Print

გაზეთი N 2 [1045]

„კვანძის გახსნის“ კარიბჭესთან, ანუ „მოიჭრას“ თუ...

ჩვენი გაზეთის N 19 [1042}-ში გაშუქებულ - „გათხრილი სამარის“ პირისპირ, ანუ „მეოთხე წლის“-ს მიხტერია“-ში, შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინეთ ბ-ნი ავთო ი.-ს მხრიდან ჩვენთვის თავსმოხვეული უმძიმესი შედეგების გამომწვევი პრობლემის მე-4 წლის, ანუ 2018 წ. 19 იანვრიდან ათვლილი დროის მანძილზე მიმდინარეობის ცალკეული დეტალები [რამეთუ, მკითხველთა წინაშე, ამ გულისტკივილის სრულად აღწერა-გადმოცემა ჩვენს ძალებს აღემატება].

გვინდა შევთხოვოთ ღმერთს პატიება, თუკი ვცდებით [შეუმცდარი ხომ არავინაა], ხოლო მკითხველთა წინაშე გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული ტყუილების ნიაღვარის ოთხი წლის მანძილზე: მე, როგორც ბ-ნი ავთო ი.-სთვის მის მიერ დასახელებული თანხის მოძიებაში შუამავალმა პირმა, დადებული პირობის დღემდე შეუსრულებლობის გამო, ჩემს მიერ პატივსაცემ ადამიანებს: ქ-ნ დინა [დიანა] ჯიქიას, ბ-ნ მევლუდ მამადაშვილსა და ბ-ნ ლევან ჩოხელს უდიდესი სულიერი და ფიზიკური ტკივილი მივაყენე;

ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული ტყუილების ნიაღვრის ოთხი წლის მანძილზე დამდგარი შედეგის მოკლე ჩამონათვალი კი ასეთია:

ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია აგერ უკვე მე-5 წელია საცხოვრებელი ბინის გარეშეა დარჩენილი, და ასეთ ყოფაში ეწევა თავის სატარებელ მძიმე ჯვარს;

ბ-ნმა მევლუდ მამადაშვილმა თავისი საცხოვრებელი კერძო ბინა, საწყის თანხაზე გაცილებით იაფად გაყიდა, და ასე მოახერხა ჩვენთვის გადმოსაცემი თანხის გამომრთმევი თავის ნაცნობთა ნაწილისათვის ვალის დაბრუნება;

ამავე მიზეზით მე იძულებული გავხდი ნახევარ ფასად გამეყიდა ჩემი წინაპრების მიერ დანატოვარი ეზო-კარმიდამო;

ტყუილების დაუსრულებელი ჯაჭვით გაწამებულმა ბ-ნი ლევან ჩოხელის სხეულმა, ვერ გაუძლო რა გულში ჩაბრუნებული წყენის ნიაღვარს, ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენიდან ორი თვის თავზე - 2018 წ. 6 ივნისს დაასრულა ამქვეყნიური მძიმე ჯვრის ტარება;

დღევანდელი გადმოსახედიდან დიდის ალბათობით შემიძლია განვაცხადო, რომ 2018 წ. 25 დეკემბერს, ექიმების მიერ ჩემთვის დადგენილი ღვიძლის დაშლის ბოლო სტადიის დიაგნოზი [იხ. გაზ. N1 [1044], 12. 01. 2019 წ.] სწორედაც რომ, ზემოთ აღნიშნული თავხედური ტყუილების შედეგადაა გამოწვეული.

ტყუილთა ისტორიის თაობაზე საუბრის გაგრძელებამდე, მკითხველს შევახსენებთ, რომ როგორც უკვე ვწერდით, ბ-მა ავთო ი.-მა საკითხის მოგვარების თარიღად 2018 წ, 16 დეკემბერი დაასახელა [იხ. გაზ. N19 (1042], გვ. 8].

მოგვიანებით ბ-მა ავთო ი.-მა, მთელი პასუხისმგებლობით [??] განმიცხადა, რომ როგორც თურმე მას აცნობეს - ამ პრობლემის დადებითად გადაწყვეტა ახალი წლის დადგომამდე მოხდებაო.

მე იქვე ხუმრობით შევახსენე, რომ - დღევანდელი მსოფლიო, ახალი წლის ათვლის რამოდენიმე ვარიანტს იცნობს, კერძოდ:

საერო ახალი წელი: 1 იანვარს აღინიშნება; ძველით ახალი წელი - 14 იანვარს; აღმოსავლური კალენდრის ახალი წელი 22 იანვრის შემდგომი ახალი მთვარის პირველი დღეს იწყება; ბიბლიური ახალი წელი -1(14) მარტს; მუსლიმური სამყაროს ახალი წელი, ე.წ. ნოვრუზ-ბაირამი - გაზაფხულის ბუნიობას: 22 მარტს...

და ყოველივე ამის ფონზე, ის თუ ახალი წლის რომელ ათვლას ეხებოდა მისი ნათქვამი. მან მთელი პასუხისმგებლობით [??] დააზუსტა, რომ ლაპარაკი იყო 2019 წ. 1 იანვრამდე მოსახდენზე.

