Print

გაზეთი N17 [1040]

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 

პოლიტიკური პარტიების ფინასური მონიტორინგის 

სამსახურის უფროსს

ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს

 

განცხადება

 

2018 წ. 28 ოქრომბრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის

მიხეილ სალუაშვილის

საარჩევნო ფონდთან დაკავშირებით

 

გაცნობებთ, რომ მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, კერძოდ არჩევნების დანიშვნიდან [1 აგვისტო] - დღემდე [15 ნოემბერი] საპრეზიდენტო საარჩევნო ფონდს არავითარი შემოსავალი (მათ შორის არაფულადი შემოწირულება) და ხარჯი არ ჰქონია.

შესაბამისად, საბანკო ანგარიშზე: .თიბისი ბანკისაბანკო კოდი:   SWIFT: TBCBGE22; მიმღების დასახელება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“; ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი): GE96 TB78 849 360 801 000 02,

დღეის მდგომარეობით - აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 13 ლარი და 02 თეთრი [ცამეტი ლარი და 02 თეთრი].

პატივისცემით:

საპრეზიდენტო კანდიდატის

საარჩევნო ფონდის თავმჯდომარე,

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების

„გამოხმაურებათა“ ქრონიკები

წარმოგიდგენთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომად დღემდე სხვადასხვა მედია საშუალებათა მიერ, ჩვენი საპრეზიდენტო თემატიკის გაშუქების ერთგვარ ქრონოლოგიას. კერძოდ, ზემოთქმულით დაინტერესდა:

1. რადიო „ნორი“ [ფმ 100,1;  30.10. 2018 წ. ჟურნ. ბორის კარსლიანი]

2. ”სამხრეთის კარიბჭე“ [31. 10. 2018 წ. რადიო ფმ 97.5]

4. ინტერნეტ გაზეთი: „მეტრონომი“ [31. 10. 2018 წ.]:

5. ინტერნეტ გამოცემა: „ნეტგაზეტი“ [31.10.2018 წ. ჟურნ. მარიამ ბოგვერაძე]

6. ტვ „რუსთავი - 2“ [2018 წ. 1 ნოემბერი - :კურიერი“ 21:00 სთ ჟურნ. თამთა დოლენჯაშვილი];

 

 

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების

პირველი ტურის შეჯამება

 

ა] წინათქმა, ანუ 28-ის მისტერია

1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით მოქმედი საარჩევნო ბლოკის: „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ გამარჯვებიდან 28-ე წელს, კერძოდ 2018 წელს, კვლავ 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:

- საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს გამოცემული სამართლებრივი აქტით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა.

- 2 აგვისტოს ცესკოში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე გადმოგვეცა მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის საჭირო სპეციალური ბლანკი.

- 3 აგვისტოდან დავიწყეთ მხარდამჭერთა ხელმოწერებისათვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება;

- არჩევნების დანიშვნიდან 28-ე დღეს - 28 აგვისტოს ცესკოში ჩავაბარეთ ნხარდამჭერთა ხელმოწერების გამზადებული ბლანკები;

- ჩვენს მიერ ბლანკების აღებიდან 28-ე დღეს - 29 აგვისტოს, ცესკოში ჩატარდა ჩაბარებული მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოწმება;

- მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების დაწყებიდან 28-ე დღეს - 30 აგვისტოს, ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებული განკარგულებით მოხდა, ჩვენი პარტიის სახელით წარდგენილი - მიხეილ სალუაშვილის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება.

- საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი სარეგისტრაციო ნომერი 28 გახლდათ.

28-ის მისტერიულ არსთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ 40 ასო-ნიშნიანი ქართული ანბანის 28-ე ასო-ნიშანია: „ჩინ“-ი, რომელიც კოდირებულად - „გამოჩენაზე“ გვითითებს.

