Print

გაზეთი N 20 [1043]

„სალომეას ცეკვის“ მისტერია


წინამდებარე წერილში, გვინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ ბოლო ჟამის რა ეტაპის მიმდინარეობის შესახებ უნდა გვითითებდეს საქართველოში ჩატარებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები.

როგორც არაერთგზის გვითქვამს, ბიბლიაში, მაცხოვრის მეორედ დიდებით მოსვლისწინა ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშნებს თავისი მისტერიული ასრულების დრო-ჟამი აქვს.

ამ კუთხით, საყურადღებოა სახარებაში გადმოცემული „სალომეას ცეკვის“ მისტერიული პროცესი, რომელიც:

ერთის მხრივ - საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებასა, და

მეორეს მხრივ - საარჩევნო მარათონის დასრულების შემდგომად განსავითარებელ მოვლენებს უკავშირდება.

ბოლო ჟამისმიერი გადმოსახედიდან, ე.წ. „სალომეას ცეკვის“ ეტაპის დადგომით, ორი საყურადღებო მომენტია გამოყოფილი:

1. მას მოჰყვება - იოანე ნათლისმცელის თავისმოჭრა; და

2. პარალელურად, იწყება უფალ იესუ ქრისტეს მიწიური საქმიანობის ახალი ფაზა - ქადაგება სასუფევლის მოახლოების თაობაზე, რომლის თაობაზეც სახარებაში ვკითხულობთ:

„შემდგომ ამისა, დაიწყო იესუმ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“-ო [მათე 4,17].

ამდენად, „სალომეას ცეკვასთან“ დაკავშირებული პროცესის გამოკვეთა და გასაჯარისება, ბოლო ჟამში, ხსენებული ეტაპების ასრულების დროითი მიჯნების, შესაბამისად გააზრების მიზნითაა განპირობებული.

საქართველოს სულიერი მისიის მთავარი არსიდან გამომდინარე, ამჯერად, ჩვენ არ შევეხებით ისეთი საკითხების განხილვას, თუ:

მოქმედი კანონის მოთხოვნის დარღვევით, რატომ მოხდა, განსახილველ ეტაპზე, - ერთდროულად, საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება; ანდა

რამდენად ზნეობრივია, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს ადამიანმა, რომელიც საკუთარი შვილის ნათლიასთან ქორწინებით კავშირში შესვლით, ქრისტიანული ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოს დამრღვევი ცოდვის მატარებელია;

და რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა არა იმიტომ, რომ მას გამარჯვებისათვის საჭირო ოდენობის ამომრჩეველი უჭერს მხარს, არამედ, მხოლოდ იმიტომ, რომ - საქართველოს ამომრჩევლთა სწორედ ასეთი ოდენობისათვის აღმოჩნდა მიუღებელი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი ცრუწინასწარმეტყველი მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

აღნიშნული თემატიკის თაობაზე ეს ზოგადი მსჯელობა, მხოლოდ იმიტომ შემოგთავაზეთ, რათა ერთად დაგვენახა, თუ როგორაა ასახული - სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, „სალომეას ცეკვის“ სახარებისეულ თხრობაში მოცემული, ერთ-ერთი უარყოფითი ბიბლიური პერსონაჟის - სალომეას მორალური სახის მისტერიული ელემენტები.

თავად „სალომეას ცეკვის“ მისტერიული პროცესის მიმდინარეობის ვადებთან დაკავშირებით, უნდა ითქვას შემდეგი.

ზოგადად, წმინდა წერილში დაფიქსირებულ ნიშანთა ბოლო ჟამში ასასრულებელ ყოველ მისტერიულ პროცესს, თავისი პირობითი - „დასაწყისი, განვითარება და დასასრული“ აქვს, რომელთა შეცნობა კონკრეტული ნიშნების მიხედვით ხდება.

„სალომეას ცეკვის“ პროცესის ე.წ. – „დასაწყისი“, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა დარეგისტრირებიდან - საპრეზიდენტო ინაუგურაციამდელ დროის მონაკვეთზე უნდა მოდიოდეს.

ამ კუთხით მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, იმაში თუ რაზე უნდა გვანიშნებდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევისათვის მეორე ტურის ჩატარება.