ახალი წლის წინ გამართულ შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა, მის მიერ გაცხადებული თარიღი, ყოყმანით „დააზუსტა“ - გული მიგრძნობს საკითხის გადაწყვეტა ძველით ახალი წლისათვის უნდა მოხდეს [???], და მოდით - 2019 წ. 14 იანვარს შევხვდეთ, და ყველაფერი შევაჯეროთო.

2019 წ. 14 იანვრის შეხვედრაზე გაჟღერებული, მის მიერ ჩვენდა მიმართ გაცხადებული ტყუილი დაპირებების ფონზე, ერთ-ერთი გამორჩეულ „მარგალიტად“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. კერძოდ:

ორიოდე დღის წინ თურმე მისთვის უცნობებიათ, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის დათქმული ახალი წლის წინა დღეებისეულ მიჯნაში, არა საერო, არამედ მუსლიმური ახალი წელი, ანუ 2019 წლის 22 მარტს აღსანიშნი: ნოვრუზ-ბაირამი იგულისხმებაო. ამიტომ, სხვა რა გზა გვაქვს ამ თარიღს უნდა დაველოდოთო.

ვფიქრობთ, ძნელი არ უნდა იყოს იმ მდგომარეობის წარმოდგენა რაც ლასკარის ოთახში ხდებოდა - ჩემი ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისედაც შეუძლოდ მყოფი, კიდევ უფრო უარესად გავხდი. ბ-ნი ავთო ი.-ს მხრიდან გამოხატული თანადგომა, სამწუხარო რეალობას ვერ ცვლიდა.

სახარებისეული ერთ-ერთი იგავის, ბოლო ჟამისმიერი კუთხით განმარტებისას, ჩვენ ვწერდით:

და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია [აქ - 2015-2016-2017] მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ [სიცრუეზე აგეებული საქმე - უშედეგოდ დამთავრდა]. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს.

ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც [აქ - 2018 წელსაც] აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად [ანუ - 2019 წ.] მოჭერი“ [ლუკა 13,4-9] [იხ. გაზ. N19 (1042], გვ. 1; 12].

ხსენებული მე-4 წელი, ზემოთქმული 14 იანვრის შეხვედრიდან მე-5 დღეს, ანუ 2019 წ, 19 იანვარს იწურებოდა.

შესაბამისად, „ნაყოფის გამოუღებლობის“ შემთხვევაში, აქედანვე იწყებოდა კოდირებული - „გაისად [ანუ 2019 წ.] მოჭერი“-სეული დროითი ეტაპის ათვლა.

დამდგარი რეალობა კი ასეთი გახლდათ:

ჩვენთვის შეუძლებელია განვსაზღვროთ, თუ დროის რა მონაკვეთში უნდა ასრულდეს სახარებაში დაცული „გაისად [ანუ 2019 წ.] მოჭერი“-სეული მისტერია;

როგორც ითქვა, ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ „ნაყოფის გამოღების“ მორიგი მიჯნის, ანუ - 2019 წ. 22 მარტის დასახელება, მე-4 წლის გასვლამდე ანუ 19 იანვრამდე გამართულ 14 იანვრის შეხვედრაზე მოხდა.

ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩვენთვის თავსმოხვეულ პრობლემასთან მიმართებაში ტყუილ-მართლის გამჟღავნების საბოლოო თარიღი 2019 წლის მარტის თვეს არ შეიძლება გადასცილდეს.

შესაბამისად, ადამიანური თვალთახედვით, შეგვიძლია დავუშვათ რომ „ნაყოფის გამოღების“ საბოლოო თარიღად გამოკვეთილი 2019 წ. მარტის თვე, არის კიდეც სახარებაში ხსენებული - „გაისად [ანუ 2019 წ.] მოჭერი“-სეული მისტერიის ასრულების ყველაზე ქვედა მიჯნა.

2019 წლის 22 იანვარს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნმა ავთო ი.-მა ზემოთქმული თვალთახედვის გაცნობის შემდეგ - მთელი პასუხისმგებლობით [??] განმიცხადა, რომ ჩვენს წინაშე მდგარი უმძიმესი პრობლება 2019 წ. მარტის თვეში წარმატებით გადაიჭრებაო.

ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები, სადაც ბ-ნ ავთო ი.-ს მიერ გაკეთებული არჩევანისდა მიხედვით საბოლოო პასუხი უნდა გაეცეს ამ 4 წლის მანძილზე დაგროვილ ყველა კითხვას.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ნიშნები ბოლო ჟამისანი

„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებული მკითხველის გასაგონად, სახარებაში დაფიქსირებული ორი მინიშნების თაობაზე გვინდა გესაუბროთ.

 

ა] „თუ მარილი უმარილო გახდა...“

სახარებაში მოცემულ მაცხოვრის მიერ ნათქვამში ვკითხულობთ - „თუ მარილი უმარილო გახდა...“ [მარკ. 9,50].

