Print

გაზეთი N 11 [1012]

მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით“ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული

 

[მეოთხე ნაწილი]

შტრიხი - მესამე, მეოთხე და მეხუთე:

„მეგობარი“ და „დაბადების თარიღები“, ანუ

 კოდი - „ძაღლი“ [„პუდელი“] და „ვირთხა“

ბიბლიური სწავლების მიხედვით ედემის ბაღში მყოფი ადამისა და ევას საცდუნებლად შესვლისათვის ეშმაკი - გველის სხეულს იყენებს [იხ. დაბ 3,1-5].

მოდით ვნახოთ, ამჯერად, რომელი „სხეულით“ მოქმედებას ირჩევს ეშმაკი, ანუ ვინ არის - „სიცრუის სულით“ [იგივე „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით] შეპყრობილი პიროვნება.  

როგორც ზემოთაც აღინიშნა, 2012-2013 წლების გასაყარიდან ბ-ნ ავთო ი.-სთან დაწყებული ჩვენი ნაცნობობა, მოგვიანებით - პირად და პარტიულ მეგობრობაში გადაიზარდა. საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისით, ზოგადად - „ძაღლი“, ადამიანის მეგობრობის სიმბოლოდაა მიჩნეული.

„ფაუსტისეული“ მინიშნებით - ეშმაკი [მეფისტოფელი], ფაუსტთან [ლასკართან] მისასვლელად, სწორედ ამ მეგობრობის სიმბოლოდ მიჩნეულ - „ძაღლის“ სხეულს იყენებს. კერძოდ, ვაგნერთან მოსაუბრე ფაუსტი ასე აღწერს ამ პროცესს:

„ფაუსტი: აგერ იქ, ხნულში, მოწრიალე შავ ძაღლს თუ ხედავ? ვაგნერი: ვხედავ. მერედა რამ ჩაგაგდო საგონებელში? ფაუსტი: ნუთუ ძაღლის მეტს ვერაფერს ჭვრეტ  შენ მაგ სხეულში [კოდია - გ.ს.]? ვაგნერი: უბრალოდ შავი პუდელია, იქ რომ წრიალებს... ფაუსტი: თუ ამჩნევ, როგორ გვავლებს ირგვლივ ფართო სპირალებს და სულ უფრო და უფრო ჩვენსკენ მოიწევს სწრაფად, და თუ არ ვცდები მას კვალდაკვალ რაღაც ავბედად, ახლავს თან ცეცხლის დაკლაკლინი ელვარე რკალი... მე კი მგონია, რომ მაგიურ მარყუჟებს ხლართავს, იმ შემთხვევისთვის, ვინცობაა ფეხი თუ წაგვცდა“ [იქვე, გვ. 41].

მოგვიანებით, ფაუსტს, თავად შეჰყავს პუდელი მისსავე სამუშაო ოთახში, სადაც ამ უკანასკნელის მეფისტოფელად გარდაქმნის პროცესის შემსწრე ხდება:

„ფაუსტი: აი, დავტოვე ღამეულ ბნელით გარემოცული მინდორ-ველები... ჩუმად პუდელო! ყეფა აღარ გავიგო მეტი!.. უნდა გითხრა, რომ საკმარისად გაგვართე გზაში, სირბილითა და ხტუნვა-ხტუნვით, ჩემო ძმობილო...ჩუმად პუდელო, და შეწყვიტე აქ ეს წრიალი...

მაგრამ, ვაი, ეს რა უცნაურ რამესა ვხედავ! სინამდვილე თუ მოჩვენება არის ეს ნეტავ? ჩემი პუდელი სიმაღლეში ისე იზრდება, რომ სადაცაა ჭერსაც მისწვდება. ასეთ ურჩხულზე უკვე ძაღლიც [ანუ - მეგობარი, - გ.ს.] კი აღარ ითქმის, სიგანეშიაც ერთიათად მატულობს თითქმის. ეს ვინ მყოლია თურმე სახლში ამ შუაღამით!.. ეშვებზე ვატყობ, ვინცა ბრძანდება...“ [იქვე, გვ. 43-45].

ამის შეცნობის შემდე, ფაუსტი ლოცვას იწყებს - „ვიცი ურჩხული რომ მარცხს იგემებს, თუ ოთხის ლოცვას გამოვიყენებ... იცოდე, თუკი ქვესკნელიდან ხარ ამოსული, განადგურება მოგელის სრული... თუ არ გინდა ყოვლად წმინდა ცეცხლს რომ მიგცე, ახლავ ქედი მოუხარე მბრძანებელსა! იძულებულს ნუ მხდი, სამგზის დამდაღველი, სამგზის უფრო მრისხანე და საშინელი ვთქვა შელოცვა და მზაკვრული საქციელი სინანული გაგიხადო!

მეფისტოფელი [როგორც კი ბურუსი გაიფანტება[კოდია - გ.ს.] გამოდის ღუმელის უკნიდან მოხეტიალე სქოლასტიკოსის [იქვე, შენიშვნაში ვკითხულობთ - ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეებში იმ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლებლიდან სასწავლებელში დახეტიალობდნენ და მოწყალებით ირჩენდნენ თავს...] ტანსაცმელში]: რა გახმაურებთ? რა სურს ჩემგან განსწავლულ ბატონს?

ფაუსტი: ამას რას ვხედავ! ჩემს პუდელში სქოლასტი მჯდარა!“ [იქვე, გვ. 46-47].

ერთის მხრივ - გველის სხეულისა [იხ. ბიბლია], ხოლო მეორეს მხრივ - ძაღლის სხეულის გამომყენებელი ძალის [ეშმაკის] ერთიდაიგივეობაზე, მეფისტოფელთან მიმართებაში საუბრისას, ფაუსტის პირით ასე გვეუწყება - „...ო, უსაზღვრო სულო, კვლავაც აქციე ეს მატლი იმ ძაღლად, რომლის სახითაც ამდენი უწანწალია ღამ-ღამობით, ფეხებში გაჰბლანდვია გზააბნეულ უდარდელ მგზავრს და მხრებზე წამოჰკიდებია წაბორძიკებულს! დაუბრუნე მას მისი საყვარელი სახე, კვლავ მუცლით ხოხავდეს ჩემს წინაშე და ფეხით გავსრისო წყეული!..“ [იქვე, გვ. 198].

