Print

გაზეთი N 2 [1025]

2018 წ. 19 იანვარი - მორიგი მიჯნის დასასრული, ანუ კოდი:

„სწავლება რომ ვთქვათ სულ რაღაცა სამი წელია...“

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

2018 წლის 19 იანვრის ნათლისღება დღეს მომხდარის თაობაზე საუბარი, 2017 წლის ივლის აგვისტოში მომხდარის გახსენებით გვინდა დავიწყოთ.

როგორც მოგეხსენებათ ჩვენი გაზეთის 2017 წლის ივლის-აგვისტოს ნომრებში გამოქვეყნებულ წერილში - „მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით’ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“ [იხ. ბროშურა, თბ. 2015-2016-2017], მოხდა, არამარტო უშუალოდ „ეშმაკის“, იგივე „სიცრუის სულის“ [პირობითი] - მხილება, არამედ თავად იმ პიროვნების,[კერძოდ - ავთო ი.-ს] გამოკვეთა, რომლის მეშვეობითაც მოქმედებდა მაცდური ძალა.

 ბროშურაში მოცემულ - „2017 წლის 16-18-21 ივნისისა და 7 ივლისის შეხვედრათა ქრონიკებში“, საუბარია ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩვენთვის მოცემული მორიგი დაპირების თაობაზე. კერძოდ:

2017 წ. 7 ივლისს,  ლასკარში,  ბ-ნი ლევან ჩოხელის თანდასწრებით გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნმა ავთო ი.-მა, „პათოლოგიური სინდრომის“ ზემოქმედებას ვერც ამჯერად დააღწია თავი, და ისე რომ - არც ღმერთი გახსენებია და აღარც - 21 ივნისს ჩვენთან ნათქვამი შეპირება, ჩვეული დაბეჯითებით გვაუწყა:

როგორც 21 ივნისს გითხარით, ქ-ნი მირა მ.-ს ხელშეწყობით დაწყებული ბიზნეს აქტივობა წარმატებით მიდის, და ა.წ. სექტემბერ-ოქტომბრის გასაყარზე ჩემს ვალს მთლიანად გადავიხდი;

თუმცა ვალის თემა შეიძლება მანამდეც მოგვარდეს, რადგანაც - სამემკვიდრეო საკითხის საბოლოოდ დასრულებას - ერთი თვეღა სჭირდება, და მაქსიმუმ 7 აგვისტოსთვის ყველაფერი წარმატებით გადაწყდებაო. ისე, როგორც აქამდეც, ამჯერადაც, დათქმულმა ვადამ უშედეგოდ ჩაიარა...“ [იხ. იქვე, გვ. 27].

მოდით მივყვეთ, ამ დროიდან ათვლით, ხსენებულ ორივე საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიას.

 

„ბიზნეს საქმიანობის“ ქრონიკები

სიცრუეზე აგებული სამემკვიდრეო საკითხის ნამდვილი სურათის გამჟღავნების შემდგომად, ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ზემოთ ხსენებული „ბიზნეს საქმიანობა“, მისივე თქმით, ეხებოდა - სამედიცინო აპარატურის დამამზადებელი ესპანური კომპანიის თბილისში არსებული ფილიალის მეშვეობით, ამ პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრის მოპოვებას. კერძოდ, საუბარი იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში ინოვაციური სამედიცინო აპარატურის დანერგვის ალბათობაზე..

ბ-ნ ავთო ი.-ს, ამ საქმეში ჩართვისა თუ თანადგომის თხოვნით, ქ-ნ მირა მ.-სთვის ხსენებული აპარატურის ტექნიკური მახასიათებლები 2017 წ. ივნისის დასაწყისში გაუგზავნია, და მისივე განცხადებით - დახმარების პირობაც მიუღია. ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩვენთვის მოწვდილი ინფორმაციით, შემდგომი პროცესები ასე განვითარდა:

დათქმულ - სექტემბრის თვის მიწურულს ბ-მა ავთო ი.-მა განგვიცხადა - „ქ-ნ მირა მ.-ს ახალ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი ოქტომბრის თვის პირველ ნახევარში უნდა გადაწყდეს, და სამედიცინო აპარატურის საკითხიც სწორედ ამის შემდეგ გამოიღებს თავის შედეგსო“;

ოქტომბრის შუა რიცხვებში ბ-მა ავთო ი.-მა გვითხრა, რომ ქ-ნი მირა მ.-ს დანიშვნის საკითხი დადებითად გადაწყვეტის შემდეგ - ხსენებული ესპანური კომპანიის თბილისის ფილიალსა და შესაბამის ყაზახურ მხარეს შორის ორმხრივი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, აპარატურის დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და სასურველ შედეგს უკვე ნოემბრის თვის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთო;

ნოემბრის შუა რიცხვებში გაართულ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა მითხრა შემდეგი - „საქმე კარგად მიდის, ქ-ნი მირა მ. 20-22 დეკემბრისთვის თბილისში აპირებს ჩამოსვლას, და ბიზნეს საქმიანობის შედეგად დაგროვილი ჩვენთვის განკუთვნილი თანხაც [30 000 დპლარი] თან მოაქვსო.

17 დეკემბრის შეხვედრაზე ბ-ნმა ავთო ი.-მა, ჩემთვის ყოვლად გაუაზრებელი ინფორმაცია მაუწყა - „რამოდენიმე დღის წინ მე და მირას, სატელეფონო საუბრისას, სერიოზული კამათი მოგვივიდა, და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი თბილისში ჩამოსვლის საკითხი. თუმცა, მოგვიანებით, დედაჩემის ზედმეტ ნერვიულობას მოვერიდე და თანხმობა ვუთხარი მირას, რომ ჩამოსულიყო თბილისში. სამწუხაროდ ამ ჩვენი კამათის გამო ხსენებული სამედიცინო აპარატურის საკითხი, მე მგონი ჩაიშალა და მირა თბილისში ფულის გარეშე ჩამოდისო. საბოლოო დეტალები მირას ჩამოსვლის შემდგომად გახდება ცნობილიო“.

ნახეთ როგორია „თეთრი ძაფით“ ნაკერი სიცრუის ლოგიკა. თურმე:

ერთის მხრივ ოქტომბრის თვის შუა რიცხვებში ესპანურ ფირმასა და ყაზახურ მხარეს შორის დადებული ხელშეკრულება; და

მეორეს მხრივ - მასზე დაყრდნობით წარმართული საქმიანობიდან გამომდინარე, ნოემბრის თვიდან მპყპლებით მიღებული კონკრეტული ფინანსური შედეგი,

უცებ, დეკემბრის თვის მეორე ნახევარში ავთოსა და მირას წაკამათების შედეგად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და მიუხედავად იმისა რომ ავთო და მირა შერიგდნენ [მირა თბილისში ჩამოფრინდა] შეპირებული თანხა - „სადღაც ორთქლდება“...

როგორც იტყვიან - „ენას ძვალი არა აქვსო“, რამეთუ საქმის ამდაგვარი განვითარების ჯერ - მოგონება, და შემდგომად მისი - დაჯერებ, მართლაც რომა მხოლოდ „პათოლოგიური მატყუარის“ სინდრომით შეპყრობილ ადამიანს თუ შეუძლია.

ქ-ნი მირა მ. [ბ-ნ ავთო ი,-თან ერთად ბორჯომში დასვენების შემდეგ] თბილისიდან 2018 წ. 12 იანვარს გაფრინდა.

