Print

გაზეთი N 18 [1019]

2017 წლის 21 ოქტომბრის

თვითმმართველობის არჩევნების ქრონიკები

ჯვარცმისაკენ მიმავალ მაცხოვარს -

ეკლის გვირგვინი ახურავს....

[ეკალი, კუროისთავი თუ ნარ]

„ნარ" – 2015 წ.

„ე[კალ]ი" – 2017 წ.

 

2017 წ. არჩევნების აქტივობა, საქართველოს მასშტაბით, ასეთია: ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ტოლია - 3 440 123; ამთგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო -1 569 992 ამომრჩეველმა, ანუ - 45.64%.

მთელი საქართველოს მასშტაბით 3 644 უბანზე ჩატარებულ პროპორციულ არჩევნებში მონაწილე 26 საარჩევნო სუბიექტი, მიღებული ხმების მიხედვით, ასე გადანაწილდა:

1. N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“: 837 119 (55.74 %);

2. N5 ს/ბ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)]: 256 452 (17.08 %);

3. N2 ს/ბ ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ ["ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"]: 156 221 (10.4 %);

4. N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: 98 453 (6.56 %);

5. N10 „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“: 49 108 (3.27 %);

6. N3 ს/ბდიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველო“ [„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" „თავისუფალი საქართველო "]: 38 888 (2.59 %);

7. N27 ს/გ გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ [„ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა“ – „ევროპელი დემოკრატები"]: 18 429 (1.23 %);

8. N20 შენების მოძრაობა: 11 432 (0.76 %);

9. N6 რესპუბლიკური პარტია:            11 174 (0.74 %);

10. N31 თავისუფლებაზვიად გამსახურდიას გზა: 9 101  (0.61 %);

11.  N39 პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა: 2 291 (0.15 %);

12. N7 თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის: 1 914 (0.13 %);

13. N38 ს/გსახალხო - ხალხის ერთსულოვნება“ [„ხალხის პარტია" – „სახალხო პარტია"]: 1 891 (0.13 %);

14. N17 საქართველო: 1 872 (0.12 %);

15. N9 მემარცხენე ალიანსი: 1432 (0.1 %);

16. N28 ზვიადის გზა-უფლის სახელით [სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე]: 1 102 (0.07 %);

17. N4 გ.დ.მ.:  892 (0.06 %);

18. N37 სოციალისტური საქართველო – კომუნისტები:  882 (0.06 %);

19. N15 მშრომელთა სოციალისტური პარტია: 862 (0.06 %);

20. N1 მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის: 606 (0.04 %);

21. N14 საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია: 564 (0.04 %);

22. N34 მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”: 334 (0.02 %);

23. N23 ახალი ქრისტიან-დემოკრატები: 267 (0.02 %);

24. N18 ტრადიციონალისტები: 226 (0.02 %);

25. N11 ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა: 168 (0.01 %);

26. N29 ახალი მემარჯვენეები: 75 (0 %).

 

ჩვენი საარჩევნო გაერთიანება, პარტიული სიის მეშვეობით, მონაწილეობდა მხოლოდ: ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის ოლქებში ჩატარებულ პროპორციულ არჩევნებში.

ქ. თბილისში რეგისტრირებული - 843 423 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 409 763 ამომრჩეველმა [43,4%].

ქ. რუსთავში რეგისტრირებული -104 241 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 40 301 ამომრჩეველმა [38,66%]

მთლიანობაში ქ. თბილისის მასშტაბით ავიღეთ - 927 ხმა [0.07%]; რაიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ასეთია:

1. N3. საბურთალო: სულ 123 172 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო 58 457 [47,46%] - ავიღეთ 147 ხმა [0,26%];

2. N9. ნაძალადევი: სულ  128 506 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო 54 334 [42,28%] - ავიღეთ 127 ხმა [0,24%];

3. N2. ვაკე: სულ 97 245 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო 47 229 [48,57% - ავიღეთ 125 ხმა [0,28%];

4. N5. ისანი: სულ 105 843 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო 40 219 [38,0%] - ავიღეთ 94 ხმა [0,24%];

5. N8. დიდუბე: სულ 66 347 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო 32 128 [48,42%] - ავიღეთ 86 ხმა [0,29%];

6. N10. გლდანი: სულ 135 502 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო 55 052 [40,63%] - ავიღეთ 83 ხმა [0,15%].

