Print

გაზეთი N 3 [1046]

„ნერვიული სისტემის გადაძაბვა“, ანუ

ხალხურ მედიცინაში დაფიქსირებული მინიშნების მისტერია

წინამდებარე თხრობა, მკითხველისათვის კარგად ნაცნობი თემის: ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ოთხი წლის მანძილზე [ნებსით თუ უნებლიედ] ჩვენთვის თავსმოხვეული ტყუილების ისტორიის გაგრძელებას წარმოადგენს.

ა.წ. 16 თებერვალს, ლასკარის სხდომაზე ქ-მა ლეილა მეფარიძემ მოიტანა ხალხური მედიცინის ერთ-ერთ კრებულში დაცული რეცეპტების ამონაწერი, სადაც

ღვიძლის დაავადების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას, „ჩვენი ღირსებანის“ წიგნის [2014 წ.] ავტორი ნინო მინდაძე წერს - „...ხალხური მედიცინა... დაავადების გამომწვევ მიზეზად - კვების არასწორ რეჟიმს, ზედმეტად ცხიმიანი, წიწაკიანი და მარილიანი საკვების მიღებას, გაციებას, მძიმე ფიზიკურ შრომას, ასევე - ნერვიული სისტემის გადაძაბვას მიიჩნევს...“, და რომ დაავადებულს - „...უკრძალავდნენ მძიმე ფიზიკურ შრომას; ცდილობდნენ ავადმყოფისათვის მშვიდი გარემოს შექმნას...“ [იხ, იქვე, გვ. 154-155].

ა.წ. 2 თებერვალს, ჩვენი გაზეთის N2[1045}-ში ვწერდით - „დღევანდელი გადმოსახედიდან დიდის ალბათობით შემიძლია განვაცხადო, რომ 2018 წ. 25 დეკემბერს, ექიმების მიერ ჩემთვის დადგენილი ღვიძლის დაშლის ბოლო სტადიის დიაგნოზი [იხ. გაზ. N1 [1044], 12. 01. 2019 წ.] სწორედაც რომ, ზემოთ აღნიშნული თავხედური ტყუილების შედეგადაა გამოწვეული“.

ზემოთ წარმოდგენილი მინიშნების გაცნობის შემდეგ, უკვე თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბ-ნი ავთო ი.-ს მხრიდან, ოთხი წლის მანძილზე მომდინარე ტყულებისაგან გამოწვეული „ნერვიული სისტემის გადაძაბვის“ კულმინაციის შედეგი, სწორედაც რომ 2018 წ. ნოემბერ-დეკემბერში გამოვლინდა. მივყვეთ თანამიმდევრობით:

გაზ. N 19 [1042] ვწერდით - „ჩემი, მევლუდ მამადაშვილისა და დინა [დიანა] ჯიქიას თანდასწრებით, 27 ოქტომბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა მორიგი „საბოლოო“ პირობა დადო და თქვა, რომ - 6 ნოემბერს ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდებაო“.

ამ თარიღიდან ერთი დღით ადრე [05. 11. 2018 წ.] ბ-მა ავთო ი.-მა ტელეფონი გათიშა. მისი უშედეგო ძებნისა და უდიდესი ნერვიული გადაძაბვის ფონზე მიმდინარე ერთი თვის თავზე - 2018 წ. 28 ნოემბერს ბ-მა ავთო ი.-მა, საქმის წარმატებით მოგვარების მორიგ „საბოლოო“ თარიღად - 2018 წ. 16 დეკემბერი დაასახელა.

და აი, „ნერვიული გადაძაბვის“ უარყოფითი შედეგის პირველი გამოვლენა იმავე საღამოს მოხდა:

„...29 ნოემბრის დილას უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შევხვდი. მაღალ სიცხეს თან დაერთო მუცლის შებერილობა და სუნთქვისას გამოწვეული მუცლის გაუსაძლისი ტკივილი. სახეზე ყვითელი ფერი დამედო...

გადავწყვიტე, მუხიანში მდებარე პოლიკლინიკა-ჰოსპიტალში მივსულიყავი სისხლის საერთო ანალიზის ასაღებად. ოჯახის ექიმმა კატეგორიულად მოითხოვა ჰოსპიტალში დარჩენა და საჭირო სამკურნალო კურსის ჩატარება. წინააღმდეგობის გაწევის თავიც კი არ მქონდა.

ქართულ - ფრანგული ჰოსპიტალის „მედისონის“ შოკიდან გამოყვანის სპეციალურ ოთახში სამ საათიანი ყოფნის შემდეგ გამოტანილი წინასწარი დიაგნოზი ასეთი გახლდათ: ორმხრივი ფილტვების მწვავე ანთება; ელენთისა და ღვიძლის გადიდება“ [იხ. გაზ. N 19 [1042].

29 ნოემბერსვე აღებული სისხლის საერთო ანალიზის 22 მაჩვენებლიდან - 10, უარყოფით შედეგს აფიქსირებდა;

დათქმულ 16 დეკემბრამდე გამართული შეხვედრის თაობაზე, გაზეთის იმავე ნომერში ვწერდით - „მოგვიანებით ბ-მა ავთო ი.-მა, მთელი პასუხისმგებლობით [??] განმიცხადა, რომ როგორც თურმე მას აცნობეს - ამ პრობლემის დადებითად გადაწყვეტა ახალი წლის დადგომამდე მოხდებაო“.

იმ დღესვე ვიგრძენი, რომ ამდენი სიცრუით გამოწვეული ნერვიული გადაძაბვის გამკლავება-განეიტრალების ფონზე, ეშმაკის მიერ დაგებულ სიცრუის მახეში გაბმული ბ-ნი ავთო ი.-ს სულის ხსნის გზაზე სიარული, ჩემს ადამიანურ ძალებს აღემატებოდა.

მუხიანის ჰოსპიტალში - „ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ, ექიმის დაჟინებული თხოვნით, დიღომში მდებარე ქართულ-ფრანგულ კლინიკა „ჰეპაში“ მივედი. სისხლის პირველადმა ანალიზმა, ორგანიზმში ე.წ. „ც ჰეპატიტის“ არსებობა დაადასტურა...

13 დეკემბერს ჩატარებული - სისხლის საერთო ანალიზისა და ეხოსკოპიური კვლევის შედეგების შეჯერების შემდეგ, 24 დეკემბერს ექიმებმა მაცნობეს, რომ - ამჟამად - ღვიძლის დაზიანების მე-4 სტადიის - „ციროზის“ მიმდინარეობის ყველაზე უმძიმეს ფორმასთან გვქონია საქმე.

ამავე დღეს ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზის 20 პუქტიანი მონაცემიდან, მხოლოდ 4 მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში. ანუ გაირკვა, რომ ხსენებული 29 ნოემბრიდან ათვლით ორი კვირის თავზე სისხლის საერთო მაჩვენებელი საგრძნობლად გაუარესდა - „შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, და 2018 წლის 25 დეკემბრიდან დამიწყეს, საკმაოდ ძვირად ღირებული [96 000 დოლარი] „ც ჰეპატიტის“ უფასოდ მკურნალობის სამთვიანი კურსით გათვალისწინებული მკურნალობა“.

მორიგი სიცრუის გამოვლენა 2019 წლის 14 იანვარს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე მოხდა. ბ-მა ავთო ი.-მა დიდსულოვნად მაცნობა - „ორიოდე დღის წინ თურმე მისთვის უცნობებიათ, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის დათქმული ახალი წლის წინა დღეებისეულ მიჯნაში, არა საერო, არამედ მუსლიმური ახალი წელი, ანუ 2019 წლის 22 მარტს აღსანიშნი: ნოვრუზ-ბაირამი იგულისხმებაო. ამიტომ, სხვა რა გზა გვაქვს ამ თარიღს უნდა დაველოდოთო“ [იხ.გაზ. N 2 [1045].

ამ ინფორმაციით მიღებული ნერვიული გადაძაბვის შედეგი 2019 წლის 22 იანვარსა და 19 თებერვალს აღებულ სისხლის საერთო ანალიზში აისახა. კერძოდ:

22 იანვრის მაჩვენებელში, 2018 წ. 13 დეკემბრის შედეგთან მიმართებით, სისხლის ანალიზი დამატებით 9 პუქტში; ხოლო 19 თებერვლის მაჩვენებელი, 22 იანვრის მონაცემთან მიმართებით კიდევ 12 პუნქტით გაუარესებულიყო.

ჩემი, მევლუდ მამადაშვილისა და დინა [დიანა] ჯიქიას თანდასწრებით, 2019 წ. 15 იანვარს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნ ავთო ი.-ს განვუცხადე, რომ ჩემი შინაგანი ადამიანური რესურსის მაქსიმალური მობილიზების პირობებში, ღვიძლის ფუნქციის დაკარგვის ფონზე, ალბათ 2019 წლის მარტის დათქმულ თარიღამდე როგორმე „მივაღწევდი“. ამიტომ მაქსიმალური მობილიზება მოეხდინა, რათა ეს თარიღიც - მორიგი ტყუილის გამოვლენის დღედ არ ქცეულიყო.

იქვე გავაფრთხილე - „სამარის კარამდე ჩემი მიმყვანის როლის შემსრულებლად ყოფნის პერსპექტივაზე დროულად ეთქვა უარი, თორემ მასზე უბედური ადამიანი დედამიწაზე ძნელად თუ ვინმე შეიძლებოდა ყოფილიყო!...“.

იგივე განვუცხადე 2019 წ. 19 თებერვლის შეხვედრაზეც. ამ დღეს მომხდარის თაობაზე კი, აი რა მინდა მოგახსენოთ.

ქართულ-ფრანგული კლინიკა „ჰეპა“-ს დირექტორი ბ-ნი ლევანი, ჩვენი ლასკარის წევრის ქ-ნ ნათელა მელქაძის ძმისშვილი გახლავთ. მასთან სამკურნალოდ მისვლიდან მოყოლებული, იგი ჩემს მიმართ მუდამ კეთილი და გულისხმიერი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

მოგვიანებით მისი ეს დამოკიდებულება ერთგვარად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დეკემრიდან ათვლით მასთან სულ რაღაც 2-3-ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი, ა.წ. თებერვლიდან ათვლით მან შეწყვიტა ჩემი ტელეფონის ზარების პასუხი [ხან არ მპასუხობდა, ხანაც მეორე ზარიდანვე მითიშავდა].

ჩემთვის აუხსნელი, მისი მხრიდან გამოვლენილი ცივი დამოკიდებულების მორიგ ნიმუშად 19 თებერვალი იქცა. ამ დღეს სისხლის მორიგი ანალიზის შედეგის ასაღებად 14 სთ-ზე „ჰეპაში“ მისული, თითქოს სულ სხვა [არასასიამოვნო] გარემოში მოვხვდი.

მიმდინარე მისტერიული პროცესის ახსნა, ბ-ნი ლევანის კაბინეტის კარზე დაფიქსირებული გვარის- „მჭედლიშვილი“ წაკითხვის შემდეგ „მომეცა“. მიზეზთა გამო მის გვარზე აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია.

ბატონი ლევანის გვარისა და კლინიკაში შექმნილი ცივი დამოკიდებულების შეჯერების შედეგად ნათელი გახდა, რომ საქმე უნდა გვქონოდა ამირანის მითოსში დაფიქსირებული: ერთის მხრივ - „ღვიძლისა“ და მეორეს მხრივ - ჯაჭვის აწყვეტასთან „მჭედლების“ საკითხის ურთიერთ-კავშირთან.

მისტერიული პროცესი გვკარნახობდა რომ „მიდიოდა“ - „მჭედლები“ მორიგი „მზადება“, ამირანის მიერ ჯაჭვი გაწყვეტის „არ დაშვებასთან“ დაკავშირებით.

კლინიკიდან წამოსულმა, ავტობუსში თავი შეუძლოდ ვიგრძენი. გემოგლობინის დონის დაცემის შეჩერება შოკოლადის მცირე ნატეხის მიღებით ვცადე, მაგრამ უკვე თითქოს გვიან იყო. იძულებული გავხდი „სარაჯიშვილის“ მეტროსთან ჩამოვსულიყავი.

ბედად იქვე ჩამოსაჯდომი შევნიშნე. ვგრძნობდი გონების დაკარგვამდე აღარაფერი მაკლდა. ტელეფონით ჩემს შვილს - საბას დავურეკე, ვუთხარი სადაც ვიყავი, და იქვე დავამატე - „5 წუთში დამირეკე, თუ ვერ გიპასუხე ე.ი. გონება დავკარგე, და მხოლოდ ამის მერე წამოდი ჩემსკენ-მეთქი“.

წამიერი გათიშვიდან სიცივის შეგრძნებამ გამომიყვანა. თავს ძალა დავატანე და გაციებისაგან თავის არიდების მიზნით, შევეცადე მეტრში ჩავსულიყავი. ვაგონიდან საბას დავურეკე - „ეხლა თითქოს ოდნავ უკეთ ვარ, და ლასკარისაკენ მივდივარ, 16 სთ-ზე შეხვედრა მაქვს დანიშნული-მეთქი“.

მეტროდან ამოსულმა, შინაგანი სიცივის შეგრძნების ფონზე, ლასკარამდე ძლივს მივაღწიე. სიცივის შეგრძნების მოხსნის მიზნით, რამოდენიმე წუთის შემდეგ მეზობელს ქ-ნ მზიას ვთხოვე ერთი ჭიქა ადუღებული წყალი მოეწოდებინა.

მკითხველმა იცის რომ ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია, ბ-ნი ავთო ი.-ს მხრიდან თავსმოხვეული ტყუილების შედეგად გამოწვეული მისი 4 წლიანი უბინაობის პრობლემის დროებით მოგვარებას ლასკარში სამი კვირის მანძილზე ღამის გათევით შეეცადა. 17 თებერვალს ქ-ნი დინა ზუგდიდში გაემგზავრა.

და აი, 19 თებერვალს ლასკარში მისულმა მაგიდაზე „პარკში“ ჩადებული, გაუხსნელი ლეღვის მურაბა შევნიშნე [როგორც მოგვიანებით დავადგინე მეზობელს შემოუთავაზებია ქ-ნ დინასთვის]. გავიფიქრე - ჩაის ფერი მაინც არ მესმევა და ბარემ მურაბიან ცხელ წყალს მაინც დავლევ მეთქი.

ამასობაში 16 სთ-იც გახდა და ლასკარში ბ-ნი ავთო ი.-იც მოვიდა.

ლეღვის მურაბა გავხსენი - სიმჟავის მძაფრი სუნი ადიოდა. ბ-მა ავთომაც იგივე დამიდასტურა, თუმცა გადამოწმების მიზნით ქ-ნ მზიასთან შეკრებილ მეზობლებსაც დავეკითხეთ.

ამჟავებული ლეღვის მურაბას აბა რაღას გამოვიყენებდი და შაქრიანი ცხელი წყლის დალევით დავკმაყოფილდი. ცოტაოდენი შოთის პურისა და შოკოლადის ფილის მიღებიდან ნახევარ საათში საუბრის გაგრძელებისათვის საჭირო ენერგია დამიბრუნდა.

ბ-ნი ავთო მეზობლებთან გავიდა ჭიქის დასაბრუნებლად. ამასობაში გადავწყვიტე სასაუბროდ განკუთვნილ მაგიდაზე დადებული ლეღვის მურაბიანი „პარკი“ სანაგვე ურნისაკენ გადამედო. თუმცა, უცებ „პარკის“ ძირი გაიხსნა, ლეღვის მურაბიანი მინის ქილა იატაკზე დავარდა და რამოდენიმე ნაწილად დაიმსხვრა.

ერთობლივი ძალებით ნახევარი საათის მანძილზე ვწმენდდით დაღვრილი ლეღვის მურაბის ტკბილი წვენისაგან მოსვრილ იატაკს.

როგორც მოგეხსენებათ, გაზეთის წინა ნომრებში დეტალურად გვაქვს გარჩეული ლეღვის თემატიკასთან დაკავშირებული მაცხოვრის შემდეგი იგავი:

და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია [აქ - 2015-2016-2017] მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ [სიცრუეზე აგეებული საქმე - უშედეგოდ დამთავრდა]. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს.

ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც [აქ - 2018 წელსაც] აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად [ანუ - 2019 წ.] მოჭერი“ [ლუკა 13,4-9] [იხ. გაზ. N19 (1042], გვ. 1; 12].

ხსენებული მე-4 წელი, ზემოთქმული 14 იანვრის შეხვედრიდან მე-5 დღეს, ანუ 2019 წ, 19 იანვარს იწურებოდა.

შესაბამისად, „ნაყოფის გამოუღებლობის“ შემთხვევაში, აქედანვე იწყებოდა კოდირებული - „გაისად [ანუ 2019 წ.] მოჭერი“-სეული დროითი ეტაპის ათვლა.

დამდგარი რეალობა კი ასეთი გახლდათ:

ჩვენთვის შეუძლებელია განვსაზღვროთ, თუ დროის რა მონაკვეთში უნდა ასრულდეს სახარებაში დაცული „გაისად [ანუ 2019 წ.] მოჭერი“-სეული მისტერია...“.

ამჟამად არ დავკონკრეტდებით, თუ რა კავშირი შეიძლება იყოს ხსენებულ იგავსა და 2019 წ. 19 თებერვალს ლეღვის მურაბიანი ქილის ლასკარში გატეხვას შორის.

ეზოთერიკაში ცნობილი ფაქტია, რომ დახურულ სივრცეში [ოჯახში ან სხვაგან] მინის გატეხვისეული მინიშნება, წევრთა შორის არსებულ უარყოფით მუხტს აფიქსირებს.

განსავითარებელ მოვლენებს ორი სავარაუდო გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს:

პრობლემის მართებულად გააზრების შემთხვევაში, მინის გატეხვით ამ უარყოფთი ენერგიის განეიტრალება ხდება, შესაბამისად - ყველაფერი უმტკივნეულოდ უნდა დამთავრდეს; ხოლო

უარყოფითი მუხტის გამომწვევ მიზეზში არასათანადოთ გარკვევა - მოახლოებული არასასურველი შედეგის უცილობელი დადგომის მაუწყებელია.

ბ-ნ ავთო ი.-ს ისიც ავუხსენი, თუ რა სავარაუდო შედეგი შეიძლება მოყვეს ოთხწლიან ზღვარს გადაცილებული ჩვენი პრობლების განვითარების „ხაზზს“. კერძოდ

თუ ეს ყოველივე თავიდანვე სიცრუეზე აგებული დაპირებების ფონზე მიდიოდა, მაშინ მან, როგორც ეშმაკის ტყვეობაში მყოფმა ცოდვილმა სულთაგანმა, მთელი ამ ხნის მანძილზე - წინასწარვე იცოდა, რომ - ყველა მის მიერ დასახელებული თარიღი ტყუილს ეფუძნებოდა. შესაბამისად, თარიღიდან თარიღამდე გასულ დროს ბ-ნი ავთო ი. არა საქმის რეალურად მოგვარების, არამედ ტყუილზე აგებული მორიგი ვერსიის „შეთხზვისათვის“ იყენებდა.

მთელი ამ ხნის მანძილზე მას არასდროს დაუყენებია, მის მიერვე სიცრუეზე აგებულ საქმესთან მიმართებით, საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხი. და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც:

ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია ამ დროის მანძილზე უბინაობით გამოწვეულ პრობლემას უდიდესი ნერვიული დაძაბულობის ფონზე ებრძვის;

ბ-ნ მევლუდ მამადაშვილს, ბ-ნი ავთო ი.-ს ცრუ დაპირებების გამო რამოდენიმე პირისაგან ნასესხები ფულის დაბრუნებისათვის, საკუთარი ბინის გაყიდვა მოუწია;

ბ-ი ლევან ჩოხელის სხეულმა ამდენი ტყუილისაგან გამოწვეულ ნერვიულობას ვეღარ გაუძლო და 2018 წ. ივნისის თვეში შიებარა ქართულ მიწას;

აღარაფერს ვიტყვი, ჩემს მატერიალურ ზარალსა, თუ ნერვიული დაძაბულობისაგან გამოწვეული ჩემი დღევანდელი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის შესახებ...

ბ-ნი ავთო ი. კი, მის მიერვე დასახელებული ყოველი ცრუ თარიღის მოახლოების წინ -

ან საერთოდ თიშავდა ტელეფონს და მისი ძებნა მორიგი ნერვების წყვეტად გვიჯდებოდა;

ანდა მთელი „პასუხისმგებლობით“ გვიხსნიდა, რომ თვითონ კი არაა ამ სიცრუის სათავე, არამედ, ჩვენთვის უცნობი ვიღაც პირი, რომელსაც:

ან არ დაურეკავს მისთვის, ანდა საქმის დადებითად მოგვარების მორიგი თარიღის მისთვის გაზიარებითაა დაკავებული.

ბ-ნ ავთო ი.-ს „ავუხსენი“, რომ თუ ყოველივე ეხლაც ამ სიცრუის გაგრძელებაა, მაშინ ყველაფერი ამავე სცენარითვე განვითარდებოდა, ანუ დასახელებული 22 მარტის წინა დღეებში:

ან მის მიერ ტელეფონის გათიშვა და სადღაც „დამალვა“ გველის;

ან დიდსულოვნად გაგვანდობს, რომ იმ ვიღაც „იქს“ პირს თურმე ჯერ კიდევ არაფერი უცნობებია მისთვის;

ან, მისი აზრით, „უკეთეს“ შემთხვევაში გავიგებთ, რომ, როგორც მას უთხრეს: საკითხის დადებითად გადაწყვეტა „მალე“ მოხდება, თუმცა კონკრეტული დროის დასახელება არ მომხდარა და სადაც ამდენი ხანი მოგვიცდია მოდით „ცოტა“ კიდევ მოვითმინოთო. და ეს ყველაფერი მოხდება იმის ფონზე, როდესაც მან ჩვენგან უკვე იცის, რომ:

ბიბლიისეული იგავით მოწვდილი ინფორმაციის მიხედვით - ცრუ დაპირებებზე აგებული ყველანაირი მორიგი ვადის დასახელების „დრო“ - უკვე გასულია;

და რომ, მისი სულის გადარჩენისათვის საბრძოლველად, ჩემი გაუარესებული ჯანმრთელობის მქონე ფიზიკური სხეულის მდგომარეობიდან გამომდინარე, თითქმის აღარ მრჩებოდა ადამიანური რესურსი.

ბ-ნმა ავთო ი.-მა, 15 იანვრის შეხვედრაზე ნათქვამი ამჯერადაცგაიმეორა:

„მთელი „პასუხისმგებლობით“ გეუბნებით,, რომ ამჯერად ტყუილი გამორიცხულია, და საკითხის დადებითად გადაწყვეტა დათქმულ, ანუ - 2019 წლის 22 მარტამდელ დროში მოხდებაო“.

ჩემის მხრიდან განვუცხადე, რომ თუ ღმერთი ინებებდა მარტის ბოლომდე შევეცდებოდი სული მიმეტანა, შემდეგ კი - „ვნახოთ-მეთქი“.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

„სალომეას ცეკვის“ შემდგომად გამოვლენილი მიტერიული პროცესის

პირველი ნიშანი: „როცა ეკი დააყვირეს“

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გათამაშებული ე.წ. „სალომეას ცეკვის“ შემდგომად მოსალოდნელი - „იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის“ მისტერიული პროცესის გამოვლენის პირველ ნიშნად, ჩვენის აზრით - პ/გ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა შეიძლება მივიჩნიოთ.

როგორც მოგეხსენებათ, 2012 წ. 1 ოქტომბერს არჩეული მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წ. 21 ოქტომბერს გაიმართა.

საარჩევნო კოალიცია „ქართული ოცნების“ დაფუძნების სათავეებთან მყოფმა, 2012 წ. მოწვევის პარლამენტის „ადამიანის უფლებათა კომიტეტის“, ხოლო 2016 წლის მოწვევის პარლამენტის „იურიდიული კომიტეტის“ თავმჯდომარემ ქ-ნმა ეკა ბესელიამ, 2019 წ. 26 თებერვალს, ტ/კ „რუსთავი-2“-ის გადაცემა „არჩევანი“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ, მთელი ამ ხნის მანძილზე, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებით, საკუთარი განსხვავებული პოზიცია, პარტიის თავმჯდომარესთან ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან არაერთხელ დაუფიქსირებია.

მისივე განცხადებით, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებიდან მომდინარე უთანხმოებამ, თავისი განვითარების პიკს 2018-2019 წლების გასაყარზე მიაღწია, საბოლოოდ, ყველაფერი 2019 წ. 22 თებერვალს „დამთავრდა“. ამ დღეს - ეკა ბესელიამ საჯაროდ განაცხადა, მის მიერ პ/გ „ქართული ოცნებისა“. და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თაობაზე.

პ/გ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მე-7 წელს [2012 წ. 21 ოქტომბრიდან ათვლით, მე-7 წელი დაიწყო: [2013-2014-2015-2016-2017] – 2018 წ. 21 ოქტომბრიდან] ეკა ბესელიასა და მისი რამოდენიმე თანამოაზრის მიერ, 2019 წლის თებერვალში, პარტიის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში პ/გ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

მიზეზთა გამო, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის დიდი მცდელობის მიუხედავად პროცესების ამ კუთხით განვითარების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

ხსენებულ მეშვიდე წელს განსავითარებელ მოვლენასთან მიმართებაში ბიბლია გვაუწყებს:

„შვიდი [აქ - წელზეა მინიშნება] მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი [აქ - წელზეა მინიშნება] ბუკი, გზადაგზა აყვირებდა ბუკს; იარაღასხმულნი წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი უფლის კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზადაგზა აყვირებდნენ ბუკს... ასე აკეთებდნენ ექვს [აქ - წელზეა მინიშნება] დღეს [როგორც ქ-ნი ეკა აღნიშნავს თავისი განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირებისაგან იგი არასოდეს იკავებდა თავს].

მეშვიდე [აქ - 2018 წ. 21 ოქტომბრიდან ათვლით დაწყებული მე-7 წელია გამოყოფილი] დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და იმავე წესით შვიდგზის შემოუარეს ქალაქს; მხოლოდ ამ დღეს შემოუარეს შვიდჯერ ქალაქს.

მეშვიდე ჯერზე [აქ - 2018 წ. 21 ოქტომბრიდან ათვლით დაწყებული მე-7 წელს, კერძოდ 2019 წ, 22 თებერვალს], როცა ეკი დააყვირეს [ამ დღეს ქ-ნმა ეკამ, პარტიიდან და საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან მისი წასვლის თაობაზე გააკეთა ღია განაცხადი] მღვდლებმა, უბრძანა იესომ ხალხს: დაეცით ყიჟინა, რადგან...“ [იესო ნავეს ძე 6,13-16].

ჩვენ ისღა დაგვრჩენია თვალი მივადევნოთ ბოლო ჟამში მიმდინარე მოვლენებს, როდესაც, როგორც იტყვიან - მისტერია ნორმით სრულდება.

ჩვენი წინამდებარე სათქმელიც სწორედ აქ გვინდა დავასრულოთ.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

„თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38]

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

 

 

ფილმი - „სახარებაი ესე სასუფეველისაი“

ჩვენი გაზეთის N2 [1045]-ში ამ ფილმის მომზადების თაობაზე ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, მკითხველს მოკლედ გვინდა მოვუყვეთ, ინტერნეტ სივრცეში [„ფეისბუქი“ და ე.წ. „იუთუბი“] ფილმის გამოქვეყნების თანამიმდევრობის თაობაზე.

2019 წლის 3 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ერთი-მეორეს მიყოლებით გამოვაქვეყნეთ, როგორც ფილმის ე.წ. „წინათქმა“ [41 წმ] და 14-ტივე სერია, ასევე მისი 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილები.

თითოეულ ამ ნაწილთაგანს ასეთი წამძღვარებული ტექსი ახლდა თან:

„გაფრთხილება: ვისაც არ გწამთ - საქართველოს სულიერი მისია" გირჩევთ ამ ფილმის ყურებაში დროს ნუ დახარჯავთ, სამწუხაროდ ვერაფერს გაიგებთ და შესაძლოა გმობის ცოდვაში ჩავარდეთ...“.

28 თებერვალს გამოვაქვეყნეთ ფილმის ე.წ. „მოკლე ვერსია“ [140 წთ], რომელსაც თან ერთვის 2019 წ. 10 თებერვალს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიერ სამების ტაძარში წაკითხული ქადაგების - 58 წამიანი აუდი-ვიდეო ფრაგმენტი, სადაც იგი ბრძანებს - „,ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები...“.

ჩვენს სათქმელს კი, ამ „მოკლე ვერსიისათვის“ გაკეთებული წინათქმის ტექსტის გადმოცემით დავასრულებთ:

არა - წვეულთა, არამედ - რჩეულთა ყურის გასაგონი ბოლოთქმა:

ბოლო ჟამის მაცხოვრებელნო!

განურჩევლად იმისა გაქვთ თუ არა სურვილი ან დრო, ანდა მიგიწვდებათ თუ არა ხელი ჩვენს მიერ მომზადებულ ფილმში გადმოცემული მასალის სათანადოდ გააზრებისათვის; გვინდა გაუწყოთ შემდეგი:

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტისა“

და

ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“

მიერ წარმოებული კვლევის ბაზაზე მომზადდა ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ფილმი _სახარებაი ესე სასუფეველისაი“, რაც იმ მინიშნების მისტერიულად აცხადებას ემსახურება, რომელშიც მაცხოვარი ბრძანებს:

- „...იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული“ [მათე 24,14];

 

ზემოთქმულის მისტერიულად მიმდინარე პროცესის ფონზე, სწორედ თქვენთვის, ანუ ბოლო ჟამის მაცხოვრებელთათვისაა განკუთვნილი უფალ იესუ ქრისტესეული:

როგორც მოწოდება-შეგონება:

ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი, იმიტომ რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი, იმიტომ რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს[მათე 13,16-17],

ასევე მკაცრი გაფრთხილება:

„...თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთ ყველაფერი იგავით ეთქმის. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები“-ო [მარკ. 4,10-12].

ჩვენ, ღმერთის ნებით, ვცდილობთ მოვიხადოთ ჩვენი ვალი თქვენდამი!

ღმერთმა მოგცეთ წარმოდგენილი მასალის სათანადოდ გაზრებისა და მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

„თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38]

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

 

 

...

უფალი - „იცდება“,

სისხლისგან იცლება,

ჩვენს დედაქალაქში

წვეთებად იღვრება...

მტერი - ინიღბება,

უფლის გზა - მძიმდება...

 

„მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები,და მოიწიოს ჟამი სიხარულისა უფლის პირისგან, და მოავლინოს თქვენთვის ნაწინასწარმეტყველები იესო ქრისტე,

რომელიც უნდა შეიწყნაროს ზეცამ, ყოვლის ჟამად აღდგინების ჟამამდე, რასაც უკუნისამდე იტყოდა ღმერთი ყველა თავისი წმიდა წინასწარმეტყველთა პირით“ [საქ. 3,19-21]..

დინა [დიანა] ჯიქია

 

ზეციდან კარნახი!

3 თებერვლის შუაღამისას, თითქოს ხელი შემახესო - ზეციდან აზრობრივად მომდინარე შეგონებამ გამომაღვიძა:

„როდესაც დარწმუნდება რომ საექიმო მკურნალობის გზით ვერ განიკურნება, „ბატონების“ ლოცვითი მკურნალობის გზა თქვენთვის ზეციდან იხსნება - მიენდე ზეციური ანგელოზის შემოთავაზებულ გზას!..“

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

გვედრი გაგვაძლიერო!

სიცოცხლევ - სიკვდილზე ძლიერო!

სიკეთევ - ბოროტებაზე ძლიერო!

სიყვარულო - სიძულვილზე ძლიერო!

სიმდაბლევ - ამპარტავნებაზე ძლიერო!

სიმშვიდევ - მრისხანებაზე ძლიერო!

რწმენავ - ურწმუნოებაზე ძლიერო!

სასოებავ სასოწარკვეთილებაზე ძლიერო!

უმანკოებავ - სიძვა-მრუშობაზე ძლიერო!

მარხულობავ - ნაყროვანებაზე ძლიერო!

თმენავ - სულმოკლეობაზე ძლიერო!

სიბრძნევ - უმეცრებაზე ძლიერო!

სინანულო - დახშულ გულისკარზე ძლიერო!

აღდგომავ - დაცემაზე ძლიერო!

ღმერთო ძლიერო გვედრი:

აღგვადგინო და გაგვაძლიერო!!!

ამენ!

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

...

თავები ისე გიჭირავთ,

თითქოს მოხვედით ზეცით,

დაფიქრდით, ჭკუას მოუხმეთ,

და - ხალხს პატივი ეცით!..

ღმერთია ჩვენი მსაჯული,

მიხგან მოველით „სასჯელს“,

ვერ ხვდებით - ბოლოჟამია,

არ გინდათ - რისხვას ასცდეთ?!.

აქამდე ჩვენი ცხოვრება,

სადღაც შორეთში მიჰქროდა,

გამოუცნობი დიდი ჭაპანი,

მუხლჩაუხრელად მოჰქონდა...

ახლა, დრო გამოიცვალა,

[ყველა ერთ მხარეს ვდგებით],

ცოდვა-მადლის მიღებისთვის,

ყველანი რიგში ვდგებით!..

ეკატერინე

ხრიკული