როგორც უკვე ითქვა ბიბლიისეულ ტექსტი - „...ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], 2011-2012 წლებიდან მოყოლებული საქართველოს პოლიტიკურ არენაზე მყოფ: ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ თავმოყრილ ორ მთავარ პოლიტიკურ ძალაზე მიგვანიშნებს.

და აი, მიუხედავად იმისა, რომ, მიზეზთა გამო, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში - 25 საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთა დომინანტობა აშკარა იყო,

ამ ორი კანდიდატის მონაწილეობით - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებით, კიდევ ერთხელ მოხდა ზემოთხსენებული ორი პოლიტიკური ბანაკის მკვეთრი ხაზგასმა.

ცალკე გვინდა შევეხოთ, საპრეზიდენტო ინაუგურაციის გამართვის ადგილს.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ „სალომეას ცეკვა“, ანუ სახარებაში დაფიქსირებული - მეოთხედმთავარ ჰეროდე ანტიპას მიერ მოწყობილი წვეულება, არა მისი მმართველობის ქვეშ მყოფი სამეფოს დედაქალაქ - ტიბერიადაში, არამედ მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სამეფო რეზიდენციის ციხე დარბაზში გაიმართა.

ბოლო ჟამში გათამაშებულ მისტერიულ პროცესებთან მიმართებაში: სახარებაში მოცემული „სალომეას ცეკვის“ არა „დედაქალაქში“, არამედ, აქ ხსენებულ „აღმოსავლეთით“ განლაგებულ „სამეფო რეზიდენციაში“ გამართვის კოდირებულ მინიშნებებში, ვფიქრობთ ძნელი არაა დავინახოთ. ბოლო ჟამში მისტერიულად გათამაშებული პროცესების გამომკვეთი პარალელი. მართლაც:

ბოლო ჟამში „სალომეას ცეკვის“ არსის შემცველი 2018 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაცია ჩატარდა არა - დედაქალაქ თბილისში,

არამედ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემორჩენილ ერთადერთ სამეფო რეზიდენციაში, კერძოდ საქართველოს აღმოსავლეთში მდებარე - ქალაქ თელავში განთავსებულ მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში.

ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე დაიწყო, სახარებაში მოცემული ე.წ. „სალომეას ცეკვის“ ეტაპის მისტერიული ასრულება.

აქვე დავსძენთ, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო ინაუგურაციის დღეს, უკვე ხსენებული „სალომეას ცეკვის“- „საწყისი ეტაპის“ დასრულების პარალელურად, მოხდა -

2013 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა, ანუ დასრულდა კოდირებული - „გველის მიერ კუდის პირთან მიტანის“ მიმანიშნებელი - „წრედის შეკვრის“ მისტერიული პროცესი.

როგორც ითქვა, ბოლო ჟამისმიერი გადმოსახედიდან, ე.წ. „სალომეას ცეკვის“ პირობითი - „განვითარებისა“ და „დასასრულისეულ“ მონაკვეთში, წინ გველის - იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთისა და უფალ იესუ ქრისტეს გამოჩინებასთან კავშირში მყოფი ეტაპების მისტერიული გამოვლენა, რომელთა თაობაზე წინასწარ საუბარიც სცილდება ჩვენთვის განსაზღვრული მისიის ჩარჩოებს.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

„წრედის შეკვრის“ მისტერიის დასასრული

განსახილველი თემის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, აი, რა გვინდა მოგახსენოთ.

1. 2006 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებულ კრებულში - „ციფრებით გამჟღავნებული საიდუმლო, ანუ ვინ არის მეოთხე?!’, სხვა საკითხებთან ერთად დეტალურად არის გამხილული: ერთის მხრივ - რიცხვი „28“-ისა, და მეორეს მხრივ - ბოლო ჟამის მმართველების კოდირებული არსი. კერძოდ:

„...ცნობილია, რომ - სრულყოფილი რიცხვი ისეთ რიცხვს ნიშნავს, რომლის გამყოფთა ჯამი იმავე რიცხვის ტოლია. ერთეულებში ერთადერთი სრულყოფილი რიცხვია ექვსი; ათეულებში ერთადერთი სრულყოფილი რიცხვია ოცდარვა... და მართლაც - რიცხვი ოცდარვის შემთხვევაში 1+2+4+7+14 ჯამი გასაყოფი რიცხვის სიდიდის ტოლია“ [იხ. იქვე, 17]; და კიდევ:

„„...კოდირებული 28-ის მეშვეობით, ბოლო ჟამის დროთა მდინარების სამი მმართველის ზ. გამსახურდია, ედ. შევარდნაძე და მ. სააკაშვილის დაბადების წლები მიგვენიშნება - 39, 28 და 67...