ეხლა კი, მოდით ვნახოთ რაზე უნდა მიგვანიშნებდეს ფაუსტის მიერ, პუდელთან მიმართებაში, ნათქვამი - „ნუთუ ძაღლის მეტს ვერაფერს ჭვრეტ  შენ მაგ სხეულში?“, ანუ შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რატომ გვიკონკრეტდება ძაღლის ჯიში - პუდელი.

ამისათვის ჰოროსკოპის თემის გახსენება დაგვჭირდება, მრავალთა შორის ე.წ. „კორეული ჰოროსკოპი“ ერთადერთია, რომელშიც აქ დასმული კითხვის პასუხი შეიძლება მოვიძიოთ.. კერძოდ:

„კორეული ჰოროსკოპის“ მიხედვით, წელიწადი დაყოფილია 18 მონაკვეთად, თითოეულ ამ მონაკვეთს, კონკრეტული ჯიშის ძაღლის სახელი აქვს მინიჭებული. ჩვენთვის საძიებელი ძაღლის ჯიში - „პუდელი“, შეესაბამება: 14 მარტიდან 2 აპრილამდე დაბადებულებს.

ხსენებული კოდირებული მინიშნების „გასაღებიც“ ამაშია:

ბ-ნი ავთო ი.14 მარტს გახლავთ დაბადებული.

ტექსტიდან გვეუწყება, რომ - მეფისტოფელი, სამოქმედო არეალში გასვლისათვის, დასახმარებლად - ვირთხას მოუხმობს:

„მეფისტოფელი: ...არა, ფაუსტო, შენ არ ჰგავხარ ეშმაკის დამჭერს... მე კი ჯადოსნურ ნიშნის წვერთა გადასაღრღნელად, ვირთხის კბილები მჭირდება ხელად, მინდა დაუყოვნებლივ გამოხტე აქ და გაბედულად გადახრა ზღურბლზე ეს ნიშანი, მე ასე მტრულად გზას რომ მიღობავს და რომელსაც წავუსვი ქონი. ყოჩაღ, შენ უკვე აქა ხარ მგონი. აბა, შეუდექ საქმეს ახლავე! კარგი იქნება მას შუაზე რომ გადახრავდე. ჰა, გამოსცადე შნო და ძალა მაგ კბილებისა!..“ [იქვე, გვ. 53-54].

აქ ხსენებული - „ვირთხის“კოდირებული არსი, უკვე „ჩინური ჰოროსკოპით“ იხსნება. რომლის მიხედვითაც, თორმეტწლიან ინტერვალზე გათვლით, თითოეულ წელიწადს კონკრეტული ცხოველის სახელი აქვს მინიჭებული. საძიებელი „ვირთხის“ ნიშნის მატარებელია: 1960-1972-1984 და ა.შ. წლები.

ზემოთქმულის მსგავსად, ხსენებული კოდირებული მინიშნების „გასაღებიც“ ამაშია, რამეთუ: ბ-ნი ა.ი.1972, ანუ „ვირთხის წელს“ გახლავთ დაბადებული.

ამდენად, უკვე განხილული: „პუდელი“ და „ვირთხა“, კოდირებულად გამოკვეთენ ბ-ნი ავთო ი.-ს დაბადების თარიღს ანუ - 1972 წლის 14 მარტს.

პუდელში მყოფის ნამდვილი არსის შემცნობი ფაუსტი კი, ასე მიმართავს სამოქმედოდ გამზადებულ მეფისტოფელს - „როგორც კარგ ნაცნობს, მომავალშიც გაგიღებ კარებს“-ო [იქვე, გვ. 49].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

შტრიხი - მეექვსე:

ზეციდან გადმოვარდნისას მიღებული ნიშანი

პირად საუბრებში ბ-ნ ავთო ი.-ს რამოდენიმეჯერ აქვს მოყოლილი ასეთი ისტორია: ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში, მანქანაში მსხდომ ნათესავთან ერთად მომხდარი ავარიის შედეგად, მათი მანქანა ხევში გადავარდნილა. დაზიანებულ მარჯვენა ფეხზე  ჩატარებული აუცილებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად, ფეხის გადარჩენა კი მოხერხებულა, მაგრამ, ამის შემდეგ, მოძრაობაში მცირეოდენი კოჭლობის ნიშნები მაინც აქვს დარჩენილი.

აღნიშნულის შემდეგ, ვფიქრობთ, ადვილად გავერკვევით, თუ რა შესაცნობ ნიშანს იძლევა „ფაუსტისეული“ ტექსტი, თხრობის ერთ-ერთი პერსონაჟის ზიგელის პირით, რომელიც - „...გვერდიდან მეფისტოფელს უყურებს: ოჰო, ცალ ფეხზე კოჭლობს, მგონი, ეს ვაჟბატონი“, ხოლო იქვე მოცემული განმარტებიდან გვეუწყება - „ხალხში გავრცელებული რწმენით, ეშმაკი, მას შემდეგ დაკოჭლდა, რაც ზეციდან ჯოჯოხეთში ჩავარდნის დროს ცალი ფეხი მოიტეხა“-ო [იქვე, გვ. 81].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

შტრიხი -  მეშვიდე, მერვე მეცხრე:

„მემკვიდრეობა“, „პირობის დადება“ და „სისხლის წვეთი“

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ 2011 წლის მიწურულიდან მოყოლებული, საქართველოს სულიერი მისიის, ე.წ. - ღია,  ანუ პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზნით ვმონაწილეობდით 2013 წლის 27 ოქტომბრის - საპრეზიდენტო, და 2014 წლის 15 ივნისის - თვითმმართველობის არჩევნებში.

