Print

გაზეთი N 17 [1018]

„ფაუსტისეული“ ნიშნები ბოლო ჟამისანი,

ანუ - არჩევნები, ცეცხლი, მიწაში ჩაფლული განძი და...

 

გვინდა შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ზოგადად, ამა თუ იმ წერილობით წყაროებში დაცული ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი მინიშნებები, მიუხედავად მათ შორის არსებული ერთგვარი კავშირისა, უმეტესწილად გაბნეული სახითაა მოცემული.

წინამდებარე წერილში მკითხველს, პირობითი თანამიმდევრობის დაცვით, გვინდა შევთავაზოთ ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის ამსახველი წინასწარნაუწყებ მინიშნებათა ის ნაწილი, რომელიც გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილშია მოცემული იხ. იოჰან ვოლფგანგ გოეთე, „ფაუსტი“, თარგმანი დავით ონიაშვილისა, თბ. 1962 წ.].

 

2017 წლის საარჩევნო საკითხები,

ანუ „დიდმარხვამდე“ მოსახდენი

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე გოეთეს „ფაუსტში“ არსებული კოდირებული მინიშნებების გაცნობამდე, ცესკოს გვერდზე განთავსებულ რამოდენიმე ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, ცესკომ, საარჩევნო ნომერი -  29 საარჩევნო სუბიექტს [პოლიტიკურ გაერთიანებას] მიანიჭა. ესენია:

1. №1 - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”;

2. №2 - საარჩევნო ბლოკიბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”;

3. №3 - საარჩევნო ბლოკიდიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავადემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”;

4. №4 - „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”;

5, №5 - საარჩევნო ბლოკიერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

6. №6 - „რესპუბლიკური პარტია”;

7. №7 - „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”;

8. №8 - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილისაქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

9. №9 - „მემარცხენე ალიანსი”;

10. №10 - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;

11. №11 - „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა”;

12. №12 - „საქართველოს კომუნისტური პარტიასტალინელები”;

13. №13 - „ჯონდი ბაღათურიაქართული დასი”;

14. №14 - „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;

15. №15 - „მშრომელთა სოციალისტური პარტია”;

16. №17 - „საქართველო”;

17. №18 - „ტრადიციონალისტები”;

18. №20 - „შენების მოძრაობა”;

19. №22 - „მერაბ კოსტავას საზოგადოება”;

20. №23 - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”;

21. №27 - საარჩევნო ბლოკიგიორგი ვაშაძეერთობა ახალი საქართველო”;

22. №28 - „ზვიადის გზა უფლის სახელით [სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე]”;

23. №29 - „ახალი მემარჯვენეები”;

24. №31 - „თავისუფლებაზვიად გამსახურდიას გზა”;

25. №34 - „მამულიშვილთა ორდენისამშობლო”;

26. №37 - „სოციალისტური საქართველოკომუნისტები”;

27. №38 - საარჩევნო ბლოკისახალხოხალხის ერთსულოვნება”;

28. №39 - „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა”;

29. №41 -ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

 

ამასთანავე, ცესკომ, სხვადასვა მიზეზით, 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, უარი უთხრა საარჩევნო რეგისტრაციაზე. ესენია:

1. პ/გ "საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია";

2. პ/გ "ახალი პოლიტიკური გაერთიანება" (შემოკლებული დასახელება -"გირჩი");

3. პ/გ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს";

4  პ/გ "საქართველოს კომუნისტური პარტია" ;

5  პ/გ "ქართული დასი".

 

მაშასადამე, მთლიანობაში გამოიკვეთა საარჩევნო პროცესში ამა თუ იმ ფორმით ჩართული: 29 + 5 = 34 პოლიტიკური სუბიექტი [გაერთიანება].

როგორც ზემოთაც გავეცანით, მათ შორისაა - 5 საარჩევნო ბლოკი. ესენია:

1 „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართელო" [„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"];

2. „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ [„ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა"; „ევროპელი დემოკრატები"];

3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)];

4. „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო" [„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"; „თავისუფალი საქართველო"];

5. სახალხო-ხალხის ერთსულოვნება [„ხალხის პარტია"; „სახალხო პარტია"].

 

ზემოთქმულის ფონზე, მოდით თვალი გადავავლოთ - რა გვეუწყება გოეთეს „ფაუსტში“. განსახილველ საკითხთან მიმართებაში, „ფაუსტისეული“ თხრობა ჩვენს ყურადღებას თავიდანვე ასე წარმართავს:

„ვინ ისაკუთრებს ქვეყანას შენსას, ხომ ხედავ ყველგან აგებენ სახლებს [კოდია], და ყველას უნდა ცხოვრება ცალკე [პარტიული გაერთიანების არსი - გ.ს.]. ჩვენ მათ მივეცით იმდენი ნება, რომ ჩვენ თვითონვე არა-რა გვრჩება. პარტიებიც ვის ეპიტნავება, გინებაც ძალუძთ და ქებაც რიხით, სიყვარულიცა და მძულვარებაც...“ [იქვე, გვ. 300].

