, საქართველოს პარლამენტის 2016 წ. 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის [23. 10. 2016 წ.] მიხედვით:

- პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1 825 054;

- ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობაა - 62 678;

- ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობაა - 1 759 632.

[მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასა და ბათილი და მიღებული ხმების ჯამურ მნიშვნელობებს შორის თანხვედრა არ არის: 62 678 + 1 759 632 = 1 822 310;

ცდომილება შეადგენს: 1 825 054 - 1 822 310 = 2 744 ამომრჩევლის ხმა]

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, მიღებული ხმების მიხედვით, შემდეგი თანამიმდევრობით განლაგდნენ:

1 [41]. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 856 638 (48.68 %) – 44 მანდატი;

2 [5]. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 477 053 (27.11 %) – 27 მანდატი;

3 [8]. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”  - 88 097 (5,01 %) – 6 მანდატი;

4 [27]. „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” – 81 464 (4.63 %);

5 [3]. „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” – 62 166 (3.53 %);

6 [1]. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” – 60 681 (3.45 %);

7 [10]. „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 55 208 (3.14 %);

8 [6]. „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” – 27 264 (1.55 %);

9 [19]. „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – 13 788 (0.78 %);

10 [26]. ეროვნული ფორუმი - 12 763 (0.73 %);

11 [14]. „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის” – 3 824 (0.22 %);

12 [18]. „ქართული იდეა” – 2 916 (0.17 %);

13 [7]. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” – 2 805 (0.16 %);

14 [4]. „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი” – 2 182 (0.12 %);

15 [12]. „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური)- 1 757 (0.1 %);

16 [23]. „ჩვენები - სახალხო პარტია” – 1 595 (0.09 %);

17 [17]. „საქართველო” - 1 548 (0.09 %);

18 [28]. „ზვიადის გზა - უფლის სახელით” – 1 467         (0.08 %);

19 [16]. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია” – 1 467 (0.08 %);

20 [2]. პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”) – 1 010 (0.06 %);

21 [22]. მერაბ კოსტავას საზოგადოება - 966 (0.05 %);

22 [11]. „სახალხო ხელისუფლება” – 810 (0.05 %);

23 [30]. „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი) – 802 (0.05 %);

24 [25]. „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი” – 699 (0.04 %);

25 [15]. „მშრომელთა სოციალისტური პარტია” -  662 (0.04 %).

 

73 მაჟორიტარული ოლქიდან, 71 ოლქში პ/გ „ქართული ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიმარჯვა;

№1 მთაწმინდის ოლქში ე.წ. დამოუკიდებელმა [სინამდვილეში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა] კანდიდატმა - სალომე ზურაბიშვილმა; ხოლო

№43 ხაშურის ოლქში ს/ბ „თოფაძე მრეწველების“ წარმომადგენელმა - სიმონ ნოზაძემ მოიპოვეს სადეპუტატო მანდატი.

 

 

გონიერი ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი

2016 წ. 8 ოქტომბრის არჩევნებში, №28 საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალმა გუნდმა, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო 1 467 [0.08%] ამომრჩევლის მხარდაჭერა.

ამასთანავე, ყველაზე მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდა - №69 ბათუმის ოლქში [51]; ხოლო ყველაზე ცოტა ხმა მიღებულ იქნა - №68 ბათუმის ოლქში [1].

ბიბლიური წინასწარმეტყველება გვკარნახობს - „...ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი? მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე.

მრავალი განიწმინდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება; ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, მხოლოდ გონიერნი მიხვდებიან“-ო [დან. 12,8-10].

შესაბამისად, „გონიერთა“ მხრიდან ოლქების მიხედვით მიღებული ხმების ზოგადი სურათი ასეთია:

 

თბილისი - 587 ხმა

№1. მთაწმინდის ოლქი - 43 833 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 24 467, ანუ -  55.82%; მივიღეთ - 32 ხმა (0.13%);

 

№2. ვაკის ოლქი - 42 513 ამომრჩეველი; ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 25 823, ანუ -  60,74%; მივიღეთ - 43 ხმა (0.17%);

 

№3 ვაკის ოლქი - 44 717 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 25 398, ანუ -  56,8%; მივიღეთ - 35 ხმა (0.14%);

მაჟორიტარი: როინ ლიპარტელიანი - 90 ხმა [0,37%].

