Print

გაზეთი N 14 [1037]

საქართველოს პრეზიდენტის

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის

პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებულ

სალომე ზურაბიშვილს!

 

საქართველოს პრეზიდენტის

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის

პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებულ ი

მიხეილ სალუაშვილის

 

ღია მიმართვა

 

ქალბატონო სალომე!

2018 წლის 11 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ - იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების დღეს, მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

 

იცით თუ არა, რომ - საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა?

იცით თუ არა, რომ - საქართველოში ჩატარებული ბოლო აღწერის მიხედვით მოსახლეობის 84 პროცენტი მართლმადიდებელი ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრად მიიჩნევს თავს?

იცით თუ არა რომ - ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ახალი აღთქმის შვიდ საიდუმლოს მიეკუთვნება: 1. ნათლისღება; 2. მირონცხება, 3. ზიარება, 4. სინანული, 5. მღვდლობა, 6. ქორწინება, 7. ზეთის კურთხევა?

იცით თუ არა, რომ წმინდა მამათა სწავლებით - „„ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს“ (კირილე იერუსალიმელი)?

იცით თუ არა, რომ საკუთარი შვილის ნათლიასთან არ შეიძლება ქორწინებით კავშირში შესვლა? და რომ ასეთი პირი - ნათლობის საიდუმლოს დამრღვევი ცოდვილი ხდება?

 

ქალბატონო სალომე!

მინდა მჯეროდეს, რომ ყოველივე ზემოთქმული საკითხის არსი თქვენთვის ცნობილია [თუ არადა, არასდროს არ არის გვიან მათთან დაკავშირებული ინფორმაციას მოძიება], ამიტომ

ქრისტესმიერი სიყვარულით მინდა განგიცხადოთ, რომ:

 

თქვენ, რომელმაც არ ვიცი ნებით და არ ვიცი უნებლიეთ [არაინფორმირებულობის გამო], დაარღვიეთ ნათლობის საიდუმლო, და თქვენსავე შვილის ნათლიასთან იქორწინეთ, არანაირი მორალური და მოქალაქეობრივი უფლება არ გაქვთ შეეცადოთ გახდეთ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს პრეზიდენტი!.. რამეთუ

თქვენი ზემოთხსენებული საქციელით უპირისპირდებით მართლმადიდებელი ქრისტიანული აღმსარებლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა 84 პროცენტის ზნეობრივ ფასეულობებს!...

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით:

გაისიგრძეგანეთ თქვენს მიერ ჩადენილი ზემოთ ხსენებული ცოდვის მთელი სიმძიმე, და შეეცადეთ ეზიაროთ მონანიების უდიდეს მადლს, რომლის პრაქტიკული გამოხატულების ნიშნად:

1. ბოდიში მოუხადეთ საქართველოს მოსახლეობას, მათი მორალური ფასეულობების შელახვის გამო; და

2. საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გზით უარი განაცხადეთ 2018 წ. 28 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე.

 

დე, ღმერთმა მოქცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

 

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი

მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

თბილისი, 2018 წ. 11 სექტემბერი

 

 

 

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უწყებათაშორისი კომისიის

თავმჯდომარეს ქ-ნ თეა წულუკიანს

 

სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების

არამიზნობრივი ხარჯვის შემცირების საკითხისათვის

 

ქალბატონო თეა!

როგორც მოგეხსენებათ, 2004-2012 წლებში საქართველოში დანაშაულებრივი სახელმწიფო რეჟიმის დამამყარებელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შედეგად ფორმირებული პარტიები, თავის სატელიტ პარტიებთან ერთად, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ორ პირობით ბანაკად გაერთიანებულები აპირებენ მონაწილეობის მიღებას. კერძოდ:

1. გაერთიანებას ძალა ერთობაშია“ წარმოადგენენ პოლიტიკური ორგანიზაციები:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი საქართველოსთვის“, „ემსახურე საქართველოს“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ახალი საქართველო“ , „ევროპელი დემოკრატებიდა საქართველო ლიდერთა შორის;

ხოლო

ე.წ. „ევროპული საქართველოს“ ეგიდით ორი ორგანიზაცია მოქმედებს:

- „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის "

- "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.

