Print

გაზეთი N 13 [1036]

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს

თამარ ჟვანიას!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 

 

ქალბატონო თამარ!

ვსარგებლობთ რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 99,1-ით მონიჭებული უფლებით, წარმოგიდგენთ ჩვენი პარტიის მიერ, 2018 წლის 28 ოქტომბრის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის დასახელებული, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სალუაშვილის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას,

საერთო რაოდენობით - 28 605 [ოცდარვა ათას ექვსასხუთი].

 

განცხადებას თან ერთვის:

ჩვენს მიერ, 2018 წლის 28 ოქტომბრის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის დასახელებული, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სალუაშვილის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია:

- 975 [ცხრაას სამოცდათხუთმეტი] ფურცელი, მათ შორის:

- სრულად შევსებული 885 ფურცელი;

- 29 ამომრჩევლის ხელმომწერით 3 ფურცელი;

- 28 ამომრჩევლის ხელმომწერით 7 ფურცელი;

- 27 ამომრჩევლის ხელმომწერით 11 ფურცელი;

- 26 ამომრჩევლის ხელმომწერით 9 ფურცელი;

- 25 ამომრჩევლის ხელმომწერით 10 ფურცელი;

- 24 ამომრჩევლის ხელმომწერით 12 ფურცელი;

- 23 ამომრჩევლის ხელმომწერით 6 ფურცელი;

- 22 ამომრჩევლის ხელმომწერით 10 ფურცელი;

- 21 ამომრჩევლის ხელმომწერით 3 ფურცელი;

- 20 ამომრჩევლის ხელმომწერით 4 ფურცელი;

- 19 ამომრჩევლის ხელმომწერით 2 ფურცელი;

- 18 ამომრჩევლის ხელმომწერით 4 ფურცელი;

- 14 ამომრჩევლის ხელმომწერით 2 ფურცელი;

- 13 ამომრჩევლის ხელმომწერით 2 ფურცელი;

- 12 ამომრჩევლის ხელმომწერით 1 ფურცელი;

- 11 ამომრჩევლის ხელმომწერით 1 ფურცელი;

- 10 ამომრჩევლის ხელმომწერით 2 ფურცელი;

- 8 ამომრჩევლის ხელმომწერით 1 ფურცელი;

 

ქალბატონო თამარ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება.

პატივისცემით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ სალუაშვილი

თბილისი,

2018 წლის 28 აგვისტო

 

 

აქტი

თბილისი, 2018 წ. 29 აგვისტო

 

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი - ელისაბედ ჭელიძე; ამავე დეპარტამენტის რეგისტრაციის განყოფილების უფროსი - ეკატერინე ფერაძე, ამავე განყოფილების თანამშრომლები: პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ნინო შაბურიშვილი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ხათუნა გალდავა, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - ანა გვასალია და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - ნინო ხეოშვილი და საარჩევნო სუბიექტის - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წარმომადგენელი - რატი გვამბერიძე, ამ აქტს ვადგენთ შემდეგზე:

2018 წლის 28 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო სუბიექტის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი იყო განცხადება, რომლის თანახმად, მან წარმოადგინა მხარდამჭერთა 28 605 [ოცდარვა ათას ექვსასხუთი] ხელმოწერა 975 [ცხრაას სამოცდათხუთმეტ] ფურცელზე, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სალუაშვილის რეგისტრაციაში გატარების მიზნით.

მხარდამჭერთა სიები გაიხსნა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის თანდასწრებით. წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

მხარდამჭერთა ხელმოწერების გადათვლის შემდგომ დადგინდა, რომ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი იყო - 1025 [ათას ოცდახუთ] ფურცელზე - მხარდამჭერთა 30 750 [ოცდაათი ათას შვიდასორმოცდაათი] ხელმოწერა.

