Print

გაზეთი N 20 [1021]

ბოლო ჟამის მხილებისეული ეტაპის ქრონიკები

2017 წ. 16 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს ჩავაბარეთ, ჩვენი გაერთიანების მიერ მომზადებული 42-ე საკანონმდებლო წინადადება.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

 

N28 საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობითი ისტორიიდან გამომდინარე, ვფიქრობთ უკვე მოვიდა დრო, რათა წლების მანძილზე პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია განხორციელდეს. შესაბამისად

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.  

 

დანართი:  

1. კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  13 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2017 წლის  16 ნოემბერი

წერილის ჩაბ. №27992

16. 11. 2017 წ.

 

 

42-ე საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

და

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

თავი პირველი:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 361 მუხლი:

„მუხლი 361. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომელიც, ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულებისა და სსიპ - საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით მთავრობის მიერ მომზადებული სარჩელის თანახმად, დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, არ მონაწილეობდა ბოლო ოთხი [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა] საერთო არჩევნებიდან, ერთ არჩევნებში მაინც.“;

 

2. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 21 ქვეპუნქტი:

„21. ამ კანონის 361 მუხლით აკრძალული პარტიის ხელახალი რეგისტრაცია, ამ კანონის მე-2 თავის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეიძლება, მხოლოდ მისი გაუქმებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში პარტიაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-12 მუხლით, აგრეთვე 22- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.“;

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

თავი მეორე

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება

 

მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის წარსადგენად განკარგულებით განსაზღვრავს იმ პარტიათა ნუსხას, რომლებიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ბოლო ოთხი [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა] საერთო არჩევნებიდან, ერთ არჩევნებში მაინც.“;

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

და

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

1. წინათქმა

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია ახლებურად დარეგულირდეს საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის წესი.

დიახ, საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობითი ისტორიიდან გამომდინარე, ვფიქრობთ უკვე მოვიდა დრო, რათა წლების მანძილზე პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია განხორციელდეს.

1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ,  პოლიტიკური  დღის წესრიგიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა - საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ(საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №8, მუხ. 591).

მიზეზთა გამო, ამ კანონზე დაყრდნობით, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი მხოლოდ 1992 წ. თებერვლიდან დაიწყო.

მოგვიანებით, კერძოდ 1997 წ. 31 ოქტომბერს მიღებული - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) მოთხოვნიდან გამომდინარე, გაჩნდა უკვე მოქმედი პარტიების ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება.

1997 წლის მიწურულიდან დღემდე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიზნით - 243 პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია განხორციელდა.

მოქალაქეთა  პოლიტიკური  გაერთიანებების  (პარტიების)  რეესტრის დღევანდელ მონაცემებზე დაყრდნობით 1997-2017 წ. წ. რეგისტრირებულ პარტიათა ზოგადი სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:

1997 წ. დარეგისტრირდა - 1 პარტია; 1998 წ. - 86 პარტია; 1999 წ. - 39 პარტია]; 2000 წ. - 4 პარტია; 2001 წ. - 17 პარტია; 2002 წ. - 12 პარტია; 2003 წ. - 18 პარტია; 2004 წ. - 4 პარტია; 2005 წ. - 4 პარტია; 2006 წ. - 2 პარტია; 2007 წ. - 5 პარტია; 2008 წ. - 15 პარტია; 2009 წ. - 4 პარტია; 2010 წ. - 5 პარტია; 2011 წ. - 2 პარტია; 2012 წ. - 4 პარტია; 2013 წ. - 3 პარტია; 2014 წ. - 4 პარტია; 2015 წ. - 3 პარტია; 2016 წ. - 10 პარტია; 2017 წ. – 1 პარტია.

მიუხედავად რეგისტრირებულ პარტიათა ასეთი რაოდენობისა, მათი უმეტესი ნაწილი აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორებულია. შესაბამისად, პოლიტიკურ საარჩევნო პროცესებში მონაწილე პარტიების რაოდენობითი წრე საკმაოდ შეზღუდულია.

