Print

გაზეთი N 6 [1029]

ზვიად გამსახურდია - 79

1939 31 მარტი - 2018 წ. 31 მარტი

„ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა“ [1053,3]

- მე პირველად ვესაუბრები დამხობილ პრეზიდენტს. გრძნობთ თუ არა თავს უბედურ ადამიანად?

- უბედურად არასდროს არ ვთვლი თავს, რადგან მე მორწმუნე ვარ. მე მწამს იმქვეყნიური ცხოვრების და ღვთის სამართლისა,

უბედური კი ის არის, ვინც ბოროტებას, ძალადობას სჩადის, ადამიანებს კლავს, ღალატის გზას ადგას.

„ლიტერატურნაია გაზეტა“ 31 ივლისი, 1992 წ.

[გაზ. „აღდგომა“, #14, გვ. 1-2, 7 აგვისტო, 1992 წ.].

 

თანავეზიარები ყველა იმათ, ვინც...

მივესალმები ყოველი ქვეყნის შვილს, ვისთვისაც ძვირფასია უფლის გზა... ვისაც იუკვე არჩევანი გაუკეთებია და ღვთივ საღვთო ცხოვრების გზა აურჩევია... ვისაც ამქვეყნად ქრისტე უდიდებია... ვინც მაცხოვრის ნატერფალს დაეძებს... ვისაც სულში - ჯვარცმული ქრისტე სტკივა...

თანავეზიარები ყველა იმათ, ვინც წუთი-სოფელში ცხოვრება აღიქვა, როფორც სულის სამზადისი მარადიული სასუფევლისთვის; ვინც ირწმუნა ქრისტეს მოსვლა დედამიწაზე, ჯვარცმა და აღდგომა...

ანავეზიარები მათ, ვინც მოელის მაცხოვრის მეორედ მოსვლას, ვინც სული თვისი განიმზადა სასუფევლისთვის...

თანავეზიარები მათ, ვინც ყურად იღო და შეისმინა წინასწარ ნაუწყები - „საქართველოს სულიერ მისიაზე“, არ დაგმო იგი...

თანავეზიარები მათ, ვინც აღიარა ზვიად გამსახურდიას ღვთივცხებულება... ვინც აღიარებს მის - მისიონერულ, საღმრთო ნაშრომებს...

ღვთივცხებული ზვიადის ნაშრომები, წერილები, ესეები, ზღაპრები, იგავები - მთლიანად შეადგენს მისტერიას, რომელმაც შემოაღო ზეცის სამეუფო კარი და კაცობრიობის ცნობიერება - საღვთო ხარისხში ასწია...

ძნელია, ადვილად ჩაწვდე ღვთივცხებული ზვიადის მისტერიული გადმოცემის სიღრმეებს. მაგ. „თამარიანი და ვეფხისტყაოსანში“ გადმოსცემს:

„ღვთის „ახლად ჩენა“, ანუ ნათელხილვის დაბრუნება მოემადლება მორწმუნეებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაივლიან სინანულის [ცრემლის], კათარზისის [სულთა ლხენის], განღმრთობის [შერთვის] გზას, რაც სულიწმიდის მადლია და მის გარეშე შეუძლებელია...“

დამეთანხმებით, ალბათ არ არის ადვილი უბრალო მოკვდავი ადამიანისათვის ეს საფეხურებრივი გზა...

თანავეზიარები ყველა იმათ, ვინც ყურად იღო წმიდა მამათა წინასწარმეტყველებები და ქადაგებანი „ბოლო ჟამზე“.

მოგეხსენებათ, „ბოლო ჟამი“ დროის ის ეტაპობრივი და საფეხურებრივი მონაკვეთია, რომელიც წინ უძღვის ქრისტეს მეორედ მოსვლას...

