Print

გაზეთი N 8 [1009]

ხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით“ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული

 

წინათქმა

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში გარკვევა, რეინკარნაციის არსის მართებულად გააზრების გარეშე შეუძლებელია.

აღნიშნულის თაობაზე ჩვენს მიერ უკვე არაერთგზის თქმულიდან, ამჟამად, მხოლოდ ერთ ბიბლიურ მინიშნებას გავიხსენებთ - „მიეცი, უფალო, ნება შენს მორჩილთ, რომ ილოცონ შენ წინაშე, ჩაგვიდევი გულში თესლი და გაგვიღვივე რომ გამოიღოს ნაყოფი, რომლის წყალობითაც უნდა იცოცხლოს ყოველმა მოკვდავმა, ვინც ადამიანის ხატს ატარებს(6). შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს(7).

დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი შექმნილი და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა(8).

თავად ის, რაც ინახავს [აქ - მშობელი], და ისიც, რაც ინახება [აქ - ნაშობი], ორივენი შენახული იქნება; ხოლო შენახულს [აქ - როგორც მშობელს, ასევე ნაშობს] ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო [აქ - რეინკარნაციის გზით კვლავ მოევლინებიან ამ ქვეყანას], ყველაფერს, რაც მასში აღორძინდა(9)“ [3 ეზრა 8,6-9].

ჯოჯოხეთის არსის გახსნის დროს, ბროშურაში - „საუკუნო სიცოცხლე ანუ სასუფეველი, და საუკუნო სატანჯველი, ანუ ცეცხლის ტბა“ [თბ. 2016 წ.], უკვე ვისაუბრეთ, რომ ბიბლიური თხრობის თანახმად, ცოდვით დაცემის გამო სამოთხიდან გამოძევებული ადამისა და ევას ნაშიერი, ღმერთის მიერ დაწყევლილ მიწაზე, ანუ ჯოჯოხეთში აგრძელებენ ცხოვრებას.

არ ახალია თუ ვიტყვით, რომ ამ დაწყევლილი მიწის „მთავარი“ - დასაბამიერი გველი, იგივე სიცრუის მამა, ანუ - ეშმაკია, რომლის მმართველობაც - მეორედ მოსული უფალი იესუ ქრისტეს გაცხადებამდე [განკითხვის დღემდე] გრძელდება - „...ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვამდე დასამარხავად“ [2 პეტრე 2,4].

აღნიშნული დროის მთელ მონაკვეთში, ადამის მოდგმის ხრწნად, ანუ მოკვდავ სხეულში მყოფი მარადიული სული, სხვადასხვა ინტერვალით გადის სხეულთან გაყრისა [სიკვდილი] და მასთან დროებით კვლავ შერწყმის [რეინკარნაციის] პროცესს.

როგორც არაერთგზის ითქვა, ღვთის განგებულობით, რეინკარნაციის პროცესს გადის, უზენაესი ძალის მიერ ქმნილი აბსოლუტურად ყველა სულიერი. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ანგელოზები; მათ შორის თავად ყოფილი ნაანგელოზარი - სათანაიელი, ანუ სატანა, იგივე ეშმაკი, და მისი მიმდევარი დაცემულ ანგელოზთა დასი.

ამქვეყნად შობის ეტაპებს გადის თავად უფალი იესუ ქრისტე, ანუ - „...ღმერთმა, როგორც იწინასწარმეტყველა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით ქრისტეს ვნება [აქ - პირველი მოსვლა],ისე აღასრულა.

მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები, და მოიწიოს ჟამი სიხარულისა უფლის სახისაგან, და მოავლინოს [აქ - მეორედ მოსვლა] თქვენთვის ნაწინასწარმეტყველები იესუ ქრისტე, რომელიც [აქ - ძე კაცისას რანგში ყოფნისეულ დროში ჩანადენისა გამო] უნდა შეიწყნაროს ზეცამ, ყოვლის კვალად აღდგინების [აქ - განკითხვის დღის დადგომის] ჟამამდე, რასაც უკუნისიდან იტყოდა ღმერთი ყველა თავისი წმიდა წინასწარმეტყველის პირით“ [საქ. 3,18-21].

ბიბლიური სიბრძნიდან ვიცით, რომ, დრომდე - ადამის მოდგმის საცდურად დადგენილი ეშმაკი, უშუალოდ მისი, თუ დაცემულ ანგელოზთა დასის მეშვეობით, ცდილობს სხვადასხვა ცოდვით ხლართებში გააბას ადამიანი.

სახარებაში ბევრი მაგალითია მოცემული, თუ როგორ იქცევა მაცდური ძალის მიერ შეპყრობილი ადამიანი, და როგორ ახდენს მაცხოვარი [და მოგვიანებით მოციქულები] ადამის მოდგმის სხეულიდან ეშმაკის განდევნას.

ანალოგიური, და კიდევ უფრო მეტად გამძაფრებული, პროცესების ფონზე მიმდინარეობს თავად ბოლო ჟამად სახელდებული ეტაპი - „ვიცი საქმენი შენნი, და სიყვარული და მსახურება, რწმენა და მოთმინება შენი, და რომ უკანასკნელი [აქ - ბოლო ჟამისმიერი] საქმენი შენნი უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი“ [გამოცხ. 2,19].

და კიდევ, - „იფხიზლეთ, იღვიძეთ, ვინაიდან თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს მსხვერპლს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით...“ [1 პეტრე 5,8-9].

ჩვენი წინამდებარე სათქმელი, სწორედ, ბოლო ჟამში მოსახდენი [და, აწ უკვე განვლილი] ერთ-ერთი ეტაპის ფონზე, ზემოთქმულის გამოვლენის კონკრეტული პროცესის არსის გახსნას ეხება.