ბ-ნმა ავთო ი.-მა მოგვიანებით მითხრა, რომ გაფრენის დღეს მირასთან ისეთი გაუგებრობა მომიხდა, რომ აეროპორტშიც კი აღარ გამიცილებიაო.

14 იანვარს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე ბ-ნ ავთო ი.-ს უშედეგოდ ვუხსნიდი ხსენებული აპარატურის საკითხის ამდაგვარ დამთავრებასთან დაკავშირებულ მის მიერ დახატული სურათის აბსურდულობას...

საქმის ნამდვილი არსი კი, სრულიად მოულოდნელი კუთხით [გ]აიხსნა.

ქ-ნ მირა მ.-სთან ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი 2017 წ. 14 ივნისს შედგა - „...ჩვენი სატელეფონო საუბარი მხოლოდ რამოდენიმე წუთს გაგრძელდა.ქ-მა  მირა მ.  განმიცხადა, რომ იგი უკვე ელაპარაკა ავთო ი.-ს და ამის შემდეგ მას აღარავისთან საუბრის სურვილი აღარ აქვს. მითხრა აღარც თქვენ დამირეკეთო, და ჩემი პასუხის მოუსმენლად გათიშა ტელეფონი...“ [იხ. იქვე, გვ. 24].

და აი, მეშვიდე თვის თავზე, კერძოდ 2018 წ. 14 იანვარს, ჩემს ფეისბუქ გვერდზე ქ-ნ მირა მ.-ს მიერ გამოგზავნილი საახალწლო მილოცვის ჩანაწერი დაფიქსირდა. ჩემს მიერ საპასუხოდ გაგზავნილ მადლობის ტექსტს - 15 იანვარს შემდგარი სატელეფონო ზარი მოჰყვა. ჩვენს შორის, ამ დღეებში, ფეისბუქზე გამართული საუბრების მოკლე ამონაწერი ასეთია:        

„მირა: 14 იანვარი, 3:01 - Со всеми Вас с праздниками! Со Старым Новым Годом!

გელა: 10:19 - Спасибо - пусть бог поможет Вам!!!

მირა: გირეკავდათ [15 იანვარი, ორშაბათი 9:28]

მირა: Гела Добрый день! Не могу дозвониться до Вас! Мне надо поговорить с Вами [15 იანვარი, ორშაბათი 9:33]

Мира გამოტოვა შენი ზარი. 15 იანვარი, ორშაბათი 9:34

გელა: Доброе утро, Позвоните мне когда будете готовы...

მირა: Я была в Тбилиси , и поняла, что у Авто и вас еще не решились проблемы - Очень жаль ! Поэтому желаю в Новом году решить все проблемы и удачи Вам!

გელა: спасибо за внимание... почемута не удаётся позвонить

მირა: я хотела вам пожелать, что бы у вас было все хорошо и все ваши проблемы решились

რამოდენიმე წუთში მირამ მობილურზე დამირეკა: [15 იანვარს, ორშაბათს - 09:49 სთ-ზე] - ვისაუბრეთ 13:16 წთ-ი. მირა მიხსნიდა თუ როგორ იყო შეშფოთებული ავთოს საქციელით [თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია].  ფეისბუქზე მიმოწერა კი ასე გაგრძელდა:

გელა: спасибо за звонок желаю успеха...

მირა: Удачи Вам всем! И Вам и Авто! Чтобы все ваши проблемы решились. Всем чем могла я помогла Авто.

გელა: с божю помощи всё образуется.

მირა: Я звонила Вам, чтобы Вы его поддерживали. Авто со мной был в Боржоми, отдыхал, ходил пешком, плавал...

გელა: старайте не переживать, все пойдёт к лучшему... до свидания до связи

მირა: Я не страдаю и не переживаю От всей души помогла Авто, думаю он поймет это. Пусть все у него и у вас будет хорошо. Удачи Вам!

მირა: 16 იანვარი, სამშ. 2:57 - Доброе утро. Не надо говорить с АВТО о наших отношениях. Мы все сами обсудили. Сейчас у меня новая должность, мне надо много работать. И я не смогу ездить в Тбилиси. Авто об этом всем знает. Главное - чтобы все ваши вопросы решились. Пишите мне об этом.

მირა: 16 იანვარი, სამშ. 5:56 - Гела! Я сейчас работаю госсударственной службе, очень отвественная должность и у меня много работы. Авто теперь должен сам решать проблемы, я его помогла чем могла. Главное - не пьет. Значит уже все образуется. Удачи Вам.

გელა: 16 იანვარი, სამშ. 8:56 - Добрый день! Я очень рад, что у Вас интересная работа - желаю успехов и счастья...

გელა: 17 იანვარი, ოთხშ. 8:49 - Доброго Вам дня!!!

მირა: Доброго... Как дела? Что то случилось ?

გელა: нет просто так...

მირა: Все у вас будет хорошо, надо быть оптимистом... Я вчера говорила с Авто

გელა: Вы на работе? можем по фб поговорить...

მირა: Звоните. [თქვენ დაურეკეთ Мира-. 17 იანვარი, ოთხშაბათი 8:55].

მოგვიანებით, კერძოდ - 17 იანვრის 9:30 სთ-ზე მირამ გადმორეკა [ვისაუბრეთ  30-40 წუთი]. ამ საუბრისას ქ-ნმა მირა მ.-მ მითხრა, რომ თურმე იგი ხსენებული სამედიცინო აპარატურის საკითხში საერთოდ არ ყოფილა ჩართული. და უაღრესად აღშფოთდა, რომ ავთომ კვლავ გაბედა მისი სახელის ამდაგვარი ფორმით გამოყენება. საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ, ისევე როგორც სამემკვიდრეო საკითხში, ამჯერადაც ყოვლად გაუგონარ სიცრუესთან გვქონდა საქმე - არც არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, და არანაირ თანხაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება ყოფილიყოო.

ქ-ნ მირა მ.-ს ვუთხარი, რომ 19 იანვარს ავთო ი.-თან შეხვედრა გვაქვს დათქმული და ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებ-მეთქი.

მკითხველისათვის ვფიქრობ ძნელი არ იქნება ჩემი იმწამიერი განწყობის წარმოდგენა. ჩვენი შემდგომი მიმოწერის ზოგადი სურათი ასეთია:

 

მირა: 18 იანვარი, ხუთშ. 16:52 - Добрый вечер! как ваши дела? мне очень не приятно, что Авто использует мое имя. Первый раз - я его простила. дала шанс. теперь опять? так неприятно...

მირა: 18 იანვარი, ხუთშ. 17:28 - с другой стороны - на таком расстоянии трудно разобраться в этой ситуации и понять. так что вы сами разбирайтесь, вы - мужчины. и не надо больше меня втягивать в эту ситуацию. я здесь ни причем. об этом я попросила Авто и прошу и Вас.

გელა: 18 იანვარი, ხუთშ. 17:58 - Добрый вечер! Вы не переживайте... на этом этапе это уже не важно, так как уже потерянных месяцев ничто и никто не вернёт... просто обидно... пусть Бог простит его!

მირა: Вам надо простить его и забыть все. Жизнь продолжается...

გელა: да конечно я уже простил... пусть Бог простит его!