კოდირებული - „პარტიებიც ვის ეპიტნავება“-ს თემის შემოტანის შემდეგ, იქვე გამოკვეთილია ის ზედა ზღვარი, რომლის დადგომამდეც უნდა განვითარდეს მოსახდენი პროცესი -

„მაშ კარგი, ზეიმს [კოდია] შევუდგეთ ახლავ, ვიდრე დამდგარა დიდმარხვის დღენი, და გადვიხადოთ სუყველამ ერთხმად ჩვენ კარნავალი [კოდია] აქ დიდი ლხენის...“ [იქვე, გვ. 308].

მაშასადამე, კოდირებული თხრობა გვაუწყებს, რომ ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში მოსახდენი საძიებელი პროცესი, რომელსაც „ფაუსტისეული“ თხრობა - „ზეიმსა“ თუ „კარნავალს“ უწოდებს, უნდა განვითარდეს - „ვიდრე დამდგარა დიდმარხვის დღენი“.

ჩვენი სინამდვილიდან, ანუ 2017 წლის თვალთახედვიდან გამომდინარე, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ აღნიშნული უნდა მიგვანიშნებდეს - მომავალი, ანუ 2018 წლის აღდგომის [8 აპრილი] წინმსწრებ 49 დღიანი - დიდმარხვის დადგომამდე [18 თებერვალი] დროში განსავითარებელ პროცესზე.

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ 2017 წ. 22 აგვისტოს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 2017 წ. 21 ოქტომბერი დადგინდა.

საარჩევნო კოდექსით - მერის არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვებისათვის, მონაწილე ამომრჩეველთა - 50%-იანი ზღვარია დადგენილი. ამას თუ დავუმატებთ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებისათვის კანონით დადგენილ ზღვარსა და არჩეულ საკრებულოთა პირველი სხდომის ჩატარების ვადებს, მაშინ ცხადი გახდება, რომ მიმდინარე საარჩევნო თემატიკა, სავარაუდოდ - 2017 წლის დეკემბრის თვეში ამოიწურება.

მაშასადამე, 2017 წ. აგვისტოდან დაწყებული განსახილველი საარჩევნო პროცესი, თუ ღმერთი ინებებს, სწორედ იმ დროში უნდა დასრულდეს, როგორც ეს „ფაუსტისეულ“ თხრობაშია მოცემული, ანუ - „ვიდრე დამდგარა დიდმარხვის დღენი“ [2018 წ. თებერვალი].

გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილის ქვეთავში - „მასკარადი“, იგავური თხრობით მოცემულია ე.წ. – „ზეიმის“, „კარნავალისა“ თუ „მასკარადის“ ტერმინით გამოკვეთილი „არჩევნების“ ზოგადი ხასიათი -

„...ყველა [აქ - არჩევნებთან დაკავშირებულმა] კაცმა იცვალა სახე: ასე თუ ისე გამოსულს ქვეყნად, საჯაყი ჩაჩი ახურავს თავზე; იჩემებს სიბრძნეს, ქცეულა კვეხნად, მაგრამ როდესაც ახლოდან უცქერ, ბრძენკაცში სულელს შეიცნობ უცებ“ [იქვე, გვ. 309].

და აი, ამავე თავში [იხ. გვ. 308 – 337] მოცემულია ე.წ. „მასკარადში“ სხვადასხვა ფორმით ჩართულ პირთა [პერსონაჟთა] ჩამონათვალი. ესენია:

1. ჰეროლდი; 2. მეწალკოტე ქალები; 3. ზეთისხილის ტოტი ნაყოფით; 4. ოქროს თავთავთა გვირგვინი; 5. ფანტასტიკური გვირგვინი; 6. ფანტასტიკური თაიგული; 7. ვარდების თაიგული; 8. მეწალკოტე კაცები; 9. დედა; 10. შეშის მპობელნი;

11. პოლიშინელები; 12. პარაზიტები; 13. ლოთი; 14. ქორო; 15. სატირიკოსი; 16. გრაციები [აგლაია; ჰეგემონე; ეფროსინე]; 17. პარკები [ატროპოსი; კლოთო; ლაქეზისი]; 18. ფურიები [ალექტო; მეგერა; ტიზიფონე]; 19. შიში; 20. იმედი;

21. გონიერება; 22. ზოილო - თერსიტე; 23. ხმები ბრბოში; 24. მეეტლე ბიჭი; 25. პლუტოსი; 26. ქალთა ხმა [გამხდარი; უფროსი ქალი]; 27. ხალხის ხმა; 28. სიძუნწე; 29. ფაენები; 30. სატირი;

31. გნომები; 32. ბუმბერაზნი; 33. ნიმფების ქორო და 34. გნომების დეპუტაცია.