უკვე აღინიშნა ისიც, რომ 2012-2013 წლებიდან მოყოლებული, ბ-ნ ავთო ი.-სთან ჩვენი ურთიერთობა პირად და პარტიულ მეგობრობაში გადაიზარდა. ხოლო მემკვიდრეობის თემასთან დაკავშირებით ჩვენი ერთობლივი საქმიანობა, მოგვიანებით, კერძოდ: 2014-2015 წლების გასაყარზე დაიწყო.

ამასთან, ურთიერთშეთანხმების მთავარი არსი - „მხილებისეულ ეტაპად“ სახელდებულ დროში ჩასატარებელ პარტიული საქმიანობის წარმართვაში, ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენაში მდგომარეობდა.

მემკვიდრეობის საკითხიდან გამომდინარე, ამ ე.წ. პირობითი შეთანხმების თაობაზე, 2014 წლის დეკემბრის თვეში ლასკარში გამართული საუბრის დასასრულს, რაღაც მიზეზით თითი გამეჭრა. დაღვრილი სისხლის წვეთების დანახვისას, ბ-მა ავთო ი.-მა აღნიშნა, რომ მისი გამოცდილებით, რაიმე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაღვრილი სისხლი, ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინების ნიშანს იძლეოდა.

ამ შესავლის შემდეგ, მოდით, კვლავ განსახილველ ტექსტისეულ მინიშნებებს დავუბრუნდეთ და თხრობის დასაწყისშივე მოცემული, ფაუსტის მიერ ნათქვამი გავიხსენოთ:

„ფაუსტი: ... დედაბუნება ნათელ დღეშიც არ გვაძლევს ნებას, შევიტყოთ რამე იდუმალი მისი ქმედების და, რაც მას ჩვენთვის თავის ნებით არ ემეტება, ვერ გამოვტყუებთ ვერც ხრახნით და ვერც ბერკეტებით. ჩემთვის ურგებო ხარახურავ, აქ მამის ხათრით გინახავთ, თორემ სულ არა გაქვს ფასი სხვაგვარი...

განა არ სჯობდა გამეფლანგა მთლად ყველაფერი, ვიდრე მცირედის ტვირთქვეშ მუდამ ქედი მეხარა? მემკვიდრეობას თუ არ ახლდა რამ სარგებელი, ნეტავი იგი თუნდაც წყალში გადამეყარა“ [იქვე, გვ. 28].

კოდირებული „მემკვიდრეობის“ მითითების შემდეგ, მოდით, ტექსტში დაფიქსირებულ ფაუსტსა და მეფისტოფელს შორის გამართულ დიალოგს შევეხოთ:

„ფაუსტი: ... როგორც ვხედავ, იმაზე ფიქრიც ღირს, რომ დაიდოს თქვენთან რაიმე ხელშეკრულება.

მეფისტოფელი: დაპირებულის მტკიცედ ვიცით ჩვენ შესრულება და არც არაფერს არ წარგტყუებთ, გვენდე ამაში. მაგრამ ასეთი საქმეები ასე ადვილად არ წყდება ხოლმე და ამაზე მომავალში კვლავ გვექნება სჯა-ბაასი ცხადზე-ცხადია...“ [იქვე, გვ. 51].

და აი, შეთანხმების დროც დადგა - „ფაუსტი: ... მითხარი შენი პირობა, რომ ჩვენს შორის მერე არ იყოს რამე საფუძველი ჩხუბის და დავის“ [იქვე, გვ. 60].

შეთანხმების შემდეგ, მეფისტოფელი ითხოვს - „არა გინდა რა ამ უბრალო ქაღალდის მეტი, ოღონდ ხელი კი მოაწერე მას სისხლის წვეთით.

ფაუსტი: ამ სისულელით კმაყოფილი თუკი დარჩები, დე ასე იყოს - თანახმა ვარ შენი არჩევის.

მეფისტოფელი: და მაინც სისხლი სხვა თვისების მქონე წვენია!

ფაუსტი: ნუ შიშობ, მე ჩემს პირობაზე უარს არ ვიტყვი. და ან ამქვეყნად მე სხვა აბა რა დამრჩენია, თუ არა იმის შესრულება, რაც შენ აღგითქვი“ [იქვე, გვ. 62-63].

აი, ასე დაკავშირდა ბოლო ჟამში - „მემკვიდრეობა“, დადებული „შეთანხმება“ და დაქცეული „სისხლის წვეთი“ „ფაუსტისეულ“ ტექსტში დაცულ კოდირებულ მინიშნებებთან.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

შტრიხი - მეათე:

საკითხის არსის გახსნის წელი, ანუ

„მამლის ფრთა“ და „შვიდთაგან რიგით უკანასკნელი“

როგორც ზემოთგადმოცემული მასალიდან დავინახეთ, მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული,  2014 -2015 წლების გასაყარზე დაწყებული პროცესი მიმდინარე, ანუ მამლის წლად სახელდებულ - 2017 წელს, მისი ჭეშმარიტი არსის გახსნით [სიცრუის სულის მხილებით] დამთავრდა.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს, ვფიქრობთ არ გაუჭირდება „ფაუსტისეული“ იმ კოდირებული მინიშნების სათანადოდ გააზრება, რომელშიც ამ საკითხის არსის გახსნის დროა მითითებული - „მეფისტოფელი: ...თუმც ჩემს სამოსზე თავად ფრანტსაც დარჩება თვალი. ამ ოქრომკერდით მოქარგული წითელი ფერის ძვირფას ხალათზე, მე ატლასის მანტია მშვენის, ქუდზე მამლის ფრთა მიკეთია...“ [იქვე, გვ. 55].

და კიდევ. მთელი თხრობის დასასრულს გვეუწყება, თეატრის დასის მიერ - რიგით მე-7 და  უკანასკნელი პიესის გამართვის თაობაზე - „...უნდა თეატრიც იყოს იქ სადღაც. რას აჩვენებენ ნეტავ იქ ახლა? შვიდთაგან რიგით უკანასკნელ პიესას ახალს იწყებენ სწორედ...“ [იქვე, გვ. 186].

