Print

გაზეთი N 10 [1011]

მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით“ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული

[მესამე ნაწილი]

 

2017 წლის 16-18-21 ივნისისა და 7 ივლისის  

შეხვედრათა ქრონიკები

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვგონებთ უფრო ადვილი აღსაქმელი იქნება, ჩვენს შორის, 2016 წლის 16 ივნისს, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში შემდგარი საუბრის თემატიკა.

ბ-ნ ავთო ი.-ს მოვუყევი ქ-ნ მირა მ.-სთან გამართული საუბრის დეტალები... გავარჩიეთ ე.წ. „პათოლოგიური მატყუარის“ სინდრომი... და ამ თვალთახედვით გადავხედეთ განვლილ 2,5 წელიწადს...

ჩვენს შორის წლების მანძილზე გამართულ საუბრებში ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ყველაზე მთავარია ერთმანეთის სულების გადარჩენაზე ვიფიქროთ-მეთქი... ამიტომ, ეხლაც შევთავაზე მას - გულრწფელად ეღიარებინა ყოველივე და რასაც მოსანანიებლად მიიჩნევდა, მოენანიებინა კიდეც ჩანადენი.

თითქმის სამსაათიანი საუბრის ბოლოს, ბ-ნი ავთო ი. გამომიტყდა, რომ სინამდვილეში იგი არ იცნობდა ვითომცდა გარდაცვლილ ბიზნესმენს... რომ ქ-ნ მირა მ.-ს არანაირი შეხება არ ჰქონია სამემკვიდრეო საქმის მოგვარებასთან და ა.შ.

შევთანხმდით, რომ ამ საქმეში ჩართულ სხვა პირებთან ერთად 18 ივნისს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, იგი სათანადო პოზიციით წარდგებოდა მათ წინაშე - პატიებას შესთხოვდა, და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ვარიანტებსაც განვიხილავდით.

18 ივნისს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენს გარდა - დინა ჯიქია, მევლუდ მამადაშვილი და ლევან ჩოხელი ესწრებოდნენ, მიზეზთა გამო, ბ-ი ავთო ი. სრულიად განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა.

როგორც გაირკვა მას სატელეფონო საუბარი ჰქონია ქ-ნ მირა მ.-სთან, რის შემდეგაც თურმე გარკვეული „პასუხგაუცემელი კითხვები“ გასჩენია, და რომ ამაში გარკვევამდე იგი საკითხის მოგვარების ცალკეულ დეტალებზე სასაუბროდ მზად არ იყო [???].

ჩემდა „გასაოცრად“ მან, ჩვენს შორის 16 ივნისს გამართული შეხვედრის შინაარსის, სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია წარმოადგინა. ხუმრობით რამოდენიმეჯერ აღვნიშნე კიდეც, რომ სამწუხაროდ, ყველაფერი კვლავ ძველი სცენარით, ანუ ისევ მის სხეულში ჩაბუდებული ეშმაკის ქმედებით [ე.წ. „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით]  იყო ნაკარნახევი.

ჩართვისათვის ვიტყვით, რომ 2016 წელს, ლასკარში, მევლუდ მამადაშვილისა და ლევან ჩოხელის თანდასწრებით გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბ-ნმა ავთო ი.-მ  სულიერი სისუსტე გამოამჟღავნა, და, უდავოდ ეშმაკის ჩაგონებით, თავისი პოზიციის სიმართლის დასაცავად - დანის დემონსტრირება მოახდინა.

ეშმაკის ამგვარმა მცდელობამ 18 ივნისის შეხვედრაზეც იჩინა თავი.

საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში, ყველას ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა და ყველაფერი ურთიერთ შეთანხმებით დამთავრდა. მან, ვფიქრობ, მოახერხა სათანადოდ გაეაზრებინა ჩანადენი და იმავე შეხვედრებზევე გულრწფელად ეზიარა მონანიების მადლს.

ლასკარშივე გაკეთებული განმარტების შემდეგ, მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მოსაძიებლად [ქ-ნ მირა მ.-სთან „ფეისბუქის“ გვერდზე დაფიქსირებული ჩვენი მიმოწერის ჩანაწერის წაკითხვის მიზნით] საჯარო ბიბლიოთეკაში მოგვიხდა წასვლა. ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, ღმერთის შეწევნით, მისი „აფორიაქებული სულის“ დაწყნარება მოხერხდა.