თანმიმდევრობით სულ შემოწმდა 1025 [ათას ოცდახუთ[ ფურცელზე - მხარდამჭერთა 30 750 [ოცდაათი ათას შვიდასორმოცდაათი] ხელმოწერა. შემოწმების შედეგად გაბათილდა - 1045 [ათა ორმოცდახუთი] ხელმოწერა და დარჩა 29 705 [ოცდაცხრა ათას შვიდასხუთი] ნამდვილი ხელმოწერა.

ხელმოწერები:

ე. ჭელიძე, ე. ფერაძე, ნ. შაბურიშვილი, ხ. გალდავა, ა. გვასალია, ნ. ხეოშვილი. რ. გვამბერიძე.

 

 

 

საქართველოსსაარჩევნოადმინისტრაცია

საქართველოსცენტრალურისაარჩევნოკომისიის

თავმჯდომარე

განკარგულება №73/2018

საქართველოსპრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრისარჩევნებისათვისსაარჩევნო

სუბიექტისსამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა: უფალიაჩვენი

სიმართლეპრეზიდენტობისკანდიდატადმიხეილსალუაშვილის

რეგისტრაციაშიგატარებისშესახებ

 

ქ. თბილისი 2018 წლის 30 აგვისტო

 

საქართველოსორგანულიკანონისსაქართველოსსაარჩევნოკოდექსიმე-15 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის, 77-მუხლისმე-5 პუნქტის, 78-მუხლისმე-11 პუნქტისადა მე-100 მუხლისპირველიპუნქტისსაფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1.საქართველოსპრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრისარჩევნებისთვის საარჩევნოსუბიექტისსამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა: უფალიაჩვენი სიმართლეპრეზიდენტობისკანდიდატადრეგისტრაციაშიგატარდესმიხეილ სალუაშვილი.

მუხლი 2.ესგანკარგულებაშეიძლებაგასაჩივრდესთბილისისსაქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულსაქმეთაკოლეგიაში (მისამართი: . თბილისი, დავით აღმაშენებლისხეივანიმე-12 კმ. №6) მისიმიღებიდან 2 კალენდარულიდღისვადაში.

მუხლი 3.ესგანკარგულებაძალაშიახელმოწერისთანავე.

კომისიისთავმჯდომარე

თამარჟვანია

 

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის

სამსახურის პოლიტიკური პარტიების

ფინასური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს

 

მიმართვა

 

ბატონო ზურაბ!

გაცნობებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წ. 30 აგვისტოს განკარგულებით [N73,/2018] მოხდა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს შიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარება.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, გაცნობებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო ფონდი დაფუძნებულია, პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

.თიბისიბანკი

საბანკოკოდი:   SWIFT: TBCBGE22

მიმღებისდასახელება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

ანგარიშსწორებისანგარიში (ლარი): GE96 TB78 849 360 801 000 02 

დღეის მდგომარეობით - აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 13 ლარი და 02 თეთრი [ცამეტი ლარი და 02 თეთრი].

 

აქვე გაცნობებთ, რომ

1. წარმოდგენილი ფონდის მმართველი გახლავთ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; მცხ. თბილისი, მუხიანი, 1 მ/რ, მე-2 კ., ბ. 95; ტელ. 5 [91] 63-63-36;

2. წარმოდგენილი ფონდის ბუღალტერი გახლავთ - ნანული ერქვანიძე, მცხ. თბილისი, გვაზაურის ქ. №11-ა, ბ. 32; ტელ. 261-76-12.

პატივისცემით:

 

საარჩევნო ფონდის თავმჯდომარე:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი

მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

თბილისი, 2018 წ. 31 აგვისტო

 

 

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს

თამარ ჟვანიას!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 

 

ქალბატონო თამარ! 

ვსარგებლობთ რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 381-ე მუხლით მონიჭებული უფლებით, მოგმართავთ თხოვნით, რათა ჩვენი პარტიის მიერ, 2018 წლის 28 ოქტომბრის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის დასახელებულ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სალუაშვილს, სარეგისტრაციო პროცედურის დასრულების შემდეგ, საარჩევნო ნომრად განესაზღვროს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე ჩვენი პარტიისთვის მონიჭებული 28-ე რიგითი ნომერი.