7. N1. მთაწმინდა: სულ 51 030 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო - 24 708 [48,42%] - ავიღეთ 83 ხმა [0,35%];

8. N7. ჩუღურეთი: სულ 58 006 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო 25 950 [44.74%] - ავიღეთ 76 ხმა [0,3%];

9. N6. სამგორი: სულ 136 355 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო 54 422 [39.91%] - ავიღეთ 76 ხმა [0,14%];

10. N4. კრწანისი: სულ 41 417 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო 17 264 [41,68%] - ავიღეთ 30 ხმა [0,18%];


ქ, რუსთავის მასშტაბით ავიღეთ - 175 ხმა [0.46%].

 

ქ. რუსთავში ჩვენს მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა - ელგუჯა ქოჩიაშვილმა, 11 მონაწილეს შორის, - 251 ხმით [0,64%] დაიკავა - მეცხრე ადგილი.

 

ქ. თბილისში, ქ. რუსთავსა და ქ. ზუგდიდში წარდგენილი 12 მაჟორიტარი კანდიდატის მიერ მიღებული მაჩვენებლები ასეთია:

1. ნანა კოდელაშილი [ქ. თბილისი, ჩუღურეთის N7.15 ოლქი] – 141 ხმა [0,58%];

2. მურმან ხოჯანაშვილი [ქ. რუსთავის 20.5 ოლქი] - 67 ხმა [1,55%];

3. ზურაბ გობეჯიშვილი [ქ. რუსთავის 20.7 ოლქი] - 55 ხმა [1,02%];

4. ჯემალ ნინიკური [ქ. რუსთავის 20.6 ოლქი] - 34 ხმა [0,8%];

5. ქეთევან იაშვილი [ქ. რუსთავის 20.2 ოლქი] - 32 ხმა [0,98%];

6. რამაზ ჩაჩიბაია [ქ. ზუგდიდის 67.1 ოლქი] - 32 ხმა [0,87%];

7. ემზარ გოგოლაძე [ქ. რუსთავის 20.9 ოლქი] - 29 ხმა [1,03%];

8. ელგუჯა იმერლიშვილი [ქ. რუსთავის 20.3 ოლქი] - 28 ხმა [0,74%];

9. გოდერძი გუნაშვილი [ქ. რუსთავის 20.4 ოლქი] - 24 ხმა [0,56%];

10. ბესიკ ქოჩიაშვილი [ქ. რუსთავის 20.1პ ოლქი] - 21 ხმა [0,67%];

11. სიმონ გოჩიტაშვილი [ქ. რუსთავის 20.1 ოლქი] - 16 ხმა [0,81%];

12. ზურაბ ქობალია [ქ. ზუგდიდის 67,16 ოლქი] - 7 ხმა [0,47%];

 

ქ. თბილისში არსებულ 737 უბანზე ჩატარებულ პროპორციულ არჩევნებში მონაწილე 16 საარჩევნო სუბიექტი, მიღებული ხმების მიხედვით, ასე გადანაწილდა:

1. N41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: 205 650 (53.06 %);

2. N5 ს/ბ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)]: 68 432 (17.66 %);

3. N2 ს/ბ ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ ["ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"]: 35 586 (9.18 %);

4. N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“:  21 775 (5.62 %);

5. N10 „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“: 15 102 (3.9 %);

6. N27 ს/გ გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ [:ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა“ – „ევროპელი დემოკრატები"]: 13 355 (3.45 %);

7. N3 ს/ბდიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველო“ [„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" „თავისუფალი საქართველო "]: 12 321 (3.18 %);

8. N6 რესპუბლიკური პარტია:            6 229 (1.61 %);

9. N31 „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“: 2 381 (0.61 %);

10. N39 პროგრესულ - დემოკრატიული მოძრაობა“: 1 523 (0.39 %);

11. N17 „საქართველო“: 1 521 (0.39 %);

12. N28 „ზვიადის გზა-უფლის სახელით [სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე]“: 927 (0.24 %);

13. N15 „მშრომელთა სოციალისტური პარტია“: 862 (0.22 %);

14. N38 ს/გსახალხო - ხალხის ერთსულოვნება“ [„ხალხის პარტია" – „სახალხო პარტია"]: 820 (0.21 %);

15. N14 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“: 564 (0.15 %);

16. N9 „მემარცხენე ალიანსი“: 540 (0.14 %).

  