მაშასადამე, ბოლო ჟამისმიერ დროში - საქართველოს, ვითარცა კოდირებული მსოფლიოს მმართველთა ჩამონათვალი ასეთია: ზ, გამსახურდია, რომელიც ქვეყანას ანტიქრისტეს გამეფებამდე მართავს; ანტიქრისტე - ედ. შევარდნაძე და ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილი, რომელიც ქვეყანას - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად მოსვლამდე უდგას სათავეში...“ [იხ. იქვე, გვ, 19-20].

 

2. როგორც ვიცით, ბიბლიაში, ღმერთის მიერ სამყაროს ქმნადობის აღმწერი ინფორმაციის შემდგომი თხრობა - გველის მიერ, სამოთხეში მყოფი ადამისა და მისი დედაკაცის ცდუნების გადმომცემი ტექსტით გრძელდება:

„გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომელიც გააჩინა უფალმა. უთხრა გველმა დედაკაცს...“ [დაბ. 3,1].

ამ ცდუნების შედეგად - ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხეში ყოფნის უფლება. აქედან მოყოლებული - ეშმაკის, იგივე დასაბამისმიერი ურჩხულისა და გველის მმართველობის, ანუ მთავრობის ქვეშაა დედემიწაზე მცხოვრები ადამის მოდგმა.

ბოლო ჟამის დასასრული სწორედ ამ - გველის, ანუ ამ - წუთისოფლის მთავრის დამარცხებით დგება, როდესაც - „...განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს“ [იოანე 12,31].

აქვე უნდა ითქვას, რომ კოდირებული - „გველი“: ერთის მხრივ - ცდუნების, ხოლო მეორეს მხრივ - სიბრძნის [მკურნალის] სიმბოლოა...

კერძოდ, ბიბლიის მიხედვით, როდესაც, მოსეს მიერ ეგვიპტის ტყვეობას გამოქცეულ ებრაელებს, უდაბნოში შხამიანი გველები შემოესია:

„უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება.

გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა“ [რიცხვ. 21,8-9].

როგორც უკვე არაერთგზის გვითქვამს, ბოლო ჟამის გასრულებისეული ეტაპის მოახლოების დასტურად - პირობითი წრე უნდა შეიკრას, ანუ ერთდროულად უნდა დაიწყოს, როგორც:

ხსენებული „შხამიანი გველის“ სახით გადმოცემული - სამოთხისეული ამბის თხრობით წარმოჩენილი „მაცდური გველის“; ასევე

ამ ნაკბენისაგან განმკურნავი ე.წ. „სპილენძის გველის“ აღმართვის პროცესი.

ამ უკანასკნელის თაობაზე მაცხოვარი ასე მიგვანიშნებს:

- „და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. რათა ყველა, ვისაც სწამს იგი, კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“-ო [იოანე 3,14-15].

 

ზემოთქმულის გახსენება იმისათვის დაგვჭირდა, რათა მკითხველს გავუადვილოთ გაერკვეს:

ერთის მხრივ - საქართველოს მმართველთა ჩამონათვალში კოდირებული „მეოთხეს“ გამოჩენისა; და

მეორეს მხრივ - ხსენებული „სპილენძის გველის“ აღმართვის მისტერიულ არსში.

აღნიშნული ეტაპების „დადგომა“, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, კონკრეტული მოვლენით უნდა მიგვენიშნოს. რომლის თაობაზეც, აი, რა გვინდა მოგახსენოთ:

მკითხველმა იცის, რომ - 1995 წლის 5 ნოემბერს, ერთდროულად ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ჩვენ უარი ვთქვით საარჩევნო პროცესებში მონაწილეობაზე, და 1996-1997 წლების გასაყარიდან მთლიანად გადავერთეთ საქართველოს სულიერი მისიის საკითხის კვლევაში.

2011 -2012 წლების გასაყარზე პოლიტიკურ ასპარეზზე ბ. ივანიშვილის გამოჩენით, მიგვენიშნა რა კოდირებული „ორნი დასასრულამდე დარჩებიანის“ [3 ეზრა 12,21] მისტერიული ასრულების ეტაპის დადგომა, გადავწყვიტეთ ჩვენც ჩავრთულიყავით პოლიტიკურ პროცესებში.

