Print

გაზეთი N 5 [1028]

მხილებისეული ეტაპი,

ანუ დაკანონებული ყაჩაღობის მასალები

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ - 2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან, ჩვენს თვალწინ დაწყებულ ე.წ. ორხელისუფლებიანობაზე, ბიბლიური ტექსტი ასეთ მინიშნებას იძლევა - „...ორნი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21].

ხსენებული „ორხელისუფლებიანობის“, პირველი: დე-იურედ სახელდებული ეტაპი, ბოლო ჟამისა - 2013 წ. 17 – 20 ნოემბერს დასრულდა...

ფაქტიურად, ამავე დღიდან თავისი ათვლა დაიწყო ე.წ. „ორხელისუფლებიანობის“ მეორე: „დე-ფაქტოდ“ სახელდებულმა ეტაპმა, რომლის დროსაც - საქართველოს პოლიტიკური პროცესები - ბ. ივანიშვილისა და მ. სააკაშვილის სახელთან, პირდაპირი თუ ირიბი კავშირის ფონზე მიმდინარეობს.

შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიური მინიშნება - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], ე.წ. „ორხელისუფლებიანობის“, დე-ფაქტო მიმდინარეობის მთელ დარჩენილ მონაკვეთს შეეხება.

ამჯერად, „ქოცებისა“ და „ნაცების“ მონაწილეობით მიმდინარე - „ორპარტიული“ რეალობის გამომწვევ - ფინანსურ ასპექტზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება.

პირველწყაროდ კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან - პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსებაზე 2008 – 2016 წლებში გაღებული ხარჯის იმ სტატისტიკურ მასალას გამოვიყენებთ, რომელიც ცესკოს ელ. გვერდზეა გამოქვეყნებული.

9 წლის მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღო - 29 პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

წლების მიხედვით დალაგებული მონაცემები ასეთია:

2008 წელს 13 პ/გ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა ხარჯმა - 4 143 921 ლარი შეადგინა [აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 853 685 ლარი მიიღო];

2009 წელს 14 პ/გ-ამ ჯამურად - 4 202 110 ლარი მიიღო [აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 827 186 ლარი მიიღო];

2010 წელს 17 პ/გ-ამ ჯამურად - 7 025 676 ლარი მიიღო [აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 093 203 ლარი მიიღო];

2011 წელს 17 პ/გ-ამ ჯამურად - 5 897 914 ლარი მიიღო [აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 950 968 ლარი მიიღო];

ჯამში: 2008 – 2011 წ.წ., სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის დახარჯული - 21 269 621 ლარიდან, მხოლოდ - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 7 725 042 ლარი მიიღო, ანუ მთელი თანხის - 36,32%.

 

2012 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, სადაც გაერთიანებული იყო: 1. „ქართული ოცნება“, 2. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, 3. საქართველოს კონსერვატიული პარტია“. 4. „თავისუფალი დემოკრატები“, 5. „ეროვნული ფორუმი“ და 6. „ხალხის პარტია“.

 

2012 წელს 18 პ/გ-ამ ჯამურად - 6 107 853 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 967 074 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 90 337 ლარი მიიღეს];

2013 წელს 14 პ/გ-ამ ჯამურად - 7 633 462 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 321 528 ლარი; ხოლო ს/ბ - „ქართულმა ოცნებამ“ – 2 838 138 ლარი მიიღეს];

2014 წელს 18 პ/გ-ამ ჯამურად - 11 977 294 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 743 264 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 715 131 ლარი, ანუ ჯამში - 3 458 396 ლარი; ხოლო ს/ბ - „ქართულმა ოცნებამ“ – 3 953 743 ლარი მიიღეს];

2015 წელს 11 პ/გ-ამ ჯამურად - 10 651 648 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 649 280 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 835 416 ლარი, ანუ ჯამში - 3 484 696 ლარი; ხოლო ს/ბ - „ქართულმა ოცნებამ“ – 3 729 160 ლარი მიიღეს];

