Print

გაზეთი № 1 [1002]

რი ეტაპის გამყოფი - 2017 წ. 28 იანვარი

[მხოლოდ ფაქტები, ანუ კომენტარის გარეშე]

 

უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს: ‘’მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე [ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე]’’ [მარკ. 14,30].

ვნახოთ რა კოდირებული მინიშნება შეიძლება იყოს ჩადებული ფრაზაში: ‘’ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს’’.

ამჯერად მხოლოდ მშრალი ფაქტების გახსენებით შემოვიფარგლებით. მაშ, ასე:

1991 -1992 წლებიდან დაწყებული სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ სამოქმედოთ, 1992 წ. 10 იანვარს დავაარსეთ: სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა.

1992 წლის 11 თებერვლის გაზ. „თბილისის“ ფურცლებზე პარტიის წესდების გამოქვეყნებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა - ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დევნილობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ 1992 წლის 12 თებერვლით დათარიღებული - „მიმართვა ქართველი ერისადმი“. რომლის მთავარი სულისკვეთება მთლიანად ეხმიანებოდა ჩვენს მიერ არჩეულ სამოქმედო გეგმას.

კერძოდ, აღნიშნულ მიმართვაში ბატონი ზვიადი ბრძანებდა:

„... სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდით“ 

[იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, მეორე ნაწილი, თბ. 1996 წ. გვ. 398-399].

 იუსტიციის სამინისტრომ, ჩვენი პარტიის რეგისტრაცია - 1992 წ. 2 აპრილს განახორციელა.

1992 წ. 11 ოქტომბრისა და 1995 წ. 5 ნოემბრის არჩევნებში, მონაწილეთათვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში, შევეცადეთ გვემხილებინა ქვეყანაში გამეფებული უკანონო რეჟიმი და გამოსავლის გზებიც გავაცანით მსმენელს. სამწუხაროდ, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად, ჩვენ ვერ შევძელით საპარლამენტო ტრიბუნის მოპოვება.

 

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ‘’ლაზარეს ინსტიტუტი’’: 1996 – 1997 წლების გასაყარზე დაარსდა [ჩვენი გაზეთის ‘’დედანი ენის სასწაულის’’ პირველი ნომერი 1997 წ. 4 იანვარს დაიბეჭდა];

ამ დროიდან მოყოლებული თანდათან უარი ვთქვით აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე [არჩევნებში მონაწილეობა], და მთელი ყურადღება საქართველოს სულიერი მისიის კვლევაზე გადავიტანეთ.

 

1997 წლის მაისის თვეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გავაცანით ჩვენი საქმიანობის დეტალები, და შემდგომი საქმიანობის ზოგადი მონახაზი. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს საპატრიარქოს ეგზავნებოდა „ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით მოძიებული მასალების შემცველი სპეციალური მიმართვები, რომლებშიც საქართველოს სულიერი მისიის ამსახველი ფაქტები გახლდათ თავმოყრილი.

„პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ ახლად მიღებული კანონის მოთხოვნის საფუძველზე ჩვენი პარტიის ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წლის 27 თებერვალს მოხდა.

 

1998-1999 წლებიდან მოყოლებული ჩვენი პარტიის საქმიანობა ახალ ხარისხში გადავიდა - საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ სპექტრს, ეტაპობრივად ვუზიარებდით რელიგიური კუთხით გადასაჭრელი პოლიტიკური პრობლემების სამოქმედო გეგმას.

 

2011 წ. 23 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში დავარეგისტრირეთ ჩვენი პარტიის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც საბოლოოდ ასეთი სახის გახლავთ:

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე.

 

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამ ახალი სახელდებით, საქართველოში ჩატარებულ სამ არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა. კერძოდ ეს იყო:

1. 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები;

2. 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;

3. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მიმდინარე ბოლო ჟამში - საქართველოს სულიერი მისიის არსის თაობაზე ნათქვამი, დღემდე რჩება მხოლოდ  - ‘’ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა’’.

 

ჩვენს მიერ ‘’საქართველოს სულიერი მისიის’’ თაობაზე საუბრის დაწყებიდან ათვლით:

 პირველი - ‘’მამლის წელი’’ 2005 წელს დადგა;

მეორე მამლის წელი კი 2017 წ. 28 იანვრიდან შედის ძალაში.

