Print

გაზეთი N 1 [1024]

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის

პოლიტიკური პარტიების

ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის

სამსახურის უფროსს

ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს

 

2017 წლის საანგარიშწორებო პერიოდთან

დაკავშირებული

 

ფინანსური ანგარიშგება

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052) - კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და ჩვენი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, „თიბისი“ ბანკში გახსნილ იქნა -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი: TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

 

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენდა - 14 [თოთხმეტ] ლარს და 02 თეთრს.

2017 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

1. 17 ოქტომბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 150 [ასორმოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

2. 17 ოქტომბერს  შ.პ.ს. „ირიდა“-ს, სასტამბო ხარჯის ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 150 [ასორმოცდაათი] ლარი;

3. 17  ოქტომბერს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;

4. 27 დეკემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 100 [ასი] ლარის შემოწირულობა;

 5. 27 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის  2018 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

6. 27 დეკემბერს კავშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2018 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

 

2017 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 250 [ორასორმოცდაათი] ლარი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 250 [ორასორმოცდაათი] ლარი და 90 თ.

 

2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 13 [ცამეტ] ლარს და 12 თეთრს.

დანართი:

წლიური საფინანსო დეკლარაცია

 

პატივისცემით

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

თბილისი,

3 იანვარი 2018 წ.



 მხილებისეული ეტაპის ქრონიკები

2012 და 2016 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტში,

2013 – 2017 წლებში

წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებათა

ჩამონათვალი

 

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშნებზე დაყრდნობით გასაჯარისებულ ინფორმაციას ზიარებულმა ლასკარის მსმენელმა იცის, რომ ჩვენს თვალწინ მიმდინარე ე.წ. „მხილებისეული ეტაპი“, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე დროით მონაკვეთში პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარებული პროცესების კრებითი ბიბლიური სახელდებაა.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ 2011 წლის მიწურულს, ერთის მხრივ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტისა“, და მეორეს მხრივ - პოლიტიკური ორგანიზაციის: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს გაერთიანების შემდგომად აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულმა პარტიამ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“, თავის თავზე იტვირთა , ბოლო ჟამში მიმდინარე სულიერი და ფიზიკური ასპექტების შემცველი პროცესების წარმოჩენის სიმძიმე.

ამჟამად წარმოგიდგენთ, ე.წ. „მხილებისეული ეტაპის“ ქრონიკისათვის განკუთვნილ მასალას, ანუ ხსენებული გაერთიანების მიერ 2012 და 2016 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტში, 2013 – 2017 წლებში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებათა ჩამონათვალს.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, მთლიანობაში 44 საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შევთავაზეთ [2013 წელს - ორი; 2014 წელს – 23; 2015 წელს - 4; 2016 წელს - 9; და 2017 წელს - 6]. ზოგადი სურათი კი ასეთია:

 

2013 წ.

N1 - 12 დეკემბერი 2013 წ.

საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“ [დადგენილების პროექტი];

N2 - 20 დეკემბერი 2013 წ.

 საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე[დადგენილების პროექტი];

 

2014 წ.

N1 [3] - 21 იანვარი 2014 წ.

 საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“ [კანონის პროექტი];

N2 [4] - 4 თებერვალი 2014 წ.

საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“;

N3 [5] - 11 თებერვალი 2014 წ.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“[50% + 1 ამომრჩეველი];

N4 [8] - 18 თებერვალი 2014 წ.

„1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“;

N5 [7] - 25 თებერვალი 2014 წ.

„1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“;

N6 [8] - 4 მარტი 2014 წ.

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების შესახებ“ ]სკოლის ასაკის შვილიანი დედის თაობაზე];

N7 [9] - 11 მარტი 2014 წ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“. [ერთადა];

N8 [10] - 18 მარტი 2014 წ.

 საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“;

N9 [11] - 25 მარტი 2014 წ.

საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“;

N10 [12] - 1 აპრილი 2014 წ.

საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ;  

N11 [13] - 8 აპრილი 2014 წ.

საქართველოს კანონში  - საჯარო სამსახურის შესახებდა საქართველოს ორგანულ კანონში -  „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“;

N12 [14] - 8 მაისი 2014 წ.

საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“;

N13 [15] - 2 ივნისი 2014 წ.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“[პლაკატი-რიგითი ნომრები]

N14 [16] - 22 ივნისი 2014 წ.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [პლაკატის გაკვრის ადგილი];

N15 [17] - 15 ივლისი 2014 წ.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“[კომისიები, საეთერო დრო... ];

N16 [18] - 29 ივლისი 2014 წ.

საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე[კანონის პროექტი];

N17 [19] - 5 აგვისტო 2014 წ.:

საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;

N18 [20] - 2 სექტემბერი 2014 წ.:

„აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“;

N19 [21] - 27 ოქტომბერი 2014 წ.:

„საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“;

N20 [22] - 12 ნოემბერი 2014 წ.:

საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“;

N21 [23] - 24 ნოემბერი 2014 წ.:

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;

N22 [24[ - 1 დეკემბერი 2014 წ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“ [[საარჩევნო კანონში ცვლილებების მოსამზადებელი კომისია];  

N23 [25] - 22 დეკემბერი 2014 წ.:

 „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“;

 

2015 წ.

N1 [26] - 12 იანვარი 2015 წ.

 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“ [დადგენილებასა და კანონზე საკანონმდებლო წინადადების შეტანა და განხილვაში მონაწილეობა];

N2 [27] - 9 თებერვალი 2015 წ.

 „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“;

N3 [28] - 16 მარტი 2015 წ.

საქართველოს ორგანულ კანონში  „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [საერო და სასულიერო მაჟორიტარებზე 34+34 +5];

N4 [29] - 30 მარტი 2015 წ.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [50% + 1 ამომრჩეველი] + ნებისმიერი ოდენობა];

 

2016 წ.

N1 [30] - 15 თებერვალი, 2016 წ.

საქართველოს ორგანულ კანონში  „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“;

N2 [31] - 1 მარტი, 2016 წ.

საქართველოსკანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“;

N3 [32] - 5 ივლისი, 2016 წ.

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;

N4 [33] - 18 ივლისი, 2016 წ.

საქართველოს ორგანულ კანონში  „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“;

N5 [34] - 25ივლისი, 2016 წ.

საქართველოს ორგანულ კანონში  „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“;

N6 [35] - 28 ნოემბერი, 2016 წ.

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“;

N7 [36] - 5 დეკემბერი, 2016 წ.

„საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის შესახებ“;

N8 [37] - 12 დეკემბერი, 2016 წ

„საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“ [არჩევნების დანიშვნის თარიღი];

N9 [38[ - 19 დეკემბერი, 2016 წ.

„საქართველოს კანონი - „რეფერენდუმის  შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონშიცვლილების შეტანის შესახებ“.

 

2017 წ.

N1 [39] - 30 იანვარი 2017 წ.

„საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“ [ფრაქციების შექმნის წესი];

N2 [40] - 11 სექტემბერი 2017 წ.

„საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“;    

N3 [41] - 25 სექტემბერი, 2017 წ.

„საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“ [საჯარო რეესტრის ამონაწერი];

N4 [42] - 23 ოქტომბერი, 2017 წ.

„საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“ [საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნის დრო];

N5 [43] - 9 ნოემბერი, 2017 წ.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“ [პარტიების დაფინანსების წესი];

N6 [44[ -16 ნოემბერი, 2017 წ.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“ [პარტიათა საქმიანობის თაობაზე].

 

წინამდებარე თემატიკაზე საუბარი, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების ამსახველი განაცხადიდან ამოღებული შემდეგი ფრაგმენტით გვინდა დავასრულოთ:

„...ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

...კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...“.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება

43-ე მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია მინიმუმ ერთი კვალიფიციური პარტია), აგრეთვე ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე).

