Print

გაზ. N 21 [1022]

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები:

28 [ჩინ] – 12 [ლას] – 16 [ონ]

 

პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგის მიხედვით, 28-ე ნომრით მონაწილე ჩვენმა გაერთიანებამ:

- საქართველოს მასშტაბით აღებული 1 096 ხმით, 26 საარჩევნო სუბიექტს შორის, მე-16 ადგილი დაიკავა.  მიღებული ხმების - 1 096 ჯამი: 1 + 0 + 9 + 6  ასევე 16-ის ტოლია;  ხოლო

- თბილისის მასშტაბით აღებული 921 ხმით, 16 საარჩევნო სუბიექტს შორის, მე-12 ადგილი დაიკავა.  მიღებული ხმების - 921 ჯამი: 9 + 2 + 1  ასევე 12-ის ტოლია.

ამდენად, ერთმანეთს დაუკავშირდა ციფრები: 28, 12 და 16.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ:

1. 40 ასო-ნიშნიან ანბანში, რიგითი ნომრები:

- 28, ასო-ნიშან „ჩინ“-ზე, ანუ კოდირებულად - „გამოჩინებაზე“ გვანიშნებს;

- 12, ასო-ნიშანი „ლას“-ია და კოდირებულად „ლასკარზე“ [„ლას-კარი“] გვეთითება;

- 16, ასო-ნიშანი „ონ“-ია და ქარაგმით აღნიშნავს სიტყვას - „უფალო“.

2, „ლასკარი“, ბოლო ჟამის დადგომის მანიშნებელ ნიშანთა გამხმოვანებელი ჯგუფია, რომელიც, კრებითად - „ძე კაცისა“-ს მისიის მისტერიულად შემსრულებელია.

მაშასადამე, 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებთან მიმართებაში გამოკვეთილი ციფრები: 28 [ჩინ] – 12 [ლას] – 16 [ონ], იგავურად გვაუწყებს: „გამოჩნდი“ – „ლასკარში“ – „უფალო“.

 

2017 წ, 23 ნოემბერი

"შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან" [დაბ. 8,12]

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი" [სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი -ილია მეორე]

 

 

ბოლო ჟამის მხილებისეული ეტაპის ქრონიკები

გთავაზობთ - საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედ - უწყებათაშორისი კომისიის 2017 წ. 6 და 13 ნოემბრის სხდომებზე N28 ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ გაშუქებული თემატიკის ამსახველ მასალებს.

 

1. საქართველოში ჩატარებული საყოველთაო აღწერისა და ამომრჩეველთა რაოდენობრივი ურთიერთკავშირის საკითხისათვის,

ანუ - „ნაც-ქოცების“ გაყალბებების არითმეტიკა

საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა დონის არჩევნების დროს ყოველთვის პრობლემატური გახლდათ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მეტ-ნაკლებად ზუსტი მონაცემების დადგენის საკითხი.

თავის მხრივ, ამომრჩეველთა საერთო ოდენობის არასწორი მონაცემი, სხვა შესაძლო დარღვევათა ჩამონათვალში, არჩევნების საბოლოო შედეგების გაყალბების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს შეადგენს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოდით თვალი გადავავლოთ იმ ურთიერთ კანონზომიერებას, რაც საქართველოში ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგებიდან გამომდინარეობს.

მონაცემთა ანალიზისას დავეყრდნობით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მიერ 2016 წ, 16 აპრილს გამოქვეყნებულ მასალას - „მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები [ზოგადი ინფორმაცია]“.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

იქვე ვკითხულობთ - „...მოსახლეობის აღრიცხვის მომენტს (კრიტიკული მომენტი) წარმოადგენდა 4-5 ნოემბრის შუაღამის 12 საათი. (ე. ი. მონაცემები არ შეგროვდა მოსახლეობის კრიტიკული მომენტის შემდეგ დაბადებული ბავშვებისა და ამ მომენტამდე გარდაცვლილი პირების შესახებ).

იმის გამო, რომ ნოემბერში ზოგიერთ მთიან მუნიციპალიტეტში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო კავშირი გართულებული იქნებოდა, მესტიის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სრულად და დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2014 წლის სექტემბრის თვეში.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82 პროცენტი (57 ათასი კვ.კმ). მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება.

 აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ: აფხაზეთის ა.რ.-ში და ცხინვალის რეგიონში (მთლიანი ფართობი - 13 ათასი კვ.კმ) არსებულ 1015 დასახლებაში“.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პირველი საყოველთაო აღწერა - 2002 წელს ჩატარდა.  ამ ორი აღწერის შედეგებთან მიმართებაში იქვე ვკითხულობთ:

„2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ - 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით - 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 591 181 კაცი... აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 47,7 პროცენტს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3 პროცენტს - ქალები“.

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონებისა და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით ასეა გადანაწილებული:

- მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ - 1 108 717 კაცი შეადგინა [რაც წინა აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია. მატება ძირითადად განპირობებულია მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების ქ. თბილისთან შემოერთებით];

- საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის კლება დაფიქსირდა. კერძოდ - მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (29,0 პროცენტი), ხოლო ყველაზე ნაკლები - აჭარის ა.რ.-ში (10,6 პროცენტი). მოსახლეობის რიცხოვნობის ამჟამინდელი მონაცემები კი ასეთია:

იმერეთი - 533 906; ქვემო ქართლი - 423 986; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 333 953; სამეგრელოზემო სვანეთი - 330 761; კახეთი - 318 583; შიდა ქართლი - 263 382; სამცხეჯავახეთი - 160 504; გურია - 113 350; მცხეთამთიანეთი - 94 573; რაჭალეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32 089.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის 86,8 %-ს ქართველები შეადგენენ, 6,3 %-ს - აზერბაიჯანელები, ხოლო 4,5 %-ს - სომეხი ეროვნების მოსახლეობა. ზოგადი სურათი კი ასეთია:

მთლიანი მოსახლეობის რაოდენობაა - 3 713 800 [100 %]. ამათგან: ქართველია - 3 224 600 [86,8 %]; აზერბაიჯანელი - 233 000 [6,3 %]; სომეხი - 168 100 [4,5 %]; რუსი - 26 500 [0,7 %]; ოსი - 14 400 [0,4 %]; იეზიდი - 12 200 [0,3 %]; უკრაინელი - 6 000 [0,2 %]; ქისტი - 5 700 [0,2 %]; ბერძენი - 5 500 [0,1 %]; ასირიელი - 2 400 [0,1 %]; სხვა - 14 300 [0,4 %].

ჩვენი მთავარი სათქმელის განხილვამდე აღმსარებლობის შესახებ მიღებული მონაცემიც გვინდა შემოგთავაზოთ

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგად საქართველოს მოსახლეობის - 83,4 %-ს მართლმადიდებლები შეადგენენ, მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია მოსახლეობის - 10,7 %, ხოლო სომხური-სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია - 2,9 %.

ზოგადად, აღმსარებლობის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის განაწილების სურათი ასეთია.

მართლმადიდებელი-  3 097 600 [83,41 %]; მუსლიმური - 398 700 [10,74 %]; სომხურისამოციქულო - 109 000 [2,93 %]; კათოლიკური - 19 200 [0,52 %]; იეღოვას მოწმე - 12 400 [0,3 %]; იეზიდური - 8 600 [0,2 %]; პროტესტანტული - 2 500 [0,1 %]; იუდეური - 1 400 [0,04 %]; სხვა - 1 400 [0,04 %]; არცერთი - 19 100 [0,5 %]; უარი - 9 600 [0,3 %]; არ არის მითითებული - 34 300 [0,92 %].

დღეს მოქმედი კანონმდებლობით არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია 18 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეს.

2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, 5 წლიან ბიჯად დაყოფილი საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა ასეთია:

სულ - 3 713 800 მაცხოვრებელი.  ამათგან:

0-4 წლამდე ასაკის - 255 100; 5-9 წლამდე ასაკის - 230 000; 10-14 წლამდე ასაკის - 206 200; 15-19 წლამდე ასაკის -  226 000;

20-24 წლამდე ასაკის - 266 100; 25-29 წლამდე ასაკის - 278 700; 30-34 წლამდე ასაკის - 262 100; 35-39 წლამდე ასაკის -  248 500;

40-44 წლამდე ასაკის - 243 300; 45-49 წლამდე ასაკის - 239 400; 50-54 წლამდე ასაკის -  271 400; 55-59 წლამდე ასაკის - 245 400;

60-64 წლამდე ასაკის - 211 400; 65-69 წლამდე ასაკის - 155 700; 70-74 წლამდე ასაკის - 123 600; 75-79 წლამდე ასაკის - 135 800; 80-84 წლამდე ასაკის - 71 700; 85-89 წლამდე ასაკის - 34 500; 90-94 წლამდე ასაკის - 7 500; 95-99 წლამდე ასაკის - 1 200; 100+ წლამდე ასაკის - 300.