 

ხსენებულ გაერთიანებათა მიერ გაცხადებულია, რომ მათი მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში დასახელებული საარჩევნო სუბიექტებიდან - ერთი იქნება ძირითადი სარჩევნო სუბიექტი; ხოლო ე.წ. კვალიფიციური სტატუსის მქონე პარტიების მხრიდან მოხდება, ე.წ. - ტექნიკური კანდიდატის სტატუსის მქონე სარჩევნო სუბიექტის დარეგისტრირება.

 

შესაბამისად, პირველი ჯგუფის მიერ - გრიგოლ ვაშაძის ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] პარალელურად, დარეგისტრირდება ე.წ. ტექნიკური კანდიდატების სტატუსის მქონე კიდევ 4 სარჩევნო სუბიექტი, ესენია:

1. ზვიად ბაღდავაძე [„სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო”];

2. ზვიად იაშვილი ["ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"];

3. ზვიად მეხატიშვილი [„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"];

4. მიხეილ ანთაძე [„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”];

 

მეორე ჯგუფი - დავით ბაქრაძის ["ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის "] პარალელურად, ე.წ. ტექნიკური კანდიდატის სტატუსის მქონე 1 სარჩევნო სუბიექტს - ირაკლი გორგაძეს [„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"] დაარეგისტრირებს.

 

ხსენებულ ჯგუფებში გაერთიანებული სუბიექტები ღიად აცხადებენ, რომ - ამ გზით ისინი აპირებენ - თავიანთი საარჩევნო მიზნის მიღწევისათვის დამატებითი დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის მოპოვებას.

მოდით მივყვეთ ამ პირობით თანამიმდევრობას.

 

 

1. პოლიტიკური თაღლითური გზით - სახელმწიფო ბიუჯეტიდან

პირდაპირი დაფინანსების მიღების საკითხი

 

ქალბატონო თეა!

საარჩევნო მიზნებისათვის ფინანსური რესურსის მოძიება ყველა არჩევნებისათვის დამახასიათებელი კომპონენტია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს - სახელმწიფო ბიუჯეტიდან თაღლითურად თანხების მიღების გზით.

 

ზემოთხსენებული პოლიტიკური პარტიების, და მათ მიერ დასახელებული საარჩევნო სუბიექტების ეს განზრახვა კარგად აჩვენებს, რომ მათთვის პრიორიტეტი - არა ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხების ოპტიმალურად განაწილების გზით საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრია,

არამედ, ისინი პირველსავე „ხელსაყრელი პირობების“ შემთხვევაში - მზად არიან საქართველოს მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებისათვის გამოიყენონ.

 

ქალბატონო თეა!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 43-ე მუხლის [საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება] თანახმად:

„არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია... არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით...“.

როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის არსებობს 73 საოლქო და 3644 საუბნო საარჩევნო კომისია. შესაბამისად:

კვალიფიციური სტატუსის მქონე ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს:

73 x 150 = 10 950 ლარი; და: 3644 x 100 = 364 400 ლარი, ანუ ჯამში - 375 350 ლარი;

 

აღნიშნულიდან გამონდინარე, „ნაცების“ ირგვლივ გაერთიანებული კიდევ 4. ე.წ. კვალიფიციური სტატუსის მქონე პარტია, თავისი ე.წ. ტექნიკური კაბდიდატის დარეგისტრირების შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით მიიღებს:

73 საარჩევნო ოლქისთვის: [73 x 150 = 10 950 ლარი] 4 = 43 800 ლარს; და:

3644 საარჩევნო უბნისთვის: [3644 x 100 = 364 400 ლარი] 4 = 1 457 600 ლარს.,

ანუ ჯამში: 1 501 400 ლარს;

ხოლო

დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბი, ამავე გზით მიიღებს:

73 საარჩევნო ოლქისთვის: 73 x 150 = 10 950 ლარს; და:

3644 აარჩევნო უბნისთვის: 3644 x 100 = 364 400 ლარს,

ანუ ჯამში: 375 350 ლარს;

 

მთლიანობაში, ამ პოლიტიკური თაღლითური სქემის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დაიხარჯება - 1 876 750 ლარი.

 

მიზეზთა გამო, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რეგულაცია, არ იძლევა, არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, ხსენებული თაღლითური გზით ქვეყნის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის აღკვეთის სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას.