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 

ცვლილების შეტანის შესახებ

   განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია ახლებურად დარეგულირდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი დამკვირვებლობის დაფინანსების წესი.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით-  დაფინანსებას დაქვემდებარებული საარჩევნო სუბიექტების მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი დამკვირვებლობი, მათზე დაკისრებულ ერთსა და იმავე მოვალეობის შესრულებაში სხვადასხვა ანაზღაურებას იღებენ.

კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად:

1. არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია), და - ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია,

არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებს; ხოლო

2. იმ საარჩევნო ბლოკისათვის, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი კვალიფიციური პარტიაა გაერთიანებული, ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით დაფინანსებაა გათვალისწინებული.

და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ზემოთ მოყვანილი ორივე კატეგორიის საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი დამკვირვებლები, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ განსაზღვრულ  - აბსოლუტურად ერთსა და იმავე უფლება მოვალეობაზე დაფუძნებულ საქმიანობას ასრულებენ [იხ. მუხლი 42].

აღნიშნულს ემატება ისიც, რომ დაფინანსების ამდაგვარი წესი [თითოეული დამკვირვებლისათვის 50 ლარიანი სხვაობით დაფინანსება] იწვევს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ გამოყენებას. ასე მაგალითად:

როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის არსებობს 73 საოლქო და 3644 საუბნო საარჩევნო კომისია. შესაბამისად:

- იმ საარჩევნო სუბიექტისათვის, რომლის მიერ წარდგენილ დამკვირვებელთა შრომის ასანაზღაურებლად ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით თანხის გამოყოფაა გათვალისწინებული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს: 73 x 150 = 10 950 ლარი; და: 3644 x 100 = 364 400 ლარი, ანუ ჯამში: 375 350 ლარი; ხოლო:

- იმ საარჩევნო სუბიექტისათვის, რომლის მიერ წარდგენილ დამკვირვებელთა შრომის ასანაზღაურებლად ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით თანხის გამოყოფაა გათვალისწინებული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს: 73 x 200 = 14 600 ლარი; და: 3644 x 150 = 546 600 ლარი, ანუ ჯამში: 561 200ლარი;

ამდენად, ამ კატეგორიაში მოქცეული მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად უნდა დაიხარჯოს: 561 200 – 375 350 = 185 850 ლარი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით გთავაზობთ, ცვლილება შევიდეს განსახილველი კანონის 43-ე მუხლ[“ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება“], და მისი პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია მინიმუმ ერთი კვალიფიციური პარტია), აგრეთვე ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე)“.

 

მხოლოდ შენით - უფალო!!!

 

სულმა აკინძა სადიდებელი და გადმოლახა სამანი რთუ-ლი!.. ის შესდგომია კიბეს სა-ნატრელს და გზას მიიკვლევს ენით ქართულით!

ჩემს სულს შენ ანდე შენზე გალობა, აკინძულს მიეც გზა-სადინარი... შენ ჩემში მყოფობ, მე შენში დავრჩი -  ჩემზე მდი-დარი ქვეყნად ვინ არის?!

სულით ავკინძე შენი წყა-ლობა! სულმა შეიგრძნო სწორი დინება! ო, ენავ ჩემო, „ოთხი დღის“ მერე ძველი დიდება ისევ ვლინდება!..

„სიბილწის ჟამიც“ მალე გაქრება... ზარიც ჩამოჰკრავს - დრო სანატრელის, ლაზარეს ჟამი კარზე მომდგარა! ჩემო ლასკარო - შენც ხომ მას ელი?!.

რა დაითმინე, გადაიტანე, რა გზით გივლია, ჩემო ლასკარო... აისს გვამცნობენ შენი სხივები... გონი გვინათე! გზა დაგვილოცე! ღვთისკენ - ცისკარო, ამენ!