მკითხველს ისიც გვინდა შევახსენოთ, რომ საქმე ეხება 2014 წლის მიწურულიდან განვითარებულ მოვლენას, რომლის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპების თაობაზე უკვე ვწერდით 2015 წელს დაბეჭდილი ჩვენი გაზეთის ფურცლებზე - იხ. გაზ. N16 [964], N18 [966] და N19 [967].

ამჟამად, ღმერთის შეწევნით, გვინდა თავი მოვუყაროთ თითქმის ორნახევარი წლის მანძილზე მიმდინარე მოვლენის თაობაზე დაგროვილ ფაქტობრივ მასალას, რათა მთლიანობაში შევიძლოთ მიმდინარე ბოლო ჟამის ამ კონკრეტულ დროში განვითარებული საკითხის არსში გარკვევა. 

 

„სიცრუის ეტაპის“ დასასრული, ანუ

ჯოხის ერთი ბოლო - ფაქტები

ბიბლიის თანახმად - უცოდველი ადამიანი არ არსებოს. ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში გაბმული ადამიანი, მხოლოდ მონანიების მადლთან ზიარების შემთხვევაში ახერხებს ცოდვისაგან განთავისუფლებას.

წინამდებარე თხრობაში გასაშუქებელი საკითხი, სწორედ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევად გვესახება, რომლის თაობაზე ღიად საუბარი, ბოლო ჟამში დასაფიქსირებელი მოვლენის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულ შეგონებაზე დაყრდნობით გვინდა წარვმართოთ - „მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი“ [3 ეზრა 9,1-2].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ჩვენი რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა 2011 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად დაადგა ბოლო ჟამში განსავითარებელ ე.წ. მხილებისეულ ეტაპად სახელდებულ გზას.

ე.წ. „მხილებისეული ეტაპის“ - აქტიური ფაზა, ჩვენი აზრით, არჩევნების პროცესს შეიძლება უკავშირდებოდეს, რაც  გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.

„ჩავლილ“ მოვლენაზე საუბარი - 2013 წლით გვინდა დავიწყოთ. სწორედ ამ წელს გავიცანი [როგორც შემდეგ გაირკვა] ჩვენი ქვეყნის ბედზე მაფიქრალი, უაღრესად წიგნიერი პიროვნება - ბ-ნი ავთო ი. მოგვიანებით, ჩვენი ნაცნობობა პირად და პარტიულ მეგობრობაში გადაიზარდა. ბ-მა ავთო ი.-მ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენი საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი სიით მიიღო მონაწილეობა.

მის მიერ, საარჩევნო პლაკატების [თითქოსდა] კანონდარღვევით გაკვრის საბაბით, სასამართლოს მიერ დაკისრებული - 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა, მიზეზთა გამო, მხოლოდ დადგენილი ერთთვიანი ვადის მიწურულს - 2014 წ. 14 ივლისს [ჩვენს საარჩევნო ბლოკში მყოფი წევრების მიერ შეგროვილი თანხით] მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არასოდეს გამხდარა მსჯელობის საგანი, ბ-ნმა ავთო ი.-მა, შინაგანი დისკომფორტის გაქარწყლების მიზნით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ სხდომაზე, ზოგად ჩარჩოებში გაგვიმჟღავნა, თუ როგორ აპირებდა ამ ე.წ. „ვალის“ სხვათათვის დაბრუნებას [მისი ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ იგი შეიძლება გამხდარიყო, საზღვარგარეთ მოღვაწე მისი ნაცნობი ბიზნესმენის ტრაგიკული გარდაცვალების შედეგად დატოვებული მემკვიდრეობის მფლობელი].

2014 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში,  ბ-მა ავთო ი.-მა გვაჩვენა 2014 წ, 30 სექტემბრით დათარიღებული, აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის - ტოგოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც იგი ცხადდებოდა გარდაცვლილი ბიზნესმენის მომდევნო რიგის მემკვიდრედ.

რამოდენიმე ხნის შემდეგ, თანხის გადმორიცხვასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების [კერძოდ - საბანკო ანგარიშის გახსნის] მიზნით, იგი საქართველოს ფარგლებს გარეთ [ვილნიუსში] გაემგზავრა.

2014 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბ-მა ავთო ი.-მა გვითხრა, რომ - „...ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, საწყის ეტაპზე ითხოვდა გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს, რომლის გაღების შესაძლებლობაც მას ამ ეტაპზე არ გააჩნდა.  ბ-მა: ავთო ი.-მა ჩვენგან გაწეული დახმარების სანაცვლოდ, საარჩევნო კამპანიასთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული, ზემოთ ხსენებული „მხილებისეული ეტაპის“ წარმართვისათვის, საჭირო ფინანსური ხარჯების გაღების ვალდებულება აიღო.

როგორც ცნობილია, ინტერნეტ სივრცე გაჯერებულია იმ ცრუ შემოთავაზებებით, რომელიც სავარაუდო - „საკბილოს“, გარკვეული ხარჯების გაღების შემთხვევაში, საზღვარგარეთ უეცრად გარდაცვლილი, ვითომცდა მათი ნათესავი ბიზნესმენის სამემკვიდრეო ქონების მიღებაში დახმარებას ჰპირდება.

ბ-მა ავთო ი.-მა განგვიცხადა, რომ ეს ინფორმაცია მისთვისაც ცნობილი იყო, ოღონდ მისი შემთხვევა იმით იყო გამორჩეული, რომ იგი თავად პირადად იცნობდა აფრიკის სახელმწიფო - ტოგოში მოღვაწე, მის მოგვარე, ქართველ ბიზნესმენს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მის მიერ [ამ კუთხით] წარმოდგენილი რამოდენიმე დამაჯერებელი არგუმენტის [სავარაუდო შეხვედრის ადგილების, ურთიერთობის ამსახველი ცალკეული დეტალების] გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალებით, დახმარება აღმოგვეჩინა მისთვის.

