Print

გაზეთი N 4 [1047]

საქართველოს პარლამენტის

2019 წ. 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის

N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში

რეგისტრაციის ქრონოლოგია

 

2011-2012 წ.წ. მოყოლებული, საარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი გახდა:

როგორც ისტორიული სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება; ასევე

საქართველოს სულიერი მისიის ასრულების, ანუ მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტეს საყოველთაო გაცხადებისწინარე დროის: ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე, ბიბლიაში არსებული წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება.

 

სწორედ ამ მოცემულობის ფარგლებში წარვმართეთ:

2013 და 2018 წლის საპრეზიდენტო;

2014 – 2017 წლის ადგილობრივი;

2015 შუალედური და

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები.

 

ამავე მიზნის განხორციელებისათვის გადავწყვიტეთ, საარჩევნო პროცედურით გათვალისწინებული პირობების გამოყენების ფარგლებში, მონაწილეობა მივიღოთ 2019 . 19 მაისს, . თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული საარჩევნო რეგისტრაციის გავლის ქრონოლოგია ასეთია:

 

- 2019 წ. 21 მარტს, პარტიისათვის საარჩევნო რეგისტრაციის მიღების მიზნით განცხადებით მივმართეთ ცესკოს თავმჯდომარე:

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

პოლიტიკური გაერთიანება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

 

 

ქალბატონო თამარ!

ვეყრდნობით რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 129,3-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გაცნობებთ, რომ

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 28-ე რიგითი ნომრით მონაწილე პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდების 6,5 მუხლის თანახმად მიღებული გადაწყვეტილებით - ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ 2019 წ. 19 მაისს, ქ. თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში.

ფთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთქმული, თქვენს მიერ საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებისას.

პატივისცემით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

თბილისი, 21 მარტი, 2019 წ.

2019 წ. 22 მარტს გამოიცა ცესკოს თავმჯდომარის შემდეგი განკარგულება:

 

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარე

 

განკარგულება №2/2019

 

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2019 წლის 19 მაისს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

ქ. თბილისი 2019 წლის 22 მარტი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №21/2019 განკარგულებისა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ მიერ 2019 წლის 21 მარტს წარმოდგენილი №21/03-1 (ცესკოში რეგისტრაციის №819) და №21/03-2 (ცესკოში რეგისტრაციის №826) განცხადებების საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2019 წლის 19 მაისს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო სუბიექტი „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ და მისი წარმომადგენელი რატი გვამბერიძე.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია

 

- 2019 წ. 25 მარტს განცხადებით მივმართეთ ქ. თბილისის N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რათა მოეხდინა - 2019 . 19 მაისს, . თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად, ჩვენი პარტიის მიერ წარდგენილი - მიხეილ სალუაშვილის რეგისტრაცია:

 

ქ. თბილისის N1 მთაწმინდის

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს

ბატონ გიორგი ზირაქაშვილს!

 

2019 . 19 მაისს, . თბილისში,

მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში

მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული

[ცესკოს თავნჯდომარის განკარგულება №02/2019 – 22. 03. 2019]

/სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

 

განცხადება

 

ბატონო გიორგი!

გაცნობებთ, რომ 2019 . 19 მაისს, . თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად, ჩვენი პარტიის მიერ წარდგენილია: მიხეილ სალუაშვილი.

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116- მუხლის შესაბამისად, დანართის სახით წარმოგიდგენთ თქვენდამი რწმუნებულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას:

- თანხმობის განაცხადი: 1 ეგზ.;

- სააღრიცხვო ბარათი: 2 ეგზ. ;

- ფოტოსურათი: 2 ეგზ.;

- პირადობის ასლი: 2 ეგზ.

- ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ: 1 ეგზ.

 

პატივისცემით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“ -ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

თბილისი, 2019 წ. 25 მარტი

 

ქ. თბილისის N1 მთაწმინდის

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს

ბატონ გიორგი ზირაქაშვილს!

 

2019 . 19 მაისს, . თბილისში,

მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში,

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე”-ს მიერ

საქართველოს პარლამენტში

მაჟორიტარული წესით ასარჩევი დეპუტატობის კანდიდატის

მიხეილ სალუაშვილის

 

თანხმობის განაცხადი

ბატონო გიორგი!

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 115- მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:

თანახმა ვარ რათა მონაწილეობა მივიღო 2019 წლის 19 მაისს ქ. თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში. როგორც პოლიტიკური გაერთიანების: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე- მიერ დასახელებულმა - საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული წესით ასარჩევმა დეპუტატობის კანდიდატმა.

პატივისცემით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“ -ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

თბილისი, 2019 წ. 25 მაისი

 

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი პარტიის მიერ წარდგენილი მიხეილ სალუაშვილი გახდა: საქართველოს პარლამენტის 2019 წ. 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის პირველი რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატი.

 

და კიდევ: 2019 წ. 26 მარტს, საარჩევნო ფონდის დაარსების თაობაზე სპეციალური მიმართვა წარედგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს:

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის

სამსახურის პოლიტიკური პარტიების

ფინასური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს

 

მიმართვა

 

ბატონო ზურაბ!

გაცნობებთ, რომ 2019 . 19 მაისს, . თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით:

ერთის მხრივ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2019 წ. 22 მარტის განკარგულებით [N2,/2019] მოხდა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს შიერ საარჩევნო რეგისტრაცია; ხოლო

მეორეს მხრივ - N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 2019 წ. 25 მარტს მიღებული განგარგულებით [N13/2019], საქართველოს პარლამენტის 2019 წ. 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში გატარდა პარტიიდან წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ სალუაშვილი.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, გაცნობებთ, რომ N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული წესით ასარჩევი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ სალუაშვილის საარჩევნო ფონდი დაფუძნებულია, პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

.თიბისი ბანკი

საბანკო კოდი:   SWIFT: TBCBGE22

მიმღების დასახელება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი): GE96 TB78 849 360 801 000 02 

დღეის მდგომარეობით - აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 13 ლარი და 02 თეთრი [ცამეტი ლარი და 02 თეთრი].

 

აქვე გაცნობებთ, რომ

1. წარმოდგენილი ფონდის მმართველი გახლავთ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე..

2. წარმოდგენილი ფონდის ბუღალტერი გახლავთ - ნანული ერქვანიძე...

 

პატივისცემით:

 

საარჩევნო ფონდის თავმჯდომარე:

 

N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან

საქართველოს პარლამენტში

მაჟორიტარული წესით ასარჩევი

დეპუტატობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

თბილისი, 2019 წ. 26 მარტი

 

 

საარჩევნო პროგრამის - პოლიტიკური ნაწილი:

„ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისათვის საჭირო

სამართლებრივი საფუძვლები“, ანუ

საქართველოს პარლამენტთან ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის

მოკლე ქრონოლოგია

 

ჩვენი საარჩევნო პროგრამის „პოლიტიკურ ნაწილში“ შემავალ თითოეულ საკითხთან მიმართებით, 2012 და 2016 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტს ეტაპობრივად წარედგინებოდა საკანონმდებლო წინადადების ფორმატში მომზადებული და, შესაბამისად, კონკრეტული პრობლემის მოგვარების იურიდიულად გამართული მექანიზმი.

გასული შვიდი წლის მანძილზე, საქართველოს პარლამენტთან ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

 

„დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა

სათავიდან უნდა დავიწყოთ“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ: საკანონმდებლო წინადადებათა შემდეგი კანონპროექტები:

1. საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ [2013 წლის 12 დეკემბერი];

2. საქართველოს კანონი

საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ [2014 წლის 21 იანვარი];

3. საქართველოს კანონი - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [2016 წლის 28 ნოემბერი].

მიზეზთა გამო 2012და 2016 წ.წ. მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

1992-2012 წ.წ. მოქმედი

რეჟიმების შეფასება“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ: საკანონმდებლო წინადადებათა შემდეგი კანონპროექტები:

1. საქართველოს კანონი - „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ [2014 წლის 4 თებერვალი];

2. საქართველოს კანონი - „საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ [2014 წლის 1 აპრილი];

3. საქართველოს კანონი - „საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“ [2014 წლის 12 ნოემბერი];

4. საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [2016 წლის 1 მარტი];

5. . საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [2018 წლის 5 თებერვალი].

მიზეზთა გამო - არც: 2012 და არც: 2016 წლების მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

„იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის

დარეგულირების საკითხისათვის“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ შემდეგი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:

საქართველოს კანონი - საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“ [2014 წლის 18 მარტი]

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

„ალტერნატიული პირადობის მოწმობის

შემოღების საკითხისათვის“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ: საკანონმდებლო წინადადებათა შემდეგი კანონპროექტები:

1. საქართველოს კანონი - „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“ [2013 წლის 19 დეკემბერი];

2. საქართველოს კანონი - „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“ [2014 წლის 29 ივლისი];

3. საქართველოს კანონი - საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე [2014 წლის 24 ნოემბერი]

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

„საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში

საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის

უზრუნველყოფის საკითხისათვის“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ: საკანონმდებლო წინადადებათა შემდეგი კანონპროექტები:

  1. 1.საქართველოს კანონი - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ [2014წლის 22 დეკემბერი]; და

2. საქართველოს კანონი - „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ [2018 წლის 11 სექტემბერი].

მიზეზთა გამო - არც: 2012 და არც: 2016 წლების მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

„საქართველო“ - „Saqartvelo“, და:

„ქართველი“ - „Qartveli“:

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ: საკანონმდებლო წინადადებათა შემდეგი კანონპროექტი:

საქართველოს კანონი - საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [2018 წლის 26 თებერვალი].

მიზეზთა გამო 2016 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის

გამოცხადების საკითხისათვის“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:

საქართველოს კანონი „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“ [2014 წლის 27 ოქტომბერი]

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

საკუთრების შესახებ“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:

საქართველოს კანონი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“- [2014 წლის 5 აგვისტო].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

„მოსწავლისა და მშობლის კანონი, ანუ სასკოლო ასაკის შვილის მყოლი დედისათვის შეღავათების დაწესების ახალი მექანიზმი“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:

საქართველოს კანონი - „საქართველოს კანონში - საჯარო სამსახურის შესახებდა საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“ “ [2014 წლის 8 აპრილი].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

„ანტიდისკრიმინაციული კანონის

მიღების არსი“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:

საქართველოს კანონი - „საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ [2014 წლის 8 მაისი];

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

„საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის -

„განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:

საქართველოს კანონი - საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ [2014 წლის 25 მარტი].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი:

„ეროვნული თანხმობის დარბაზი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:

საქართველოს კანონი - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ“ [2014 წლის 1 მარტი].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

„აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის“

შექმნასთან დაკავშირებით

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:

საქართველოს კანონი - „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“ [2014 წლის 2 სექტემბერი].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის

„ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს

სახელის მინიჭების შესახებ“:

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:

საქართველოს კანონი - „საქართველოს კანონი ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“ [2015 წლის 9 თებერვალი].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

„საარჩევნო პროცესის

ახლებური წესით დაფინანსების საკითხისათვის“

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:

საქართველოს კანონი - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ [2017 წლის 9 ნოემბერი].

მიზეზთა გამო 2016 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან

საქართველოს პარლამენტში

მაჟორიტარული წესით ასარჩევი

დეპუტატობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

...

„კათარზისის“ გზებიდან

მოდის საძმო ერ[ებ]ი

გზად კელაპტრად ანთებულა[ნ]

„განდგომილი“ ბერ[ებ]ი.

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

პარასკევია, ჩემო უფალო, ასე სანამდის?!

ასე მგონია გასული 20 საუკუნის ყოველი დღე, გარდა კვირისა, ჩვენთვის - პარასკევი იყო... რადგანაც ღმრთისათვის, წმიდა დედისთვის მიუღებელი, არასათნო წესით ვიცხოვრეთ... [ერთეულთა გარდა - ნეტარია მათი სულები].

მაგრამ, ვაგლახ, დღესაც, 21-ე საუკუნეშიც იგივე გრძელდება - ვცოდავთ ქალიც და კაციც, ხანდაზმულიც და ახალგაზრდაც, დავკარგეთ საკუთარი სახე, და, თითქოსდა, ყოველდღე - ჯვარს ვაცვავთ იესუს...

ნუთუ არ ღირს დასაფიქრებლად ის, რომ, ძალიან მალე, ყველას ყველაფერზე მოგვეკითხება?

ვიფხიზლოთ! ბოლო ჟამია - გვწამდეს!..

 

პარასკევია, დღეს ჯვარცმის დღეა,

ცის კაბადონზე როგორი მზეა!

[გამუქებულა, ცრემლად იღვრება,

გულმოკლული და მგლოვიარეა...]

 

წმიდა სამსხვერპლოს ავკიდეთ ჯვარი...

ბორგავს ბუნება, სცოდავს საწუთრო.

უფალს გვირგვინი... შოლტი ვაკადრეთ,

პარასკევია - დღეს დაიცავენ კვლავაც ბარაბას...

სამგლოვიარო ზარები რეკენ...

არ გვაქვს უფლება ვმზერდეთ ცისაკენ,

აღარ დაგინდეთ, ჯვარს გაცვით - კრავი,

მივექანებით ჯოჯოხეთისკენ...

გრგვინავს ზეცა და სიმწარისაგან,

კვლავ კრეტსაბმელის იხევა ფარდა...

უგუნურებავ, რა დაგვრჩენია

სინანულის და მუხლდრეკის გარდა?..

ცოდვით შებღალულ და ცდომილ შვილთა,

სული და გული - გოდებს და იწვის...

შესავედრებელს - გვედრით მოტევებას,

დღეს ჩვენი გონი ამისთვის იღწვის.

ღმერთის მოიმედე - თაობავ „ნორჩო“,

ბრძენ წინაპართა ჯიშო და სულთქმავ,

გწამდეთ სამების, ვინაც ინება,

ეს ყოველივე თქვენთვის რომ მეთქვა...

ყოველთა დედოფალო - წმიდაო მარიამ,

გულნაისრალო შვიდგზის,

შენთა ტკივილის და ტანჯვის გამო,

მდუღარე ცრემლი მდის...

პარასკევია, ჩემო უფალო, ასე სანამდის?..

 

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

...

დღეს დაიბადე - „ცხებულო მეფევ“,

სამშობლო ძლიერ გიყვარდა,

მტკიცედ მოგქონდა რწმენა ურყევი,

ქვეყანა - უფლისკენ მიგყავდა...

უმრავლესობამ ხმა მოგცა,

ხალხის რჩეული იყავი,

შენს ხსოვნას გულში ვინახავთ,

ჩვენო უკვდავო ზვიადი!..

ვერ მოგიარეთ, ამქვეყნად

ბევრჯერ გატკინეთ გული,

[ასჯერ ვთქვი, ასჯერ დავწერე,

არვინ მიგდო ირგვლივ ყური...].

რაც კი გქონდა - რწმენა, ნიჭი,

უხვად მაღლით ბოძებული,

სრულად უძღვენ შენს სამშობლოს,

ფიანდაზად დასდე გული!...

განგმირეს გული მებრძოლი

ქვეყნისთვის აძგერებული,

გახვრიტეს შუბლი ციური,

ღვთის მადლით მირონცხებული,

ზეციდან - ხმა მოგვაწვდინე,

და გაგვიხარე გულები...

 

მინაწერი:

ჩვენ არ ვიცით - ვინ ვინ არის,

ვინ გვესროლა ტყვია მხარში,

დამგეშავიც და მდევნელიც

ერთად წავლენ ცეცხლის ტბაში,

იქ დასხდნენ და შემოსძახონ:

„თავო ჩემო“ - მრავალ ხმაში...

ეკატერინე

ხრიკული