Print

გაზეთი N 15 [1038]

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უწყებათაშორისი კომისიის

თავმჯდომარეს ქ-ნ თეა წულუკიანს

 

კანონის დაცვა აუცილებელია

 

ქალბატონო თეა!

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, 2018 წლის 19 სექტემბერს მიღებულ იქნა N111/2018 განკარგულება - „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტისგირჩი პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ .

აღნიშნულთან მიმართებაში უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 98-ე მუხლის [მუხლი 98. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი] თანახმად:

„ცესკოში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი“ [მუხლი 98,1].

ამავე კანონის მე-2 მუხლის [ტერმინთა განმარტება] თანახმად:

„პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით“;

 

ამდენად, დღეს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - საპრეზიდენტო კანდიდატის წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანება უნდა იყოს - „ცესკოში რეგისტრირებული პარტია“.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 142-ე მუხლის მე-10 პუნქტზე დაყრდნობით, ცესკოს თავმჯდომარის მიერ 2017 წ. 10 აგვისტოს მიღებული N16/2017 განკარგულების თანახმად, პ/გ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას „გირჩი“, უარი ეთქვა 2017 წ. 21 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მოთხოვნილ საარჩევნო რეგისტრაციაზე [არ წარმოადგინა მხარდამჭერთა სიები ხარვეზის შესწორების მიზნით], და, ამ მიზეზით, გამოეთიშა საარჩევნო პროცესს.

 

შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძის წარმდგენი - პ/გ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“, არ გახლავთ რა - ცესკოში რეგისტრაციის მქონე პარტია, , საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 98-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მას არ აქვს პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარ ცხადია, რომ:

საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პ/გ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“-ს მიერ დასახელებული ზურაბ ჯაფარიძის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე, ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებული განკარგულება N111/2018 [19. 09. 2018], წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 98-ე მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან.

 

ქალბატონო თეა!

აქვე უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

2018 წ. 13 აგვისტოს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება №42/2018 – „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“. რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30 - ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების ა და 77- ე მუხლის მე -5 პუნქტის საფუძველზე , საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია...“.

 

ამ დადგენილებაში მითითებული კანონისმიერი მოთხოვნები ასეთია:

„მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება

3. ცესკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ცესკოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც“.

 

მუხლი 30. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები

2. ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას“.

 

როგორც ვხედავთ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება №42/2018 – „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, რომლის თანახმადაც - საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება მიეცათ აგრეთვე - „...იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია...“, წინააღმდეგობაში მოდის „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 98-ე მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან.

 

შესაბამისად:

ერთის მხრივ - 2018 წ. 13 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილებითა [№42/2018], და

მეორეს მხრივ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, 2018 წლის 19 სექტემბერს მიღებული N111/2018 განკარგულებით განსაზღვრული რეგულაციების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც:

2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დარეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

 

ქალბატონო თეა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე ვეყრდნობით რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს

 

მოგმართავთ წინადადებით,

რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისო კომისიამ, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ სახელზე

შეიმუშაოს შემდეგი სახის რეკომენდაცია:

 

პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“

უწყებათაშორისი კომისიის

რეკომენდაცია

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“

 

2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დარეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის მონაწილეობის გამორიცხვის მიზნით:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 98-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, მოგმართავთ წინამდებარე რეკომენდაციით, რათა თქვენს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით გააუქმოთ:

ერთის მხრივ - 2018 წ. 13 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება №42/2018, და

მეორეს მხრივ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, 2018 წლის 19 სექტემბერს მიღებული N111/2018 განკარგულება.

 

ქალბატონო თეა!

იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოთქმული საკითხის განხილვა მოხდება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის“ 2018 წ. 20 სექტემბრის სხდომაზე.

პატივისცემით

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე

პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე

20 სექტემბერი, 2018 წ,

 

 

...