როგორც ვხედავთ ე.წ. „მასკარადში“ გამოკვეთილია - 34 მონაწილე, ანუ სწორედ იმდენი ერთეული, რამდენი პოლიტიკური გაერთიანებაც სხვადასხვა ფორმით დაუკავშირდა 2017 წლის საარჩევნო პროცესს.

და კიდევ.

როგორც ზემოთ ვნახეთ 2017 წ. 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისათვის  დარეგისტრირდა - 5 საარჩევნო ბლოკი. „ანალოგიური“ მინიშნებაა მოცემული „ფაუსტისეულ“ თხრობაშიც, სადაც, მასკარადში მონაწილე ინდივიდუალურ პირთა პარალელურად, ასევე გამოკვეთილია სხვადასხვა ნიშნის მატარებელი - 5 პირობითი ჯგუფი. ესენია:

1. გრაციები [აგლაია; ჰეგემონე; ეფროსინე]; 2. პარკები [ატროპოსი; კლოთო; ლაქეზისი]; 3. ფურიები [ალექტო; მეგერა; ტიზიფონე]; 4. ზოილო - თერსიტე და 5. ქალთა ხმა [გამხდარი; უფროსი ქალი].

ამდენად, 2017 წლის არჩევნების თემატიკასთან „დაკავშირებულ“ „ფაუსტისეულ“ თხრობაში მოცემული კოდირებული ნიშნები:

- ე.წ. „მასკარადის“ ჩატარების დრო [„ვიდრე დამდგარა დიდმარხვის დღენი“];

- მასში მონაწილე პერსონალიები [34];

- და მათ შორის გამოკვეთილი - 5 პირობითი ჯგუფი,

და წარმოდგენილი ანალიზი, უფლებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ - ბოლო ჟამის მისტერია ნორმით სრულდება.

 

2017 წ. აგვისტო-სექტემბრის: ხანძრები, [„ზვიადი“], წვიმა, მიწისძვრა, შტორმი,

ანუ ნიშნები „ეშმაკის განკითხვისეული [მხილების] ეტაპის“ დასასრულისა

ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის აგვისტო - სექტემბერი, გარდა ე.წ. წინასაარჩევნო ციებ-ცხელებისა, საქართველოს უახლოეს [მინიმუმ ასწლოვან] ისტორიაში არნახული რაოდენობისა და სიძლიერის ხანძრების კერებით გაჩენით გამოირჩა.

პრესაში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მარტო 16 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდში, ხანძრის შესახებ - 508 შეტყობინება დაფიქსირდა. მაგალითად, 25 აგვისტოდან ათვლით ერთი კვირის მანძილზე ხანძრის თაობაზე არსებული - 142 შეტყობინება ასე „გადანაწილდა“ – 49 კახეთის მხარეში, 28 - შიდა ქართლში, 24 - ქვემო ქართლში; 20 - სამცხე-ჯავახეთში; 14 - მცხეთა-მთიანეთში; 4 - აფხაზეთში; 2 - იმერეთში; 1 - თბილისში.

მთლიანობაში, ხანძრის ყველაზე მაშტაბური განვითარება ბორჯომის ხეობაში დაფიქსირდა. აქ და სხვა ადგილებში გაჩენილი ცეცხლის კერების ჩასაქრობად, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელორუსიისა და უკრაინის სპეციალური ტექნიკისა და მეხანძრეთა პარალელურად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართვაც კი გახდა საჭირო

ხანძრების პირობითი ეპოპეა - 27 სექტემბერს „დასრულდა. თავისი მასშტაბით გამორჩეულ ბორჟომის ხეობაში კვლავ გაჩენილი - „ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 600 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 800 თანამშრომელი. ვერტმფრენებმა 5 დღის განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარის ქრობის მიზნით, 560 აფრენა განახორციელეს...“.

ღმერთის ნებით, უზარმაზარი ეკონომიკური ზარალის გამომწვევი ხანძრების შედეგად არავინ გარდაცვლილა.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ჩვენის აზრით - „...წინასწარნაუწყებ ნიშნებზე დაყრდნობით ჩატარებული, თითქმის სამი წლის მანძილზე მიმდინარე პროცესების არსის წარმომჩენი გამოკვლევა - „მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით’ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“ [იხ. ბროშურა, თბ. 2015-2016-2017], გვიდასტურებს მაცხოვრის მიერ მითითებულის - „ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია“, თავისი მისტერიული ფორმით აცხადებას [გამოვლენას]...