ამ მიზნით, ჩემსა და ბ-ნ ავთო ი.-ს შორის შემდგარ საუბრებს, სხვადახვა დროს  ესწრებოდნენ - ბ-ნი მევლუდ მამადაშვილი, ქ-ნი დინა ჯიქია და ბ-ნი ლევან ჩოხელი. სწორედ მათ მიერ, სხვადასხვა გზით, სესხად აღებული თანხის მობილიზებით, წარიმართა მთელი შემდგომი პროცესი. ექვსი თვის მანძილზე. ამ გზით მოძიებულმა და საქართველოდან ტოგოში გადარიცხულმა საერთო თანხამ - 33 ათასი აშშ დოლარი შეადგინა“ [იხ. გაზ. N16 [964], 2015 წ,].

სამემკვიდრეო საქმეში ჩართულობის საბოლოო გადაწყვეტილება 2014 წ. 20 დეკემბერს, ლასკარში - ბ-ნ ავთო ი.-ს, ბ-ნ მევლუდ მამადაშვილსა და ჩემს შორის  გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. ბ-ნი ავთო ი.-ს მონათხრობის კიდევ ერთხელ მოსმენისა და გაანალიზების შემდეგ გადაწყდა - საჭირო თანხის მოძიების პროცესი მეორე დღიდანვე [21 დეკემბრიდან] დაგვეწყო.

მოძიებული თანხა, ბ-მა ავთო ი.-მა, ე.წ. „ვესტერნ-უნიონით“, 2014 წ. 29 დეკემბრიდან ვიდრე 2015 წ, 27 მაისამდელ დროში, ჩვენი უშუალო თანდასწრებით, ეტაპობრივად გადაურიცხა ტოგოში ამ საქმის მოგვარებაში ჩართულ პირებს.

აქვე დავსძენთ, რომ, როგორც ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ მოწვდილი საბანკო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტებიდან ირკვეოდა, ჯერ კიდევ 2010 წლის ივნის-ივლისის თვეში, მის მიერ სამემკვიდრეო საკითხის მოგვარების მიზნით, ტოგოში გადარიცხულმა საერთო თანხამ  - 119 165 აშშ დოლარი შეადგინა.

 

ა. პირველი საგანგაშო სიგნალი

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მიმოწერას ბ-ნი ავთო ი. თავისი  ელ. ფოსტის მეშვეობით აწარმოებდა. მოგვიანებით, ურთიერთ შეთანხმების შემდეგ [საქმის ოპერატიულად წარმართვის მიზნით] მის ელ. ფოსტაზე წვდომის საშუალება მეც მომეცა.

მიზეზთა გამო, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დროში უსაშველოდ გაიწელა. საქმის მთელი ისტორიის გაცნობა-გაანალიზების მიზნით, 2015 წ. მაისის თვეში ხსენებულ ელ.  ფოსტაზე განთავსებული მასალის თავმოყრა და შესწავლა გადავწყვიტე.

პირველი საგანგაშო სიგნალი სწორედ ამ დროს ამოტივტივდა.

აღნიშნული მასალებიდან ირკვეოდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული პირველი შეტყობინება  ბ-ნი ავთო ი.-ს ელ.ფოსტაზე 2010 წ. ივნისის დასაწყისში დაფიქსირებულა.

2010 წ. 10 ივნისით დათარიღებულ წერილში, ადვოკატის რანგში მოვლენილი, ტოგოში მცხოვრები ვინმე - ჯერი უოდერი, თავის გზავნილში იტყობინებოდა ვითომცდა ტოგოში მოღვაწე ბ-ნი ავთო ი.-ს მოგვარე ქართველი ბიზნესმენის გარდაცვალების ამბავს, რომლის ფინანსურ ადვოკატადაც თითქოსდა იგი მუშაობდა.

კერძოდ, იგი წერდა, თუ რა ძალისხმევა დასჭირდა მას, რათა, ბ-ნი ავთო ი.-ს სახით, მოეძებნა გარდაცვლილი ბიზნესმენის მოგვარე, შესაბამისი ღირსების მქონე პიროვნება. უმტკიცებდა მას - ეჭვი არ შეპარვოდა მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში, და მიენდო მისთვის ამ საქმის ბ-ნი ავთო ი.-ს სასარგებლოდ გადაწყვეტა.

მეტი დამაჯერებლობისთვის, წერილს თან ერთვოდა, ე.წ. ავიაკატასტროფაში, მთელი ოჯახით, დაღუპული - ხსენებული ბიზნესმენის, მისი მეუღლისა და ორი ქალიშვილის ფოტოები.

ჩემდა გასაოცრად, მიღებული შემოთავაზების დათანხმების ამსახველ არცერთ საპასუხო წერილში, ბ-ნი ავთო ი. არსად არ ახსენებდა გარდაცვლილ ბიზნესმენთან მისი ნაცნობობის ფაქტს. 

როგორც თავად ტექსტის შინაარსი, და ამ წერილზე ბ-ნი ავთო ი.-ს პასუხები, ასევე  ფოტოებზე აღბეჭდილ გარდაცვლილთა ასაკი, ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდიოდა ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩვენთვის ნათქვამთან.

ბ-მა ავთო ი.-მა, ჩვენთან, 2014 წ. სექტემბრიდან მოყოლებით არაერთგზის ზეპირად ნათქვამის შინაარსი ზუსტად გაიმეორა, მოგვიანებით, კერძოდ 2015 წ. 28 დეკემბერს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებაში, გამომძიებელ ლია ნოდიასთვის მიცემულ ჩვენებაში.

[სამემკვიდრეო საქმეში სავარაუდო თაღლითობის ფაქტებში დახმარების მიზნით ბ-მა ავთო ი.-მა თავად მიმართა ზემოთაღნიშნულ განყოფილებას. გამომძიებელთან ჩვენ ორივე ერთად ვიმყოფებოდით. მის მიერ მიცემული ჩვენების ასლიც სწორედ იმ დღეს გადმოგვეცა].