 

პოლიტიკური კორუფციის გზით

გახარჯული საბიუჯეტო სახსრები

წინასაარჩევნო პერიოდში, ლამის ტრადიციად დამკვიდრდა ტენდენცია, როდესაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, ამომრჩეველთა ხმების მოზიდვის მიზნით ამომრჩეველს ჰპირდებიან - საბიუჯეტო სახსრების ყაირათიანად გამოყენების [სახელფასო ფონდის შემცირება, პრემია-დანამატების შეზღუდვა და სხვა], და ამ გზით გამონთავისუფლებული თანხით - სოციალური პროგრამების [საპენსიო და სოციალური დახმარებების] დაფინანსების გაზრდას.

ამ ფონზე, მოდით ვნახოთ თუ როგორი გზებით ცდილობენ ხსენებული პარტიები თავისთვის - დამატებითი სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას.  

დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმის თანახმად - საარჩევნო ბლოკის მიერ დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტია, ე.წ. კვალიფიციური პარტიის სტატუსს იძენს. კერძოდ, ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობის“  ნორმის მიხედვით:

„2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით).

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა შედგება საბაზო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან.

5. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 300 000 ლარი.

6. თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიღებული აქვს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 6% ან მეტი, მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა გაორმაგდება“  [საქართველოს ორგანული კანონიმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, მუხლი 30,2-3; 5-6].

 ამდენად, ამოსავალი წერტილია - ბოლო არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ მიღებული შედეგი.

ზოგადად, პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნა - დაწესებული საარჩევნო ბარიერის ერთობლივი ძალისხმევით გადალახვის მიზნით ხდება. ასეთ შემთხვევაში, ამ გზით მიღებული სადეპუტატო მანდატების განაწილების მექანიზმი, ბლოკში შემავალი პარტიების მიერ წარდგენილ ერთიან პარტიულ სიაში ჰპოვებს ხოლმე ასახვას, რომელშიც ყველა პარტია თავისი გავლენის შესაბამისი კანდიდატთა რაოდენობითა და რიგითი ნომრებითაა წარმოდგენილი.

პოლიტიკური გარიგების [ვაჭრობის] შემთხვევაში, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვაში დარწმუნებული ე.წ. „ძლიერი“ პარტია, დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვების მიზნით - საარჩევნო ბლოკს ქმნის მისსავე სატელიტ ე.წ. „სუსტ“ პარტიასთან. ამ დროს ე.წ. ბლოკის პარტიული სია, როგორც წესი მხოლოდ ერთი, ანუ ე.წ. „ძლიერი“ პარტიის წევრებით კომპლექტდება.

ხსენებული მიზნით შექმნილი საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ, კვალიფიციურობის სტატუსისა, და შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ე.წ. „სუსტი“ პოლიტიკური პარტიის ფინანსურ რესურსს, ფაქტიურად განკარგავს ე.წ. „ძლიერი“ პარტია. აი ასეთია პარტიული კორუფციის კლასიკური მაგალითი.

 

ამ მცირე ჩანართის შემდეგ, მოდით „ნაც. მოძრაობის“ მაგალითზე ვცადოთ, მათ მიერვე მიერ, წლების მანძილზე დანერგილი - პარტიული კორუფციის სქემის არსში გარკვევა.

2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში „ნაც. მოძრაობა“, თავის სატელიტ პარტიასთან „ევროპულ საქართველოსთან“ ბლოკში მყოფი ჩაერთო. პარტიული კორუფციული სქემა აისახა მათ მიერ წარდგენილ ერთიან პარტიულ სიაში, სადაც ე.წ. „სუსტი“ პარტიის - „ევროპიული საქართველოს“ არც ერთი წევრი არ ყოფილა შეყვანილი.

საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ „ნაც. მოძრაობის“ გარდა, კვალიფიციური პარტიის სტატუსი, და შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო ბლოკში მყოფმა პარტიამ - „ევროპული საქართველო“.