ჩვენი საუბრის დასასრულს, მან მთხოვა ჩვენი მორიგი შეხვედრა ორიოდე დღის შემდეგ ჩაგვენიშნა, რათა ამ დროის მანძილზე მას სიტუაციაში კარგად გარკვევის შესაძლებლობა მისცემოდა. ბუნებრივია დავთანხმდი.

21 ივნისს, ლასკარში, ჩვენს შორის გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნმა ავთო ი.-მა სამ საკითხს გაუსვა ხაზი:

1. ქ-ნი მირა მ. 28 ივნისს ჩამოდის საქართველოში, რომელსაც უკან გასამგზვრებელი ბილეთი 5 ივლისისთვის აქვს აღებული;

2. მას იმედი აქვს რომ ამ დღეებში, მის მიერ დაწყებული ბიზნეს აქტივობა თავის დადებით შედეგს უახლოეს დროში მოიტანს; და მთავარი, რომ:

3. ამ ორ დღეში მიღებული ინფორმაციით მისი სამემკვიდრეო საკითხი საბოლოოდ წარმატებით დამთავრდება არა უგვიანეს 8 ივლისისა.

ბ-ნ ავთო ი.-ს გულრწფელად განვუცხადე, რომ ყოველი განვლილი ისტორიის შემდეგ, დღევანდელი მისი საუბრის შინაარსით ნამდვილად გაოცებული გახლდით.

მან მთხოვა - კიდევ ერთხელ [ამჯერად უკვე საბოლოოდ,] დამეჯერებინა მისთვის, და მტკიცედ დარწმუნებულმა დასძინა: ღმერთის წინაში ვამბობ, რომ - არაუგვიანეს 2017 წ. 8 ივლისისა ყველაფერი წარმატებით დასრულდებაო.

2016 წ. 7 ივლისს,  ლასკარში,  ბ-ნი ლევან ჩოხელის თანდასწრებით გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნმა ავთო ი.-მა, „პათოლოგიური სინდრომის“ ზემოქმედებას ვერც ამჯერად დააღწია თავი, და ისე რომ - არც ღმერთი გახსენებია და აღარც - 21 ივნისს ჩვენთან ნათქვამი შეპირება, ჩვეული დაბეჯითებით გვაუწყა:

როგორც 21 ივნისს გითხარით, ქ-ნი მირა მ.-ს ხელშეწყობით დაწყებული ბიზნეს აქტივობა წარმატებით მიდის, და ა.წ. სექტემბერ-ოქტომბრის გასაყარზე ჩემს ვალს მთლიანად გადავიხდი;

თუმცა ეს საქმე შეიძლება მანამდეც მოგვარდეს, რადგანაც - სამემკვიდრეო საკითხის საბოლოოდ დასრულებას - ერთი თვეღა სჭირდება, და მაქსიმუმ 7 აგვისტოსთვის ყველაფერი წარმატებით გადაწყდებაო.

 

„სიცრუის ეტაპის“ დასასრული, ანუ

ჯოხის მეორე ბოლო:  ბიბლიურ-მითოსური მინიშნებანი

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამში განსავითარებელი მოვლენების ე.წ. სცენარი [ასახდენი ნიშნების ჩამონათვალი], წიგნთა-წიგნის - ბიბლიის გარდა, არაერთ მითოსურ-მხატვრულ წყაროებშია დაფიქსირებული.

საქმე ეხება, ერთის მხრივ იმას, რასაც - საქართველოს სულიერი მისიის არსიდან მომდინარე პროცესების შესაცნობი ნიშნები ჰქვია; და მეორეს მხრივ, ამ პროცესების შემსწავლელ და საჯაროდ გამხმოვანებელ პირთა, თუ ამ პირთა კრებული ჯგუფის [ჩვენს შემთხვევაში - ლასკარის] საქმიანობის ცალკეული მხარის წარმომჩენ დაშიფრულ მინიშნებებს.

ამჯერად, შევეცდებით ის კოდირებული ნიშნები წარმოვაჩინოთ, რომლებიც ყოველივე ზემოთქმულის, სწორედ ბოლო ჟამისმიერი თვალთახედვით გააზრებაში დაგვეხმარება. მოდით მივყვეთ მათ პირობით თანამიმდევრობას.