 

 

2. პოლიტიკური თაღლითური გზით - სახელმწიფო ბიუჯეტიდან

არაპირდაპირი [უფასო სარეკლამო დროის]

დაფინანსების მიღების საკითხი

 

ქალბატონო თეა!

ზემოთხსენებული პოლიტიკური სუბიექტების მიერ გაკეთებული ღია განაცხადიდან ნათლად ჩანს, რომ ისინი ცდილობენ - „საარჩევნო კოდექსით“ კვალიფიციური პარტიებისათვის გამოყოფილი უფასო სარეკლამო დრო, ასევე თაღლითური სქემის მიხედვით გამოიყენონ. კერძოდ:

მათ მიერ წარდგენილი ე,წ, ტექნიკური საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი უფასო სარეკლამო დრო მთლიანად დაუთმონ: ერთის მხრივ - გრიგოლ ვაშაძისა და მეორეს მხრივ - დავით ბაქრაძის კანდიდატურების რეკლამირებას.

ამ გზით, სარეკლამო მედია სივრცეში შექმნილი რეალობა ძირფესვიანად დაარღვევს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის თანაბარი პირობების შექმნის საკანონმდებლო ვალდებულებებს.

შექმნილი დისბალანსის მინიმუმამდე შემცირების გზით, ჩვენის აზრით, საჭიროა „საარჩევნო კოდექსითვე“ განსაზღვრული შემდეგი მექანიზმის ამუშავება.

 

როგორც მოგეხსენებათ, „საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის [მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები] თანახმად:

„1. კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან [რაც ჩვენს რეალპბაში 2018 წ. 8 სექტემბრიდან იწყებს ათვლას] კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

4. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა თავისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფართობი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს, ავტორიზებულ საეთერო მაუწყებელს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს და გაზეთს უფლება აქვთ, ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს“.

 

ჩვენის აზრით, კანონისმიერი ჩანაწერი - „თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა თავისი წილი საეთერო დრო“, უნდა გავრცელდეს, პოლიტიკური თაღლითური სქემის ამუშავების მოსურნე ეწ. ტექნიკური საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ სარეკლამო დროის არაკეთილსინდისიერად გამოყენების მცდელობის შემთხვევებში. კერძოდ:

თუკი ასეთი ტექნიკური კანდიდატის სარეკლამო მასალა მიმართული იქნება არა - საკუთარი, არამედ - სხვა კანდიდატისათვის მხარდაჭერის მოწოდებისაკენ, მაშინ ასეთი ქმედება უნდა ჩაითვალოს მის მიერ - „საეთერო დროის არ გამოყენებად“, და, შესაბამისმა მედეა საშუალებებმა, მოქმედი კანონის თანახმად - „ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს“.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე ვითვალისწინებთ რა, რომ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე-6 მუხლის თანახმად, კომისიის აპარატში მოქმედი „სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი“-სთვის [მუხლი 6,2-ვ], ამავე დებულების მე-13 მუხლის თანახმად, თავისი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს - „გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფა“ [მუხლი 13,1-გ];

და

ვეყრდნობით რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50,4 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს

 

მოგმართავთ წინადადებით, რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისო კომისიამ, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ სახელზე

შეიმუშაოს შემდეგი სახის რეკომენდაცია:

 

პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“

უწყებათაშორისი კომისიის

რეკომენდაცია

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ“, კომისიის დებულებითა [მუხლი 13,1-გ] და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში,

2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ის 50-ე მუხლით გარანტირებული თანაბარი პირობების შექმნის მიზნით,

ზედამხედველობა გაუწიოს მედეა საშუალებებს, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ სარეკლამო დროის არაკეთილსინდისიერად გამოყენების მცდელობის შემთხვევები; და

თუკი საპრეზიდენტო კანდიდატის სარეკლამო მასალა მიმართული იქნება არა საკუთარი, არამედ სხვა კანდიდატისათვის მხარდაჭერის მოწოდებისაკენ, მაშინ ასეთი ქმედება უნდა ჩაითვალოს მის მიერ - „სარეკლამო დროის არ გამოყენებად“, და, შესაბამისმა მედეა საშუალებებმა, „საარჩევნო კოდექსის მუხლი 50,4-ის თანახმად - „ეს დრო თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს“.

 

ქალბატონო თეა!

იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოთქმული საკითხის განხილვა მოხდება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის“ უახლოეს სხდომაზე.

პატივისცემით

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე

პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე

4 სექტემბერი, 2018 წ,

 

 

 

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაც­ნე, №19, 15.07.2004, მუხ. 85) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მათ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას.

2. ეს კანონი განსაზღვრავს საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილებებს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობებისას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად“.

 

2. მე-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ან სამინისტროს, ან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს“.

 

3. კანონს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მუხლი 71“:

„მუხლი 71საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანი.

1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი ხელს უწყობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

 

2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი.

 

3. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომელთაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.

 

4. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანი:

ა) ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომებს;

ბ) მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვაში;

გ) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ურთიერთობებს;

დ) კოორდინაციას უწევს მისი მოადგილეების საქმიანობას კანონპროექტების მომზადების სფეროში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, საქართველოს პარლამენტში წარადგენს შენიშვნებს განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

5. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს.

 

6. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის თითოეული მოადგილე:

ა) მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვაში და ორგანიზებას უწევს შესაბამისი კომიტეტის მიერ შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის წარდგენას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანთან;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს შესაბამისი კომიტეტის მიერ განსახილველ კანონპროექტებში შესაძლო ცვლილებების შეტანის შესახებ;

დ) საჭიროების შემთხვევაში აყენებს წინადადებებს ცალკეული კანონპროექტების მომზადების, განხილვის ან შეთანხმების მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ.“;

 

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, სამინისტროს საპარლამენტო მდივნისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანის საქმიანობას უზრუნველყოფენ, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროს აპარატისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფები.“;

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

საქართველოში ჩატარებული ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა - 84% მართლმადიდებელი რელიგიის აღმსარებელია.

როგორც მოგეხსენებათ - საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით - „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია, ურთიერთ დამოუკიდებლობის პირობებში მოხდეს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობის პროცესში, საქართველოს მოქალაქეთა - 84%-ის სულიერი ფასეულობების მაკოორდინირებელი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართვის ეფექტური მექანიზმის შემუშავება,

ერთ-ერთ ასეთ საშუალებად მიგვაჩნია, საქართველოს კანონმდებლობაში ასახულ იქნეს - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი, რომელიც იქნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. და რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

შესაბამისად, დღეს მოქმედ „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში, ზოგადად, და კერძოდ კანონის 1-ელ და მე-2 მუხლებში, საჭიროა შეტანილ იქნეს - „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტის“ განმსაზღვრელი ჩანაწერი.

გარდა ამისა, ხსენებულ კანონს უნდა დაემატოს ახალი მუხლი : „მუხლი 71საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანი“.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის მიერ დანიშნულ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს“ ეყოლება:

არამარტო, საჭიროების შემთხვევაში მისი უფლებემოსილებების განმხორციელებელი, - პირველი მოადგილე, არამედ

საქართველოს საპარლამენტო კომიტეტების რიცხოვნობის შესაბამისად, ამ კომიტეტებთან კოორდინაციის უშუალოდ განმხორციელებელი მოადგილეები.

წარმოდგენილ ცვლილებებში დეტალურადაა ასახული ხსენებული მიზნის პრაქტიკულად განსახორციელებლად საჭირო პირთა უფლება-მოვალეობები.

საქართველოს პარლამენტის მიერ შეთავაზებული წინადადების გათვალისწინება, საშუალებას იძლევა კანონით იქნეს გარანტირებული, საპარლამენტო კომიტეტების მიერ კანონპროექტების საბოლოო სახის მიღების პროცესში, ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის ასახვა.

 

ვუგალობოთ ნეტარ მაცხოვარს

ვუგალობოთ ნეტარ მაცხოვარს,

ვუგალობოთ ზეციერებს,

ვინც გვიგზავნის წმინდა ბგერებს,

ის, ვინც ზეცით ირჩევს ერებს,

ვინც განარჩევს ყველა ფერებს,

ის მოჰკითხავს ყველა ერებს,

განსჯის დღისთვის ემზადება...

შეისმინე უფალო ჩემი ვედრება

და მომასწარი ჩემი ხალხის ბედნიერებას...