მიზეზთა გამო - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შევძელით.

როგორც ვიცით, ცრუწინასწარმეტყველ - მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის მეორე ხუთწლიანი ვადა 2013 წელს ეწურებოდა. ეს წელი კი, აღმოსავლური კალენდრით - გველის წელიწადი იყო, რომელიც - 2013 წ, 10 თებერვლიდან [ახალმთვარეობიდან] დაიწყო.

შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენც ჩავრთულიყავით 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩვენთვის, 2013 წლის 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა - გვესარგებლა საარჩევნო ტრიბუნით, და მოსახლეობისთვის გვეთქვა დამდგარი ბოლო ჟამისა და საქართველოს სულიერი მისიის დამადასტურებელი ნიშნების თაობაზე.

თავის მხრივ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, 2013 წლის 11 მაისს, საპრეზიდენტო კანდიდატად - გიორგი მარგველაშვილი დაასახელა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ჩემი დარეგისტრირება კი, 2013 წლის 26 ივლისს მიღებული ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით მოხდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ - მე გახლდით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებული 1-ლი პრეზიდენტობის კანდიდატი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ, 1996-1997 წლების გასაყარზე დაარსებული საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგების მოსახლეობამდე მისატანად, აქტიურად ვიყენებდით გაზეთს „დედანი ენის სასწაული“;

შეიძლება ითქვას რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობამ, გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოგვცა - საქართველოს სულიერი მისიის თაობაზე ფართო აუდიტორიის წინაშე სატელევიზიო საუბრების წარმართვისათვის.

 

ამდენად, 2013 წელს, ერთდროულად მოხდა, ორი მნიშვნელოვანი პროცესის დაწყება:

1. ზ. გამსახურდიას, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის ეტაპების მიწურულს, ღია სამოქმედო ასპარეზზე ჩვენი, როგორც - „ძე კაცისას“ კოდირებული არსის მატარებელი ჯგუფის, ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლით, თავისი ათვლა დაიწყო კოდირებული - „მეოთხეს“ არსის მატარებელმა ეტაპმა; და

2. პარალელურად სათავე აიღო ზემოთხსენებული „სპილენძის გველის“ აღმართვის, ანუ გამოჩენისეულმა ეტაპმა.

 

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - გიორგი მარ[გველ]აშვილის გამარჯვება, ბიბლიაში დაფიქსირებული იმ მინიშნების მისტერიული მხარის დამაფიქსირებელია, რასაც ე.წ. წრედის შეკვრის პროცესის დასაწყისი, ანუ - ეშმაკის, დასაბამისმიერი მაცდური გველის - ასპარეზზე ღიად გამოსვლა ჰქვია.

როგორც არაერთგზის გვითქვამს, სახარებისეული მინიშნებაში - ხოლოეშმაკი [აქ - „გველი დასაბამისა“],მათი მაცდური, ჩავარდა ცეცხლისადაგოგირდისტბაში, სადაცარიანმხეცი[აქ - ანტიქრისტე]დაცრუწინასწარმეტყველი; დაეწამებიანდღედაღამ,უკუნითიუკუნისამდე“ [გამოცხ. 20,11], მოახლოებული განკითხვის დღის საბოლოო შედეგია გადმოცემული;

აქ მითითებული კოდები: „ეშმაკი“, „მხეცი“ და „ცრუწინასწარმეტყველი“, ერთ-ერთი თვალთახედვის მიხედვით ასე განიმარტება:

- კოდით: „ეშმაკი“, მიგვეთითება „გველის“ არსის მატარებელი: გიორგი მარ[გველ]აშვილი;

- კოდით: „მხეცი“, გამოყოფილია - ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე; ხოლო

- კოდი: „ცრუწინასწარმეტყველი“ კი, მიხეილ სააკაშვილზე მიგვანიშნებს.

და კიდევ. როგორც ვხედავთ - „ცეცხლისადაგოგირდისტბაში“ ჩავრდნილ „ეშმაკს“, იქ ხვდება, უკვე „ჩავარდნილი“ – „მხეცი და ცრუწინასაწრმეტყველი“.

ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმ მინიშნებაში გარკვევა, რომ აქ მოცემულია, ხსენებულ პირთა „მხილების“ ერთგვარი თანამიმდევრობა:

- 1992-2003 წლებში ხელისუფლებაში მყოფ „მხეცს“, ანუ ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელ ედ. შევარდნაძესა;

და

- 2004-2013 წლებში ქვეყნის მმართველს, ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მიხეილ სააკაშვილს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხის მიერ უკვე აქვთ შესაბამისი განაჩენი გამოტანილი“ [იხ. კრებული „საქართველოს სულიერი მისია - საქართველოს გაბრწყინების სულიერი ასპექტები“ თბ. 2018 წ.].

- რაც შეეხება 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ, „გველის“ არსის მატარებელ გიორგი მარ[გველ]აშვილს, ბოლო ჟამის ეტაპზე მიმდინარე მისი „მხილების“, ანუ ზემოთხსენებული „გველის მიერ წრედის შეკვრის“ პროცესის დასასრული, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადების დღეს დაუკავშირდა.

დასასრულს მკითხველს შევახსენებთ, რომ - 1990 წლის 28 ოქტომბრიდან ათვლით 28-ე, ანუ მიმდინარე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მჭიდროდ იყო დაკავშირებული „გამოჩინების“ [28-ე ასო-ნიშანი „ჩინ“] არსის მატარებელ კოდირებულ რიცხვ 28-სთან.

წინასწარნაუწყებ ნიშანთა ბოლო ჟამის აცხადების მისტერია კი, ნორმით გრძელდება.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი  

 

 

მხილებისეული ეტაპის ქრონიკა

2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობის ბერკეტის ფლობის ფონზე, კვლავ აგრძელებს ე.წ. „მე ვარ და ჩემი ნაბადის“ მატარებელ კურსს.

2018 წ. 11 თებერვალს 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტს მორიგი საკანონმდებლო წინადადებით მივმართეთ. საკითხი ეხებოდა, საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივნის დადგენის მიზნით - „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ვალერი ტეტუნაშვილმა მითხრა, რომ ამ საკითხის განხილვა 2018 წ, 7 დეკემბრის სხდომაზე მოხდებოდა, და რომ საკომიტეტო ფამხილვაში ჩემი მონაწილეობა შეუფერხებლად მოხდებოდა.

მიუხედავად ამისა, ჩემთან, როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორთან შეუთანხმებლად, ჩვენი საკითხი გაიტანეს - 2018 წ. 5 დეკემბრის სხდომაზე.

როგორც ყოველთვის, იურიდიული კომიტეტის წევრთაგან გამოჩენილი თითქმის ნულოვანი დაინტერესების ფონზე წარმართული 5 წუთიანი ე.წ. საკითხის განხილვის პროცესი - უარყოფითი შედეგით დასრულდა.

გთავაზობთ, იურიდიული კომიტეტის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი პასუხისა, და მასზე გაკეთებული ჩვენი - „პასუხის პასუხი“-ს ამსახველ ტექსტებს.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

[წერ. N11750/4-10; 05. 12. 2018]

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის

საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს

ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს!

ასლი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარეს

ბატონ მიხეილ [გელა] სალუაშვილს

 

მის. ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, კორპ. N2, ბ. 95

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

დასკვნა

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით

[N13723, 11. 09. 2018]

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წ. 05 დეკემბრის სხდომაზე განიხილა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით [N13723, 11. 09. 2018].

 

საკანონმდებლო წინადადების არსი

საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავსმ რომ ვინაიდან, საქართველოში ჩატარებული ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოქალაქეთა 84% მართლმადიდებელი ეკლესიისრელიგიის აღმსარებელია, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში უნდა მოხდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართვის ეფექტური მექანიზმის შემუშავება.

ასეთ საშუალებად კი, საკანონმდებლო წინადადებით მიჩნეულია საქართველოს კანონმდებლობაში ასახული იქნას სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი, რომელიც იქნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიხედვით, აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, საკანონმდებლო წინადადების ავტორის თქმით „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, საქართველოს სამოციწულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის მიერ დანიშნულ მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს უნდა ჰყავდეს რომოდენიმე მოადგილე - საქართველოს საპარლამენტო კომიტეტების რიცხოვნობის მიხედვით.