 

№4. საბურთალოს ოლქი - 45 527 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 23 695, ანუ -  52,05%; მივიღეთ - 19 ხმა (0.08%);

 

№5. საბურთალოს - 43 822 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 25 937, ანუ -  59,19%; მივიღეთ - 39 ხმა (0.15%);

მაჟორიტარი: გობრონ წერეთელი - 98 [0.4%]

 

№6. საბურთალოს ოლქი - 44 165 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 487, ანუ 59,97%; მივიღეთ - 21 ხმა (0.08%);

 

№7. კრწანისის ოლქი - 47 330 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 23 021, ანუ -  48,64%; მივიღეთ - 19 ხმა (0.08%);

 

№8. ისნის ოლქი - 45 190 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 20 473, ანუ -  45,3%; მივიღეთ - 28 ხმა (0.14%);

 

№9. ისნის ოლქი - 44 745 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 18 809, ანუ -  42,04%; მივიღეთ - 16 ხმა (0.12%);

 

№10. ისნის ოლქი - 45 018 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 20 662, ანუ -  45 9%; მივიღეთ - 16 ხმა (0.08%);

 

№11. სამგორის ოლქი - 47 173 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 21 761, ანუ -  46,13%; მივიღეთ - 23 ხმა (0.1%);

 

№12. სამგორის ოლქი - 45 367 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 19 560, ანუ -  43,12%; მივიღეთ - 35 ხმა (0.18%);

 

№13 სამგორის ოლქი - 44 747 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 18 926, ანუ -  42,3%; მივიღეთ - 7 ხმა (0.03%);

 

№14. ჩუღურეთის ოლქი - 44 610 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 22 884, ანუ -  51,3%; მივიღეთ - 30 ხმა (0.13%);

მაჟორიტარი: რევაზ ფახურიძე - 60 [0,28%]

 

№15. დიდუბის ოლქი - 44 316 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 23 767, ანუ -  53,63%; მივიღეთ - 30 ხმა (0.15%);

 

№16. დიდუბის ოლქი - 44 377 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 24 125, ანუ -  54,36%; მივიღეთ - 36 ხმა (0.15%);

 

№17. ნაძალადევის ოლქი - 44 976 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 21 861, ანუ -  48,61%; მივიღეთ - 41 ხმა (0.19%);

მაჟორიტარი: ნატო ფავლენიშვილი - 89 [0,42%]

 

№18. ნაძალადევის ოლქი - 44 902 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 21 631, ანუ -  48,17%; მივიღეთ - 21 ხმა (0.1%);

 

№19. ნაძალადევის ოლქი - 45 858 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 21 925, ანუ -  47,81%; მივიღეთ - 25 ხმა (0.11%);

მაჟორიტარი: ნანა კოდელაშვილი - 74 [0,36]

 

№20. გლდანის ოლქი - 45 727 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 20 678, ანუ -  45,22%; მივიღეთ - 23 ხმა (0.11%);

 

№21 გლდანის ოლქი - 46 513 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 21 307, ანუ -  45,81%; მივიღეთ - 25 ხმა (0.12%);

 

№22. გლდანის ოლქი - 46 652 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 22 078, ანუ -  47,32%; მივიღეთ - 23 ხმა (0.1%);

  

კახეთი - 70 ხმა

№23 . საგარეჯოს ოლქი - 46 080 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 21 456, ანუ -  46,56%; მივიღეთ - 7 ხმა (0.03%);

 

24 ქ. გურჯაანის ოლქი - 53 427 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 30 865, ანუ -  57,77%; მივიღეთ - 15 ხმა (0.04%);