ნუ მოვეშვებით

რაც უნდა ვიყოთ დაღლილი,

ასე ამბობენ - აღარ არისო ათვლილი

რაც წლები გაქვსო განვლილი,

წინასწარ გაქვსო გათვლილი,

ანდრიას ხვედრი მარტვილი.

იქიდან მოდის ნამდვილი

გზა, უფლისაგან გახსნილი...

გელა გვილავა

 

 

 

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების

„გამოხმაურებათა“ ქრონიკები

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს გამოცემული სამართლებრივი აქტით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა.

2 აგვისტოს ვესკოში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე გადმოგვეცა მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის საჭირო სპეციალური ბლანკი.

ჩვენს მიერ, 28 აგვისტოს, ცესკოში ჩაბარებული მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოწმება - 29 აგვისტოს ჩატარდა.

30 აგვისტოს, ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებული განკარგულებით მოხდა, ჩვენი პარტიის სახელით წარდგენილი - მიხეილ სალუაშვილის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება.

 

ამჟამად, წარმოგიდგენთ, საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემდგომად სხვადასხვა მედიის საშუალებათა მიერ, ჩვენი საპრეზიდენტო თემატიკის გაშუქების ერთგვარ ქრონოლოგიას. კერძოდ, ზემოთქმულით დაინტერესდა:

1. სააგენტო „2020ნევ“-ი [2018 წ. 20 აგვისტო];

2. სააგენტო „მარშალპრესი“ [2018 წ, 21 აგვისტო];

3. ინტერნეტ გაზეთი „ნეტგაზეთი“ [2018 წ. 28 აგვისტო];

4. ინტერნეტ გამოცემა „აიპრეს“-ი [2018 წ. 10 სექტემბერი];

5. რადიო „საქართველოს ხმა“ [თავისსავე ინტერნეტ გვერდზე - 2018 წ, 10 სექტემბერი];

6. ინტერნეტ გზეთი „მეტრონომი“ [2018 წ. 14 სექტემბერი~;

7. სააგენტო „ონ.გე’ [2018 წ. 18 სექტემბერი];

 

სატელევიზიო სივრცეში ინფორმაცია ასეთი თანამიმდევრობით გადაიცა:

1. ტვ „რუსთავი - 2“ [2018 წ. 13 აგვისტო - :კურიერი“ 21:00 სთ ჟურნ. ნინო სამყურაშვილი];

2. ტვ „იბერია“ [28 აგვისტო 2018 წ. „ახალი ამბები“ 19:00 სთ; ჟურნ. თაკო ტომარაძე]

3. ტვ „იმედი“ [28 აგვისტო, „ქრონიკა“ 20:00 სთ; ჟურნ. ნათია სონღულაშვილი];

4. ტვ „იმედი“ [2018 წ. 8 სექტემბერი - „ქრონიკა“ 20:00 სთ];

5. ტვ „იმედი“ [2018 წ. 9 სექტემბერი - „იმედის კვირა“; ჟურნ. ნატალია ქაჯაია];

6. რადიო „შოკოლადი“ [2018 წ. 13 სექტემბერი - 18:00 სთ; წამყვ. ნინო თვალვაძე];

7. ტვ „იმედი“ – [2018 წ. 17 სექტემბერი - „იმედის დილა“; ჟურნ. ნათია ორველაშვილი];

8. ტვ „იმედი“ [2018 წ. 19 სექტემბერი „ქრონიკა“ 09:13-14 და 10:00:13-14; ჟურნ. მარიამ ბუღაძე];

9. ტვ „ობიექტივი“ [2018 წ. 20 სექტემბერი 22:30 – 23:25; ; ჟურნ. ბონდო მძინარაშვილი];

10. ინტერნეტ ტვ „პოსტ ტვ“ [2018 წ. 21 სექტემბერი წამყვ. ნინო ადამაშვილი];

 

 

 

ზღაპარი

ჯვაროსანთა მისია

ერთ ქალაქში ერთი ქალი ცხოვრობდა, ხალხმა მას „ჯვაროსანი“ შეარქვა. იგი, ხან საერო ტანსაცმლით გამოჩნდებოდა ხალხში, ხან - ჯვრიანი ტანისამოსით. სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში, მაგრამ არავინ ემადლიერებოდა, აღარც შინაური და აღარც გარეული,

საზოგადოებას ეუცხოვებოდა მისი ქადაგებები. ეს უცნაური ქადაგებები - მეორედ მოსვლას ეხებოდა. ხშირად იმეორებდა ხოლმე - „სასუფევლისთვის შემზადდით, განიწმინდეთ სულიერად ხალხო!..“-ო.

