Print

გაზეთი N 7 [ 1050]

„მთაწმინდის გზის დასასრული“, ანუ

ჟამი - „იუდას არსის მატარებელი“ პირის გამოკვეთისა

2019 წ. 19 მაისს N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ჩატარებული პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებით [27. 05. 2019 წ.] გამოიკვეთა მეორე ტურში გადასული ორი კანდიდატი.

ბიბლიური მინიშნების კვალობაზე [იხ. „ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“ [იხ. 3 ეზრა 12,21] როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტურში „ნაცებისა“ და „ქოცების“ მიერ მხარდაჭერილი დეპუტატობის კანდიდატები გადავიდნენ.

2019 წ. 17 ივნისს ცესკოს მიერ მიღებული - არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად:

№1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 43 909, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 18 121-მა ამომრჩეველმა. , ბათილად ცნობილ იქნა 737 ბიულეტენი.

„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო 6 635 (38,17 %) ხმა, ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ - 10 749 (61,83%) ხმა.

ეზოთერიკაში გათვითცნობიერებულმა მკითხველმა, იცის რომ - ბოლო ჟამის მიმდინარეობის შესაბამის ეტაპზე ხდება წმიდა წერილში დაფიქსირებულ სხვადასხვა ბიბლიურ პერსონაჟთა მისტერიული არსის მატარებელ პირთა გამოკვეთა.

თავის მხრივ, სამებისმიერი ათვლიდან გამომდინარე, ხსენებული პროცესი სამი პირობითი ხაზით მიმდინარეობს. კერძოდ -1. საქართველოსთან მიმართებაში; 2. ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გამასაჯაროვებელ ჯგუფთან დაკავშირებით; და 3. ამ სახების მისტერიული არსის მატარებელი კონკრეტული პირის გამოკვეთით.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულთა გასაგონად გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2019 წ. 17 ივნისს, მისტერიულად დასრულდა, პირობითი „ქრისტეს გზის“ გამოკვეთამდე გასავლელი ე.წ. „მთაწმინდისკენ მიმავალი გზა“. ეს უკანასკნელი გზასავალი კი, უშუალო თანხვედრაშია- იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი კონკრეტული პირის გამოკვეთის დროით ეტაპთან.

გაზეთის წინა ნომერში აღინიშნა, რომ 19 მაისს, არჩევნებში მონაწილე 20 კანდიდატს შორის ჩვენ მხოლოდ 15 ხმა [ 0,1%] მოვაგროვეთ, და მე-15 „საპატიო“ ადგილი დავიკავეთ.

მკითხველმა იცის, რომ კოდი: „ის-კარ-იოტ-ელი“, ფუძისეულ: „იოტ“-ის არსზე მიგვანიშნებს. 40 ნიშნიან ქართულ ანბანში, ასო-ნიშანი: „იოტა“, მე-15 რიგითი და მე-60 რიცხვითი მნიშვნელობის მატარებელია.

ზემოთქმულს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ 2018 წლის ივლისისთვის დაფიქსირებული: 60-ისეული მიჯნა, 2019 წ. ივ ლისამდე მოქმედებს, მაშინ 19 მაისის არჩევნეზე ჩვენთან მიმართებით დაფიქსირებული - 15, ერთ-ერთი კუთხით სწორედ - „იუდა ისკარიოტელის“ თემატიკის გამოკვეთის დროით მიჯნას უნდა აფიქსირებდეს.

ამჯერად, ამ თემაზე საუბარი ამით გვინდა დავასრულოთ. „იუდა ისკარიოტელის“ არსთან დაკავშირებული საბოლოო სურათის თაობაზე [რამოდენიმე დარჩენილი მინიშნების ასრულების კვალობაზე], თუ ღმერთი ინებებს თავის დროზე გავისაუბროთ.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

„სიცრუისა და ორპირობის“ გაგრძელება,

ანუ ეშმაკის მძლავრობის ქრონიკები

წინამდებარე საუბარი, ბ-ნ ავთო ი.-ს მხრიდან გამოვლენილი: სიცრუეზე აგებული „საქმენი საგმირონის“ შესახებ, 2019 წ. იანვარ-თებერვლის თვეში განვითარებული პროცესების ამსახველი ინფორმაციის შეხსენებით გვინდა დავიწყოთ.

„...ბ-ნმა ავთო ი.-მა, 15 იანვრის შეხვედრაზე ნათქვამი ამჯერადაც გაიმეორა:

„მთელი „პასუხისმგებლობით“ გეუბნებით,, რომ ამჯერად ტყუილი გამორიცხულია, და საკითხის დადებითად გადაწყვეტა დათქმულ, ანუ - 2019 წლის 22 მარტამდელ დროში მოხდებაო“ [გაზ. N2 [1042], 2 მარტი 2019 წ., გვ. 6].

მარტის დასაწყისში მიღებული შეთანხმებისამებრ - 20 მარტს ლასკარში შევიკრიბეთ. ბ-მა ავთო ი.-მა „ახალი“ ამბავი მამცნო - ყაზახეთში მოღვაწე მის ქართველ შუამავალს 18 მარტს დაურეკავს და უთქვამს - „საქმე კარგად მიდის, მართალია 22 მარტისთვის საკითხის საბოლოო მოგვარება ვერ ესწრება, მაგრამ ამ თვის ბოლოსთვის ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ამასთან, აპრილის თვის დასაწყისში ჩემს მაგივრად უკვე ყაზახეთის მხარის წარმომადგენელი დაგიკავშირდება და ცალკეულ დეტალებს ერთად დააზუსტებთო...“

ამავე დღეს გაირკვა, რომ ბ-მა ავთო ი.-მა არაფერი იცოდა 19 – 20 მარტს, ყაზახეთის პოლიტიკურ სივრცეში მომხდარ ცვლილებათა თაობაზე. კერძოდ:

2019 წ. 19 მარტის მიწურულს, ყაზახეთის პრეზიდენტი 79 წლის ნურსულტან ნაზარბაევი გადადგა დაკავებული პოსტიდან; თუმცა დარჩა ყაზახეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე;

გარდა ამისა, ნ. ნაზარბაევი სიცოცხლის ბოლომდე დარჩება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს მეთაურად და საკონსტიტუციო საბჭოს წევრად. ყაზახეთში ეს ორგანო საკონსტიტუციო სასამართლოს როლს ასრულებს, წყვეტს კონფლიქტებს ხელისუფლების შტოებს შორის და კანონებზე ვეტოს დადების უფლება აქვს.

ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე [2020 წ. აპრილი] პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალა პარლამენტის ზედა პალატის. სენატის თავმჯდომარეს - კასიმ ტოკაევს; ფიცის დადების ცერემონიალი 2019 წ, 20 მარტს შედგა;

ამავე 20 მარტს, ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის სენატის თავმჯდომარედ „აირჩიეს“ ნ. ნაზარბაევის ქალიშვილი,სენატის საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე - დარიგა ნაზარბაევა; ხოლო

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის კ. ტოკაევის ინიციატივით, ყაზახეთის დედაქალაქ -- ასტანას, აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის პატივსაცემად - ნურსულტანი დაარქვეს.

ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ შემოთავაზებული - სიცრუეზე აგებული ე.წ. „დროის გაყვანის“ გულის ამრევი პროცესები ასე განვითარდა:

აპრილის თვის პირველმა კვირამ უშედეგო მოლოდინში ჩაიარა,

2019 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, რომ მიზეზთა გამო ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები 2019 წ, 9 ივნისს დანიშნა.

ე.წ. „დროის გაყვანაზე“ ორიენტირებული სიცრუის ჯაჭვის მორიგი რგოლი, 12 აპრილს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე ასე გამოიკვეთა - „ჩემმა ნაცნობმა დამირეკა და მითხრა, რომ ყაზახური მხარის დავალებით, უახლოესი ორი კვირის მანძილზე იგი თავად ჩამოვიდოდა თბილისში და ცალკეული დეტალების შეთანხმებიდან მომდევნო ერთ კვირაში ფინანსური საკითხის საბოლოო მოგვარება მოხდებაო“.

როგორც მოგეხსენებათ, ბ-ნი ავთო ი., სამი წლის მანძილზე მიმდინარე „სიცრუის კამპანიის“ ბოლოს, ანუ მხოლოდ 2018 წ. 19 იანვრის შეხვედრაზე „გამოგვიტყდა“, რომ ბუნებაში არ არსებობდა ვითომცდა 2010 წელს გარდაცვლილი ტოგოს რესპუბლიკაში მოღვაწე მისი შორეული ნათესავი თუ ნაცნობი [მითიური] - ჯონსონ იოსელიანი. და რომ, შესაბამისად, მისთვის სამამკვიდრეო ქონების მიღებაზე წარმოებული მთელი ეს კამპანია, აფრიკის ამ რესპუბლიკაში დაბუდებული თაღლითების მიერ, ფულის გამოძალვის მიზნით აგორებული ტყუილი იყო...

ითქვა ისიც, რომ 2018 წ. იანვარ-თებერვალში, ბ-ნმა ავთო ი.-მა გვამცნო რომ ჩვენს ურთიერთობებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების მოგვარების ერთ-ერთი გზა - ყაზახეთის მხარესთან წარმოებული ბიზნეს-საქმიანობის წარმატებით დამთავრებაზე იყო დამოკიდებული.

ე.წ. კონფედენციალობაზე დამყარებული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მთელი ამ ხნის მანძილზე ბ-ნ ავთო ი.-ს, არ „გაუმჟღავნებია“ მისი ნაცნობი ე.წ. ქართველი შუამავლის არავითარი მონაცემი...

უფრო მეტიც - 2018 წლის მარტიდან მოყოლებული განაცხადა, რომ ამ ქართველ შუამავალთან მას მხოლოდ ცალმხრივი კავშირი ქონდა, რომლის დროსაც ეს პიროვნება, მას - ამოუცნობი მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა,

ზოგადად, ბ-ნ ავთო ი.-ის სულისმიერი ე.წ. „სიცრუის მექანიზმი“ შემდეგ პრინციპზეა აფებული:

ბ-ნი ავთო თავის აზროვნებაში იღებს რეალურად არსებულ, რამოდენიმე ერთმანეთისაგან განყენებულ, მოცემულობას [პიროვნება, მოვლენა და ა.შ.], და მათზე დაყრდნობით იგონებს ცრუ ისტორიას. შედეგად, ვღებულობთ მდგომარეობას, როდესაც ცრუ მონათხრობში დასახელებული ე.წ. „მონაწილენი“- შეიძლება მართლაც არსებობენ, მაგრამ მათ არაფერი საერთო არ აქვთ ბ-ნი ავთოს მიერ მონაქსოვ ცრუ ხლართებთან. შეგახსენებთ ერთ-ერთ ასეთ მაგალითს:

მისი თქმით - ტოგოს დედაქალაქის ბანკში გახსნილი ანგარიშიდან, სამემკვიდრეო თანხის თბილისში გადმორიცხვა ნიუ-იორკის ბანკის გავლით [„სვიფტი“] უნდა მომხდარიყო. ბანკთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემის მოგვარებაში,, ვითომცდა მას ეხმარებოდა ყაზახეთში მოღვაწე მისი ნაცნობი გავლენიანი ჟურნალისტი - მირა მუსტაფინა. კერძოდ, ამ ქალბატონმა, როგორც ბ-ნი ავთოს ნდობით აღჭურვილმა პირმა, თურმე თავად ჩაიტანა ნიუ-იორკში ამ საქმის მოსაგვარებლად საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია.

სხვადასხვა ვარიაციებით განვითარებული ეს რამოდენიმე თვიანი ისტორია იმ დრომდე გაგრძელდა ვიდრე ქ-ნმა მირა მუსტაფინამ ჩემთან გამართულ „სკაიპით“ საუბრისას საერთოდ არ უარყო, როგორც ნიუ-იორკში ჩასვლის, ასევე ბ-ნ ავთოს საკითხთან მისი რაიმე კავშირი.

მაშასადამე, რა თქმა უნდა ერთის მხრივ, მართლა არსებობს - აფრიკაში მდებარე სახელმწიფო ტოგო; ნიუ-იორკი და იქ განთავსებული ბანკი, ისევე როგორც ყაზახი ჟურნალისტი - მირა მუსტაფინა...

მაგრამ, მეორეს მხრივ - არც ერთ ამათთაგანს არავითარი კავშირი არ აქვთ არც ერთმანეთთან და არც ბ-ნ ავთოს წარმოდგენაში დახატულ სიცრუის ისტორიასთან, ანუ:

არანაირი თანხის გადმორიცხვა ტოგოდან არ მომხდარა; შესაბამისად:

არანაირი პრობლემა ამ მხრივ, ნიუ-იორკის ბანკში არ დამდგარა; და

არც ქ-ნ მირა მუსტაფინას ჩაუტანია ნიუ-იორკში ბ-ნ ავთოს საქმესთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტი.

უკვე ნახსენები - 2018 წ. იანვრიდან მოყოლებული, ანუ როდესაც მან საკითხის გადაწყვეტა ყაზახეთის თემის ფონზე დაგვიანონსა, ჩვენი ყოველი შეხვედრა იწყებოდა და მთავრდებოდა ერთადერთ საკითხში გარკვევის მცდელობით - ხსენებული სამ წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით ვეკითხებოდი - „ნამდვილად არსებობს ხსენებული საკითხის მოგვარებაში ჩართული ყაზახეთში მოღვაწე ეს ე.წ. ქართველი შუამავა;ლი, თუ ყველაფერი კვლავ სიცრუეზე აგებული თქვენი ფანტაზიის ნაყოფია-მეთქი...“.

დიახ, უკეთეს შემთხვევაში, შესაძლებელი იყო - ბ-ნ ავთოს [სხენებულ მირა მუსტაფინას მსგავსად] მართლაც ყოლოდა ყაზახეთში მოღვაწე ვინმე ქართველი ნაცნობი, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავდა რომ ამ პიროვნებას არაფერი კავშირი არ ქონოდა ბ-ნ ავთოს მიერ მოგონილ ისტორიასთან.

ბ-ნი ავთო ი. [ისევე როგორც ხსენებული სამი წლის მანძილზე] ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე გვიმტკიცებდა - ამ მხრივ ტყუილი გამორიცხულია, რაშიც უახლოეს დროში თავად დავრწმუნდებითო...

და აი, ვინაიდან მის მიერვე გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით - ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე მიმდინარე ეს კამპანია [თითქოსდა] უკვე სასურველ დასასრულს უახლოვდებოდა, ხსენებულ 12 აპრილის შეხვედრაზე - შევთავაზე:

„თუ ეს ყველაფერი სიმართლეა და არა მორიგი სიცრუის გამოხატულება, მაშინ, როდესაც ეს ქართველი ე.წ. შუამავალი თბილისში ჩამოვიდოდა, მასთან შეხვედრას მეც დავესწრები-მეთქი“.

პასუხზე არც დაფიქრებულა - „რას ამბობთ ბ-ნო გელა, არავითარი სიცრუე... საქმე კეთილი დასასრულისკენ მიდის, და როდესაც ის ჩემი ნაცნობი ჩამოვა - ერთად შევხვდეთ მასო“.

დათქმულმა დრომ კვლავ უშედეგო მოლოდინში ჩაიარა.

მორიგ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა მაუწყა - „იმ ჩემმა ნაცნობმა შუამავალმა დამირეკა და მითხრა მაისის თვის დასაწყისში შეგეხმიანები და ჩემი ჩამოსვლის კონკრეტულ დროს გაცნობებ, რომელიც - მაისის თვეს არ გადაცდებაო“.

ყოველგვარ პასუხისმგებლობისაგან დაცლილი ამ [მორიგი] უტიფარი ვერსიის მოსმენისას, ბ- ავთოს გავეხუმრე - თუ თქვენ კვლავ ეშმაკის მიერ თავსმოხვეული სიცრუის ბადეში ხართ გახვეული, მაშინ არ გაგიჭირდება მოსახდენი პროცესების სცენარი ასე ააგო - ჯერ ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიმიზეზებ, შემდეგ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას; შემდგომში თბილისში ჩამოცხება და თქვენს ოჯახთან ერთად [შარშანდელის მსგავსად] კვლავ წყნეთში დასვენების დრო დადგება, რაც აქამდე მომნხდარის მსგავსად თქვენს მიერ ტელეფონის გამორთვის ფონზე წარიმართება და ასე გააგრძელებ მორიგი სიცრუის გზების ხლართვას-მეთქი...

ბ-მა ავთო ი.-მა „იუმორითვე“ მიპასუხა - ამქვეყნად გამორიცხული არაფერია, მაგრამ, აი ნახავთ, ჩვენს დღევანდელობაში ყველაფერი სხვაგვარად იქნებაო...

3 მაისს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა განმიცხადა - „დღემდე არავინ შემხმიანებია... თუმცა, დღეს, აქ წამოსვლის წინ იმ შუამავალმა დამირეკა, მითხრა - მართალია ამჯერად დროს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ყველაფერი კარგადაა და მაისის ბოლომდე ჩამოვალო“.

ჩვენი მორიგი შეხვედრის თარიღად 31 მაისი შემომთავაზა.

დათქმულ დროს ლასკარში მისულს კარების ღიობში ჩამაგრებული, შემდეგი შინაარსის ფურცელი დამხვდა - „ქალაქგარეთ გავედი. შეხვედრა გადავდოთ 14 ივნისს 4 სთ-ზე. გფარავდეთ ღმერთი... ა.ი.“.

საათნახევრიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა მობილურზე მიპასუხა - „ბ-ნო გელა ფეისბუქზეც მოგწერეთ და ეს ბარათიც დაგიტოვეთ. გადაუდებელი საქმის გამო დასავლეთ საქართველოში მომიწია წასვლა. თბილისში უფრო ადრეც დავბრუნდები, მაგრამ მოდით ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებს დაველოდოთ და14 ივნისს ლასკარში შევხვდეთო“.

სახლში მისულს ფეისბუქზე ასეთი შეტობინება დამხვდა - „დღეს ვერ შევხვდებით. თქვენ ოფისში (კარებში ) ბარათია, უფალი გფარავდეთ“.

8 ივნისს გამართულ სატელეფონო საუბრისას ბ-მა ავთო ი.-მა კვლავ დაბეჯითებით განმიცხადა - ყველაფერი ძალაშია და 14 ივნისს ლასკარში შევხვდებითო.

მიუხედავად ამისა, 14 ივნისს 11 საათისთვის ბ-ნმა ავთო ი.-მა მობილურზე დამირეკა - „ბ-ნო გელა ჩემი ტელეფონი მიჯდება [ დამტენი აქ არ მაქვს] და ამჯერად დიდხანს ვერ გესაუბრებით - მიზეზთა გამო ისევ ქალაქგარეთ ვარ, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა ივნისის თვის ბოლოსთვის გადავდოთ, კონკრეტული დროის თაობაზე ნე თავად დაგირეკავთო...“.

ეს იყო და ეს - ტელეფონი ისე გაითიშა, რომ მე პასუხის გაცემაც კი ვერ მოვასწარი.

აღნიშნული ქრონოლოგიური მასალის გადმოცემის ბოლოს დავსძენთ, რომ - მობილური ტელეფონის გათიშვის გამო ბ-ნ ავთო ი.-თან დაკავშირება დღემდე ვერ ხერხდება.

 

მინაწერის მაგიერ

ზემოთ გადმოცემული საქმის არსში გარკვეულმა მკითხველმა კარგად იცის, რომ:

„...ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული ტყუილების ნიაღვრის ოთხი წლის მანძილზე დამდგარი შედეგის მოკლე ჩამონათვალი ასეთია:

ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია აგერ უკვე მე-5 წელია საცხოვრებელი ბინის გარეშეა დარჩენილი, და ასეთ ყოფაში ეწევა თავის სატარებელ მძიმე ჯვარს;

ბ-ნმა მევლუდ მამადაშვილმა თავისი საცხოვრებელი კერძო ბინა, საწყის თანხაზე გაცილებით იაფად გაყიდა, და ასე მოახერხა ბ-ნი ავთო ი.-სთვის მიცემული თანხის გამომრთმევი თავის ნაცნობთა ნაწილისათვის ვალის დაბრუნება;

ამავე მიზეზით მე იძულებული გავხდი ნახევარ ფასად გამეყიდა ჩემი წინაპრების მიერ დანატოვარი ეზო-კარმიდამო;

ტყუილების დაუსრულებელი ჯაჭვით გაწამებულმა ბ-ნი ლევან ჩოხელის სხეულმა, ვერ გაუძლო რა გულში ჩაბრუნებული წყენის ნიაღვარს, ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენიდან ორი თვის თავზე - 2018 წ. 6 ივნისს დაასრულა ამქვეყნიური მძიმე ჯვრის ტარება;

დღევანდელი გადმოსახედიდან დიდის ალბათობით შემიძლია განვაცხადო, რომ 2018 წ. 25 დეკემბერს, ექიმების მიერ ჩემთვის დადგენილი ღვიძლის დაშლის ბოლო სტადიის დიაგნოზი [იხ. გაზ. N1 [1044], 12. 01. 2019 წ.] სწორედაც რომ, ზემოთ აღნიშნული თავხედური ტყუილების შედეგადაა გამოწვეული....“ [გაზ. N2 [1042], 2 მარტი 2019 წ., გვ. 1].

ამის თაობაზე, ყველაზე უკეთ თავად ბ-ნ ავთოს მოეხსენება, რომელიც, დამდგარი შედეგიდან გამომდინარე - მოურიდებლად გვიყურებს სახეში და ყოველგვარი პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლენის გარეშე აცხობს მორიგი ტყუილებით გაჯერებულ ისტორიებს...

როგორც პირველმა სამმა წელმა აჩვენა, მიმდინარე ბოლო წელიწადნახევრის მანძილზეც, საქმის წარმატებით დასრულებაზე ორიენტირებული, ყოველი ახალი [ცრუ] ვადის დასახელების დროს, იგი თურმე წინასწარვე ემზადებოდა, ტყუილზე დაფუძნებული, მორიგი თარიღის რაც შეიძლება უფრო დამაჯერებლად წარმოსაჩენად...

მის მიერ თავსმოხვეული ტყუილებით გამოწვეული, ჩემს გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევის შედეგების მცოდნე ბ-ნ ავთო ი.-ს, კარგად მოეხსენება, თუ რაოდენი მომაკვდინებელი ზიანის მომტანია დაუსრულებეილ ტყუილებით გამოწვეული ის ნერვიული სტრესი, რომელშიც იგი მე მაყენებს... ასე მაგალითად:

2019 წლის მარტის თვიდან ათვლით ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზის 20 პუნტიანი მაჩვენებლიდან:

19 მარტისათვის - 13 დარღვეული მონაცემის ფონზე, მხოლოდ 7 იყო ნორმის ფარგლებში;

17 აპრილისათვის - 12 დარღვეული მონაცემის ფონზე, მხოლოდ 8 იყო ნორმის ფარგლებში; ხოლო

18 ივნისის მაჩვენებლით - 14 დარღვეული მონაცემის ფონზე, მხოლოდ 6 არის ნორმის ფარგლებში;

როგორც ცნობილია, - ღვიძლის ზომის ნორმის მაჩვენებელი - 140 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ციროზის ბოლო სტადიისათვის სიმპტომატურია თავად ღვიძლის ზომის შემცირება [ხდება არასიცოცხლისუნარიანი ნაწილების ე.წ. „ჩაფუშვა“], რომლის ქვედა კრიტიკული ზღვარი - 110 მმ-ია. [ამ დროს ვითარდება ე.წ. „ღვიძლის უკმარისობა“, რაც სიკვდილით მთავრდება].

ამ მხრიც, ჩატარებული ექოსკოპიური მაჩვენებელი ასეთია: 2019 წ. 19 თებერვლისათვის ღვიძლის ზომა - 135 მმ-ი იყო; 17 აპრილს - 130 მმ დაფიქსირდა; ხოლო 19 ივნისის მაჩვენებელმა - 125 მმ-ი შეადგინა.

და აი, ყოველივე ამის მცოდნე ბ-ნი ავთო ი. სიცრუეზე აგებულ ყოველ მორიგ თარიღს თვალის დაუხამხამებლად ისე ასახელებდა, რომ გეგონებოდა - უპირველესად თავის თავის დაჯერებას ცდილობსო.

ამასთან, თუნდაც ბოლო ცრუ თარიღის მოახლოებისას - მისი ტყუილების გამო ლამის „სასიკვდილო სარეცელზე“ მყოფს, შეხვედრაზე მოსვლის მაგივრად, რომ მომწერს - ქალაქგარეთ გავდივარ გადაუდებელ საქმეზეო, განა ძნელი ამოსაცნობია თუ რამდენად შეტკივა მას გული მიმდინარე პროცესების მოსალოდნელ საბოლოო შედეგებზე.

ყოველივე თქმულის მიუხედავად, ისევე როგორც აქამდე, მინდა ვისურვო რომ ბ-მა ავთო ი.-მა როგორმე მოახერხოს და განერიდოს სიცრუის გზაზე სიარულს. თუმცა - არჩევანის უფლების გამოყენებისას ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ:

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას. ცოდვილმა კაცმა ასჯერაც რომ ჩაიდინოს ბოროტი საქმე, მიეტევება; მე ისიც ვიცი, რომ მიეგებათ მადლი ღვთისმოსავთ, რომელთაც ეშინიათ ღვთისა. არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ და ლანდივით დღემოკლე იქნება ყველა, ვისაც ღვთისა არ ეშინია“ [ეკლ. 8,11-13].

და კიდევ:

ვგონებთ დგება - სიცრუის სულით შეპყრობილი ბ-ნი ავთო ი.-თან დაკავშირებული ოთხნახევარწლიანი დროის მანძილზე მიმდინარე პროცესების შეჯამების დრო, რომლის თაობაზეც თუ ღმერთის ნება იქნა გაზეთის უახლოეს ნომრის ფურცლებიდან გესაუბრებით..

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ბოლო ჟამის ნიშანთაგანი - „მე ვარ ქრისტე!“

მაცხოვრის მიერ ნაწინასწარმეტყველებ, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობ, ნიშნებს შორის, თავისი გამორჩეული ადგილი უკავია - მავანთა მხრიდან თავისი თავის მხსნელად და ქრისტედ გამოცხადების თემატიკას. კერძოდ, მათეს სახარებაში ვკითხულობთ:

...როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?

იესუმ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ“ [მათე 24,3-5].

არათუ ბოლო ჟამისთვის, არამედ განკაცებული უფალ იესუ ქრისტეს მიწიური მოღვაწეობის დროშიც კი, არაერთი ე.წ. მხსნელი „მოქმედებდა“ ისრაელის მიწაზე. აი, რას ვკითხულობთ ამის თაობაზე „მოციქულთა საქმეში“:

„...უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, უფრთხილდით თქვენს თავს, და დაუფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს. ვინაიდან ამ დღეთა უწინარეს აღდგა თევდა, რომელსაც დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მოიმდევრები გაიფანტნენ და არარად იქცნენ.       

შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც“ [საქ. 5,35-37].

თავად ის ფაქტი, რომ ბოლო ჟამის მიმდინარეობისას, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მეორედ მოსულ ქრისტედ თავის თავის მაღიარებელ არაერთ პირთა თაობაზე ვრცელდება ინფორმაცია, თავის მხრივ ხაზს უსვამს სახარებაში ზემოთ ხსენებული ნიშნის აცხადების ფაქტს.

ამჯერად, თბილისში გამართული ერთი უჩვეულო ფოტო გამოფენის თაობაზე გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია.

2018 წ. 17 ივნისს, თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს ფესტივალისქოლგა თბილისი ფოტოფარგლებში გაიხსნა - ნორვეგიელი ფოტოგრაფის, იონას ბენდიკსენის ფოტო-გამოფენა, სახელწოდებით - უკანასკნელი აღთქმა“.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენის ავტორმა - „2017 წლის სექტემბერში გამოსცა წიგნიუკანასკნელი აღთქმა... წიგნი შვიდ ადამიანზეა. შვიდივე ამტკიცებს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაა.

უკანაკსნელი აღთქმა აწყობილია ბიბლიური სტრუქტურით. თითო თავი ეძღვნება თითოქრისტესდა მოიცავს მონაკვეთებს მათი რელიგიური აღთქმიდან. ყველა მათგანს სწამს, რომ სწორედ ის არის ის ერთი რჩეული, რომელიც ამქვეყნად სამყაროს ხსნისთვის მოევლინა....

ფოტო-გამოფენაზე - ავტორი წარმოგვიდგენს შვიდ ადამიანს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეორედ მოვლენილი ბიბლიური მესიები არიან. ფოტოხელოვანი პროექტზე სამი წელი მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში საინტერესო პერსონაჟებს ეძებდა. მათ, ვისაც საკუთარი თავი გამორჩეული ჰგონია...“.