 

№25 სიღნაღის ოლქი - 52 777 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 29 611, ანუ -  56,11%; მივიღეთ - 13 ხმა (0.04%);

მაჟორიტარი: ბეჟან ნათელაძე - 42 [0,15%]

 

N26 ლაგოდეხის ოლქი - 52 301 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 29 061, ანუ -  55.56%; მივიღეთ - 17 ხმა (0.06%);

 

№27 თელავის ოლქი - 51 943 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 28 956, ანუ -  55.75%; მივიღეთ - 11 ხმა (0.03%);

 

№28 ახმეტის ოლქი - 51 030 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 251, ანუ -  51,44%; მივიღეთ - 7 ხმა (0.02%);

 

ქვემო ქართლი - 117 ხმა

№29  რუსთავის ოლქში - 55 251 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 891, ანუ -  48,67%; მივიღეთ - 40 ხმა (0.15%);

მაჟორიტარი: ელგუჯა ქოჩიაშვილი - 73 [0,29%]

 

№30  რუსთავის ოლქში - 53 440 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 25 727, ანუ -  48,14%; მივიღეთ - 36 ხმა (0.14%);

მაჟორიტარი: დავით ლურსმანაშვილი - 120 [0,5%]

 

№31 გარდაბნის ოლქი - 42 490 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 16 052, ანუ -  37,78%; მივიღეთ - 2 ხმა (0.01%);

მაჟორიტარი: ფიზიურ მამედოვი - 13 [0,08%]

 

N 32 თეთრიწყაროს ოლქი - 42 332 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 20 811, ანუ -  49,16%; მივიღეთ - 15 ხმა (0.07%);

 

№ 33 ბოლნისის ოლქი - 51 263 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 22 598, ანუ -  44,08%; მივიღეთ - 16 ხმა (0.07%);

მაჟორიტარი: გულიკო ფარჯიანი - 101 [0,48%]

 

№ 34 დმანისის ოლქი - 48 642 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 22 907, ანუ -  47,09%; მივიღეთ - 4 ხმა (0.01%);

 

№35 მარნეულის ოლქი - 50 945 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 21 647, ანუ -  42,49%; მივიღეთ - 2 ხმა (0%);

 

36 მარნეულის ოლქი - 47 832 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 21 322, ანუ -  44,58%; მივიღეთ - 2 ხმა (0%);

 

 

მცხეთა მთიანეთი - 38 ხმა

№ 37. მცხეთის ოლქი - 44 527 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 488, ანუ -  59,49%; მივიღეთ - 27 ხმა (0.1%);

 

№ 38. დუშეთის ოლქი  - 42 511 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 21 770, ანუ -  51,21%; მივიღეთ - 11 ხმა (0.05%);

 

 

შიდა ქართლი - 74 ხმა

№ 39.  კასპის ოლქი - 42 559 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 22 207, ანუ -  52,18%; მივიღეთ - 6 ხმა (0.02%);

 

№ 40. ქარელის ოლქი - 46 382 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 24 715, ანუ -  53,29%; მივიღეთ - 20 ხმა (0.08%);

 

№ 41. გორის ოლქი - 50 395 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 25 655, ანუ -  50,91%; მივიღეთ - 19 ხმა (0.07%);

 

№ 42. გორის ოლქი - 49 965 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 487, ანუ -  53,01%; მივიღეთ - 11 ხმა (0.04%);

 

№ 43. ხაშურის ოლქი - 49 995 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 23 806, ანუ -  47,62%; მივიღეთ - 18 ხმა (0.07%);

მაჟორიტარი: ბაგრატ მეხრიშვილი - 20 [0,09%]

 

 

სამცხე ჯავახეთი - 38

№ 44. ახალციხის ოლქი - 50 293 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 29 939, ანუ -  59,53%; მივიღეთ - 16 ხმა (0.04%);

 

№ 45. ბორჯომის ოლქი - 44 024 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 23 584, ანუ -  53,57%; მივიღეთ - 11 ხმა (0.04%);