მირა: Вы поговорите по душам с Авто. Простите его, и денег думаю Вам не надо ждать. Я только не могу понять: на что ушли такие суммы? Авто тоже также обманут как и Вы. и мой совет: относитесь ко всему как к испытанию. и относитесь как материальной потере. вы все живы и здоровы- это главное.

გელა: Спасибо за советы...

მირა: судя по вашим рассказам вас всех кто -то обманул. главное - вы живы, я говорила с Авто и попросила не использовать мое имя, я здесь ни причем... я от всего сердца относилась к нему, старалась помочь ему и будет не благородно, не по-мужски так относится ко мне. Всевышний все видит... теперь я понимаю почему у него не складывается в жизни, много негатива.

გელა: мне жаль, что так получилось... но надеюс на ваших отнощенях это не повлияет

მირა: завтра вам надо сесть и честно поговорить так нельзя тянуть

გელა: согласен, но я уже не знаю - после вашего с ним разговора он придёт или нет?

я надеюсь, что он придет... и с Божеи спомощью он наидёт в себе сил чтобы победить над злом а я - чем могу помогу...

მირა: Может Вам не надо уже ничего ждать, простить и забыть И перестать беспокоиться. Как случилось так и случилось. До свидания.

გელა: доброй ночи...

მირა: 18;53 - удачи и всего хорошего

მირა: 21:26 - Гела! Если Вы мне говорите правду, что Авто все это время использовал мое имя, то у меня нет просто слов. Зачем он так поступает? Я ведь ему только добра желаю. Надо было встретиться, когда я была в Грузии. Многое бы выяснить. Время уже ушло... Мне жаль Авто. Но мне надо с ним расстаться... Вся эта история неприятная...

გელა: 22:59 - Мира, я прошу Вас - успокойтес и не принимаете поспешных решеный... Авто нужна моральная поддержка, чтоби он смог освободится от сети лжи... надо искать путь решения этого вопроса, иначе все это плохо закончится.

მირა: Я очень спокойна. Чем может закончится его ложь... И почему он говорит не правду, в чем проблема? Вам может поговорить с его сестрой. Ему нужно чтобы его родные поддерживали. Почему он говорит не правду ? Почему лжет?

გელა: я не хочу обойти Авто, чтоби не обидить его...

მირა: Вы его друг, вы его поддерживайте. Я чем могла тем и помогла. Я не заслуживаю такой чудовищной лжи. Мне неприятно. И прошу меня не впутывать больше ни в какие дела. Поговорите с его сестрой, мамой, с братьями и все помогите ему. И все вместе ищите пути решения проблемы. Это больше меня не касается.

გელა: Да, это правда...

მირა: Не тяните. Решайте. Он запутался.

გელა: вы успокоитес, завтра ми сним поговорим.

მირა: Я уже давно спокойная. Пишу статью. Я не знаю причину всей ситуации. Поэтому никого судить не собираюсь...

გელა: ხუთშ. 23:20 - хорошо... у вас уже поздный чась, и не буду Вас отвлекать, желаю спокойной ночи, до связи!

 მირა: Я работаю даже ночью. Поэтому не могу понять почему Авто не работает. Прожигать жизнь... Не работает , поэтому и долги. До связи.

 

მირა: 19 იანვარი, პარასკ. 09:19 - Гела. Доброе утро. Хочу вам сказать, что я рассталась с Авто. Я об этом сказала ему... мне не приятна вся эта ситуация... спасибо вам за все, до связи...

მირა: 19 იანვარი, პარასკ. 20:41 - Гела! Чем могла тем помогала, поддерживала Авто. И желаю ему разобраться со всеми его проблемами. И вам желаю всего самого хорошего,  чтобы все разрешилось у вас и ваших знакомых. Всем привет. И пожелайте им также удачи.

გელა: спасибо вам...

მირა: И вам спасибо. Я никого не осуждаю, ни вас, ни Авто... Удачи

გელა: удачи Вам как на работе так и в личной жизни.

მირა: У меня все хорошо! Вы с Авто встречались?  Вы сегодня должны были встретится...

გელა: да

მირა: Он сказал , что мы расстались

გელა: да

მირა:И как он это объяснил ?

რამოდენიმე წუთში ფეისბუქზე გაისმა ზარი მირასგან [პარასკევი 20:56]. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ.

მირა: Удачи Вам [პარასკევი 21:54]

ამ ერთსაათიან საუბარს მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდები. მირას ვუთხარი, რომ ავთომ ერთკვირიანი ვადა ითხოვა, და რომ მომავალ პარასკევს ჩვენთან ოფისში აპირებს მოსვლას, რათა ვალის დაბრუნების მექანიზმი გაგვაცნოს-მეთქი.

მირა: 20 იანვარი, 03:30 სთ. Гела! Пусть все будет уроком для нас всех. Авто несчастный человек, мне его жалко. Мой вам совет : не стоит ему больше верить. Всем вместе надо собраться и решить что делать дальше. У него есть мама, сестра, братья... Пусть и его родные подумают о его жизни. Я больше не буду с ним общаться, человек, который предал один раз предаст и во второй раз. Удачи!

მირა [20 იანვარი, 10:51]: Я понимаю, что Вам больно. Благодарна Вам , что Вы мне все рассказали и очень жаль, что мы не встретились, когда я была в Тбилиси. От всего сердца желаю Вам разобраться с этой ситуацией. Вы все так страдаете. Держитесь!

მირა [20 იანვარი, 19:52]: Гела! Как вы? ... Вот думаю как вы будете себя чувствовать после этой ситуации. Вы знаете, как только я приняла решение расстаться с Авто, мне стало легче и даже жаль его. Он запутался сильно. Но помочь ему уже никто не может , он только сам себе может помочь. Вы согласны со мной? Вам надо вместе найти выход,  деньги надо возвращать людям... вы жалеете его. Зачем ему неделя? Завтра собирайтесь и ищите выход из ситуации. Или дело кончится плохо. Нельзя больше тянуть. Надо решать проблему. Авто не решит. Собиритесь и решайте. Теперь вы можете честно поговорить. Тянуть нельзя...

გელა: правильно

მირა: понимаю. и удивляюсь вашему терпению... с меня хватит, мне надоела ложь Авто. один раз я его простила, второго раза - не будет, если бы он все сразу рассказал честно, я бы еще вместе с ним искала бы выход из ситуации. он ведь все скрывал и еще обманывал. поэтому когда нет доверия не стоит продолжать отношения... и надеюсь что он понял, что его ложь сломала наши отношения и все мое доверие к нему...

вы не тяните, решайте и думайте что делать, эта ситуация не закончится сама собой... я удалила Авто из ФБ, заблокировала его телефон. он больше не может мне писать и звонить. жизнь всех расставит по местам и Бог видел как я к нему относилась и хотела ему добра, после такой чудовищной лжи не хочу больше иметь с ним дело... вы решайте ситуации, чувствую это не кончится добром, не тяните.

გელა: так или иначе [с божей помощю]  я обязан решить эту проблему... Мира - я очен ценью Ваши добрие [человеческие] качества... по моему я плохо употребляю нашим с Вами отношением, поэтому я решил больше не беспокойть Вас... прошу Вас - поимите меня правильно - и не обижайтесь, всего Вам доброго... желаю удачи - пусть хранит Вас Бог

მირა: Гела, я желаю Вам только добра...

გელა: верю и спосибо...