2016 წელს 20 პ/გ-ამ ჯამურად - 10 872 898 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 526 396 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 835 417 ლარი, ანუ ჯამში - 3 361 813 ლარი; ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 1 029 798, მასთან პარტიულ სიაში შემავალმა „საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ კი - 674 000 ლარი, ანუ ჯამში - 1 703 798 ლარი მიიღეს];

ჯამში: 2012 – 2016 წ.წ., სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის დაიხარჯა - 47 243 155 ლარი. აქედან

- პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 14 583 506 ლარი; ხოლო

- საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 12 315 176 ლარი მიიღეს

 

მთლიანობაში - 9 წლის მანძილზე 29 პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსებისთვის გაღებულმა საერთო ხარჯმა შეადგინა - 68 512 776 ლარი. აქედან

- პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 22 318 549 ლარი; ხოლო

- საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“- 12 315 176 ლარი მიიღეს;

რამაც, ჯამში, მთელი თანხის - 39,28 % შეადგინა.

 

ამის გარდა, არჩევნებში მონაწილე ე.წ. კვალიფიციურ პარტიებს - საარჩევნო კომისიებში წარმომადგენელთა და სატელევიზიო რეკლამის დასაფინანსებლად, აგრეთვე ე.წ. „საარჩევნო ფონდიდან“, წლების მიხედვით, ჯამურად გამოეყოთ:

2012 წელს 13 პ/გ-ს - 5 480 904 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 832 020 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 1 331 740 ლარი მიიღეს];

2013 წელს 13 პ/გ-ს - 4 219 621 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 962 130 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 487 371 ლარი მიიღეს];

2014 წელს 13 პ/გ-ს - 6 834 697 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 600 150 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 1 885 582 ლარი მიიღეს];

2015 წელს 13 პ/გ-ს - 26 200 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 840 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 16 000 ლარი მიიღეს];

2016 წელს 13 პ/გ-ს - 8 259 657ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 869 654 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 1 716 839 ლარი მიიღეს];

 

მთლიანობაში - 5 წლის მანძილზე საერთო ხარჯმა შეადგინა - 24 821 079 ლარი. აქედან

- პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 6 264 794 ლარი; ხოლო

- საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 5 437 532 ლარი მიიღეს;

რამაც, ჯამში, მთელი თანხის - 47,15 % შეადგინა.

შესაბამისად, ჯამში: 2012 – 2016 წ.წ., სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის დაიხარჯა - 72 064 234 ლარი. აქედან

- პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 14 583 506 ლარი; ხოლო

- საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 17 752 708 ლარი მიიღეს.

რამაც, ჯამში - 32 336 214 ლარი, ანუ მთელი თანხის - 44,87 % შეადგინა.

 

ამდენად, ცესკოს გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 9 წლის მანძილზე [2008 წლიდან ვიდრე 2016 წლის ჩათვლით], სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 29 პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსებისათვის სულ გამოყოფილი იქნა - 93 333 855 ლარი. აქედან

- პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“:

   ა) 2008 – 2011 წ.წ. აიღო - 7 725 042 ლარი;

ბ) 2012 – 2016 წ.წ. აიღო - 14 583 506 ლარი

   რამაც ჯანში - 22 318 549 ლარი შეადგინა; ხოლო

- 2012 წლიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულმა საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 17 752 708 ლარი მიიღეს;

შესაბამისად, სულ დაფინანსებული 29 პარტიიდან, მხოლოდ ამ ორმა გაერთიანებამ - 40 071 257 ლარი, ანუ მთელი თანხის - 42,93 % მიიღო.

 

ამგვარად, 2012 წლის შემდგომად დაწყებული ე.წ. „ორხელისუფლებიანობის“ თაობაზე არსებული ბიბლიური მინიშნების - „...ორნი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], ფინანსური თვალსაზრისით გამოხატული რეალობა ასეთია - მარტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2012 – 2016 წლებში:

„ქოცებს“ - 17 752 708 ლარი, ხოლო - „ნაცებს“ - 14 583 506 ლარი აქვთ მიღებული.

