Print

გაზეთი N 19 [1020]

„სამოცდაათგზის შვიდჯერ“, ანუ

„მიტევებისეული“ ეტაპის დასასრული

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ამჯერად, ვიდრე ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში ასაცხადებელი მორიგი ეტაპის გასრულების თემატიკას შევეხებოდეთ, გვინდა, ჩვენს მიერ უკვე გაშუქებული რამოდენიმე საკითხი გავიხსენოთ. კერძოდ:

ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში, „ეშმაკის მხილებისეული ეტაპის“ თაობაზე საუბრისას, დაწვრილებით შევეხეთ, 2014 წლის მიწურულიდან ათვლით დღემდე მიმდინარე, იმ უმძიმესი სულიერი და ფიზიკური ასპექტების შემცველი  პროცესის ცალკეულ გამოვლინებებს, რომელსაც პირობითად ე.წ. „სამემკვიდრეო საკითხი“ ვუწოდეთ.

როგორც მოგეხსენებათ, ბ-ნი ავთო ი.-ს მეშვეობით ჩვენს წინაშე დამდგარი ამ გამოცდისეული პროცესის ერთ-ერთი ეტაპი - 2016 წ. 17 ივნისს დამთავრდა, როდესაც აფრიკის სახლმწიფო - ტოგოში მოკალათებულ თაღლითურ ჯგუფთან ჩვენი ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტა მოხდა [იხ. გაზ. N8 [1009], გვ. 9].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველი უკვე გაეცნო, ჩვენს მიერ გაშუქებულ - ხსენებული 2016 წ. 17 ივნისიდან ათვლით აღებული ბიბლიური მინიშნებითი - 430 დღიანი მონაკვეთის გასრულებისა [2017 წ. 21 აგვისტო] და მის შემდგომად დაწყებული პროცესების თემატიკას [იხ. გაზ. N14 {10015], გვ. 1-6].

მანამდე, კერძოდ - 2017 წ. 16 ივნისს ჩემსა და ბ-ნ ავთო ი.-ს შორის შემდგარი მორიგი საუბრისას, მას შემდეგ რაც მან აღიარა, მანამდე ეშმაკის მეშვეობით ჩვენს თავს მოხვეულ პროცესებში მისი უმძიმესი როლის ნიუანსები, შევთანხმდით, რომ ამ საქმეში ჩართულ სხვა წევრებთან ლასკარში დაგეგმილ შეხვედრაზე, იგი სათანდოდ წარსდგებოდა მათ წინაშე და ერთობლივად დავსახავდით შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალ გზებს [იხ. გაზ. N10 [1011], გვ. 1-2]. სანაცვლოდ განვუცხადე, რომ ამ შემთხვევაში მე მზად ვიყავი მეპატიებია მისთვის ჩემი ნაკვეთის ნახევარ ფასად [ათი ათასი დოლარი] გაყიდვით მიღებული ზარალი.

სამწუხაროდ, 2017 წ, 18 ივნისის შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა არა მარტო უარყო მის გულრწფელ მონანიებაზე დამყარებული, ჩვენი შეთანხმების მთავარი არსი, არამედ, ვერ დაივიწყა რა, რამოდენიმე ხნით ადრე, ქ-ნ დინა ჯიქიასაგან მის მიმართ, ამდენი გულისტკივილის მიყენების საპასუხოდ გამოვლენილი [თითქმის ერთადერთი] არასწორი საქციელით გამოწვეული წყენა, უდიდესი სულიერი სისუსტის გამოჩენის გზით, ყოვლად მიუღებელ ფორმაში გამოხატა თავისი დამოკიდებულება [იხ. იქვე, გვ.2].

აღნიშნული პროცესების სახარებისეული ანარეკლი, ჩვენის აზრით, მაცხოვრის მიერ მონათხრობ შემდეგ იგავში უნდა იყოს ასახული.

„ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის. და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი [აქ - ავთო ი.], რომელსაც მისი ათი ათასი [აქ - გაყიდული ნაკვეთის საფასურზეა მინიშნება] ტალანტი ემართა. და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც [კოდია] და ვალი დაეფარათ.

დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი. შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია [აქ - 2017 წ. 16 ივნისის საუბრის შედეგი]. 

მაგრამ წამოვიდა ეს მონა [აქ - ავთო ი.] და ერთ თავის ამხანაგს [აქ - დინა ჯიქია] შეხვდა [აქ - 2017 წ. 18 ივნისი - ლასკარი], რომელსაც მისი ასი დინარი [სახელისმიერი კოდია: „დინა“-რი] ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა [18 ივნისს ლასკარში მომხდარის ანარეკლი] და შესძახა: ჩემი ვალი [აქ - ადრე მიყენებული წყენა] დამიბრუნეო.

ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა [კოდია] და შეევედრა: ცოტაც მაცალე [კოდია] და მთელ ვალს [წყენას] გაგისტუმრებო [მონანიებამდე ამაღლება]. მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი [კოდია].

ეს რომ მისმა ამხანაგებმა [ამ შეხვედრი მონაწილეებმა] დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა. მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე. ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ?         

განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში [კოდია], ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს“ [მათე 18,23-34].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!..

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, საქმის არსში გარკვეული მკითხველისათვის, ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს, სახარებაში დაცული ამ იგავის პარალელურად, იქვე დაფიქსირებული იმ შეგონების არსში გარკვევა, რომელიც, ჩვენი უმძიმესი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის გამოძახილად გვესახება - „...უფალო, რამდენჯერ მიუტევო ჩემს ძმას [აქ - ავთო ი.-ს], რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ? იესუმ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“ [მათე 18,21-22].

აქ მოცემული კოდირებული - „სამოცდაათგზის შვიდჯერ“, ჩვენის აზრით ბოლო ჟამში გასავლელ კონკრეტული ეტაპის გასრულებაზე უნდა გვანიშნებდეს. კერძოდ: 70 x 7 = 490 დღიანი მონაკვეთი, უკვე ხსენებული - 430 დღიანი დროითი ეტაპის ათვლიდან [2016 წ. 17 ივნისიდან] აღებული - 2017 წ. 20 ოქტომბერზე მოდის.

ამ კუთხით, 2017 წ, 20 ოქტომბერი არის - ის დროითი მიჯნა, როდესაც, სახარებისეული მინიშნებიდან გამომდინარე, დამთავრდა 490 დღით შემოფარგლული ე.წ. „მიტევებისეული ეტაპი“.

ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ გვეკარნახება პროცესების შემდგომი განვითარების ორი თვალსაზრისი:

1. 2017 წ. 20 ოქტომბერს დამთავრდა ე.წ. „მემკვიდრეობის“ [ანუ - ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპის შესატყვისად წარმართვისათვის საჭირო სახსრების მოძიების] საკითხთან დაკავშირებით ბ-ნი ავთო ი.-საგან მომდინარე [ნებსითი თუ უნებლიე] ტყუილების ნაკადი, და შემდგომი ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ გულრწფელ და სამართლიან გამოვლინებებზე უნდა იყოს აგებული; ანდა

2. 2017 წ. 20 ოქტომბრიდან ათვლით, ბ-ნი ავთო ი.-ს მხრიდან მორიგი სიცრუის ტირაჟირება, უკვე მიუტევებელ ცოდვათა სახეს იძენს. აკი ბრძანებს მოციქული - „თუ ვინმე ხედავს თავის ძმას [აქ - ავთო ი.], რომელიც სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით [490 დღიანი მონაკვეთი], ითხოვოს და მისცემს მას სიცოცხლეს [აქ - მიტევებას], ესე იგი მას, ვინც [აქ - ავთო ი.] სცოდავს, მაგრამ არა მომაკვდინებელი ცოდვით [აქ - 2017 წ. 20 ოქტომბრამდე მომხდარი]. არის [2017 წ. 20 ოქტომბრიდან ათვლით] მომაკვდინებელი ცოდვა, მისთვის როდი ვამბობ, ითხოვოს-მეთქი“ [1 იოანე 5,16].

ამ კუთხით, მკითხველის ყურადღება გვინდა გავამახვილოთ, 2017 წ. 20 ოქტომბრის შემდგომად განვითარებულ პროცესებზე.