დღეის მდგომარეობით ამ კუთხის ამსახველი სურათი ასეთია:

1997 წლიდან – 2011 წლის ჩათვლით რეგისტრირებულია - 218 პარტია;

2012 – 2017 წ.წ. დარეგისტრირდა - 25 პარტია;

მიზეზთა გამო - 12 პარტიის რეგისტრაცია გაუქმებულია;

დარჩენილი 243 – 12 + 231 რეგისტრირებული პარტიიდან: 2012 - 2017 წ.წ., ანუ - საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო და თვითმმართველობის ოთხ საერთო არჩევნებში, მთლიანობაში, მხოლოდ - 55 პარტიამ გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია. კერძოდ: 2012 წ. ცესკომ საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარა – 22 პარტია; 2014 წ. – 32 პარტია; 2016 წ. – 35 პარტია ხოლო 2017 წ. – 33 პარტია.

ამათგან: მხოლოდ ერთ არჩევნებში მონაწილეობდა - 18 პარტია, ორ საარჩევნო პროცესში ჩაერთო - 18 პარტია; სამ საარჩევნო ციკლში - 7 პარტია; ხოლო ოთხივე არჩევნებში მონაწილეობდა - 12 პარტია. აი, ეს პარტიები:

1.   ეროვნულ-დემოკრატიული პარტია          - ბაჩუკი ქარდავა (თავმჯდომარე); რეგ. N005; რეგ. თარიღი 23.01.1998 . [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];

2. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - შოთა მალაშხია (თავმჯდომარე); რეგ. N006; ;  რეგ. თარიღი 23.01.1998 . [2014; 2017 წ.წ.];

3.   საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია - თემურ ფიფია (თავმჯდომარე);  რეგ. N008; რეგ. თარიღი 06.02.1998. 2016; 2017 წ.წ.];          

4.   ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - თავმჯდომარე; რეგ. N009; ;  რეგ. თარიღი  06.02.1998 . [2014 წ.];        

5.   „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ - აკაკი ასათიანი (თავმჯდომარე); რეგ. N010; ;  რეგ. თარიღი 06.02.1998 . [2016; 2017 წ.წ.];         

6.   სახალხო პარტია - ივანე გიორგაძე (თავმჯდომარე); რეგ. N011; ;  რეგ. თარიღი 06.02.1998. [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];

7.  საქართველოს ლეიბორისტული პარტია    - შალვა ნათელაშვილი (თავმჯდომარე); რეგ. N019; რეგ. თარიღი 20. 02.1998 . [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];

8. მერაბ კოსტავას საზოგადოება - ვაჟა ადამია (თავმჯდომარე); რეგ.  N023; რეგ. თარიღი 20.02.1998 . [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];

9.  სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე     - მიხეილ სალუაშვილი (თავმჯდომარე), რეგ. N052 ;  რეგ. თარიღი 27.02.1998 . [2014; 2016; 2017 წ.წ.];

10. საქართველოს კომუნისტური პარტია - ივანე წიკლაური (გენერალური მდივანი), რეგ. N056 ;  რეგ. თარიღი 27.02.1998 .  [2016 წ.];

11. საქართველოს მწვანეთა პარტია - გიორგი გაჩეჩილაძე (გენერალური მდივანი), რეგ. N059; რეგ. თარიღი 27.02.1998 . [2014 წ.];

12. საქართველოს რესპუბლიკური პარტია - ხათუნა სამნიძე (თავმჯდომარე), რეგ. N060; რეგ. თარიღი 27.02.1998 . [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];

13. საქართველოს პოლიტიკური პარტიათამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - თამაზ მეჭიაური (თავმჯდომარე); რეგ. N067; რეგ. თარიღი 27.02.1998 . [2016; 2017 წ.წ.];

14. საქართველოს სპორტსმენთა კავშირი - თავმჯდომარე, N068; რეგ. თარიღი 27.02.1998  [2012 წ.];

15. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებასახალხო ხელისუფლება“ - თამაზ ყარალაშვილი (გენერალური მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), რეგ. N082, რეგ. თარიღი 27.08.1998 . [2016 წ.];

16. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება -მოძრაობამრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - გიორგი თოფაძე (ლიდერი), ზურაბ ტყემალაძე (თავმჯდომარე), რეგ. N098; რეგ. თარიღი 30.04.1999 . [2012; 2014; 2016 წ.წ.];

17. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის [ყოფილი პ/გ „ევროპული საქართველო] - დავით ბაქრაძე (თავმჯდომარე),  რეგ. N106 , რეგ. თარიღი 28.05.1999 . [2016; 2017 წ.წ.];

18. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებამშრომელთა სოციალისტური პარტია

თამაზ ჯაფოშვილი, რეგ. N111, რეგ. თარიღი 09.07.1999 . [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];

19. პოლიტიკური გაერთიანებამამულიშვილთა ორდენისამშობლო“ - რიგოლ სოხაძე (თავმჯდომარე), რეგ. N135, რეგ. თარიღი 21.08.2001 . [2017 წ.];

20. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებასახალხო მოძრაობა-კანონი და სამართლიანობა“ - თავმჯდომარე, რეგ. N139, რეგ. თარიღი 14.06.2001 . [2012 წ.];

21. პოლიტიკური გაერთიანებაახალი მემარჯვენეები" - მამუკა კაციტაძე  (თავმჯდომარე), რეგ. N142, რეგ. თარიღი 11.07.2001 . [2012; 2014; 2017 წ.წ.];      

22. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“      - ჯონდო ჯავახიშვილი (თავმჯდომარე), რეგ. N144, რეგ. თარიღი 24.07.2001 . [2017 წ.];

23. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - სერგო ჯავახიძე (თავმჯდომარე), რეგ. N171, რეგ. თარიღი 27.08.2003 . [2012; 2014 წ.წ.];

24. პოლიტიკური მოძრაობა ,,თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ - კონსტანტინე გამსახურდია (ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე), რეგ. N174, რეგ. თარიღი 01.09.2003 . [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];

25. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“ - დავით შუკაკიძე (თავმჯდომარე), რეგ. N175, რეგ. თარიღი 01.09.2003 . [2014; 2016; 2017 წ.წ.];

26. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია (პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე), რეგ. N181, რეგ. თარიღი 10.12.2004 . [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];          

27.  საქართველოს კონსერვატიული პარტია - ზვიად ძიძიგური  (თავმჯდომარე), რეგ. N183, რეგ. თარიღი 14.06.2005 . [2012; 2014 წ.წ.];

28. პარტიასაქართველოს გზა“ - გიორგი მსხილაძე (თავმჯდომარე), რეგ. N186, რეგ. თარიღი 05.04.2006 . [2014 წ.];         

29. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - პაატა დავითაია (თავმჯდომარე), რეგ. N187, რეგ. თარიღი 18.05.2006 . [2012; 2014; 2017 წ.წ.];

30. პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის პარტია“ - ალექსანდრე კობაიძე (თავმჯდომარე), რეგ. N190, რეგ. თარიღი 30.08.2007 . [2014; 2017 წ.წ.];

31. პოლიტიკური პარტიამომავალი საქართველო“ - გიორგი ლაღიძე (თავმჯდომარე), რეგ. N195, რეგ. თარიღი 22.02.2008 . [2012; 2014 წ.წ.];

32. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართული დასი“ - ჯონდო ბაღათურია (თავმჯდომარე), რეგ. N199, რეგ. თარიღი 12.03.2008 . [2012; 2016 წ.წ.];    

33. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“- გრიგოლ ჯოჯუა (თავმჯდომარე), ["გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - ნინო ბურჯანაძე] რეგ. N200, რეგ. თარიღი 19.03.2008 . [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];  

34. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაეროვნული ფორუმი“ - გუბაზ სანიკიძე (პოლიტიკური), რეგ. N201 რეგ. თარიღი 24.03.2008 . [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];

35. პოლიტიკური პარტიადემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ - დავით ასპანიძე (თავმჯდომარე), რეგ. N206, რეგ. თარიღი 23.12.2008 . [2016; 2017 წ.წ.];

36.  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებათავისუფალი დემოკრატები - შალვა შავგულიძე (თავმჯდომარე), რეგ. N209, რეგ. თარიღი 21.08.2009 . [2012; 2014; 2016; წ.წ.];

37. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებადემოკრატიული განახლება -ჩვენი საქართველო გაბრწყინდება“ (ჩვენები) - ნინო სამადალაშვილი (თავმჯდომარე),  რეგ. N210, რეგ. თარიღი 26.08.2009 . [2016 წ.];

38. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“ - ნათია სვანიძე (გენერალური მდივანი), რეგ. N213, რეგ. თარიღი 29.03.2010 წ. [2014 წ.];

39. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართული პარტია“ - ავმჯდომარე, რეგ. N218, რეგ. თარიღი 30.12.2011 . [2014 წ.];

40. პოლიტიკური გაერთიანებათავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა (თავმჯდომარე), რეგ. N219, რეგ. თარიღი 24.01.2012 .;  [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.]; 

41. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - გიორგი კვირიკაშვილი (თავმჯდომარე), რეგ. N220, რეგ. თარიღი 07.05.2012 წ. [2012; 2014; 2016; 2017 წ.წ.];

42. პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - დავით თარხან-მოურავი (თავმჯდომარე), რეგ. N223, რეგ. თარიღი 22.01.2013 . [2014; 2016; 2017 წ.წ.];

43. პოლიტიკური გაერთიანებამემარცხენე ალიანსი“    - კახაბერ ძაგანიაიოსებ შატბერაშვილი (თანათავმჯდომარეები), რეგ. N224, რეგ. თარიღი 05.06.2013. [2016; 2017 წ.წ.];

44. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, გია ბერძენიძე (თავმჯდომარე), რეგ. N225, რეგ. თარიღი 17.09.2013 . [2014; 2016 წ.წ.];        

45. პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანობის დარბაზი“ - მერაბ ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე), რეგ. N226, რეგ. თარიღი 04.04.2014 . [2014 წ.];     

46. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებარეფორმატორები“ - ირაკლი ღლონტი (თავმჯდომარე), რეგ. N227, რეგ. თარიღი 08.04.2014 . [2014 წ.];

48. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაჩვენი სამშობლო“ - ზვიად ჩიტიშვილი (თავმჯდომარე), რეგ. N231, რეგ. თარიღი 05.10.2015 . [2016 წ.];

49. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს მშვიდობისათვის“   - დავით თევზაძე (თავმჯდომარე), რეგ. N232, რეგ. თარიღი 16.11.2015 . [2016 წ.]; 

50. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - პარტიასაქართველო“ - გიორგი ლილუაშვილი (თავმჯდომარე), რეგ. N234, რეგ. თარიღი 30.03.2016 წ. [2016; 2017 წ.წ.];

51. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებამოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე (თავმჯდომარე), რეგ. N237, რეგ. თარიღი 29.06.2016 . [2016; 2017 წ.წ.];

52. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებასამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძე (თავმჯდომარე), რეგ. N238, რეგ. თარიღი 08.07.2016 წ; [2016; 2017 წ.წ.]; 

53. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაპროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ - ლაშა სტურუა (თავმჯდომარე),რეგ. N239, რეგ. თარიღი 26.07.2016 . [2016; 2017 წ.წ.];  

54. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - ნიკოლოზ ჯოგლიძე (თავმჯდომარე), რეგ. N240, რეგ. თარიღი 26.07.2016 . [2016; 2017 წ.წ.];

55. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებამოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ - ხათუნა ქოიავა (თავმჯდომარე), რეგ. N243, რეგ. თარიღი 22.08.2017 . [2017 წ.];

მაშასადამე, დღეისათვის რეგისტრაციის მქონე 231 პარტიიდან  - 176 პარტია, სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკულად არ მონაწილეობს აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში, და მათი არსებობა მხოლოდ ფორმალური რეგისტრაციით შემოიფარგლება.

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანი, სწორედ ამ მდგომარეობის მქონე ფორმალური სურათის, რეალობასთან მისადაგებული გარემოს დასაფიქსირებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ემსახურება.

ერთის მხრივ - პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მსურველ პირთა წრის რეალური სურათის დადგენის; და მეორეს მხრივ - პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის გააქტიურების სტიმულირების მიზნით, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე გამოიკვეთოს, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებიდან გამომდინარე, ე.წ -  ვალდებულებულებითი ნაწილი.

ზემოთქმულის შემდეგ, მოდით გადავიდეთ, ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების განხილვაზე.

2. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“

საქართველოს ორგანულ კანონში

შესატანი ცვლილებები

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით, შემოთავაზებულია ცვლილებები განხორციელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მეოთხე თავში - „პარტიის საქმიანობის შეწყვეტა“.

როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონით:

„პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“ [მუხლი 35-36].

აღნიშნულის პარალელურად, საკანონმდებლო დონეზე უნდა გამოიკვეთოს - რეგისტრაციის მქონე პარტიებისათვის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩაბმის ვალდებულებითი ნაწილი, და იგი - საარჩევნო პროცესის გარკვეულ რაოდენობრივ ციკლს უნდა დაუკავშირდეს.

კერძოდ, გთავაზობთ რომ - აკრძალვა შეეხოს, ანუ რეგისტრაცია გაუუქმდეს იმ პარტიას, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, არ მონაწილეობდა ბოლო ოთხი [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა] საერთო არჩევნებიდან, ერთ არჩევნებში მაინც.

საქართველოს კონსტიტუციის, როგორც დღეს მოქმედი [იხ. მუხლი 89,1-გ], ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომად ძალაში შესული რეგულაცია [იხ. მუხლი 60,4-ვ], გამოკვეთავს იმ პირთა წრეს [საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი ან მთავრობა], რომელთა მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზეც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ორგანული კანონით დადგენილი წესით, იხილავს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეწყვეტის საკითხს.

აღნიშნულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ჩვენს მიერ შემოთავაზებული წინადადების პრაქტიკული რეალიზაციის სქემა ასეთია:

- ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულებით გამოიკვეთება იმ პარტიათა ნუსხა, რომლებიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, მონაწილეობდა ბოლო ოთხი [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა] საერთო არჩევნებიდან, ერთ არჩევნებში მაინც;

- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მოქალაქეთა  პოლიტიკური  გაერთიანებების  (პარტიების)  რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ადგენს იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლებიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, არ მონაწილეობდნენ ბოლო ოთხი [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა] საერთო არჩევნებიდან, ერთ არჩევნებში მაინც;

- მთავრობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგენს, ზემოთაღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ, ასეთი პარტიების აკრძალვის მოთხოვნის გამათვალისწინებელ სარჩელს.

მთლიანობაში, გთავაზობთ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 361 მუხლი:

„მუხლი 361. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომელიც, ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულებისა და სსიპ - საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით მთავრობის მიერ მომზადებული სარჩელის თანახმად, დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, არ მონაწილეობდა ბოლო ოთხი [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა] საერთო არჩევნებიდან, ერთ არჩევნებში მაინც.“;

 

კანონში შეტანილი ცვლილების ამოქმედებისა და მთავრობის მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის წევრთა მიერ, პარტიის ხელახალი რეგისტრაციის საკითხის პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაყენების შემთხვევაში, შემოთავაზებულია გათვალისწინებულ იქნეს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობა.

შესაბამისად, გთავაზობთ, რომ კანონის - 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 21 ქვეპუნქტი:

21. ამ კანონის 361 მუხლით აკრძალული პარტიის ხელახალი რეგისტრაცია, ამ კანონის მე-2 თავის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეიძლება, მხოლოდ მისი გაუქმებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში პარტიაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-12 მუხლით, აგრეთვე 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.“;

 

3. საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“

შესატანი ცვლილებები

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებიდან გამომდინარე, საჭიროა შეიცვალოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის ის ნორმა, რომელშიც ცესკოს თავმჯდომარის უფლებებია ასახული.

შესაბამისად, კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის წარსადგენად განკარგულებით განსაზღვრავს იმ პარტიათა ნუსხას, რომლებიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ბოლო ოთხი [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა] საერთო არჩევნებიდან, ერთ არჩევნებში მაინც.“.

 

...

რასაც მე ახლა გიამბობთ,

თქვენ არ გეგონოთ ზღაპარი:

ბაზალეთისა ტბის ძირას,

უკვე დაირწა აკვანი...

ყრმა - გაიზარდა, დამშვენდა,

[ბევრმა არ იცის სად არი],

სულ მალე გაგვიცხადდება,

„მტერს“ დაეცემა თავზარი!...

ლასკარში - ელოდებიან,

მისი ერთგული შვილები...