 

1. ქართული მითოლოგია:

ახელი [ავთანდილი] და მოქმედების დაწყების თარიღი [21 დეკემბერი]

კეთილისა და ბოროტის დაპირისპირების აღმწერი მრავალი ქვეყნის მითოლოგია მოქმედი პერსონაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ქართულ მითოლოგიაში სიკეთესთან დაპირისპირებული ბოროტი ძალა, ძირითადად, დევის სახითაა წარმოდგენილი.

ზოგადად, დევები მიწისქვეშეთში ბინადრობენ, თუმცა შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ.

საქართველოს მთიელებში - დევი, მჩაგვრელის და დამმონებლის სინონიმის როლში გვევლინება, მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები.

როგორც წესი, თავად - დევებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა [მაგ ამირანის მითოსში - დევი ცამცუმი], - საკუთარი სახელები არ აქვთ.

ასეთ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება კოპალას მიერ მოკლული დევი, სახელად - ავთანდილი, რომელთან მიმართებაში ასე გვეუწყება - „...ერთ დევს მოჰქონდა მოკლული ირემი. ერთ მხარეზე ძირიდან ამოწვდილი წიფლის ხე ედო. შეხვდა კოპალა, ესროლა ლახტი და მოკლა. დევი რომ მოკვდა, ქვად იქცა. ახლაც არაგვში გრძელი ქვა არის და ხალხის რწმენით ის ქვა მაშინდელი გაქვავებული ავთანდილ დევია. ამ დევს ავთანდილი ერქვა და ადგილს ახლაც ავთანდილის ნაქანს ეძახიან“ [აპ. ცანავა, „ქართული მითოლოგია“, თბ. 1992 წ., გვ. 19].

ჩვენის აზრით, აქ მოცემულ „ავთანდილ დევი“-ს კოდირებულ შინა არსში, ე.წ. „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით შეპყრობილი ბ-ნი ავთო ი.-ს მისტერიული სახება უნდა იყოს მოცემული.

სახელი - „ავთანდილის“ გამოკვეთის გარდა, აღნიშნულ მონაკვეთში მოცემული - „წაბლის ხე“, კოდირებული არსი მატარებელი უნდა იყოს, რომლის გახსნა, ე.წ. „დრუიდების ჰოროსკოპით“ ხდება შესაძლებელი. კერძოდ:

მასში, მთელი წელი დაყოფილია თვრამეტ მონაკვეთად, თითოეულ ამათთაგანს შეესაბამება კონკრეტული - ხე: ვაშლი,სოჭი, თელა, კვიპაროსი, ალვის ხე, კედარი, ფიჭვი, ტირიფი, ცაცხვი, თხილი, ცირცელი, ნეკერჩხალი, კაკალი, ჟასმინი, წაბლი, იფანი [კოპიტი], რცხილა და ლეღვი.

გარდა ამისა, „დრუიდების ჰოროსკოპი“ გამოყოფს - წელიწადის ოთხ მნიშვნელოვან მონაკვეთს, და მათაც კონკრეტული ჯიშის ხესთან აკავშირებს, ესენია: 1. 21 მარტი, გაზაფხულის ბუნიობა [დღე-ღამ ტოლობა] - მუხა; 2. 24 ივნისი, ყველაზე დიდი დღე - არყის ხე; 3. 23 სექტემბერი, შემოდგომის ბუნიობა [დღე-ღამ ტოლობა] - ზეთისხილი; და 4. 21-22 დეკემბერი, ყველაზე დიდი ღამე - წიფელი.

როგორც ითქვა, სამემკვიდრეო საკითხთან დაკავშირებით, საჭირო თანხის მოძიება 2014 წლის 21 დეკემბრიდან დავიწყეთ. ჩვენის აზრით, სწორედ ამ თარიღზე უნდა გვანიშნებდეს - „წიფელის“ კოდირებული შინა-არსი.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

 

2. ოეთეს „ფაუსტი“

ბოლო ჟამში განსავითარებელი მოვლენების გადმომცემი ერთ-ერთი მხატვრული წყაროა იოჰან ვოლფრანგ გოეთეს „ფაუსტი“. წინამდებარე წერილში ჩვენ დავეყრდნობით გიორგი ჯორჯანელის მიერ თარგმნილ ტექსტს [იხ. „ფაუსტი“, თბ. 1987 წ.].