როგორც ვიცით, 2016 წ. 17 ივნისიდან ათვლით აღებული 430 დღიანი მონაკვეთის [2017 წ. 21 აგვისტო] გასრულების მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება თვითმმართველობის არჩევნების 2017 წ. 21 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით.

ჩვენს მიერ ისიც აღინიშნა, რომ გოეთეს „ფაუსტისეული“ ტექსტის მინიშნებით აღნიშნული არჩევნები ე.წ. „მასკარადის“ სახელითაა მოხსენიებული [იხ. გაზ. N17 [1018], გვ. 1-3].

გარდა ამისა, იქვე, ჩვენ ვისაუბრეთ „ფაუსტისეულ“ ტექსტში მოცემულ იმ მინიშნებებზეც, რომელნიც მიწის წიაღში დაფლული განძის თემატიკის იმ ნიუანსებს აფიქსირებს, რომელიც 2017 წ. 7 სექტემბერს ლასკარში შემდგარი საუბრის არსში გარკვევისთვის იყო საჭირო [იხ. გაზ. N17 [1018], გვ. 6-8].

და აი, ხსენებული 2016 წ. 17 ივნისიდან ათვლით აღებულ 490-ე დღეს [2017 წ. 20 ოქტომბერს] ე.წ. „მიტევებისეული ეტაპის“ გასრულებიდან დაწყებულ ე.წ. „არამისატევებელ ცოდვათა ეტაპის“ დაწყების პირველ დღეს - 2017 წ. 21 ოქტომბერს, ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მომხდარით, მოგვეცა - პირობითი „განმუხტვისეული ეტაპის“ ნიშანი, რომელიც ბ-ნ რ. ჯ.-ის მოულოდნელ გარდაცვალებაში გამოვლინდა [იხ. გაზ. N18 [1019], გვ. 7].

ხსენებულ 20 ოქტომბერს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ, ე.წ. „სამემკვიდრეო“ საკითხით გამოწვეული პრობლემების მოგვარების მორიგ ვადად - ოქტომბრის თვის ბოლო დასახელდა. ამიტომ, შედეგებზე სასაუბრო დროდ 1 ნოემბერი შეირჩა.

სამწუხაროდ, ისევე როგორც აქამდე, აღნიშნული შეპირება ისევ არ შესრულდა. ბ-ნ ავთო ი.-თან, ლასკარში - 2017 წ. 1 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ 21 ოქტომბერს მომხდარის თაობაზე. მას ავუხსენი, რომ ხსენებული „განმუხტვისეული“ პროცესით, მის თავს მოსახდენის ე.წ. „ჩანაცვლება“ მოხდა; და რომ ამით „წერტილი დაესვა“  ხსენებულ „მიტევებისეულ ეტაპად“ სახელდებულ დროში „სიცრუისა“ და „თაღლითობათა“ იმ არაერთ გამოვლინებას, რომლის თაობაზეც „ფაუსტისეული“ ტექსტი ასე მიგვანიშნებს:

ასტროლოგი (ლაპარაკობს იმას, რასაც მეფისტოფელი ჩასჩურჩულებს)...

ხალხის ხმა: ჩვენთვის ეს რაღაც ჩმახვაა მხოლოდ, მგონი მეასედ ამ სიტყვებს ვისმენთ; ასეთი ვინმეც თუ მოვა ბოლოს [კოდია] ისიც [კოდია] თაღლითი იქნება ისევ“ [იხ. გაზ. N18 [1019], გვ. 7].

1 ნოემბრის შეხვედრაზე, საკითხის მოგვარების მორიგ მიჯნად 6 ნოემბრის ორშაბათი დღე დასახელდა. შუალედური შეხვედრა კი 3 ნოემბრისათვის [პარასკევი] ჩავნიშნეთ.

1 ნოემბრის მიწურულს ქალბატონ ლეილა მეფარიძესთან გამართულ სატელეფონო საუბარში შევიტყვე მისი ორჯერ წაქცევისა და მძიმე ფიზიკური მდგომარეობის შესახებ.