[მიხეილ ცაგარელი - ''ახალმთვარეობა ეს არის მეცამეტე ახალმთვარეობა, ანუ შემოდის მამალი – ეს არის კალენდარული აღმოსავლური ახალი წელი. 28 რიცხვი, დილის 4 საათსა და 7 წუთზე, როცა უმრავლესობას სძინავს, ამ დროს შემოდის მამალი. 2 კვირა იქნება ზეიმი. აი, თქვენ ნახავთ აღმოსავლეთ ქვეყნებში როგორი დღესასწაულები იქნება....''].

 

მაშ ასე, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

2017 წლის 28 იანვრიდან, მიმდინარე ბოლო ჟამის - ახალი, დამამთავრებელი ეტაპი იწყება.

 

მინაწერი:

ე.წ. ‘’უარყოფის ეტაპის’’ გასვლიდან დაწყებულ - ‘’ჯვარცმას’’, უცილობელი აღდგომა მოსდევს...

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარს

კავშირის მთავარი ბუღალტრის

ნანული ერქვანიძის

 

ახსნა-განმარტებითი ბარათი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

2016 წლის

საფინანსო საქმიანობის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052):

_ კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი: TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

 

2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენდა - 16 [თექვსმეტ] ლარს და 58 თეთრს.

2016 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

1. 29 ივლისს სახელმწიფო ხაზინიდან მოხდა - მ. სალუაშვილის მიერ 10/06-2016 წ. [მოსარჩელე ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“] გადახდილი 100 [ასი] ლარის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება;

2. 19 აგვისტოს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 25 [ოცდახუთი] ლარის შემოწირულობა;

3. 19 აგვისტოს განხორციელდა პარტიის სარეგისტრაციოდ დადგენილი 125 [ასოცდახუთი] ლარის გადასახადის გადარიცხვის ოპერაცია;

4. 19 აგვისტოს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;

5. 22 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 403 [ოთხას სამი] ლარის შემოწირულობა;

6. 22 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სასტამბო ხარჯის ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 367,5 [სამას სამოცდაშვიდი ლ. 50 თ.] ლარი;

7. 22 სექტემბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 500 [ხუთასი] ლარის შემოწირულობა;

8. 22 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სარეკლამო მომსახურების ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 525 [ხუთასოცდახუთი] ლარი;

9. 26 სექტემბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 140 [ასორმოცი] ლარის შემოწირულობა;

10. 26 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 70 [სამოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

11. 26 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სარეკლამო მომსახურების ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 210 [ორასათი] ლარი;

12. 29 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 70 [სამოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

13. 29 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, პლაკატების ბეჭვდის ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 70 [სამოცდაათი] ლარი;

14. 30 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 20 [ოცი] ლარის შემოწირულობა;

15. 30 სექტემბერს ი/მ „გიორგი კანკიას“, სარეკლამო ბანერის დამზადების საფასურად, გადაერიცხა - 21,26 [ოცდაერთი ლ. და 36 თ] ლარი;

16. 04 ოქტომბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 560 [ხუთას სამოცი] ლარის შემოწირულობა;

17. 04 ოქტომბერს შ.პ.ს. „გამომცემლობა მინიატურას“, სარეკლამო პლაკატის დაბეჭვდისათვის, გადაერიცხა - 580 [ხუთას ოთხმოცი] ლარი;

18. 04 ოქტომბერს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;

19. 23 დეკემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 110 [ასათი] ლარის შემოწირულობა;

 20. 23 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის  2017 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

21. 23 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2017 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

 

2016 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 1998 [ათასცხრაას ოთხმოცდათვრამეტი] ლარი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 2000 [ორი ათასი] ლარი და 56 თ.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 14 [თოთხმეტ] ლარს და 56 თეთრს.

 

ქ. თბილისი,

2017 წლის 8 იანვარი

 

 

ბოლო ჟამში მიმდინარე ე.წ. ‘’მხილების ეტაპის’’ ქრონიკები

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს!

