Print

გაზეთი N 13 [1014]

ბოლო ჟამის

სამი გამოსავლენი „ნიშანსვეტი“

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტე შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ - „ხოლო ეშმაკი, მათი მაცდური [კოდია], ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,10].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ  აქ მოხსენიებული კოდირებული მინიშნებანი - „მხეცი“, ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელ - ედ. შევარდნაძეზე; ხოლო - „ცრუწინასწარმეტყველი“, ანტიქრისტეს გზის გამგრძელებელ მ. სააკაშვილზე გვითითებენ.

ვიდრე აქვე მოცემულ კიდევ ერთი კოდირებული მინიშნების - „ეშმაკის“ არსობრივ მხარეზე ვისაუბრებდეთ, მოდით მოკლედ გავიხსენოთ, ჩვენს მიერ - „მხეცისა“ და „ცრუწინასწარმეტყველის“  სახის გამოკვეთის დროითი ეტაპების თაობაზე ნათქვამი.

 

როგორც არერთგზის აღგვინიშნავს: „ბიბლია ცალსახად უთითებს დროს, როდესაც იწყება ანტიქრისტეს ბანაკის მსხვრევა - „იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს [იოსელიანი. კიტოვანი, სიგუა] დაამხობს[1995 წელს]. უზენაესის [ანუ ვისაც „იესუს დამღა ეკისრა“ - ზვიად გამსახურდიას]  წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის [ზვიად გამსახურდიას კურსისადმი ერთგულების] შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი [ე.ი. 3,5 წელი]. შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას...“ [დან. 7,24-26].

დიახ, შევარდნაძემ, საქართველოში ჩამოსვლიდან [1992 წ. 7 მარტი] 3,5 წლის შემდეგ [1995 წ.] გზიდან ჩამოიცილა „სამი მეფე“ [იოსელიანი. კიტოვანი, სიგუა] და 1995 წ. 5 ნოემბრის „არჩევნებში“, თვითონ - პრეზიდენტი გახდა, ხოლო მისი პოლიტიკური ორგანიზაცია - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, პარლამენტის მანდატების უმრავლესობას დაეუფლა. ანუ კოლექტიური მმართველობის 3,5 წლის შემდეგ [1992 – 1995 წ.წ.], კერძოდ კი პრეზიდენტად ინაუგურაციიდან - 1995 წ, 26 ნოემბრიდან, დაიწყო მისი - ერთპიროვნული მმართველობითი ხანა... აღნიშნული 3,5 წელი გავიდა - 1999 წ. 26 მაისს. ამ დროს კი შესრულდა 7 წელი შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებიდან [1992 – 1999 წ.წ.].

ბიბლია ბრძანებს - „გამოვლენ ისრაელის [საქართველოს] ქალაქთა მცხოვრებნი, ცეცხლს წაუკიდებენ და დაწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ლახტსა და შუბს, შვიდ წელიწადს ეყოფათ ცეცხლის დასანთებად“-ო [ეზეკ, 39,9].

აღნიშნულის შესახებ ნოსტრადამუსი ასეთ მინიშნებას იძლევა - „ანტიქრისტე [შევარდნაძე]  სამეულს [იოსელიანი. კიტოვანი, სიგუა] არაფერს არ უწილადებს. [საბოლოოდ] ომი ოცდაშვიდი წლით გაჭიანურდება. ირგვლივ სისხლია, გვამები მიწას აბინძურებს. დამნაშავეს [შევარდნაძეს] ათბობს ქვეყანა [ანუ ცოცხალია], მოაზროვნე [გამსახურდია] კი იღუპება [1993 წ. 31 დეკემბერი]“ [იქვე, 8 ცენტ. 77-ე კატრენი, 724-ე კატრენიდან, გვ. 25].

აქ მოცემული კოდი - 27 წელი, ასევე, განსახილველ - 1999 წელზე უთითებს, და აი, როგორ: 1972 წ. 29 სექტემბერს ედ. შევარდნაძე დაინიშნა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად, ანუ - საქართველოს მმართველად. აქედან ათვლით კი 27 წელი შესრულდა - 1999 წლის 29 სექტემბერს...“ [იხ. ბეჭედი N2, „საქართველოს ბიბლიური ისტორია, ანუ - ერისა და ბერის გასაგონად სათქმელი“, თბილისი, 2004 წ., გვ. 13-14].

შესაბამისად - 1999 წელს, ანუ როდესაც საამისო „ჟამი დადგა“, ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ედ. შევარდნაძის, ვითარცა ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების შესაცნობი მასალა - „ვის განემზადა გზა 1991-1992 წ.წ. მოვლენებით, ანუ ვინ არის ედუარდ შევარდნაძე“ [იხ. ჩვენი გაზეთის N2 [17], 1999 წ., გვ. 4-8].