ამდენად, კოდირებული თხრობა მიგვანიშნებს, ერთის მხრივ - „მამლის ფრთაზე“, ანუ ე.წ. „მამლის წელზე“; და, მეორეს მხრივ „შვიდთაგან რიგით უკანასკნელი“, ანუ 7-დის ნიშნით სახელდებულ წელს მიმდინარე - დამამთავრებელი დროის, ურთიერთ თანმხვედრ, ე.წ. „მამლის წლად“ სახელდებულ - 2017 წელზე.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

შტრიხი - მეთერთმეტე: ორი „დაშნა“

წინამდებარე საუბარი სახარებაში დაფიქსირებული ორი საკითხის შეჯერებით გვინდა დავიწყოთ.

ყველასათვის ცნობილია მაცხოვრის უმკაცრესი გაფრთხილება, რომელიც მან, მის შესაპყრობად მოსულთა მიმართ პეტრე მოციქულის მიერ მახვილის გამოყენების დროს განაცხადა - „მაშინ იესუმ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ყველა ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე განიგმირება“-ო [მათე 26,52].

აღნიშნულის ფონზე, თითქოსდა, გაუგებრად ჟღერს, საიდუმლო სერობაზე უფლისმიერი მოწოდება - მახვილის, იგივე დანაკის თემასთან დაკავშირებით.

სახარებაში ვკითხულობთ - „კვლავ უთხრა მათ: ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი.

რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულღგს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება.

და მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია [ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს]“ [ლუკა 22,36-38].

ისე როგორც სხვა დანარჩენი მინიშნების კოდირებული შინაარსი, აღნიშნული „ორი მახვილის“, იგივე „ორი დანაკის“ არსობრივი მხარეც მხოლოდ ბოლო ჟამში ელოდება თავის ნამდვილ ახსნას.           

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, 2016 წელს, ლასკარში, მევლუდ მამადაშვილისა და ლევან ჩოხელის თანდასწრებით გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, მაგიდასთან ჩემს გვერდით მჯდომმა ბ-ნმა ავთო ი.-მა სულიერი სისუსტე გამოამჟღავნა, და, უდავოდ ეშმაკის ჩაგონებით, თავისი პოზიციის სიმართლის დასაცავად, დანის დემონსტრირება მოახდინა.

ითქვა ისიც, რომ, დანის გამოყენებასთან დაკავშირებულმა, ეშმაკის ამგვარმა მცდელობამ, 2017 წ. 18 ივნისის შეხვედრაზეც იჩინა თავი. მის მიერ დანის ამოღებისთანავე, უკვე უშუალო კონტაქტში შესვლის გზით, ფეხზე ამდგარს მომიწია მისი ამგვარი ქმედების შეჩერება.

საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში, ყველას ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა და ყველაფერი ურთიერთ შეთანხმებით დამთავრდა. ბ-მა ავთო ი.-მა, ვფიქრობ, მოახერხა სათანადოდ გაეაზრებინა ჩანადენი და გულრწფელად ეზიარა მონანიების მადლს.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვგონებთ აღარ გაჭირდება „ფაუსტისეულ“ თხრობაში, მახვილის [დანის] ორჯერ მითითებისეული კოდირებული მინიშნების გაგება.

ტექსტის დასაწყისში, მეფისტოფელი აღნიშნავს - „...წელზე კი მჭრელი დაშნა მარტყია“-ო [იქვე, გვ.55].

მიმდინარე თხრობის დასასრულს, გვხვდება სცენა, სადაც - მეფისტოფელისეული დაშნის „გამოყენება“, ფაუსტთან უშუალო შეხების ფორმით დემონსტრირდება – „...დააძრე დაშნა და მხოლოდ წინ გადადგი ფეხი, დარტყმას მე თავად ავიცილებ“ [იქვე, გვ. 161].

 მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

მე-12 -  მე-20 შტრიხი:

 ორი „ქალი“, ანუ - დასასრული

სამემკვიდრეო საკითხთან მიმართებაში ჩართულ პირთა შორის, როგორც ზემოთ გადმოცემული მასალის გაცნობისას ნახეთ, ორი ქალბატონი ფიგურირებს. ამათგან პირველი - ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია, თავიდანვე, ანუ 2014 წლის მიწურულიდან ჩაერთო ამ საქმეში; ხოლო მეორე - ქ-ნი მირა მ., მოგვიანებით, კერძოდ 2016-2017 წლებიდან მოყოლებული.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ წერილობით წყაროებში დაფიქსირებულ ამა თუ იმ იგავური პერსონაჟის სახებაში სხვადასხვა კუთხითაა მოცემული, ბოლო ჟამში განსავითარებელ მოვლენათა ფარული შინა-არსი. ამჯერად, ერთ-ერთი ასეთი კუთხიდან გამომდინარე მინიშნებებზე გვინდა ვისაუბროთ.

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ამ ორ ქალბატონთან დაკავშირებული ისტორია იმ კუთხითაა საინტერესო, რომ მათი მეშვეობით გვეძლევა, ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპზე, „სიცრუის სულის“ თითქმის სამწლიანი ზემოქმედების დროითი მონაკვეთის დასრულებისეული მინიშნება.

მოდით მივყვეთ მინიშნებებს, და, დაე, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!.

 

ნიშანი პირველი

რეალურ ცხოვრებაში გასათხოვარი - დინა [დიანა] ჯიქიას შესატყვისი „ფაუსტისეული“ პერსონაჟი, ასევე გასათხოვარი გრეთჰენია, რომელსაც მეორე სახელიც აქვს - მარგარეტი. მის შესახებ გვეუწყება - „ყველა ქალწული როდი ცხოვრობს აქ ასე სუფთად“ [იქვე, გვ. 111]

ხოლო რეალურ ცხოვრებაში ქვრივ ქ-ნ მირა მ.-ს, შესატყვისი „ფაუსტისეული“ პერსონაჟია, ასევე ქვრივი  - მართა, რომელიც თავის თავზე ამბობს - „...აი ასე ქვრივ-ოხრად ვჭკნები“-ო [იქვე, გვ. 119];

ნიშანი მეორე

2014  წლის მიწურულს [29 დეკემბერს], საქმის მოსაგვარებლად საჭირო თანხის მოძიების მიზნით, მე და ბ-ნი ავთო ი. ერთად ვესტუმრეთ სახლში ქ-ნ დინა [დიანა] ჯიქიას. ძირიტადი მოვლენები ამ მე-14 წლის შემდეგ განვითარდა. 