 

აქვე შემოგთავაზებთ, ზოგიერთ სტატისტუკურ მონაცემზე აგებულ მცირე ანალიზს.

2012 წლიდან, პოლიტიკურ სივრცეში ახალი „მოთამაშის“: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამოჩენის შემდგომად, 5 წლის მანძილზე [2012 – 2016 წლებში], სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 800 000 ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო - 18 პოლიტიკურმა გაერთიანებამ [რისთვისაც ჯამში დაიხარჯა - 63 501 580 ლარი]. ესენია:

 

1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 18 472 055 ლარი;

2. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 8 814 888 ლარი;

3. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 4 306 566 ლარი;

4. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 3 691 543 ლარი;

5. თავისუფალი დემოკრატები - 3 281 683 ლარი;

6. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3 223 187 ლარი;

7. საქართველოს რესპუბლიკური პარტია - 3 311 402 ლარი;

8. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა -3 046 814 ლარი;

9. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2 930 096 ლარი;

10. საქართველოს კონსერვატიული პარტია - 2 917 962 ლარი;

11. ეროვნული ფორუმი - 2 563 219 ლარი;

12. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - 2 385 964 ლარი];

13. ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია - 2 062 106 ლარი;

14. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - 2 017 586 ლარი;

15. ხალხის პარტია - 1 358 258 ლარი;

16. ახალი მემერჯვენეები - 1 319 649 ლარი;

17. საქართველოს ევროპელი დემოკრატები - 888 607 ლარი;

18. საქართველოს გზა - 837 675 ლარი.

 

„ქოც-ნაცების“ გარდა, ამ ჩამონათვალში შემავალ დანარჩენ პოლიტიკურ გაერთიანებათაგან, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ - 6 პარტიამ. მათ მიერ მოპოვებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა ასეთია:

1. გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელსაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 4 306 566 ლარის დაფინანსება აქვს მიღებული, მოიპოვა მხოლოდ - 892 ამომრჩევლის მხარდაჭერა (0.06 %);

2. საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ [3 311 402 ლარი] მიიღო 11 174 ხმა (0.74%);

3. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ [3 046 814 ლარი] მიიღო 267 ხმა (0.02 %);

4. საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ [2 930 096 ლარი] მიიღო 49 108 ხმა (3.27 %);

5. ხალხის პარტიამ [1 358 258 ლარი] მიიღო - 1 893          ხმა (0.13 %)

6. ახალმა მემერჯვენეებმა [1 319 649 ლარი] მიიღო - 75 ხმა [0%].

მაშასადამე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში - 16 272 185 ლარის მიმღებმა - 6 პარტიამ, არჩევნებში მოიპოვა მხოლოდ - 63 959 ამომრჩევლის ხმა.

 

მიზეზთა გამო, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში - 18 260 381 ლარის მიმღებმა - 8 პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ესენია:

1. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 3 691 543 ლარი;

2. თავისუფალი დემოკრატები - 3 281 683 ლარი;

3. საქართველოს კონსერვატიული პარტია - 2 917 962 ლარი;

4. ეროვნული ფორუმი - 2 563 219 ლარი;

5. ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია - 2 062 106 ლარი;

6. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - 2 017 586 ლარი;

7. საქართველოს ევროპელი დემოკრატები - 888 607 ლარი;

8. საქართველოს გზა - 837 675 ლარი.

 

წარმოდგენილი მასალა, ვგონებთ, ნათლად აჩვენებს, რომ - სახელმწიფო ბიუჯეტი ასე უყაირათოდ არ უნდა იფლანგებოდეს. არადა, ყველაფერი იმ კანონზე დაყრდნობით კეთდება, რომელიც პარტიული გაერთიანებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითვალისწინებს.

„ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროიდან მოქმედი ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობა“, სამწუხაროდ დღემდე გრძელდება; და, როგორც ჩანს, მოქმედი კანონის შეცვლას „ქოცების“ მმართველი პოლიტიკური ძალა არ აპირებს. 

