Print

გაზეთი N 7 [1008]

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხისათვის

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით 2016 წ. 15 დეკემბერს შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული საკონსტიტუციო კანონპროექტის გამოქვეყნებისა [3 მაისი 2017 . N742-II] და ჩატარებული ერთთვიანი განხილვის შემდეგ, 2017 წ. 23 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ჩასწორებული ტექსტი.

საქართველოს საკონსტიტუციო კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი შედგება - პრეამბულის, 11 თავის, 78 მუხლის, 327 პუნქტისა და 49 ქვეპუნქტისაგან.

კანონპროექტს თან ერთვის ე.წ. დათქმა, რომელიც მოიცავს: 1 მუხლის - 9 პუნქტსა და 3 ქვეპუნქტს.

მოდით ვნახოთ, თუ რა ცვლილებები დაფიქსირდა ამ ორ საკონსტიტუციო კანონპროექტს შორის.

კანონპროექტის 78 მუხლიდან 26 მუხლი [ესენია: 1-2-4-10-11-12-13-14-22-24-25-31-36-43-46-48-49-51-55-56-59-73-74-75-76-78], ანუ - 33,33% უცვლელადაა მიღებული.

327 პუნქტისა და 49 ქვეპუნქტის, ანუ მთლიანობაში - 376 ერთეულიდან: 262, ანუ - 69,68% - უცვლელადაა მიღებული; ხოლო მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილება დაფიქსირდა - 46 პუნქტსა და ქვეპუნქტში.

მასასადამე, 376 პუნქტსა და ქვეპუნქტიდან: 308, ანუ - 81,91%, ან - უცვლელად, ანდა - მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილებითაა მიღებული.

კანონპროექტის - 52 მუხლის 68 პუნქტსა და ქვეპუნქტში შესული ცვლილებების ზოგადი სურათი ასეთია [შეტანილი ცვლილების ჩანაწერი გამუქებულადაა წარმოდგენილი] :

მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ასეთი სახისაა:

„2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით [ამორებულია - არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია].

 

მე-5 მუხლს დამატებული აქვს ახლებური რედაქციის შემდეგი სამი პუნქტი:

„5. სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.

6. სახელმწიფო ზრუნავს სპორტის გან-ვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალ-გაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპო-რტში მათ ჩართვაზე.

7. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამ-შობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“.

 

მე-7 მუხლს დამატებული აქვს შემდეგი მე-5 პუნქტი - „5. ორგანული კანონით ანაკლიაში იქმ-ნება განსაკუთრებული ეკონომიკური ზო-ნა, სადაც ვრცელდება სპეციალური სა-მართლებრივი რეჟიმი. ორგანული კანო-ნით შეიძლება შეიქმნას ასევე სხვა გან-საკუთრებული ეკონომიკური ზონები სპეციალური სამართლებრივი რეჟიმით“.

 

მე-8 მუხლი, სათაურსა და მონაწერში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ასეთია - „სახელმწიფოს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლ-მადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებე-ლი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“;

 

მე-15 მუხლის სათაურსა და 1-ლ პუნქტში შეტანილი ცვლილება ასეთია:

„პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა და ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებები

„1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ან სხვათა უფლებების დასაცავად“.

 

მე-16 მუხლის სათაურსა და მე-3 პუნქტში შეტანილი ცვლილება ასეთია:

„რწმენის, აღმსარებლობისა და სინდი-სის თავისუფლებები

3. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემო-კრატიული საზოგადოების არსებობი-სათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზ-რუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცი-ლების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლ-მსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“;

 

მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ასეთია:

„4. მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“.

 

23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ასეთი სახისაა:

„2. პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა“;

 

28-ე მუხლის 1-2 პუნქტები ასეთია:

„1. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ქმედით სამედიცინო დახმარებაზე უზრუნველყოფილია კანონით.

2. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრ-თელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამედიცინო მომსახურების ხარისხს, ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმა-ცევტული საშუალებების მიმოქცევას“;

 

29-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ასეთი:

„1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით“;

 

33-ე მუხლს დამატებული აქვს მე-4 პუნქტი:

4. დაუშვებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია“.

 

34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასეთია:

3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.