მოგვიანებით, „ნაც. მოძრაობას“ განდგომილმა დეპუტატებმა, სახელმწიფო დაფინანსების მქონე, სწორედ ამ ე.წ. „სუსტი“ პარტიის ბაზაზე გააგრძელეს საქმიანობა.

ორივე ხსენებულმა ძალამ, კვლავ გააგრძელა ნაცად გზაზე სიარული, და 2017 წ. თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიულ კორუფციაზე ორიენტირებული საარჩევნო ბლოკები შექმნეს. კერძოდ:

- საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამი პარტიის ბაზაზე შეიქმნა, ესენია  1. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 2. „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" და 3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)]; თუმცა, პარტიული კორუფციის სქემის პრინციპიდან გამომდინარე, მათ მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში, არცერთი, ე.წ. „სუსტი“ პარტიის წევრი არ გახლდათ შეყვანილი;

- „ანალოგიური“ სურათია საარჩევნო ბლოკში: „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“, სადაც გაერთიანდა ორი პარტია - 1. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", და 2. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", თუმცა ერთიან პარტიულ სიაში ე.წ. „სუსტი“ პარტიის [„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"] არცერთი წევრი არ იყო შეყვანილი.

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ორივე საარჩევნო ბლოკმა გადალახა დაწესებული საარჩევნო ბარიერი, რის შედეგადაც მათში გაერთიანებულმა ყველა პარტიამ სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.

აქვე უნდა ითქვას, რომ თითქმის ანალოგიური სქემის გამოყენების გამო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშში მონაწილე ე.წ. პაატა ბურჭულაძის [ორი პარტია:  „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" და  „სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო"], ნინო ბურჯანაძის [ორი პარტია: „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"], აგრეთვე „პატრიოტთა ალიანსისა“ [ექვსი პარტია: 1. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", 2. "ტრადიციონალისტები", 3. "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო"; 4. "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", 5. "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა", 6.  "ახალი ქრისტიან - დემოკრატები"] და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ღია თუ ფარული საარჩევნო ბლოკების ფორმირების შედეგად, მთლიანობაში, სახელმწიფო ბიუჯეტს - 20 კვალიფიციური პარტიის დაფინანსების ვალდებულება შეექმნა.

მაშ ასე, დღეის მდგომარეობით, ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ე’წ’ კვალიფიციური სტატუსს ფლობს და, შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას იღებს - 20 პარტია. ესენია:

1. პგ "საქართველოს კონსერვატიული პარტია"

2. პმ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”

3. პგ „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”

4. პგ „ეროვნული ფორუმი”

5. პგ "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"

6. პგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

7. პგ „თავისუფალი დემოკრატები”

8. პგ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია"

9. პგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

10. პგ "ევროპული საქართველო"

11. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო

12 პგ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"

13 პგ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

14 პგ "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი"

15 პგ "თავისუფალი საქართველო"

16 პგ "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"

17 პგ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა"

18 პგ "ახალი ქრისტიან-დემოკრატები"

19 პგ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"

20 პგ "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო".

 

ამათგან, მარტო 2016 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი[საბაზისო დაფინანსება + დაფინანსების ფონდი] მიიღო 11 პარტიამ. ესენია:

1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: [2 052 943 + 473 452] = 2 526 395 ლარი;

2. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: [997 032 + 473 452] = 1 470 484 ლარი;

3. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო: [918 540 + 111 258] = 1 029 798 ლარი;

4. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია: [598 693 + 236 724] = 835 417 ლარი;

5. თავისუფალი დემოკრატები: [627 248 + 90 473] = 717 721 ლარი;

6. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს: [630 092 + 78 908] = 709 000 ლარი;

7. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: [438 572 + 236 724] = 675 296 ლარი.

8. საქართველოს კონსერვატიული პარტია: [595 092 + 78 908] = 674 000 ლარი;

9. საქართველოს რესპუბლიკური პარტია: [595 092 + 78 908] = 674 000 ლარი;

10. ეროვნული ფორუმი: [595 092 + 78 908] = 674 000 ლარი;

11. საქართველოს ლეიბორისტული პარტია: [384 906 + 236 724] = 621 630 ლარი;

 

მოდით თვალი გადავავლოთ, როგორი შედეგები აჩვენა ამ ე.წ. 20 კვალიფიციურმა პარტიამ 2017 წ. თვითმმართველობის არჩევნებში.

