Print

გაზეთი N 8 [1051]

პარლამენტის შენობის წინ

ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი

მემორიალის დადგმის საკითხისათვის

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, თბილისის ცენტრალური ქუჩა - რუსთაველის გამზირი და საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ეგიდით ჩატარებული მოვლენების ცენტრს წარმოადგენდა.

ამ ადგილას, ორ წლიანი ინტერვალით მომხდარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროცესი 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედია და 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება - ორგანულად დაუკავშირდა ერთმანეთს.

1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, -1991 წ. 9 აპრილს გამართულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსულმა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ კერძოდ ბრძანა:

„...დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენი ერის, ჩვენი რესპუბლიკის მომავალ ბედზე, მის იურიდიულ, სამართლებრივ სტატუსზე, ჩვენ უნდა შევაჯამოთ ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით და გადავწყვიტოთ, თუ რა გზას დავადგეთ დღევანდელ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაპოვარი....

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რათა საქართველომ დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში....

სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს. ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი, 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ, და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“.

 

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართული 1989 წ. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი., ყველა მნახველს ახსენებს ამ ადგილას განვითარებულ მოვლენას.

ჩვენის აზრით, ვგონებთ დადგა დრო, რათა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების ადგილას, ანუ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაიდგას ამ მოვლენის სათანადო ვიზუალური აღთქმისათვის განკუთვნილი მემორიალი.

ვითვალისწინებთ რა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევაში, ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერის ზვიად გამსახურდიას უდიდეს როლს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია რომ აღნიშნული მემორიალური ძეგლის კომპოზიციაში სათანადოდ იყოს წარმპდგენილი ზვიად გამსახურდიას პიროვნული ღვაწლი .

ამ თემატიკის სათანადოდ გააზრების უნარის მქონე საქართველოს მოსახლეობას, საერთო განხილვისათვის გთავაზობთ პარლამენტის შენობის წინ ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზურ ვარიანტს.

მემორიალი წარმოადგენს ორფასადიან კომპოზიციას, რომლის ცენტრში დგას მწვანედ შეფოთლილი მუხის ხე.

რუსთაველის გამზირზე გამავალ ფასადურ მხარეს, მუხის ხეზე დამაგრებულ მართკუთხა ფორმის თეთრი ფერის მარმარილოს ფილაზე გამოსახულია გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების მქონე საქართველოს რუკა;

საქართველოს რუკის ცენტრალურ სამხრეთ ნაწილში, მუხის ტანის თავზე გამოსახულია ზვიად გამსახურდიას წელზევითა პორტრეტი.

მთელ ფილაზე, საქართველოს რუკის ფონად დატანილია შემდეგი ტექსტი:

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

... 1990 წ. 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.

თბილისი, 1991 წლის 9 აპრილი. 12 საათი და 30 წუთი.

 

საქართველოს პარლამენტის შენობისაკენ გამავალ ფასადურ მხარეს, მუხის ხეზე დამაგრებულ მართკუთხა ფორმის თეთრი ფერის მარმარილოს ფილაზე გამოსახულია 1918 - 1921 წ.წ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი საზღვრების მქონე საქართველოს რუკა

მთელ ფილაზე, საქართველოს რუკის ფონად დატანილია შემდეგი ტექსტი:

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

... საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:

1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით-კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს...

თბილისი, 1918 წლის 26 მაისი; 17 საათი და 10 წუთი..

 

პარლამენტის შენობის საერთო ფასადური ფონის გათვალისწინებით, ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი მემორიალი, უნდა დაიდგას 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი მემორიალის მარჯვენა გვერდითა მხარეს, იმ მანძილზე, რომ დაცული იქნება ამ ორი ძეგლის პარლამენტის შენობის ფონზე სიმეტრიული განთავსება.

აღნიშნული საკითხის ამ კუთხით გადაწყვეტა, ვფიქრობთ, ხაზს გაუსვავს არა მარტო 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენელთა წვლილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევაში,

არამედ ყველა მნახველს შესაძლებლობას მისცემს სათანადოდ გაიაზროს 1989 წ. 9 აპრილისა და 1991 წ. 9 აპრილს მომხდარის ორგანული ურთიერთ კავშირის მნიშვნელობა.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ყველაფერს თავისი დრო აქვს, ანუ

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხისათვის

ბიბლიური სიბრძნე გვასწავლის - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლ. 3,1].

ამ ზოგად პრინციპს, ცხოვრების სხვადასხვა სფეროთა შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს მმართველობის დროს. ქვეყნის ნორმალური მართვა გამგეობის ეფექტურობა, სწორედაც, რომ სამართლიანი და დროული გადაწყვეტილებების მიღებაზეა დამოკიდებული.

2012 – 2013 წ.წ. ქვეყანაში მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის არჩევნების გზით შეცვლის შემდგომად, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსული კოალიცია „ქართული ოცბების“ უმთავრესი მიზანი - ქვეყნის მმართველობის ყველა რგოლში, [გონივრული ვადებიდან გამომდინარე], შესაბამისი ცვლილებების გატარება უნდა გამხდარიყო.

მიზეზთა გამო, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მოქმედმა სახელისუფლო უმრავლესობამ ვერ შეძლო ამომრჩეველთა უმთავრესი დაკვეთის შესარულება - 1991-1992 წლებიდან დაწყებული სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლების სათავეში მოსული ედ. შევარდნაძისა [1992-2013 წ.წ.] და მ. სააკაშვილის მხარდამჭერი [2004-2012 წ.წ.] პოლიტიკური ძალების ქმედებისათვის სათანადო პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასების მიცემა.

1992-2012 წ.წ. ქვეყანაში მოქმედი მმართველი პოლიტიკური ძალისათვის - „დანაშაულებრივი ღეჟიმის“ კვალიფიკაციის მინიჭება, და ქვეყანაში მოქმედი „თავისუფლების ქარტიის“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, 2012 და 2016 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტს, ათამდე საკანონმდებლო წინადადებით მივმართეთ.

აღნიშნული წინადადები მთავარი მოთხოვნის გაზიარების შემთხვევაში:

მოხდებოდა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის - დანაშაულებრივ ქმედებებში აღიარებული პოლიტიკური პარტიებისა და მათი პოლიტიკური ლიდერებისაგან გაწმენდა;

საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდოდნენ ის პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც არ იქნებოდნენს 1992-2012 წ.წ. ქვეყანაში მოქმედი „დანაშაულებრივი რეჟიმის“ მიერ ქვეყნისათვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების თანამონაწილენი.

ჩვენი შეთავაზება მიზნად ისახავდა - შექმნილიყო გარემო, სადაც პოლიტიკური ძალები, არა ერთმანეთის პოლიტიკურ წარსულის გარჩეით დაკავდებოდნენ, არამედ ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებაზე იქნებოდნენ ორიენტირებულნი..

აღნიშნულის პარალელურად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, განსახილველად წარედგინა ქვეყნის წინაშე მდგარი, ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების, კონკრეტული იურიდიული მექანიზმი.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ჩვენი არცერთი შეთავაზება არ გაიზიარა.

ამჟამად, ჩვენი საუბარი შეეხება საქართველოს პარლამენტისათვის ჯერ კიდევ 2017 წელს წარდგენილ, იმ კონკრეტული საკითხის გადაჭრის მექანიზმს, რომლის აქრუალიზაცია საქართველოში 2019 წ. 20 ივნისიდან მგანვითარებული პროცესების ფონზე მიმდინარეობს. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობით.

 

წინათქმა

პ/გ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომელიც - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებასა, და ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებას ითვალისწინებს, საკანონმდებლო სფეროში დამკვიდრებისათვის, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. კერძოდ:

უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილების წინადადების სამართლებრივი ფორმულირება - 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევის თაობაზე;

ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებისათვის უნდა დადგინდეს კონკრეტული მექანიზმი; და

უნდა შეიცვალოს ე.წ. კვალიფიციური პარტიების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წესი.

ვინაიდან, მოქმედი კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად - „.პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს....“ [მუხლი 37,3], ხოლო წინასაარცევნო კამპანია, არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, შესაბამისად, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების მაქსიმალური ზედა ზღვარი - 2020 წ. აგვისტოს თვეზე მოდის.

კონსტიტუციური მოთხოვნის თანახმად - „კონსტიტუციის გადასინჯვა“ შემდეგი პროცედურის ჩატარებას ითვალისწინებს:

„კონსტიტუცია გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით, რომლის პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს...“ [მუხლი 77,1], ანუ საჭიროა - 76 დეპუტატის თანხმობა;

აღნიშნული ინიციატივის პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირების შემდეგ:

„კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ“ [მუხლი 77,2].

კანონპროექტის მიღება უნდა მოხდეს სამი საპარლამენტო მოსმენის პირობებში.

 

მმართველი პარტიის შემოთავაზებისათვის კონკრეტული პროექტის მომზადების მიზნით დაანონსებული - მოქმედ პოლიტიკურ სპექტრთან სავალდებულო კონსულტაციის ჩატარება, სავარაუდოდ 2019 წ. ივლისის თვეში შეიძლება დასრულდეს.

შესაბამისად, საერთო სახალხო განხილვისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, კანონპროექტის პარლამენტის განხილვისათვის წარდგენა საშემოდგომო სესიის პირველივე თვეშივე [2019 წ. სექტემბერში] შეიძლება განხორციელდეს.

როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კონსტიტუციით - „კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში“ [მუხლი 77,3].

2020 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარება თავისთავად მოითხოვს, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება 2016 წლის მოწვევის პარლამენტის მიერ მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილება მიღებულად ჩაითვლება - „...თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი“ [მუხლი 77,4].

ამის შემდგომი პროცედურა კანონით ასეა განსაზღვრული - „კონსტიტუციურ კანონს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი“ [მუხლი 77,6].

მითითებული კონსტიტუციური მოთხოვნა კი ასეთია - „კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას“ [მუხლი 46,4].

 

შემოთავაზებული წინადადების არსი

ვხელმძღვანელობთ რა - მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით გაჟღერებული წინადადების დროული რეალიზების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობისათვის წარსადგენად გამზადებული ჩვენი შეთავაზების თაობაზე უნდა ითქვას შემდეგი:

როგორც ითქვა, 2016 წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების ფარგლებში, ჯერ კიდევ - 2017 წ. 16 მაისს მივმართეთ წინადადებით, [წერილის ჩაბ. N10107, 16.05.2017 წ.], სადაც სხვადასხვა საკითხების პარალელურად, ვთავაზობდით, რომ:

1. საქართველოს პარლამენტი დაკომპლექტებულიყო მხოლოდ პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებისაგან;

2. პოლიტიკური სპექტრის საქართველოს პარლამენტში მაქსიმალურად ასახვის მიზნით, კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული 5%-იანი საარჩევნო ბარიერის ნაცვლად, დაწესებულიყო ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

დიახ, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლდათ პირველი ინიციატორი იმ წინადადებისა, რომლის საპარლამენტო არჩევნებში დანერგვის აუცილებლობა, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი შეთავაზებიდან [2017 წ. მაისი] მხოლოდ ორი წლის თავზე [2019 წ. ივნისი] გაითავისა.

როგორც იტყვიან - სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. თუმცა ამ შემთხვევაში, დროის ფაქტორი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს..

2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის დროისათვის, მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამის სადეპუტატო მანდატს ფლობდა. შესაბამისად, უპრობლემოდ მოხდებოდა როგორც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების, ასევე ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებისათვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება..

2018-2019 წლების გასაყარიდან დაწყებული პოლიტიკური რყევების გამო, დღეის მდგომარეობით, საპარლამენტო უმრავლესობას უკვე აღარ გააჩნია საკონსტიტუციო ცვლილების დამოუკიდებლად მიღების რესურსი. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისათვის, ანუ 150 სადეპუტატო მანდატიანი პარლამენტის სამი მეოთხედის - 113 ხმის მოსაპოვებლად საჭირო გახდება საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა.

113 მხარდამჭერი დეპუტატის ხმის მოსაგროვებლად საჭირო შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში, 2020 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნები დღეისათვის გათვალისწინებული - შერეული საარჩევნო სისტემითა და 3%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

 

ჩვენი შემოთავაზებით, ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობის განმსაზღვრელი იქნება - პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროცენტული რიცხვითი მაჩვენებლის მთელი ნაწილი. კერძოდ:

[0 – 0,99] %-ი ხმების მოპოვების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია ვერცერთ მანდატს ვერ მიიღებს;

[1 – 1,99] %-ი ხმების მოპოვების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია მიიღებს - 1 მანდატს;

[2 – 2,99] %-ი ხმების მოპოვების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია მიიღებს - 2 მანდატს, და ა.შ.,

ამასთან, გთავაზობთ, რომ - სხვადასხვა პარტიის მიერ მიღებული, ამომრჩეველთა ხმების პროცენტების მთელი რიცხვითი ნაწილის ზემოთ არსებული მაჩვენებლის ჯამური სიდიდის გათვალისწინებით დაგროვებული გაუნაწილებელი მანდატები, [რომელთა ოდენობა საარჩევნო პრაქტიკიდან გამომდინარე 1 ან 2 მანდატს არ აღემატება] გადაეცეს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში, მიღებული ხმების რაოდენობის ყველაზე მეტ პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით გთავაზობთ, რომ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა ტოლია - პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროცენტული რიცხვითი მაჩვენებლის მთელი ნაწილისა. პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული, ამომრჩეველთა ხმების პროცენტების მთელი რიცხვითი ნაწილის ზემოთ არსებული მაჩვენებლის ