Print

გაზეთი N 11 [1034]

კომენტარი - ე.წ. „კუპრში ყოფნისეული“ ეტაპის

დასასრულის ქრონიკისათვის

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა წარდგენა, ბოლო ჟამის დროში მიმდინარე - მხილებისეული ეტაპის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტში, ჩვენს მიერ, დღემდე წარდგენილი 14 საკანონმდებლო წინადადებიდან - 12, იურიდიული კომიტეტის განხილვის საგნად იყო განმწესებული, რომელთა შესწავლა-ანალიზსაც - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის იურისტი ბ-ნ დავით კუპრეიშვილი აწარმოებდა.

გვარისეული კოდი - „კუპრ[ეიშვილ]“, პირობითიკუპრი-სეული ეტაპის მისტერიულ მიმდინარეობაზე მიგვანიშნებდა, რომლის გასრულებაც, ჩვენის აზრით, ბოლო ჟამის მდინარებაში, მორიგი, მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებამდე მოსახდენი ერთ-ერთი ნიშანთაგანი გახლავთ.

ა/წ 19 თებერვალს პარლამენტში ჩაბარებულ იქნა საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს კანონი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ [ჩაბ. N 2464].

ა/წ აპრილის დასაწყისში გამართულ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდგომად, კომიტეტმა გადაწყვიტა საბოლოო პოზიციის დაფიქსირებამდე ცესკოსთვის ეთხოვა შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

17 აპრილს ცესკოს მიერ პარლამენტისათვის გაგზავნილ პასუხში [N 01-02/568, 16/04/2018] , კერძოდ ვკითხულობთ:

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ

საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

ქალბატონ ეკა ბესელიას

 

ქალბატონო ეკა,

თქვენი მიმდინარე წლის 11 აპრილის №3764/4-10 წერილის (ცესკოში რეგ. №829) პასუხად, წარმოგიდგენთ მოსაზრებებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების ზვიადის გზა-უფლის სახელით მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ (შემდგომში - საარჩევნო კოდექსი) განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვების დაწყების უფლების მინიჭება განხორციელდება საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წლის დასაწყისიდან კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50- დღემდე. მოცემული სახით ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მიმდინარე წლისთვის ხელმოწერების შეგროვების დაწყება, მოგეხსენებათ, ვეღარ განხორციელდება 2018 წლის პირველი იანვრიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კანონში ცვლილებების განხორციელებაც საჭიროებს გარკვეულ პერიოდს.

ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის სრულიად განსხვავებული რეგულაციები. შესაბამისად, 2018 წლის ოქტომბრის თვეში გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იქნება ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდება საარჩევნო კოდექსის ამჟამად მოქმედი ნორმების მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია საარჩევნო კოდექსის ძირითად დებულებებში ისეთი შინაარსის ნორმების შემოტანა, რომელთა საჭიროებაც მიმდინარე წელს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ აღარ იქნება.

თუმცა, ამავდროულად, შესაძლებელია ერთჯერადად, საარჩევნო კოდექსის გარდამავალ დებულებებში, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გასამართი საპრეზინდენტო არჩევნებისთვის, კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით, პარტიებისა და ასევე, საინიციატივო ჯგუფებისთვის განისაზღვროს ცესკოს თავმჯდომარისათვის მიმართვის კონკრეტული საწყისი ვადა (მაგალითად - პირველი ივლისი)...

პატივისცემით,

თამარ ჟვანია

კომისიის თავმჯდომარე


ჩვენი წინადადეხის თაობაზე, კომიტეტისათვის შესაბამისი დასკვნის საკითხზე მომუშავე იურიდიული კომიტეტის აპარატის იურისტმა ბ-ნ დავით კუპრეიშვილმა, ცესკოს აღნიშნული წერილი ელ. ფოსტით მომაწოდა.

ცესკოს წერილში გამოთქმული მოსაზრების გათვალისწინებით, ჩვენს მიერ მომზადებული შემხვედრი წინადადება, იმავე დღესვე ელ. ფოსტით გადავუგზავნეთ ბ-ნ დავით კუპრეიშვილს. ჩვენი შეთავაზება ასეთი გახლდათ:

 

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.20122, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1.