მირა: для меня большой урок эта ситуация. никогда не думала, что бывают такие люди как Авто, тем более мужчины... будьте живыми и здоровыми, до свиядания... мне жаль, что мои впечатления о Грузии будут складываться из этой ситуации. Пусть хранит вас БОГ“.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით შევეხოთ იმ თემატიკას, რომლის თაობაზეც ბ-ნი ავთო ი. 2017 წ. 7 ივლისის შეხვედრაზე საუბრობდა.

 

ე.წ. „სამემკვიდრეო საკითხისეული მედლის“ მეორე მხარე

მკითხველმა იცის, რომ ბ-ნი ავთო ი.-ს ე.წ. სამემკვიდრეო საკითხზე, აფრიკაში მოკალათებულ თაღლითურ ჯგუფთან ჩვენი ურთიერთ მიმოწერა საბოლოოდ  - 2016 წლის 17 ივნისს შეწყდა [იხ. გაზ. N8 (1009), გვ. 9].

2017 წ, 7 ივლისს ლასკარში გამართული შეხვედრის ბოლოს ბ-მა ავთო ი.-მა განმიცხადა - „რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, სამემკვიდრეო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხზე დაყრდნობით, შესაძლებელია ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღება. საქმის მოგვარებაში ყაზახური მხარის მაღალი ეშელონის წარმომადგენლებია ჩართული, შუამავლობას კი ყაზახეთში მოღვაწე ქართველი კაცი ასრულებსო,, და იქვე მთხოვა - საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, თავი შემეკავებინა საკითხის დაკონკრეტებაზე ორიენტირებული კითხვების დასმისაგან, რადგანაც - „სამემკვიდრეო საკითხის“ საბოლოოდ დასრულებას - ერთი თვეღა სჭირდება, და მაქსიმუმ 7 აგვისტოსთვის ყველაფერი წარმატებით გადაწყდებაო“.

9 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე კი გვაუწყა - „14 აგვისტოს ველოდები, გარკვეული საკითხი უნდა გადაწყდეს, პასუხი 15-ში უკვე მეცოდინება, და ამის შემდეგ 17-18 -ში თუ არა, მაქსიმუმ 21 აგვისტოსთვის ყველაფერი გაირკვევა, და შემდეგ, აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს მთლიანად დავფარავო“.

ჩართვისათვის, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს შევახსენებთ, რომ ხსენებული 2016 წ, 17 ივნისიდან ათვლით 2017 წ, 21 აგვისტო - 430 დღიან დროით მიჯნას მოიცავს, რომლის ბიბლიური მინიშნების თაობაზეც ჩვენი გაზეთის 2017 წ. 26 აგვისტოს ნომერში ვწერდით [იხ. N14 [1015], გვ. 1-6].

22 აგვისტოს ბ-მა ავთო ი.-მა სიხარულით მითხრა - „ყველაფერი სასიკეთოთ დამთავრდა, თანხა, ვილნიუსში მდებარე „შვედბანკში“ გახსნილი ჩემი ანგარიშის გავლით, თბილისში უნდა გადმოირიცხოს, მაგრამ ამ კვარტალში ამ ოპერაციის შესრულებისაგან თავს იკავებენ და 1 სექტემბრის მერე, ანუ ახალ კვარტალში გადმორიცხავენო“.

ჩემს შენიშვნაზე - „თითოეული კვარტალი 3 თვიანია და ახალი კვარტალი 1 სექტემბერს კი არა 1 ოქტომბერს იწყება-მეთქი“, - ცოტა კი შეცბა, მაგრამ იქვე დაბეჯითებით განაცხადა - საბანკო სისტემაში 2 თვიანი კვარტალური ათვლაა, და ნუ შიშობ ყველაფერი ამ წესით წავაო.

დათქმული ვადის უშედეგოდ ჩავლის მიზეზის ახსნას ბ-ნი ავთო ი. ასე შეეცადა - „საქმის მოგვარებისათვის საჭირო გახდა ახალი ფირმის ყაზახეთში დაფუძნება, რომლის გენერალურ დირექტორადაც მე დავინიშნები. ფირმის დარეგისტრირებას 10 სამუშაო დღე უნდა და სექტემბრის შუა რიცხვებში მთელ დოკუმენტაციას მომაწვდიანო“.

დათქმული ვადის მოახლოებისას მე ვთხოვე - როდესაც დოკუმენტებს მიიღებ მეც მინდა მათ თვალი გადავავლო მეთქი. მცირე ყოყმანის შემდეგ დამეთანხმა. თუმცა ორი დღის შემდეგ ახალი ინფორმაცია მამცნო - ყაზახურ მხარეს ამ ფირმის გენერალურ დირექტორად, თურმე მის მაგივრად მისი ნათესავის დანიშვნა გადაუწყვეტია, ამ ცვლილების შეტანას კი გარკვეული დრო დასჭირდებაო.

ამ დღიდან ერთი კვირის თავზე, მისი თქმით, ვითარება კვლავ შეცვლილა, და საბოლოოდ, აღნიშნულ თანამდებობაზე ყაზახური მხარის წარმომადგენელს ნიშნავენო - „უკვე დარეგისტრირებული ფირმის დოკუმენტებში ამ ცვლილების შეტანა სექტემბრის ბოლოსთვის საბოლოოდ დამთავრდებაო“.

ოქტომბრის დასაწყისში ბ-მა ავთო ი.-მა საქმის გაგრძელების ისეთი მექანიზმი გამანდო, რომლის მოფიქრებას, მინიმუმ, ცნობილი „ბარონ მიუნჰაუზენის“ რანგი მაინც სჭირდება -„მართალია საქმე უკვე სასიკეთოდ დამთავრდა, მაგრამ მე მათ ასეთი პირობა წავუყენე - ამ საკითხის საბოლოოდ დამთავრებაზე [ანუ თანხის გადმორიცხვის ოპერაციის დაწყებაზე] თანხმობას მანამ არ მივცემ, ვიდრე მირა მ.-ს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა დადებითად არ გადაწყდებაო“.

გაოცებისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა...

ჯერ ერთი - მისგანვე ვიცოდი, რომ ამ ე.წ. საქმის „მოგვარებაში“ ქ-ნი მირა მ. არ მონაწილეობდა; და მეორეც - რა უფლების საფუძველზე უყენებდა იგი ყაზახეთის ხელისუფლების უმაღლეს იერარქებს, მათ მიერ ამა თუ იმ თანამდებობაზე რომელიმე პირის დანიშვნის საკითხის დროულად გადაწყვეტის პირობას?

აშკარა იყო, რომ საქმე გვქონდა „პათოლოგიური ტყუილის სინდრომით“ შეპყრობილი ადამიანის ფანტაზიის „უმაღლეს“ გამოვლინებასთან...  

შემდეგ, ზემოთქმულზე დაყრდნობით, მასთან ერთად გავაანალიზეთ თუ რამდენად ულოგიკო და აბსურდული იყო მის მიერ ნათქვამი.

საუბრის ბოლოს ბ-ნი ავთო ი. ყველაფერში დამეთანხმა, თუმცა „დანანებით“ დასძინა - კარგი იყო ეს პირობა არ წამომეყენებინა, მაგრამ ეხლა უკვე გვიანია, ამიტომ დაველოდოთ პროცესების განვითარებასო.