აღნიშნულზე დაყრდნობით, 18 წლამდე ქვევით, ანუ საარჩევნო უფლების არმქონე მოსახლეობის რაოდენობა იქნება: 0-4 წლამდე ასაკის - 255 100; 5-9 წლამდე ასაკის - 230 000; 10-14 წლამდე ასაკის - 206 200, ოდენობას დამატებული, 15-19 წლამდე ასაკის -  226 000 მოსახლეობის 4/5 ნაწილი, ანუ - 180 800.

მთლიანობაში, 2014 წ. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით:

- 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის რაოდენობა იქნება: 255 100 + 230 000 + 206 200 + 180 800 = 872 100. რაც მთლიანი მოსახლეობის - 23, 5 % შეადგენს; ხოლო

- 18 წლის ზევით, ანუ საარჩევნო უფლების მქონე იქნება: 3 713 800 – 872 100 = 2 841 700 საქართველოს მოქალაქე.

საქსტატის ინფორმაციით - „2002 წლის აღწერასთან შედარებით 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა“.

შესაბამისად, 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით (4 371 535 კაცი), ჩვენთვის საძიებო:

- 18 წლამდე ასაკის მქონე მოსახლეობის რაოდენობა, 2014 წლის აღწერის მონაცემებზე - 2, 4 %-ით მეტი, ანუ - 25,9 % იქნება, და შეადგენს - 4 371 535 x 25,9 : 100 = 1 132 228 საქართველოს მოქალაქეს; ხოლო

- 18 წლის ზევით, ანუ საარჩევნო უფლების მქონე იქნება: 4 371 636 – 1 132 228 = 3 239 408 საქართველოს მოქალაქე. 

როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, საქსტატის მონაცემებით - „2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია“.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნებული აქვს: საქართველოში 2006 -2017 წ.წ. ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგები. მათ შორისაა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მათთვის გადაცემული - საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა საერთო რაოდენობის მონაცემებიც. ზოგადი სურათი ასეთია:

2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ყოფილა - 3 198 993 [მონაწილეობა მიიღო - 1 545 317 (48.3 %)];

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 3 465 736 [მონაწილეობა მიიღო - 1 840 407 (53,1 %)];

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე - 3 544 770 [მონაწილეობა მიიღო - 1 740 652 (49,1 %)];

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 3 613 851 [მონაწილეობა მიიღო - 2 215 661 (61,31 %)];

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - 3  537 719 [მონაწილეობა მიიღო - 1 648 662 (46,6 %)];

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე - 3 429 628 [მონაწილეობა მიიღო - 1 485 37 (51,94 %)];

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 3 513 884 [მონაწილეობა მიიღო - 1 825 054 (51,84 %)];

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე - 3 440 123 [მონაწილეობა მიიღო - 1 569 99 (45, 64 %)].

როგორც ვხედავთ, თუ არ ჩავთვლით 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, მის შემდგომად ჩატარებულ შვიდივე [2008-2010-2012-2013-2014-2016-2017 წ.წ.] არჩევნებზე, ოფიციალურად გამოცხადებული ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - წინააღმდეგობაში მოდის, საყოველთაო აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობრივ მაჩვენებლებთან, ანუ - გაყალბებულია.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა შემცირების ტენდენციით ხასიათდება, თუ შესადარებლად ავიღებთ 2002 და 2014 წლების საყოველთაო აღწერით დადგენილ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობას [შესაბამისად: 3 239 408 და 2 841 700], მაშინ

სხვადასხვა არჩევნებზე გაყალბებულ ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება:

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე: 3 465 736 – 3 239 408 = 226 331;

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე: 3 544 770 – 3 239 408 = 305 362;

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე: 3 613 851 – 3 239 408 =374 443;

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე: 3  537 719 – 3 239 408 = 298 311;

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე: 3 429 628 – 3 239 408 = 190 220;

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე: 3 513 884 – 2 841 700 = 672 184;

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე: 3 440 123 – 2 841 700 = 598 423.