ამ კანონის 185-ე მუხლს: „გარდამავალი დებულებანი“, დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 18517 -ე მუხლი - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის დადგენა“:

„1. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, ამ კანონის ამოქმედებიდან, მაგრამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა, ამ კანონის 98- მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

2. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა, ამ კანონის 99- მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია“.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

 

მიუხედავად ჩვენი ოპერატიულობისა, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, სხვადასხვა მიზეზით, რამოდენიმეგზის გადადო ჩვენი საკითხის კომიტეტის სხდომაზე გატანა.

პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, პირდაპირ ეთერში გაშუქებულ, 2018 წ. 17 მაისს, ქუთაისში გამართულ იურიდილი კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ქ-მა ეკა ბესელიამ - იცრუა. კერძოდ, კომიტეტის წევრებს აცნობა, რომ თითქოს ცესკო თავის დასკვნაში არ უჭერდა მხარს ჩვენს მიერ მომზადებულ ცვლილებას, და, შესაბამისად, კომიტეტის წევრებს შესთავაზა მხარი არ დაეჭირათ ამ საკითხის საკანონმდებლო ინიციატივად წარდგენისათვის.

არაკომპეტენტურობის ფონზე მიმდინარე ერთ წუთიანი „განხილვის“ ბოლოს, კომიტეტმა გაიზიარა ქ-ნ ეკა ბესელიას „თვალსაზრისი“ [მხოლოდ ორი წევრი აღმოჩნდა მომხრე], და უარყო ჩვენი საკანონმდებლო წინადადება.

ამ თემაზე საუბრის დასასრულს, კომენტარის გარეშე გვინდა განვაცხადოთ, რომ - 2018 წ. 17 მაისს, დამთავრდა, მოსალოდნელი - დიდი ცვლილებისეული მოვლენების დაწყებამდე გასავლელი, ე.წ. „კუპრში ყოფნისეული“ ეტაპი...

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!..

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

მხილებისეული ეტაპი,

ანუ დაკანონებული ყაჩაღობის მასალები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თავის ოფიციალურ ელ. გვერდზე - ე.წ. კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისათვის 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლებელი გახდა მთლიანობაში შევაჯამოთ, 2008 – 2017 წლებში გაღებული სახელმწიფო ხარჯის სტატისტიკური მაჩვენებლები.

წლების მიხედვით დალაგებული ამ მონაცემების ზოგადი სურათი ასეთია:

2008 წელს 13 პ/გ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა ხარჯმა - 4 143 921 ლარი შეადგინა;

2009 წელს 14 პ/გ-ამ ჯამურად - 4 202 110 ლარი მიიღო;

2010 წელს 17 პ/გ-ამ ჯამურად - 7 025 676 ლარი მიიღო;

2011 წელს 17 პ/გ-ამ ჯამურად - 5 897 914 ლარი მიიღო;

2012 წელს 18 პ/გ-ამ ჯამურად - 6 107 853 ლარი მიიღო;

2013 წელს 14 პ/გ-ამ ჯამურად - 7 633 462 ლარი მიიღო;

2014 წელს 18 პ/გ-ამ ჯამურად - 11 977 294 ლარი მიიღო;

2015 წელს 11 პ/გ-ამ ჯამურად - 10 651 648 ლარი მიიღო;

2016 წელს 20 პ/გ-ამ ჯამურად - 10 872 898 ლარი მიიღო.

2017 წელს 22 პ/გ ჯამურად მიიღო - 11 813 644 ლარი მიიღო

 

მთლიანობაში - 10 წლის მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღო - 31 პარტიამ; საერთო ხარჯმა კი, შეადგინა - 80 326 420 ლარი.

