Print

გაზეთი N6 [1049]

2013 – 2019 წ.წ. ჩვენი პარტიის

საარჩევნო ფონდის ხარჯთარიცხვის საკითხისათვის

 

ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სხვადასხვა დონის არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ვალდებულნი არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ფინანსური ხარჯთაღრიცხვა - საარჩევნო ფონდის მეშვეობით განახორციელონ.

დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადამლახავი ან/და საპარლამენტო მანდატების მქონე ე. წ. „კვალიფიციური სუბიექტის“ სტატუსის მქონე პოლიტიკური პარტიები, კანონით დადგენილი საწევრო თუ შემოწირულობით მიღებული შემოსავლის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც იღებენ დაფინანსებას.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაწეულ ხარჯთაღრიცხვაში მნიშვნელოვანი წილი უკავია ფასიან თუ უფასო პოლირიკურ რეკლამებზე გაწეულ დანახარჯს.

ასე მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზში აღნიშნულია, რომ:

.საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი სალომე ზურაბიშვილმა...

დოკუმენტის მიხედვით, ორივე ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი ღირებულების, კერძოდ, 9 752 702 ლარის, უფასო პოლიტიკური რეკლამა - გრიგოლ ვაშაძემ განათავსა.

შემდეგია: დავით ბაქრაძე – 5 032 654 ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამით,

კახა კუკავამ – 3 768 919 ლარის, ხოლო: სალომე ზურაბიშვილმა – 2 647 891 ლარის მიახლოებითი ღირებულების რეკლამა განათავსეს.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ორი ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

სალომე ზურაბიშვილმა განათავსა 4 967 848 ლარი, გრიგოლ ვაშაძემ – 2 383 708 ლარის, ხოლო: დავით ბაქრაძემ – 600 555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსეს.

 

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი [8 მილიონი ლარი] და უფასო პოლიტიკური რეკლამების [30 მილიონი ლარი] საერთო ღირებულებამ ჯამში დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა [იხ. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. 2019 წ. 3 აპრილი].

ზემოთქმულის ფონზე, მოდით თვალი გადავავლოთ ჩვენი პარტიის მიერ სხვადასხვა დონის არჩევნებში საარჩევნო ფონდის ფარგლებში გაწეულ ხარჯვით მაჩვენებლებს.

 

ჩვენი პარტიის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ, 2012 წ. 14 იანვრით დათარიღებულ ახსნა-განმარტებით ბარათში: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს 1992-2011 წლის საფინანსო საქმიანობის შესახებ, კერძოდ ვკითხულობთ:

„საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის მიერ 1992 წლის 2 აპრილს, N12/4 დადგენილებით დარეგისტრირებული - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს (რეგ. N 0052) მიერ, საქართველოს რესპუბლიკის ბინსოცბსნკში გახსნილ იქნა საბანკო ანგარიში: N000700489.

1996 წლის 18 მარტით დათარიღებულ - ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების მიერ გაცემულ ცნობაში ვკითხულობთ:

„...კანონმდებლობიდან გამომდინარე პარტია არ ეწევა სამეურნეო საქმიანობას. პარტიის თანამშრომლები ფულად ანაზღაურებას ხელფასის სახით არ იღებენ, და ამგვარად, არ ეკუთვნით ბიუჯეტში შესატანი გადასახადების გადახდა...“.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“ საგადასახადო არღიცხვაზე აყვანილ იქნა - 1996 წლის 18 დეკემბერს, გაცემულ იქნა საიდენტიფიკაციო კოდი: 202 910 314.

1996 წლიდან ვიდრე 2011 წლის 23 დეკემბრამდე „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს მიერ:

- არანაირი საფინანსო ოპერაცია არ ჩატარებულა;

- კავშირს არ ჰქონია გახსნილი საბანკო ანგარიში;

- კავშირი არ ფლობდა არანაირ ქონებას;

- კავშირში გაერთიანებული თანამშრომლები არ იღებდნენ ფულად ანაზღაურებას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის N22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. #052): კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;.

2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა _ „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა~ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა _ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში...“.