ბიბლიური 430 დღიანი მიჯნის თავზე საქართველოს ტერიტორიაზე გამძვინვარებული ხანძარი:

ერთის მხრივ გვიდასტურებს, ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში გასავლელი - „ეშმაკის“, ანუ „სიცრუის სულის“ მხილებისეული ეტაპის დადგომა-გასრულებას;

ხოლო მეორეს მხრივ გვაუწყებს თავად ბოლო ჟამის გასრულებისეული მიჯნის მოახლოებაზე...“ [იხ. გაზ. N14 (1015), გვ. 3; 6].

ზემოთქმულის ფონზე მოდით ერთად გადავხედოთ „ფაუსტისეულ“ თხრობაში დაცულ იმ მინიშნებებს, რომლებიც მიმდინარე პროცესს ეხება.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ „ფაუსტისეულ“ თხრობაში ხარძრების თაობაზე არსებული ინფორმაცია ზემოთ უკვე განხილული ე.წ. „მასკარადის“, ანუ ბოლო ჟამში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესის აღმწერ მონაკვეთშია მოცემული.

კოდირებული თხრობა მართალია აღნიშნავს, რომ [ხანძრის მასშტაბის თვალსაზრისით] - „უსაშინლესი რამ მოხდება, ასე რომ ვიცი არ ირწმუნებენ თვით ამ ამბავს თაობებიც კი-ო [იქვე, გვ. 338], თუმცა ხაზს უსვამს, რომ ადამიანური მსხვერპლი არ იქნებაო:

„კვერთხი გადიქცა ცეცხლის ალებად...

ყველა დააფრთხო შიშის სამსალამ, ისე კი მგონი არვინ დამწვარა: ბრბო უკან იხევს, გულში შიშს იხვევს. რომ არ გადასცდეს საზღვარს მძვინვარი, უნდა მოვხაზო წრე უჩინარი“-ო [იქვე, გვ. 332-333].

ხანძრების თაობაზე საუბრის გაგრძელებამდე ჩანართის სახით აი, რა უნდა მოგახსენოთ,

ჩვენი გაზეთის N12(1013)-ში უკვე ვისაუბრეთ, ბატონი რამაზ ჩაჩიბაიას ერთგვარი ჩართულობის შემდეგ, ზუგდიდიდან ჩამოსულ დელეგაციასთან 2017 წ. ივლისში გამართული შეხვედრის თაობაზე, რომლის დროსაც უნდა გაგვერკვია 21 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენი საარჩევნო გაერთიანების წარდგინებით ზუგდიდის მერობის კანდიდატის დასახელების საკითხი.

შეხვედრის მონაწილეებს ნათლად განვუცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი მიზნიდან - „მხილებისეულ ეტაპში“ ჩვენი წვლილის შეტანიდან გამომდინარე, მზად ვიყავით ყოველგვარი [მატერიალური თუ სხვა[ წინაპირობის გარეშე მხარი დაგვეჭირა მათ მიერ ზუგდიდიდს მერობის კანდიდატად შემოთავაზებილი ბ-ნი ზვიად სიჭინავას კანდიდატურისათვის.

მოგვიანებით, ბ-მა ზვიადმა, ჩვენი თხოვნით მასთან მისულ ბ-ნ რამაზ ჩაჩიბაიას განუცხადა, რომ მისთვის ჩვენს მიერ გაცხადებული უპირობო მხარდაჭერა ერთგვარი ეჭვის საფუძველს წარმოადგენდა, რამეთუ - „გელა სალუაშვილი, მხარდაჭერის სანაცვლოდ, არც ფულს ითხოვს და არც სხვა პირობებს აყენებს, და ვაითუ წინასაარჩევნო პროცესში ბოლომდე მხარი აღარ დამიჭიროსო“.

მას შემდეგ, რაც ბ-მა რამაზმა მას აუხსნა რომ ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს არა მატერიალური არამედ სულიერი ფასეულობები წარმოადგენდა, ბ-მა ზვიადმა განუცხადა, რომ საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე, იგი თბილისში გამართავდა ჩვენთან შეხვედრა-კონსულტაციას.  

არჩევნებში სავარაუდო კანდიდატების დასახელების უფლების მოსაპოვებლად პოლიტიკური პარტიებისა თუ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციისათვის დადგენილი ვადა 25 აგვისტოს იწურებოდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩვენთან დაანონსებული შეხვედრის პარალელურად, ბ-ნ ზვიადს, ზუგდიდის საოლქო კომისიაში საინიციატივო ჯგუფი დაურეგისტრირებია. და საბოლოოდ სწორედ ამ ფორმით ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში.

ყოველივე ზემოთქმულში სიცრუის ელემენტების არსებობის მიუხედავად, ჩვენის მხრიდან ბ-ნი ზვიადისათვის წარმატება გვისურვებია, რამეთუ ვიცით, რომ ღმერთის წინაშე შეუმცდარი ვერავინ წარვდგებით.