 

№ 46. ახალქალაქის ოლქი - 51 843 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 153, ანუ -  50,45%; მივიღეთ - 11 ხმა (0.04%);

 

 

იმერეთი - 186

№ 47 ქუთაისის ოლქი - 53 089 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 23 691, ანუ -  44,63%; მივიღეთ - 16 ხმა (0.06%);

 

№ 48 ქუთაისის ოლქი - 54 064 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 23 125, ანუ -  42,27%; მივიღეთ - 30 ხმა (0.13%);

 

№ 49 ქუთაისის ოლქი  - 54 556 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 21 906, ანუ -  40,15%; მივიღეთ - 17 ხმა (0.08%);

 

№ 50. თერჯოლის ოლქი - 52 428 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 30 635, ანუ -  58,43%; მივიღეთ - 25 ხმა (0.08%);

 

№ 51. ბაღდადის ოლქი -48 165 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 28 994, ანუ -  60,2%; მივიღეთ - 8 ხმა (0.02%);

 

№ 52. ზესტაფონის ოლქი- 50 103 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 27 807, ანუ -  55.5%; მივიღეთ - 22 ხმა (0.08%);

 

№ 53. საჩხერის ოლქი - 43 172 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 25 500, ანუ -  59,07%; მივიღეთ - 7 ხმა (0.02%);

 

№ 54. ვანის ოლქი - 49 104 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 32 137, ანუ -  65,45%; მივიღეთ - 9 ხმა (0.02%);

 

№ 55. სამტრედიის ოლქი - 47 017 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 234, ანუ -  55.8%; მივიღეთ - 22 ხმა (0.09%);

 

№ 56. ჭიათურის ოლქი - 43 786 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 22 105, ანუ -  50,48%; მივიღეთ - 14 ხმა (0.06%);

 

№ 57. წყალტუბოს ოლქი - 52 308 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 27 915, ანუ -  53,37%; მივიღეთ - 16 ხმა (0.05%);

 

 

რაჭა - ლეჩხუმი - ზემო სვანეთი: 12

№ 58. ამბროლაურის ოლქი - 43 650 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 771, ანუ -  61,33%; მივიღეთ - 12 ხმა (0.04%);

 

 

გურია - 81

№ 59. ოზურგეთი ოლქი - 50 226 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 29 084, ანუ -  57,91%; მივიღეთ - 13 ხმა (0.04%);

 

№ 60. ლანჩხუთის  ოლქი - 50 262 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 32 935, ანუ -  65,53%; მივიღეთ - 29 ხმა (0.09%);

 

№ 61. ფოთის  ოლქი - 52 212 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 27 813, ანუ -  53,27%; მივიღეთ - 39 ხმა (0.14%);

მაჟორიტარი: იზოლდა გრიგოლია - 45 [0,17%].

 

 

სამეგრელო - 163

№ 62. მარტვილის ოლქში - 50 849 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 30 733, ანუ -  60,44%; მივიღეთ - 32 ხმა (0.1%);

 

№ 63. სენაკის ოლქი - 44 295 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 23 377, ანუ -  52,78%; მივიღეთ - 22 ხმა (0.09%);

 

№ 64. ხობის ოლქი - 44 946 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 112, ანუ -  58,1%; მივიღეთ - 23 ხმა (0.08%);

 

№ 65. ზუგდიდის ოლქი - 52 618 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 24 467, ანუ -  55.82%; მივიღეთ - 50 ხმა (0.24%);

მაჟორიტარი: ზურაბ ქობალია - 87 [0,43%]

 

№ 66. ზუგდიდის ოლქი  - 51 895 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 24 673, ანუ -  47,54%; მივიღეთ - 21 ხმა (0.09%);

მაჟორიტარი: რამაზ ჩაჩიბაია - 130 [0,54%]

 

№ 67. წალენჯიხის ოლქი - 52 308 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 28 866, ანუ -  55.18%; მივიღეთ - 15 ხმა (0.05%);

 

 

აჭარა -93

№ 68 ბათუმის ოლქი - 53 062 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 049, ანუ -  49,09%; მივიღეთ - 1 ხმა (0%);

 

№ 69 ბათუმის ოლქი  - 53 035 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 25 464, ანუ -  48,01%; მივიღეთ - 51 ხმა (0.2%);

 

№ 70 ბათუმის ოლქი - 52 866 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 26 485, ანუ -  50,1%; მივიღეთ - 9 ხმა (0.03%);

 

№ 71. ქობულეთის ოლქი - 49 319 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 27 677, ანუ -  56,12%; მივიღეთ - 3 ხმა (0.08%);

 

№ 72. ხელვაჩაურის ოლქი - 48 109 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 24 754, ანუ -  51,45%; მივიღეთ - 4 ხმა (0.01%);

 

№ 73. ხულოს  ოლქი - 52 115 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 32 015, ანუ -  61,43%; მივიღეთ - 25 ხმა (0.1%);

მაჟორიტარი: ზვიად კვირიკაძე - 62 [0,2%].

 

საზღვარგარეთის 59 უბნიდან - 8 (0.17%) ხმა, მათ შორის: №1 ავღანეთი - 3; №9 აშშ - 1; №34 (1) და №35(1) საბერძნეთი - 2; №40 საფრანგეთი - 1; №55 ნორვეგია - 1.

 

მთლიანობაში, საქართველოს მასშტაბით მიღებული - 1467 ე.წ. „გონიერი“ ამომრჩეველი, სხვადასხვა რეგიონების მიხედვით ასეა გადანაწილებული:

1. თბილისი - 587 ხმა;

2. იმერეთი - 186 ხმა;

3. სამეგრელო - 163 ხმა;

4. ქვემო ქართლი - 117 ხმა;

5. აჭარა - 93 ხმა;

6. გურია - 81 ხმა;

7. შიდა ქართლი - 74 ხმა;

8. კახეთი - 70 ხმა;

9. მცხეთა მთიანეთი - 38 ხმა;

10. სამცხე ჯავახეთი - 38 ხმა;

11. რაჭა - ლეჩხუმი - ზემო სვანეთი: 12 ხმა;

12. საზღვარგარეთი - 8 (0.17%) ხმა.

 

დასასრულს, გაგაცნობთ, ჩვენი საარჩევნო გაერთიანების მიერ 15 საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ მიღებული ხმების მაჩვენებლებს:

1 [№66 - ზუგდიდი]. რამაზ ჩაჩიბაია - 130 [0,54%];

2 [№30 - რუსთავი]. დავით ლურსმანაშვილი - 120 [0,5%];

3 [№33 - ბოლნისი]. გულიკო ფარჯიანი - 101 [0,48%];

4 [№5 - საბურთალო]. გობრონ წერეთელი - 98 [0.4%];

5 [№3 - ვაკე]. როინ ლიპარტელიანი - 90 ხმა [0,37%].

6 [№17 - ნაძალადევი]. ნატო ფავლენიშვილი - 89 [0,42%];

7 [№65 - ზუგდიდი]. ზურაბ ქობალია - 87 [0,43%];

8 [№19 - ნაძალადევი]. ნანა კოდელაშვილი - 74 [0,36];

9 [№29 - რუსთავი]. ელგუჯა ქოჩიაშვილი - 73 [0,29%];

10 [№73 - ხულო]. ზვიად კვირიკაძე - 62 [0,2%];

11 [№14 - ჩუღურეთი]. რევაზ ფახურიძე - 60 [0,28%];

12 [№61 - ფოთი]. იზოლდა გრიგოლია - 45 [0,17%].