 პატივისცემით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ სალუაშვილი

თბილისი,

2018 წლის 28 აგვისტო

 

 

 

 

რიცხვი 28-ის მისტერია

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში, რიცხვმა - „28“ ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა შეიძინა.

საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედმა საარჩევნო ბლოკმა: „მრგვალი მაგიდა თავისუფალმა საქართველომ“ მოიპოვა.

აქედან ათვლით ზუსტად 28-ე წლისთავისათვის, ანუ - 2018 წ. 28 ოქტომბერს დაგეგმილია საქრთველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარება.

არჩევნების ჩატარების თარიღი გამოცხადდა 2018 წლის 1 აგვისტოს.

2 აგვისტოს, ცესკოში შეტანილი განაცხადის წარდგენის შემდეგ გადმოგვეცა მხარდამჭერთა ხელმომწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი სპეციალური ბლანკი, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ - 3 აგვისტოდან.

არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან [01. 08. 2018 წ.] 28-ე დღეს, ანუ 2018 წ, 28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ცესკოს ჩაბარდა, ჩვენი პარტიის მიერ - 2018 წლის 28 ოქტომბრის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის დასახელებული, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სალუაშვილის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, საერთო რაოდენობით - 28 605 [ოცდარვა ათას ექვსასხუთი];

ხელმომწერთა ბლანკის აღებიდან [02. 08. 2018 წ,] 28-ე დღეს, ანუ 2018 წ. 29 აგვისტოს, ცესკოში ჩატარდა ჩვენს მიერ წარდგენილი ხელმოწერების შემოწმება, რაზედაც შედგა სპეციალური აქტი;

ხელმოწერების შეგროვების დაწყებიდან [03. 08. 2018 წ.] 28-ე დღეს, ანუ - 2018 წ. 30 ავისტოს გამოიცა ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება [N73/2018], საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე.

2017 წ. 21 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ჩვენს პარტიას კენჭისყრით მიენიჭა 28-ე რიგითი ნომერი. საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული უფლების თანახმად 2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ 28-ე რიგითი ნომრით.

და კიდევ: როგორც მოგეხსენებათ 40 ნიშნიანი ქართული ანბანის 28-ე რიგითი ნომერი ასო-ნიშან - „ჩინ“-ს აქვს მინიჭებული, და იგი, მისტერიულად - „გამოჩინებაზე“ გვანიშნებს.

თხრობის დასასრულს, მადლობა გვინდა გადავუხადოთ, ზემოთხსენებულ მხარდამჭერთა ხელმოწერის საბოლოო სახით ფორმირებაში ჩართულ თითოეულ პირს, აღნიშნული მოცემულობის სათანადო დონით გადაჭრის საქმეში გაღებული წვლილისათვის, ღმერთმა დალოცოს:

ბუიძე ეთერი, ბეგაშვილი ლალი, გოგლიძე კაკო, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგო, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, რაზმაძე შაზი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ყენია მალხაზი, შათირიშვილი დავითი, შამუგია თინათინი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა...

მადლობა მათ - გაწეული თანადგომისათვის.

ბიბლიური სიბრძნე გვასწავლის:

„გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა. დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით“ [ზირ. 51,29-30].

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის სამუშაო ადგილმდებარეობის დაზუსტების საკითხისათვის

„და მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიდრე, უფალო?

ხოლო თავადმან ჰრქუა მათ:

სადაცა ჴორცი, მუნცა ორბები შეკრბეს“

[ლუკა 17,37]

 

 

საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობის მოდელიდან საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელ მმართველობით სისტემაზე გადასვლის მიზნით, 1995 წლი 24 ოქტომბრის რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციაში“, 2010 და 2018 წლებში გატარებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება განსხვავებულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა.