„ფაუსტისეული“ თხრობა, განსახილველი „კარნავალის“ ქვეთავში, ბოლო ჟამში მომხდარ ამ პროცესზე ასეთი ფორმით მიგვანიშნებს - „ვართ ნათესავნი კეთილ სულების, კლდის დოსტაქარნი, ცნობილნი კარგად, მაღალ მთებს ვუჭრით გულმკერდს ცულებით და ძარღვებიდან სისხლს ვუშვებთ ხარბად, მთებად ვახვავებთ ლითონს ნაჭრებად...

ხოლო ამ რკინით, ზვიადი კაცი [კოდია] მომაკვდინებელ იარაღს ჭედავს. და ვინც კი არღვევს სამად სამ მცნებას, სხვასაც უარყოფს იმისი ნება; მაგრამ აქ ბრალი არ გვიდევს ჩვენა და შეეჩვიეთ თქვენც ჩვენებრ თმენას“ -ო [იქვე, გვ. 336].

ეხლა კი მოდით ხანძრის თემატიკას დავუბრუნდეთ.

როგორც ითქვა, ჩვენის აზრით 2017 წ. აგვისტო-სექტემბერში გაჩენილი ხანძრებით ე.წ. :ეშმაკის განკითხვის“, ანუ „მხილებისეული ეტაპის“ დასრულებაზე მიგვენიშნება.

როგორც მოგეხსენებათ, მითოსურ წყაროებში  დაფიქსირებული - პანი, ერთ-ერთი ფორმით ეშმაკის სახებას წარმოადგენს: „პანი - მწვანე ტყეების და ატეხილი ჭალების არკადიელთა ღვთაება... პანი ნარევი არსებაა. ზედა ტანი და ხელები ადამიანისა აქვს, წელსქვევით კი ბანჯგვლიანი ვაცია... ქრისტიანებმა ბევრი რამ ისესხეს ქაჯისა და ეშმაკის სახეების შექმნისას...“ [აკ. გელოვანი, „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბ. 1983 წ., გვ. 388].

„ფაუსტისეულ“ თხრობაში ხანძრები სწორედ - პანის თემის დაფიქსირების ფონზე მიმდინარეობს, რაც, ჩვენის აზრით კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყოველივე ამით „ეშმაკის მხილების“ დროის დადგომის შეცნობა უნდა შევიძლოთ.

ტექსტში ვკითხულობთ - „ქონდრის ხალხს მოჰყავს დიადი პანი, ცეცხლის წყაროსკენ გასწიეს მშვიდად; ის [ანუ - ხანძარი] ხან იფეთქებს, ხან არის მკრთალი [სწორედ ასე ვითარდებოდა ეს ხანძრებიც] და დაღებული აქვს პირი დიდად. ცეცხლმა დუღილი დაიწყო ისევ, დიადი პანი დამდგარა იქვე, სიამით უმზერს სასწაულს იგი...

აგერ, ბრბო მოდის კიდეც საშველად, მაგრამ ძნელია აქ გადარჩენა! რარიგ მძვინვარებს, შფოთავს ხანძარი, ცეცხლი მოედო ყველას საზარი; მძლავრ სტიქიონით აულაგმავით, ჩანს მასკარადი [აქ - არჩევნების თემატიკაა ხაზგასმული] სრულიად იწვის...

უკვე მოედო ტყეს ირგვლივ ალი, ცეცხლის ენები საშინლად ელავს, იქ ხის კოჭები იწვის ვით კვარი და ეს ხანძარი სულ უფრო ღელავს...“ [იქვე, გვ.338].

როგორც ითქვა [და ვიცით] პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტში დადასტურების შემდგომად, ხანძრების ჩაქრობის პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალის ნაწილები იქნა გამოყენებული.

ტექსტში აღნიშნული ასეა მინიშნებული - „ნახშირივით კლდეები შავნი ცეცხლის ენებით ლაპლაპებდნენ ჩემს წინ საშინლად, ხან აქ და ხან იქ იფეთქებდა მძლავრი კოცონი, ათას ნაწილად იბნეოდა ჩვენსკენ მოწოლით და კვლავ მოსჩანდა [აქ, კოდი - „კვლავ“, ხანძრის კერის ბორჯომის ხეობაში ხელმეორედ გაჩენაზე უნდა გვანიშნებდეს] აღმართული ცეცხლის თაღები.

მაღალ სვეტებად ადიოდა მისი ალმური, შემდეგ კი თითქოს გაქრებოდა უკან დახევით, და შორს სივრცეში ამ საკვირველ სვეტების იქით, ვხედავდი ხალხთა მოძრაობას ჩემსკენ რიგ-რიგით; წინ მოიწევდნენ გაბედულად და აღგზნებითა... მე ჩემი ბევრი ჯარისკაცი ვიხილე მათთან და მომეჩვენა თავი მეფედ სალამანდრათა [კოდია]...“ [იქვე, გვ. 340].