ჩვენს მიერ არჩევნებში ჩაბმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან, ანუ 2011 წლიდან მოყოლებული - 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში ჩატარებულ არჩევნებს შორის, 2018 წელს, ჩვენი მონაწილეობით ჩატარებულ მე-5 არჩევნებში, ყველაზე უკეთესი შედეგი ვაჩვენეთ. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ:

ისევე როგორც ადრე, 2018 წლის არჩევნებშიც, ჩვენ, წინასაარჩევნო ეგიდის ფარგლებში, მოსახლეობასთან არ გაგვიმართავს არცერთი შეხვედრა, და მათთან მიმართებაში მხოლოდ, უფასო საეთერო დროის ფარგლებში გვიწევდა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

2018 წლის არჩევნებიც, ფინანსური რესურსების არ არსებობის გამო - ნულოვანი ხარჯით დავამთავრეთ [იხ.სახელმწიფო აუდიტისადმი წარდგენილი ფინანსური დეკლარაცია];

მიმდინარე არჩევნებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოყოფილი უფასო საეთერო დროისა და სარეკლამო რგოლის გაშვების პირობებში,

28-ის, იგივე „ჩინ“-ის, ანუ „გამოჩინების“ მისტერიის „კვალდაკვალ“ - ყველაზე უკეთ შევძელით, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული ჩვენი მთავარი სათქმელის გაჟღერება.

უშუალოდ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კი, გვინდა მოგახსენოთ შემდეგი.

 

 

ბ] 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების

პირველი ტურის შედეგების სტატისტიკური მაჩვენებელი

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული - 3 504 082 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო - 1 637 956 ამომრჩეველმა, ანუ - 46,74%-მა.

ყველაზე დიდი აქტივობა დაფიქსირდა - ქედაში, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ამ ოლქში დაფიქსირებული ამომრჩევლის - 64,74%-მა [10 143]. ამ საარჩევნო ოლქში ჩვენ ვაჩვენეთ მე-8 შედეგი.

ყველაზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა მარნეულის საარჩევნო ოლქში - 36.47% [36 173], ამ საარჩევნო ოლქში ჩვენ ვაჩვენეთ მე-6 შედეგი.

საქართველოს მასშტაბით, ჩვენს მიერ მიღებული ხმების რაოდენობა -2 970 [0.19%] არჩევნებში მონაწილე 25 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის მე-12 მაჩვენებელია.

 

მთლიანობაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატის მიერ, პირველ ტურში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, ასეთი სურათია:

1. N48. სალომე ზურაბიშვილი [დამოუკიდებელი] 615 660 (38.64 %);

2. N5. გრიგოლ ვაშაძე [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] 601 208 (37.74 %);

3. N2. დავით ბაქრაძე [ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის] 174 842 (10.97 %);

4. N10. შალვა ნათელაშვილი [საქართველოს ლეიბორისტული პარტია] 59 649 (3.74 %);

5. N25. დავით უსუფაშვილი [თავისუფალი დემოკრატები] 36 026 (2.26 %);

6. N36. ზურაბ ჯაფარიძე [გირჩი] 36 023 (2.26 %);

7. N21. კახა კუკავა [თავისუფალი საქართველო] 21 182 (1.33 %);

8. N51. გიორგი ანდრიაძე [დამოუკიდებელი] 13 127 (0.82 %);

9. N65. თეიმურაზ შაშიაშვილი [დამოუკიდებელი] 9 482 (0.6 %);

10. N31. თამარ ცხორაგაული [თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა] 4 004 (0.25%);

11. N49. ბესარიონ თედიაშვილი [დამოუკიდებელი] 3 713 (0.23 %);

12. N28. მიხეილ სალუაშვილი [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე] 2970   (0.19 %);

13. N40. ლევანი ჩხეიძე [ახალი ქრისტიან-დემოკრატები] 2 895   (0.18 %);

14. N18. აკაკი ასათიანი [ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი] 1 994 (0.13 %);

15. N4. ვახტანგ გაბუნია [ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა] 1 958 (0.12 %);

16. N35. გელა ხუციშვილი [საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა] 1 623 (0.1 %);

17. N58. კახაბერ ჭიჭინაძე [დამოუკიდებელი] 1 417   (0.09 %);

18. N1. მიხეილ ანთაძე [მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის] 1 074 (0.07 %);

19. N17. გიორგი ლილუაშვილი [საქართველო] 892   (0.06 %);

20. N13. ზვიად მეხატიშვილი [საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია] 711 (0.04 %);

21. N22. ოთარ მეუნარგია [მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს] 664 (0.04 %);

22. N62. ვლადიმერ ნონიკაშვილი [დამოუკიდებელი] 633 (0.04 %);

23. N23. ირაკლი გორგაძე [მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის] 531 (0.03 %);

24. N27. ზვიადი ბაღდავაძე [სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო] 477   (0.03%);

25. N30. ზვიად იაშვილი [ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ] 444   (0.03 %).

 

საარჩევნო ოლქების მიხედვით, ჩვენს მიერ საერთოდ მიღებული - 2 970 ხმა ასეა გადანაწილებული:

1. N3 საბურთალო - 151 (64 963-ის 0.24%) [მე-13];

2. N2 ვაკე - 124 (52 801-ის 0.24%) [მე-13];

3. N9 ნაძალადევი - 123 (58 614-ის 0.22%) [მე-14];

4. N10 გლდანი - 119 (62 172-ის 0.2%) [მე-14];

5. N6 სამგორი - 101 (59 361-ის 0.18%) [მე-13];

6. N40 ახალქალაქი - 91 (16 798-ის 0.55%) [მე-4];

7. N5 ისანი - 89 (45 074-ის 0.21%) [მე-12];

8. N41 ნინოწმინდა - 87 (9 675-ის 0.92%) [მე-4];

9. N22 მარნეული - 84 (36 173-ის 0.24%)   [მე-6];

10. N20 რუსთავი - 80 (48 566-ის 0.17%) [მე-14];

 

11. N21 გარდაბანი - 74 (26 695-ის 0.29%) [მე-12];

12. N8 დიდუბე - 74 (35 000-ის 0.22%) [მე-13];

13. N79 ბათუმი - 74 (63 634-ის 0.12%) [მე-14];

14. N67 ზუგდიდი - 71 (48 717-ის 0.15%) [მე-11];

15. N32 გორი - 68 (50 880-ის 0.14%) [მე-12];

16. N7 ჩუღურეთი - 67 (27 755-ის 0.25%) [მე-12];

17. N23 ბოლნისი - 63 (25 006-ის 0.26%) [მე-9];

18. N59 ქუთაისი - 60 (65 024-ის 0.1%) [მე-15];

19. N1 მთაწმინდა - 59 (26 469-ის 0.23%) [მე-12];

20. N60 ოზურგეთი - 47 (32 726-ის 0.15%) [მე-12];

 

21. N17 თელავი - 44 (29 336-ის 0.15%) [მე-12];

22. N37 ახალციხე - 42 (19 068-ის 0.23%) [მე-8];

23. N50 საჩხერე - 42 (21 404-ის 0.2%) [მე-12];

24. N12 გურჯაანი - 41 (28 744-ის 0.15%) [მე-12];

25. N24 დმანისი - 40 (11 216-ის 0.37%) [მე-7];

26. N11 საგარეჯო - 40 (18 376-ის 0.22%) [მე-12];

27. N15 ლაგოდეხი - 39 (17 606-ის 0.23%) [მე-10];

28. N56 ჭიათურა - 39 (17 746-ის 0.22%) [მე-13];

29. N27 მცხეთა - 39 (22 262-ის 0.18%) [მე-11];

30. N81 ქობულეთი - 39 (34 282-ის 0.12%) [მე-12];

 