როგორც უკვე ვწერდით: 2016 წლის 17 ივნისიდან ათვლით 2017 წ, 20 ოქტომბერი - „არის - ის დროითი მიჯნა, როდესაც, სახარებისეული მინიშნებიდან გამომდინარე, დამთავრდა 490 დღით შემოფარგლული ე.წ. „მიტევებისეული ეტაპი“...

და რომ - 2017 წ. 20 ოქტომბრიდან ათვლით, ბ-ნი ავთო ი.-ს მხრიდან მორიგი სიცრუის ტირაჟირება, უკვე მიუტევებელ ცოდვათა სახეს იძენს. აკი ბრძანებს მოციქული - „თუ ვინმე ხედავს თავის ძმას [აქ - ავთო ი.], რომელიც სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით [490 დღიანი მონაკვეთი], ითხოვოს და მისცემს მას სიცოცხლეს [აქ - მიტევებას], ესე იგი მას, ვინც [აქ - ავთო ი.] სცოდავს, მაგრამ არა მომაკვდინებელი ცოდვით [აქ - 2017 წ. 20 ოქტომბრამდე მომხდარი]. არის [2017 წ. 20 ოქტომბრიდან ათვლით] მომაკვდინებელი ცოდვა, მისთვის როდი ვამბობ, ითხოვოს-მეთქი“ [1 იოანე 5,16]“  [იხ. გაზ. N19 [1020], გვ.3].    

ბ-ნი ავთო ი.-ს განცხადებით მირა მ.-ს თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება ოქტომბრის მიწურულს გამოსულა. მიუხედავად ამისა თანხის გადმორიცხვა, „აუხსნელი“ მიზეზით, კვლავ ჭიანურდებოდა...

ნოემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე - „ბ-მა ავთო ი.-მა, უკვე გადაჭრით აღნიშნა, რომ - საქმის სასიკეთოდ დამთავრება 14 ნოემბერს თუ არა, იმ კვირას არ გადასცილდებაო“ [მის მიერ გაკეთებული წერილობითი ჩანაწერი იხ. გაზ. N19 [1020], გვ.5].

დათქმული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომად, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გამართულ შეხვედრაზე, ისე რომ - არც „კვარტალი“ გახსენებია და აღარც მირა მ.-ს თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომად შეპირებული მოსახდენი, მითხრა - „ყაზახურმა მხარემ დამარწმუნა, ყველაფერი კარგად მიდის და მთელი ეს პროცესი 14 ან 16 დეკემბერს დამთავრდებაო“. შემდეგ, იქვე დასძინა - „სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული საკითხიც წარმატებით მიმდინარეობს, მირა: 20-22 დეკემბრისთვის თბილისში მოფრინავს, და თან ჩვენთვის განკუთვნილი თანხა [30 000 დოლარი] მოაქვსო“.

1 დეკემბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა მაჩვენა, იმავე დღეს, პოლიციის განყოფილებაში მის მიერვე შეტანილი შემდეგი განცხადების ასლი:

საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის

პირველი განყოფილების უფროსს

ბატონ ვანო ფიროსმანაშვილს

მოქალაქე - ავთანდილ ი.-ს

მცხოვრები - ატენის ქ. N3

ტელ. 5[91] ...

 

განცხადება

მოგახსენებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვარ ჩართული, როგორც მხარე, იურიდიულ დავაში [უცხოეთში], რომელიც, მთელი რიგი მიზეზების გამო, ამ დღემდე ვერ მივიდა ჩემთვის სასურველ შედეგამდე. ამ დავის წარმოებაში ფინანსურად დამეხმარა ჩემი ახლობელი - ბატ. მიხეილ სალუაშვილი, რომლის მიერ მოძიებული ფინანსური რესურსები, ჩვენ ერთად გადაურიცხეთ უცხოეთში ჩემს კონტრ-აგენტებს [ადვოკატები, კონსულტანტები]. საქმის დასრულების ვადის გაწელვამ გამოიწვია ჩვენს შორის არასასურველი დაძაბულობა, ხმამაღალი საუბარი და ურთიერთობის დაძაბვა.

ვინაიდან, საქმის მიმდინარეობა და დასრულება ობიექტურად არაა ჩემზე დამოკიდებული, გთხოვთ, რომ გასაუბრების გზით აუხსნათ ბატ. მიხეილ [გელა] სალუაშვილს, რომ პირადი გარჩევების გზას არასასურველი ექსცესებისაკენ მივყავართ და მისცეთ მას რჩევა, რომ ყველა საკითხი სამართლებრივი გზით გავარკვიოთ.

განმცხადებელი [ხელმოწერა]

01. 12. 2017 წ.

ჩაბ. N 2890756

ჩაიბარა: ანა სულხანიშვილი

  1. 01.12. 2017 წ.

ბ-მა ავთო ი.-მა შემდეგ დასძინა - „პოლიციაში თქვენი ტელეფონის ნომერიც დავუტოვე და ვიდრე დაგირეკავენ მინდოდა საქმის კურსში ყოფილიყავითო“.

როდესაც ვკითხე - „რამ გადაგაწყეტია ასეთი ცილისწამების შემცველი განცხადების დაწერა-მეთქი“, მრავალმნიშვნელოვანი მზერით შემომხედა და „დამამშვიდა“ – „ეს ყველაფერი ჩვენი საქმის წარმატებით დამთავრებას შეუწყობს ხელსო“.  რაღა უნდა მეთქვა - უკვე მომხდარს ხომ მაინც ვეღარ შევცვლიდი?

17 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა მორიგი ვადა დაასახელა - „ამ დილით შემდგარ სატელეფონო საუბარში მაცნობეს, რომ ამ საქმის მოგვარებაში ჩართულმა ყაზახეთის მხარის უმაღლესმა პირმა -16 დეკემბერს, საქმის წარმატებით დამთავრებასთან დაკავშირებით საბოლოო თანხმობა განაცხადა, და 20 დეკემბრისთვის თანხის გადმორიცხვის ოპერაცია უკვე დასრულებული იქნებაო“.

21 დეკემბერს, საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა „ახალი შეთანხმების“ პირობა გამაცნო - „როგორც მაცნობეს, თანხის გადმორიცხვის პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო, ოთხი ქვეყნის გავლით უნდა წარიმართოს, რისთვისაც 8 სამუშაო დღეა საჭირო. საშობაო და საახალწლო დასვენების დღეების გათვალისწინებით, ხსენებული ვადა მაქსიმუმ 2018 წ. 12 იანვრზე მოდისო. ანუ, ჩვენთვის სასურველი შედეგი ძველით ახალი წლისთვის დადგებაო“.

ქ-ნი მირა მ. თბილისში 22 დეკემბერს ჩამოფრინდა. იმავე დღეს ბ-მა ავთო ი.-მა ტელეფონით მაცნობა - „სამწუხაროდ მირამ არავითარი თანხა არ ჩამოიტანა. ჩვენ ეხლა ბორჯომში მივდივართ დასასვენებლად. მირას უკან გასაფრენი ბილეთი 12 იანვრისთვის აქვს აღებული, და ჩვენც მისი გაფრენის შემდეგ დავგეგმოთ შეხვედრაო“.

12 იანვარს გამართულ სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრა 15 იანვრისათვის შედგებოდა. ამ შეხვედრის შესახებ საუბრის დაწყებამდე ერთი „დეტალის“ თაობაზე გვინდა მოგახსენოთ:

როგორც უკვე ვწერდით - „...2017 წ. 15 იანვარს, მასთან შესახვედრად სპეციალურად წყალტუბოში ჩასვლისას გამართულ საუბარში, ბ-ნ ავთო ი.-სგან შევიტყვე, რომ 2017 წ 10 იანვარს, აღნიშნული თანხა, ზემოთ უკვე ნახსენებ ვილნიუსში მდებარე ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე გადმორიცხულა. და რომ, საქართველოში თანხის გადმორიცხვამდე საჭირო იყო მხოლოდ ცალკეული ტექნიკური დეტალების მოგვარება. ყველაფერი კი თებერვლის თვის დასაწყისისათვის დამთავრდებოდა...“ [იხ.ბროშურა, თბ. 2015-2016-2017მ გვ.13].

მოგვიანებით, ისე რომ - „ამ ეტაპზე მეტს ვერ გეტყვით“ საბაბით, - ჩვენთვის მიზეზი არ აუხსნია, ბ-მა ავთო ი.-მა გვაცნობა, რომ მის მიერ გაცემული - ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ეს თანხა ისევ უკან გადაურიცხავთ.

ამ დროიდან მოყოლებულია სწორედ, რომ მიმდინარე საკითხის ე.წ. „წარმატებით“ დასრულებას ბოლო არ უჩანდა. ბ-ნი ავთო ი.-ს თქმით, ამჯერადაც ხსენებული თანხა - ვილნიუსში მდებარე „შვედბანკის“ ფილიალში გახსნილი მისი ანგარიშის გავლით უნდა გადმორიცხულიყო თბილისში.  

დეკემბრის შუა რიცხვებში, ლასკარში გამართულ შეხვედრისას, ბ-ნ ავთო ი.-ს შევთავაზე, ერთად გადაგვერეკა ჩემს მიერ მოძიებული ტელეფონის ნომრით „შვედბანკის“ ვილნიუსში მდებარე ფილიალში, რათა გაგვეგო რა გზით შეიძლებოდა მიგვეღო მის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე ჩატარებული საბანკო ოპერაციის ამსახველი ამონაწერი.

მისი თანხმობის შემდეგ, გადავრეკეთ აღნიშნული ბანკის ელ. გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე - 370 5 268 4820. ოპერატორთან ინგლისურ ენაზე წარმართული საბრის დამთავრების შემდეგ, ბ-მა ავთო ი.-მა მითხრა, რომ, ოპერატორის განცხადებით - ბანკის შინაგანაწესის თანახმად ბანკი კლიენტების ანგარიშის თაობაზე ინფორმაციას, თურმე, მხოლოდ უშუალოდ ამ კლიენტის ბანკში მისვლის შემთხვევაში გასცემსო.

12 იანვარს, მე თავად გადავრეკე ბანკის ზემოთ ხსენებულ ტელეფონის ნომერზე. რუსულად მოსაუბრე ოპერატორს ვუთხარი, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე და ვთხოვე ეცნობებინა ჩემთვის ის პირობები, რაც საჭირო იყო მათ ბანკში, კერძო პირის მიერ, ახალი ანგარიშის გახსნისათვის.

ოპერატორმა მაცნობა, რომ მათ ბანკში ანგარიშის გახსნა ორ სამუშაო დღეშია შესაძლებელი, რისთვისაც, შემდეგი  სამი პირობიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილებაა საჭირო, პიროვნება, ან - 1. უნდა იყოს ლიტვის მოქალაქე; ან - 2. უნდა სწავლობდეს ლიტვაში; ან - 3. დროებით უნდა მუშაობდეს ლიტვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშის გახსნა დაუშვებელიაო.

15 იანვრის შეხვედრაზე, ბ-ნ ავთო ი.-ს გადავეცი ბანკის ოპერატორისაგან მიღებული ინფორმაცია, და ვკითხე აეხსნა ჩემთვის:

1. მაშინ როდესაც იგი არც ერთ- ზემოხსენებულ პირობას არ აკმაყოფილებდა, როგორ შეიძლებოდა ამ ბანკში ანგარიში ჰქონოდა გახსნილი?  შესაბამისად:

2. არ არსებულ ანგარიშზე, როგორ ჩაირიცხა 2017 წ, 10 იანვარს თანხა, და როგორ მოხდა ამ თანხის უკან გადარიცხვა? და ბოლოს

3. ყოველივე ზემოთქმულის ფონზე ხომ აშკარა იყო, რომ საქმე მორიგ ტყუილთან გვქონდა, ანუ გაუგებარი იყო რის საფუძველზე ველოდებოდით ამ ბანკში მის სახელზე არ არსებულ ანგარიშზე გავლით თანხის თბილისში გადმორიცხვას?

ბ-მა ავთო ი.-მა განმიცხადა, რომ მართალია თავად მას ამ ბანკში მის სახელზე არსებული ანგარიშის არსებობის დამადასტურებელი საბუთი არ უნახია, მაგრამ მას სჯერა მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის. მით უმეტეს, ეხლა როცა საქმე უკვე წარმატებით სრულდება ამის გარკვევის აუცილებლობა აღარც არისო.

შემდეგ დასძინა - 12 იანვარს შემდგარ სატელეფონო საუბრისას მაცნობეს, რომ უკვე დაწყებული - თანხის გადმორიცხვის პროცესის დასასრულებლად, საჭირო იყო რომ სამივე იმ  ქვეყანაში, რომელზე გავლითაც საბანკო ოპერაციების განხორციელება ხდებოდა, ერთდროულად ყოფილიყო სამუშაო დღეების თანხვედრა. საშობაო და საახალწლო დასვენების დღეების გამო ეს პროცესი 12 რიცხვის მაგივრად, მომავალი კვირის ბოლოს, ანუ 19 იანვარს საბოლოოდ დასრულდებაო.

ჩემს კითხვაზე, თუ რითი იყო ეს მოთხოვნა გამოწვეული, ანუ რატომ იყო აუცილებელი სამივე ქვეყანაში სამუშაო დღეების თანხვედრა, - ბ-ნ ავთო ი.-ს პასუხი არ ჰქონდა. თუმცა „დამამშვიდა“ – „აი, ნახავ: ყველაფერი 19 იანვრისთვის წარმატებით დამთავრდებაო“.

ჩვენი ამ შეხვედრის შემდგომად განვითარებულ პროცესზე, ანუ ქ-ნ მირა მ.-სთან ფეისბუქისა და მობილურით გამართული საუბრის შინაარსი ზემოთ უკვე გავაცანით მკითხველებს.

 

2018 წ. 19 იანვრის შეხვედრის დეტალები

19 იანვარს, ნათლისღება დღის ბოლოს, მიუხედავად წინასწარ დათქმისა, ბ-ნ ავთო ი.-თან  ჩემი შეხვედრა, ლასკარის მაგივრად, თბილისის უნივერსიტეტის ეზოში შედგა.