ჩვენებაში კერძოდ ვკითხულობთ - „...იგი დაბადებული იყო ქალაქ ასტრახანთან მდებარე ერთ-ერთ ქალაქში [სახელწოდება არ ვიცი], და გადასახლებული იყო ოჯახით ყაზახეთში. შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საცხოვრებლად დედამისთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, ხოლო შემდეგ აფრიკაში. მამა გარდაცვლილი ჰყავდა, მეუღლე უცხოელი ჰყავდა [მულატზე ღია ფერის კანი ჰქონდა], ერთხელ მყავს ნანახი...“.

დიდი გამოთვლა არ სჭირდება იმაში გარკვევას, რომ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაბადებული პიროვნება, მისი ავიაკატოსტროფის დროს დაღუპვისას, ანუ 2010 წლისთვის, მინიმუმ: 70-75 წლის იქნებოდა. არადა, ტოგოელი, ვითომდა, ადვოკატის მიერ 2010 წ. 10 ივნისს გამოგზავნილ ფოტოებზე მაქსიმუმ 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, შესაფერი ასაკის ქალბატონი [მეუღლე] და ორი ახალგაზრდა გოგოა [შვილები] გამოსახული.

ყოველივე ზემოთქმული საფუძველს გვაძლევდა გვეფიქრა, რომ ბ-ნი ავთო ი. აფრიკელი თაღლითების მიერ მოწვდილ ცრუ ინფორმაციას გულუბრყვილოდ მინდობილი მორიგი მსხვერპლი იყო.

მიუხედავდ ყოველივესი, ბ-ნი ავთო ი. დაბეჯითებით იმეორებდა მის მიერ უკვე გაცხადებულს.  კითხვის ნიშნები გამოიკვეთა მაშინაც, როდესაც, რამოდენიმე დღის შემდეგ, მისი ელ. ფოსტის მორიგი გახსნისას აღმოჩნდა, რომ ბ-ნი ავთო ი.-ს ელ. ფოსტაზე, 2010 წლიდან მოყოლებული ვიდრე, თითქმის 2014 წლამდე არსებული მიმოწერის ჩანაწერი [ზემოთ აღნიშნულ სურათებთან ერთად] - მთლიანად წაშლილი დაგვხდა. და ეს მაშინ, როდესაც ამ ელ. ფოსტაზე წვდომა მხოლოდ ჩვენ ორს გვქონდა.

ბ-მა ავთო ი.-მა ყოველივე - თავად ელ. ფოსტის მომსახურე კომპანიის [„იანდექს.რუ“] მიერ, მისი [როგორც მომხმარებლის]  დაუკითხავად განხორციელებული [გაურკვეველი] ოპერაციის მიზეზით ახსნა, და შეტყობინებათა წაშლა მათ დააბრალა [???]....

ამის შემდეგ, აფრიკელი თაღლითების მხრიდან არერთგზიის „დასაბუთებული“ მოთხოვნის მიუხედავად  მათთვის თანხა აღარ გადაგვირიცხავს [უკვე გადარიცხულ თანხას კი აბა როგორღა დავიბრუნებდით...].

და კიდევ, თხრობას გავუსწრებ და მოგახსენებთ, რომ - ამ დროიდან მოყოლებული:

- საკითხის მოგვარების საქმეში ჩემი უშუალო ჩარევით წარმართული ყოველი მცდელობის ბოლოს, მაქსიმალურად მცირე დროში - უარყოფით პასუხს ვღებულობდით, რაც თავად ამ ე.წ. „სამემკვიდრეო“ თემის სიყალბეს ადასტურებდა;

- ხოლო ყველა ის მცდელობა, რომლის წარმართვის დეტალებში ბ-ნი ავთო ი. ჩვენ არ გვახედებდა, ჯერ ერთი - დროის თვალსაზრისით უსაშველოდ იწელებოდა; და მეორეც - მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ყველაფერი კარგად იყო, საბოლოოდ კვლავ უშედეგოდ მთავრდებოდა.  ყოველი ასეთი მცდელობის ბოლოს ბ-ნი ავთო ი. ამათუიმ მიზეზით „უჩინარდებოდა“ [ქალაქიდან მიდიოდა, ან ტელეფონს თიშავდა, ანდა ზარებს არ პასუხობდა და ა.შ.].ბოლოს როდესაც „მივაგნებდით“ გვიყვებოდა. რომ ამ საქმის მოგვარების ახალ გზას მიაგნო, და იწყებოდა უშედეგო მოლოდინის მორიგი ეტაპი...

ზემოთქმულის მოკლე ისტორია კი ასეთია: 

 

ბ. მეორე საგანგაშო სიგნალი

საქმის გაჭიანურების შემდეგ, შესაბამისი ინფორმაცია და თანდართული [ჩვენს ხელთ იმ დროს არსებული] დოკუმენტაციით

[მათ შორის: 1. „ეკოვას“-ის (ECOWAS) იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2015 წ. 15 იანვარს გაცემული - „სტატუსის აღიარების სერტიფიკატი“; 2. ტოგოს სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წლის 16 იანვარს გაცემული „მესაკუთრის შეცვლის მოწმობა“ სერტიფიკატი; 3. ტოგოს ფედერალური ფინანსთა სამინისტროს მიერ - 2015 წ. 19 იანვარს გამოტანილი - „ავტორიზაციის განაცხადი“],

საქმეში გარკვევის თხოვნით მივმართეთ:

- 2015 წ. ივნისის თვეში [ელ. ფოსტის მეშვეობით]: ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს - ფაურე გნასიმბესა და პრემიერ-მინისტრს - სელო კლასოუს;

- 2015 წ. 7 ივლისს საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს;

- 2015 წ. 13 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს.

 2015 წ. 12 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ წერილში [N01/30615], კერძოდ გვეუწყა შემდეგი:

„თქვენი 2015 წ. 13 ივლისის N27292/01 განცხადების პასუხად, რომელიც ეხებოდა ტოგოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული მემკვიდრეობის საკითხს, ეთიოპიაში ტოგოს რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციის თანახმად, რომელიც მიეწოდა ეთიოპიაში საქართველოს საელჩოს, გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მიღებული დოკუმენტაციის ნამდვილობა არ დასტურდება და მისი გამომგზავნი დაწესებულება ტოგოს რესპუბლიკაში არ არსებობს.