მოდით ეხლა გავიხსენოთ - იოანე ოქროპირის ქადაგება - კაცობრიობის ხსნაზე:

„კაცობრიობის სხნა, რომელიც გამოიხატება ცოდვათაგან განთავისუფლებაში პენიტენციალური სინანულის გზით, ღვთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულით, რასაც ქვენა ეროსის სუბლამაციით [„ბაძვით“] მივყავართ „ზესთ მწყობრთა-მწყობის შერთვისკენ“, ღმერთმა და კერძოდ სულიწმიდამ უნდა განახორციელოს, როგორც ერთეულ ინდივიდუალობათა ცხოვრებაში, ასევე კაცობრიობის ისტორიაში: „სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ იქნების და სიწნიდით ამაღლდების და გაბრწყინდების სამებისა მიერ ერთარსებისა ღმრთივ-შუენიერად და საიდუმლოდ“ [ანტიფონე იოანე ოქროპირის წირვისა].

ძნელია ამ სიტყვების არსში ბოლომდე ჩაწვდე. თუმცა, ერთი რამ ცხადია, აქაც ნათლად ჩანს მისტერიული პროცესის მიმდინარეობა, რომელსაც ბოლომდე არ ააშკარავებს იოანე-ოქროპირის ქადაგება.

შემდგომ ამისა რასაც წავიკითხავთ, კიდევ უფრო ძნელად გასაგები და შთამაგონებელია. ვნახოთ, როფორ ებმის იოანე ოქროპირის ქადაგებას, შემდეგი სიტყვები:

„...მაგრამ ამას სულიწმიდა ვერ განახორციელებდა ძის ღმერთ-მამაკაცებრივი მოქმედების გარეშე, რომელიც მამამ წარმოგზავნა ადამის ცოდვის გამოსასყიფლად, სატანის დასათრგუნად და სიკვდილის დასამარცხებლად. ძემ და სულიწმიდამ უნდა დაუბრუნონ კაცობრიობას დაკარგული სამოთხე, უნდა შეაძლებინოს ღვთის „ახლად ჩენა“, დაუბრუნონ სულიერი ხედვა ნათლისღების ინიციაციით და ჰყონ „საღმრთოიისა მის ზიარ ბუნებისა“ [2 პეტრე 1,4].

როგორც მოტანილი ციტატიდან ჩანს, აქ ხაზგასმაა იმაზე, რომ არის რაღაც მისია, რომელსაც სულიწმიდა, ძის ღმერთ-მამაკაცებრივი მოქმედების გარეშე, მარტო ვერ განახორციელებს.

როდესაც ხაზგასმაა ძის ღმერთ-მამაკაცებრივ ასპექტზე, ამ შემთხვევაში, სულიწმიდაში, ქვეცნობიერად, ღმერთ-ქალური არსი იგულისხმება.

არ ვიცი რამდენად დამეთანხმება მკითხველი, მაგრამ ჩემი სულიერი ხედვა ასე აცნობიერებს მას.

კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელია ბ-ნი ზვიადის „თამარიანი და ვეფხისტყაოსანში“ მოტანილი შემდეგი სიტყვები [ის საუბრობს ინკარნირებულ ლოგოსზე, განიხილავს სულიწმიდის მისიას]:

„ეკლესიის მამათა პნევმატოლოგიის. ანუ სულის შესახებ მოძღვრების მიხედვით, სულიწმიდის ძირითადი როლი გამოიხატება ქმნადობის სანქტიფიკაციაში ანუ განწმენდაში. ეს განწმენდა, წმიდა ათანასე დიდის მიხედვით, არის „აღზევება კაცური ბუნებისა ღვთაებრივი უხრწნელების მდგომარეობამდე, რამდენადაც შესაძლებელია შექმნილი არსისთვის ღვთის სიწმიდის ზიარება“. ინკარნირებული ლოგოსი განწმენდს თავის თავს სულიწმიდით, რატა შემდეგ ყოველივე განწმინდოს მისით. ქრისტე განწმენდს ყოველივეს სულიწმიდით. სამების პირთა როლი სხვადასხვაგვარია“.

ბატონი ზვიადი აღნიშნავს - „ქმნადობის განწმენდა მოდის მამისგან ძის მეშვეობით სულიწმიდაში“. აგრეთვე გამოყოფს სულიწმიდის მისიას, რაც სანქტიფიკაციის ანუ „განწმენდის“ მისიასთან არის გაიგივებული.