ჩვენის აზრით, ამ საქმეში ჩვენი რეალური ჩართვის დაწყების დროზე, ანუ ახალი საუკუნის მე-14 წელზე უნდა გვანიშნებდეს, მარგარეტ-გრეთჰენთან მიმართებით არსებული,  განსახილველი ტექსტის შემდეგი ჩანაწერი - „მეფისტოფელი: ისე სათნო და უმანკოა ტურფა ქმნილება, არც კი სჭირდება მას ცოდვების მონანიება. ასეთ ვინმეზე მე ძალა არ მაქვს. ფაუსტი: თოთხმეტ წელს უკვე გადასცდა ალბათ“ [იქვე, გვ. 108];

ნიშანი მესამე

ქ-ნმა დინა [დიანა] ჯიქიამ,, იმ დროისთვის ჯერ კიდევ თავის კუთვნილ, ერთოთახიან ბინაში გაშლილ მცირე სუფრასთან გვიმასპინძლა; განსახილველ ტექსტში ვკითხულობთ - „ფაუსტი: ...მე ვგრძნობ როგორი წესიერების სული სუფევს ირგვლივ, გოგონი, ვგრძნობ დედობრივი კრძალვით სავსე მაგიდას სუფთას“ [იქვე, გვ. 112];

ნიშანი მეოთხე

როგორც ითქვა, მოგვიანებით, კერძოდ 2016-2017 წ. წ., სამემკვიდრეო საქმეში „ერთვება“, თავის ქვეყანაში დამსახურებული გავლენისა და მკაცრი ხელმძღვანელის სახელის მქონე, პროფესიით ჟურნალისტი და ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტი, ქვრივი ქალბატონი მირა მ.

„ფაუსტისეულ“ თხრობაში ასევე მოგვიანებით შემოდის მეორე ქალბატონის პერსონაჟი - ქვრივი მართა. გარდა ამისა, მთელ ნაწარმოებში - ერთადერთხელ, და ისიც მართასთან მიმართებით ნახსენებია - გაზეთი, რაც, ჩვენის აზრით, სწორედ ზემოთ აღნიშნული ქ-ნის  პროფესიაზე უნდა გვანიშნებდეს - „მართა: ...სხვა რომ არ იყოს, მე მკაცრ წესრიგს ვარ ჩვეული და სწორედ ამიტომ მსურს გაზეთში ქმრის შესახებ ცნობის მიცემა“ [იქვე, გვ. 126];

ნიშანი მეხუთე

- 2016 წლის მაისის თვეში საქართველოში გარკვეული მიზნით მყოფი ქ-ნი მირა მ.-სა და ბ-ნი ავთო ი.-ს ნაცნობობა, მოგვიანებით იმ დონემდე განვითარდა, რომ, 2017 წლის თებერვლიდან დაწყებული, ქ-ნ მირა მ. -სთან, „ფეისბუქ“ მეგობრობის სტატუსით წარმართული ჩვენი ყოველი საუბარი, მიზეზთა გამო, ამ ეტაპზე უცოლოდ დარჩენილი ბ-ნი ავთო ი.-ს მძიმე სულიერი და ყოფითი პრობლემების „განხილვით“ იწყებოდა და მთავრდებოდა.

ტექსტში, მეფისტოფელისადმი გარკვეული გრძნობების მქონე და მის ბედზე მაფიქრალი ქვრივი მართას სიტყვები ასეა გადმოცემული - „მართა: ...დრო კი გარბის და იმის შიშიც ხომ უნდა გქონდეს, რომ მთლად მარტონი არ აღმოვჩნდეთ სამარის პირას. არა მგონია ამის საფრთხეს რომ ვერა გრძნობდეთ... სწორედ ამაში არის მთელი უბედურება, რომ უცოლო კაცს ქალის რჩევა არ ეყურება“ [იქვე, გვ. 130; 134];

ნიშანი მეექვსე

2017 წლის 10 მაისის გვიან ღამეს, ბ-ნი ავთო ი.-ს თხოვნით, ჩვენ ერთად გავაცილეთ ქ-ნი მირა მ. თბილისის აეროპორტიდან. ამ ე.წ. განშორების თაობაზე ტექსტში ვკითხულობთ - „მართა: უკვე საკმაოდ გვიან არის. მეფისტოფელი: ჰო, წასვლის დროა“ [იქვე, გვ. 137];

ნიშანი მეშვიდე

ვგონებთ ძნელი არ უნდა იყოს იმის სათანადოდ გააზრება, თუ როგორ თანდათან მძიმდებოდა თითოეული ჩვენთაგანის ფიზიკური ყოფა, ბ-ნი ავთო ი.--ს მიერ, თავისი საკითხის მოგვარების თარიღად დასახელებული, ყოველი მორიგი დროითი მიჯნის უშედეგობით გასვლის შემდეგ.

ცრუ დაპირებებისა და დაუმთავრებლად გაწელილი პროცესისა გამო, ერთ-ერთ უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქიაც. ბ-ნ ავთო ი.-ნთან მიმართებით მისი დამოკიდებულება, სამი წლის თავზე, ანუ 2017 წლის მაის-ივნისის გასაყარზე მომხდარი პროცესებისა გამო განსაკუთრებით დაიძაბა.

აი, როგორ აღწერს ამ მდგომარეობას, განსახილველ ტექსტში, მეფისტოფელთან მიმართებით მარგარიტ-გრეთჰენის დამოკიდებულების გადმომცემი იგავური თხრობა:

„მარგარიტა: რომ იცოდე, როგორი სევდა მიღრღნის ხოლმე გულს, როდესაც მას შენს გვერდით ვხედავ! ფაუსტი: ვის?