კოდირებული - „მარილის უმარილობის“ არსში გარკვევის მცდელობამდე უნდა აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე თემატიკა, „ამირანი მითოსთან“ დაკავშირებული მინიშნებების თაობაზე, გაზ. N1[1044]-ში დაწყებული საუბრის ერთგვარ გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

როგორც ითქვა - „...ამირანის კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი...“-სეული მინიშნების, ბოლო ჟამში მისტერიული აცხადება, ჩვენის აზრით უკავშირდება, 2018 წ. 25 დეკემბრიდან „ც-ჰეპატიტის“ [სამთვიან] სამკურნალო პროგრამაში ჩემს მონაწილეობას, რაც ღვიძლის დაშლის [ციროზის] ბოლო სტადიის ფონზე მიმდინარეობს.

სხვა გართულების პარალელურად, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის დარღვევის გამო, ჩემს ორგანიზმში გარკვეული ოდენობის სითხის დაგროვებაც დააფიქსირეს. შესაბამისად, ექიმმა გამაფრთხილა, რომ მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში თავი შემეკავებინა მარილიანი საკვების მიღებაზე.

და აი, ჩემი ცხოვრების ექვსი ათეული წლის თავზე პირველად ვიგრძენი უმარილო საკვების მიღებით გამოწვეული დისკომფორტი. ჩემთვის - მარილი, მართლაც რომ - უმარულო გახდა.

დაწყებული საუბარი, მაცხოვრისეული მინიშნების სრული ტექსტის შეხსენებით გვინდა დავასრულოთ - „რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება. კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას?

გქონდეთ მარილი თქვენში [კოდია და თითქმის იგივეზე გვითითებს, რასაც, ამირანისა და პრომეთეს მითოსში, არწივისაგან დაკორტნილი ღვიძლის „გამთელება“ ჰქვია] და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის“ [მარკ, 9,49-50].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

ბ] კოდი „სად მიიდრიკოს თავი“-ს საკითხისათვის

ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელი მორიგი მინიშნების თაობაზე საუბრის დაწყებამდე, მოკლედ გვინდა გაგაცნოთ ჩვენი საქმიანობის ისტორიასთან ორგანულ კავშირში მყოფი ერთ-ერთი საკითხის არსი.

1992 წლის იანვრის დასაწყისში დაარსებული ჩვენი პარტია: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“, საოფისე ფართის არქონის პირობებში რამოდენიმე წლიანი საქმიანობის შემდეგ, კერძოდ 1994 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის მაშინდელი გამგებლის მიერ გამოყოფილ - ე.წ. ყოფილი მალაკნების ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ცეკავშირის კუთვნილი შენობის რამოდენიმე ოთახში განთავსდა.

მოგვიანებით, კერძოდ 1996-1997 წლების გასაყარიდან, ამავე ფართის ბაზაზე დაიწყო საქმიანობა თანამოაზრეთა მიერ დაარსებულმა: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელმა „ლაზარეს ინსტიტუტმა“, რომელსაც, დღემდე, მოკლედ „ლასკარის“ სახელით მოვიხსენიებთ.

2002 წლიდან მოყოლებული, ისარგებლეს რა ჩვენი კეთილგანწყობით, ამავე შენობაში ჩვენს მეზობლად მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილთა ერთმა ნაწილმა მეთოდურად დაიწყო ჩვენი კუთვნილი საოფისე ფართის მისაკუთრება.

ბოლო ასეთი „შემოჭრა“ 2009 წლის გაზაფხულზე მოხდა, რის შემდეგაც „ლასკარად“ სახელდებული ჩვენი შესაკრებელი, მანამდე ჩემთვის სამუშაო ფართად განკუთვნილ, ერთ ოთახამდე შევიწროვდა.

ამ ერთი ოთახის ბაზაზე წარვმართეთ, როგორც ბოლო ჟამის თემატიკის მოსახლეობამდე მიტანის; ასევე, 2011 წლის მიწურულიდან, აქტიურ პოლიტიკაში ჩვენი ჩართვის გადაწყვეტილების მიღებიდან გამომდინარე - 2013 და 2018 წლების საპრეზიდენტო; 2014 და 2017 წლების ადგილობრივი, და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საჭირო, მთელი საარჩევნო კამპანია.

ამ კუთხით ერთგვარ გარდამტეხად იქცა 2019 წლის 26 იანვარს, „ლასკარის“ მორიგი შაბათის შეხვედრის დღე.

ჩვენი მკითხველისათვის გასაგები მიზეზიდან გამომდინარე, 2015 წლიდან საკუთარი საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილი ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქიასათვის, მძიმე პირობების შემსუბუქების მიზნით, მოგვიანებით, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ კიდევ 2009 წლიდან ჩვენს კუთვნილ ფართში, გარკვეული წინაპირობით [თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებამდე] მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახისათვის [რომელსაც ამ დროისათვის უკვე მოგვარებული ჰქონდა, იქვე ეზოში მდებარე შენობაში არსებული დამატებითი ფართის მოძიების საკითხი], გვეთხოვა უკან დაებრუნებინა ჩვენი კუთვნილი ფართი.

ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც ხსენებული ოთახი [ჩვენი ოთახის ნახევარი ფართი] უმეტესწილად დაკეტილი იყო, სადაც ზაფხულობით - თვე, თვენახევრის მანძილზე, სოფლიდან ჩამოსული ერთ-ერთი მათი ნათესავი ათენებდა ღამეს.

მიუხედავად ამისა აფხაზეთიდან დევნილმა ამ ოჯახმა სასტიკი უარი განაცხადა, მათსავით აფხაზეთიდან დევნილი ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქიასთვის გამიზნული ჩვენივე კუთვნილი ფართის უკან დაბრუნებაზე.

უფრო მეტიც, ამ ოჯახის „თავი“ აქეთ დაგვემუქრა - მაგ თქვენს ფართზე აფხაზეთიდან დევნილ არაერთ ოჯახს უჭირავს თვალი და, თქვენი პატივისცემიდან [??] გამომდინარე გირჩევთ: თქვენთვისვე ჯობია რომელ ოთახშიც ხართ იმის შენარჩუნებაზე იზრუნეთო.

აშკარა გახლდათ, რომ - ეშმაკის მიერ გონებაარეულ ოჯახის „თავთან“ მორალურ კატეგორიებზე საუბარს აზრი არ ჰქონდა.

ხსენებულ, 2019 წ. 26 იანვრის შაბათ დღეს გამართული „ლასკარის“ სხდომის დასასრულს, ქ-მა დინამ გვთხოვა - თავისი უმძიმესი ყოფითი პრობლემების თუნდაც გარკვეული დროით მოგვარების მიზნით ჩვენი ოთახის გარკვეული ნაწილი ფარდით გამოგვეყო, სადაც იგი ღამის გათევას შეძლებდა.

ჩვენი საპასუხო წინადადება ასეთი გახლდათ - ქ-ნ დინას შევთავაზე, ყოველგვარი ფარდის გავლების გარეშე, შაბათობით დაგეგმილი „ლასკარის“ სხდომებისათვის განკუთვნილი დროის გარდა, შეეძლო ამავე დღიდანვე ესარგებლა „ლასკარისათვის“ განკუთვნილი ფართით, და შაბათიდან - შაბათამდე საცხოვრებლად გამოეყენებინა იგი.

ქალბატონ დინას იქვე გადავეცით „ლასკრის“ ოთახის გასაღების ასლი. მე და ბეჟან შერგელაშვილმა შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგეთ - საცხოვრებელი ფუნქციის ასრულებისათვის გამიზნულ ოთახში მდგარი ავეჯის ნაწილი.

ქ-ნ დინას შევახსენე, რომ კვირის მანძილზე „ლასკარში“ დაგეგმილი სხვადასხვა სავარაუდო შეხვედრის დაწყებამდე ტელეფონით დავუკავშირდებოდი, რათა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად „ლასკარში“ მისვლისას მისთვის რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შემექმნა.

ქ-ნმა დინამ მე და ბ-ნ ბეჟანს უარი გვითხრა სხვა დახმარების აღმოჩენაზე ორიენტირებულ შეთავაზებაზე. შესაბამისად, ჩვენც, დასაძინებლად საჭირო ნივთების მოსატანად წასული ქ-ნი დინას დაბრუნებამდე დავტოვეთ „ლასკარი“.

ამავე დღეს, სხდომის დაწყებამდე „ლასკარში“ მოსულმა ბ-ნა ალექსანდრე თაქთაქიშვილმა, გარკვეული იურიდიული საკითხის გარკვევაში დახმარება მთხოვა, შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაცია გადმომცა. და დაამატა - ორშაბათისათვის დაგეგმილი შეხვედრის დროის დადგენა ტელეფონით მოვახდინოთო.

მიზეზთა გამო ისე მოხდა, რომ - ორშაბათს, 28 იანვარს, ჩვენი ოფისის გვერდით მდებარე სვანეთის უბანში მცხოვრები ბ-ნი ალექსანდრე, დილის 10 საათისთვის სახლში [მუხიანში] მეწვია. მასთან ერთად გავემართეთ „ლასკარისაკენ“, სადაც მისი იურიდიული დოკუმენტაცია მქონდა დატოვებული.

შეთანხმებისამებრ დავაპირე ქ-ნი დინა ტელეფონით გამეფრთხილებინა ჩვენი „ლასკარში“ მისვლის დროის თაობაზე.

წლების მანძილზე გადატანილი სტრესის შედეგად,, ქ-ნ დინას უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა თანამედროვე ტექნიკისადმი [ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი...]. შესაბამისად, მას, მობილური ტელეფონი დიდწილად გამორთული აქვს ხოლმე.

სწორედ ამის გამო „ლასკარში“ ისე მივედით [გზაში 1 საათი მაინც დაგვჭირდა], რომ ქ-ნ დინასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა. კარებზე დაკაკუნების შემდეგ ოთახში შესულებმა შევეცადეთ ყურადღება არ გაგვემახვილებინა „მასპინძლისათვის“ დაუგეგმავი „სტუმრის“ მისაღებად საჭირო არასათანადო პირობებისათვის.