აქვე დავძენთ, რომ „ფაუსტისეული“ კოდირებული მინიშნებების თაობაზე, ჩვენ, ადრეც არაერთგზის გვისაუბრია. ამჟამად კი, აი რა გვინდა წარმოვაჩინოთ.

„ფაუსტში“ აღწერილის ზოგადი სიუჟეტი, როგორც მოგეხსენებათ ასახავს - ეშმაკის [მეფისტოფელი] მიერ ფაუსტის [ძე კაცისას არსის მატარებელი ბოლო ჟამის პროცესების შემსწავლელი ჯგუფის კრებითი სახის] ცდუნების მცდელობას. თხრობის დასაწყისშივე იკვეთება ბიბლიური იობის წერილში გადმოცემული ძირითადი ხაზი - ღმერთის დაშვებით, ეშმაკი ცდილობს ცოდვაში ჩააგდოს გამოსაცდელი სუბიექტი [ბიბლიაში - იობი; გოეთესეული - ფაუსტი].

იობის წერილის მსგავსად [იხ. იობი, თავი 1-2], „ფაუსტის“ ქვეთავში: „პროლოგი ზეცაში“ [იხ. გვ. 13-16], გადმოცემულია, თუ როგორ გამოითხოვს ეშმაკი [მეფისტოფელი] უფლებას გამოსცადოს ფაუსტი:

„უფალი: იცნობ შენ ფაუსტს? მეფისტოფელი: დოქტორს? უფალი: ჩემს მონას!

მეფისტოფელი: დიახ, ის მეტად უცნაურად გემსახურებათ, მიწიერ საზრდოს არ იკარებს და სხვა ცდუნებას აჰყოლია და შორეთისკენ უჭირავს თვალი...

უფალი: თუ ახლა გზაკვალაბნეული მემსახურება, მას სწორ გზაზედაც გავიყვან მტკიცედ...

მეფისტოფელი: სანაძლეოს ვდებ, რომ მაგასაც დაჰკარგავთ მალე, თუ ნებას მომცემთ, რომ ჩემი გზით გავიყოლიო და გამუდმებით კუდში ვსდიო შინა და გარეთ.

უფალი: დედამიწაზე ვიდრე ცხოვრობს, შენ ამგვარ რამეს არ აგიკრძალავ, შეგიძლია კუდშიაც სდიო... ვინც წინ ისწრაფვის, ბევრჯერ ელის შეცდომა მწარე...

კარგი, მაშ გაძლევ შენ იმის ნებას, რომ სული იგი მშობლიურ წყაროს ჩამოაცილო და როგორც გნებავს, სცადო, შენი გზით რომ ატარო. მაგრამ შეგრცხვეს, თუ მიხვდები მაინც, რომ გულმართალი ადამიანი, გინდაც გაებას ეშმაკის ქსელში, მაინც ნათელ გზას გაიგნებს ბნელში...“ [იქვე, გვ.14-16].

ჩვენის აზრით, „ფაუსტისეული“ თხრობა, სწორედ, ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი, თითქმის სამწლიანი, ისტორიის მითოსურ-მხატვრული გააზრების ჭრილში მოცემულ მინიშნნებათა ამსახვლია.

 

2.1 მეფისტოფელის არსის საკითხისათვის

იობისეული წერილის მიხედვით ვიცით, რომ იობის გამოცდის ნებართვის აღების შემდეგ, იობის ირგვლივ მიმდინარე პროცესები, არა უშუალოდ ეშმაკის გამოვლენით, არამედ ეშმაკის ნების განმხორციელებელ პირთა მეშვეობით ვითარდება.

როგორც ზემოთაც აღინიშნა, ღვთის განგებულობით, რეინკარნაციის პროცესს გადის, უზენაესი ძალის მიერ ქმნილი აბსოლუტურად ყველა სულიერი. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ანგელოზები; მათ შორის თავად ყოფილი ნაანგელოზარი - სათანაიელი, ანუ სატანა, იგივე ეშმაკი, და მისი მიმდევარი -  დაცემულ ანგელოზთა დასი.

ამასთანავე, ბიბლიური სიბრძნიდან ისიც ვიცით, რომ, დრომდე - ადამის მოდგმის საცდურად დადგენილი ეშმაკი, უშუალოდ მისი, თუ დაცემულ ანგელოზთა დასის მეშვეობით, ცდილობს სხვადასხვა ცოდვით ხლართებში გააბას ადამიანი.

