Print

გაზ. № 8(801)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 4 თებერვლის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 4 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სა-ლუაშვილის მოხსენება: „საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია:

ლასკარის მიერ 2012 წლის 7 იანვრის სხდომაზე მიღებული  _ „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული „საქართველოს კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე“ მიღებული პროექტის სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის  ჩაბარების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

პოლიტიკური პარტია: „განახლებული საქართველოსათვის“ თავმჯდომარის (ნანა გულუა) მრჩევლის საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში მინდია გულუას მიერ გამოჩენილ ინიციატივაზე _ „ეროვნული თანხმობის საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე,  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გამოხმაურების თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2012 წლის 4 თებერვლის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“- ლასკარის  2012 . 4 თებერვლის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილე-ბები.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები- ნუსხით გათვალისწინებული, საპროგრამო პაკეტში შემავალი _ საქარ-თველოს პრეზიდენტი - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

 

ბიბლიური

წინასწარმეტყველება

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს:

 „ხოლო ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა“ [მათე 26,56]

„მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა. ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი. ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ“ [მარკ. 14,50-52]

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

მიმართვა

ოცი წლის წინ საქართველოში შეიარაღებული გამოსვლის გზით კანონიერი ხელისუფლების დამხობამ, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ სრულიად ეთანხმება 1992 წ. 13 მარტს, ქ. გროზნოში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის ძალითაც:

“1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, დაკვალიფიცირებულ იქნეს, როგორც _ სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი.

გიგზავნით რა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 21 იანვრის სხდომაზე მიღებულ დოკუმენტს _ “1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის”, იმედს ვიტოვებთ, რომ გაიზიარებთ მათში გადმოცემულ ჩვენს მოთხოვნებს, და შესაბამისი გამოხმაურებით მხარს დაუჭერთ მის _ შემდგომ მსვლელობაში მიცემის საკითხს.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

დანართი:

“1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის”, თბ., 2012 წ., გვ. 56.

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

დღეისათვის

აღნიშნული მიმართვა გადაეცათ:

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს;

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს;

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს;

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს;

პარტია განახლებული საქართველოსთვის თავმჯდომარეს ნანა გულუას;

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს;

მოძრაობა ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას;

სახალხო კრებას;

ქართულ აკადემიას;

 

 

ლასკარის

თავმჯდომარის მოადგილეთა

ავტობიოგრაფიები

მე _ ზურაბ (რეზო) შიოს ძე კობიაშვილი, დავიბადე 1947 წ. 10 ივლისს, ყაზბეგის რ-ის სოფ. ყანობში;

სოფ. ყანობის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა და სპორტული ვარჯიში განვაგრძე ქ. თბილისის 35-ე სპორტულ სკოლაში.

სწავლის პერიოდშივე გავხდი წამყვანი ველორმბოლელი.

წლების მნძილზე ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი. ვარ არაერთი სპორ-ტული შეჯიბრის გამარჯვებული. მონიჭებული მაქვს სპორტის ოსტატის წოდება.

1965 წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექ-ნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე.

1969-1970 წლებში მოვიხადე სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1972 წელს სპი-ს სამშენებლო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.

სამშენებლო სფეროში 30 წლიანი მუშაობის მანძილზე ვიყავი სხვადასხვა თანამდებობებზე.

2009 წლიდან ვარ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი “ლაზარეს ინსტიტუტის” წევრი.

2011 წლის 23 დეკემბრიდან ვარ _ “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო მდივანი.

მყავს მეუღლე, სამი ვაჟიშვილი და ოთხი შვილიშვილი.

 

 

მე _ მევლუდ შალვას ძე მამადაშვილი, დავიბადე ქ. თბილისში, 1964 წ. 14 აპრილს.

1981 წელს,  ქ. თბილისის მე-16 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე ქ. თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. სწავლის დროს მოვიხადე ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური.

1986 წელს ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე ქ. ორჯონიკიძის სამთო-მეტალურგიულ ინსტიტუტში (მშენებლობის სპეციალობით), რომელიც დავამთავრე 1991 წელს. ვარ ინჟინერ-მშენებელი.

სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე ქ. თბილისის თბილწყალკანალის ტრესტში. გავიარე თანამდებობრივი გზა რიგითი ინჟინრიდან საავარიო სამსახურის უფროსის მოადგილემდე.

1991 წლიდან დაკავებული ვარ კერძო ბიზნესით.

2004 წლიდან ვარ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი “ლაზარეს ინსტიტუტის” წევრი.