 

მიზეზთა გამო [კვალიფიციური სტატუსის დაკარგვის შიშით], არჩევნებში საერთოდ  არ მიიღო მონაწილეობა 5 პარტიამ. ესენია:

1. პგ "საქართველოს კონსერვატიული პარტია";

2. პმმრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;

3. პგ "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია";

4. პგ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა";

5. პგთავისუფალი დემოკრატები.

 

კვალიფიციური პარტიის სტატუსის მისაღებად საჭირო კანონით დადგენილი 3% ზღვარი ვერ გადალახა, არჩევნებში მონაწილე - 10 ე.წ. კვალიფიციურმა პარტიამ.ერძოდ:

1-2. საარჩევნო ბლოკში: „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ შემავალმა:

ა) „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-მ და

ბ) „თავისუფალმა საქართველო“-მ, რომლებმაც ერთად აიღეს 38 888 ხმა (2.59 %);

 

3. საარჩევნო ბლოკში: „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ მყოფმა „ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა“-მ, რომელმაც 18 429 ხმა მიიღი(1.23 %);

 

4-5. პგსაქართველოს რესპუბლიკური პარტია ორ ნაწილად გაიყო, და ასეთი შედეგი აჩვენა: 

ა) თავად რესპუბლიკურმა პარტიამ - 11 174 ხმა აიღო (0.74 %); ხოლო

ბ) ე.წ. „შენების მოძრაობა“-ში,ეროვნულ ფორუმთან“ გაერთიანებულმა ყოფილმა რესპუბლიკელებმა ჯამში - 11 432 ხმა (0.76 %) მიიღეს;

 

6.თავისუფლებაზვიად გამსახურდიას გზა“-მ მოიპოვა 9 101 ხმა (0.61 %);

7. პგ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"-მ მიიღო  892 ხმა (0.06 %);

8. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ მოპოვებული იქნა: 606 ხმა (0.04 %);

9. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“-ს მიერ აღებულ იქნა 267 ხმა (0.02 %);

10. „ტრადიციონალისტებმა“ აიღეს: 226  ხმა (0.02 %).

 

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მისაღებად საჭირო კანონით დაწესებული საარჩევნო ბარიერი გადალახა მხოლოდ ხუთმა პარტიამ. ესაა -

1. პგქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო [აიღო 837 119 ხმა - 55.74 %];

2 პგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" [საარჩევნო ბლოკის სახით აიღო 256 452 ხმა - 17.08 %];

3. პგ "ევროპული საქართველო" [საარჩევნო ბლოკის სახით აიღო 156 221 ხმა - 10.4 %];

4 პგ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" [აიღო 98 453 ხმა - 6.56 %];

5. პგ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" [აიღო 49 108 ხმა - 3.27 %];

 

ცესკოს მიერ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გავიგებთ იმ პარტიების საბოლოო ნუსხას, რომლებიც, დღეს მოქმედი „დაკანონებული ყაცაღობის“ მეშვეობით, ე.წ’ კვალიფიციურ სტატუსსა და შესაბამისად - სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ.

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

სამძიმარი

საარჩევნო გაერთიანება "ზვიადის გზა - უფლის სახელით" მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული მამულიშვილისა და თანამებრძოლის ბატონ რომულ ჯაფარიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო [გარდაცვალების დღე - 2017 წ. 21 ოქტომბერი; დიაგნოზი - ფილტვის ტრომბი]...

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, დე მსუბუქი იყოს მის სხეულზე დაყრილი ქართული მიწა, რომელიც მას ასე უყვარდა.

 

„დაგვიანებული“ გამოძახილი

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში [გაზ. N17(1018), 14. 10. 2017 წ.] გამოქვეყნებულ სტატიაში - „საქართველოს წიაღისეული, ანუ - „ჩამარხულია მიწის გულში სიმდიდრე ჩუმად“ [იქვე, გვ. 6-8], მიზეზთა გამო, არ მივუთითეთ, რომ „ფაუსტისეული“ ტექსტიდან [იხ. იოჰან ვოლფგანგ გოეთე, „ფაუსტი“, თარგმანი დავით ონიაშვილისა, თბ. 1962 წ.]. დამოწმებული სიტყვები - მეფისტოფელის მიერაა ნათქვამი.