2 ნოემბრის დილას, ქ-მა ლეილამ უკვე საავადმყოფოდან დამირეკა და მის თავს ინსულტის მსუბუქი ფორმით გამოვლენილი ნიშნების თაობაზე მესაუბრა. თან დასძინა - თუ ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა, ექიმებმა შესაძლოა 6 ნოემბრისთვის გამომწერონო.

აშკარა გახდა, რომ საქმე გვქონდა ე.წ. - „შეხიდების“ მორიგ გამოვლენასთან.

3 ნოემბრის შეხვედრაზე ბ-ნ ავთოს კიდევ ერთხელ ავუხსენი იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც მისი მხრიდან მომდინარე არასწორად გააზრებულ პროცესებს შეიძლება მოყოლოდა.მორიგი შეხვედრის დღედ - 7 ნოემბერი ჩავნიშნეთ.  

ღმერთის შეწევნით, ქ-ი ლეილას ჯანმრთელობითი მდგომარეობა გაუმჯობესდა, და ექიმებმა იგი 5 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოწერეს.

7 ნოემბერს ჩანიშნული ჩვენი შეხვედრა არ შედგა. ლასკარში მისულს, მეზობელმა გადმომცა ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩემთვის დატოვებული წიგნი [„ასტანა“, რაც კოდირებულად - „ა[ს]ტანა“-ზე მანიშნებდა]. აი რა ეწერა წიგნში ჩადებულ ფურცელზე:

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ [შოთა რუსთაველი].

ამ პატარა საჩუქარში, სხვა ლამაზ სურათებთან ერთად, არის „ტრიუმფალური თაღი“, რომლის საზეიმო გახსნა შედგა 14 ნოემბერს. ჩვენი მოლოდინი დროში გაიწელა. ღვთის შეწევნით, მე, ბევრი მიზეზის გამო [მათ შორის თქვენი ღრმა ანალიზი და მინიშნებები ერთ-ერთია], კვლავ ველი მზის სხივის დაბადებას გვირაბში. ამიტომ - იქით კვირას დაგირეკავთ და შევხვდებით კარგი ამბავით.

თუ ვინმეს მოთმინების ფიალა აევსო - ე.ი. მაშინ ეშმაკის ზეიმი გრძელდება და მთელი ეს ვარამი ფუჭი ყოფილა. მანამდე ამ თემაზე ნებისმიერი საუბარი არაფრის მომტანია. პრინციპულად განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში შინაურული საუბარი დასრულებული იქნება და მხოლოდ ოფიციალური შეხვედრების გზას უნდა დავადგეთ. როგორც ღმერთი ინებებს და ჩაგაგონებთ - ისე გავაგრძელოთ“.

მიუხედავად ამისა, ჩემი თხოვნის შემდეგ 8 ნოემბერს კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ბ-მა ავთო ი.-მა, უკვე გადაჭრით აღნიშნა, რომ - საქმის სასიკეთოდ დამთავრებაა 14 ნოემბერს თუ არა, იმ კვირას არ გადასცილდებაო.

ვგონებთ რომ, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს აღარ უნდა გაუჭირდეს, ამ შეხვედრაზე ბ-ნი ავთო ი.-სთვის ნათქვამის არსში გარკვევა:

 ერთის მხრივ - 21 ოქტომბერს - რ. ჯ.-ის გარდაცვალებით დაფიქსირებული ე.წ. „განმუხტვისა“ და, მეორეს მხრივ - 1 ნოემბერს ქ-ნ ლეილა მეფარიძის მსუბუქი ინსულტით გამოვლენილი ე.წ. „შეხიდების“ პროცესებით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ „გასამებასთან“ დაკავშირებით, უახლოეს დღეებში მოსახდენი, თავად გაგვცემს პასუხს, თუ როგორ წარიმართება თავად ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ გაკეთებული არჩევანით გამოკვეთილი გზასავალი.  

წინამდებარე საუბარიც ამით გვინდა დავასრულოთ.

„თუ ვინმე თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე შეიცნოს რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ბოლო ჟამში მიმდინარე „მხილებისეული ეტაპის“ ქრონიკები

ბიბლიაში ვკითხულობთ - „თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს [1 ოქტომბერს] გამოჩნდა მთათა მწვერვალები. ორმოცი დღის შემდეგ [9 ნოემბერი] გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული. გამოუშვა ყორანი; მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო - თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე. ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში“ [დაბ. 8,5-9].