 

2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, სხვადასხვა ფორმატში მუდმივად განიხილება - აღმასრულებელი სახელისუფლო შტოს, ანუ მთავრობის ხელმძღვანელობას ჩამოცილებული საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის ოპტიმალური ადგილმდებარეობის განსაზღვრის საკითხი.

 

დღეის მდგომარეობით, სახელისუფლო მმართველობითი რგოლების განთავსების ზოგადი სურათი ასეთია:

 

საქართველოს სახელმწიფოს მეთაური: საქართველოს პრეზიდენტი, მასზე დაკისრებულ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის სარგებლობს თბილისში, მ. აბდუშელიშვილის ქ. N1-ში მდებარე - საქართველოს პრეზიდენტის სასახლით;

 

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო: საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებს თბილისსა [რუსთაველის პრ. N8] და ქუთაისში [ირ. აბაშიძის ქ. N26] მდებარე შენობებში;

 

საქართველოს უმაღლესი აღმასრულებელი რგოლი: საქართველოს მთავრობა და მისი კანცელარია მდებარეობს - თბილისში, პ. ინგოროყვას ქ. N7.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შედგება - საქართველოს პრემიერ მინისტრის საერთო ხელმძღვანელობით მოქმედი, შემდეგი - 10 სამინისტროსა და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატისაგან:

შინაგანსაქმეთა სამინისტრო [მდებ. თბილისი, გ. გულუას. 10];

რეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურის სამინისტრო [მდებ. თბილისი, ალ. ყაზბეგის N 12];

საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარების სამინისტრო [მდებ. თბილისი, სანაპიროს. N2 (იუსტიციისსახლი, ყოფილიენერგეტიკისსამინისტრო)];

საქართველოსსაგარეოსაქმეთა სამინისტრო [მდებ. თბილისი, ჩიტაძის ქ. N 4];

საქართველოსფინანსთა სამინისტრო [მდებ. თბილისი, ვ.გორგასლის.№16];

საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისადასპორტის სამინისტრო [მდებ. თბილისი, დიმიტრიუზნაძის N 52];

საქართველოსოკუპირებულიტერიტორიებიდანდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალურიდაცვის სამინისტრო [მდებ. თბილისი, ა. წერეთლისგამზ.N 144];

საქართველოსგარემოსდაცვისადასოფლისმეურნეობის სამინისტრო [მდებ. თბილისი, მარშალგელოვანის. N6];

საქართველოსთავდაცვის სამინისტრო [მდებ. თბილისი, გენერალკვინიტაძის. 20];

საქართველოსიუსტიციის სამინისტრო [მდებ. თბილისი, გორგასლის. N 24 ];

შერიგებისადასამოქალაქოთანასწორობისსაკითხებშისახელმწიფომინისტრის აპარატი [მდებ. თბილისი, პ. ინგოროყვას N 7].

 

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ადგილმდებარეობის საკითხთან მიმართებაში, ჩვენი მოსაზღება ასეთია:

როგორც ცნობილია - თბილისში, ათონელის ქ. N25 მდებარე ყოფილი გრიგოლ ორბელიანის სასახლე, 2011 წელს დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, 2013 წლისათვის გადაკეთდა უმაღლესი რანგის სახელისუფლო შტოს წარმომადგენლის რეზიდენციად. 6 ათასი კვადრატული მეტრის მქონე შენობა, გათვლილია ქვეყნის პირველი პირისა და მისი 250-კაციანი აპარატის საჭიროებაზე.

 

ჩვენი აზრით, საქართველოს მთავრობასთან ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომად ამოქმედებული „საქართველოს კონსტიტუციით“ განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია სწორედ ზემოთხსენებულ ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში უნდა განთავსდეს, და მას ეწოდოს - საქართველოს პრეზიდენტის სასახლე;

დღეისათვის, საქართველოს პრეზიდენტის სასახლედ წოდებული ავლაბრის რეზიდენცია უნდა გახდეს საქართველოს მთავრობის მეთაურის პრემიერ მინისტრისა და მთავრობის კანცელარიის მნიშვნელოვანი ნაწილის განთავსების ადგილი, და მას ეწოდოს - საქართველოს მთავეობის სახლი;