13 [№25 - სიღნაღი]. ბეჟან ნათელაძე - 42 [0,15%]

14 [№43 - ხაშური]. ბაგრატ მეხრიშვილი - 20 [0,09%]

15 [№31 - გარდაბანი]. ფიზიურ მამედოვი - 13 [0,08%]  

 

 

„მამის სახელით...“ მომავალი

2016 წ. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, უმეტესწილად - კონკრეტულ პირთან [პირებთან] ასოცირდებოდნენ. ასე მაგალითად:

ამომრჩევლისთვის ნათელი იყო, რომ - „ქართული ოცნება“ - ბიძინა ივანიშვილის გუნდს წარმოადგენდა; „ნაციონალური მოძრაობა“ - მ. სააკაშვილთან ასოცირდებოდა; „ეროვნული ფორუმი“ - კახა შარტავასთან; „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ - ვაჟა ადამიასთან და ა.შ.

არჩევნებში მონაწილე მეორე პირობით ჯგუფში შეგვიძლია მოვიაზროთ ის საარჩევნო სუბიექტები, რომელთა სახელდებაში ღიად ფიგურირებდა მათი პოლიტიკური „წინამძღოლის“ სახელი [ან სახელები]. აი ისინიც:

საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”;

საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”;

„ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი”;

 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები”;

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”;

ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”;

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;

 „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური);

„დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის”;

საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”;

 „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი”;

 „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები”;

 „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი).

ზემოთხსენებულთა ფონზე, ჩვენი საარჩევნო გაერთიანების სახელდება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, პრაქტიკულად ერთადერთი იყო [და არის], რომელიც ღიად უთითებდა თავისი სამოქმედო სულისკვეთების მთავარ არსზე.

მიზეზთა გამო, ამომრჩევლთა უმრავლესობის მხარდაჭერით, საპარლამენტო მანდატები, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან [ბ. ივანიშვილი; მ. სააკაშვილი; დ. თარხან-მოურავი და ი. ინაშვილი; გ. თოფაძე] დაკავშირებულმა საარჩევნო სუბიექტებმა მოიპოვეს.

მთლიანობაში, „უფლის სახელით“ „ზვიადის გზაზე“ მომავალი პოლიტიკური გუნდის მიერ შეთავაზებული „საქართველოს გაბრწყინებაზე“ ორიენტირებული საარჩევნო პროგრამა, საქართველოს ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ - არ მიიღო. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველისთვის, ძნელი არ იქნება ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესის იმ მისტერიულ არსში გარკვევა, რომლის თაობაზეც მაცხოვარი ასე ბრძანებს:

„მე მოვედი მამაჩემის სახელით და არ მღებულობთ. სხვა ვინმე თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ [„მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“]“ [იოანე 5,43].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!..

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

უცოდინარობა თუ ამომრჩეველთა განზრახ შეცდომაში შეყვანა, ანუ

არის თუ არა მათიი ადგილი პარლამენტში?!

ბიბლიის მიხედვით სახელდებული, მიმდინარე ბოლო ჟამის „მხილებისეული ეტაპის“ სულისკვეთებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ - პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდებასთან დაკავშირებით, საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”, მიერ სასამართლოში შეტანილ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციიის მიხედვით - „..საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან...“ [მუხლი 49,1]. იქვე ვკითხულობთ, რომ

„პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც. იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე...“ [მუხლი 50,2].

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი,“ კონსტიტუციით განსაზღვრულ მოთხოვნას ასე არეგულირებს - „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას“ [მუხლი 125,4-5].

როგორც ცნობილია, მიმდინარე არჩევნეში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათ მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ასე განისაზღვრება:

1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მიიღო – 856 638 ამომრჩევლის ხმა. მეორეს მხრივ, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემის მიხედვით - ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობაა - 1 759 632.

შესაბამისად:  856 638 x 77 : 1 759 632 = 37,49; და, მათ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა იქნება: მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი, ანუ - 37;

2. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო – 477 053 ამომრჩევლის ხმა, ამიტომ: 477 053 x 77 : 1 759 632 = 20,88; და მათ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა იქნება - 20;

3. საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” მიიღო - 88 097 ამომრჩევლის ხმა. ამიტომ: 88 097 x 77 : 1 759 632 = 3,86; ანუ მათ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა იქნება - 3.