მარგარიტა: ვის და იმას, ვინც სულ უკან დაგყვება, და ვინც მთელი არსებით შემაძულა მე უკვე თავი. განცდა იმაზე მტკივნეული და საშინელი არ მახსოვს, ვიდრე, მგვრის მე მისი სახე ცბიერი... მის დანახვაზე მეყინება ძარღვებში სისხლი. თუმც ყველას მიმართ მამოძრავებს კეთილი ზრახვა, მე მის შესახებ, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ამას... მე მაგისთანებს ვერასოდეს შევეთვისები... მის თანდასწრებით, როგორ გითხრა, ლოცვაც კი მიჭირს, და ყოველივე ეს გულს მიღრღნის და მტანჯავს ეჭვით...“ [იქვე, გვ.150-151];

ნიშანი მერვე

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუ როგორ უმძიმეს ფონზე წარიმართა 2017 წ. 18 ივნისის შეხვედრა. „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომის თემის განხილვით, პასუხი გაეცა მთავარ კითხვას - მთელი ამ დროის მანძილზე, „სიცრუის სულით“ შეპყრობილი ბ-ნი ავთო ი. - თითოეულ ჩვენთაგანს ცრუ მოლოდინის გზაზე გვატარებდა. აღნიშნულისა გამო, განსაკუთრებით გაუსაძლისი გახადა ქ-ნ დინა [დიანა] ჯიქიას ფიზიკური ყოფა.

განსახილველ ტექსტში მოცემული, მეფისტოფელის საქციელის მამხილებელი ფაუსტის სიტყვები ასე ეხმიანება ზემოთქმულს - „ფაუსტი: ...აი სადამდის, სადამდის მივიდა საქმე! და შენ, უსინდისო, უღირსო სულო, მიმალავდი ამას... და მას, დასაღუპად უმწეოდ განწირულს, უმწეობაში სტოვებ!..“ [იქვე, გვ. 198];

ნიშანი მეცხრე

2017 წ. 18 ივნისს, ლასკარში გამართული შეხვედრის ბოლოს, დამშვიდობებისას, ქ-ნმა დინამ, ჩემთან პირად საუბარში, კიდევ ერთხელ გაიმეორა ყველას გასაგონად გამოთქმული პოზიცია, რომ მას უკვე აღარ შეუძლია, არც ბ-ნი ავთო ი.-სა, და არც მისი მხრიდან მომდინარე ამდენი ტყუილის ატანა. თავის მხრივ გამძლეობა მისურვა, და - უმძიმეს სულიერ და ფიზიკურ ყოფაში მყოფი - გამცილდა..

სწორედ ამდაგვარი მდგომარეობის აღწერით მთავრდება „ფაუსტისეული“ თხრობის დასასრულს მოცემული - მძიმე სულიერ და ფიზიკურ ყოფაში ჩავარდნილი მარგარიტ-გრეტჰენის ფაუსტთან გამომშვიდობების სცენა.

ტექსტში, ყოველივე ეს ხდება ე.წ. ვალპურგის ღამის“ მოვლენების გადმოცემის შემდეგ, რაც, ერთგვარი დროითი ნიშანი უნდა იყოს. კერძოდ, როგორც ცნობილია - ამ ღამეს განსაკუთრებული რიტუალები ეწყობა სატანისტების და ჯადოქრების მიერ. სხვათა შორის ანტონ ლავეიმ [1930 – 1997 წ.წ.; წარმოშობით ამერიკელი, სატანის ეკლესიის დამაარსებელი, მწერალი, ოკულტისტი და მუსიკოსი; იგი იყო „სატანისტური ბიბლიის“ ავტორი] სატანისტური ეკლესიაც სწორედ ვალპურგის ღამეს დააარსა 1966 წელს.

ე.წ. „ვალპურგის ღამე“ იმართება - 30 აპრილის ღამეს, ანუ წმ. ვალპურგისის დღესასწაულის (პირველი მაისის) წინა ღამეს, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა.

აღნიშნულის სათანადოდ გააზრების შემთხვევაში, უკვე ძნელი აღარ იქნება ამ მინიშნების არსში გარკვევა - ბოლო ჟამში მომხდარი და გასახსნელი პროცესის, ანუ „ფაუსტისეული“ ეტაპის დასასრულის დროითი მიჯნა, 30 აპრილის შემდგომ უნდა დამდგარიყო.

თუ ყოველივეს იმასაც დავუმატებთ, რომ, როგორც ზემოთაც ითქვა, ტექსტისმიერი მინიშნება სამ წელს გამოყოფს  - „სწავლება, რომ ვთქვათ, სულ რაღაცა სამი წელია“-ო [იქვე, გვ. 72], მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ჟამში, კერძოდ 2014 წლის მიწურულიდან მოყოლებული, მიმდინარე განხილული პროცესის იგავური ფორმით გადმომცემი ე.წ. „ფაუსტისეული“ ეტაპის - დასასრული, მესამე, ანუ 2017 წლის 30 აპრილის დროითი მიჯნის გასრულების შემდგომ დგება.

„ფაუსტისეული“ მინიშნებით, ჯერ - ქვრივი მართა გადის მოქმედებათა არეალიდან; ხოლო მოგვიანებით უკვე მარგარეტ-გრეთჰენთან განშორების დროც დგება.

აქვე გაგახსენებთ, რომ სამემკვიდრეო საქმეში ჩართული ამ ორი ქალბატონიდან, პირველად ქ-ნ მირა მ.-სთან მოგვიწია განშორება [10 მაისს]; ხოლო მოგვიანებით, კერძოდ კი, 18 ივნისს უკვე ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია დაგვემშვიდობა.

ამ ჩანართის შემდეგ, ე.წ. დამშვიდობების სცენას დავუბრუნდეთ.

როდესაც, ფაუსტთან მოსაუბრე მარგარეტ-გრეთჰენის სმენას მისწვდება მეფისტოფელის ხმა, იგი ამბობს:

 „მარგარიტა: ეს ქვესკნელიდან ნეტავი რა ამოიზიდა? იგია! იგი! უბრძანე რომ ახლავე გაქრეს! რისთვის შელახა თავისი მოსვლით ადგილი წმინდა?..

ფაუსტი: ხელს ვეღარ გახლებს! გესმის! შენ უნდა ცოცხალი დარჩე!