წინამდებარე წერილის დასასრულს წარმოგიდგენთ - ცესკოს მიერ დაფინანსებისათვის განსაზღვრულ, იმ - 18, ე.წ. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც 2017/2018 წლიდან წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. ესენია:

1. პგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

[2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო - 837 119 ხმა (55.74 %)];

2. პგ „თავისუფალი დემოკრატები”

[ბოლო არჩევნებში არ მონაწილეობდა];

3. პგ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია"

[2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო - 49 108 ხმა (3.27 %)];

4. პგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

[2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო - 256 452 ხმა (17.08 %)]

5. პგ "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"

[შედიოდა „ნაც. მოძრაობის“ საარჩევნო ბ;ოკში];

6. პგ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"

[შედიოდა „ნაც. მოძრაობის“ საარჩევნო ბ;ოკში];

7. პგ "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის"

[2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო - 156 221 ხმა (10.4 %)];

8. პგ "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"

[შედიოდა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბ;ოკში];

9. პგ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"

[2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო - 38 888 ხმა (2.59 %);

10. პგ "თავისუფალი საქართველო"

[შედიოდა"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" საარჩევნო ბ;ოკში];

11. პგ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"

[იგივე, ნინო ბურჯანაძის - „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, რომელმაც [2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო 892 ხმა (0.06 %)];

12. პგ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

[2017 წლის21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო - 98 453 (6.56%)];

13. პგ "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი"

[2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო - 226 (0.02 %)];

14. პგ "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"

[2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო - 9 101 ხმა (0.61 %)];

15. პგ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა"

[ბოლო არჩევნებში არ მონაწილეობდა];

16. პგ "ახალი ქრისტიან-დემოკრატები"

[2017 წლის21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო - 267 ხმა (0.02 %)].

17. პგ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"

[2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო - 606 (0.04 %)];

18. პგ "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო

[2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სისტემით შედეგის მიხედვით მიიღო 18 429 ხმა (1.23 %)].

 

როგორც ვხედავთ - საბიუჯეტო სახსრების უყაირათო ხარჯვა გრძელდება.

ვფიქრობთ ნათელია, რომ - ჯანსაღი კონკურენციის ძირეული პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე უარი უნდა ითქვას პოლიტიკური გაერთიანებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მანკიერ პრაქტიკაზე.

პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა მოქმედებდნენ ქვეყნის მოსახლეობის რეალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები. შესაბამისად, მათი დაფინანსებაც უნდა ხდებოდეს, მხოლოდ, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების კონკრეტული პროგრამის მხარდაჭერის მიზნით. მოსახლეობის მხრიდან გაღებული მატერიალური თუ არამატერიალური სახსრების მეშვეობით.

„დაკანონებული ყაჩაღობა“ კი - გრძელდება. თუმცა - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლ. 3,1].

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

იუმორისტული ნარკვევი:

ერთხელ სიზმარში

ერთხელ ღამე, სიზმარში, სატანა შემებრძოლა, ფული წამართვა და მეკითხება - „რად გინდა ფული?“

მე, როგორც ყოველთვის, ალალი პასუხი გავეცი - „მე ფული მინდა იმისათვის, რომ ვიცხოვრო; მე ფული მინდა, პიროვნული სივრცის შენარჩუნებისათვის; მე, ფული მინდა იმისთვის, რომ დავიცვა ადამიანური ღირსება;

მე ფული მინდა იმისთვის, რომ საზოგადოებაში ადგილი დავიმკვიდრო; მე ფული მინდა, ზეციდან მონიჭებული ნიჭის რეალიზაციისათვის...“

არ მოეწონა ჩემი პასუხი სატანას, და დაცინვით მითხრა: მისმინე, ჩემო პატარავ, რაც ჩამოთვალე იმ „ყველაფერს“ სანამ არ დაგაკარგვინებ, მანამ ფულს არ მოგცემო...