პ. ინგოროყვას ქ. N7-ში მდებარე მთავრობის სახლის გამონთავისუფლებულ ფართობში უნდა განთავსდეს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

ჩიტაძის ქ. N4-ში მოქმედი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამონთავისუფლებულ შენობაში, უნდა გადავიდეს - საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისადასპორტის სამინისტრო;

დ. უზნაძის ქ. N52-ში მდებარე, ყოფილი: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა“ და სანაპიროს ქ. N4-ში მყოფი, ყოფილი: „საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს“ შენობები უნდა გადავიდეს ეკონომიკის სამინსიტროს ბალანსზე, და მომზადდეს აუქციონის წესით გაყიდვისათვის.

 

ვფიქრობთ, ზემოთ წარმოდგენილი საკითხის საბოლოოდ გადაჭრის მიზნით წარმართული კონსულტაციის შედეგად:

ერთის მხრივ მოხდება საქართველოს უმაღლესი სახელისუფლო ვერტიკალის ცალკეული რგოლების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველაზე უფრო მისაღები ვარიანტის დადგენა; და

მეორეს მხრივ შეიქმნება სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად გამოყენების ყველა წინაპირობა.

 

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ზღაპარი

მეზღაპრის ბედისწერა

დიდი ყოფილა „პატარას“ ბედისწერა.

ერთხელ ერთმა „პატარა“ მეზღაპრემ დიდი განძი იპოვა. ეს განძი გაუფერულებული „მარგალიტი“ იყო. ეტყობოდა დრო და ჟამის დინებას ხრამში ჩაუხერგავს.

გადმოცემით იციან, რომ ერთხელ მტრედს, შემთხვევით, მარგალიტი ფეხზე გამოდებია და მწვანე, ხასხასა მოლზე დაცემულა. უბრალოდ ერთი ხელის ხლება და გაწმენდა სჭირდებოდა მარგალიტს...

მეზღაპრეს ეს ამბავი ერთმა უცხოელმა მოუყვა. იგი ცოტა შეფიქრიანდა და დიდი ხნის დუმილის შემდეგ, თქვა - „ეხ, რა არის ეს დედამიწა, სადაც მარგალიტიც კი უფერულდება ხოლმე, და ერთხელ გაწმენდა მასაც სჭირდება...

ეხ, ძმობილო, ერთხელ განწმენდა სჭირდება ჩემს ერსაც, თორემ შიგნიდან ისიც ხომ „მარგალიტიაო“.

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

დრო და ჟამის ქარიშხალი

დღეს დრო და ჟამის ქარიშხალია,

დღე დღევანდელი არც დროს არ ედრება,

„ცისიერი“ აღარ იღებს მხოლოდ ვედრებას,

აქ, რწმენა არის მთავარი,

მეორედ მოსვლის და მიგებების.

ავახილოთ სულიერი თვალი,

ეგების წინ გვიდგას უფალი.

დრო და ჟამის ქარიშხალია.

„ქრისტეს გზას“ ერტყმის „ურწმუნოების ალია“,

ზეციური ბეჭედდასმა უფერულდება,

რჩეულ ერში ზეციური სამართალი

სულ უფრო კნინდება.

წვეულები - „ბეწვებშია“,

რჩეულები - „ბეწვის ხიდზე“.

„ბოროტების გზა“ ისე მძლავრობს

გაღმა-გამოღმის გადაძახილმა

იქნებ ჩაგძიროს.

„ბინძური თამაშია“, - ზეცა არ მშვიდდება,

ზეცის ნიშნებს გვეუბნება:

თუკი ასე გაგრძელდება

საქართველოს დააჩნდება - ზეცის კვალია,

და ერი ჩვენი გაიზიარებს

დაღდასმულის იარებს...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

 

 

ჩემი სულიერი ძმის - ლევან ჩოხელის ხსოვნას

 

ახლა - ვნანობ,

ის დრო-წამი რად გამექცა,

[შემდეგ ცრემლის ტბად, რომ მექცა]

სულს ტკივა...