    

ზემოთქმული მასალის ცხრილის სახით წარმოდგენილი სურათი ასეთი სახისაა:

 

რეგისტრირებული ამომრჩეველი

მონაწილეობა მიიღო

პროცენტული მაჩვენებელი

1990 წ.

28 ოქტომბერი

3 444 002

2 406 742

69,88 %

 

 

საქართველოს მოსახლეობა

0-18 წლამდე

ასაკის

18 წელს

ზევით

2002 წლის აღწერით

4 371 535

1 132 228

3 239 408

2014 წლის აღწერით

3 713 800

 872 100

2 841 700

 

რეგისტრირებული ამომრჩეველი

ამომრჩეველთა ყალბი რაოდენობა

მონაწილეობა მიიღო [%]

 

2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები

 

3 198 993

 

-

 

1 545 317

[48.3 %]

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები

 

3 465 736

 

226 331

 

1 840 407

[53,1 %]

 

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები

 

3 544 770

 

305 362

 

1 740 652

[49,1 %]

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

 

3 613 851

 

374 443

 

2 215 661

[61,31 %]

 

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

 

3  537 719

 

298 311

 

1 648 662

[46,6 %]

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები

 

3 429 628

 

190 220

 

1 485 37

[51.94 %]

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

 

3 513 884

 

672 184

 

1 825 054

[51.94 %]

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები

 

3 440 123

 

598 423

 

1 569 992

[45,64 %]

 

 

 

ვფიქრობთ, რომ მკითხველი ზედმეტი კომენტარის გარეშეც ადვილად დარწმუნდება, რომ ის, რაც - ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან“ ხელისუფლებაში მოკალათებულმა - „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურებმა საარჩევნო პრაქტიკაში დანერგეს, წარმატებით გააგრძელა - 2012 წლის შემდგომად ქვეყნის სათავეში უმრავლესობით მოსულმა „ქართული ოცნების“ იმ მთლიანმა გუნდმა, რომელიც ყოფილი ნაციონალების საკმაოდ დიდი რაოდენობის წარმომადგენლებისაგან გახლავთ დაკომპლექტებული.

 

დასასრულ დავსძენთ, რომ ზემოთ გადმოცემული ანალიზი, ჩვენს მიერ წარდგენილ იქნა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედ - უწყებათაშორისი კომისიის 2017 წ. 6 ნოემბრის სხდომაზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფაქტობრივი მასალის უტყუარობიდან გამომდინარე - აღნიშნული კომისიის წევრთაგან საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოთქმულა.

დანართი

ამონაწერი აღნიშნული კომისიის სხდომის ოქმიდან:

„... ბატონმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა კომისიას წარუდგინა ამომრჩეველთა რაოდენობის 1990 – 2017 წლების სტატისტიკური მონაცემები. მან აღნიშნა, რომ გარკვეული შეუსაბამობაა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს შორის...“ [იხ. იუსტიციის სამინისტროს ელ. გვერდი].

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

2. ნაცების თაღლითური საქციელი, ანუ  

გახარჯული საბიუჯეტო სახსრები

დღეს მოქმედი კანონმდებლობა, სხვადასხვა პოლიტიკურ გართიანებებს,  შესაძლებლობას აძლევს ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობის“ გზით, მიითვისონ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები.

როგორც არაერთგზის გვითქვამს, ზოგადად, პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნა - დაწესებული საარჩევნო ბარიერის ერთობლივი ძალისხმევით გადალახვის მიზნით ხდება. ასეთ შემთხვევაში, ამ გზით მიღებული სადეპუტატო მანდატების განაწილების მექანიზმი, ბლოკში შემავალი პარტიების მიერ წარდგენილ ერთიან პარტიულ სიაში ჰპოვებს ხოლმე ასახვას, რომელშიც ყველა პარტია თავისი გავლენის შესაბამისი კანდიდატთა რაოდენობითა და რიგითი ნომრებითაა წარმოდგენილი.