ხანძრების აღმწერ „ფაუსტისეულ“ თხრობაში დაცულია კიდევ ერთი მინიშნება, რომელიც ჩვენს ყურადღებას ამახვილებს - ამ დროის მონაკვეთში მოსახდენ სხვა ბუნებრივ მოვლენაზე.

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წ. 1 სექტემბერს საქართველოში დაფიქსირდა მცირე სიძლიერის მიწისძვრა. განსახილველ ტექსტში აღნიშნულის თაობაზე ასეა ნაწინასწარმეტყველები - „უკვე შიში იპყრობს ყველას, დროა მივყოთ თავი შველას! იმოქმედე კვერთხის ძალით, რომ შეირყეს მიწა კრძალვით“-ო [იქვე, გვ. 339].

კოდირებული - „შეირყეს მიწა კრძალვით“, ჩვენს სინამდვილეში, აღნიშნული მიწისძვრის სიძლირეზე უნდა გვანიშნებდეს... და მართლაც - „კრძალვით~ შეირყა მიწა, რამეთუ - მიწისძვრის სიმძლავრემ მხოლოდ 3,8 მაგნიტუდას შეადგინა.    

მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ აღნიშნული ხანძრების „ეპოპეა“ სექტემბრის ბოლოსთვის დამდგარი ამინდის მკვეთრად გაუარესების ფონზე დასრულდა. კერძოდ - „გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სააგენტოდან აცნობეს, 27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე, აგრეთვე 2-4 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელ-ჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“.

როგორც ვიცით ყოველივე ზუსტად ასევე წარიმართა.

მოდით ვნახოთ, როგორაა ასახული განსახილველ ტექსტში - „ხანძარი“, „ძლიერი წვიმა“ და ზღვაზე განვითარებული „შტორმი“:

„...იმოქმედე კვერთხის ძალით, რომ შეირყეს მიწა კრძალვით [01. 09. 2017 წ. მომხდარი მიწისძვრა]. შენ, ჰაერო, იალქანით მოდი ცივი ნიავქარით! [აქ - ამინდის მკვეთრი გაუარესება]. გამოჰქროლეთ თქვენ ღრუბელნო, ჩამონისლეთ გზა და კვალი და დაჰფარეთ ცეცხლის ალი, მოგვევლინეთ წვიმით, ნისლით და ჩააქრეთ ცეცხლი რისხვის. ირგვლივ სწრაფი მისვლა მოსვლით შეებრძოლეთ ცეცხლის ელვას წყლად იქეცით ერთად ყველა და მძვინვარე ხანძრის ღელვა დაამშვიდეთ ნელა-ნელა...

და მბრძანებელიც მეფევ  შენ ხარ [კოდია] მიწიდან ცამდე! ყველა სტიქია შენ უდავოდ გემორჩილება. მრისხანე ცეცხლის მორჩილება ხომ გამოსცადე, ახლა იხილე ზღვის ტალღების აბობოქრება [აქ - შტორმი]...“ [იქვე, გვ. 339-341].

 აი, ამდაგვარად განივთდა ჩვენ წინაშე, „ფაუსტისეულ“ ტექსტში დაფიქსირებული, ერთის მხრივ „ზვიადისა“, და მეორეს მხრივ - „ხანძარზე“, „წვიმაზე“, მიწისძვრასა“ თუ „შტორმის“ თაობაზე არსებული მინიშნებანი.

ყოველივე ზემოთქმული კი, როგორც ითქვა მეორედ ძალმოსილებით მოსული უფალ იესუ ქრისტეს გამოჩენამდელ დრომდე გასავლელი ე.წ. „ეშმაკის განკითხვის“, ანუ „მხილებისეული ეტაპის“ დადგომა-გასრულებაზე მიგვანიშნებს.

წერილის ამ მონაკვეთს, ბიბლიური მინიშნებით დავასრულებთ - „უთხრა: გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე. აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსრველი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწის ძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი. მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი; ცეცხლის მერე - ოდნავი ჩქამი („ჴმაჲ წულილისა ნიავისა“)“ [3 მეფ. 19,11-12].

დიახ, ე.წ. „ხანძრების ეტაპი“, დაწერილისდა მიხედვით, ისე გაილია, რომ  - „არც ცეცხლში იყო უფალი“.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

 

საქართველოს წიაღისეული,

ანუ - „ჩამარხულია მიწის გულში სიმდიდრე ჩუმად“

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის შემდგომად, კერძოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა გაერთიანებას „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ შემოუერთდა: საქართველოს პროგრესულ-რეალისტური პარტია, მისი თავმჯდომარის ბატონ რომულ ჯაფარიძის სახით.

ეზოთერულ ცნობიერებასთან ზიარების რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, ბატონი რომული, სხვა საკითხებთან ერთად, აქტიურად იკვლევს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სავარაუდო წიაღისეულთან დაკავშირებულ თემატიკას.