„საქართველოს სულიერი მისიის“ მიხედვით, სულიწმიდის მისია უშუალოდ დაკავშირებულია ღვთისმშობლის მისიასთან. იქვე განმარტებულია, რომ ძის იპოსტასი მჟღავნდება - ღმერთმამამკაცებრივ ასპექტში, ხოლო სულიწმიდა მჟღავნდება სამების ფემინურ, მდედრობით ასპექტში.

ამასვე ადასტურებს გრიგოლ ნოსელის შრომებზეც. კერძოდ ის ამბობს, რომ - სულიწმიდა გამოვლენილია ღვთისმშობელში და ღვთისმშობელი არის იგივე მიწიერი განსახიერება და მოქმედება სულიწმიდისა.

ბოლოჟამის მდინარების ეტაპზე, მოდით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს - რასთან არის დაკავშირებული „საქართველოს სულიერი მისია“.

ღვთივცხებული ზვიადის მიხედვით - „საქართველოს სულიერი მისია“ არის სანქტიფიკაციის, განწმენდის მისია, კაცობრიობის განწმენდისა და ამავე დროს მხილებისა, რომელიც უნდა განახორციელოს ამ საწყისმა. ისევე როგორც მიქაელ-გიორგის მისიაა სულიერი აზროვნების განვითარება, უნივერსალური გველის ანუ დრაკონის დათრგუნვა, მატერიალიზმის დათრგუნვა, უნივერსალური ბოროტების დათრგუნვა და კაცობრიობის ხსნა. აი, ეს ორი ასპექტი ყველაზე მეტად უკავშირდება საქართველოს სულიერ მისიას...

[გამოყენებული ლიტერატურა: „ზვიად გამსახურდიას წერილები და ესეები“].

დინა [დიანა]

ჯიქია

 

მხილებისეული ეტაპის მორიგი ქრონიკები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, მკაფიოდაა გაწერილი საქმისადმი არასათანადო დამოკიდებულების მქონე სახელმწიფო მოხელის საქციელის კვალიფიკაცია. კერძოდ:  

„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“ [მუხლი 332];

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე[მუხლი 333].

2017-2018 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, სხვადასხვა თემატიკის შემცველი ათზე მეტი ოფიციალური მიმართვა გავუგზავნეთ. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო, დღემდე, არცერთ მათგანზე არანაირი საპასუხო წერილი არ მიგვიღია.

2016 წლის 8 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტს 14 საკანონმდებლო წინადადება წარვუდგინეთ, საიდანაც - 12, პარლამენტის ბიუროს მიერ, იურიდიული კომიტეტისთვის იქნა გადაგზავნილი.

მიზეზთა გამო, საკანონმდებლო წინადადებათა განხილვა, მცირე გამონაკლისის გარდა, ჩვენი მონაწილეობის გარეშე წარიმართა. ჩვენს წინადადებებთან მიმართებით, სატელევიზიო ეთერით გადაცემულ პარლამენტის ბიუროსა და იურიდიული კომიტეტის სხდომებზე ნათლად ჩანს მათში მონაწილე, სახელისუფლო უმრავლესობის ბერკეტით „გადიდგულებული“ დეპუტატების, რბილად რომ ვთქვათ, საკითხისადმი არასათანადო დამოკიდებულება.

ამჟამად, წარმოგიდგენთ, მხილებისეული ეტაპის ეგიდით გაგზავნილ სამი მიმართვის ტექსტს.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია მიმართვა:

საქართველოს კონსტიტუციაში

2017 წ. 13 ოქტომბერსა და 2018 წ. 23 მარტს

ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომად წარმოშობილი საკონსტიტუციო ხარვეზის

გამოსწორების მექანიზმი

 

ბატონო ირაკლი!

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ,

ერთის მხრივ - 2017 წ. 13 ოქტომბერსა, და

მეორეს მხრივ - 2018 წ. 23 მარტს

მიღებული ცვლილებების შემდგომად ფორმირებულ საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში, მიზეზთა გამო, კვლავ ფიქსირდება საკონსტიტუციო ხარვეზი. კერძოდ

კონსტიტუციურ ტექსტში გამორჩენილია - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომად საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციების შექმნის განმსაზღვრელი ჩანაწერი.