პოლიტიკური გარიგების [ვაჭრობის] შემთხვევაში, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვაში დარწმუნებული ე.წ. „ძლიერი“ პარტია, დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვების მიზნით - საარჩევნო ბლოკს ქმნის მისსავე სატელიტ ე.წ. „სუსტ“ პარტიასთან. ამ დროს ე.წ. ბლოკის პარტიული სია, როგორც წესი მხოლოდ ერთი, ანუ ე.წ. „ძლიერი“ პარტიის წევრებით კომპლექტდება.

ხსენებული მიზნით შექმნილი საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ, კვალიფიციურობის სტატუსისა, და შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ე.წ. „სუსტი“ პოლიტიკური პარტიის ფინანსურ რესურსს, ფაქტიურად განკარგავს ე.წ. „ძლიერი“ პარტია. აი ასეთია პარტიული კორუფციის კლასიკური მაგალითი.

 

წინამდებარე წერილში „ნაც. მოძრაობიდან“ გამოყოფილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, ე.წ. „ევროპული საქართველოს“ მიერ, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად გამოყენების თაობაზე გვინდა ვისაუბროთ.

2017 წ. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო ბლოკში:ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ გაერთიანდა ორი პარტია - 1. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", და 2. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", თუმცა ერთიან პარტიულ სიაში ე.წ. „სუსტი“ პარტიის [„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"] არცერთი წევრი არ იყო შეყვანილი.

თავად ამ ბლოკის შექმნის თაობაზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან თარხნიშვილი, საინფორმაციო სააგენტოს „ინტერპრესნიუსი“-ს მიერ 2017 წ. 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს - „ეს არის ტექნიკური საარჩევნო ბლოკი, რომლის შექმნის შესაძლებლობას კანონმდებლობა იძლევა... ჩვენ ამ შესაძლებლობით ვისარგებლეთ და ტექნიკური საარჩევნო ბლოკი შევქმენით, როგორც აქამდე ვიქცეოდით, როცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიყავით. ეს იძლევა საშუალებას გვქონდეს გარკვეული სარგებელი, აბსოლუტურად ლეგალური...“.

ამ ე.წ. სარგებელის დეტალებს იგი ასე აკონკრეტებს - „...პირველი, რომელიც მყისიერია, ამ არჩევნების დროს წარმომადგენლების დაფინანსება და ა.შ.; და მეორე,  რომელიც შეიძლება დადგეს მომავალში, თუკი ამ საარჩევნო სუბიექტს ექნება კარგი შედეგი... შესაბამისად, იქნება საშუალება, რომ მეორე პარტიაც გახდეს კვალიფიციური სუბიექტი და შემდეგი არჩევნებისთვის ჰქონდეს საეთერო დრო, დაფინანსება და ა.შ.“.

ბლოკში შემავალ მეორე პარტიის თაობაზე ლევან თარხნიშვილი იქვე აღნიშნავს, რომ - „პარტია მათმა თანამებრძოლებმა და მეგობრემა დააფუძნეს“.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ, აღნიშნული - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" - 2017 წ. 22 აგვისტოს იქნა დარეგისტრირებული [რიგითი N243]. მისი თავმჯდომარეა - საპარლამენტო უმცირესობის აპარატის თანამშრომელი - ხათუნა ქოიავა.

ამავე 22 აგვისტოს, გამოიცემულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება [N22/08/01] მუნიციპალური ორგანოების არჩევნების 2017 წ. 21 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს განკარგულება, კანონმდებლობით განსაზღვრული - პრემიერ-მინისტრის მიერ მიცემული თანხმობის შემდეგ, იმავე 22 აგვისტოს გამოქვეყნდა ცესკოს ელექტრონულ გვერდზე.

მოდით ვნახოთ, რა გზით შეეძლო ამ პარტიას საარჩევნო რეგისტრაციის მოპოვება

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 142-ე მუხლი [„ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია“] თანახმად:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57- დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

.) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

.) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტისქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას“.