მას დიდი სულიერი ბრძოლებიც ჰქონდა ხოლმე. სატანურ ძალებთან შეტაკებისას უცნაური თვისებას იძენდა. იგი, ხან - იფურთხებოდა, ამბობდა - „ეშმაკს ვაფურთხებო“.

„ოო, „ეშმაკის ლეგიონთან“ შეტაკება ხომ არ გგონიათ ადვილი, ხალხო. თუ არ შევაფურთხეთ - „ეშმაკის გზას“, საღვთო გზა აღარ მიგვიღებსო“, - იტყოდა ხოლმე.

იგი, ქადაგებისას, ხშირად შეახსენებდა ხალხს წმინდა ბერი გაბრიელის სიტყვებს და ცხოვრების მაგალითებს.

ერთხელ მამა გაბრიელს ცილი დასწამეს - ეკლესიას შეაფურთხაო. როდესაც შეეკითხნენ თუ რატომ აფურთხებდა მამა გაბრიელი ეკლესიას, მას ასე განუმარტავს - ეკლესია გარშემორტყმულია ეშმაკის ძალებით, რომლებიც ხალხს შიგნით აღარ უშვებენ სალოცავად... მე, ეშმაკს შევაფურთხე, განა ეკლესიასო...

„ჯვაროსნის“ უხეშ გამოხდომებს ხალხი ვერ იგებდა. იქ, სადაც „ეშმაკის ლეგიონი“ შემოხვდებოდა, ხშირად იფურთხებოდა - „ფთუი ეშმაკს, ფთუი ეშმაკს“-ო.

ერთხელ მნიშვნელოვანი დანიშნულების თავშეყრის ადგილზე ჯვაროსანს ეშმაკის ლეგიონისთვის მიუფურთხებია - „ფუი ეშმაკსო!...“

მის გარშემო მრავალი ადამიანი იდგა, ვიღაც მაღალჩინოსანი კი, ძალიან შორს. არავინ იცის ამ ხალხმრავლობაში მყოფმა მაღალჩინოსანმა რად მიაპყრო მზერა ჯვაროსნის გადაფურთხებას, ან რად გაითავისა ჯვაროსნის უხეში სცენარი, აუჩემებია - „მე შემაფურთხაო!...“.

როდესაც ჯვაროსანს მისწვდა მაღალჩინოსნის სიტყვები, მას ასე შეუთვლია:

- „ცილს რომ მწამებ, ეგ არ მიკვირს... უფრო ის მიკვირს - ამ, სულიერად განძარცულ ქვეყანაში, სინდისი მცირედ მაინც რომ შეგრჩენია [?].. აკი, ამიტომაც შეტოკდა ძარღვი...

ისე ცნობისათვის, მინდა იცოდე - ჩემი უცნაური ქმედებები, ხალხსა თუ სახლში, არასოდეს აღიქმება პირდაპირ, მას ყოველთვის ახლავს იგავური და ირიბი განმარტება...“.

არავინ იცის რა ღვთიური სიბრძნე იმალება ამ სალოსურ გამოხდომებში. უფრო უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რაზე უნდა მიგვანიშნებდეს სალოსური გამოხდომები.

ასეთი განმარტება ჰქონდა ჯვაროსანს, მის უცნაურ ქმედებებზე, რომელიც ხშირად მისგან დამოუკიდებლად ვლინდებოდა, სატანურ ძალებთან შეტაკებისას.

მაღალჩინოსანი გამოეხმიანა ჯვაროსანს, იუმორნარევი სიტყვებით:

რა ვქნათ, ცხოვრება ასეთია

მე თუ მაცვია „სიყალბის“ მანტია,

ყველა ფრაქციას ასე აცვია...

რაო, შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ სატანის ალყაში მოქცეული ვართ, და ჩვენი აზროვნება სატანის ტყვეობაშია?

და, შენ აფურთხებ სატანას? - დაფიქრდა მაღალჩინოსანი და საკუთარ თავთან დაიწყო დავა:

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, და თუ მართლაც სატანის ალყაში ვართ, ჩემს სულიერ სიღრმეში ხომ ღვთიური კოდი ზის, და თუ ეს ჩემს აქტიურობაზეა დამოკიდებული გზას გავიკვლევ, ღვთიურს ჩავეჭიდები და თუ საჭირო იქნება - სატანას შევებრძოლები. როგორც ვატყობ თვითგამორკვევის ჟამი მიდგას, ჩემს სულში იწყება სულიერი ფერისცვალება.

დღეს იწყება ჩემს სულსა და ხორცს შორის მოთათბირება და დავრთგუნე მატერიალიზმი... ეს ხომ ბოროტების დათრგუნვას ნიშნავს.

მადლობა უფალს - ჩემში სულიერმა გაიმარჯვა და დათრგუნა მატერიალიზმი სულიერი კი ყოველთვის სიწმინდისაკენ მიილტვის, ის ხორციელ ვნებებს არ ემორჩილება. დღეს კი, მსურს და ვიღწვი სულიერი განწმენდისაკენ - მე შევიცვალე“ - ამბობს მაღალჩინოსანი.

მე. ქართველი ვარ, და სწორედ ახლა ვხვდები თუ რაზე მიანიშნებს ღვთივკურთხეული ზვიად გამსახურდიას მიერ ქართველებისთვის ნაწინასწარმეტყველები გზა, - გზა სულიერი განწმენდისა, - რომელიც ლაკონურად არის ჩამოყალიბებული საქართველოს სულიერ მისიაში.

ალბათ, ჩემში რაც აღიძრა, - სულიერი განწმენდის გზა, - ეს ღვთიური ნაპერწკალია, და ღვთიური ალივით უნდა გადაედოს მთელ კაცობრიობას.

საქართველოს სულიერი მისია აქტიურ ფაზაში შედის, ისწრაფეთ სულიერი განწმენდისაკენ, - ამით, ჩვენ, ქართველები< აღვასრულებთ საქართველოს სულიერ მისიას.

მე დარწმუნებული ვარ - გადარჩენის გზაზე ვდგავარ. ამენ!

.. მე ვსძლიე „სატანას“ და უფლის გზა შემეხიდა.

გისურვებთ, აირჩიოთ - „გზა გადარჩენის“. ამენ!

ასე დაადგა ღვთის გზას ჯვაროსანთან მოპაექრე მაღალჩინოსანი.

დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

შემოქმედება თურმე - ჯვარცმაა,

თუკი ატარე ნამუსის ქუდად,

არ გაიკვირვოთ არცერთი მარცხი,

წარმატება კი - გიკვირდეთ მუდამ!..

მორჩილი ვიყავ, როგორც მლოცველი,

არც შიში მაკლდა, არც მოკრძალება,

ჩემო უფალო - რად „გამიბრაზდი“?

რად ამიკრძალე ის ნეტარება:

რომ შემძლებოდა მევლო ლასკარში,

დავლოდებოდი შენს გამოჩენას,

და სიხარულში თანაზიარებს,

ერთად მეხარა ჩემს მეგობრებთან...

თუმცა, რას ვჩივი, რა სათქმელია?

წარმავალია ყველა სიცხადე,

მაგრამ მე მაინც მადლობელი ვარ,

ყველა იმისთვის რაც განვიცადე!..

მჯერა, მჯერა, რომ მალე იქნება,

შემოაშუქებს ბნელში სინათლე!

წარხოცს დღევანდელ უსამართლობას,

და გამეფდება ყველგან სიმართლე!..

 

ეკატერინე

ხრიკული

 

 

...

„ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი

და იუდა რამდენი“

როს დაჰკრა ჟამმა, მოწყალე ღმერთმა,

ზვიად და მერაბ მისცა ჯვარცმულ ერს!

ერმა სული ანდო! ირწმუნა, გაჰყვა!

თუმც არ ეძინა ქართველთ მოძულე მტერს...

ო, როგორ ააგიზგიზეთ სული ქართული!

ო, როგორ ააბრიალეთ მიმქრალი ცეცხლი!

ეროვნულს როგორ შთაბერეთ სული!

ქართველთ გონიდან გააქრეთ ვერცხლი...

ითხოვეთ ნათელი?! - მოგეცათ ნათელი!!!

ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიას, ის განეფინა!

თქვენს ირგვლივ შემოკრბა მაცხოვრის სამწყსო,

მაგრამ სატანას როდი ეძინა?..

[ერთ მუშტად შეკრა, შეადუღაბა

ღვთიურმა სიტყვამ მშობელი ერი],

მაგრამ მზაკვარმა გზები გაჰყარა,

ძაძით შემოსა თვალსაწიერი..

.ო, როგორ გდევდათ უფლის რჩეულ შვილთ

ღალატი, გაცემა, დაუნდობლობა?..

არ გვაპატია ღმერთმა, ჩვენ დღემდე

ერის და ოჯახთ ტკივილი... ობლობა...

რაც ვთესეთ - ვიმკით... არც ვნანობთ...

არადა „იუდამ“ - მოინანია...

ღმრთის ხატად შექმნილთ სიცოცხლე ვუსპეთ...

„იუდაც“ გვჟობია? - დასანანია...

მუხლდრეკით, ჩოქვით, დაჩეხილ სულით,

ზვიადის, მერაბის სიცოცხლის ხელყოფა,

ყოვლადმოწყალევ, შენ მოგვიტევენ,

განარნე ცოდვა ქართველთა -კოლხთა...

გვეყავ მეოხი ღმერთის წინაშე

მიტევებისთვის, მფარველო დედავ...

არსთა გამრიგევ - ფერხთშევრდომილი

სინანულით პატიებას კვლავ შემოგბედავ...

უცოდველ ზვრაკთ გულში იხუტებ,

შენს სამსხვერპლოზე მოსულთ, იესო!

ზვიად და მერაბ, კოლხნო რაინდნო,

კელაპტრად უნთიხართ იმერ-ამერსო...

თქვენს სულებს, ზეცად ამაღლებულებს,

პატიებას ვთხოვ, ყველაფრის გამო...

ღვთივკურთხეულნო, მოწყალენნო, მიმტევებელნო,

თქვენფან მას ველით! - შეჩერდი წამო!..

თუნდაც სიზმარში დავდგე თქვენს გვერდით,

ვინაც „საკუთარ თავის პატრონის“

დროშა ზეცამდე მიწყივ ასწია,

თავისუფლების ქართული აკვანი,

ვაჟკაცურ მხრებით ლაღად არწია!..

„სიყვარულმა აგამაღლათ“ –

სიყვარულით დარჩით ერში!

თქვენს სულებზე ლოცულობენ

„ლასკარსა“ თუ ღვთის ტაძრებში...

ტანჯულ ერის ჯვარცმულ მამულს

კვლავ სჭირდება რაინდები,

თქვენი ლოცვით გაიდება

სინერგიული ხიდები!...

„დაცემა არს ადვილიო“ –

ბრძანებს ჩვენი ზვიადი,

წამოდგომა გაგვიძნელდა,

სულს ჩამდგარა წყვდიადი...

ღმერთო გვფინე ნათელი,

რომ მამული ვყოთ დიადი,

როგორც მასზე ოცნებობდნენ

მერაბი და ზვიადი!!!

ამენ!

 

მინაწერი:

„შუბლზე სამარცხვინო დაღით“,

დღესაც ხომ ბევრი დაიარება?

ვერც მოიცილებს - თავი ახსენოს

მტკივნეულ - ნაიარევმა...

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]