აქვე დაბეჭდილი ღია მიმართვის მსგავსად, 2002 წლის იანვარში ჩვენი გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილი წერილის - „ვინ არის მიხეილ სააკაშვილი ბიბლიის მიხედვით“ [იხ. გაზ. N4 [77], გვ. 4-6] ბოლოს, უკვე ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მიხეილ სააკაშვილისადმი გამოქვეყნებულ, თითქმის ანალოგიური შინაარსის მიმართვაში, კერძოდ ვკითხულობთ - „...განაგდეთ თქვენს სულში ჩაბუდებული სატანა და მონანიებასა და თვითგვემაში მყოფმა შესთხოვეთ მაღალ ღმერთს პატიება, ვინძლო შეგინდოთ საქმენნი თქვენნი... მოვინანიოთ! მოვინანიოთ! მოვინანიოთ! ვიდრემდის არ ჩათავებულა ბიბლიური ბოლო ჟამის ბოლო წამები!!!

ხოლო ბიბლია გვასწავლის - „ხოლო ეშმაკი[აქ - ყოფილი მთავარანგელოზთაგანი სათანაიელი], მათი მაცდური [კოდია], ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,10]...“ [იქვე, გვ. 6].

ყოველივე ზემოთქმულის ერთგვარ გაგრძელებლად, და უფრო - დამასრულებელ ეტაპზე სათქმელად მოვიაზრებთ იმას, რასაც, ჩვენს მიერ განვლილ, 2014/2015 წლების გასაყარიდან, მიმდინარე 2017 წლამდე, ანუ არასრული სამი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების აღწერის თაობაზე იქნა გაცხადებული.

დიახ, „მხეცისა“ და „ცრუწინასწარმეტყველის“ მსგავსად, უნდა მომხდარიყო კოდირებული „ეშმაკის“  არსობრივი მხარის გახსნაც.

შესაბამისად, მათდა გასაგონად, ვისაც ყური სასმენლად აქვთ, გვინდა განვაცხადოთ, რომ:

ღმერთის განგებულებით განსაზღვრული დროითი მონაკვეთის ბოლოს, გამოცხადებისეული ტექსტით გამოკვეთილი „მხეცისა“ და „ცრუწინასწარმეტყველის“ არსობრივი მხარის მატარებელ პირთა გამოკვეთის მსგავსად,, ჩვენი გაზეთის 2017 წლის ივლის-აგვისტოს ნომრებში გამოქვეყნებულ წერილში - „მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით’ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“ [იხ. ბროშურა, თბ. 2015-2016-2017], მოხდა, არამარტო უშუალოდ „ეშმაკის“, იგივე „სიცრუის სულის“ [პირობითი] - მხილება, არამედ თავად იმ პიროვნების გამოკვეთა, რომლის მეშვეობითაც მოქმედებდა მაცდური ძალა.

ედ. შევარდნაძისა და მ, სააკაშვილისაგან განსხვავებით, უშუალოდ მაცდურის ნების  განმახორციელებელ პირს, ჯერ კიდევ აქვს მართებული გადაწყვეტილების მიღების შანსი.

 

ამიტომაც, ჩვენი წერილის დასასრულს, ზემოთხსენებული მიმართვების სულისკვეთების მსგავსად, ა,მჯერადაც, ეშმაკის მიერ თავისი ბოროტი განზრახვის განმახორციელებლად შერჩეული პირისადმი განკუთვნილი წერილის ერთი ფრაგმენტი გვინდა შემოგთავაზოთ:  

„... ბიბლია გვასწავლის - „რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“-ო [ეკლ. 8,11].

გვინდა გვჯეროდეს, რომ ბ-ნი ავთო ი. თავის თავში იპოვის ძალას, და განვლილი სამწლამდე დროის მიწურულს განვითარებული მოვლენების სათანადო გააზრების გზით, მოახერხებს - ეშმაკის, ანუ - „სიცრუის სულის“ ზეგავლენისაგან თავის დაღწევასა და მონანიების მადლთან ზიარებას.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი არ დაიმალება, და - „...ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი“ [ეკლ. 3,17].

ჩვენი ვალია შევაგონოთ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ მხილება - განკითხვაში არ გადაგვივიდეს. გადაწყვეტილების მიღება თითოეულ ჩვენთაგანზეა, რამეთუ ჩვენზე უკეთ არავინ იცის ჩვენი განვლილი ცხოვრების დეტალები“ [იხ. ბროშურა,  გვ. 43].

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

მხილებისეული ეტაპის ქრონიკები

2017 წ. 30 ივნისი, N238 ბრძანებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსმერის/გამგებლის 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი 48- მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად,, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებულებით შეიქმნა - „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია“.

წარმოგიდგენთ, მიმდინარე მხილებისეული ეტაპის შესაბამისად, ამ კომისიისადმი ჩვენი - N28 საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა -  უფლის სახელით“ გაკეთებული კონკრეტული მიმართვების ამსახველ მასალას.

 

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

N28-ე საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია წერილი

 

ქალბატონო თეა!

შეგახსენებთ, რომ - უწყებათაშორისო კომისიის 2016 წლის 13 და 27 ივლისის სხდომებზე, განხილულ საკითხთან მიმართებაში [იხ. ოქმი N1 და N2], გამოცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაცია [27 ივლისი, 2016 წ.]:

სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე, პოლიტიკური პარტიების ბეჭდური სააგიტაციო მასალის თანაბარი პირობებით გაკვრის შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ამავე რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შეიმუშავეს შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები.

 

მიზეზთა გამო, არც - 2012 წლის, და არც - 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტმა, არ გაითვალისწინა პ/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმადაც, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატებოდა ჩანაწერი:

„...სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)“.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს დღეს მოქმედი ნორმა ასეთია::

 - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი“ [მუხლი 46,4].

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე

N28-ე საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მოგმართავთ წინადადებით,

რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა უწყებათაშორისი კომისიამ: „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, ერთის მხრივ - 2017 წ. ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისა, და მეორეს მხრივ - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ზედამხედველობის საქალაქო /რაიონული სამსახურებისათვის, ზემოთხსენებულ საკითხთან მიმართებაში,  კვლავ შეიმუშაოს შემდეგი სახის  რეკომენდაცია:

 

პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

უწყებათაშორისი კომისიის თავისუფალი და

სამართლიანი არჩევნებისთვის

რეკომენდაცია

 

2017 წ. ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 46-ე მუხლით გარანტირებული თანაბარი პირობების უზრუნველყოფისათვის, კერძოდ საარჩევნო პლაკატებისათვის განკუთვნილი სტენდების მთელი ფართის მხოლოდ რომელიმე ერთი, ან რამოდენიმე საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ათვისების ფაქტის გამორიცხვის მიზნით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა, გაითვალისწინონ, რომ:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ 2016 წელს მიღებული დადგენილებით, საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსებულ სპეციალურ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას მხოლოდ 1 ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არა უმეტეს: - სიგრძე 60 სმ, და - სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი);

2. ზედამხედველობის საქალაქო თუ რაიონულმა სამსახურებმა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მე-80 მუხლით გათვალისწინებული სანქციები გამოიყენონ მხოლოდ ამ რეკომენდაციის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დამრღვევი არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიმართ.

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

13 ივლისი, 2017 წ

 

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

N28-ე საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია წერილი

 

ქალბატონო თეა!

მოგეხსენებათ, რომ „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიღების თანაბარი პირობები [იხ. მუხლი 24]..

ვფიქრობთ ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ. საქართველოს რეგიონებში, მცირე გამონაკლისის გარდა უაღრესად შეზღუდულია სხვადასხვა სატელევიზიო მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

ყოველივე ეს განსაკუთრებით საგანგაშო ხასიათს იძენს მოახლოებული არჩევნების პირობებში.

როგორც მოგეხსენებათ,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე-6 მუხლის თანახმად, კომისიის აპარატში ფუნქციონირებს „სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი“ [მუხლი 6,2-ვ].

ამავე დებულების მე-13 მუხლის თანახმად „სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის“ საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს, როგორც

- „გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფა“ [მუხლი 13,1-გ]; ასევე

- „კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების დადგენის მიზნით მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებში კონკურენციის კვლევისა და ანალიზის პერიოდულად ჩატარება“ [მუხლი 13,2-ბ], და

- „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების და ამ ვალდებულებათა შესრულების კონკრეტული პირობების შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება“ [მუხლი 13,2-ე].

თავის მხრივ - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება არის: 

- „...ისეთი მდგომარეობა, როცა კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და შეზღუდოს კონკურენცია“ [მუხლი 2, ჰ-6]; კანონის თანახმად

- „მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება[მუხლი 23,1].