ჯერ მათთან მოვლენ სტუმრებად:

ქრისტე და მოციქულები!..

ეკატერინე

 ხრიკული

  

 

ღამის წყვდიადი

[პაექრობა]

დღესაც ულმობელ ქარიშხალს ვებრძვი,

და განთიადის ვარ მომლოდინე,

რომ მიმოფანტოს „წყვდიადი ღამე“.

ბნელ დერეფანს მივუყვები,

„მზის ამოსვლას“ ველოდები,

მზის სხივები გამინათებს გზას...

საღვთო გზაზე ვიარები,

დამიწყლულდა იარები,

უნდა შევსვა სადღეგრძელო - გამარჯვების,

სადღა არის ფიალები?

თუმც ჯერ კიდევ ომში ვართ,

ვინც ჩვენ გვებრძვის - ბნელია,

გზას გაუდექ ელია

„მტერი შემოგვესია“,

ეს, ეს არის - „ჯაჭვის პერანგი“ შემოგვეხია.

რაინდნო! ვაჟკაცნო!

ჩვენი მტერი ლაჩარია,

რომელმაც - საღვთო გზა - ასე არია.

ბინდით მოცული სახე მისი ნიღბებშია,

„სახეს იმალავს“ და სადღაც მთებშია,

ჩვენს გასაჭირს არად აგდებს აინუნშია.

ჩვენ ასე ვფიქრობთ:

„პაექრობს სატანა“ და მაინც ნავარდობს

უფლის უბეში...

თუმცა, არავინ იცის

უფალი როდის „გაუცვლის როლს“, და

აცურავებს ცრემლის გუბეში.

პაექრობის „პიკია“,

დავა კვლავაც გრძელდება,

ეშმაკი ისე შემოგვცქერის,

თითქოს არც კი ეხება - „ჩვენი შეფერხება“...

ჰოი, სატანავ იცოდე - პაექრობ უფალთან,

ზედვე ეტყობა ამ საქმეს, რომ

განწირული ხარ „ბოროტი“.

უფალი მოგკითხავს, იცოდე,

რომ წაგვართვი „ფულები“,

დაგვიწყლულეთ გულები,

მეფის კარზე დაიწერეთ ქულები.

 

არ გვინდა ჯავშანი,

არც ჯაჭვის პერანგი,

შიშველი ხელებით ვებრძოლოთ „ბოროტს“.

სატანას, მისანს, გზები აებნევა,

მწამს - უკუღმართს გზები ისე აერევა,

დაბინდულ თვალებს ცრემლი მოერევა.

ჰოი, ბოროტებავ, გზა აბნეულო,

ეს შენ ხარ სათავე - ბოროტი ენების,

გზად დაბრკოლებების,

ეს შენ ხარ „განმკითხველი“

მართლისა ამქვეყნად...

ჰოი, უკეთურო, ეს რა დათესე?!

 

რა სენიც სჭირს ჩემს ხალხს ახლა,

ეს ხომ შენი ბრალია.

მეგობარი „მესია“

მტრად რომ შემომესია,

ესეც შენი „გესლია“...

წყეულიმც იყავ!

ჩვენი ცხოვრების - უსამართლოდ ამრევ-დამრევო...

ვფიქრობდი, მეგონა „მოიქცეოდი“,

უღვთო გზას დაგმობდი...

ბნელი ხარ, გველი ხარ,

ჯანსაღ საზოგადოებაში

შენ არ ვარგიხარ.

შენ განიზრახე, წინასწარ,

უფლის გზის - დამხობა,

„ჩვენი „დაკნინება“...

დრო დიდი გქონდა

სინანულისთვის, მოქცევისათვის,

მაგრამ, თვით არ ისურვე.

ურჯულო, წყეულო,

დატოვე „ლასკარი“,

აქ შენისთანების არ არს ადგილი!!!

 

უფალო, ყოვლისმპყრობელო,

შენა ხარ ყოვლის მომცველი, განმსჯელი,

და განაჩენის ხარ გამომტანი,

შენ თვით განსაჯე და მიუზღე

ღირსია რისიც...

მე კი, გთხოვ - განმაშორო

და მომარიდო მე სახე მისი...

დინა [დიანა]

 ჯიქია