2011 წლის 23 დეკემბრიდან ვარ _ “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, რეგიონალური მდივანი.

მყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

„...უფალია ჩვენი სიმართლესათვის“

გზების მოსწორებისეული ეტაპის

მიმანიშნებელი მაგალითები

პოლიტიკურ ასპარეზზე, ბოლო ჟამის იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების _ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის პირველი დღეებიდანვე, ცრუწინასწარმეტყველი-. სააკაშვილი და მისი გუნდი ცდი-ლობს საკანონმდებლო ბარიერების შექმნის გზით, როგორმე მინიმუმამდე შეამციროს მისი პოლიტიკური ოპონენტის ფინანსური პოტენციალის პოლიტიკაში ჩართვის ალბათობა.

ამ ორი, ფინანსურად უზრუნველყოფილი, გუნდის  ურთიერთდაპირისპირებას გარკვეული დადებითი შედეგი მოაქვს იმ პოლიტიკური სპექტრისათვის, რომელიც სუსტი ფინანსური შესაძლებლობებით გამოირჩევა. ასეთთა შორის მოიაზრება ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება _ "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფლია ჩვენი სიმართლე"-.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ ძნელი აღარაა გავიაზროთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურების შედეგად გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებებით _ "...უფალია ჩვენი სიმართლე"-სთვის ერთგვარი გზის მოსწორება ხდება.

ქვემოთ წარმოგიდგენთ `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონიდან იმ სახეცვლილ მუხლებს, რომლებიც ზემოთქმულის დადასტურების ნათელ მაგალითებად მიგვაჩნია.

 

თავი მესამე

პარტიის ქონება და ფინანსები,

პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი

 მუხლი 25

1. პარტიის ქონებას ქმნის:

) საწევრო შენატანები;

) შემოწირულებები;

) კანონით დადგენილ შემთხვევებში - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები;

) პარტიის მიერ პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, ასევე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები, რომლებიც არ ცვლის პარტიის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, ხასიათს, აგრეთვე საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები. ამ ქვეპუნქტის საფუძველზე წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.

2. შემოწირულებად ითვლება პარტიის ანგარიშზე საქართველოს მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ფასეულობა და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), შეღავათიანი პირობებით აღებული კრედიტი.

3. პარტიას უფლება არ აქვს, აიღოს სესხი/კრედიტი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან. საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის საარჩევნო სუბიექტმა (პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა) შეიძლება ასეთ სუბიექტად რეგისტრაციის შემდეგსაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული კომერციული ბანკიდან აიღოს კრედიტი საერთო რაოდენობით არა უმეტეს ერთი მილიონი ლარისა.“.

 

მუხლი 26.

1. აკრძალულია ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება:

) სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოძრაობებისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;

) სახელმწიფო ორგანოსაგან, სახელმწიფო ორგანიზაციისაგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებისაგან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

) არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან და რელიგიური ორგანიზაციისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;

) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;

) ანონიმური ფორმით.

„2. შემოწირულების განხორციელებისას პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი და პირადი ნომერი;

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ითვლება ანონიმურად. ანონიმური შემოწირულობები პოლიტიკური გაერთიანების საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებულ შემოწირულებებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში.

5. პარტიის საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ვალდებულია საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები 7 დღის ვადაში გადარიცხოს პარტიის ანგარიშზე.

6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოსკონტროლის პალატა“.

 

1. ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება:

) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები;

) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ;

) პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო  მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.

2. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება პარტიის საქმიანობასა და მიზნებს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ.

 

     მუხლი 27

1. პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს.

2. შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებულია მის სასარგებლოდ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით.

3. მოქალაქემ შემოწირულებები შეიძლება განახორციელოს წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ აღნიშნულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 60 000 ლარს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ყველა სახის შემოწირულებაზე, მათ შორის, პარტიის მიზნებისათვის და მისი სახელით გაწეულ მომსახურებებზე.

 5. პარტიის მიერ საწევრო შენატანები, აგრეთვე მოქალაქისაგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწირულება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში არსებული, შემომწირველის ან საწევრო შენატანის განმახორციელებელი პირის კუთვნილი ანგარიშიდან.

6. შემოწირულების  სხვა პირის მეშვეობით განხორციელება ან კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის სხვაგვარად გვერდის ავლა გამოიწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

7. თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან), მაშინ მათ მიერ ერთი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ამასთანავე, თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.“.

 

 მუხლი 271

1. შემოწირულების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს საქართველოს კონტროლის პალატას.

2. თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. პარტიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.“.

[29/12 – 2011 .]