ქ-ნმა დინამ ოთახი სწრაფად მიალაგა, და დროებით დაგვტოვა.

იურიდიულ დოკუმენტაციაში სათანადოდ გარკვევისათვის საჭირო დროისა და გარემო პირობების უქონლობის გამო, ბ-ნ ალექსანდრეს ვურჩიე ჯერ თავის ადვოკატთან მისულიყო, და თუ ჩემი დახმარება მაინც საჭირო იქნებოდა შემდგომში შევხვედრილიყავით. ბ-ნი ალექსანდრე ვფიქრობ სათანადოდ გაერკვა შექმნილ მდგომარეობაში, და ყოველგვარი საყვედურის გარეშე გაემართა ადვოკატისაკენ.

მისი წასვლიდან 10 წუთის შემდეგ მეც დავტოვე ოთახი.

შექმნილი მდგომარეობის ანალიზი ცხადად გვკარნახობდა, რომ, ასეთი სახით, „ლასკარი“ სავარაუდო შეხვედრების გამართვის ადგილად უკვე ვეღარ გამოდგებოდა, ანუ დგებოდა - სახარებაში დაფიქსირებული მორიგი მინიშნების მისტერიულად ასრულების დრო.

30 იანვრის ოთხშაბათ დღეს ტელეფონით დამიკავშირდა ქ. სამტრედიიდან ჩამოსული პოეტი, ბ-ნი დავით ჩირგაძე, და მთხოვა - „ორი-სამი დღით ვარ თბილისში ჩამოსული, თქვენთან შეხვედრა მინდა და სადაც მეტყვით იქ გეახლებითო“.

ბუნებრივია, რომ ტელეფონის მეშვეობით, შექმნილი მდგომარეობის თაობაზე მასთან საუბარი ჩემივე მხრიდან იქნებოდა მიუღებელი,, ამიტომ, ბოდიშის მოხდით განვუცხადე - „მართალია ამხელა გზიდან ჩამოსული ადამიანისთვის შეხვედრის თხოვნაზე უარის თქმა ყოველგვარი ზრდილობის ფარგლებს სცილდება, მაგრამ ალბათ შაბათამდე ჩვენი შეხვედრა ვერ მოხერხდება, შესაბამისად გთხოვთ იქნებ შაბათს მაინც მოვახერხოთ გასაუბრება-მეთქი“.

იმერელი კაცის კვალობაზე, ბ-მა დავითმა წყენა არ შეიმჩნია და შემპირდა - „თუ მოვახერხე შაბათს გეწვევითო“.

„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ, ბოლო ჟამში, „ლასკარი“ [ზოგადად] და მისი ცალკეული წევრები [ინდივიდუალურად], ამა თუ იმ ფორმით ასრულებენ „ძე კაცისასთვის“ განჭვრეტილი ნიშნების მისტერიულად ამცხადებლის როლს.

ბოლო ჟამში მისტერიულად აცხადებულ, ზემოთ ხსენებული - შეხვედრის თხოვნისა და მასზე უარის თქმით გამოწვეული მდგომარეობის მიმანიშნებელ სახარებისეულ ტექსტში ვკითხულობთ:

„მაშინ [აქ - 30/01/2019] მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი [აქ - პოეტი დავით ჩირგაძე] და უთხრა მოძღვარო, თან გეახლები, სადაც უნდა წახვიდე.

იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი“-ო [მათე 8,19-20].

როგორც იტყვიან - მისტერია ნორმით სრულდება.

ჩვენი წინამდებარე სათქმელიც სწორედ აქ გვინდა დავასრულოთ.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

„თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38]

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

 

ფილმი - „სახარებაი ესე სასუფეველისაი“

„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებულმა ბოლო ჟამის მაცხოვრებლებმა იციან, რომ დაარსებიდან მოყოლებული, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი გახლავთ: ბიბლიასა და სხვა წერილობით წყაროებზე დაყრდნობით დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებისწინა „ბოლო ჟამად“ სახელდებული დროის დადგომა.

თავის მხრივ, ბიბლია, და ბოლო ჟამის დადგომისეული ნიშნების შემცველი სხვა წერილობითი წყაროები, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ოღონდ ესაა - ყველას ხვედრი არაა ესმოდეს [და არც ესმით], მათში გადმოცემულ იგავთა შინაარსი.

მე-10 საუკუნის წერილობითი წყარო - იოანე-ზოსიმესეული ტექსტი: „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“- ბოლო ჟამის დადგომის ნიშნების გაცხადების მისიის მატარებელ ერად, სწორედ - ქართველ ერს მოიაზრებს, რასაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ.

წმიდა წერილებში დაცულ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშნებს შორის, თავისი გამორჩეული ადგილი, მაცხოვრის მიერ გაცხადებულ შემდეგ სამ შეგონებას უკავია. კერძოდ:

პირველი შეგონება:

„და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?  

იესუმ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტე, და მრავალს აცდუნებენ. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული“ [მათე 24,3-5; 14].