მარგარიტა: მე ჩემს თავს ვანდობ ღვთის სამსჯავროს და ღმერთს, ჩვენს გამჩენს!.. ღმერთო, შენი ვარ, შენ დამფარე ღვთიური ნებით! გარს შემომერტყით ანგელოზნო, და თქვენი ფრთებით დაჰფარეთ ის, რაც დასაღუპად განწირულია...

მეფისტოფელი: დაღუპულია!

ხმა მაღლიდან: განკითხულია!.. [იქვე, გვ. 212-213].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს: - 2017 წ, 10 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით აღებული დროითი მონაკვეთი, შეგვიძლია ე.წ. „ფაუსტისეული ეტაპის“, ანუ - „სიცრუის სულის“ [იგივე - „პათოლოგიური მატყუარის“] მხილების პროცესის დასასრულად მივიჩნიოთ.

 

შტრიხი - ოცდამეერთე:

 „პირობის“ გაუქმება, ანუ - „მომწიფდა ხალხი“

სამემკვიდრეო საკითხთან მიმართებაში ჩვენი ჩართვის მთავარი მიზანი, როგორც არაერთგზის ითქვა - ბოლო ჟამში გასავლელი „მხილებისეული ეტაპის“ ღია ფორმით წარსამართავად ხელსაყრელ - საარჩევნო პროცესში სათანადო მონაწილეობისათვის საჭირო, ფინანსური რესურსის მოძიება გახლდათ. 

ბ-ნმა ავთო ი.-მა, ჩვენი ურთიერთობის პირველსავე წუთებიდან დიდი ინტერესი გამოიჩინა ბოლო ჟამად სახელდებულ დროში ჩვენი ჯგუფის მიერ წარმართული საქმიანობისადმი. 

ჩემის მხრიდან ეჭვი არასდროს შემიტანია მის განზრახვაში, რომ, ჩვენი თანხმობის შემთხვევაში, სამემკვიდრეო საკითხის წარმატებით მოგვარების შემდეგ, იგი აპირებდა, მთელი თავისი - პირადი, და - ფინანსური შესაძლებლობებით, მაქსიმალური მონდომებით ჩართულიყო ზემოთხსენებული პროცესის მიმდინარეობაში.

აი, როგორ აღწერს ფაუსტთან მოსაუბრე მეფისტოფელის სიტყვებს განსახილველი ტექსტი - „მეფისტოფელი: ...მართალი არის, დიდი ვინმე არც მე გახლავარ, და მაინც, თუ თანახმა ხარ ჩემთან კავშირში, რომ გაუდგე გზას ცხოვრებისას, მუდამ ვიქნები მე მორჩილი შენი ნებისა! სიამოვნებით დავთანხმდები ყოველთვის, ყველგან ვიყო მე შენი ამხანაგი... ორიოდ დღეში, დამიჯერე, მე ისეთ რამეს მოგცემ, რომ ქვეყნად არ ენახოს ჯერ კაცის თვალებს“ [იქვე, გვ. 59-60].

[თუმცა, ეს - „ორიოდე დღე“, როგორც ვნახეთ, თითქმის სამწლიან უშედეგოდ მოლოდინში გაიწელა].

იქვე მოცემულია თუ რა პირობით თანხმდება ფაუსტი მეფისტოფელის შემოთავაზებას -

„ფაუსტი: რბილ სავარძელზე მოსვენებას თუ მივეცემი, დაე იმავ წამს შეწყდეს მაშინ სიცოცხლე ჩემი. თუ იმ ზომამდე მოხიბლავ ჩემს აზრსა და გრძნობას, რომ კმაყოფილი დავრჩე შენგან მოგვრილი ლხენით; თუ დამაჯერებ, რომ მე თითქოს განვიცდი ტკბობას, დაე იგი დღე იყოს ჩემთვის უკანასკნელი! ჰა, თანახმა ხარ?

მეფისტოფელი: თანახმა ვარ!

ფაუსტი: მაშ დაჰკა ხელი! თუკი ოდესმე შევძახო წამს კმაყოფილებით: „შეჩერდი! ო, რა ლამაზი ხარ, რა მშვენიერი!“ - უფლებას გაძლევ გამიყარო მყის ბორკილები, მე მონა გავხდე, შენ - ბატონი კანონიერი. დაე გაისმას ჩემზე გლოვის ზარების ხმები, დასრულდეს ვადა ჩემს მსახურად შენი ყოფნისა, შეჩერდეს დრო და ჩამოცვივდნენ საათს ისრები, შეწყდეს, დამთავრდეს, ჟამი ჩემი არსებობისა“ [იქვე, გვ. 61].

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ, ტექსტის მიხედვით, ფაუსტმა ერთგვარად იცის კიდეც, ამ მოლაპარაკების მოსალოდნელი შედეგი. აი, რას გვამცნობს, ბოლო ჟამში ამ პროცესში ჩართულთა გასაგონად მოცემული, ტექსტისმიერი მინიშნება - „ეს ცდა რომ მარცხით დამთავრდება, ზედვე ეტყობა“-ო [იქვე, გვ. 74].

და მართლაც, ყველაფერი ზუსტად წინასწარგანჭვრეტისდა მიხედვით წარიმართა. ღმერთის განგებულობით ჩვენდა მომართ გამოსაცდელად მოვლენილი -სიცრუის სულის წინამძღოლობით განვლილ 2014 – 2017 წ. წ. დროით ეტაპზე, ფაუსტის მიერ ზემოთ მოცემული პირობის შინაარსიდან გამომდინარე, მეფისტოფელის სხეულში ჩაბუდებულმა ეშმაკმა - ფაუსტის შეცდენა ვერ მოახერხა.

დიახ, არასრულ სამ წელიწადში, ყველაფერი ეშმაკის მარცხით დამთავრდა.

თხრობის ამ მონაკვეთს კი, მეფისტოფელის პირით გადმოცემული ერთი ასეთი მინიშნებით დავასრულებთ - „მეფისტოფელი [უეცრად ღრმა მოხუცებულად გადაქცეული]: უკანასკნელად ავდივარ დღეს ბროკენის მთამდე და ვგრძნობ საშინელ სამსჯავროსთვის მომწიფდა ხალხი...“ [იქვე, გვ. 181].