9 დეკემბერი, 2017 წ.

 

დედის ენას - „ნანაში ნინსს“

 

სულში ჩუქურთმად ამოგ-ვირისტდი, ბრძენ წინაპართა კვალად შთენილო!.. მუხის ფეს-ვებმა იყარეს ყლორტი ქართუ-ლო გენო - კვლავ განფენილო!..

„ნინაში ნინს“ - დედის ენაა! ეს ისე ღრმაა - იმოდენაა, [ღვთისთვის დაფარულ არა-ფერი არს] ოთხი ათას წლის ჩამოდენაა!.. გაყალბებულის - კვლავ აღდგენაა!..

ამოგლეჯილის - დაბრუნე-ბაა!.. დავიწყებულის - გაცოცხლება და უკუტრიალის - შემობრუნება!..

„ჩამოედინე“ - ნანატრო წმიდავ! „შემოედინე“ - გვიმდუღრე სული! მუხლი გადრიკე, შეგივრდი, ხარობ! ვგრძნობ, რომ შენა ხარ - ჩემი წარსული!..

ვინც დედის ენას აღარ შელახავს, მოეფერება, გზას გაუკაფავს... ის გაიმარჯვებს - ის იხილავს მზეს, დღეს ჩემი გული მხოლოდ ამით ძგერს!..

მუმლის ადგილი - ცეც-ხლშია, იწვის... და შენც სი-ყალბევ დღეს უკვე იცი: მამუ-ლი - ღმერთი - ერთია ჩვენ-თვის! ამას არ უნდა ფიცი და მტკიცი...

დრო არს დაფიქრდე და გონს მოეგო, დღეს ხომ ჟამი დგას - საქმის, ძიების... დაჰგმე სიცრუე! ახედე ზეცას, რომ ღმრთის საუნჯე მადლ-შემო-გეცვას! ამენ!

9 დეკემბერი, 2017 წ.

 

 

შობა-ახალ წელს გილოცავ, ჩემო საქართველო!..

 

შობა-ახალ წელს გილო-ცავ გულით, გლოცავ გალობით, სიმღერით, ხმობით... შენს სმე-ნას ატკბობდეს, გულს გიხარებ-დეს ქუჯის ნაშიერთა „კუჩხი ბედინერი!“

დიდ კოლხთა სახელით გლოცავ და ღმერთს ვთხოვ: „კუჩხი ბედინერი“ იყოს ეს წელი! ჩვენს უცოდვილეს სულ-სა და სხეულს, წყალობდეს მაცხოვრის მკურნალი ხელი...

იმერ-ამერი აღავსოს ღმერ-თმა უდიდეს მადლით სულიწ-მიდისა, ვიყუარებდეთ ურთიერ-თასა, ვიყვნეთ ამგებნი - მშვი-დობის ხიდისა!..

დე, ფარნავაზის დიდმა სუ-ლმა გამოგვაღვიძოს, და რაინდ ცოტნეს ერთგულებამ კვლავ გაგვაბრწყინოს!..

რომ ღმრთის წყალობით ჭყონდიდელი სიბრძნით გვავ-სებდეს, დავით თამარის მინამ-გვანი - მეფე მეფობდეს!..

მაცხოვრის შობას, უბრწ-ყინვალესს, ზეაღმატებულს, ამ ენით უთქმელ საიდუმლოს, მე შენ გილოცავ!..

უზანაესს ვთხოვ, რომ ყოვ-ელნი ვიშვათ უფალში, რომ სულიერი ფერისცვალებით დავრჩეთ მის არსში!

ამენ!

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]


...

ნამდვილ ახალ წელს გილოცავთ!

უფლის ერთგულო შვილებო...

ღმერთისგან გამორჩეულნო,

ლასკარში გამოზრდილებო...

უფალს ვთხოვთ - მოდი გაცხადდი,

და შეგვეწიე ყველასა,

სამშობლო უპატრონოდ გვყავს,

შენგან მოველით შველასა!..