31. N83 ხელვაჩაური - 35 (21 886-ის 0.16%) [მე-11];

32. N54 სამტრედია - 34 (21 571-ის 0.16%) [[მე-11];

33. N84 ხულო - 30 (13 003-ის 0.23%) [მე-6];

34. N16 ყვარელი - 30 (16 395-ის 0.19%) [მე-11];

35. N64 სენაკი - 30 (19 061-ის 0.16%) [მე-11];

36. N66 ხობი - 28 (15 274-ის 0.19%) [მე-10];

37. N65 მარტვილი - 28 (16 963-ის 0.17%) [მე-13];

38. N4 კრწანისი - 28 (18 023-ის 0.16%) [მე-16];

39. N51 ზესტაფონი - 28 (26 156-ის 0.11%) [მე-14];

40. N25 წალკა - 27 (8 026-ის 0.34%) [მე-7];

 

41. N13 სიღნაღი - 26 (14 558-ის 0.18%) [მე-11];

42. N26 თეთრიწყარო - 25 (9 533-ის 0.27%) [მე-11];

43. N80 ქედა - 25 (10 143-ის 0.25%) [მე-8];

44. N82 შუახევი - 24 (8 600-ის 0.28%) [მე-7];

45. N48 ხარაგაული - 24 (11 854-ის 0.21%) [მე-12];

46. N70 ფოთი - 24 (17 778-ის 0.14%) [მე-11];

47. N35 ხაშური - 24 (21 797-ის 0.11%) [მე-13];

48. N63 აბაშა - 23 (11 643-ის 0.2%) [მე-11];

49. N58 წყალტუბო - 23 (25 376-ის 0.09%) [მე-16];

50. N69 ჩხოროწყუ - 22 (11 742-ის 0.19%) [მე-9];

 

51. N30 კასპი - 22 (18 013-ის 0.13%) [მე-12];

52. N53 ვანი - 21 (14 410-ის 0,15%) [მე-12];

53. N38 ადიგენი - 19 (9 382-ის 0.21%) [მე-8];

54. N28 დუშეთი - 19 (10 935-ის 0.18%) [მე-11];

55. N18 ახმეტა - 18 (14 101-ის 0.13%) [მე-11];

56. N39 ასპინძა - 16 (6 149-ის 0.26%) [მე-9];

57. N57 ტყიბული - 16 (11 057-ის 0.15%) [მე-11];

58. N52 ბაღდათი - 16 (12 078-ის 0.14%) [მე-14];

59. N68 წალენჯიხა - 16 (13 031-ის 0.13%) [მე-14];

60. N55 ხონი - 16 (14 026-ის 0.12%) [მე-14];

 

61. N61 ლანჩხუთი - 16 (15 675-ის 0.1%) [მე-15];

62. N33 ქარელი - 16 (17 653-ის 0.09%) [მე-14];  

63. N44 ამბროლაური - 15 (7 092-ის 0.22%) [მე-12];

64. N45 ცაგერი - 14 (6 262-ის 0.23%) [მე-10];

65. N36 ბორჯომი - 14 (13 272-ის 0.11%) [მე-16];

66. N62 ჩოხატაური - 13 (10 816 -ის 0.12%) [მე-13];

67. N49 თერჯოლა - 13 (19 272-ის 0.07%) [მე-17];

68. N14 დედოფლისწყარო - 12 (11 017-ის 0.11%) [მე-14];

69. N47 მესტია - 10 (4 505-ის 0.22%) [მე-10];

70. N19 თიანეთი - 7 (6 149-ის 0.14%) [მე-11];   

 

71. საზღვარგარეთი - 7 (5 675-ის 0.13%) [მე-12];

72. N46 ლენტეხი - 2 (2 976-ის 0.07%) [მე-17];

73. N43 ონი - 2 (3 534-ის 0.06%) [მე-17];

74. N29 ყაზბეგი - 1 (2 022-ის 0.05%) [მე-19].

 

საქართველოს მასშტაბით მიღებული ხმების მიხედვით - 17 საარჩევნო ოლქში პირველ ათეულში დავიკავეთ ადგილი, ეს ოლქებია:

1. N40 ახალქალაქი - 91 (0.55%) [მე-4 მაჩვენებელი];

2. N41 ნინოწმინდა - 87 (0.92%) [მე-4 მაჩვენებელი];

 

3. N22 მარნეული - 84 (0.24%) [მე- 6 მაჩვენებელი];

4. N84 ხულო - 30 (0.23%) [მე- 6 მაჩვენებელი];

 

5. N24 დმანისი - 40 (0.37%) [მე-7 მაჩვენებელი];

6. N25 წალკა - 27 (0.34%) [მე-7მაჩვენებელი];

7. N82 შუახევი - 24 (0.28%) [მე-7 მაჩვენებელი];

 

8. N80 ქედა - 25 (0.25%) [მე-8 მაჩვენებელი];

9. N37 ახალციხე - 42 (0.23%) [მე-8 მაჩვენებელი];

10. N38 ადიგენი - 19 (0.21%) [მე-8 მაჩვენებელი];

 

11. N23 ბოლნისი - 63 (0.26%) [მე-9 მაჩვენებელი];

12. N39 ასპინძა - 16 (0.26%) [მე-9 მაჩვენებელი];

13. N69 ჩხოროწყუ - 22 (0.19%) [მე-9 მაჩვენებელი];

 

14. N15 ლაგოდეხი - 39 (0.23%) [მე-10 მაჩვენებელი];

15. N45 ცაგერი - 14 (0.23%) [მე-10 მაჩვენებელი];

16. N47 მესტია - 10 (0.22%) [მე-10 მაჩვენებელი];

17. N66 ხობი - 28 (0.19%) [მე-10 მაჩვენებელი].

 

რეგიონების მიხედვით მიღებული ხმების გადანაწილების სურათი ასეთია:

თბილისი - 935 ხმა;

ქვემო ქართლი - 393 ხმა;

იმერეთი - 332 ხმა;

სამცხე-ჯავახეთი - 269 ხმა;

კახეთი - 257 ხმა;

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 252 ხმა;

აჭარა - 227 ხმა;

შიდა ქართლი - 130 ხმა;

გურია - 76 ხმა;

მცხეთა-მთიანეთი - 59 ხმა;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33 ხმა;

საზღვარგარეთიდან - 7 ხმა.

 

 

ზღაპარი

ჰოდა, კარგია თუ გაიგეთ, თუ არა და...

ჰოდა, კარგია თუ გაიგეთ, თუ არადა - მეორედ მოსვლა არც ისე შორსაა, უფალი თვითონ იტყვის ყველაფერს...

„განა არის დედამიწაზე ვინმე

ვინც არ მოელის მეორედ მოსვლას...

მოვა, მოვა უფალი თვითონ იტყვის ყველაფერს...

მიტომ უხმობს სიტყვა ღვთისა ყველა ერს~

იყო და არა იყო რა... იყო დრო როცა უფალი დედამიწას ეფერებოდა, მამა ღმერთი კი ხალხს ეცხადებოდა.

ერთხელ სასეირნოდ ბაღში გასულ უფალს ურჩი „ანგელოზი“ აედევნა და თვითონ დაუწყო დამოძღვრა.

უფალმა უთხრა: რას აპირებ შეჩვენებულო, ჩემს მოძღვრებას მოისმენ თუ შენს დამყაყებულ აზროვნებას უნდა ვუსმინო, როგორც ვატყობ გსურს წინამძღოლობა და მართვას მიპირებო...

თანხმობის ნიშნად, კვლავ შეეცადა ეშმაკი მოძღვრების გაგრძელებას.

მაშინ გაბრაზდა მამა ღმერთი, და ჩამოიშორა ეშმაკი და მეგრულად შესძახა - „ჭიჭე ჭკუა, ღორონთი ვორექ დო ვაშმეხუა“.

უფლის განრისხება არ დარჩენია წუთისოფელს შეუმჩნეველი, აგორდა ხალხში ჭორი, - უფალი, რატომ ურევს საუბრისას მეგრულსო.