დიახ, ღმერთის მიერ დათქმულ დროს, ყველაფერი - განკითხვის დღით, ანუ საშინელი სამსჯავროთი დამთავრდება, როდესაც ყველას საკუთარი სიტყვებითა და ქმედებებით მოუწევს პასუხისგება.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს! 

 

გადარჩენის გზა - მხოლოდ მონანიებაზე გადის

სამემკვიდრეო საკითხთან მიმართებით ჩვენი ჩართულობის მთელ ეტაპზე, ბ-ნი ავთო ი.-სთვის არაერთხელ შემითავაზებია, რომ ურთიერთობაში მაქსიმალურად გახსნილი და გულახდილი ყოფილიყო. ვურჩევდი, ერთად გაგვეთვალისწინებინა ეშმაკის ქმედებებით გამოწვეული შესაძლო ცოდვაში ჩავარდნის საშიშროება, და წმინდა წერილისეული შეგონებებით გვეხელმძღვანელა:

„ძმანო, თუ რომელიმე თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას, და თუ ვინმე მოაქცევს მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს, და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას“ [იაკობი 5,19-20];

„როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.

თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა,ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენ სულს“ [ეზეკ. 33,8-9]. 

როგორც ითქვა, ბ-ნი ავთო ი.-ის „სიცრუის სულის“ ზეგავლენის ქვეშ ყოფნის თაობაზე ეჭვები, საბოლოოდ, ხსენებულ ქ-ნ მირა მ.-ს მიერ, ე.წ. „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომის თაობაზე, „ფეისბუქის“ მეშვეობით - 2017 წ. 12 ივნისს მოწოდებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გაგვიმყარდა.

ეს ინფორმაცია, ბ-ნი ავთო ი.-ს მიზეზით უმძიმეს სულიერ და ფიზიკურ ყოფაში ჩავარდნილთათვის, ერთგვარი შვება იყო, რამეთუ ნათელი იყო, რომ ბ-ნი ავთო ი. ჩვეულებრივი - თაღლითი კი არა, არამედ, ე.წ. „პათოლოგიური ტყუილის სინდრომით“ დაავადებული - „პათოლოგიური მატყუარა“ გახლდათ, რომელთა თაობაზე - „ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ პათოლოგიური მატყუარა განსხვავდება ჩვეულებრივი მატყუარასგან იმით, რომ პათოლოგიური მატყუარა დარწმუნებული არის იმაში, რომ ამბობს სიმართლეს და ამასთანავე ითავისებს გამოგონილ როლს“ [იხ. ზემოთქმული].

დაავადებულ ადამიანს კი, მკურნალობა სჭირდება. ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა - სულიერ მკურნალობაზეა საუბარი.

ამ მხრივ, ძალისხმევა არ დაგვიკლია. ჩვენს ხელთ არსებულ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობითა და შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად შევეცადეთ დავხმარებოდით მას, ეხლა ჯერი მასზეა.

ბიბლია გვასწავლის - „რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“-ო [ეკლ. 8,11].

გვინდა გვჯეროდეს, რომ ბ-ნი ავთო ი. თავის თავში იპოვის ძალას, და განვლილი სამწლამდე დროის მიწურულს განვითარებული მოვლენების სათანადო გააზრების გზით, მოახერხებს - ეშმაკის, ანუ - „სიცრუის სულის“ ზეგავლენისაგან თავის დაღწევასა და მონანიების მადლთან ზიარებას.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი არ დაიმალება, და - „...ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი“ [ეკლ. 3,17].

ჩვენი ვალია შევაგონოთ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ მხილება - განკითხვაში არ გადაგვივიდეს. გადაწყვეტილების მიღება თითოეულ ჩვენთაგანზეა, რამეთუ ჩვენზე უკეთ არავინ იცის ჩვენი განვლილი ცხოვრების დეტალები.

თხრობის დასასრულს კი, მოდით ისევ ბიბლიური შეგონება გავიხსენოთ:

„...მართალს ვერ იხსნის მისი სიმართლე შეცოდების დღეს და ბოროტეული არ წაიფორხილებს თავისი სიბოროტის გამო თავისი მოქცევის დღეს.

როცა ვეუბნები მართალს: გადარჩები-მეთქი, ის კი თავისი სიმართლის მოიმედე ბოროტებას ჩაიდენს, არც ერთი მისი სიმართლე არ იქნება გახსენებული და მოკვდება ბოროტებით, რომელიც ჩაიდინა.

როცა ვეუბნები ბოროტეულს, მოკვდები-მეთქი, ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სიმართლეს, გირაოს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის და ბოროტებას არ ჩაიდენს, ის ცოცხალი დარჩება, არ მოკვდება. არცერთი ცოდვა, რაც ჩაუდენია არ გაუხსენდება. სამართლისა და სიმართლის ქმნისთვის ცოცხალი დარჩება“ [ეზეკ. 33,.12-16].

არჩევანი, თითოეულ ჩვენთაგანზეა. ამიტომ, შევთხოვოთ ღმერთს ყველას მოგვცეს მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

  

 

...

ნუთუ კიდევ ვერ მიმხვდარხარ

თუ რად დარჩი ასე ეული,

ან კი რითი ვერ მიმხვდარხარ:

თუ რა იყო ის მორთმეული...

[„ჩაილური“]

დინა [დიანა]

 ჯიქია

 

„სინდისი პატარა ღმერთია“

[წმ. მამა გაბრიელ ბერი სალოსის ქადაგებიდან]

„პატარა ღმერთთან“

თუკი არ გიწევს თავის მართლება,

შენი „მეობა“

სუფთა სინდისს თუ უერთდება,

შენ „ღვთის შვილობის“ გექნება ხვედრი,

და მაღალ ღმერთთან

„ჭეშმარიტი ზიარების“ გახდები ღირსი...

დინა [დიანა]

 ჯიქია