შესაბამისად, დღეისათვის მიღებული საქართველოს კონსტიტუციის რედაქტირებული ტექსტის ამ სახით ამოქმედების შემთხვევაში - 2020 წლის პარლამენტში შეუძლებელი იქნება, საპარლამენტო ფრაქციების შექმნა, ანუ სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება.

 

როგორც მოგეხსენებათ, ამ თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული ტექსტი ადგენს სამი სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის საქმიანობის მარეგულირებელ შემდეგ წესს:

 

2016 წლის 8 ოქტომბრის მოწვევის

პარლამენტთან მიმართებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდება არანაკლებ ექვსი პარლამენტის წევრი. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“

[იხ.საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ [საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.10.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016012); მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი]

ამდენად, აქ - მკვეთრად არის განსაზღვრული ფრაქციების შექმნის წესი.

 

2024 წლის მოწვევის

პარლამენტთან მიმართებაში ვკითხულობთ:

„პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით“

[იხ.საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ [საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.10.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016012); მუხლი 41,3].

როგორც ვხედავთ, აქაც - მკვეთრად არის განსაზღვრული ფრაქციების შექმნის წესი.

 

ზემოთქმულისაგან განსხვავებით, 2020 წლის მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 მარტს შეტანილი ცვლილების შედეგად მიღებულ კონსტიტუციის ტექსტში, ამ მხრივ დაშვებულია - ხარვეზი. კერძოდ:

 

მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში, 2020 წლის მოწვევის

პარლამენტთან მიმართებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.“.

 

კომენტარი:

როგორც ვხედავთ, კანონპროექტში არაფერია ნათქვამი:

- არც: ფრაქციის შექმნის წესზე [რამდენი ფრაქციის შექმნის უფლება აქვთ:

1) 3%-იანი საარჩევნო ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიებს; და

2) მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს]; და

- არც: საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ საკონსტიტუციო ხარვეზის გამოსწორების ჩვენეულ თვალსაზრისს.

 

საკონსტიტუციო ხარვეზის

გამოსწორების მექანიზმი

1. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, გთავაზობთ, რომ განსახილველ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „მე-91“ პუნქტი:

„91. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეულ პარლამენტში:

ა) ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

ბ) ერთ პარტიულ სიაში მყოფმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

გ) პარლამენტის წევრს, თუ მისი წარმდგენი პარტიული სიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება აქვს იყოს მხოლოდ ამ პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით შექმნილი ფრაქციის წევრი.

დ) საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.’’.

 

2. დღეისათვის მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 102-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებათა განხორციელების წესიდან გამომდინარე:

- არაუგვიანეს - 2018 წლის 1 მაისისა, უნდა მოხდეს - საქართველოს პარლამენტში 102-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მომზადებული „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წარდგენილი კანონპროექტის გამოქვეყნება [მუხლი 102,2];

- კონსტიტუციით განსაზღვრული ერთთვიანი განხილვის ვადის ამოწურვის შემდეგ:

ერთის მხრივ - 2018 წლის ივნისის თვის პირველი ნახევრისა [არაუგვიანეს 29 ივნისისა -თვის ბოლო პარასკევი - იხ. მუხლი 61,1]; და

მეორეს მხრივ, სამთვიანი ინტერვალის გათვალისწინებით, ანუ - 2018 წლის სექტემბრის პირველი ნახევრისა [არაუგვიანეს 2018 წლის ოქტომბერში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნებისა]

მოხდეს მუხლი 102,3-ით გათვალისწინებული პროცედურის საბოლოო დასრულება.

 

ბატონო ირაკლი!

ვიზიარებთ რა - ზემოთქმული საკითხის დარეგულირებისათვის საჭირო ორმხრივი კონსულტაციის გამართვის აუცილებლობას, მზად ვართ თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ფორმატში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

 

პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2018 წ. 26 მარტი

წერილის ჩაბ. N4629

26. 03. 2018 წ.

