Print

გაზ. № 9(802)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 11 თებერვლის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 11 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია:

ლასკარის მიერ 2012 წლის 21 იანვრის სხდომაზე მიღებული  _ „1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის“ მიღებული პროექტის სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის  ჩაბარების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის11თებერვლის

გადაწყვეტილება

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა: უფალიაჩვენისიმართლე-ლასკარის  2012 . 11 თებერვლისსხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარისთავმჯდომარისმიხეილ(გელა) სალუაშვილისმოხსენება: „სა-ქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“.

დაადგინეს:

კავშირისწესდების 6.5 მუხლისთანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარისსხდომაზემიღებულიკავშირისპოლიტიკურიპრიორიტეტებისსაკითხები-ნუსხითგათვალისწინებული, საპროგრამოპაკეტშიშემავალი _ „სა-ქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

ავტობიოგრაფია

მე _ ეთერ მიხეილის ასული ჩხეტია, დავიბადე 1949 წ. 9 ივნისს, ქ. სოხუმში.

1966 წელს წარჩინებით დავამთავრე ქ. სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავაბარე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკულ კულტურათა ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.

აღნიშნული ინსტიტუტი 1971 წელს წარჩინებით დავამთავრე და მომენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

1971 წ. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ ასპირანტურაში სტაჟის გარეშე უგამოცდოთ ჩაბარებისათვის გამიწია რეკომენდაცია; მაგრამ, ოჯახური პირობების გამო სწავლის გაგრძელება ვერ მოვახერხე.

1973-1974 წ.წ. ვმუშაობდი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ფიზიკის კათედრაზე ელ.ტექნიკის ლაბორატორიაში.

1975-1977 წ.წ. ვმუშაობდი იმავე ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრაზე, სახელშეკრულებო სამეცნიერო თემაზე,

1984 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე ვმუშაობდი საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიურ ექსპედიციაში, ინჟინერ-კარტოგრაფის თანამდებობაზე.

1993 წლიდან ვარ საცხოვრებლიდან იძულებით გადაადგილებული პირი.

1997 წ. სექტემბრიდან გავხდი საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი `ლაზარეს ინსტიტუტის~ წევრი; შემდგომ, ამავე ინსტიტუტის `ლასკარის~ წევრი.

1998 წ, იანვრიდან გავხდი `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~-ს წევრი.

2011 წლის 23 დეკემბრი-დან ვარ _ `სამართლიანო-ბის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~-ს ლასკარი საორგანიზაციო მდივანი.

მყავს მეუღლე, ორი ვაჟიშვილი და ოთხი შვილიშვილი.

 

ავტობიოგრაფია

მე _ თენგიზ ალექსანდრეს ძე ჯიქია, დავიბადე 1949 წ. 6 მარტს, ქ. ტყიბულში, მოსამსახურის ოჯახში.

1967 წ. დავამთავრე ქ. ტყიბულის №2 მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლა.

1967-68 წ.წ. ვსწავლობდი ქ. თბილისის #51 პროფტესასწავლებელში, სადაც დავეუფლე ელექტროზეინკლის პროფესიას.

1968-1970 წ.წ. ვმსახურობდი სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

1971 წ. სამსახური გავაგრძელე სახელმწიფო დაცვის სამსახურში.

1972 წ. ჩავაბარე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1977 წ., სამართალმცოდნის სპეციალობით.

1973 წლიდან სამსახურს გავდიოდი თბილისის შს სამმართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურში, ხოლო 1980 წლიდან მუშაობა განვაგრძე გამომძიებლის თანამდებობაზე.

1986 წელს უკანონოდ დამითხოვეს შს ორგანოებიდან; აღდგენის შემდეგ: 1988-1990 წ.წ. ვმსახურობდი თბილისის მეტროპოლიტენის გარე სამსახურის დაცვის ოფიცრად.

1990-91 წ.წ. ვიმსახურე მთაწმინდის რ-ის შსგ უფროს გამომძიებლად.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, 1992 წლიდან ნებაყოფლობითი გაწვევით ჩავირიცხე შეიარაღებული ძალების რიგებში; თავდაპირველად სამინისტროს მთავარ იურისტად, შემდეგ კი სამსახური განვაგრძე კონტრდაზვერვის სამმართველოში. ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე.

1995-1999 წ,წ, ვმსახურობდი სამხედრო პროკურატურის ორგანოებში, სხვადასხვა თანამდებობაზე.

1999-2004 წ.წ. სამხედრო სამსახური გავაგრძელე სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში.

2004 წლიდან, პირადი სურვილით, გავედი თადარიგში, პოლკოვნიკის ჩინით, წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნით.

2009 წლიდან ვირიცხები გადამდგარი უფროს ოფიცერთა რიგებში. ვარ შეიარარებული ძალების ვეტერანი.

2004 წლიდან ვარ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი `ლაზარეს ინსტიტუტის~ წევრი.

2011 წლის 23 დეკემბრიდან ვარ _ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~-ს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

მყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი.

 

ბიბლიური

წინასწარმეტყველება

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს:

„...ყველანი შებნადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებელს გააცხადებენ“ [ეს. 60,6]

„ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესუ ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთიდან მოვიდნენ მოგვნი...

და როდესაცშევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დაემხნენ და თაყვანი სცეს მას, და გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური” [მათე 2,1; 11].

„ხოლო იესუს ჯვართან იდგნენ დედა მისი და დედის და მისი, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.

ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე.

მერე კი,  მოწაფეს უთხრა: აჰა, დედა შენი! და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი“ [იოანე 19,25-27]

 

საქართველოში პოლიტიკური სისტემის

გაუმჯობესების საკითხისათვის

საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ  თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღების მიზნით სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ უფლებამოსილია განაცხადოს:

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დარეგისტრირებული ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საქართველოში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ყველა პოლიტიკური გაერთიანების მიზანია არჩევნების გზით მოიპოვოს უფლება შესაბამისი წილობრივი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაწესებული ბარიერის ვერ გადამლახავი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის აუცილებელია მოძებნოს,  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის ეფექტური მექანიზმი,

გამოვდივართ ინიციატივით რათა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, შეიქმნას: საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“, რომელშიც თავს მოიყრიან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ვერ გადალახავენ დაწესებულ საარჩევნო ბარიერს.

 საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“, თავს მოუყრის რა განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მოწოდებული იქნება, რათა პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ძალებმა, საპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად გაინაწილონ პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ იქნება ის ადგილი, სადაც მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს პოლიტიკურ ორგანიზაციათა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოებანი.

 

პროექტი

საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის

„ეროვნული თანხმობის დარბაზი“

(„ერთადა“)

დებულება

 

წინათქმა

ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო კომიტეტში „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ გაერთიანებული საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაციები, ვესწრაფვით რა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას:

ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით.

კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორუფლებიანობის რწმენას.

ხელს შევუწყობთ სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში.

უზრუნველვყოფთ პრინციპების მიღებით და მეთოდების დაწესებით, რომ შეიარაღებული ძალები არ გახდება რომელიმე პოლიტიკური ძალის დასაყრდენი, დაემორჩილება მხოლოდ კანონს და სხვანაირად არ იქნება გამოყენებული, თუ არა საქართველოს რესპუბლიკის ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისათვის.

გავაერთიანებთ  ჩვენს  ძალისხმევას საქართველოში მშვიდობის, უშიშროებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის მიზნით.

 

I.  ზოგადი დებულებანი

 მუხლი 1.

საქართველოს საპარლამენტო კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ (შემდგომში - „ერთადა“) შექმნილია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

  მუხლი 2.

„ერთადა“ შექმნილია პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

 მუხლი 3.

„ერთადა“-ს უფლებამოსილება, მუშაობის წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ამ დებულებით.

მუხლი 4.

წინამდებარე დებულება სრულებითაც არ ანიჭებს „ერთადა“-ს უფლებას, ჩაერიოს ისეთ საქმეებში, რომელიც, არსებითად, „ერთადა“-ში შემავალი რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის შინაურ კომპეტენციაში შედის.

მუხლი 5.

1. „ერთადა“-ს დებულება, პარლამენტის მიერ მიღების შემდეგ,  დამტკიცებული უნდა იქნეს, „ერთადა“-ში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ, მათი წესდებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2. „ერთადა“-ს დებულების დამტკიცების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს „ერთადა“-ს თავმჯდომარეს (როცა იგი დანიშნული იქნება). „ერთადა“-ს სამდივნო ადგენს ოქმს თითოეული დოკუმენტის მიღების შესახებ და ოქმის ასლებს უგზავნის „ერთადა“-ში შემავალ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას.

3. „ერთადა“-ს დებულების ხელმომწერი ორგანიზაციები, რომლებიც მოახდენენ მის მიღებას, მას შემდეგ, რაც იგი ძალაში შევა, გახდებიან „ერთადა“-ს წევრები იმ დღიდან, როდესაც ისინი ჩააბარებენ თავიანთ, შესაბამის, დამტკიცების დამადასტურებელ დოკუმენტს.

მუხლი 6.

„ერთადა“-ს წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან.

მუხლი 7.

„ერთადა“-ს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

 

II. „ერთადა“-ს შემადგენლობა და სტრუქტურა

 მუხლი 8.

„ერთადა“ შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის სამი მოადგილისა  (მათ შორის პირველი მოადგილე) და ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იმ პოლიტიკურ გაერთიანებათა თითო წარმომადგენელთაგან, რომლებმაც დააგროვეს აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 1%-ზე მეტი და 4%-ზე ნაკლები ხმები.

მუხლი 9.

1. „ერთადა“-ს თავმჯდომარის კანდიდატურას, თავისი რიგებიდან, ასახელებს ის პოლიტიკური გაერთიანება (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, მოიპოვა აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე ცოტა ხმა.

2. „ერთადა“-ს თავმჯდომარის არჩევის წესი, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად.

3. „ერთადა“-ს თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გააცნობს პარლამენტს.

4. „ერთადა“-ს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან.

5. „ერთადა“-ს თავმჯდომარის ახალი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს, გადამდგარი თავმჯდომარის კანდიდატურის დამსახელებელ პოლიტიკურ გაერთიანებას.

მუხლი 10.

1. „ერთადა“-ს თავმჯდომარის მოადგილე ხდება იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენელი, რომელმაც მოაგროვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 4%-ზე ნაკლები და, შესაბამისად, ერთმანეთზე მეტი ხმა;

2. „ერთადა“-ს თავმჯდომარის თითოეული მოადგილე იღებს პარლამენტის კომიტეტების აპარატის უფროსის ოდენობის  ანაზღაურებას;

3. „ერთადა“-ში გაერთიანებული არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანების თითოეული წარმომადგენელი იღებს პარლამენტის კომიტეტების სპეციალისტის ოდენობის ანაზღაურებას.

მუხლი 11.

 საარჩევნო ბლოკის სუბიექტებიდან „ერთადა“-ში წარმომადგენლის წარდგინება ხდება საარჩევნო სიის რიგითობის გათვალისწინებით.

მუხლი 12.

1. „ერთადა“-ს პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს „ერთადა“-ს თავმჯდომარე, პარლამენტის მიერ მისი თავმჯდომარედ არჩევიდან 3 დღის ვადაში.

2. „ერთადა“-ს პირველი საორგანიზაციო სხდომა, სავალდებულო წესით, ამტკიცებს „ერთადა“-ს თავმჯდომარის მოადგილეებს და „ერთადა“-ში თანამშრომლობის უფლების მქონე პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებს.

3. საორგანიზაციო სხდომის ოქმი დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

 

თავი III. “ერთადა“-ს მუშაობის წესი

მუხლი 13.

1. „ერთადა“-ს  თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს „ერთადა“-ს სხდომებს;

ბ) წარმოადგენს „ერთადა“-ს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ;

გ) ხელს აწერს „ერთადა“-ს გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს;

დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს „ერთადა“-ს აპარატს;

ე) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის მოკლე წერილობით ანგარიშს;

ვ) მოიწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს და წარუდგენს პარლამენტის აპარატის უფროსს;

ზ) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. „ერთადა“-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მის მოვალეობას;

ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

3. „ერთადა“-ს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ამ რეგლამენტით დადგენილი წესითა და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას;

ბ) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებას.

მუხლი 14.

1. „ერთადა“-ს სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა. „ერთადა“-ს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

2. თუ „ერთადა“-ში წარმოდგენილ წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა „ერთადა“-ს საქმიანობაში, მის დამნიშვნელ პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება აქვს, შესაბამისი წერილობითი წარდგინების საფუძველზე, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს იმავე გაერთიანების სხვა წევრით.

3. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე „ერთადა“-ს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა. ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. „ერთადა“-ს რიგგარეშე სხდომას იწვევს „ერთადა“-ს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან „ერთადა“-ს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. „ერთადა“-ს სხდომის თარიღი „ერთადა“-ს წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.

5. „ერთადა“-ს სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს „ერთადა“-ს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან „ერთადა“-ს წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება „ერთადა“-ს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

6. „ერთადა“-ს სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში „ერთადა“ ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „ერთადა“-ს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

7. „ერთადა“-ს სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.

8. „ერთადა“-ს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.

9. „ერთადა“-ს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს „ერთადა“-ს სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.

მუხლი 15.

„ერთადა“ იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას. „ერთადა“-ს თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე.

3. კომიტეტის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის  ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.

 

IV. „ერთადა“-ს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

მუხლი 16.

 „ერთადა“-ს საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.

მუხლი 17.

„ერთადა“-ს აპარატი:

ა) მონაწილეობს „ერთადა“-ს სამუშაო გეგმების და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;

ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმის წარმოებას;

გ) ასრულებს კანონმდებლობით პარლამენტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. „ერთადა“-ს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას „ერთადა“-ს თავმჯდომარის წარდგინებით და პარლამენტის აპარატის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მუხლი 18.

1. „ერთადა“-ს აპარატის შემადგენლობაში შედიან „ერთადა“-ს აპარატის უფროსი და ორი სპეციალისტი (საშტატო განრიგით გათვალისწინებული).

2. „ერთადა“-ს აპარატის უფროსი:

ა) „ერთადა“-ს თავმჯდომარესთან ერთად ახორციელებს „ერთადა“-ს აპარატის საერთო ხელმძღვანელობას, „ერთადა“-ს აპარატის მუშაკთა შორის ანაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია „ერთადა“-ს აპარატისათვის  დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებაზე, კოორდინაციას უწევს „ერთადა“-ს აპარატსა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობებს;

ბ) ორგანიზებას უწევს „ერთადა“-ს სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;

გ) უზრუნველყოფს „ერთადა“-ს აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, შეაქვს წინადადებები მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

დ) ასრულებს კანონმდებლობით პარლამენტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. „ერთადა“-ს აპარატის სპეციალისტები:

ა) მუშაობენ „ერთადა“-ს გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში; ასრულებენ „ერთადა“-ს თავმჯდომარისა და „ერთადა“-ს დავალებებს;

ბ) ასრულებენ კანონმდებლობით პარლამენტის აპარატისა დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. „ერთადა“-ს აპარატის უფროსსა და სპეციალისტებს „ერთადა“-ს თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.