საპარლამენტო არჩევნების ფორმატში, 2016 წ. 4 ოქტომბერს, ტ/კ „ქართული ტვ“-ს ეთერში ჩვენი საარჩევნო გაერთიანების წევრთა სტუმრობისას, ბ-ნი რომული მოკლედ შეეხო ზემოთ აღნიშნული საკითხის რამოდენიმე ასპექტს.

და აი, ერთი წლის შემდგომად, კერძოდ - 2017 წ. 7 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების საკითხთა განხილვის მიზნით ლასკარში მორიგი სტუმრობისას, ბატონმა რომულმა, ჩვენი, თითქმის 30 წლიანი ნაცნობობის მანძილზე პირველად, მეტ-ნაკლებად დეტალურად ისაუბრა იმ სავარაუდო სიმდიდრის არსებობისა და განლაგების სქემის თაობაზე, რომელსაც საქართველოს მიწა „ინახავს“.

მის მიერ გაკეთებულ მოკლე ჩამონათვალში მოექცა - თეთრი ნავთობით მდიდარი ნავთობკრატერი; შვიდ ათეულზე მეტი ოქროს საბადო; უმდიდრესი ალმასის საბადო; უზარმაზარი ენერგო სიმძლავრის მატარებელი, თითქმის ასამდე ენერგო კომპლექსი [ბლოკი]; დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის განძის საცავი და სხვა.

ერთსაათიანი საუბრის ბოლოს ბ-მა რომულმა იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ ჩატარებული წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდგომად, სავარაუდოდ ამ წლის ბოლოსთვის, უკვე შესაძლებელი გახდებოდა აღნიშნული სიმდიდრის მოძიებისათვის საჭირო პრაქტიკული სამუშაოების პირველი ეტაპის დაწყება. მისი აზრით, აღნიშნული წიაღისეული სიმდიდრის მოპოვება, მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, „საქართველოს გაბრწყინებისაკენ“ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იქნებოდა.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით თვალი გადავავლოთ ჩვენს მიერ განსახილველ ტექსტს და ვნახოთ, თუ რას გვკარნახობს აღნიშნულის თაობაზე „ფაუსტისეული“ თხრობა. კერძოდ მასში ვკითხულობთ:

„აბა მითხარი, სად არ არის ნაკლი ამ ქვეყნად? ზოგს რა აკლია, ზოგს კიდევ რა და ჩვენ კი - ფული. თუმც იატაკზე გაბნეული არ არის იგი, სიბრძნე ჰპოვებს და აღმოაჩენს მას მიწის გულით.

მთების ძარღვებში და კედლების მკვიდრს საძირკველში ზოდებს ბაჯაღლო ოქროისას მიაგნებს თვალი. იქნებ იკითხავ, თუ ვის ძალუძს მისი დაპყრობა? - ნიჭიერ ძეკაცს, ბუნებისა და სულის ძალით“ [იქვე, გვ. 302].

სხვადასხვა მიზეზით მიწის წიაღში ჩამარხული განძის თაობაზე, ტექსტი ასე იუწყება:

„ადვილი საქმე თუმცღა სწორედ იქმნება ძნელად. სულ ახლოსაა განძი, მაგრამ რომ მიაღწიო, საჭირო არის ხელოვნება აუცილებლად. თქვენ გაიხსენეთ საშინელი ძველი დროება, როცა ქვეყანას ურდოები ემუქრებოდნენ და უპირებდნენ მას წალეკვას ნიაღვარივით, განძის დამალვას მაშინ ყველგან ეშურებოდნენ. ასე ხდებოდა ეს ამბავი თვით ძლიერ რომში, ასევე ხდება მას შემდეგ და ახლაც ჩვენს დროში; ჩამარხულია მიწის გულში სიმდიდრე ჩუმად“ [იქვე, გვ. 303].

და კიდევ - „მაგრამ ძნელია გაგება უცბად, თუ რაოდენი განძია უქმად. ვთქვათ თუნდ ხნავს გლეხი და ოკრო-ბოკრო ნახნავში უცებ პოულობს ოქროს. ანდა ღატაკი, საპყარი კაცი, ზედშემდგარ ბათქაშს ძველ კედელს აცლის და ოქროს ფუთას ნახულობს მერე და სიხარულით ჩაავლებს ხელებს...

მაგრამ რაოდენ შრომას და გარჯას, რა ჯურღმულებში ძრომას და ამაგს გადაეყრება მძებნელი განძის, ვიდრე მიაღწევს ქვესკნელით ამას. ძველ სარდაფებში შორეულ მხარეს, მოცული ოქროს ლანგარ-თეფშებით, იგი სიამით აივსებს თვალებს, იქვეა ლალის აზარფეშებიც; და თუ მოილხენს სულით და გულით ღვინოც იქვეა მამა-პაპური. არა თუ მარტო ოქრო და ლალი, ან ძველი ღვინო, ძვირფასი თვალი, იქ სხვაც ბევრია განძი შთენილი ბნელით მოცული და დამტვერილი“ [იქვე, გვ. 307].