 

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს

ქალბატონ ეკა ბესელიას!

 

პასუხის პასუხი

 

ქალბატონო ეკა!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ N778 საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით თქვენგან მიღებული „დასკვნის“ თაობაზე [N3031/4-10, 20.03.18], უნდა მოგახსენოთ შემდეგი“

 

თქვენგან წარმოდგენილი „დაკვნა“ შემდეგ - სამ არგუმენტს ემყარება:

1. „წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების გაზიარების შემთხვევაში მნიშვნელოვნად უარესდება იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება [საუბნო კომისიებში დაფინანსება მცირდება 150 ლარიდან 100 ლარამდე, ხოლო საოლქო კომისიებში - 200-დან 150 ლარამდე]. რომელთა საარჩევნო ბლოკში შედის ორი ან მეტი კვალიფიციური პოლიტიკური პარტია“;

 

კომენტარი:

ჩვენი წინადადების ერთ-ერთი მთავარი არსი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის არამართლზომიერად გამოყენების აღმოფხვრაა. და ასეთ შემთხვევაში, იმის თქმა რომ ამით თურმე „პარტიების ფინანსური მდგომარეობა: გაუარესდება“ - სახელმწიფო ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვის წახალისებაა და მეტი არაფერი.

 

2. „საკანონმდებლო წინადადების ავტორებს საკმარისად არ აქვთ დასაბუთებული საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების შემცირების აუცილებლობა“.

 

კომენტარი:

საკანონმდებლო წინადადების თანმდევ „განმარტებით ბარათში“ წარმოდგენილი ჩვენი დასაბუთება ნათლად წარმოაჩენს - „პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების შემცირების აუცილებლობას“.

დღეს ცესკოს მიერ გამოყოფილია 18 ე.წ. კვალიფიციური პარტია, რომელთაც სსახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ჩაერიცხოთ თანხები.

ამდენად, თეორიულად შესაძლებელია - ისეთი 9 საარჩევნო სუბიექტის შექმნა, რომელშიც მინიმუმ - ორი კვალიფიციური პარტია იქნება გაერთიანებული.

ჩვენს მიერ განმარტებით ბარათში მოტანილი მაგალითი ეხება ორი კვალიფიციური პარტიისაგან შემდგარ ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო საარჩევნო ბლოკს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად უნდა დაიხარჯოს - 185 850 ლარი.

ამ პრინციპით, 9 შესაძლო საარჩევნო ბლოკზე,, ყოველ საარჩევნო ციკლზე, ზედმეტად დახარჯული თანხა შეადგენს - 1 672 650 ლარს.

 

3. „საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკების შექმნის წესი ერთჯერადად დატოვებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, შემდგომ კი უქმდება, რის გამოც წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება აზრს კარგავს“.

 

კომენტარი:

აქაც ნათელია საკითხისადმი არასახელმწიფოებრივად მიდგომის ფაქტი. კერძოდ, უახლოეს მომავალში საქართველოში დაგეგმილია:

2018 წელს - საპრეზიდენტო,

2020 წელს - საპარლამენტო, ხოლო

2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჩატარება [თეორიულად, შესაძლებელია რიგგარეშე არჩევნებიც].

შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით შესაძლებელია დაიხარჯოს, მინიმუმ - 5 017 950 ლარი.

ყოველივე ზემოთქმული, ჩვენი აზრით, ნათლად მეტყველებს, თუ რამდენად აქტუალურია წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელება.

 

მინაწერი:

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

რამეთუ, მაცხოვარი ბრძანებს:

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

წერილის ჩაბ. N4630

26. 03. 2018 წ.

 

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს

ქალბატონ ეკა ბესელიას!

 

ღია მიმართვა

[პასუხის პასუხი]

 

ქალბატონო ეკა!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ N1620 [05. 02. 2018] საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით თქვენგან მიღებული „დასკვნის“ თაობაზე [N3261/4-10, 22.03.18], უნდა მოგახსენოთ შემდეგი“

თქვენგან წარმოდგენილი „დაკვნა“ შემდეგ - ორ არგუმენტს ემყარება:

 

1. თქვენ გვწერთ:

„საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო.