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

 

მიგვაჩნია რა, რომ ქვეყნის უმაღლესი კანონი საქართველოს კონსტიტუცია“ სრულად უნდა ასახავდეს ქართველი ერის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ სულიერ ფასეულობებზე დაყრდნობით განსაზღვრულ სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ მიმართულებას, და

ვიზიარებთ რა საქართველოში დღეს მოქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის“ ძირეული საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების აუცილებლობას,

გაცნობებთ, რომ 2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წ. 15 დეკემბერს დამტკიცებული [№65-Iს] სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის“ დებულების მუხლი 1,2-ით განსაზღვრული შესაძლებლობის ფარგლებში

[კომისია მოქმედებს კოლეგიურობის, კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის პრინციპების დაცვით“],  

ჩვენი გაერთიანების მიერ, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით მომზადებულ იქნა, ოთხი დამოუკიდებელი ნაწილისაგან შემდგარ კანონპროექტთა პაკეტი - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“...

 

ამ საერთო მიმართვის პარალელურად, პარლამენტის კანცელარიაში ჩაბარებული პროექტები, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილ ოთხ სამუშაო ჯგუფში ასე გადანაწილდა:

1. „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფში - კანონპროექტი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით“ [46 გვ.; ჩაბარების №520; 12/01-2017];

 

2. „საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთასამუშაო ჯგუფში - კანონპროექტიმუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“ [18 გვ.; ჩაბარების №521; 12/01-2017];

 

3. „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფში - კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით“ [35 გვ.; ჩაბარების №522; 12/01-2017];

 

4. „საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფში - კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით“ [50 გვ.; ჩაბარების №523; 12/01-2017].

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

ვხელმძღვანელობთ რა - სახელმწიფო სახსრების ყაირათიანად გამოყენების პირობებში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ეფექტურად წარმართვის სულისკვეთებით, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს,

მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“.

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

შესატანი ცვლილების შესახებ“

 

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ [2012 წლის 22 ივნისი, №6533-Iს] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 87-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’3. ფრაქციის შექმნის წესი:

ა) ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.

ბ) ერთ პარტიულ სიაში მყოფმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.

გ) პარლამენტის წევრს, თუ მისი წარმდგენი პარტიული სიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება აქვს იყოს მხოლოდ ამ პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით შექმნილი ფრაქციის წევრი.

დ) საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.’’.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

 „საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებების [მათ შორის საარჩევნო ბლოკების] საარჩევნო პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს: ამავე გაერთიანების პარტიული წევრების, უპარტიო წევრების ან/და ისეთი პოლიტიკური პარტიის წევრებისაგან, რომელი პარტიაც თავად არ ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში.

საქრთველოს ორგანული კანონის ‘’საქართველოს საარჩევნო კოდექსით’’ განსაზღვრული წესით შექმნილი საარჩევნო პარტიული სია, ცხადია წარმოადგენს მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის მიერ შემუშავებული საარჩევნო პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა ერთობას.

 

საარჩევნო პროგრამით გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს უფლება აქვთ შექმნან ფრაქციები.

მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად - ‘’ფრაქცია არის პარლამენტის წევრთა გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად’’.

 

არჩევნების საბოლოო შედეგების გათვალისწინებით პარლამენტის არჩეული წევრები, კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძოდ ვალდებულნი არიან იზრუნონ ისეთი საკანონმდებლო გარემოს შექმნა-დაცვაზე, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ყაირათიანად მოხდეს ქვეყნის ბიუჯეტში მობილიზებული თანხების გახარჯვა.

ამდაგვარი დამოკიდებულების უპირველეს მაგალითზე უნდა იყოს აგებული თავად პარლამენტის ეფექტური მუშაობისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის განაწილების მექანიზმი.

მოქმედი კანონმდებლობით - პოლიტიკური გაერთიანება, კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღებულობს დამატებით დაფინანსებას [წელიწადში 300 000 ლარის ოდენობით].

2012 წლის 22 ივნისს მიღებული [№6533-Iს] საქარველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად - ‘’ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარი პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი’’[მუხლი 87,3].

ამასთანავე - ‘’ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა’’ [მუხლი 89,1].