 

ამის გარდა, არჩევნებში მონაწილე ე.წ. კვალიფიციურ პარტიებს - საარჩევნო კომისიებში წარმომადგენელთა და სატელევიზიო რეკლამის დასაფინანსებლად, აგრეთვე ე.წ. „საარჩევნო ფონდიდან“, წლების მიხედვით, ჯამურად გამოეყოთ:

2012 წელს 13 საარჩევნო გაერთიანებას - 5 480 904 ლარი;

2013 წელს 12 საარჩევნო გაერთიანებას - 4 219 621 ლარი;

2014 წელს 10 საარჩევნო გაერთიანებას - 6 834 697 ლარი;

2015 წელს 3 საარჩევნო გაერთიანებას - 26 200 ლარი;

2016 წელს 9 საარჩევნო გაერთიანებას - 8 259 657ლარი

2017 წელს 15 საარჩევნო გაერთიანებას - 9 385 610 ლარი

მთლიანობაში - 5 წლის მანძილზე [2012 – 2017 წ.წ.] სახელმწიფო ხარჯმა შეადგინა - 34 206 689 ლარი.

 

ამდენად, ცესკოს ელ. გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის მანძილზე [2008 წლიდან ვიდრე 2017 წლის ჩათვლით], სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 31 პოლიტიკური პარტიის დაფინანსებისათვის სულ გამოყოფილი იქნა - 114 533 109 ლარი [იხ. ცხრილი].

როგორც ცხრილიდან ჩანს, აღნიშნული წლების მანძილზე, ერთის მხრივ - ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენისა, და - მეორეს მხრივ პარტიათა ნაწილისათვის, მიზეზთა გამო, სახელმწიფო დაფინანსების სხვადასხვა ვადით შეწყვეტით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიტიკური გაერთიანებების წლებზე გაწერილი დაფინანსების მაჩვენებელი სხვადასხვაა.

ამ მხრივ არსებული ზოგადი სურათი ასეთია:

1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 28 746 273 ლარი [10 წლის მაჩვენებელი];

2. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 12 751 464 ლარი [6 წლის მაჩვენებელი];

3. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა [ახალი ქრისტიან-დემოკრატები] - 6 396 173 ლარი [9 წლის მაჩვენებელი];

4. პატრიოტთა ალიანსი - 5 762 779 ლარი [4 წლის მაჩვენებელი];

5. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 5 553 226 ლარი [10 წლის მაჩვენებელი];

6. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 5 385 630 ლარი [4 წლის მაჩვენებელი];

7. ლეიბორისტული პარტია - 5 329 305 ლარი [10 წლის მაჩვენებელი];

8. საქართველოს რესპუბლიკური პარტია- 4 896 647 ლარი [10 წლის მაჩვენებელი];

9. საქართველოს კონსერვატიული პარტია - 4 329 480 ლარი [10 წლის მაჩვენებელი];

10. თავისუფალი დემოკრატები - 4 310 628 ლარი [10 წლის მაჩვენებელი];

11. ეროვნული ფორუმი - 4 133 766 ლარი [10 წლის მაჩვენებელი];

12. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - 3 122 194 ლარი [4 წლის მაჩვენებელი];

13. ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია - 2 801 238 ლარი [5 წლის მაჩვენებელი];

14. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - 2 429 702 ლარი [5 წლის მაჩვენებელი];

15. ევროპული საქართველო - 2 381 260 ლარი [2 წლის მაჩვენებელი];

16. ახალი მემარჯვენეები - 2 167 818 ლარი [7 წლის მაჩვენებელი];

17. ხალხის პარტია - 1 954 270 ლარი [7 წლის მაჩვენებელი];

18. ჩვენ თვითონ - 1439 982 ლარი [6 წლის მაჩვენებელი];

19. საქართველოს გზა- 1 469 975 ლარი [6 წლის მაჩვენებელი];

20. პარტია თავისუფლება

[თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა] - 1 329 170 ლარი [7 წლის მაჩვენებელი];

21. საქართველოს ევროპელი დემოკრატები - 888 607 ლარი [3 წლის მაჩვენებელი];

22. დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო- 861 393 ლარი [2 წლის მაჩვენებელი];

23. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - 782 408 ლარი [2 წლის მაჩვენებელი];

24. სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო - 777 217 ლარი [2 წლის მაჩვენებელი];

25. ქართული დასი - 740 092 ლარი [6 წლის მაჩვენებელი];

26. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი - 536 634 ლარი [2 წლის მაჩვენებელი];

27. თავისუფალი საქართველო - 332 416 ლარი [3 წლის მაჩვენებელი];

28. მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის - 281 929 ლარი [5 წლის მაჩვენებელი];

29. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 194 486 ლარი [2 წლის მაჩვენებელი];

30. საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა - 129 958 ლარი [2 წლის მაჩვენებელი];

31. მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის - 77 134 ლარი [1 წლის მაჩვენებელი].

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

ზღაპარი

მეგობრები

იყო და არა იყო რა, იყო ორი ძმადნაფიცი მეგობარი, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს წაიჩხუბნენ და გაიყარნენ.

გამოხდა დრო-ხანი და ერთმა მათგანმა თავი დაიმდაბლა და წერილი მისწერა, რათა მეგობარი კვლავ დაებრუნებინა. იფიქრა, ეს წერილი თვალს აუხელს და სულიერ სარკეში ჩაახედებსო.

წერილი ასეთი შინაარსის გახლდათ - მეგობარო, მიიღე ჩემგან გულთბილი სალამი. ვერ გეტყვი შემგან დაჭრილი გული უჯვე გამიმთელდა-მეთქი, მაგრამ გეტყვი გულღიად - წყენა დავივიწყე და მზად ვარ ხელახლა განვაახლო მეგობრობა. ძმობასა და მეგობრობას შერიგება უხდება... შევრიგდეთ!..

მიპატიებია ის უსამართლო განდგომილებაც... გეპატიჟები - მოდი, ამაღამ პური ერთად ვჭამოთ... ოღონდ ერთი რამ ყოველთვის გახსოვდეს - „არასოდეს, პურის ნაცვლად, ერთმანეთი არ დავჭამოთო“. ჩვენს მოძულეს, ბოროტმოქმედს ერთად გავცეთ საკადრისი პასუხი...

მიიღო ლაშამ ფრანკის გამოწვევა, შერიგდნენ და იმ დღიდან კვლავ განუყრელ მეგობრეად დარჩნენ...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

ზვიადის შემდეგ ქართველმა

საღათას ძილით იძინა,

ხალხი რომ გამოაღვიძოს,

„მეორედ“ მოდის ბიძინა...

სატანა ხომ გავაძევეთ,

თან გავაყოლეთ მკვლელები,

ახლაც გაყიდონ წუწკებმა

კახეთში მინდორ-ველები!..

მე - გამიყიდეს სამშობლო,

სხვას გაატანეს ნისიად,

წაშავდით გამყიდველებო,

ეს მიწა „ზვიადისია“...

„უფალი მოდის!“ - გაიგეთ,

გამოიბერტყეთ ყურები,

და ობლებს გადაურიცხეთ

ეგ მოპარული ფულები...

 

მინაწერი:

რას ვეძებთ სხვათა ქვეყნებში,

რადა ვართ გულნაკლოვანნი,

შევირგოთ ღვთისმშობლის მიწა,

ადგილი „ქართლოსისანნი...“.

 

ეკატერინე

ხრიკული

 

 

მე „მეთერთმეტე ჟამს“ ვარ მოსული

დავაგვიანე?

ეძღვნება ზვიად გამსახურდიას

[მე ჩემი თავი მიმაჩნის - მკვდრად,

მე იმ დროს არ ვიყავ მზად...

და სული ჩემი, სული მთვლემარე

არ იყო მზარდ...]

მე „მეთერთმეტე“ ჟამს ვარ მოსული,

ჯერ არაფერი არ მიღვაწია...

ნეტავი ღმერთმა შემაძლებინოს,

„პირველ ჟამს“ მოსულთ რომ დამაწია...

მე - არ ვიცნობდი ქრისტეს,

შენ კი როგორღა მეცნე?

მე შევიცანი ქრისტე!

და შენი სული ვიძმე...

მე გვიან ჩავწვდი შენს სულს - ზვიად,

ვხედავ რომ დღესაც ბევრია ჩემებრ,

მუხლდადრეკილი შევთხოვ მაცხოვარს -

გვაღირსოს შვილი - შენებრ!..

გვიან გაცნობას, არსებით ვნანობ,

ვთხოვ - გვაპატიოს შენმა სულმა, მე მაპატიოს...

წამით ვინატრე - ის დრო დაბრუნდეს,

რომ ვიგალობო - აქციოს! აქციოს!

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]