მაცხოვრის ფარო, მითხარ სად ხარო,

რად დააგვიანე?

დაეშვი უფლის ზარებო,

აღკვეთე უღმერთოება,

და შეისმინე ჩემი ვედრება...

ნეტარია ვინც გიგალობა,

ის ვინც შენს გზას უერთდება,

მაღალია ზეცის განგება.

უფლის თვალო შორს მჭვრეტელო,

მითხარ სად ხარო?

დამიბრუნე გაბნეული ჩემი სამწყსო,

და აკვებე ჩემი ფარა,

ეს პატარა საქართველო, უფლის თვალია,

ზეციური საგანძური, ზურმუხტ-ლალია.

„აქ დაეშვება ზეციდან სულ სხვა ფარია“:

აქ - ზეციური ბრძოლის ველია.

წმინდა გიორგი იბრძვის დღეს საქართველოში,

და დაგვიტოვა ნატერფალები.

„ორთაბრძოლის ხატება...“

ჩვენ შეგვეწევა უფლის დიდება,

მაღალია ზეცის განგება!..

დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

ბედს არ ვემდური, ღმერთს ვმადლობ!

[თავი არ მომაქვს საკვეხნად]

თავდებად - მაღლა ღმერთი მყავს,

და დედამიწა - ამქვეყნად,

სულ მალე, ყველანი ვნახავთ

კაცს, რომელსაც ბევრნი ველით,

ღვთიურ სიტყვის ღვთიურ მადლით

მისგან ნიშაბდებულები...

ზაფხული ხომ :გაგვეპარა“,

ლოცვანი ზეცას სწვდებიან,

ჩვენი ლასკარის - წევრები

მაცხოვარს ელოდებიან!

სამშობლოს ვერვინ წაგვართმევს,

მალე მოგვივა მშველელი,

ყველას მიაგებს თავის წილს

ის, ჩვენი გადამრჩენელი...

 

მინაწერი:

გავუძლებ ტკივილს, თუკი მომელის,

მივიტან გულთან, როგორც ტიტანი,

ღმერთო, მიმრავლე ერთგული ხალხი,

სხვისი ტკივილის გულთან მიმტანი!..

ეკატერინე

ხრიკული

 

 

ერის მთავარნო - მიხედეთ მამულს!

ერის გადამრჩენი ვარსკვლავი,

ჯერ კიდევ კიაფობს ცის კაბადონზე!..

 

ჩემო დაჩოქილო, გულში დახანჯლულო,

საზღვრებ მორღვეულო ჩემო საქართველო...

მტრისგან გაგლეჯილო, ჩემო ნაწამებო,

როგორ განუგეშო - „სქანი სანთელო?“

სამწყსო დაფანტულო, შვილებ დაკარგულო,

ხელებ გამოწვდილო... რწმენა შერყეულო...

სიმართლის მძებნელო, სიწმინდისთვის მლოცველო,

ჩემო ნახანძრალო, სულით ეულო...

ამორძალივით მკერდ მოკვეთილო,

„ჯვარცმულ ჩვენთან არს!“ - ჩემო ტანჯულო...

თუ გადაგვარჩენ, შენ გადაგვარჩენ,

ო, ქრისტეს რწმენავ, წმინდაო რჯულო!..

ჩემო მამულო - მხსნელს როგორ ელი?!

რაინდ წინაპართა გულში ნაფერებო,

ქართლ-კოლხ-იბერნო, მეგრ-ლაზ-იმერნო

უფლის მხედრებო, დედის წილხვედრნო!..

მამაო, ძეო და სულო წმიდავ

გვფინე ნათელი სიყვარულისა!

ვიყუარებდეთ ურთიერთსა და

ვიყოთ მიმღები შენი ნათლისა!

ისმინეთ! - ზეცას ზარები რეკენ?

გვიახლოვდები დღეო ნათელო?!

იბერიელნო დავდგეთ სიწმინდით

და გადავრჩებით - „სქანი სანთელო!“

ბოლო ჟამია - მამულს მიყხედოთ!

ზეცას ავხედოთ - ლამაზ საფირონს!

მუხლი ვიდრიკოთ სინანულით და

ჩვენ გადავრჩებით - „გოლუაფირო“!!!

მინაწერი:

ჩემი მამულის ასეთი ყოფა,

უსაზღვრო ტკივილია ჩემი სულისა...

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]