საპარლამენტო ფრაქციის შექმნისა და ამ გზით დაფინანსების უფლების შესაძლო მოპოვების წარმოდგენილი საკანონმდებლო რეგულაციები, ჩვენი აზრით, წარმოადგენს 2004 – 2012 წ.წ. ქვეყანაში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის, ანუ - მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანების ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ თავსმოხვეული სახელმწიფო სახსრების უყაირათო ხარჯვის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს. კერძოდ:

კანონით განსაზღვრული ამდაგვარი უფლების გამოყენების შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერის გადამლახავ ერთ საარჩევნო სუბიექტს შესაძლებლობა ეძლევა, მის მიერ წარდგენილ - საკუთარი პარტიის, უპარტიო ან/და არჩევნებში არმონაწილე პარტიის წევრთა ერთობისაგან შემდგარ საარჩევნო სიაში მყოფ პარლამენტის წევრთა ბაზაზე შექმნილი ფრაქციების მეშვეობით, დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფა უზრუნველყოს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვხელმძღვანელობთ რა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ეფექტურად წარმართვის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული სახსრების ყაირათიანად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით,

წინამდებარე საკანონმდელო წინადადების მეშვეობით გთავაზობთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’3. ფრაქციის შექმნის წესი:

ა) ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.

ბ) ერთ პარტიულ სიაში მყოფმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.

გ) პარლამენტის წევრს, თუ მისი წარმდგენი პარტიული სიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება აქვს იყოს მხოლოდ ამ პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით შექმნილი ფრაქციის წევრი.

დ) საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.’’

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღ ნაწილთან ერთად, იმედს ვიტოვებთ, რომ:

2016 წ. 8 ოქტომბერს არჩეული საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობა, შემოთავაზებული საკანონმდებლო რეგულაციის განხორციელების გზით, უარს იტყვის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების უყაირათო ხარჯვაზე, რითაც გაემიჯნება

2004 – 2012 წ.წ. საქართველოში მოქმედი დანაშაულებრივი რეჯიმის მიერ სახელმწიფო ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მიზნით შემოღებულ მანკიერ საკანონმდებლო პრაქტიკას.

 

ეკატერინე ხრიკული 86-87 წლების გასაყარზე,

ანუ დეკემბერ-იანვრის ნათქვამი ლექსები

...

ქრიატეშობისთვეს გილოცავთ!

ამასთან - იუბილესაც!..

დე მოფენოდეს ლოცვანი                      

ყოველსა კუნჭულ-კუთხესა.

იქნებ ეშველოს ამ ქვეყნად,

ურწმუნო თომას შვილებსა...

და შენც დაგლოცავ ლასკარო,

როგორც რჩეულთა რჩეულსა,

მსმენელებსაც დაგილოცავ

უფლისგან გამორჩეულსა.

მალე მოგვივა პატრონი,

და გაგვიხარებს გულებსა,

ყველა იხილავს ღვთის ნებას,

კოსმიურ სასწაულებსა...

ამქვეყნად ჩანადენისთვის

ყველას მოგვკითხვს პასუხსა.

 

ბარბარობიდან ნიკოლოზობამდე

გულნატკენო საქართველოვ

დაგილოცავ სრულად ერსა,

ორ დღესასწაულს ვულოცავ,

შენს მიწაზე მცხოვრებლებსა...

გამოცანას მოგახსენებთ

[ძლიერ რთულად ასახსნელსა],

ზოგისათვის - ადვილსა, და

ვისთვის ძნელად მისაღებსა:

‘‘მალე - კაცი გამოჩნდება,

გაიხარებს სრულად ერი,

იგი არის - ერთდროულად

სტუმარი და მასპინძელი...’’

აბა, ჩემო ქართველებო,

რომელი ხართ ‘‘ნიჭიერი’’?..

ვინც მიხვდებით გამოცანას,

შეიქმნებით ბედნიერი!..

ჩემო ტკბილო მიწა-წყალო

გალაღდები, აყვავდები...

მტერი ვეღარაფერს გავნებს,

გაიმარჯვებ, დაწყნარდები!..

ლასკარს შინა მადლის კვარო,

ვინც წლებია მის ხატს ელი,

პირველად შენ გესტუმრება:

კაცი: სტუმარ-მასპინძელი

 

შობა-ახალ წელს გილოცავთ!

გფარავდეთ ღმერთი უფალი,

ყველამ - სამშობლოს მივხედოთ,

რომ იყოს თავისუფალი...