 

2012 წ. 1 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში - ცესკომ, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, უარი გვითხრა საარჩევნო რეგისტრაციაზე;

2013 წ. 11 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტისადმი გაგზავნილ მიმართვაში, კერძოდ ვკითხულობთ:

„2011 წ. 1. ნოემბრიდან - 2012 წ. 1 ნოემბრისს მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 446 [ოთხას ორმოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 397 [სამას ოთხმოვდათექვსმეტი] ლარი და 70 თეთრი;

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 48 [ორმოცდარვა] ლარს და 38 თეთრს.

 

2013 წ. 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემდგომად, საარჩევნო ფონდის ფარგლებში, მიზეზთა გამო, არანაირი ფინანსური ხარჯი არ გაგვიწევია. სახელმწიფო აუდიტისადმი გაგზავნილ მიმართვაში, კერძოდ ვკითხულობთ:

„ 2013 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

„2013 წ. 9 დეკემბერს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 100 [ასი] ლარი;

2013 წ. 12 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

2013 წ. 12 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით:

კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 646 [ექვსას ორმოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;

კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 597 [ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი] ლარი და 70 თეთრი;

კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 48 [ორმოცდარვა] ლარს და 38 თეთრს.

 

2014 წ. 15 ივნისს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისას საარჩევნო ფონდის ფარგლებში გაწეულმა ფინანსური ხარჯმა - 2050 ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2014 წ. საფინანსო ანგარიშის მიხედვით: „2014 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

- 2014 წ. 27 მაისს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 1 050 [ათას ორმოცდაათი] ლარი;

- 2014 წ. 27 მაისს შპს „დრონი ჯი“-ს, გადაერიცხა საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფის მომსახურების საფასური - 700 [შვიდასი] ლარი;

- 2014 წ. 27 მაისს, ინდ. მეწარმე „ნანა მორგოშია“-ს გადაერიცხა პლაკატების დაბეჭვდის ღირებულება - 350 [სამას ორმოცდაათი] ლარი;

- 2014 წ. 14 ივლისს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 1 000 [ათასი] ლარი;

- 2014 წ. 14 ივლისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე [არაკლასიფიცირებული სანქციებიდან: ჯარიმა და საურავი] ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა - 1 000 [ათასი] ლარი;

- 2014 წ. 29 დეკემბერს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 100 [ასი] ლარი;

-2014 წ. 29 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2015 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

- 2014 წ. 29 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2015 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

2014 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 2 150 [ორიათას ორმოცდაათი] ლარი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 2 151 [ორიათას ასორმოცდათერთმეტი] ლარი და 80 თეთრი;

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 2 796 [ორიათას შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი] ლარი და 08 თეთრი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 2 749 [ორიათას შვიდას ორმოცდაცხრა] ლარი და 50 თეთრი;

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 46 [ორმოცდაექვსი] ლარს და 58 თეთრს.

 

2015 წლის 31 მაისს, საგარეჯოს რაიონის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისას, საარჩევნო ფონდის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა - 10 ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2015 წ. საფინანსო ანგარიშის მიხედვით: „2015 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

- 2015 წ. 24 ოქტომბერს, შპს „რეალაითი“-ს სარეკლამო მომსახურებისათვის გადაერიცხა - 10 [ათი] ლარი;

- 2015 წ. 28 დეკემბერს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 80 [ოთხმოცი] ლარი;

-2015 წ. 28 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2016 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

- 2015 წ. 28 დეკემბერს კავშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2016 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

2015 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 80 [ოთხმოცი] ლარი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 110 [ას ათი] ლარი;

2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 16 [თექვსმეტ] ლარს და 58 თეთრს.

 

2016 წ. 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისას, საარჩევნო ფონდის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა - 1900 ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2016 წ. საფინანსო ანგარიშის მიხედვით:

:2016 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

1. 29 ივლისს სახელმწიფო ხაზინიდან მოხდა - მ. სალუაშვილის მიერ 10/06-2016 წ. [მოსარჩელე ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“] გადახდილი 100 [ასი] ლარის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება;

2. 19 აგვისტოს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 25 [ოცდახუთი] ლარის შემოწირულობა;

3. 19 აგვისტოს განხორციელდა პარტიის სარეგისტრაციოდ დადგენილი 125 [ასოცდახუთი] ლარის გადასახადის გადარიცხვის ოპერაცია;

4. 19 აგვისტოს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;