 

ბუნებრივია, რომ 2017 წლის 22 აგვისტოს დარეგისტრირებული ეს პარტია:

-  2016 წ. ჩატარებულ საპარლამენტო  არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, და შესაბამისად, პარლამენტის დეპუტატი წევრად ვერ ეყოლებოდა, ანუ ვერ აკმაყოფილებს მუხლი 142,1 - ა;ა) და ა.ბ) მოთხოვნას;

- 15 ივლისამდე ვადაში ვერანაირი განცხადებით ვერ მიმართავდა ცესკოს, ანუ იგი, ვერც კანონის მუხლი 142,1-ბ პირობის მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

მიუხედავად ამისა, ცესკოს თავმჯდომარის მიერ 2017 წ. 26 აგვისტოს მიღებული N38/2017 განკარგულებით, პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა.

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, „ევროპული საქართველოს“ სადეპუტატო წარმომადგენელთაგან, მინიმუმ ერთი წევრის მიერ გაცემული - ყალბი წერილობითი დადასტურება, რომ იგი, 22 აგვისტოს მდგომარეობით, თითქოსდა გახლდათ ახლად შექმნილი პარტიის წევრი [მუხლი 142,1 - ა.ბ) მოთხოვნა]. 

დღეს მოქმედი - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად:

„2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით).

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა შედგება საბაზო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან.

5. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 300 000 ლარი.

6. თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიღებული აქვს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 6% ან მეტი, მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა გაორმაგდება“  [მუხლი 30,2-3; 5-6].

 

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ამ საარჩევნო ბლოკმა, არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა 10,4 % მიიღო. რის შედეგადაც მასში გაერთიანებულმა, „ახლადგამოჩეკილმა“ პარტიამ სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. რომლის მინიმალური წლიური ოდენობა, კანონის მუხლი 30,5-6 -ის თანახმად: 600 000 ლარს შეადგენს.

ეხლა ვნახოთ, თუ კიდევ რა ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება მიიღოს ამ პარტიამ. საარჩევნო კოდექსის თანახმად:

არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი კვალიფიციური პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით...“ [მუხლი 43,1].

საქართველოში დღეს გახსნილია - 73 საოლქო და 3 644 საუბნო საარჩევნო უბანი. შესაბამისად, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად:

- ერთი კვალიფიციური პარტია მიიღებს: 73 x 150 = 10 950  და  3 644 x 100 = 363 400 ლარს, ანუ ჯამში - 375 350 ლარს;

- სარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ეს ორი კვალიფიციური პარტია მიიღებს: 73 x 200 = 14 600  და  3 644 x 150 = 546 660 ლარს, ანუ ჯამში - 561 260 ლარს.

ამდენად, თაღლითური გზით ე.წ. „კვალიფიციური პარტიის“ სტატუსის მომპოვებელი - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", მინიმუმ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს: 600 000 x 4 = 2 400 000 ლარს; ხოლო - 2018, 2020 და 2021 წლის არჩევნების წელს: 375 350 x 3 = 1 126 050 ლარს, ანუ - ჯამში - 3 526 050 ლარს.

მეორეს მხრივ, ამავე თაღლითური სქემის მიხედვით, საპარლამენტო პარტია „ევროპულო საქართველო“, თავის ერთიან პარტიულ ბიუჯეტში, მინიმუმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, დამატებით: ყოველწლიურად 600 000 ლარს, ხოლო ყოველ საარჩევნო წელს - 561 260 ლარს მიიღებს.

 

წინამდებარე წერილის დასასრულ დავსძენთ, რომ ზემოთ გადმოცემული ანალიზის ამსახველი მასალა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედ - უწყებათაშორისი კომისიის 2017 წ. 13 ნოემბრის სხდომაზე წარდგენის შემდეგ, შესაბამისი რეაგირებისათვის, გადავეცით, ამავე კომისიის წევრს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს ბ-ნ გიორგი გაბიტაშვილს.

დანართი

ამონაწერი აღნიშნული კომისიის სხდომის ოქმიდან:

„... ბატონმა მიხეილ [გელა[ სალუაშვილმა [„ზვიადის გზა - უფლის სახელით“] თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა „ევროპული საქართველოს“ წევრ ლევან თარხნიშვილის მიერ საინფორმაციო პორტალ „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემულ კომენტარზე, სადაც ბატონი ლევანი დეტალურად ხსნიდა, თუ როგორ შექმნეს პოლიტიკური ბლოკი შემდგომში სატელევიზიო დროისა და ფინანსური სარგებლის მისაღებად. ბატონმა მიხეილ სალუაშვილმა ზედმიწევნით აღწერა ამ პოლიტიკური ბლოკის შექმნისა და ფინანსური სარგებლის მიღების სქემა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზიანს აყენებდა და იქვე ყურადღება გაამახვილა, რომ ეს ყოველივე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების ბრალი იყო და საჭიროება მოითხოვდა მის დროულ ცვლილებას. ბატონმა მიხეილ [გელამ] საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა თხოვნით დაინტერესებულიყვნენ აღნიშნული საკითხის შესწავლით...“ [იხ. იუსტიციის სამინისტროს ელ. გვერდი].

 

ბოლო ჟამის არსში გარკვეულ მკითხველს კი, გვინდა მაცხოვრისეული მინიშნება შევახსენოთ - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „...ხოლო ვისაც არ ესმის, დაე ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

 

იხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

სულის აგონია

ალმოდებულ საქართველოს ვხედავ და ვკვდები...

ვის სძულხარ, რად სძულხარ, ჩემო სანატრელო?

როგორ ავატირეთ, ავამდუღრეთ, ვახრიოკეთ შენი სამყარო...

სად გაქრი ვაჟას - შველო, გრანელის - ჩიტო, შენ თუ გადამირჩი მტრედო?

 

მხარე არ დარჩა ხანძრის გარეშე,

იწვის და ნადგურდება ჩემი მამული...

ჩემო უფალო - ახლოს ხარ? - მოდი!

შენ ხომ დაგვიბარე: „მა[მე] - მული [მოვალ]!“

 

შენი ტკივილი მეც მტკივა მამულო,

ზეცამდე აღწევდა სულის აგონია,

ამ ცოდვილ მიწაზე ვინმეს იმედი არა მქონია,

თუ გვიშველის - უფლის ნათელი - გამოგონია!..

 

მუხლდრეკით გევედრები, გთხოვ ყურად იღო,

გაგვიხსენ გონება და ლოცვა გვასწავლენ,

მოიღე წყალობა - მოგვაგე ნათელი,

არადა, ეს წლებიც უნაყოფოდ წავლენ...

 

უდაბნოდ ქცეულ სულს, უყვარს კი - მამული?

ჩემო უფალო, არ მისცე ნება - უდაბნოდ გვაქციონ,

შენს გარდა ვერავინ გვიშველის, მხსნელო,

მიტომაც სულში ზარები ირეკება -

აქციოს! აქციოს! აქციოს!

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი [გაგუა]

 

...

სამშობლოვ, გულში დაჭრილო,

ბევრმა დაკარგა გონება,

მამულები ჩამოგაჭრეს

სხვა სახელმწიფოს მონებმა...

ჩვენი სამშობლო ჩვენ თუ არ გვიყვარს,

მის სასიკეთოდ სხვა არ იდარდებს,

მავანი ცდილობს ეს მიწა-წყალი,

როგორც მას უნდა - ისე გვიყვარდეს?!

მოვა დრო - მოვა პატრონი,

ლხენით აგივსებს გულსა,

მისხალ-მისხალ დაგიბრუნებს

მონების გაყიდულსა...

შემოაბიჯებს ლასკარსა,

გაახარებს ჩაფრულ გულსა,

გვერდიდან არ მოიცილებს,

ყველა თავის ერთგულ შვილსა...

კატერინე

 ხრიკული

  

 

პიკის საათია!..

ზეცას გრაგნილი იშლება ფარებად,

თითქოს ჩამოდის ცით სახარება.

უცნობი კითხულობს - „რომელი საათია?“

ზეციდან ხმა ისმის:

„პიკის საათია!..“

გუშაგი ფხიზლობს,

„ტყეში ნავარდია“

მე კი, მოვითხოვე ჩემი „ნაბადია“...

სატანა ცახცახებს და შიშით კითხულობს:

ნუთუ კვლავ ელის ქვეყანა

ქრისტეს მობრძანებას?!

დაბნეულია სატანა,

ვერ გაუგია რას დუდუნებს კლავიატურაზე,

ტყუილ-მართალი არევია

სიმთა ჟღერაზე,

მას „ზღაპრები“ აღარ ჯერა „ახალ ერაზე“...

დინა [დიანა]

 ჯიქია