2017 წლის 21 ოქტომბრის დროითი მიჯნის გავლის შემდგომად, კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ, იმავე ტექსტში მეფისტოფელის მიერ გამოთქმული თვალსაზრისის საპასუხოდ დაფიქსირებულ მინიშნებათა ნაწილს:

„მეფისტოფელი: ბა მითხარი, სად არ არის ნაკლი ამ ქვეყნად? ზოგს რა აკლია, ზოგს კიდევ რა და ჩვენ კი - ფული. თუმც იატაკზე გაბნეული არ არის იგი, სიბრძნე ჰპოვებს და აღმოაჩენს მას მიწის გულით. მთების ძარღვებში და კედლების მკვიდრს საძირკველში ზოდებს ბაჯაღლო ოქროისას მიაგნებს თვალი. იქნებ იკითხავ, თუ ვის ძალუძს მისი დაპყრობა? - ნიჭიერ ძეკაცს, ბუნებისა და სულის ძალით“ .

კანცლერი: ბუნება, სული! არ შეჰფერის ეს ქრისტიანებს [კოდია], ამისთვის სწვავენ ათეისტებს [კოდია] და კუდიანებს; ჩვენ ამდაგვარი ლაპარაკი საფრთხეს გვიქადის, ბუნება - ეს ხომ ცოდვაა და სული - ეშმაკი. მათი უმსგავსო ნაყოფი კი მხოლოდღა - ეჭვი. არა, ასეთი ლაპარაკი არ მოდის ჩვენში!..

ვხედავ ეშმაკი გზებს გვიხლართავს ჩვენ ოქროს ქსელით, მე მაგ საქმისგან, უნდა გითხრათ, კარგს არას ველი...“

მთავარსარდალი: ჭკვიანი არის ეს სულელი, ცბიერად ყველას, ვისაც რა უნდა ჰპირდება ხელად...

მეფისტოფელი: ან იქნებ ფიქრობთ, რომ გატყუებთ და თვალებს გიხვევთ, აგერ აქვე დგას ხომ ეს კაციც! ასტროლოგს [კოდია] ჰკითხეთ! ის ზედმიწევნით იცნობს ყველა ციურ სხეულებს...

ასტროლოგი (ლაპარაკობს იმას, რასაც მეფისტოფელი ჩასჩურჩულებს)...

ხალხის ხმა: ჩვენთვის ეს რაღაც ჩმახვაა მხოლოდ, მგონი მეასედ ამ სიტყვებს ვისმენთ; ასეთი ვინმეც თუ მოვა ბოლოს [კოდია] ისიც [კოდია] თაღლითი იქნება ისევ“ [იქვე, გვ. 302-305]. 

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ! 

  მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

მე-40 საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისათვის გამოიყენოს. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღისა.“;

 

2. 28-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს - „ი“ ქვეპუნქტი, შემდეგი რედაქციით:

„ი) გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარი.“;

 

3. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის არჩეულ წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში);

 

4. 61-ე მუხლის მე-2 მუხლის „დ1)“ ქვეპუნქტი - გაუქმებულ იქნეს.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

  განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის ვადებისა [უფლებამოსილების გასვლის წლის ოქტომბერი] და, აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადის ახლებურად განსაზღვრამ [„წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე...“ მუხლი 45,1], დღის წესრიგში დააყენა სხვა თანმდევი ნორმების დაზუსტების აუცილებლობა.

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში, გთავაზობთ - საუბნო საარჩევნო კომისიის  შექმნის ვადის კორექტირებას. კერძოდ:

ერთის მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, კანონმდებლობით - ოქტომბრის თვეზე ორიენტირებულ - საპრეზიდენტო [2013 წ. 27 ოქტომბერი], საპარლამენტო [2016 წ, 8 ოქტომბერი] და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების [2017 წ. 21 ოქტომბერი] თარიღებს, თავისთავად იკვეთება, უკვე აღნიშნული - :კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე „წინასაარჩევნო  კამპანიის [აგიტაციის]“ სავარაუდო დაწყების ქვედა მიჯნა - საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტოს თვის მეორე ნახევარი.