ბ-ნ ავთო ი.-ს თითქოსდა „არც კი ახსოვდა“ მთელი განვლილი დროის მანძილზე ჩვენთვის ნათქვამი, რომ თურმე: 

1.  პროცესის დასრულებაზე თანხმობა ყაზახეთის უმაღლესმა თანამდებობის პირმა 16 დეკემბერს მიიღო; რომ თურმე:

2. თანხის გადმორიცხვის პროცესი 19-20 დეკემბრიდან დაიწყო, რომელიც 4 ქვეყნის გავლით უნდა დასრულდეს, რისთვისაც მინიმუმ 8 სამუშაო დღე იყო საჭირო; რომ თურმე:

3. საშობაო და საახალწლო დასვენების დღეების დამთხვევის გამო, ყველაფერი 12 იანვარს უნდა დასრულებულიყო; რომ თურმე:

4. მის მიერ 15 იანვარს ნათქვამი: სამ ქვეყანაში სამუშაო დღების ერთდროულად თანხვედრის აუცილებლობიდან გამომდინარე, თანხის გადმორიცხვის უკვე დაწყებული ეტაპის საბოლოო დამთავრება 19 იანვარს არ გადასცილდებაო...

დიახ, ყოველივე ამის ფონზე 19 იანვარს, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, განაცხადა - როგორც თბილისში მყოფმა ჩემმა ქართველმა შუამავალმა ტელეფონით მაცნობა - ეს პროცესი ჩაიშალა, შესაბამისად - არავითარი თანხის გადმორიცხვა უკვე აღარ მოხდებაო.

და იქვე, თითქოსდა ჩემგან მოსალოდნელი კითხვის თავიდან ასაცილებლად, დაამატა -ამ საქმის ჩაშლის მიზეზი ჩემთვის უცნობია, ხოლო თავად ის შუამავალი უკვე საქართველოში აღარ იმყოფებაო...

ისევე როგორც აქამდე, ამჯერადაც ყველაფერი ცხადი იყო - საქმე გვქონდა „პათოლოგიური ტყუილის“ არსში ბოლომდე ჩაძირული ადამიანიდან მომდინარე მორიგი სიცრუის გამოვლინებასთან...

ბ-ნ ავთო ი.-ს ვაჩვენე, ჩემსა და ქ-ნ მირა მ.-ს შორის ფეისბუქის მეშვეობით წარმართული საუბრის ამონაწერი... მოვუყევი ჩვენს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ, სადაც ქ-ნი მირა მ. კატეგორიულად გამორიცხავდა, ზემოხსენებულ სამედიცინო აპარატურის ირგვლივ განვითარებულ იმ პროცესებში მის მონაწილეობას, რომლის „წარმატებით“ მიმდინარეობის თაობაზეც [ხელშეკრულების გაფორმება, თანხის ჩამოტანის განზრახულობა და სხვა], ბოლო 7 თვის მანძილზე თავად იგი გვიყვებოდა...

ჩემს კითხვაზე, თუ რაში დაჭირდა მას ასეთი [მორიგი] ტყუილის მოგონება, ბ-მა ავთო ი.-მა იქით დაადანაშაულა ქ-ნი მირა მ., რომელიც თურმე მას არასწორ ინფორმაციებს აწვდიდა [ატყუებდა] აღნიშნული ბიზნეს საქმიანობის მიმდინარეობის ეტაპების თაობაზე...

შემდეგ დასძინა - უნდა ვაღიარო, რომ დღეს დამდგარი შედეგიდან გამომდინარე ჩემი „სამემკვიდრეო საკითხი“ თავიდანვე ტყუილზე ყოფილა აგებული; ამჯერად უკვე აღაც იმის გამორკვევას აქვს აზრი - სამედიცინო აპარატურის საკითხში მე და მირას შორის ვინ როგორი დოზით ტყუოდა... ფაქტია, რომ ეს საქმეც უშედეგოდ დამთავრდა... ამიტომ დამდგარ რეალობას უნდა შევეგუოთო...

19 იანვარს გამართული თითქმის ორსაათიანი საუბრის ემოციური ფონის დეტალური ახსნის გარეშეც, ვფიქრობ მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს იმის წარმოდგენა, რომ, მიუხედავად უნივერსიტეტის ეზოში, ანუ ღია სივრცეში ჩვენი ყოფნისა, როგორი მძიმე იქნებოდა ჩვენს ირგვლივ ხუფივით გარშემორტყმული სიცრუით გაჯერებული ჰაერის სუნთქვა...

მცირე ყოყმანის შემდეგ, ბ-ნი ავთო ი. დამპირდა, რომ ერთი კვირის თავზე ლასკარში დაგეგმილ შეხვედრაზე, შეეცდებოდა წარმოედგინა - ჩვენს წინაშე მის მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების გადახდის მექანიზმი.

დამშვიდობების წინ ბ-ნ ავთო ი.-ს ვთხოვე, გულახდილად ეპასუხა შემდეგ კითხვაზე:

მაშინ, როდესაც იცოდით, რომ ბუნებაში არ არსებობდა არავითარი ვითომცდა გარდაცვლილი თქვენი ნათესავი, რომლის მემკვიდრეობის მიღებისთვისაც, 2010 წლიდან მოყოლებული, აფრიკელი თაღლითების ჯგუფი თქვენგან ფულის გამოძალვას ეწეოდა;

2014 წლის ბოლოს, ჩვენს მიერ ამ საქმეში ჩართვის გადაწყვეტილების მიღებისას, რატომ მოგვატყუეთ, რომ თითქოს საქმე ეხებოდა - თქვენი შორეული ნათესავის [მოგვარის] და გარკვეულწილად ბიზნეს პარტნიორის, - გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების თქვენთვის დატოვების ფაქტს... და ამ საქმის წარმატებით დასამთავრებლად საჭირო ფინანსური რესურსით დახმარება გვთხოვეთ?

რაში დაგჭირდათ ასეთი ტყუილის თქმა? ხომ ნათელია, რომ ტყუილზე აგებული და ტყუილით დაწყებული საქმიანობა - არავითარ დადებით შედეგს არ მოიტანდა?

ბ-ნი ავთო ი.-ის პასუხმა კინაღამ შოკში ჩამაგდო - დიახ, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ რადგანაც გადაწყვეტილი მქონდა სამემკვიდრეო ქონების ნაწილის, თქვენს მიერ დაგეგმილი პროცესების [იგულისხმებოდა - საქართველოს სულიერი მისიის კვლევის თემატიკა] განვითარებისთვის დამეხარჯა, ვიფიქრე ღმერთი ხელს შეგვიწყობდა და ეს საქმე წარმატებით გამოვიდოდაო...

მისი სახის გამომეტყველების შემყურე, ვფიქრობ, რომ ამაოდ ვუხსნიდი უმარტივეს ჭეშმარიტებას - როდის იყო, რომ ღმერთი სიცრუისა და მატყუარობის ქსელის მხლართავ ადამიანებს, ჩანაფიქრის განხორციელებაში ეხმარებოდა ან მომავალში დაეხმარება-მეთქი...

მისი ეს ნათქვამი, რომ კვლავ „პათოლოგიური მატყუარობის“ გამოვლინების ნიმუშთაგანი გალდათ, შემდეგი ჩანართიდანაც ადვილად მტკიცდება.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროიდან მოყოლებული, ჩემსა და პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ ბ-ნ გიორგი ჩიხლაძეს შორის საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა დამყარდა.

ბ-მა გიორგიმ, 2015 წლის მეორე ნახევარში შემდგარი ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრისას, მას შემდეგ რაც ბ-ნი ავთო ი.-ს ე.წ. „სამემკვიდრეო საკითხის“ მიმდინარე პროცესში ჩემი ჩართულობის შესახებ შეიტყო, მომიყვა 2013 წელს, ამავე [ანუ ზუსტად ჩვენთვის გაკეთებულ წინაპირობაზე - გარდაცვლილი ნათესავის ქონების დატოვებაზე აგებულ] საქმეში დახმარების თხოვნის მიზნით მასთან მისულ ბ-ნ ავთო ი.-თან გამართული შეხვედრის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი გიორგი საკმაოდ დიდ ბიზნესს საქმიანობაშია ჩართული, მას უარი უთქვამს ბ-ნი ავთო ი.-სთვის ე.წ. „სამემკვიდრეო საკითხში“ დახმარებაზე.