აქვე გაცნობებთ, რომ ქ. ადის-აბებაში საქართველოს საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირმა გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა გზით შეიძლება მოხდეს საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა მსგავს შემთხვევებში. ინფორმაციის თანახმად, თქვენი უფლებების დაცვა შესაძლებელია, შესაბამისი ნდობით აღჭურვილი ადვოკატის მეშვეობით, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში აღძრავს საქმეს“.

ბ-მა ავთო ი.-მა დოკუმენტების სიყალბე დაუკავშირა მათში დაფიქსირებული თანხის არასწორი ოდენობის საკითხს. მისი მტკიცებით, ტოგოს რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურების [სასამართლოს, იუსტიციისა თუ ფინანსთა სამინისტროების] მიერ გაცემულ ნამდვილ დოკუმენტებში გაცილებით მეტი თანხა იქნებოდა მითითებული, და, რომ თითქოს, ჩვენთან კონტაქტში მყოფმა პირებმა [აფრიკელმა ადვოკატმა და ბანკირმა] რეალურად არსებული თანხის ოდენობის დაფარვის მიზნით ყალბი დოკუმენტები გამოგვიგზავნესო [???].

 

გ. მესამე, მეოთხე და მეხუთე საგანგაშო სიგნალი

სამწუხაროდ არავითარი შედეგი არ მოიტანა, აღნიშნულ საკითხთან მოგვარების საქმეში - საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ სხვადასხვა პირთა ჯგუფების ჩართვამაც. კერძოდ:

1. 2015 წლის ივლის-აგვისტოს თვეში, ბ-ნი ავთო ი.-ს თანხმობით, ჩემი უშუალო ჩართულობით [საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენთან] წარმართული მოლაპარაკება ყოველგვარი გაგრძელების გარეშე წარუმატებლად დამთავრდა;

 

2. 2015 წლის აგვისტოს ბოლოს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა განგვიცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დახმარებისათვის მიმართა [საქართველოში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთა] გარკვეულ პირთა ჯგუფს, თუმცა, „საქმის ინტერესებიდან“ გამომდინარე, გვთხოვა - თავად ამ ჯგუფის თაობაზე ინფორმაციის დაკონკრეტების მოთხოვნით, მისთვის, ამ ეტაპზე, არ მიგვემართა.

სხვა რა გზა გვქონდა - ჩვენც დავეთანხმეთ.

ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ, ამ ჯგუფის მხრიდან წარმართული აქტივობის ამსახველი, ჩვენთვის მოწვდილი ინფორმაციით, საკითხის გარკვევის ეტაპები ასე განვითარდა:

- სექტემბრის თვეში შევიტყვეთ, რომ, ამ ჯგუფმა მოახერხა დაედგინა, რომ, თითქოსდა, ტოგოს დედაქალაქ ლომეში არსებულ ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე, ნამდვილად ირიცხებოდა თანხა: 20 მილიონი აშშ დოლარი;

- შემდეგ გვაუწყეს, რომ ეს საკითხი უკვე მოგვარებულია, მაგრამ 2015 წლის ოქტომბერში ჩასატარებელი პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩამთავრებამდე მისი დამთავრების მოლოდინი არ უნდა გვქონოდა [???];

- შემდეგ, საქმის დამთავრების მიჯნად დასახელდა: ჯერ ახალი წლის დაწყებამდელი, ხოლო მოგვიანებით: ძველით ახალი წლის შემდგომი თარიღები;

- 2016 წლის იანვრის თვეში გვითხრეს, რომ ვითომცდა გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის მიერ მოგროვილი თანხის წარმომავლობის გარკვევის მიზნით შექმნილა სპეციალური კომისია, რომლის მიერ მომზადებული დასკვნა 2016 წ. თებერვლის მეორე ნახევარში იქნებოდა მზად;

- თებერვლის ბოლოს შევიტყვეთ, რომ საკითხი 2016 წ. მარტის შუა რიცხვებში საბოლოოდ გადაწყდებოდა;

- და აი, 2016 წლის მარტის ბოლოს ბ-მა ავთო ი.-მა შგვატყობინა, ამ ჯგუფის მიერ მისთვის მოწვდილი ასეთი ინფორმაცია - „ვინაიდან, ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, არაერთგზისი შეპირების მიუხედავად, ამა თუ იმ საბაბით აჭიანურებდა აღნიშნული თანხის გადმორიცხვას, ეს ჯგუფი უარს ამბობდა ამ საკითხის საბოლოო მოგვარებაზე ემუშავა. და, რომ ჩვენ, თეორიულად, მაქსიმუმ ერთი თვის მანძილზე [აპრილის ბოლომდე] კიდევ შეიძლება გვქონოდა ამ საკითხის პრაქტიკული მოგვარების იმედი“.

აპრილის თვეც უშედეგოდ გაილია... აი ასე დამთავრდა თითქმის შვიდთვიანი ჩვენი  მოლოდინის ამბავი.

 

3. 2016 წლის აპრილ-მაისის თვის გასაყარზე, ჩემი ჩართულობით წარმართული მორიგი ე.წ. „სამაშველო“ საქმიანობის შედეგად, ამ საკითხის მოგვარებაში ჩართული [რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთა] ჯგუფის წარმომადგენლებმა, მაისის შუა რიცხვებში საბოლოოდ გვაცნობეს, რომ მათ ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ტოგოს რესპუბლიკის დედაქალაქ ლომეში მდებარე მითითებულ ბანკში, არათუ ბ-ნი ავთო ი.-ს სახელზე, არამედ არც ვითომცდა გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის სახელზე არასდროს არ არსებულა არავითარი საბანკო ანგარიშიო.