„ფაუსტისეული“ თხრობა, იქვე,  ორ, კონკრეტულ დროით მითითებასაც იძლევა.

როგორც მოგეხსენებათ შემოდგომის ბუნიობის [დღეღამტოლობის[, ანუ 22 სექტემბრის შემდგომად დღე თანდათან კლებას იწყებს, და სიბნელის მატება ზამთრის მზებუდობამდე, ანუ - 22 დეკემბრამდე გრძელდება.

ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ბ-ნ რომულ ჯაფარიძესთან წარმართული ჩვენი საუბარი, 22 სექტემბრიდან დაწყებული სიბნელის მატების პერიოდში, ანუ - 7 ოქტომბერს გაიმართა.

„ფაუსტისეულ“ თხრობაში გვეუწყება - „და ამ დოვლათს რომ შეეხოს ხელი, გზას მისკენ მხოლოდ გაიკვლევს ბრძენი. მაგრამ დღისით [კოდია] ცდა ჩაივლის უქმად, საიდუმლოს ხომ სიბნელე უყვარს“-ო [იქვე, გვ. 307].

როგორც ითქვა, საქართველოს მიწის წიაღში დაფლული სიმდიდრის მოძიების პრაქტიკული საქმიანობის დაწყება,  ბ-ნი რომულის მოლოდინით, ამ წლის ბოლოდან შეძლება გახდეს შესაძლებელი.

მეორეს მხრივ, „ფაუსტისეულ“ თხრობაში სხვადასხვა ტერმინით [„ზეიმი“, „კარნავალი“, „მასკარადი“] მოხსენიებული და ჩვენს რეალობაში ამა წლის ადგილობრივ არჩევნებად განივთებული პროცესის მთელი ციკლი, როგორც ითქვა - 2017 წ. დეკემბრამდე გრძელდება.  

მეორე კოდირებული დროითი მინიშნება, სწორედ აღნიშნულ დროის მონაკვეთზე გვითითებს. ტექსტში ვკითხულობთ:

„მაშ, ხელთ აიღე თოხი და ბარი, გლეხური შრომით ჰპოვებ დიდებას, ოქროს ხბოების [კოდია] მთელი ნახირი იწყებს მიწიდან უცბად ვლინებას...

მაშ ჩქარა, ჩქარა! ნუ აყოვნებთ, საჩქაროდ ჰქენით!

დიდო ბატონო! შეიკავეთ სურვილი თქვენი, გადაიხადეთ ჯერ ზეიმი [აქ - არჩევნების მთელი ციკლი] ეგ მხიარული“-ო [იქვე, გვ. 307].

  ჩვენი წინამდებარე საუბარი სწორედ ამით გვინდა დავასრულოთ. გვახსოვდეს, რომ - „დაფარულნი საიდუმლონი სახარებისანი უკანასკნელ ჟამს საცნაურ უნდა იქნეს“[სულხან-საბა].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ! 

  მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

   

...

ღვთისმშობლობას მოგილოცავთ,

დალოცვილი იყოს ერი,

ათონიდან „მობრძანდება“

ჩვენი დედა - ღვთისმშობელი...

მობრძანდება - მისი მადლით

აივსება ერი-ბერი,

საქართველოს მიწა-წყალზე

ვეღარ იბოგინებს მტერი.

შვებას იგრძნობ საქართველოვ,

ჭრილობა შეგიხორცდება,

დაკარგული თითო გოჯი

ყველა უკან დაბრუნდება...

ირიჟრაჟებს ცის კიდურზე,

და სინათლე „გამოჩნდება“,

ბნელი ძალას დაკარგავს და

არეული - დალაგდება...

ბოლოს გამოცანას გამცნობთ:

[ბევრისთვის იქნება ძნელი]

მალე ყველა ერთად ვნახავთ

კაცს, რომელსაც ასე ველით,

მას, ვინც ერთდროულად არის

სტუმარიც და მასპინძელიც...

ეკატერინე

 ხრიკული

  

 

სასუფევლის დახშულ კარებთან

ბედნიერების დახშულ კარებთან

დგანან ერები...

ქართველი ის ერია

მხრებით იტვირთა საღვთო მისტერია.

ურწმუნო თომაც გამოერია...

დასანანია - „გამცემი იუდა“ მრავალი ერია.

მუნჯი ზარია საქართველოში

არს ტკივილები მშობიარობის,

თითქოს დღეს არის ნიშნები

მეორედ მოსვლის...

ზეცა ნიშნებს გვეუბნება:

ის გადარჩება,

ვინც საკუთარ სხეულს

სატანის ბუდედ არ გადააქცევს...

 

დინა [დიანა]

 ჯიქია