 

 

ვითვალისწინებთ რა, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა სატელევიზიო მედიის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, მოსახლეობისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის პირობების შექმნის აუცილებლობას; და

ვეყრდნობით რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კანონის“ 51 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს [„წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისსაინფორმაციო უზრუნველყოფა“]

N28-ე საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მოგმართავთ წინადადებით,

რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიამ, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ სახელზე შეიმუშაოს შემდეგი სახის  რეკომენდაცია:

 

პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“

უწყებათაშორისი კომისიის

რეკომენდაცია

 

2017 წ. ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის,

აქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 51-ე მუხლით გარანტირებული თანაბარი პირობების უზრუნველყოფისათვის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმაი კომისიამ“, კომისიის დებულებითა [მუხლი 13,1-გ; მუხლი 13,2-ბ; მუხლი 13,2-ე] და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მოსახლების მიერ „საქართველოს კონსტიტუციის“ 24-ე მუხლით განსაზღვრული უფლებების სრულად გამოყენებისათვის საჭირო სათანადო პირობების შექმნის მიზნით, უზრუნველყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სატელევიზიო მედიის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, მოსახლეობისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის პირობები.

 

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

28 ივლისი, 2017 წ.

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

N28-ე საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია წერილი

 

ქალბატონო თეა!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კანონის“ 142-ე მუხლის თანახმად - „1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა...“;

 

აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ [26. 07. 2017 წ.], ამავე კანონის 142-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად“

განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით“.

 

როგორც მოგეხსენებათ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ზოგადად, ასეთი ტიპის ამონაწერის გაცემისათვის, მაქსიმუმ  - 10 სამუშაო დღე [ორი კვირა] აქვს აქვს განსაზღვრული.

 

მაშასადამე, იმ პირობებში, როდესაც არჩევნების დანიშვნის თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯერ კიდევ არ გამოცემულა შესაბამისი სამართლებრივი აქტი,

არჩევნებში მინაწილეობის უფლების მისაღებად კანონით განსაზღვრული ვადების დაცვის თვალსაზრისით,, პოლიტიკურ სუბიექტებს შეიძლება შეექმნეთ გარკვეული პრობლემები; კერძოდ საჭირო იქნება ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს:

 

1. საარჩევნო რეგისტრაციი მისაღებად განცხადების წარდგენის დრო [თუ არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტი გამოიცა არჩევნებამდე 60 დღით ადრე, მაშინ კანონით განსაზღვრული „არა უგვიანეს 57-ე დღისა“, მხოლოდ სამდღიან ვადას განსაზღვრავს];

2. ხსენებული განცხადების წარდგენამდე -„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის გაცემის თარიღი; და

3. ამდაგვარი ამონაწერის ასაღებად, -„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული 10 სამუშაო დღეზე გათვლილი წესი.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე

N28-ე საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მოგმართავთ წინადადებით,

რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიამ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“  სახელზე შეიმუშაოს შემდეგი სახის  რეკომენდაცია:

 

პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“

უწყებათაშორისი კომისიის

რეკომენდაცია

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კანონის“ 142-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვისას, შესაძლო შეუსაბამობათა თავიდან აცილების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ მაქსიმალურად უმოკლეს დროში დააკმაყოფილოს საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირების მოსურნე პოლიტიკური გაერთიანებების განცხადება, მათთვის -  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის არსებული მდგომარეობის დამადასტურებელი ამონაწერის გაცემის თაობაზე.

 

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

1 აგვისტო, 2017 წ.

 

...

ლასკარო ძლიერ მიყვარხარ,

შენსკენ მომირბის ფიქრები,

[ნეტავ ის დღე გათენდება,

მე რომ კვლავ შენთან ვიქნები?!]...

ღვთის მადლი როცა მოიცავს

ყველა კუნჭულს და ალაგს,

მაშინ შენც გაგვიბრწყინდები,

მაღლიდან ღმერთი გფარავს!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

 

ხილვაში ვნახე პატრიარქი იჯდა, ცოტა მოშორებით ხალხის დიდი რიგი იყო... პტრიარქის გავლით გადიოდა ხალხი. როგორც აღვიქვი ერთ-ერთი რუსის ქალი იყო, რომელმაც პატრიარქს თავზე ჯვარი დაადო და თქვა: პატრიარქი წმინდანიაო...

17 დეკემბერი 2016 წ

 

ვიხილე - პატრიარქს ხელკავი გავუკეთე და ერთად შევედით ეკლესიის ეზოში. მე მივყვებოდი და არც არაფერი მიხაროდა, ყოველთვის უკან ვიხედებოდი და ვფიქრობდი: პატრიარქს რომ მივყვები „ახლა რას იფიქრებს“ ჩემზე მეუფე ქრისტეფორე-მეთქი, სულ ამას ვიმეორებდი. სადღაც ეკლესიის ეზოში შევედით და კარები ჩაიკეტა. მე კი, პატრიარქის მარჯვენა ხელთათმანი შემრჩა ხელში.

26 იანვარი 2017 წ.

დინა [დიანა]

 ჯიქია