გვერდში დადგომა შევიძლოთ,

რომ არვის დავაჩაგვრინოთ,

და მტერსა, ‘’მოყვრად’’ მოსულსა,

სულ ‘’ვაი’’ ვაძახებინოთ...

ცოდვას ნურავინ ჩავიდენთ,

თორემ დაგვხვდება ‘’კარებში’’,

მერე როგორღა შევხედავთ

მაცხოვარს - ლამაზ თვალებში?..

 

...

დეკემბერმა თქვა - წავედი

[არ ვაპირებდი წასვლასა],

თუმც მსურდა თავად შევსწროდი

დიდ საიდუმლოს გახსნასა...

მაგრამ, ბედი არ მქონია,

ვერ დაველოდე ამბავსა...

თქვენ კი, სუყველას დაგლოცავთ

იყავით ბედნიერები,

დაანთეთ ბევრი სანთელი,

გააძლიერეთ ლოცვები...

თუ გინდათ თქვენი ქვეყანა,

მუდამ რომ იყოს ნათელი!..

დაბადების დღეს ვულოცავ:

ქვეყნად მოვლენილ უფალსა,

სამშობლოს მალე განახებთ,

მტრებისგან თავისუფალსა..

 

...

ნამდვილ ახალ წელს გილოცავთ!

დაგელოცოთ გზა და კვალი,

ვისაც ველით - მოსულია,

რახანია ჩვენთან არის!

წელი ახალი, ამბებსაც

სულ ახალ-ახალს გვპირდება,

იმას, ყველა რომ მოელის,

იმას, ყველას რომ გვჭირდება...

 

...

ჩემო ლამაზო სამშობლოვ

მოგილოცავ ახალ წელსა,

ეკლესიებს დავულოცავ

ყველა მართლმადიდებელსა!..

ჩვენს პატრიარქს დავლოცავ და

ვუსურვებ ჯანმრთელობასა,

ძალიან დიდხანს ეცოცხლოს

მსახურებდესს თავის ერსა...

უფალი მოსვლას გვპირდება,

ის დაგვიფასებს ამაგსა,

ყველა ღირსეულს უბოძებს

საჩუქრად უკვდავებასა!..

დაგლოცავთ,, ყველას დაგლოცავთ,

გაიხაროს მთელმა ერმა,

თავის მადლი არ მოგვაკლოს

ჩვენმა დედა ღვისმშობელმა!..

 

საახალწლო სადღეგრძელო

დღევანდელ დღეს მოგილოცავთ!

ლასკარის ყველა მსმენელსა,

სათითაოდ დაგილოცავთ

თქვენი ოჯახის წევრებსა.

ჩვენს ყველა იმ წევრს დავლოცავ

ვინც ქრისტეს გზაზე იარა,

გზა - ვიწრო, ძნელად სავალი,

ფეხით რომ შემოიარა,

ცოდნა და გამოცდილება

მსმენელთ რომ გაგვიზიარა...

დალოცვილები იყავით

გფარავდეთ ღვთიური მადლი,

უფლამდე მისასვლელი გზა

გქონოდეთ თავისუფალი.

 

ნათლისღებას მოგილოცავთ,

ყველა ასაკის მსმენელსა,

აბა კარგად მიგდეთ ყური

წაგიკითხავთ ამ ჩემს ლექსსა:

რა გითხრათ, რა დაგიწეროთ?!

რით გაგიხაროთ გულები?!

ამ უნიათო ხალხისგან

ყველა ვართ დაბნეულები...

ვერავის ვეღარ იტანენ,

ერთურთსაც ეჯიბრებიან,

თუ მთავრობისა არა ხარ

სხვა სკამზე ვერა ჯდებიან...

ხალხი კი, - უმუშევრები,

შიმშილით იხოცებიან...

ცოდვილებო - ხალხს მიხედეთ,

გახსოვდეთ დანაპირები,

თორემ ციხეში სკამები

ბევრია ცარიელები...

ვინც იმ სკამებზე მოხვდებით

იქნებით ‘’ბედნიერები’’,

არ გეყოლებათ არავინ

ადგილის შემცილებელი...

გვახსოვდეს - მოდის სამსჯავრო,

იქ ყველა დავიკითხებით,

ამ ქვეყნად ჩანადენისთვის

სასტიკად განვიკითხებით!...