რაც შეეხება კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ამ კანონის 35-ე და 36-ე მუხლებით დადგენილია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის პირობები. კერძოდ, პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“.

 

კომენტარი:

ჩვენთვის გაუგებარია - რამ გადაგაწყვეტიათ მოტანილი ჩანაწერის ჩვენი წინადადების საპასუხოდ გამოგზავნა?

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება [N1620, 05.02.18] - არსად არ ითვალისწინებს - პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას.

შესაბამისად, რასაც ჩვენ გთავაზობთ, მისი არგაზიარების არგუმენტად იმაზე მითითება, რასაც ჩვენ არ ვითხოვთ - რბილად რომ ვთქვათ - არ ეკადრება ისეთ მაღალ ორგანოს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ჰქვია.

 

2. თქვენ გვწერთ:

„წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც დადგენილია, რომ - საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.

 

კომენტარი:

ზემოთქმულის მსგავსად, აქაც - შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე. კერძოდ:

ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, ერთ-ერთ საკითხად გთავაზობთ, რომ დღეს მოქმედ კანონში შევიდეს ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს - დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირებს, რომლებსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში [2004 – 2012 წ.წ.], ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ, დღეს მოქმედი კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა [მოქმედი კანონით უკვე გათვალისწინებული - საბჭოთა რეჟიმის დროს მოქმედი კომპარტიის წევრთა მსგავსად] - დაუწესდეთ გარკვეული სახის თანამდებობრივი შეზღუდვები.

ამ შეთავაზების კანონში შეტანის შემთხვევაში, იგი იქცევა - მოქმედი კანონმდებლობის იმ ნორმად, რომელიც, არათუ შეეწინააღმდეგება, არამედ სრულად ჩაჯდება დღეს მოქმედი - საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნით გასათვალისწინებელ საკანონმდებლო ნუსხაში.

 

ქალბატონო ეკა!

როგორც ვხედავთ, თქვენს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი „დასკვნა“, მხოლოდ ამ ორი არგუმენტით ეხმიანება ჩვენი საკანონმდებლო წინადადების საკითხს.

შესაბამისად:

ვაღიარებთ რა თქვენს მაღალ პროფესიონალიზმს, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი კეთილსინდისიერება და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლპბით დამოკიდებულების მრავალწლიანი გამოცდილება, დაგეხმარებათ მიიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული საკითხის თქვენდამი რწმუნებულ კომიტეტზე ხელახალი განხილვის თაობაზე.

 

მინაწერი:

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

რამეთუ, მაცხოვარი ბრძანებს:

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი, 25 მარტი 2018 წ.

წერილის ჩაბ. N4628

26. 03. 2018 წ.

 

...

მოგვივიდა გაზაფხული,

აყვავდება მთა და მდელო,

დიდი სასწაული გელის,

გულნატკენო საქართველო!..

გამომეცხადა უფალი:

ჯვალოს პერანგსა ჰკერავდა,

მე მგონი ემზადებოდა

ლასკარში მოსასვლელადა...

გამესაუბრა [გაბრაზდა,

თავი რატომ არ დავხარე...],

„მიბრძანდი ახლა ლასკარში,

ხალხს ჩემი მოსვლა ახარე!“,

ჩემი ოცნებაც ეგ იყო,

ამას ველოდი გულითა,

ღმერთო ეს გამოცხადება,

ამიხდეს სიხარულითა!...

მობრძანდი, ჩვენო უფალო,

და გაგვიხარე გულები,

შენი ერთგული შვილები,

დღემდე ვართ დაჩაგრულები.

ჩვენი ნათქვამი - არ სჯერათ,

თვითონ - ვერაფერს ხვდებიან,

ვერაფრით გავაგებინეთ,

სამშობლო ერთადერთია...

 

მინაწერი:

უფალი რომ მობრძანდება,

თითზე დაიწყებთ კბენასა,

ვეღარავინ ვერ გიშველით,

ვაი, თქვენს ბედისწერასა!..

ეკატერინე

ხრიკული