ჩვენის აზრით აქ ხაზგასასმელია მინიშნება - „...იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული“;

პირობითი მეორე შეგონება გვიკონკრეტებს, თუ რამდენად დიდი მადლის მატარებელნი იქნებიან ისინი რომლებსაც ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების დროში მოუწევთ ცხოვრება:

ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი, იმიტომ რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი, იმიტომ რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს[მათე 13,16-17].

მესამე შეგონება ხაზს უსვავს, რომ, მიზეზთა გამო, ყველა ვერ შეძლებს დასანახ-მოსასმენი იგავური თემატიკის მართებულ გააზრებას:

„და როცა ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა, თორმეტ მოწაფესთან ერთად, ჰკითხეს იგავის აზრი. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთ ყველაფერი იგავით ეთქმის. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები“-ო [მარკ. 4,10-12].

როგორც მოგეხსენებათ ბიბლიაში დაცული წინასწარნაუწყები ნიშნების, ბოლო ჟამში აცხადების ეტაპებისდა მიხედვით, 1997 წლის დასაწყისიდან გამომავალი ჩვენი გაზეთის „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს ფურცლებიდან დღემდე ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ბოლო ჟამის თემატიკით დაინტერესებულ მკითხველს.

2011 წლიდან, ანუ პოლიტიკაში ჩვენი აქტიურად ჩართვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, როგორც - საპრეზიდენტო [2013 და 2018 წ.წ.], ასევე - ადგილობრივი [2014 და 2017 წ.წ.], თუ - საპარლამენტო [2016 წ.] არჩევნებში ჩვენი მონაწილეობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საარჩევნო ტრიბუნის გამოყენებით გვეუწყებინა მოსახლეობისათვის იმ დრო-ჟამის დადგომის თაობაზე რომელსაც სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმის გაცნობიერებული ნაწილი ელოდება.

2018 წლის აპრილის თვეში - ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის“ აკადემიის დაარსების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - ფილმის გადაღების თაობაზე, რომელშიც, ბოლო ჟამის თაობაზე ჩვენი მრავალწლიანი კვლევის შედეგები იქნებოდა ასახული.

ამ მიზნით გამოვაქვეყნეთ ე.წ. „ფილმის სცენარი“, სახელწოდებით: საქართველოს სულიერი მისია - საქართველოს გაბრწყინების სულიერი ასპექტები“.

ფილმის საბოლოო კონდიციამდე მიყვანის მთელი სიმძიმე მე და ბატონმა სოლომონ ბაიაშვილმა ვიტვირთეთ:

2018 წ. 24-25 ივნისს, საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში, „ღვინის გზის“ სახელობის დარბაზში, მოვახდინეთ ხსენებული სცენარის 3 საათიანი ხანგრძლივობის აუდიო მასალის სახით ჩაწერა;

ფილმისათვის საჭირო ტექსტის ჩაწერის შემდეგ, 2018 წლის ივლის-აგვისტოს თვე, ფილმისათვის საჭირო ვიზუალური მასალის გადაღებას დასჭირდა;

2018 წ. 11 ივლისს, მომზადებულ იქნა მომავალი ფილმის, 1 წთ და 56 წმ-ის ხანგრძლივობის ე.წ. „ქუდი“;

ფილმის ოპერატორის მოვალეობის წარმატებით შესრულების შემდეგ, სექტემბრის თვიდან ბატონი სოლომონ ბაიაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო ფილმის მონტაჟის ეტაპი, რომელიც 2019 წ. 28 იანვარს დავასრულეთ.

მომზადდა - 41 წმ-ის ხანგრძლივობის ე.წ. სარეკლამო რგოლი;

ფილმის საბოლოო სახელდებად - „სახარებაი ესე სასუფეველისაი“ შეირჩა;

მომზადდა ფილმის სამი პირობითი ვარიანტი. კერძოდ:

 

ფილმის პირველ ვარიანტში, მომზადებული მასალის მაყურებლისათვის ადვილად აღქმის მიზნით, ფილმი, სხვადასხვა ქრონომეტრაჟის მქონე - 14 სერიად დაიყო. ესენია:

8 წთ. და 16 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე 1-ელ სერიაში ფილმის ზოგადი არსის თაობაზეა საუბარი;

11 წთ. და 36 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-2 სერიაში გაეცნობით განკაცებული მაცხოვრის - უფალ იესუ ქრისტეს პირველი და მეორედ მოსვლის; „განკითხვის დღისა"; და „პირველი“ და „მეორე“ სიკვდილის მთავარ არსთან დაკავშირებული საკითხებს;

11 წთ. და 53 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-3 სერიაში ვიხილავთ: მესიის მოსვლის დროსთან მიმართებაში ბიბლიურ სწავლებას „ბოლო ჟამისა“ და რეინკარნაციის მთავარი არსის თაობაზე;

14 წთ. და 21 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-4 სერიაში ვსაუბრობთ: ბოლო ჟამის შეცნობის თემატიკით დაკავებულ მსოფლიო ხალხებს შორის ქართველი ერისა და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს როლის თაობაზე;