ეკატერინე

 ხრიკული

 

...

მწამს ეკლესია და - საქართველო,

მაგრამ კმარა კი, დღეს - ლოცვა ბერის?!

როგორც არასდროს დღეს საჭიროა

გამოფხიზლება ქართველი ერის...

„დრო გაღვიძების“ დაგიდგა ერო,

დაჰკარ ლაშქრული ომახიანი...

ხომ გაიგონეთ - „ქრისტე მოდისო“,

გამოარღვიეთ გზა ეკლიანი,

გამოერიდეთ სატანის ხროვას,

შესთხოვეთ უფალს მადლი კურთხევის,

მკვდრეთით აღდგომის და გაბრწყინების

წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის...

დღეს თუ ფესვმაგარ მუხის ძირს  ჭრიან,

მიწის წიაღში - ფესვი დარჩება...

წყალიც მოძებნის თავის კალაპოტს,

ყლორტი ამოვა, და - გადარჩება!..

ეკატერინე

 ხრიკული

 

 

...

სული შეიძრა ყოვლისმპყრობელი,

კაცობრიობას მოძღვრავს ნათელით.

ვერ ეგუება ის ცრუ სამართალს.

ვინც ფულს იშოვის - ყველა ბატონობს,

უპოვარს ყველა გადააბიჯებს.

მაშ, სადღა არის აქ სამართალი...

ზეცის ნათელი - იქ დამკვიდრდება,

უფლის ნაყოფი - იქ მოიწევა,

იქ მოიქცევა ქრისტეს რჯულზე

დიდი, პატარა,

სად უფლის მარცვალს გაუხარია.

უფალი ამბობს:

და გამოჩნდებიან ზეციდან რჩეულნი,

ვინც უფლის ტვირთი მხრებით ატარა,

ვინც - ერი თვისი, „ბეწვის ხიდზე“

სამშვიდობოს გამოატარა...

და გამოჩნდება ცით საფარველი,

აი, აქ არის, ვისაც ჩვენ ველით!..  

დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

ციდან ცვარ-ნამი ცრის,

თვალზე ცრემლი მდის...

გულს - ლახვარი,

ბეჭებზე კი - ნატერფალები.

დინა [დიანა]

ჯიქია

 

„სიყვარული ისწავლება“

 [წმიდა მამა გაბრიელ ბერი სალოსის

ქადაგებიდან]

 

ყოვლისმპყრობელო აღძარი სული ჩვენი ურთიერთკრძალვისთვის, სიყვარულისთვის, თანალმობისთვის.

ძნელია ჩაწვდე წმიდა მამა გაბრიელ ბერი სალოსის ქადაგების შთამაგონებელ სიტყვებს - „სიყვარული ისწავლებაო“... მე კი, მეგონა სიყვარულს მხოლოდ ზენაარი ანიჭებდა ადამიანებს.

ჭეშმარიტი სიყვარულის ძალა გადაარჩენს კაცობრიობას... წმიდა ნაკვალევს გავყვეთ, დავიწყოთ სწავლება - კრძალვა და რიდი.

კრძალვა და რიდი,

ეს - სიყვარულის ნორჩი ყლორტია,

აბიბინებულ მდელოს ქვეშ სძინავს...

ჩუმად მივეპაროთ, ლოცვით გავაღვიძოთ,

გულში გავაღვივოთ დიდი სიყვარული...

ფერი ათინათის მზის სხივს ეგებება.

მზე კი, მთვარის შერწყმას ისევ ელოდება...

ღვთიურ ცეცხლის ნაპერწკლიდან

ალი აინთება,..

დგას ეულად მლოცველი და

კელაპტრად იღვენთება,

უფერული ნათებით

სხეული იფერფლება.

ნაკვალევზე იკითხება:

„მხოლოდ ზეცას ესმის მისი ვედრება“.

ზეციერია, მიწიერს არ ჰგავს...

 

დინა [დიანა]

ჯიქია