ფაუსტისეულ“ თხრობაში მოცემული მეფისტოფელი, დიახაც რომ ეშმაკის სახებაა [და არა გამოვლინება], ოღონდ, ბოლო ჟამის მდინარებაში, ანუ ლასკარისეული ცნობიერებით, საქმე გვაქვს - ბოლო ჟამში მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც , მის სხეულში ჩაბუდებული ეშმაკის ნების განმხორციელებელია. ამ ნების თაობაზე, მაცხოვარი ასე მიგვანიშნებს:

„...დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი [აქ - ეშმაკი] და ჭეშმარიტებაში [ანუ - ღმერთში] ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა" [იოანე 8,44].

მოდით გავიხსენოთ, როგორ გადმოგვცემს ბიბლია,- ეშმაკის, ანუ - სიცრუის სულის მოკვდავ ადამიანში გადმოსვლის ამბავს - „თქვა მიქამ: აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ. თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში? ერთი ამას ამბობდა, მეორე - იმას.

გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი? მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე. აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე“ [3 მეფ. 22,19-23].

როგორც ვიცით, სახარებაში ბევრი მაგალითია მოცემული, თუ როგორ იქცევა მაცდურის, ანუ სიცრუის სულით შეპყრობილი ადამიანი, და როგორ ახდენს მაცხოვარი ადამის მოდგმის სხეულიდან ეშმაკის განდევნას.

ბიბლიისეული „სიცრუის სული“, ეს იგივეა, რასაც ჩვენ ზემოთ „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომის სახით აღვნიშნავდით.

მაშასადამე, ადამიანი  - ექცევა რა ამ „სიცრუის სულის“ ზეგავლენის ქვეშ, მისგან მოწვდილ სიცრუეს იმ დოზით იჯერებს, რომ შემდეგ, ყოველგვარი სინდისის შეწუხების გარეშე, მთელი დაბეჯითებით ავრცელებს მას სიმართლედ. თანამედროვე ფსიქო-მედიცინის ენაზე ამას - „პათოლოგიუტი ტყუილი“, ხოლო ამ სინდრომის მატარებელს - „პათოლოგიური მატყუარა“ ეწოდება.

ჩვენის აზრით, ზემოთ უკვე ნახსენები: ბ-ნი ავთო ი. სწორედ ამდაგვარი „სიცრუის სულის“, იგივე ეშმაკის ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული. ანუ - ეშმაკი, ზემოთაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, თითქმის სამი წლის მანძილზე, ჩვენთვის თავგზის აბნევასა და სიცრუის გზაზე ტარებას, სწორედ ბ-ნი ავთო ი.-ს მეშვეობით ახორციელებდა.

ამ თვალსაზრისით, „ფაუსტისეული“ - მეფისტოფელი, მხატვრული სახეა, ბოლო ჟამში მცხოვრები კონკრეტული პირისა: „სიცრუის სულის“ ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, ანუ - „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით შეპყრობილი ბ-ნი ავთო ი.-სა. ხოლო თავად „ფაუსტი“ კი, ლასკარის - კრებითი სახის მატარებელია.

მოდით გავიხსენოთ რას ამბობს ფაუსტის საცდუნებლად მოვლენილი მეფისტოფელი თავის თავზე, ფაუსტთან მიმართებაში: 

 „ოღონდ მიენდე სიცრუის სულს შენ ყველაფერში, რომ საბოლოოდ გაგაბას მან ჯადოსნურ ქსელში, და დამერწმუნე, უსათუოდ ჩემი იქნები! - ბედმა მას მისცა ათასნაირ შლეგურ ფიქრებით აღსავსე სული, შორეულს რომ ესწრაფვის მარად, და ამქვეყნიურ სიამეთ კი არ აგდებს არად, მალე გავუხდი ყოველივეს ოცნების საგნად. და როს ჩაითრევს მას მორევი ტანჯვის და ურვის, მთრთოლვარე ბაგეს სასმისს ბევრჯერ შეახებს, მაგრამ, რაც არ უნდა სვას ვერასოდეს მოიკლავს წყურვილს, ამაოდ ითხოვს შებრალებას, და მაშინ უკვე ტანჯვა-წამებას ვეღარავინ შეუმსუბუქებს...“ [იქვე, გვ. 66-67].

აი, ასეთი მხატვრული ფორმითაა აღწერილი ჩვენს მიერ, ამ საკითხთან მიმართებაში, სიცრუის სულის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ბ-ნი ავთო ი.-ს გამოისობით, თითქმის სამ წლამდე დროში გადატანილი ქარტეხილი.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

2.2 „ფაუსტისეული“ მინიშნებანი, ანუ „სამი წელი“

მოდით მივყვეთ გოეთეს „ფაუსტში“ არსებული იმ ნიშნების წარმოჩენას, რომლებშიც მოცემულია, როგორც ხსენებული სამი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების იგავური აღწერა, ასევე - მეფისტოფელის მხატვრულ სახებაში ასახული, სიცრუის სულის ზეგავლენის ქვეშ მყოფი, ანუ „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით შეპყრობილი  ბ-ნი ავთო ი.-ს შესაცნობი კოდირებული პორტრეტის შტრიხები.

იგავური ფორმით გადმოცემულ - სამწლიან დროზე მინიშნება, იქვე, ასეა მოცემული - „სწავლება [კოდია] რომ ვთქვათ სულ რაღაცა სამი წელია [2015-2016-2017], სახარება კი, ღმერთო ჩემო, როგორ ვრცელია“ [იქვე, გვ. 72].

 

შტრიხი - მეორე:

ერთი მხარე: ფაუსტი, ვაგნერი, ზიგელი, მარგარიტა, მართა და

მეორე მხარე - მეფისტოფელი

ბ-ნი ავთო ი.-ს სამემკვიდრეო საკითხთან მიმართებაში - ჩემს გარდა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ერთის მხრივ: ბ-ნები მევლუდ მამადაშვილი, ლევან ჩოხელი და ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია; ხოლო მეორესმხრივ ქ-ნი მირა მ. აღმოჩნდნენ ჩართულნი.

სწორედ ამდაგვარად ვითარდება პროცესები „ფაუსტისეულ“ თხრობაში, სადაც, მრავალ პერსონაჟს შორის - ხუთი, მეფისტოფელთან მიმართებით განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენს.

ფაუსტის გარდა, მეფისტოფელში არსებულ არაკეთილ საწყისს, სხვადასხვა დოზით აღიქვამს, კიდევ - ოთხი პერსონაჟი, ამათგან ორი მამაკაცია - ვაგნერი და ზიგელი, და ორი ქალი: გასათხოვარი - მარგარიტა [გრეთჰენი] და |ქვრივი - მართა. ამასთან, ფაუსტი ერთადერთია, რომელმაც მეფისტოფელის ჭემარიტი არსი იცის.  

 ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

[გაგრძელება იქნება]

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

...

მკათათვემ შემოგვიძახა:

„ალესილია ნამგალი,

გიახლოვდებათ დრო-ჟამი,

უკვე მომწიფდა სამკალი...

 ვინც გაერკვევით ნათქვამში,

დროა „დაყაროთ“ ფარ-ხმალი,

ლანძღვა-გინებას მოეშვით,

ცხოვრება მოდის ახალი!..“

განა ყველაფერი ითქმის,

რაც მოგადგებათ ენაზე,

აწონ-დაწონეთ, იფიქრეთ

სულების გადარჩენაზე...

სიტყვით თუ საქმით გავუყვეთ

ღვთისკენ მიმავალ გზა-კვალსა,

ისიც მალე გაცხადდება

და გაახარებს ლასკარსა!..

. ეკატერინე

ხრიკული

 

 

უმისამართო გზავნილი

არ ვიცი რატომ მოხდა ასე...

ყველაფერი ასე რატომ არიე?

ჩვენს ურთიერთობაში

ეშმაკის ხელი რატომ გარიე?

ნუთუ შეფურთხება ასე ადვილია,

ასე ადვილია ჩვენი განშორება?

ნუთუ ასე ინიღბება

ჩვენში - გაორება?!

გარინდებული მზერა შემრჩენია

[სხვა რა დამრჩენია]...

„შენც კი...“ - აღარ დამინდე და გადამაბიჯე.

ერთადერთი - ზეცა მწყალობს,

მოწყალებად იღებს „კარნახს“...

მიდი ახლა კვლავაც - დამგმე, გადამაბიჯე,

„მოკარნახე - მარჩიელი“

შენ გაარჩიე...

 

დინა [დიანა]

 ჯიქია