კომენტარი: 2017 წ. 9 ნოემბერს ელ. ფოსტის მეშვეობით ღია წერილი გავუგზავნეთ თეა წულუკიანს; ხოლო ირაკლი კობახიძეს ჩავაბარეთ ჩვენს მიერ მომზადებული 41-ე საკანონმდებლო წინადადება.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრს

 ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

N28 საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ქალბატონო თეა!

ვითვალისწინებთ რა იმის აუცილებლობას, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს გარანტირებული უნდა ჰქონდეს თანაბარი წინასაარჩევნო პირობები, და

გამოვხატავთ რა თქვენდამი პატივისცემას ზემოთ აღნიშნულის პრაქტიკულად რეალიზებისათვის გაწეული ძალისხმევის გამო,

წარმოგიდგენთ - სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის დარეგულირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილების განსახორციელებად საჭირო წინადადებათა პაკეტს:

საქართველოს ორგანულ კანონში: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებდა საქართველოს ორგანული კანონში: საქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ.

ჩვენს მიერ შემუშავებული რეგულაციის ძირითადი პრინციპები ასეთია:

 

1. წინათქმა

წინამდებარე რეგულაციის მიზანია ახლებურად დარეგულირდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების წესი.

ჯანსაღი კონკურენციის ძირეული პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე უარი უნდა ითქვას პოლიტიკური გაერთიანებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მანკიერ პრაქტიკაზე.

პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა მოქმედებდნენ ქვეყნის მოსახლეობის რეალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები. შესაბამისად, მათი დაფინანსებაც უნდა ხდებოდეს, მხოლოდ, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების კონკრეტული პროგრამის მხარდაჭერის მიზნით. მოსახლეობის მხრიდან გაღებული მატერიალური თუ არამატერიალური სახსრების მეშვეობით.

2. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“

საქართველოს ორგანულ კანონში

შესატანი ცვლილებები

ცვლილებები უნდა შევიდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავში - „პარტიის ქონება და ფინანსები, პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი“. კერძოდ:

- სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმის პრინციპიდან გამომდინარე, პარტიის ქონების განმსაზღვრელ კანონის 25 თავის პირველი პუნქტის ჩამონათვალში: უნდა გაუქმდეს - „გ“ ქვეპუნქტისმიერი ჩანაწერი: „გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა“; აღნიშნულის გათვალისწინებით ახლებურად უნდა შემუშავდეს, ამავე პუნქტის - „დ“ ქვეპუნქტი;

- პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად თანხის გამოყოფის განმსაზღვრელი  კანონის 291-ე, 30-ე და 31-ე მუხლები - უნდა გაუქმდეს;

- საჭიროა ცვლილებები შევიდეს კანონით განსაზღვრული „დაფინანსების ფონდის“ დამარეგულირებელ ჩანაწერში [კანონის 301-ე მუხლის: პირველი, მე-2; მე-4 და მე-12 პუნქტები]. კერძოდ, ამ ფონდის მეშვეობით აღარ უნდა მოხდეს პარტიების დაფინანსება, და ფონდისთვის განკუთვნილი თანხა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის განვითარებისათვის განისაზღვროს.

- უნდა  გაუქმდეს კანონის 301-ე მუხლის მე-7; მე-8 და მე-11 პუნქტები;

- კანონის 32-ე მუხლის: პირველი პუნქტიდან ამოღებულ უნდა იქნეს ფრაზა:სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი“;

- პარტიის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობისათვის [მუხლი 34], ნაცვლად კანონის არსებული დეფინიციისა: „იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში“, სანქციის მიზნით, შემოთავაზებულია, ასეთი პოლიტიკური პარტიებისათვის - უახლოეს არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა.


3. საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“

შესატანი ცვლილებები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის თითოეული მუხლი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტებისათვის მაქსიმალურად თანაბარ პირობები იყოს უზრუნველყოფილი. შემოთავაზებული რეგულაციების თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის გაუქმების გამო, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების პრინციპზე უარიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ცნება - „კვალიფიციური პარტია“.  პარტიათა ერთგვარი კლასიფიკაციის თვალსაზრისით შემოთავაზებულია ცნება - „საპარლამენტო პარტია“, რომლის ქვეშაც მოიაზრება პარტია რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში|

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-2 მუხლში [„ტერმინთა განმარტება“], „რ1“ [კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი] და „უ1“ [კვალიფიციური პარტია ] პუნქტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი - ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპარლამენტო პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია საპარლამენტო პარტია.“;

„უ1) საპარლამენტო  პარტია - პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.“;

- მთლიანობაში, სხვადასხვა სახის ცვლილებას დაექვემდებარება კანონის: 43-ე, 48-ე, 50-ე, 51-ე, 54-ე, 113-ე, 129-ე, 142-ე, 1858-ე და 18510-ე  მუხლები;

- კანონის „მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ სრულიად ახლებური შინაარსით უნდა ჩამოყალიბდეს. კერძოდ:

წინამდებარე რეგულაცია ითვალისწინებს, რომ, თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, გამოყოფილი იქნეს წინასწარ დადგენილი კონკრეთული თანხა, ჩვენი შემოთავაზებით  - ხუთი მილიონის ოდენობის ფულადი თანხა.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში, ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე დღეს.

საარჩევნო სუბიექტებს, ამ კანონით უზრუნველყოფილ უფასო სარეკლამო საეთერო დროსთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებით, სურვილისამებრ, შეიძინონ - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო.

დანართი

- ზემოთქმულის გათვალისწინებით შემუშავებულ, საკანონმდებლო ცვლილებათა ამსახველი რეგულაციის პროექტი [დანართი N1];

- 2013-2016 წ.წ. პარტიების მიერ მიღებული საბიუჯეტო თანხები [დანართი N2];

- ე.წ. კვალიფიციური პარტიების მიერ 2017 წ. არჩევნებში მიღებული შედეგები [დანართი N3].

პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2017 წლის  9 ნოემბერი

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

 

N28 საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

მიგვაჩნია რა, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს, კანონიდან გამომდინარე, გარანტირებული უნდა ჰქონდეს თანაბარი საარჩევნო პირობები, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.   

 

დანართი:  

1. კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 10 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  14 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2017 წლის  9 ნოემბერი

წერილის ჩაბ. №21580

09. 11. 2017 წ.

 

...

ლასკარო - გმირთა გმირი ხარ

[ჭკუით აჯობე ყველასა],

შენ გამოკვეთე უფლის გზა,

მათთვის ვინც ელის შველასა...

არ უღალატე უფლის მრწამსს,

„ღამეს“ მოჰფინე ნათელი,

და ყველას ვისაც მისი სწამს,

გულში აგვინთე სანთელი...

უფალი მოწყალე არის

არვის უკარგავს ამაგსა,

მოვა და თავის რჩეულებს

უბოძებს უკვდავებასა!...

ეკატერინე

 ხრიკული

  

 

რაზე უბნობენ მტრედები?

ზეცას მტრედები გაყრილან

[იქ მაინც რა გახდა სადაო?],

ბრაზმორეული მტრედები

ეულად ფრენას ლამობენ.

ანგელოზნი კი გალობენ:

„ნუ ივლით უერთმანეთოდ“...

ამბობენ:

თითქოს შეისმინეს ცათა გალობა

და სადღაც შორეულ ლანდებად იქცნენ.

კვალი არ ჩანდა, ნატერფალები,

ღრუბლებმა გადაფარა სახე.

ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს

ცის ფრინველთა განრიდება,

სახის არიდება,

ნიშნად მხოლოდ ის იდება,

რასაც ზეცა იუწყება:

რომ უფლის გზაზე „ტრიუმფი“ იწყება.

„ორი მტრედი მყავს სამლოცველოში, ერთმანეთს ფრთებით ეხებიან, ერთმანეთს ჯიუტად უდგებიან, შემდეგ კი ისევ ციური ნებით ერთმანეთს ესიტყვებიან“.

 

დინა [დიანა]

 ჯიქია