ხალხის ცნობისმოყვარეობა რომ დაეკმაყოფილებინა, ამ სცენარს ერთი იუმორისტი გამოეხმიანა და ხალხს იგავურად აუხსნა ღვთაებრივი ცნობიერების არსი -

„ხომ იცით, რომ ღმერთში სამებაა [ერთარსება] - მამა, ძე და სულიწმიდა. მამა ღმერთი, როცა ბრაზობს მეგრულად ლაპარაკობს, როცა მშვიდდება - ქართულადო; მერე კი, როცა ხედავს ხალხს ვერც ქართულად გააგებინა ვერაფერი, ვერც - მეგრულად, ისევ არამეულად იწყებს საუბარსო.

ჰოდა, ეხლა, თუ გაიგეთ ამით რაც გითხარით, ჰო კარგია, თუ არადა მეორედ მოსვლა არც შორსაა და თვითონ უფალი იტყვის ყველაფერსო...

მას შემდეგ, ის შთაგონებული ხალხი ზის „მოლოდინის გორაზე“ დღემდე, და ელოდება მეორედ მოსვლას...

 

ზღაპარი

მავანი მისიონერებთან პაექრობაში

მავანმა, ერთ ქვეყანაში, მისიონერები გაძარცვა, დაუპირისპირდა:

„თუ თქვენ ნამდვილად მისიონერები ხართ, ერთი თქვენგანი - უფალია, სხვა დანარჩენი - მოციქულები, კიდევ სხვები - ალბათ მოწაფეები, შორით ლაშქარი რომ მოსჩანს, ალბათ - ბეჭედდასმულთა რიცხვი იქნება...

მეჩვენება თუ მართლა ვხედავ?

თუ ეს იერარქია უკვე გადანაწილდა, მეორედ მოსვლა უკვე ყოფილა. და თუ ეს ხდება ცხოვრების რეალობაში, რატომ სააშკარაოზე არ გამოდიხართ?

მე კი მაქვს - ფული, შემიძლია ნაწილი თქვენ გაგინაწილოთ, მაგრამ ფულს თუ მოგცემთ - თქვენც ჩვენსავით იცხოვრებთ და მერე თქვენსა და ჩვენს შორის რა განსხვავება იქნებაო?

აი, რამდენი პასუხგაუცემელი კითხვები აწუხებდა მავანს...

დიდხანს ისმინა და დიდხანს ითმინა მავანის „ავან-ჩავანი“ მისიონერმა და ბოლოს ოთხად დაკეცილი ბარათი გაუგზავნა... არავინ იცოდა ამ ბარათში რა ეწერა.

როდესაც მესვეურმა მისიონერისაგან გაგზავნილი ოთხად მოკეცილი ბარათი გადასცა, მავანს სახეზე თითქოსდა ფერი ეცვალ, თუმცა ჯერ არ იცოდა შიგ რა ეწერა. და, აი, საოცრება:

ბარათის პირველ ხაზზე - მხოლოდ კითხვის ნიშნები იყო,

მეორე ხაზზე - სულ ძახილის ნიშნები,

და მესამე ხაზზე კი, მხოლოდ ერთი - წერტილი...

იმ წერილის შემდეგ, დღემდე ვერ გარკვეულა მავანი თუ რას ნიშნავდა მისიონერისაგან მიღებული გზავნილი...

შეფიქრიანდა მავანი - მე, გზა და გზა, განტოლებებს ვახვედრებდი, ეხლა კი, თვითონ დიდი თავსატეხი გამომიგზავნაო...

ზის მას შემდეგ ჩაფიქრებული ეს „ჩვენი“ მავანი და არ იცის რა ქნას - რებუსი არ არის, რომ შეავსოს; არც კროსვორდი და არც განტოლებაა, რომ ამოხსნას... მაშ, რა პასუხი გასცეს მისიონერს?