იქვე მითითებულია, რომ მაგ. ბრაზილიაში თვითგამოცხადებულმა მხსნელმა სახელად - ინრი დაირქვა [სახელი ინრი შედგენილია ინიციალებიდან – Iesus Nazarenus Rex Iudaeorum“ – იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე];

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში, ე.წ. მესიის მიმდევრები [მისი თემი 5000-მდე მიმდევრისგან შედგება] - 14 იანვარს, აღნიშნავენ ვინმე - ვისარიონის [იგივე - სერგეი ტოროპი,] დაბადების დღეს, რომელმაც თავი იესო ქრისტედ გამოაცხადა;

იქვე წარმოდგენილია - ზამბიაში, სამხრეთ ამერიკაში, ბრიტანეთსა თუ იაპონიაში თვითგამოცხადებულ მხსნელთა თაობაზე მოძიებული ინფორმაციები..

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ამ ნიშანთაგანის თაობაზე საუბარს, ისევ მაცხოვრის წინასწარმეტყველების შეხსენებით დავამთავრებთ:

„... მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებენ მრავალს.

მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.                     

აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით“ [მათე 24,11; 23-26] .

დიახ, ყველაფერი წინასწარნაუწყების მიხედვით ვითარდება.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

იყოს ნება ღვთისა:

ვწეროთ მიწიერზეც, ზეციერზეც,

ვწეროთ ერზე, ვწეროთ ბერზე,

ვწეროთ მწყემსზე...

მოდით ერთად მოვისმონოთ

როგორ უკრავს სალამურზე,

მოდით ერთად მოვისმინოთ,

ცისკრის ლოცვა განთიადზე.

მჯერა, ჩვენი მეგობრობა

ქრისტეს სჯულზე აიგება.

შევუდგებით ერთად უღელს,

ერთად შევქმნით საგალობელს - ღმერთზე“

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

 

ვიდრე შენ მოხვალ

შემომილეწეს სამანი ჩემი მამულის,

წარიტაცეს აფხაზეთი და სამაჩაბლო,

ჭეშმარიტებას უარყოფენ, გვისპობენ ფრესკებს,

ეკლის ხლართებით ჩვენც გვებრძვიან ჩემო უფალო...

დავით გარეჯზე კვლავ საავდრო ღრუბლები ჰქრიან...

მის მიტაცებას კვლავაც დარობს „კეთილი ერი“,

თუკი მას თავი მიაჩნს შენს შვილად,

რატომ იქცევა ვითარცა გერი?..

ჩემო ჯვარცმულო, ეკლის გვირგვინი ჩვენც გვადგას თავზე,

გაგვაძლებინე! -და შენებრი მოგვეცი თმენა!

ვიდრე შენ მოხვალ და გადაგვარჩენ,

ვიდრე აღგვიდგენ მამულს, ტწმენას და დედის ენას!!!

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

...

მე მესმის - ქრისტეს მოძღვრება:

ნურასდროს ვდევნით პირად მტერს...

ვინც გაგვიყიდის მიწა-წყალს,

ნუ ვაპატიებთ ნურაფერს!..

აბა, სადღაა დღეს ის ქართველი,

სანშობლოსთვის რომ სიცოცხლეს სდებდა,

და ღრმად მოხუცი, უკანასკნელად,

თავის ქვეყანას ღმერთს ავედრებდა...

ხომ მიხვდით ტვინარეულნო

სამშობლო არა გდომიათ,

აბა რა გითხრათ, ყველა გრძნობს

სინდისი არა გქონიათ!..

ცოდვის ჩამდენნო - მისმინეთ,

მოთოკეთ თქვენი ნერვები,

მოინანიეთ დრო არის,

თორემ - გეთვლებათ დღეები.

უფალი მოდის - გაიგეთ!

არ გაპატიებთ ცოდვასა,

მერე, ძალიან ინანებთ

მაგ თქვენს უაზრო ბოდვასა...

 

მინაწერი

ვინც დაიჯერებს ამ ნათქვამს,

უფლის ერთგული შვილია,

ვისაც არ ჯერა [საწყალი]

ის უკვე განწირულია!...

ეკატერინე

ხრიკული