კომიტეტის შეფასება

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო აცტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. ამავე კონკორდატის პირველი მუხლის პიველი პუნქტის თანახმად - სახელმწიფო და ეკლესია თანამშრომლობენ ურთიოერთ დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით.

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონი ემსახურება კონსტიტუციის მე-5 მუხლით განსაზღვრული ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ეფექტურ აღსრულებას, და საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობას.

რაც შეეხება დიალოგს და თანამშრომლობას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რაზედაც მიუთითებს საკანონმდებლო წინადადების ავტორი, ეს დიალოგი და თანამშრომლობა მუდმივად არსებობს და იქნება შენარჩუნებული მომავალშიც, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.

ასევე, კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას მოისმინოს საქართველოს საპატრიარქოს მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე.

დასკვნა

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენი; საკანონმდებლო წინადადებას და მიზანშეუწონლად მიიჩნია მის საფუძველზე კანონპროექტის მომზადება.

პატივისცემით,

ეკა ბესელია

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიულ საკითხტა კომიტეტის

თავმჯდომარეს

ქალბატონ ეკა ბესელიას!

 

პასუხის პასუხი

ქალბატონო ეკა!

თქვენს მიერ გამოგზავნილი „იურიდიულ საკითხთა კომიტეტის“ რამოდენიმე პუნქტიანი დასკვნის“ თაობაზე უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

1. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება დიახაც რომ ეყრდნობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო აცტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების ძირითად პრინციპს, და ურთიერთდამოუკიდებლობის დაცვის პირობებში ითვალისწინებს მათ შორის თანამშრომლობის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას.

2. თქვენს მიერ მოხმობილი - საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი

[1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

4. სახელმწიფოხელისუფლებახორციელდებახელისუფლებისდანაწილებისპრინციპზედაყრდნობით.]

თავისი ზოგადი ჩარჩოდან გამომდინარე განსაზღვრავს, არა მარტო განსახილველი, არამედ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მოქმედი ყველა კანონის სულისკვეთებას.

შესაბამისად, ჩვენი შემოთავაზების თანახმად, საპარლამენტომდივნისშესახებსაქართველოსკანონის პირველივე პუნქტში განხორციელებული ცვლილება, საკანონმდებლო სივრცეში მოაქცევდა, დამატებითი ინსტიტუტის - „საპატრიარქოს საპარლამენტო მდივნის“ თემატიკას.

 

რაც შეეხება, თქვენი კომიტეტის დასკვნის პირობით მე-3 პუნქტს, მის სულისკვეთებას ჩვენც ვუერთდებით, და მიგვაჩნია რომ ამ პოზიციაზე მდგომ პირთა სახელმწიფოს სხვადასხვა მმართველ რგოლებში არსებობა, ქვეყნის ერთიანობის ერთ-ერთი გარანტია.

ჩვენი შემოთავაზება გახლავთ, რომ შეიქმნას, ამგვარი პირადი დამოკიდებულების იურიდიული, ანუ საკანონმდებლო რეგულაციის შემცველი მყარი გარანტიის მქონე მექანიზმი, რაც გამორიცხავს, პირადი დამოკიდებულების სხვაგვარი ინტერპრეტაციის მქონე ცალკეულ პირთა ხელისუფლებაში მოვლის შემთხვევაში, საკითხისადმი სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

სამწუხაროდ, თქვენი ხელმოწერით გამოგზავნილი ზემოთხსენებული დასკვნა, თქვენი გუნდის სახით ხელისუფლებაში მყოფ პირთა მხრიფან, საკითხისადმი არასახელმწიფოებრივად მიდგომის კიდევ ერთ [მორიგ] მაგალითს წარმოადგენს.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარე

 

 

ზეციური განკითხვა

მეუფევ ზეცის, ყოვლისმპყრობელო,

და კაცთა მოდგმის დიდო იმედო,

ნუგეშო, გზაო, მზეო და მთვარევ,

გთხოვ ჩვენ ორს შუა ნურავის გარევ.

მე, ცხოვრებაში ვეძიე გზა - :ჭეშმარიტი“,

და გვიან მივხვდი, რომ შენ ხარ

ყოვლისშემძლე ღმერთი...

შენგან შექმნილი ადამიანი, უფალო,

დაბადებიდან ვილტვი შენამდე.

თითქოს აქა ხარ, თითქოს ჩემში ხარ,

შემდეგ კი, კვლავ მეკარგები... და გეძებ

უკიდეგანო სივრცეში გაშლილს...