მხოლოდ ის არის, ხანდახან უცნაური გრძნობა ეუფლება მავანს, და ქვეცნობიერი ანიშნებს - „არ დაიგვიანო!..“

მიდის მარტო, დაღმართ ბილიკს მიუყვება მავანი და მხოლოდ სასვენ ნიშნებზე ფიქრობს... მესამე ხაზზე - ის ერთი წერტილი ცუდად ენიშნა, და დასწყევლა ის დღე - თაღლითობისკენ გეზი რომ აიღო...

თითქოსდა ეხლა მიხვდა, თუ რა ხდება... ხალხს თავს აჩვენებს, თითქოს უჩნდება სურვილი - თაღლითობა მოინანიოს, მაგრამ „მსუბუქად“...

ოხ, ეს სუპერმენ-მავანი, რომელსაც ერთდროულად სამოთხეშიც და ჯოჯოხეთშიც უნდა ყოფნა, და ვერაფრით გაუაზრებია, რომ - სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთმანეთისაგან გამიჯნულია...

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

ო. დიდებულო, დაილოცოს შენი განგება!..

 

ო, დიდებულო, რა ყოფილა ზეცის განგება,

ჩემი სული ატაცებულია ზაცას ჰანგებად,

ნეტარი ხატება, ამ ჩემს ფურცლებზე, რომ ისახება,

ასე სასოებით რომ იწერება,

ღვთიური ფერფლით იფერფლება.

ჩვენი სულები კათარზისშია,

ჩვენი გულები ქრისტესმიერ ცეცხლის ალშია

და გზა-სავალი ღრუბლის კვალშია...

მოდით მაშვრალნო, ტვირთმძიმენნო

ერთად ვიაროთ,

და გზა-სავალი ქრისტეს გზაზე გავიზიაროთ.

კათარზისის გზებიდან

მოდის საძმო ერები,

ისევ ასე აღორძინდა

ფესვი სულისმიერი!

მივეგებოთ! მივეგებოთ!

განწმენდილი სულებით!..

დინა [დიანა] ჯიქია

 

...

ამ ლექსშია - სიტყვა მისი,

ერში, ბერში, მინდორ-ველში...

გოლგოთაზე მოკლულ ღმერთში

გეპარაბათ ეჭვი თქვენში?

ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად სამოთხეში,

ასე ჩვენში, უნდა მივხვდეთ რაღაც-ებში,

უკვდავების სული ჩადო ქრისტემ ჩვენში,

ტაძრებსა და მონასტრებში...

ბოროტება მოსპოთ ჩვენში,

ერში, ძმებში დავინახოთ - ქრისტე ჩვენში,

გავარკვიოთ ყველამ ჩვენში, სანთლით ხელში,

ორიათას თვრამეტ წელში - ავირჩიოთ ქრისტე ჩვენში...

მარტივია, ამ ჩემს ლექსში,

რას ქადაგებს ქრისტე ჩემში...

ნუ დავკარგავთ იმას ჩვენში,

რაც ხელში დევს დღემდე ჩვენში,

ვერ გაგვტეხავს მტერი წელში,

ქრისტე არის მუდამ ჩვენში, ქართველ ერში...

რატომ უნდა გვყავდეს ერი

შიმშილსა და ასეთ დღეში?

თავდახრილი, ბავშვით ხელში,

საჭმელს ჭამდე ქუჩის მტვერში...

გელა

გვილავ

 

 

...

მაღალო ღმერთო ძნელი ყოფილა

ადამიანი გამომეტება,

ხან შურისგებით ვარ აღგზნებული,

ხან შებრალების ცეცხლი მედება!..

ძველი სახე და დიდება

დაჭკნა, როგორც ძველი მდელო,

ადრინდელის აჩრდილი ხარ,

ფრთებნატკენო საქართველო!

მაგრამ სულ ასე კი არ იქნება,

ერთხელ იქნება - გაჭრის სიმართლე,

მოსპობს ამქვეყნის უსამართლობას,

გამოაშუქებს ბნელში სინათლე...

ეკატერინე

ხრიკული