ამ ამბის გაგების შემდეგ შემდგარი მორიგი შეხვედრისას, ბ-ნ ავთო ი.-ს ვკითხე თუ რატომ დამიმალა მისი და გიორგი ჩიხლაძის ამ მიზნით შემდგარი შეხვედრის ფაქტი. იგი ცოტათი შეცბა, მაგრამ მაინც რიხით მითხრა - აქამდე არც გამხსენებია ის შეხვედრა, თორემ რატომ არ გეტყოდიო.   

და აი, ამ საუბრიდან გასული ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ანუ 2018 წ, 19 იანვარს, როგორც იტყვიან - „თვალის დაუხამხამებლად“, ისეთი დამარწმუნებელი ტონით მამცნო ზემოთქმული. რომ ალბათ, არც კი უფიქრია რამდენად მახსოვდა, ამავე საკითხზე,  ბ-ნ გიორგი ჩიხლაძესთან მისი შეხვედრის ისტორია...

როგორც იტყვიან - „ენას ძვალი არ აქვსო“, მით უმეტეს როდესაც იმდენად ხარ ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში გაბმული, რომ ბედავ და - შენსავე შეთხზული ტყუილებით შეზავებულ საქმეში ღმერთისაგან ითხოვ [და მოელი] დახმარებას...

 

დასასრულის მაგიერ, ანუ

სამწლიანი დროითი მიჯნის დასასრული

აფრიკაში მოქმედმა თაღლითურმა ჯგუფმა, ავთო ი.-ს ე.წ. „სამემკვიდრეო საკითხის“ თაობაზე, სამი „უმთავრესი“ დოკუმენტი გამოგვიგზავნა. ესენია:

1. „ეკოვას“-ის (ECOWAS) იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2015 წ. 15 იანვარს გაცემული - „სტატუსის აღიარების სერტიფიკატი“;

2. ტოგოს სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წლის 16 იანვარს გაცემული „მესაკუთრის შეცვლის მოწმობა“ სერტიფიკატი; და

3. ტოგოს ფედერალური ფინანსთა სამინისტროს მიერ - 2015 წ. 19 იანვარს გამოტანილი - „ავტორიზაციის განაცხადი“.

[იხ. ბროშურა - „მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით’ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“, თბ. 2015-2016-2017, გვ. 9].

და აი, სამი წლის თავზე, ანუ - 2018 წლის 19 იანვარს შემდგარ შეხვედრაზე ბ-ნმა ავთო ი.-მა გვაუწყა - მის მიერ შეთხზული სიცრუის ელემენტებით გაჯერებული საქმის - უშედეგოდ დამთავრების თაობაზე.

იმავე ბროშურის 31-ე გვერდიდან დაწყებულ თხრობაში საუბარია, გოეთეს პირით მოწვდილ „ფაუსტისეული თხრობაში“ დაფიქსირებულ - სამწლიანი დროის გამომკვეთი იგავური მინიშნების თაობაზე - „სწავლება [კოდია] რომ ვთქვათ სულ რაღაცა სამი წელია [აქ - 2015-2016-2017], სახარება კი, ღმერთო ჩემო, როგორ ვრცელია“.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხელმა იცის, რომ „ფაუსტისეულ თხრობაში,“ კოდირებული ფორმით მოცემულია - „...როგორც ხსენებული სამი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების იგავური აღწერა, ასევე - მეფისტოფელის მხატვრულ სახებაში ასახული, სიცრუის სულის ზეგავლენის ქვეშ მყოფი, ანუ „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით შეპყრობილი  ბ-ნი ავთო ი.-ს შესაცნობი კოდირებული პორტრეტის შტრიხები“ [იხ. იქვე გვ. 31].

წინამდებარე წერილში გადმოცემული ინფორმაციის, შეძლებისდაგვარად დეტალურად გადმოცემის მიზანი გახლდათ, დაგვეფიქსირებია გოეთეს პირით მოწვდილ „ფაუსტისეულ თხრობაში“ ხაზგასმული ბოლო ჟამის დროთა მდინარების კონკრეტული სამწლიანი მონაკვეთის - 2018 წლის 19 იანვრის ნათლისღების დღისთვის გასრულების ფაქტი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბოლო სამი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების სიმძიმის მიუხედავად, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს გვინდა მივულოცოთ - ბოლო ჟამში, ჩვენდა გამოსაცდელად დაშვებული სამწლიანი დროითი მონაკვეთის დასასრული.

2018 წლის 19 იანვრის ნათლისღების დღიდან მოსახდენი [მომხდარი] მოვლენების თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს, შეძლებისდაგვარად [თავის დროზე] ვისაუბრებთ.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი არ დაიმალება, და - „...ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი“ [ეკლ. 3,17].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - „... დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

2018 წ. 20 იანვარი - სამხედრო ოპერაცია

„ზეთისხილის ტოტი“ დაიწყო

კომენტარის გარეშე:

„მერმე შემდგომად შჳდთა [აქ - 2017] დღეთასა კუალად განავლინა ტრედი კიდობნისაგან. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე" [დაბ 8,10-11].

2018 წ. 20 იანვარს თურქეთის გენერალურმა შტაბმა სირიაში, აფრინის პროვინციაში „ზეთისხილის ტოტის“ სახელწოდებით ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

 

...

ნათლისღებას მოგილოცავთ,

არ მოგკლებოდეთ ღვთის მადლი,

ყველამ შევთხოვოთ მაღალ ღმერთს:

მალე გაცხადდეს უფალი

ეკატერინე

 ხრიკული

 

 

დარიგება- შეგონება „ყმაწვილებს“

თუკი შეგიძლია მეგობარს მინიშნებით დაეხმარო გამოასწოროს თავისი შეცდომა, მასზე თავდასხმას ნუ დაიწყებ - არ დააზიანო მეგობარი შენი...

კეთილგანწყობასა და სიმპატიის დამსახურებას ათეული წლები სჭირდება. იფიქრე იმაზე, რომ ჩვენ, ადამიანებს, ძალიან ხანმოკლე ცხოვრება გვაქვს. იმას, რასაც ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება უფრთხილდება, შენ წამიერად ნუ გააქარწყლებ...

სიყვარულია მთავარი, ურთიერთპატივისცემა, კრძალვა. და კიდევ, სანამ ადამიანის ჩანაფიქრს ბოლომდე არ ამოიკითხავ და არ დარწმუნდები მის სიზუსტეში, ნუ იჩქარებ „შეფურთხებას“... სამართლიანად თუ უსამართლოდ შეფურთხების კვალი ადვილად არ იშლება ადამიანის ცხოვრებაში...

ცხოვრებაში - ყველაფერი, რაც ღვთივსათნოა, ძნელად მოსაპოვებელი და ადვილად დასაკარგია...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

„4 . სიყვარული სულგრძელია და ტკბილი სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;                                                                    

5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს;        

6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;

7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს" [1 კორ. 13,4-7].