დავკარგე ძმობილი,

გულს დარდიანი წამია,

უშენოდ ყოფნის „წამია“...

ლასკარის გზა-სავალს დიდი ბზარია,

გულდასაწყვეტია,

ჩვენს შორის აღარ ხარ,

ვერ მიგაგებე - ის ცრემლის წვეთია!..

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

სიზმარში დანაბარები

წუხელის სიზმარში ნანახი

მინდა მოგითხროთ ლექსადა:

ერთი პიროვნება ვნახე,

მან დამაბარა თქვენთანა:

„ჩემო ერთგულო შვილებო,

თქვენ დაგიტოვეთ ქვეყანა,

მაგრამ, ეს დროებითია,

მალე მიხილავთ თქვენთანა!..

შეზანზარდება სამყარო,

როს იგრძნობს განკითხვის დღესა,

სუყველას ერთად მოგიხმობთ

ჩემს წილად ნარგებ შვილებსა...

რწმენით განაგდეთ გულიდან,

ეგ დარდიანი ფიქრები,

განაგრძეთ თქვენი ჯვრის ზიდვა,

მეც მალე თქვენთან ვიქნები!..

ვიცი რომ დაიღალენით,

ძლიერ ძნელია ლოდინი,

დრო დგება - „გადაიშალოს“

მარადისობის ლოგინი!..“

ეკატერინე

ხრიკული

 

 

 ბოლო ჟამია - უსმინეთ ლასკარს!

გულში კელაპტრად მინთიხარ,

სულში ბრიალებს კანდელი,

შენს საბრძანებელს თვალი მივაპყარ,

მე ხომ წყალობას - მხოლოსგან ველი!..

ზეცად აღგივლენ უწრფელეს ლოცვას,

ახალ ცრემლებით კვლავ დაგბან - ფეხებს,

ჭაღარა თმებით კვლავ შეგიმშრალებ,

ამ მსახურებას - ვინ შემიფერხებს?!

ჩემეულ ქნარით მე კვლავ აღვავლენ,

დაუსრულებლად შენზე გალობას,

რომ წმიდა დედის მეოხებითა

მოიღო ერზე ნება - წყალობა...

ერთიანობა და თანადგომა,

ერთსულოვნება, ღმრთის სიყვარული,

მშვიდობა, სიწმინდე, სიმდაბლე, სიფხიზლე,

უბიწო დედის ზე-სიხარული!..

ბოლო ჟამია - მინდა მოვასწრო

ამბორი ვუყო შენს ნატერფალებს,

თხოვნით მივმართო შენს დიდებაში,

შენს ძიებაში დამაშვრალ ქალებს...

მინდა მივმართო - ყველას, ვისაც სწამს,

დღეს - საქართველოს სულიერ მისიის,

ეს - ლასკარია, სად ღმერთი მეფობს,

ცალკე დადგომა კი აღარ ეგების!

ღმრთის შემოდგომის ბოლო ჟამია!

ჟამი არს ერთად ლოცვა-ვედრების,

საუფლო გზაზე ჯვრის ერთად ტვირთვის,

ჩვენთვის და ჩვენი მოყვასისათვის!..

უფლის რჩეულნო! ვიცი ახლოს ხართ!

მოდით, ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელი!

სული სულს ეძებს - ღმრთის მადიდებელს

ერთად შევწიროთ წმიდა სანთელი!..

სულით და გულით ანთებული ახალ გალობით,

უპირობო და უანგარო სულში ერთობით,

ერთ ტაძრად ვიქმნეთ, ვახაროთ ღმერთი

და ჩვენ დაგვიცავს ჯვარი და კვერთხი...

უსმინეთ ლასკარს - ეწვიეთ „ლასკარს“,

ის ყველას უღებს ალალ გულისკარს,

მართალი სიტყვით - წმინდა წერილით,

ეგებებიან ყოველ დღის ცისკარს!..

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]