 

37-ე მუხლს დამატებული აქვს ახალი 7-8-9 პუნქტები:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35 პროცენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ძირითადი მანდატების 35 პროცენტზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა. გაუნაწილებელი მანდატები, რომელიც არ ნაწილდება ამ პარტიაზე, პროპორციულად განაწილდება სხვა პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. თუ პარტია ძირითადი მანდატების 35 პროცენტზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე  ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით პარტია ვერ მიიღებს 89 მანდატზე მეტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის 89 მანდატზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა. 90-ე და ყველა შემდეგი გაუნაწილებელი მანდატი, რომელსაც ვერ მიიღებს შესაბამისი პარტია, პროპორციულად განაწილდება სხვა პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. თუ პარტია 89 მანდატზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

9. თუ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით პარტია ვერ მიიღებს 75 მანდატზე მეტს, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო“;

 

41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასეთია:

„3. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქ-ციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით“.

 

როგორც ითქვა 42-44-45-47-50-52-53-54-57-58-61-62-63-66-68-68-70 მუხლებში მცირე რედაქციული ცვლილებაა, ხოლო 43-46-48-49-51-55-56-59-73-74-75-76-78-ე მუხლები უცვლელია;

 

მე-60 მუხლში შეცვლილია მე-2 და მე-6 პუნქტები:

„2. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. საკონ-სტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

6. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომ-წესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუ-ციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. გადაწყვეტილებას ჩატარებული არჩევ-ნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე არჩევნების შედეგების ოფი-ციალურად გამოცხადებიდან არაუგ-ვიანეს მე-7 დღისა სიითი შემადგენ-ლობის სრული თანხმობით იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“;

 

64-ე მუხლის მე-2 პუნქტი ასეთია:

„2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედის 15 წევრი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოსამართლეთაგან არჩეული წევრები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არ არიან არჩეული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ და წევრს, რომელიც არ არის დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის მიერ, სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდო-მარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან ირჩევს იუსტი-ციის უმაღლესი საბჭო”.

 

65-ე მუხლის შეცვლილი მე-3 პუნქტი ასეთია:

„3. პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საპროკურორო საბჭო, რომელიც შედგება ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით ირჩევს საპროკურორო საბჭო“;

 

66-ე მუხლის შეცვლილი მე-7 პუნქტი ასეთია:

„7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარება დასაშვებია მხოლოდ მთავრობის თანხმობით.

 

67-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ასეთია:

„1. სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. გადასახადისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით. საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები.

 

72-ე მუხლი თითქმის მთლიანადაა შეცვლილი დასაბოლოოდ ასეთია:.

„1. გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ.

2. საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.

3. საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ.

4. სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებ-ლად და ძალაში შედის პარლამენტის თანხმობის შემდეგ.

5. პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით“.

 

77-ე მუხლის 4-5-6 პუქტებია ასეთია:

„4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.

5. კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლია-ნობის აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით და საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

6. კონსტიტუციურ კანონს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი. კონსტიტუციურ კანონს, რომელიც დამტკიცდა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე“.

 

თანდართული ნაწილის 1-2-3-5-6 პუნქტები უცვლელია, ხოლო მე-4 და 7-8-9 პუნქტები ასეთია:

„4. 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მოსამართლეთა უვადოდ განწესების დათქმა განსაზღვრული ვადით განწესებულ მოსამართლეთა მიმართ გავრცელდეს ორგანული კანონით დადგენილი წესით მათი უვადოდ განწესების შემთხვევაში.

7. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში საერთო-სახელმწიფოებ-რივი გადასახადის ახალი სახის შემო-ღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმ-წიფოებრივი გადასახადის სახის მიხედ-ვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვე-ვებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცი-რების უფლება აქვს მხოლოდ მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება. საპენსიო და სადაზღვევო შენატანები რეგულირდება კანონით და ისინი არ წარმოადგენს გადასახადებსა და მოსაკრებლებს.

8. ამ კანონის ამოქმედებისთანავე გენერა-ლური პროკურორის უფლებამოსილე-ბას იძენს ამ კანონის ამოქმედების დროისთვის განწესებული მთავარი პრო-კურორი დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

9. საქართველოს პარლამენტის მომ-დევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციუ-ლი სისტემით არჩეული 77 და მაჟორი-ტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდა-ტები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგ-რეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით“.

 

 

კომენტარი

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის მესამე მოსმენისას, მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებათა შეტანაა შესაძლებელი.

აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო კანონპროექტის ირგვლივ ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარე ე.წ. გამოსავლის ძებნა, ქვეყნის მმართველ ძალასა და დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს სამართლებრივ ჩიხში ჰყავს შეყვანილი.

ყველაფერი უმრავლესობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ:

1. მინიმუმ 113 ხმიანი მხარდაჭერით უკან გამოიწვიონ, მეორე მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი;

2. შეცვლილი კანონპროექტის ხელახალი ინიცირება მოახდინონ;

3. ხელახლა განიხილონ ეს პროექტი საკომიტეტო მოსმენებზე;

4. მინიმუმ 113 ხმით ხელახლა უყარონ კენჭი საშემოდგომო სესიაზე;

5. სამი თვის გასვლის შემდეგ, საგაზაფხულო სესიაზე, კვლავ, მინიმუმ 113 ხმით, მესამე მოსმენით მიიღონ კანონი და ხელმოსაწერად გადასცენ საქართველოს პრეზიდენტს.

ყველასათვის ნათელია, რომ ასეთ გზას საპარლამენტო უმრავლესობა არ აირჩევს.

სავარაუდოდ, პოლიტიკური პროცესები კი ასე წარიმართება:

- ოპოზიციური სპექტრი ე.წ. `ჭიქაში ქარიშხალის ატეხის~ ფონზე წარმართავს 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას;

- საპარლამენტო უმრავლესობა კი პირიქით შეეცდება ფართოდ გააშუქოს ე.წ. წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმის დეტალები, და ყველა სხვა ძალა - პოლიტიკური პროცესების ჩიხში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულოს;

- საპარლამენტო უმრავლესობა, 2017 წ. 23 ივნისს ჩატარებული მე-2 მოსმენის შემდეგ, კანონით დადგენილი სამი თვის თავზე, 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბრის გასაყარზე, მე-3 მოსმენით მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს;

- მიღებული კანონის თანდართული ჩანაწერიდან გამომდინარე [„ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“], 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბრამდე ძალაში იქნება დღეს მოქმედი კონსტიტუცია;

 

მინაწერი:

მიმდინარე `მხილებისეული ეტაPის~ ფონზე, ჩვენს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ჩატარებული აქტივობის თაობაზე, იხილეთ ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში გამოქვეყნებული მასალა.

 

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

- უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

...

დაგლოცავ ჩემო ლასკარო,

მუდამ ღვთის გზაზე გევლოს,

ჯერ ქართულ ჯილაგს დავლოცავ,

შემდეგ მთასა და მდელოს!..

ნანატრი წამის ჩამოკვრას,

ყველამ გავუხსნათ გულები...

მოდიან! მოგვიახლოვდნენ!

ქრისტე და მოციქულები!..

ერთურთის სულთა ლხენისთვის

გავაძლეროთ ლოცვები,

იქნებ შეგვინდოს უფალმა,

აქ ჩადენილი ცოდვები...

ბევრი „ვერ ხვდება“ ამქვეყნად,

რა საოცრება მოხდება,

მიფრინავს წუთისოფელი

მარადისობა დგება!

ნეტავი იმას, ვინც ამ წამს

ბავშვივთ სუფთა ხვდება...

ბედნიერი ხარ - ლასკარო,

არ შეიცვალე რწმენა,

უფალი - მოდის, და მოაქვს

საჩუქრად უკვდავება!..

 

 

 ეკატერინე

ხრიკული

 

 

გატიალების სიბილწე ზღვარს გადასულა

გატიალების სიბილწე ზღვარს გადასულა,

მომრავლებულან ბოლო ჟამის მქადაგებლები.

ღვთიური ნიშნები შესაცნობია,

ზეცის ნიშნები გალავანივით შემოერტყა

ჩვენს სამკვიდრებელს.

სამკალს ამზადებს მაღალი ღმერთი,

უსწორ-მასწორო გზებს ასწორებს,

მართალთ ცხოვრებას აერთიანებს,

ელიას ეძახის, და მიანიშნებს,

ამცნობს მისტერიას,

რომ დედამიწაზე მესიას ელიან.

დინა [დიანა]

 ჯიქია