მეორეს მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით განსაზღვრული, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა-დანიშვნის [იხ. მუხლი 25,4-5], ასევე ამ კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ვადები [იხ. მუხლი 25,21], შესაბამისად, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე და 30-ე დღეებიდან იწყებს ათვლას; რაც ასევე საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტო-სექტემბრის თვეზე მოდის.

ზემოთქმულზე დაყრდნობით, ვხელმძღვანელობთ რა - სახელისუფლო რესურსისა და საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული  საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ვადა, და კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში დღეისათვის არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა“, შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი“.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი და ...“ - შემდეგ როფორც ტექსტშია.

არჩევნების ჩატარების პრაქტიკამ აჩვენა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ  დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ცალკეული წევრები, სხვადასხვა მიზეზით, უმეტეს შემთხვევაში, უარს აცხადებენ გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მათთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე.

ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობთ, შესაბამის ეფექტურობას მოკლებულია, საარჩევნო კოდექსით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის მინიჭებული უფლებამოსილება [იხ. მუხლი 61,1-ის „დ1“ ქვეპუნქტი].

აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, გთავაზობთ:

1. კანონის დონეზე განისაზღვროს, და გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში ასარჩევ წევრთ წილისყრაში მონაწილეობის ვალდებულება დაუწესდეს საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არჩევის წესით შერჩეულ წევრებს [იხ. მუხლი 24].

შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტში, საჭირო გახდება ორი ცვლილების განხორციელება. კერძოდ:

ა) „დ)“ ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის არჩეულ წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში);

ბ) აღნიშნულიდან გამომდინარე „დ1)“ ქვეპუნქტი უნდა გაუქმდეს.

 

2. შემოთავაზებული ცვლილების პარალელურად, ჩვენის აზრით, სასურველია ერთგვარად გაფართოვდეს, საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრული - „. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები“, და ამ მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის - „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარი.“.

 

საქართველოს პარლამენტის მიერ ზემოთქმული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, კერძოდ:

ერთის მხრივ - საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ვადები; და

მეორეს მხრივ ამ კომისიის წევრების მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულების შემოთავაზებული რეგულაცია,

ვფიქრობთ თავის წვლილს შეიტანს საარჩევნო პროცესის უფრო მეტად გაუმჯობესების საქმეში.

 

 

...

აქამდე საქართველოში

ოი, რა ძლიერ ბნელოდა...

ვგრძნობ უკვე მოდის ის ჟამი,

რასაც ქვეყანა ელოდა...

დრო მოვა - მაღლა, ზეცაში

ჩამოჰკრავს ცისკრის ზარები,

და მის ხმაზე გაიხსნება

დღემდე დახშული კარები...

შენ გაბრწყინდები - სამშობლოვ,

მკვიდრად გაიდგამ ფესვებსა,

რა ეშველებათ, არ ვიცი

მიწა-წყლის გამყიდველებსა...

ცოდვის შვილებო - მისმინეთ:

გააძლიერეთ ლოცვები,

იქნებ შეგინდოთ უფალმა

აქ ჩადენილი ცოდვები...

„ახალი ცა“ გააბრწყინებს,

საქართველოს - „მიწის გულსა“,

ამ მიწაზე ვერვინ ნახავს

ბოროტისგან დაჩაგრულსა...

ეკატერინე

 ხრიკული

  

 

ეშმაკის ხლართები, მახე და გალია

ერთი პატარა, ციცქნა ქალია და

მას მოუმზადეს ყველგან - გალია,

მთელი ცხოვრება ასე გალია ...

ვის რაში აინტერესებს

რისია „გალია“ - ოქროსი თუ ხისა?

მთავარი ის არის,

რომ ქალი იქ არის.

ყველა იმას გაიძახის:

კარი გავუღო გალიას.

რა ჩემი ვალია,

ვალდებულებას არავინ იღებს...

უეცრად შეიცვალა ზეცის კანონმდებლობა

[ვინ არ ემორჩილება ცის განგებულებას]...

ზეციდან მოისმის მკაცრი გაფრთხილება:

ყველა გალიას კარი გაიღოს,

დრო უკვე გალია - გალიამ,

დღეს სულ სხვა ჟამია,

გალიამ, ბადემ და მავთულხლართებმა

თავისი ჟამი გალია...

დინა [დიანა]

 ჯიქია