ახლა შევფიქრიანდი და ხმადაბლა დავუწყე ლაოარაკი: „მე კი ვხედავ, მე რომ მძლიე, მაგრამ იცოდე არც შენ ხარ ლომი... და თუ გაინტერესებს ისე ძლიერი იყო - შენგან „ძალების რეჟიმი“, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი დავკარგე-მეთქი“.

შევევედრე - „გამიშვი-მეთქი“. ვაღიარე - ორივე ფეხით გავები მის მახეში...

ანგარიში ბოლომდე მოითხოვა სატანამ. მეც გავაგრძელე:

„აგიხდა წადილი სატანავ, რაც ჩამოვთვალე ყველაფერი დავკარგე,

ვცხოვრობ ახლა 90 წლის ბებერივით... არავინ არაფერს მეკითხება - არც პიროვნულ სივრცეს და არც ცხოვრების გემოვნებას... როცა უნდათ შემაფურთხებენ, როცა უნდათ - გადამაბიჯ-გადმომაბიჯებენ, და ასე „გადადი-გადმოდიან“...

თუმცა, ერთ რამეს ხაზი მინდა გავუსვა - „წლოვანება“ როდი ნიშნავს სიბერეს. ადამიანი მაშინ ბერდება, როცა მას პიროვნულ „მე“-ს ართმევენ. ისე, მე, ას წელს მიღწეული ადამიანები მინახავს - არ დაბერებულან და ისე წასულან ამქვეყნიდან.

აგიხდა წადილი სატანავ, ახლა კიდევ არ მაძლევ ფულს?“ - შევეკითხე.

„არაო!..“ - პაექრობა გააგრძელა - „ახლა, შენი ხმა არ მომწონს, სანამ ხმას არ გამოიცვლი და „ჩემებურად“ ლაპარაკს არ დაიწყებ, მანამ ფულს ვერ ეღირსები“-ო...

„მაგ ყელზე მინდა ფეხი დაგაჭირო, ერთხელაც ვცადე და არ გამომივიდა... სადღაც აღმოჩნდა ძალა ჩემზე ძლიერი, - ეტყობა უხილავი „ზეცის ჯავშანია“, რომელსაც ვერ ვერევი, თორემ, შენს გაქრობას რად უნდა ამდენი პაექრობა“-ო... ასე პირისპირ ვიდექით მე და სატანა ღამის ხილვის პაექრობაში.

სატანას კვლავ სურდა „პაექრობის“ გაგრძელება, მაგრამ, უეცრად „ზეცის ჯავშანი“ წამომეშველა და, მორიგი სიტყვის თქმა არ დააცალა, - გაქრა სატანა... „ალი-კვალი“ დაიკარგა მისი...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

...

მარტმა სთქვა - დიდი მადლობა,

მე რომ შემარქვით დიადი,

სამაგიეროდ გაჩუქეთ

გამსახურდია ზვიადი!..

გაზაფხულია ჰყვავის ბუნება,

ცოცხლდება რწმენა იად,

გელოდებოდით, და შენც მოხვედი

ჩვენს გადამრჩებლად ზვიად!

მარტი მოვიდა, შუქი მძაფრდება

ბნელი იქნება აღარ,

როგორ გაწამეს, ჩემო სამშობლოვ,

როგორ უსახურს გავხარ.

საქართველოზე თვალი რომ გრჩებათ,

ყველამ გაიგოს - იცით ვისია?

ტყუილად არვინ არ დაიჩემოს,

საქართველო ხომ - ზვიადისია!..

ჩემო ლასკარო, შენი სიწმინდის

არ გაეგება ვისაც,

არ მიმაჩნია ის - სიყვარულის,

პატივისცემის ღირსად!..

ზვიადის სულს ვთხოვ - ზეცაში

სამშობლოსათვის ილოცე,

ვინც შენ გაწამა, დრო მოვა

ფესვს ვერ გაიდგამს მიწაზე!...

მინაწერი

მოინანიეთ, ცოდვის შვილებო,

ვიდრე ჯერ კიდევ დრო დაგრჩენიათ,

ზვიადის მკვლელნო - დრო-ჟამი თქვენი,

უკვე თითებზე დასათვლელია!..

 

ეკატერინე

ხრიკული