11 წთ. და 22 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-5 სერიაში ვცდილობთ ვუპასუხოთ კითხვას: რაში მდგომარეობს საქართველოს სულიერი მისია;

15 წთ. და 05 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-6 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიური ისტორიის ამსახველ „პირველი და მეორე მხეცის“ პოლიტიკურ ასპექტებს;

16 წთ. და 21 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-7 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიური ისტორიის ამსახველ „პირველი და მეორე მხეცის“ ბიბლიურ ასპექტებს;

18 წთ. და 17 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-8 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ ზვიად გამსახურდიას, ანუ „ცხებული მეფის“ არსის გამომკვეთ პოლიტიკურ და ბიბლიურ ასპექტებს;

23 წთ. და 01 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-9 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ ედუარდ შევარდნაძის, ანუ ანტიქრისტეს არსის გამომკვეთ პოლიტიკურ და ბიბლიურ ასპექტებს;

14 წთ. და 24 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-10 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ მიხეილ სააკაშვილის, ანუ ცრუწინასწარმეტყველის არსის გამომკვეთ პოლიტიკურ და ბიბლიურ ასპექტებს;

14 წთ. და 57 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-11 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ „ვარდების რევოლუციიდან“ - ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდელი დროის შესაცნობ მინიშნებებს;

11 წთ. და 34 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-12 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ „ორხელისუფლებიანობისეულ“ ეტაპთან დაკავშირებულ მინიშნებებს;

13 წთ. და 20 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-13 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ „გველის“ მიერ „წრედის შეკვრის“ მისტერიის გამომკვეთ მინიშნებებს;

11 წთ. და 19 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-14 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ „ნარ-ეკალისა“ და „სალომეას ცეკვის“ მისტერიის პოლიტიკურ და ბიბლიურ ასპექტებს.

 

ფილმის მეორე ვარიანტი შედგება თემატიკისდა მიხედვით დალაგებული სამი ნაწილისაგან. ესენია:

47 წთ და 52 წმ-ის ხანგრძლივობის პირველ ნაწილში, სახელდებით: „ჟამი საიდუმლოს გაცხადებისა“, - გაერთიანებულია ფილმის 1-5 სერია;

28 წთ და 57 წმ-ის ხანგრძლივობის მეორე ნაწილში, სახელდებით: „საქართველო და რუსეთის იმპერიის ორი ბოლო წარმონაქმნი: სსრკ და დსთ“, - გავაერთიანეთ ფილმის მე-6 და მე-7 სერიები;

1 სთ 32 წთ და 10 წმ-ის ხანგრძლივობის მესამე ნაწილში, სახელდებით საქართველოს ბიბლიური ისტორიის ამსახველი ჯაჭვის რგოლები: ზ. გამსახურდია, ედ. შევარდნაძე, მ. სააკაშვილი, ბ. ივანიშვილი, გ. მარგველაშვილი, ს. ზურაბიშვილი...“, თავი მოვუყარეთ ფილმის 8-14 სერიებს;

 

და ბოლოს, მომზადდა ფილმის 1 სთ და 40 წთ-ის [ანუ - 100 წუთის] ხანგრძლივობის ე.წ. მოკლე ვერსია“ სახელდებით: „ჯაჭვის რგოლებად ასხმული საქართველოს ბიბლიური ისტორია“.

ფილმზე _სახარებაი ესე სასუფეველისაი“-ს შესახებ საუბარი, ზემოთ უკვე წარმოდგენილი მაცხოვრის შეგონების ფონზე მომზადებული, ბოლო ჟამის მაცხოვრებელთადმი განკუთვნილი ასეთი მიმართვით გვინდა დავასრულოთ:

 

ბოლო ჟამის მაცხოვრებელნო!

განურჩევლად იმისა გაქვთ თუ არა სურვილი ან დრო, ანდა მიგიწვდებათ თუ არა ხელი ჩვენს მიერ მომზადებულ ფილმში გადმოცემული მასალის სათანადოდ გააზრებისათვის; გვინდა გაუწყოთ შემდეგი:

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტისა“ და ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ მიერ წარმოებული კვლევის ბაზაზე მომზადდა ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ფილმი _სახარებაი ესე სასუფეველისაი“, რაც იმ მინიშნების მისტერიულად აცხადებას ემსახურება, რომელშიც მაცხოვარი ბრძანებს:

- „...იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული“ [მათე 24,14];

ზემოთქმულის მისტერიულად მიმდინარე პროცესის ფონზე, სწორედ თქვენთვის, ანუ ბოლო ჟამის მაცხოვრებელთათვისაა განკუთვნილი უფალ იესუ ქრისტესეული:

როგორც მოწოდება-შეგონება:

ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი, იმიტომ რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი, იმიტომ რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს[მათე 13,16-17],

ასევე მკაცრი გაფრთხილება:

„...თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთ ყველაფერი იგავით ეთქმის. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები“-ო [მარკ. 4,10-12].

ჩვენ, ღმერთის ნებით, ვცდილობთ მოვიხადოთ ჩვენი ვალი თქვენდამი!