5. 22 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 403 [ოთხას სამი] ლარის შემოწირულობა;

6. 22 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სასტამბო ხარჯის ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 367,5 [სამას სამოცდაშვიდი ლ. 50 თ.] ლარი;

7. 22 სექტემბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 500 [ხუთასი] ლარის შემოწირულობა;

8. 22 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სარეკლამო მომსახურების ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 525 [ხუთასოცდახუთი] ლარი;

9. 26 სექტემბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 140 [ასორმოცი] ლარის შემოწირულობა;

10. 26 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 70 [სამოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

11. 26 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, სარეკლამო მომსახურების ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 210 [ორასათი] ლარი;

12. 29 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 70 [სამოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

13. 29 სექტემბერს შ.პ.ს. „ბრწყინვალე რეკლამას“, პლაკატების ბეჭვდის ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 70 [სამოცდაათი] ლარი;

14. 30 სექტემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 20 [ოცი] ლარის შემოწირულობა;

15. 30 სექტემბერს ი/მ „გიორგი კანკიას“, სარეკლამო ბანერის დამზადების საფასურად, გადაერიცხა - 21,26 [ოცდაერთი ლ. და 36 თ] ლარი;

16. 04 ოქტომბერს იზოლდა გრიგოლიამ შემოიტანა - 560 [ხუთას სამოცი] ლარის შემოწირულობა;

17. 04 ოქტომბერს შ.პ.ს. „გამომცემლობა მინიატურას“, სარეკლამო პლაკატის დაბეჭვდისათვის, გადაერიცხა - 580 [ხუთას ოთხმოცი] ლარი;

18. 04 ოქტომბერს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;

19. 23 დეკემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 110 [ასათი] ლარის შემოწირულობა;

20. 23 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2017 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

21. 23 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2017 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

2016 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 1998 [ათასცხრაას ოთხმოცდათვრამეტი] ლარი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 2000 [ორი ათასი] ლარი და 56 თ.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 14 [თოთხმეტ] ლარს და 56 თეთრს.

 

2017 წ. 21 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისას, საარჩევნო ფონდის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა - 150 ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2016 წ. საფინანსო ანგარიშის მიხედვით - „2017 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

1. 17 ოქტომბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 150 [ასორმოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

2. 17 ოქტომბერს შ.პ.ს. „ირიდა“-ს, სასტამბო ხარჯის ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 150 [ასორმოცდაათი] ლარი;

3. 17 ოქტომბერს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;

4. 27 დეკემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 100 [ასი] ლარის შემოწირულობა;

5. 27 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2018 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

6. 27 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2018 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

2017 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 250 [ორასორმოცდაათი] ლარი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 250 [ორასორმოცდაათი] ლარი და 90 თ.

2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 13 [ცამეტ] ლარს და 12 თეთრს.

 

2018 წ. 28 ოქტომბერს გამართულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ისევე როგორც:

2019 წ. 19 მაისს, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გამართულ, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისას, საარჩევნო ფონდის ფარგლებში არანაირი ფინანსური ხარჯი არ გაგვიწევია.

შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, პარტიის ანგარიშზე ირიცხება - 13 ლარი და 02 თეთრი [ცამეტი ლარი და 02 თეთრი].

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქვეყნის სხვადასხვა დონის არჩევნებში მონაწილეობისას, ჩვენი პარტიის საარჩევნო ფონდის ფარგლებში გაწეული ხარჯთაღრიცხვის სურათი ასეთია:

2013, 2018 და 2019 წლებში არანაირი ფინანსური ხარჯი არ გვქონია;

2014 წ. არჩევნებში დანახარჯმა - 2050 ლარი შეადგინა;

2015 წ. არჩევნებში დაიხარჯა - 10 ლარი;

2016 წ. არჩევნებში გაწეულმა დანახარჯმა - 1900 ლარი შეადგინა; ხოლო

2017 წ. დაიხარჯა - 150 ლარი.

ამდენად, ჩვენი პარტიის მიერ: 2013 – 2019 წ.წ. გამართულ შვიდივე არჩევნებში მონაწილეობისას, საარჩევნო ფონდის მეშვეობით გაწეულმა საერთო ფინანსურმა ხარჯმა - 4 110 [ოთხი ათას ასათი] ლარი შეადგინა.

და თუკი, ამ მაჩვენებელს შევადარებთ, ზემოთ მოტანილ 2018 წ. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ რეკლამაზე გაწეულ 38 მილიონი ლარის დანახარჯს, ვგონებთ მკითხველს არ გაუჭირდება შესაბამისი დასკვნების გაკეთება.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

საქართველოს პარლამენტის

2019 წ. 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის

N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში

მონაწილეობის ზოგადი ქრონოლოგია

 

წარმოგიდგენთ - 2019 . 19 მაისს, . თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში. პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მონაწილეობის ზოგადი ქრონოლოგიის ამსახველ მასალას.

 

2019 წ. 20 მარტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ იქნა N16/2019 განკარგულება - საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ.

 

- 2019 წ. 21 მარტს, ჩვენი პარტიისათვის საარჩევნო რეგისტრაციის მიღების მიზნით განცხადებით მივმართეთ ცესკოს თავმჯდომარეს

.

2019 წ. 22 მარტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებულ იქნა N2/2019 განკარგულება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2019 წლის 19 მაისს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ და მისი წარმომადგენლის რატი გვამბერიძის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

 

- 2019 წ. 25 მარტს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, ნარკოლოგიური შემოწმებისათვის საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, ლევან სამხარაულის სახ. სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროდან ავიღეთ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად გაცემული დასკვნა;

 

- 2019 წ. 25 მარტს განცხადებით მივმართეთ ქ. თბილისის N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რათა მოეხდინა - 2019 . 19 მაისს, . თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად, ჩვენი პარტიის მიერ წარდგენილი - მიხეილ სალუაშვილის რეგისტრაცია.

 

- 2019 წ. 25 მარტს - N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული N13/2019 განგარგულებით საქართველოს პარლამენტის 2019 წ. 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში გატარდა პარტიიდან წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ სალუაშვილი;

ამასთანავე, ჩვენი პარტიის მიერ წარდგენილი მიხეილ სალუაშვილი გახდა : საქართველოს პარლამენტის 2019 წ. 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის პირველი რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატი.

- 2019 წ. 26 მარტს, საარჩევნო ფონდის დაარსების თაობაზე სპეციალური მიმართვა წარედგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

 

- 2019 წ. 1 აპრილს, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტს წარვუდგინეთ მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ სალუაშვილის მიერ შევსებული „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია“;

- 2019 წ. 12 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, კანონით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად წარედგინა: 20 მარტიდან - 9 აპრილამდე ჩათვლით საანგარიშგებო პერიოდის ამსახველი დეკლარაცია [სადაც დაფიქსირებული გახლდათ, რომ ამ დროისათვის პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდს არავითარი შემოსავალი (მათ შორის არაფულადი შემოწირულება) და ხარჯი არ ქონია];

- 2019 წ. 12 აპრილს - N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარედგინა, ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბანზე დანიშნული ჩვენი პ/გ წარმომადგენელთა შემდეგი სია:

1. [01. 01.]. ბეჟან შერგელაშვილი, 2. [01. 04]. ეთერ ჩხეტია, 3. [02]. მევლუდ მამადაშვილი, 4. [03] ლენა სისაური, 5. [04]. დიანა ჯიქია, 6. [05]. ლომთათიძე ნორა, 7. [06] არუდაშვილი ნანა, 8. [07]. დავით სათირიშვილი, 9. [[08]. ლუდმილა ვეშაგური,

10. [09]. მანანა თანიაშვილი, 11. [10]. მარგალიტა თანიაშვილი, 12. [11]. მარეხ ქამხაძე, 13. [12]. თინათინ შამუგია, 14. [13]. ელენე მაძღარაშვილი, 15. [14]. ნადია სოსებაშვილი, 16. [15]. ნარგიზა ხალვაში, 17. [16]. ლალი ბეგაშვილი, 18. [17]. ლენა მეფარიძე, 19. [18]. ნათელა მელქაძე, 20. [19]. ეთერ ბუიძე,

21. [20]. ომარ დარსაძე, 22. [21]. ბეჟან ნათელაძე, 23. [22]. ნანა ბიჭაშვილი, 24, [23]. გიორგი ბიჭაშვილი, 25. [24]. სოლომონ ბაიაშვილი, 26. [25]. გოჩა ბიჭაშვილი, 27. [26]. რაზმაძე შაზი, 28. [27]. ზაქარეიშვილი ლიანა, 29. [28]. შოთა გვრიტიშვილი, 30. [32]. გვანცა გავრილენკო, 31. [33]. გოგლიძე ანგი;

- 2019 წ. 2 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, კანონით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად წარედგინა: 10-30 აპრილის საანგარიშგებო პერიოდის ამსახველი დეკლარაცია [სადაც დაფიქსირებული გახლდათ, რომ ამ დროისათვის პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდს არავითარი შემოსავალი (მათ შორის არაფულადი შემოწირულება) და ხარჯი არ ქონია];

- 2019 წ. 20 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, კანონით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად წარედგინა: 1-19 მაისის საანგარიშგებო პერიოდის ამსახველი დეკლარაცია [სადაც დაფიქსირებული გახლდათ, რომ ამ დროისათვის პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდს არავითარი შემოსავალი (მათ შორის არაფულადი შემოწირულება) და ხარჯი არ ქონია];

- 2019 წ. 21 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, კანონით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად წარედგინა: 20 მარტიდან - 19 მაისამდე ჩათვლით საანგარიშგებო პერიოდის ამსახველი დეკლარაცია [სადაც დაფიქსირებული გახლდათ, რომ მთელი წინასაარჩევნო დროის მანძილზე პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდს არავითარი შემოსავალი (მათ შორის არაფულადი შემოწირულება) და ხარჯი არ ქონია];

2019 წ. 27 მაისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ იქნა: საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2019 წ. 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი

საბოლოო მონაცემების ზოგადი სურათი ასეთია:

 

N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი

ამომრჩეველთა რაოდენობა - 43 908

მონაწილეობა მიიღო - 15 022 [34,21%]

ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - 207

დეპუტატობის კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების მიხედვით შედეგები ასეთია:

1. ვლადიმერ კახაძე - 6 036 ხმა - 41,01% [ N41 „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”]

2. შალვა შავგულიძე - 5 422 ხმა - 36,84% [N13 „ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები”]

3. ლევან იოსელიანი - 964 ხმა - 6,55% [N42 საინიციატივო ჯგუფი]

4. გერმანე საბო - 701 ხმა - 4,76% [N35 „გირჩი”]

5. გრიგოლ გეგელია - 462 ხმა - 3,14% [N45 საინიციატივო ჯგუფი]

6. კობა დავითაშვილი - 428 ხმა - 2,91% N43 საინიციატივო ჯგუფი]

7. სოფიო ხორგუანი - 388 ხმა - 2,64% [N44 საინიციატივო ჯგუფი]

8. გიორგი ანდრიაძე - 117 ხმა - 0.79% [N9 „თავისუფალი საქართველო”]

9. თამარ ალფაიძე - 45 ხმა - 0,31% [N47 საინიციატივო ჯგუფი]

10. იოსებ კობერიძე 26 ხმა - 0,18% [N46 საინიციატივო ჯგუფი]

11. ირმა რაზმაძე - 19 ხმა - 0,13% [N31 „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა”]

12. გიორგი ლილუაშვილი - 18 ხმა - 0,12% [N17 „საქართველო”]

13. ნიტა სიხარულიძე - 17 ხმა - 0.12% [N4 „ქრისტიანდემოკრატიული მოძრაობა”]

14. ჯემალ ნადარეიშვილი - 17 ხმა - 0,12% [ N33 „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”]

15. მიხეილ სალუაშვილი - 15 ხმა - 0,1% [N28 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”]

16. მამუკა ტუსკაძე - 13 ხმა - 0,09% [N24 „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”]

17. გიორგი შალიკაშვილი - 11 ხმა - 0,07% [N21 „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”]

18. ნოდარ ინანეიშვილი - 9 ხმა - 0,06% [N38 „ეროვნულდემოკრატიული პარტია (ედპ)”]

19. ვალისა ღვინჯილია - 6 ხმა - 0,04% [N27 „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო”]

20. თებეა თენგიანი - 5 ხმა - 0,03% [N23 „ახალი ქრისტიანდემოკრატები” ].

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

2019 წ. 19 მაისის არჩევნებში მონაწილე

მთაწმინდის ამომრჩეველთა [და არა მარტო მათდა]

გასაგონად „ნათქვამის“ ქრონოლოგია

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ: „2011-2012 წ.წ. მოყოლებული, საარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი გახდა:

როგორც ისტორიული სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება; ასევე

საქართველოს სულიერი მისიის ასრულების, ანუ მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტეს საყოველთაო გაცხადებისწინარე დროის: ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე, ბიბლიაში არსებული წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება.

სწორედ ამ მოცემულობის ფარგლებში წარვმართეთ:

2013 და 2018 წლის საპრეზიდენტო;

2014 – 2017 წლის ადგილობრივი;

2015 შუალედური და

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები.

ამავე მიზნის განხორციელებისათვის გადავწყვიტეთ, საარჩევნო პროცედურით გათვალისწინებული პირობების გამოყენების ფარგლებში, მონაწილეობა მივიღოთ 2019 . 19 მაისს, . თბილისში, მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში...“ [გაზ. N4 [1047], გვ. 1].

და კიდევ, როგორც მოგეხსენებათ:

„ერთის მხრივ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2019 წ. 22 მარტის განკარგულებით [N2,/2019] მოხდა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს შიერ საარჩევნო რეგისტრაცია;

ხოლო

მეორეს მხრივ - N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 2019 წ. 25 მარტს მიღებული განგარგულებით [N13/2019], საქართველოს პარლამენტის 2019 წ. 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში გატარდა პარტიიდან წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ სალუაშვილი.

ამასთანავე, ჩვენი პარტიის მიერ წარდგენილი მიხეილ სალუაშვილი გახდა :

საქართველოს პარლამენტის 2019 წ. 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის პირველი რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატი..“ [გაზ. N4 [1047], გვ. 3].

 

ამჟამად წარმოგიდგენთ - წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ, როგორც ჩვენს შესახებ ინფორმაციის გავრცელების ქრონოლოგიას; ასევე ჩვენი სათქმელის სატელევიზიო სივრცეში გავრცელების ხელშემწყობ მაუწყებელთა ჩამონათვალს:

 

1. 26 მარტი - საზოგადოებრივი არხის ელ. გვერდი [ავტორისანდრო ჯუფალაკიანი];

2. 27 მარტი - საინფორმაციო სააგენტო „მედიამაილ“-ი;

3. 27 მარტი - საინფორმაციო სააგენტო: „ლიბერალი“;

4. 27 მარტი - საინფორმაციო სააგენტო: „პროგრესნიუსი“;

5. 28 მარტი - საინფორმაციო სააგენტო: „მარშალპრესი“, ჟურნალისტი - ოთო სტეფაჼიშვილი

6. 1 აპრილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ელ. გვერდი];

7. 2 აპრილი - საინფორმაციო სააგენტო: „იპრეს.გე“;

8. 24 აპრილი - საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „2020 ნიუსი“

9. 3 მაისი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ელ. გვერდი;

10. 17 მაისი - რადიო „თავისუფლების“ ელ. გვერდი;

11. 18 მაისი - ინტერნეტ გამოცემა: „ნეტგაზეთი.გე“;

 

წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი სათქმელის ამომრჩევლისადმი შეთავაზება მოხერხდა საეთერო სივრცეში გასული შემდეგი ოთხი გადაცემის მეშვეობით:

1. 27 მარტი - საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმის“ მიერ გავრცელდა ვიდეო სიუჟეეტი [1 წთ და 7 წმ.] ჟურნალისტი - თაკო ტომარაძე;

2. 1 აპრილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში: „მოამბე 20.00 სთ-ზე“, წამყვანი - თამთა სანიკიძე;

3. 9 აპრილი - პ/გ „გირჩი“-ს ინტერნეტ ტელევიზიის პროექტი: „თავისუფალი ბაზარი“, წამყვანი - ვახტანგ მეგრელიშვილი;

4. 3 მაისი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემა: „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

იყო უფლის სიტყვა დავით შათირიშვილის მიმართ

ვიხილე - იყო ნათქვამი - „პირველად იყო სიბრძნე და სიბრძნე იყო ღმერთთან“.

 

 ...

დამიჯერეთ მეგობრებო

უკვე არ ღირს „აქცია“.

დედამიწას ჩამოსულა

ის ვინც - საღვთო არსშია.

რა დროსია, ხალხო, თქვენი აქცია,

აქვე არის, დედამიწას,

ვინაც წყალი დიდი სუფრაზე

ღვინოდ გადააქცია.

აქციოს!.. აქციოს!.. ამენ!

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

ქართული სულის ელვარება

მე ახალს ვერაფერს ვიტყვი... მხოლოდ უდიდესი პატივისცემით და მოკრძალებით გავიმეორებ და, რა თქმა უნდა, საკუთარ ხმას ვუერთებ, იმ სიტყვებს, რომლითაც ქართველმა ერმა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, თავისუფლებას მოწყურებული, სწორუპოვარი კოლხი რაინდი მერაბ კოსტავა ღირსეულად შეამკო.

ვიმეორებ, იმიტომ, რომ მისი და ზვიად გამსახურდიას ცხოვრების კრედო [როდესაც ბრძანა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შეძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვა მას“-ო] - განაპირობა მათი ერთიანი შეუპოვარი ბრძოლა ერის თავისუფლებისათვის!..

ერში განფენილი თავისუფლება, „მართალი კაცი“, „შეუდრეკელი“, „სულით გაუტეხავი“, „კლდესავით ურყევი“, „ფრთებგაშლილი არწივი“, დიდი მამულიშვილი, წმიდა ილიასა და იაკობ გოგებაშვილის სულიერი მემკვიდრე, საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლად აღიარა ერმა - მერაბ კოსტავა!..

ბედნიერებაა რომ ერის შეგნებული, ეროვნული სულის სიღრმემდე მატარებელი უმრავლესობა, დამსახურებულად აფასებს - მამაცი, უშიშარი, რაინდის სულიერ სიმტკიცეს, იმას, რომ ქედუხრელი ვაჟკაცი ვერ გატეხა საბჭოთა გულაგებმა, პატიმრობამ, გადასახლებამ, შვილის გარდაცვალებამ და ღმრთისაგან კურთხეულ - მის ქრისტესმიერ ძმასთან, უზადო მამულიშვილთან, საუკუნის მოვლენასთან - ზვიად გამსახურდიასთან ერთად მათ შექმნეს ახალი ეპოქა, უახლესი ისტორია მრავალტანჯული ერისა!

ეროვნული გმირმა - მერაბ კოსტავამ, რომლის ყოველი სიტყვა ჰიმნივით ჟღერდა, შეუდარებელი ორატორი, ქედუხრელი ვაჟკაცი, ძლიერი, ხავერდოვანი, მგრგვინავი ხმით რომ ქუხდა - სამუდამოდ ჰპოვა ერის გულში საპატიო ადგილი!

ასე მგონია - ერის ეს ორი სათაყვანებელი შვილი: ზვიადი და მერაბი, ახლაც, მთაწმინდიდან აგუგუნებენ „შავლეგოს“, და შეგვახსენებენ, რომ კაცური ღირსება, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარი - ქრისტესმიერი სიყვარულია, წმიდა დედის წილხვდომილობაა! შეურცხვენელი, გაუსხვისებელი, უღალატო მამულიშვილობაა, რისთვისაც სიცოცხლეც და სიკვდილიც ღირს!..

მე კი, ვიტოვებ უფლებას თქვენთან ერტად შევევედრო მაცხოვარს - გაგვხადოს ღირსი - ზვიადისა და მერაბის მსგავსი რაინდები, კვლავაც უმრავლოს წმიდა მარიამის წილხვედრ ივერიას!... ამენ!

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

...

რად გამიყიდეთ სამშობლო?

რატომ ჩაუგდეთ უცხოელს ხელში?

უბოდიშოდ და შეუბრალებლად,

ხელს რომ გვიჭერენ უტიფრად ყელში...

მაგრამ სულ ასე კი არ იქნება,

ჟამო მოვა და გაჭრის სიმართლე,

წარხოცს დღევანდელ უსამართლობას,

გამოაშუქებს ბნელში სინათლე!..

თქვენ არჩევანი მოგეცათ,

ფული არჩიეთ სულებსა,

ვეღარაფერი გიშველით,

სატანის ხელდასხმულებსა...

ეკატერინე

ხრიკული