ამ წესით განაწილებული მანდატების ჯამი შეადგენს - [37+20+3=] 60, ანუ გაუნაწილებელი დარჩა - [77-60=] 17 მანდატი.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მიხედვით - ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა“ [მუხლი 89,1].

როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით - „...იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე...“ [მუხლი 50,2].

ამ მოთხოვნას, საარჩევნო კოდექსი ასე არეგულირებს - „თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ“ [მუხლი 125,6].

სწორედ ამიტომ, საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”, ფრაქციის შესაქმნელად დამატებით კიდევ - 3 მანდატი მიიღო.

გაუნაწილებელი [17 – 3 = 14] მანდატების თაობაზე საარჩევნო კოდექსში ვკითხულობთ - „თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურების შემდეგ კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა." [მუხლი 125,8]. ასეთი კი, როგორც ვნახეთ, მხოლოდ ორი საარჩევნო სუბიექტია.

სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამატებით მიიღეს 7-7 სადეპუტატო მანდატი.

საბოლოო ჯამში, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 44 მანდატი; „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27; ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ – 6 სადეპუტატო მანდატი.

ზემოთქმულის ფონზე, ვფიქრობთ მკითხველისათვის ნათელი უნდა იყოს, თუ რამდენად უსაფუძვლოა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ სასამართლოში შეტანილი მოთხოვნა, მათთვის დამატებითი მანდატების გამოყოფის თაობაზე.

აქვე იბადება კითხვა, თუ რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე - უცოდინარობასთან თუ ამომრჩევლის განზრახ შეცდომაში შეყვანასთან?

თუ „პატრიოტთა ალიანსი“ - ზოგადად, და განსაკუთრებით, სადეპუტატო მანდატების მომპოვებელი წევრები, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ გაერკვნენ, ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ელემენტარულ მოთხოვნებში, მაშინ, როგორღა შეძლებენ ისინი გაერკვნენ ქვეყნისათვის საჭირო უმნიშვნელოვანესი პროცესების ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნისა თუ დახვეწის საკითხებში?

მეორეს მხრივ, თუ მათ ყველაფერი ზემოთქმული იციან, მაგრამ, ამომრჩეველთა თვალში მებრძოლის სახელის მოპოვების მიზნით, „ღია კარის მტვრევის“ ტაქტიკას ირჩევენ, მაშინ მკითხველმა თავად განსაზღვროს რამდენად ზნეობრივია მათი ასეთი საქციელი.

ნებისმიერ შემთხვევაში, წინამდებარე თხრობის დასასრულს, ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს უფლება გვაქვს დავსვათ რიტორიკული შეკითხვა - არის კი მათი პარლამენტში?!

თავშივე აღნიშნული - ბოლო ჟამის ე.წ. „მხილებისეული ეტაპის“ მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანი გახლდათ - პრობლემის არსი გადმოგვეცა, გადაწყვეტილების მიღება საპარლამენტო პარტია „პატრიოტთა ალიანსისათვის“ მიგვინდვია.

გვინდა შევთხოვოთ ღმერთს - ყველას მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ჩვენო ახალო მთავრობავ,

არ უღალატოთ სამშობლოს,

არ გახდეთ სხვისი მონები

[თორემ ვეღარ მოიცილებთ

თუკი რამე გაქვთ ცოდვები...]

ერთმანეთს ნუ შეიძულებთ

[განა სუყველა მტერია?]

„გიყვარდეთ თქვენი მოყვასი“ –

ბიბლიაში ხომ სწერია!..

ახალო დეპუტატებო

მადლი შესთხოვეთ უფალსა,

გულისყურით მოუარეთ

იმ თქვენს რაიონს, უბანსა...

იმან კი, ვისაც ეკუთვნის,

გზა მოუსწოროს უფალსა!..

 ეკატერინე

ხრიკული