ღმერთმა მოგცეთ წარმოდგენილი მასალის სათანადოდ გაზრებისა და მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

„თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38]

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

 

 

ზღაპარი

ოჯახური სანქციები

ერთმა მხატვარმა კაცმა მომღერალი ქალი შეირთო ცოლად მხატვარი ეჭვიანი და ახირებული ხასიათის კაცი იყო... ეგრეთწოდებული საქციები დაუწესა ცოლს

ერთ დღეს განუცხადა - ქალბატონო ლორენა, მოგიწევთ სცენა დაივიწყოო; ეგრეთწოდებულ ქალთა შეკრებას გამოემშიდობე; გიკრძალავ სასულიერო პირებთან ურთიერთობას. თუ გსურს სახლში ილოცეო;

ერთადერთი - ფულზე სანქციას ვერ დაგიწესებ, რადგან ფული, ისედაც არა გვაქვსო. ასე რომ, ძვირფასო ლორენა, როდესაც შავზე გეტყვი - თეთრია-მეთქი, მოგიწევს შენც იგივე გაიმეორო და დღეიდან ინდაურივით ყლაპე ყველაფერიო...

ამ დროს ლორენა ყავას მიირთმევდა... სახეზე ფერი ეცვალა და ფინჯანი ხელიდან გაუვარდა. დარეტიანებულ ლორენას უკვე თვითგამორკვევა უჭირდა, ვერ გაეგო - გათხოვდა თუ დააპატიმრეს...

ლორენას ადგილზე, იმ დღეს, საკუთარ ბედისწერას ყველა დასწყევლიდა...

მას შემდეგ ლორენამ დიდხანს იავადმყოფა. ბევრჯერ მოინახულეს ამირანის მეგობრებმა ლორენა.

ერთ დღეს, ამირანს - დიდი ხნის უნახავი მეგობარი ჩამოუვიდა სტუმრად. უცნაური ის იყო რომ მეგობარმა საჩუქრად ბარი მოუტანა.

„კი მაგრამ, შე კაი კაცო, ნაკვეთი მე არა მაქვს და მეურნეობა, ბარი რომ მოგქონდა, არ გიჯობდა - პური ან ღვინო წამოგეღოო“ -უთხრა ამირანმა...

„ბიჭო ამირან, - მიუგო მეგობარმა, - შენი და შენი ცოლის ამბავი რომ შევიტყვე - მეწყინა, ძმობილო, მოგიკლავს ეგ ქალი და რომ დაასაფლავო ბარი წამოგიღეო“...

„ჯეირან, ბიჭო, ნუ იცი შენ ასე კახურად ლაპარაკი“ - აენთო ამირანი, და ისე უსიამოვნოდ აუდუღდა ძარღვებში სისხლი, რომ აღარც კახელების მონოლოგები სურდა გაეხსენებინა და არც ქართლელთა ეპილოგები...

ამირანს მხოლოდ განმარტოება სურდა... ლორენას კი - გაქცევა, ოღონდაც არ იცოდა საით.

გამოხდა დრო-ხანი და ლორენა მართლაც გაიქცა... დაიკარგა მისი გზა და კვალი...

ამირანს კი სურდა საკუთარ თავს გაქცეოდა, მაგრამ გზა „არსაით“ იყო...

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

ჩემი საშობაო ნატვრა

იქნება და ჩემო გულო

შენც გამიხდე ბეთლემი,

ბაგა გახდე, სადაც იშვა

ღმერთის სიბრძნე ულევი!

სადაც იშვა ყრმა იესუ,

სიყვარული, სინათლე,

სიმშვიდე და წყალობა,

სიმდაბლე და სიმართლე!

ზეცის დიდი საიდუმლო -

ჭეშმარიტი ნათელი,

სასოება, სიხარული,

ჩაუქრობი კანდელი!..

გულის გულში ყრმა იესუს

მეც ავუნთე სანთელი,

მოვიწვიე წმიდა დედა -

წმიდა ღმერთის მშობელი...

გიწვევთ, რათა სამუდამოდ

ჩემში დარჩეთ ელვარე!..

ჭეშმარიტება ჩემს გულში -

ცოცხლად შენთვის მღელვარე!..

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

...

ყველას გლოცავთ, ვინც კი რწმენით

მომლოდინობს, თვალნათელობს,

და გისურვებთ თქვენი „კარი“

უფალს მალე შემოეღოს!..

მე, ჩემმა ბედმა - ბუნების კარის

გამიღო ოხვრით, მწარე ღიმილით,

და შთამაგონა, რომ ლექსი არის

ქვეყნის და კაცის გულისტკივილი...

ზოგს - ცხოვრებაში არ გაუმართლა,

მე მათ გულგრილად გვერდს ვერ ავუვლი,

მათთან - ყოველთვის უხერხულად ვარ:

თითქოს მე მქონდეს დანაშაული.

შემოქმედება, თურმე - ჯვარცმაა,

მოყვრის „სიმცირე“ და მტრის „სიმდიდრე“,

არ გაგიკვირდეთ არც ერთი მარცხი,

გამარჯვება კი - მუდამ გიკვირდეთ!..

ეკატერინე

ხრიკული