 

დ. მეექვსე საგანგაშო სიგნალი

ცალკე აღნიშვნის ღირსია, ტოგოში მოკალათებული თაღლითური ჯგუფის მიერ, ჩვენგან თანხის მიღებისათვის გაწეული მორიგი მცდელობა. საქმის მოკლე ისტორია ასეთია:

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, რაოდენ კომიკურადაც არ უნდა ჩანდეს, ვერ ვახერხებდით დაგვედგინა იმ თანხის ზუსტი ოდენობა, რომელიც ტოგოელი ე.წ. ბანკირისა და ადვოკატის თქმით ბ-ნი ავთო ი.-ს პირად ანგარიშზე ირიცხებოდა. სხვადასხვა დროს მიღებულ წერილებში ფიგურირებდა ხან - 11, ხან - 18, ხანაც-  20,5 მილიონი აშშ დოლარი.

და აი, ჩვენი მორიგი შეკითხვის პასუხად, 2015 წლის ოქტომბრის თვეში ტოგოდან, ე.წ. ბანკირი -  გუდლუკ უვანის სახელით, გამოგვიგზავნეს, 2015 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული ვითომცდა საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმადაც ბ-ნი ავთო ი.-ს საბანკო ანგარიშზე უკვე - 41 მილიონი აშშ დოლარი იყო დაფიქსირებული.

კომიკურობის ფაქტს ამძაფრებდა, მოგვიანებით, მათ მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი, 2015 წ. 31 ოქტომბრით დათარიღებული ბანკის ე.წ. დირექტორატის „გადაწყვეტილება“, რომელშიც გვაუწყებდნენ, რომ თითქოსდა - აღნიშნული საქმის მოგვარების საქმეში ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ  გამოჩენილი დიდი მოთმინების გამო [???] ბანკის დირექტორატს მიუღია გადაწყვეტილება „ბონუსის“ სახით დამატებითი თანხა გამოეყო, და საბოლოოდ სამემკვიდრეო თანხამ უკვე - 41 მილიონი აშშ შეადგინაო [???].

ყოველივეს დაემატა ისიც, რომ 2015 წ. 3 ნოემბერს მივიღეთ ვითომცდა სატვირთო გადამზიდავი კომპანია „დიეჩელის“ მიერ გაცემული ქვითარი, რომლის თანახმადაც ტოგოდან ბაქოს გავლით თბილისში, ბ-ნი ავთო ი.-ს სახელზე იგზავნებოდა ორ ყუთში ჩაწყობილი 41 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კუპიურები. 

მოგვიანებით შეგვატყობინეს, რომ ეს ტვირთი მოჰქონდა მათი ბანკის სპეციალურ წარმომადგენელს, და რომ ეს ყუთები, საბაჟო შემოწმებისათვის, ბაქოს აეროპორტის სამსახურს გადაეცემოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს წარმომადგენელი ჩვენგან მიიღებდა 75 ათას ევროს. რომ იტყვიან დაცინვაც ასეთი უნდოდა.

ზემოთქმულის აბსურდულობაში საბოლოოდ დავრწმუნდით, როდესაც ხსენებული „დიეჩელის“ კომპანიის თბილისის წარმომადგენლობაში მისვლისას, მე და ბ-ნ ავთო ი.-ს გვაუწყეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ე.წ. ქვითარი ყალბი იყო, და რომ მასზე მითითებულ დროში ტოგოდან თბილისისაკენ არანაირი ტვირთის გამოგზავნა არ ყოფილა დაფიქსირებული [???].

აფრიკაში მოკალათებულ თაღლითურ ჯგუფთან ჩვენი ურთიერთობა 2016 წლის 20 მაისიდან მცირე ხნით ისევ განახლდა. ხსენებული ე.წ. ბანკირი გუდლუკ უვანი, ბ-ნ ავთო ი.-ს სწერდა - ამჯერად დაევიწყებინა სამემკვიდრეო საკითხი, და სთავაზობდა ერთობლივად ჩაედოთ თანხა სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარებაში [???]. ჩვენგან თანხის გადარიცხვაზე უარის მიღების შემდეგ, ურთიერთ მიმოწერა საბოლოოდ  - 2016 წლის 17 ივნისს შეწყდა.

 

ე. მეშვიდე [და საბოლოო] საგანგაშო სიგნალი

ბ-ნი ავთო ი.-ს უსაფუძვლო „ოპტიმიზმს“ დასასრული არ უჩანდა. იგი, ეჭვქვეშ აყენებდა ზემოთგადმოცემული ინფორმაციის ნამდვილობას, და ისევ დარწმუნებით იმეორებდა, რომ ნამდვილად იცნობდა გარდაცვლილ ბიზნესმენს, რომ ტოგოს რესპუბლიკის ბანკში ნამდვილად იყო მის სახელზე ჩარიცხული სამემკვიდრეო თანხა, და ა.შ.

აღნიშნულის პარალელურად, მისი ინფორმაციით, იგი რამოდენიმეჯერ უშედეგოდ ეცადა სხვადასხვა გზით მოეხერხებინა, მის მიერ ამ საქმის მოგვარებისათვის სესხად აღებული თანხის გასტუმრება.

2016 წლის ივლისის შუა რიცხვებში, ბ-ნმა ავთო ი.-მა გვაუწყა, რომ საქართველოში სტუმრად მყოფი მისი ნაცნობი ყაზახი ქალბატონისაგან [ქ-ნი მირა], ამ საქმეში დახმარებისა და საბოლოოდ მოგვარების მყარი გარანტია მიიღო. ზემოთაღნიშნულის მსგავსად, მან ამჯერადაც არ ისურვა ამ საქმის თაობაზე რაიმე დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნება.

ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩვენთვის მოწვდილი ინფორმაციის ფონზე წარმართული „მოლოდინის“ მორიგი ეტაპის განვითარების ზოგადი სურათი ასეთია:

2016 წ. სექტემბრის დასაწყისში შევიტყვეთ, რომ ქ-ნ მირას მიერ გარკვეული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, თითქოსდა საბოლოოდ დადასტურდა ტოგოში არსებულ ბანკში ბ-ნი ავთო ი.-ს სახელზე გახსნილი ანგარიშისა და მასზე რამოდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის არსებობა;

2016 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გავიგეთ, ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ თითქოსდა ქ-ნ მირას სახელზე გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, ტოგოს დედაქალაქ ლომეში სპეციალურად საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად ჩასული პირის მიერ, ტოგოს ბანკიდან, მის სახელზე არსებული თანხის, საქართველოში გადმორიცხვის ოპერაციის დაწყების თაობაზე. და რომ ნიუ-იორკის ბანკის [ე.წ. „სვიფტის“]გავლით დაწყებული მთელი ეს პროცესი,  2-3 სამუშაო დღის მანძილზე უნდა დამთავრებულიყო.

თითქმის ათდღიანი მოლოდინის შემდეგ, ბ-ნ ავთო ი.-ს შევთავაზეთ დაკავშირებოდა მის დამხმარე ქ-ნ მირას, რათა მას გამოეგზავნა ჩვენთვის ტოგოს ბანკიდან ფულის გადმორიცხვის ოპერაციის დაწყების  დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი.

მეორე დღეს ბ-მა ავთო ი.-მა გვაცნობა, რომ ვინაიდან ქ-ი მირა ალპინისტურ ექსპედიციაში იღებდა მონაწილეობას, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ მისი დაბრუნების, ანუ ერთი კვირის შემდეგ, დაახლოებით -  2016 წ. 9-10 ოქტომბრისთვის გახდებოდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი.

მრავალი მცდელობის მიუხედავად, 2016 წ. 7-16 ოქტომბრის მანძილზე ბ-ნ ავთო ი.-თან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ [იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა].

მის ახლო ნათესავებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარების შემდეგ, ბ-ნმა ავთო ი-მა სატელეფონო საუბარში განგვიცხადა, რომ ქ-ნ მირასაგან გამოგზავნილი დოკუმენტი უკვე მიიღო, მაგრამ რადგან იგი წყალტუბოში გარდაცვლილი ბიძის დასაფლავებზე მიდიოდა, ჩვენთან მოსვლას მხოლოდ რამოდენიმე დღეში მოახერხებდა.

აქედან მოყოლებული 2016 წლის ნოემბრის ბოლომდე მასთან კავშირის დამყარება ვერ მოვახერხეთ [იგი ჩვენ სატელეფონო ზარებს ისევ აღარ პასუხობდა].

2016 წლის დეკემბრის თვეში თბილისში შემდგარი შეხვედრისას ბ-ნმა ავთო ი.-მა გვითხრა შემდეგი: - თითქოსდა, მისი ერთ-ერთი ახლო ნათესავთაგანის მხრიდან, ხსენებულ სამემკვიდრეო თანხასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიის გამო, ნიუ-იორკის ბანკს გაუჩერებია გადმორიცხვის პროცესი [???]; და რომ მთელი ეს თვენახევარი, მან თურმე სწორედ ამ საკითხის დარეგულირებას მოანდომა.

და კიდევ - მის სასარგებლოდ გადაწყვეტილი, საბოლოოდ მიღწეული შეთანხმების, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ბანკისათვის გადასაცემად  ქ-ნი მირა, თავადაა თურმე ნიუ-იორკში წასული, და რომ მალე ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.

მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ქ-ნი მირა, დეკემბრის თვეში საქართველოში [კერძოდ - წყალტუბოში] ჩამოვიდოდა, და 2017 წ. 2 იანვრამდე დარჩებოდა.

მთელმა დეკემბრის თვემ მოლოდინის ფონზე გაიარა. საქმის მოგვარების საკითხი ქ-ნი მირას საქართველოდან გამგზავრებას დაუკავშირდა [???].

და აი, 2017 წ. 15 იანვარს, მასთან შესახვედრად სპეციალურად წყალტუბოში ჩასვლისას გამართულ საუბარში, ბ-ნ ავთო ი.-სგან შევიტყვე, რომ 2017 წ 10 იანვარს, აღნიშნული თანხა, ზემოთ უკვე ნახსენებ ვილნიუსში მდებარე ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე გადმორიცხულა. და რომ, საქართველოში თანხის გადმორიცხვამდე საჭირო იყო მხოლოდ ცალკეული ტექნიკური დეტალების მოგვარება.  ყველაფერი კი თებერვლის თვის დასაწყისისათვის დამთავრდებოდა.

2017 წ. 15 თებერვალს, მასთან გამართულ სატელეფონო საუბარში შევიტყვეთ, რომ, მართალია საქმე უკვე დასრულებულია, მაგრამ, მიზეზთა გამო,  იგი კვლავ წყალტუბოში რჩებოდა, და - თბილისში, მხოლოდ - თებერვლის ბოლოს ჩამოვიდოდა [???].

ყოვლად აუხსნელ მიზეზთა ჩამონათვალის [გარკვეულ საკითხთა დარეგულირება, საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა და ა.შ.] ამოწურვის შემდეგ, თბილისში, 20 მარტს, მევლუდ მამადაშვილსა და ლევან ჩოხელთან ერთად შემდგარ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა საკითხის საბოლოო მოგვარების თარიღად 2017 წ. 31 მარტი დაგვისახელა [???].

ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, ბ-ნ ავთო ი.-ს მიერ, საკითხის საბოლოოდ მოგვარების ახალ მიჯნად 10 მაისი გამოიკვეთა, რომელიც ქ-ნი მირას საქართველოში ყოფნის ვადებს დაუკავშირდა. წინასწარ „გაწერილი“ ე.წ. გეგმის მიხედვით ყველაფერი ასე წარიმართა: 

- 14 აპრილს ქ-ნი მირა საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდა [მას ლეიკემია სჭირს] და წყალტუბოში დაბინავდა;

- 29 აპრილს ორივე მათგანი თბილისში 2 დღით ჩამოვიდა. ბ-მა ავთო ი.-მა გვითხრა: ყველაფერი კარგად არის, საქმე 10-12 მაისს საბოლოოდ დამთავრდება, მანამდე კი ქ-ნი მირა 10 მაისს თბილისიდან სამშობლოში მიფრინავსო, და გვთხოვა დავხმარებოდით აეროპორტიდან გამგზავრების ნორმალურად ორგანიზებაში;

- 10 მაისს, ქ-ნი მირას გაცილების შემდეგ, ჩემთან სახლში ერთი ღამით სტუმრად დარჩენილმა ბ-მა ავთო ი.-მა განმიცხადა, რომ 10 მაისს მას და ქ-ნ მირას, თბილისში, შეხვედრა ჰქონდათ, ყაზახეთიდან ჩამოსულ იმ ჟურნალის რედაქტორთან, რომელშიც ქ-ნ მირას დახმარებით მისი სტატიაა დაბეჭდილი. და რომ, ჟურნალის სამიოდე ნომრის გადმოცემის პარალელურად, ქალბატონმა რედაქტორმა თითქოს, აცნობა, რომ - სამემკვიდრეო საკითხი საბოლოოდ არა - 12, არამედ, მაქსიმუმ - 17 მაისს დამთავრდებაო [???];

- 17 მაისს შევიტყვეთ, რომ თურმე, გარკვეულ მიზეზთა გამო, მთელი ეს პროცედურა  31 მაისისათვის უნდა დამთავრებულიყო.

ხსენებულ დრომდე, ლასკარში, მევლუდ მამადაშვილის, ლევან ჩოხელისა და ქ-ნ დინა ჯიქიას თანდასწრებით გამართულ რამოდენიმე შეხვედრაზე, ბ-ნი ავთო ი. გვაიმედებდა - ყველაფერი კარგად მიდის, დარჩა მხოლოდ ვილნიუსში მდებარე „შვედ“ ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის თბილისში გადმორიცხვის საკითხის ორგანიზება, რაც დათქმულ დროს არ გადასცილდებაო...

- 6 ივნისს, ლასკარში, მევლუდ მამადაშვილისა და დინა ჯიქიასთან ერთად შემდგარ შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა კიდევ ერთხელ მოგვიბოდიშა, და მტკიცედ დაიმედებულმა განგვიცხადა - ამდენი წვალების შემდეგ უკვე ყველაფერი გაირკვა და თანხის გადმორიცხვის ოპერაცია მაქსიმუმ - 10 ივნისის შაბათი დღის პირველ ნახევარში დამთავრდებაო.

- 9 ივნისს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა მითხრა - ამ საქმის წარმატებით დაგვიგვინებაში ასე დარწმუნებული ჯერ არ ვყოფილვარ. დამიჯერე ან დღეს სარამოს, ან ხვალ შუადღემდე ყველაფერი კარგად დასრულდებაო.

- და აი, 2017 წ. 10 ივნისს, 12.15 სთ-ზე ბ-ნი ავთო ი.-სგან მივიღე სატელეფონო შეტყობინება: „სნოში მომიწია წასვლა ექიმთან, ოთხშაბათს ჩამოვალ, ყველაფერი კარგადაა“. გზავნილის წაკითხვის შემდეგ გადავურეკე, მაგრამ ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა [???].

- ოთხშაბათს, 14 ივნისს „ფეისბუქის“ მეშვეობით ბ-მა ავთო ი.-მა მომწერა, რომ პარასკევს, 16 ივნისს, 17.00 სთ-ზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში შევხვედრილიყავით.

დათქმულ დღეს გამართული საუბრის შინაარსის გადმოცემამდე, აი რა გვინდა მოგახსენოთ.

[გაგრძელება იქნება]

  

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 ...

პეტრე-პავლობას გილოცავთ!

გისურვებთ დღეგრძელობასა...

დე მათი მადლი ფარავდეს,

სრულიად საქართველოსა.

შუაღამეა. მთელ ქალაქს სძინავს...

ზეცა იხუტებს მთვარეს გალეულს...

ერთ პატარა ჯგუფს არ ეძინება

[ასე სცოდნია უფლის სიყვარულს!..].

მათ აირჩიეს - უფლის გზა,

და ამ ძნელ გზაზე იარეს,

მისი შვება თუ სიძნელე,

თანაბრად გაიზიარეს...

მისაბაძია ამ ჯგუფის

ღვთისთვის მიძღვნილი ვედრება,

სჯერათ, რომ უფლის შეწევნით

სამშობლო გაგვიბრწყინდება!..

სჯერათ, რომ მალე მოგვივა,

და გაუხარებს გულებსა,

შვებას მოუვლენს, მათ უკვდავ

ლოდინით დაღლილ სულებსა...

მაშ, ვუერთგულოთ უფალსა,

რწმენით ავივსოთ გულები,

რომ ღირსნი ვიყოთ გვიწოდონ

მისი ერთგული შვილები!..

. ეკატერინე

ხრიკული

 

 

მამლის წელია - იყივლებს მამალი!

მამლის წელია, იყივლებს მამალი

საცნაურს გვამცნობს.

ეს საცნაური -

საიდუმლო არს მისტერია,

ძველთა - ძველია,

წარსულს შეგვახსენებს მაღალი ღმერთი,

ახალ აღთქმას ახორციელებს,

„ახალი აღთქმის“ პერსონაჟებს

სადღეისოდ ასპარეზს აძლევს.

ნეტავ რა ხდება?

ძველი დროება ხომ არ ახლდება?

ქრისტე და მოციქულები

დედამიწაზე ხომ არ ბრუნდება?

საკვირველია - ეს ღვთიური მისტერია

რატომ მჟღავნდება?!..

დინა [დიანა]

 ჯიქია