მე, ცრუ ღმერთების თაყვანი არ მსურს,

უნდა დაირწას „სიმართლის“ აკვანი.

ჭეშმარიტება მინდა ამგვარი.

წუთისოფელი - ბრძოლის ველია,

სატანასთან ერთად ცხოვრება,

აღარ არის ადვილი.

მძიმე ჯვარი უნდა ზიდო,

დაიმკვიდრო სასუფეველს ადგილი.

ამ ამბავს ვყვები სინამდვილეს,

არ გეგონოთ რომ ეს ხდება ძილში,

სულიერი ორთაბრძოლა:

აღმოვჩნდი „ქვესკნელს“, გველეშაპს ვებრძვი,

მიკვნესის გული,

ალმოდებული შეღავათს ვეძებ,

ვწუნობ :ღმერთობას“, უფალთან ვდავობ,

მკაცრი ხარ - იცი? მე აქ რა მინდა,

ალბათ ეს არის ის :ჯოჯოხეთი?

რატომ და რისთვის?

განა ამისთვის ველტოდი მაღალ ღმერთს?

ზეციდან ხმა ისმის - „განკითხვის ჟამია“!..

აღმსარებლობას ახლა თვალს ვუერთებ,

უშეღავათოდ გამცხრილა არსთა გამრიგემ.

ჩვენი ცხოვრება ანაბეჭდად ღრუბლის კვალშია,

და არაფერი დაიმალება - ზეცის თვალშია.

მოინანიეთ, წამზომი ჩართულია,

და ზეციური განკითხვის ჟამი

ძალიან რთულია...

მე, ზეციურად განკითხული ვარ...

ორთაბრძოლამ დიდხანს გასტანა,

ვერ ჩამოვიშორე გზიდან სატანა.

ვეძიე გზები, ვერ ვპოვე მძლეველი,

და ვეღარ მოვიდა ვერსაით მშველელი.

ადამის მოდგმა აქ უძლურია,

შემომესია ქვესკნელს მკბენარნი,

ძლივს ვიგერიებ.

ვიმედოვნებდი, იქნებ დაეშვას უფლის ფარია,

ბრძოლა გველეშაპთან სულ სხვაგვარია.

ნუ ფიქრობთ ამ დროს დაგიხსნის უფალი,

ან მეგობრობის ის დიდი გული.

ახლა, ღმერთია მხოლოდ მშველელი,

გულში ვდაობდი - გამწირავს ღმერთი?

ამ დროს უეცრად, ზეციდან გაიღო კარი,

და აღიმართა იქ ზეცის ფარი...

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

 

ბოლო ჟამია - ვიფხიზლოთ იბერიელნო!

...გზ აუფლისა - განვამზადოთ, ვიქმნეთ ნათლისმცემელნი!

ეს ჩვენ გვერგო იოანეს ხვედრი ნყგეშმცემელი!..

ფხიზლათ ვიყოთ ქართველებო, სულს არ ვუყოთ ზიანი,

ეპოქალურ მოვლენების ჩვენ ვართ თანაზიარნი...

ხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

...

გამოიღვიძეთ ქართველნო,

წყდება ჩვენი ბედ-იღბალი,

არავინ არ მოგატყუოთ,

გაახილეთ ყველამ თვალი...

როგორ იბრძოდა, თავგანწირული,

სამშობლოსათვის - ის წინაპარი,

და რომ მის ხსოვნას პატივი არ სცეს,

მისი სადარი აბა ვინ არი!..

ნაქებარი ვარ, ერთგული,

დამგმობი ჩვენი მტერისა,

მისთვის პასუხის გამცემი

საკადრის შესაფერისა.

ვინ არ იცის, ღვთისმშობელი

საქართველოს არ სწირავდა,

და ტანჯვაში გამობრძმედილს

მომავლისთვის იფარავდა.

წარიხოცება ეს ყველაფერი,

ვით ჯოჯოხეთის ავი სიზმარი,

მალე გაქრება საქართველოსთვის

დღენი ურგები და საზიზღარი...

გამაგრდი ჩემო სამშობლოვ,

მძლავრი გაიდგი ფესვები,

გააღეთ - კარს გვიკაკუნებს,

ის ჩვენი გადამრჩენელი!..

ეკატერინე

ხრიკული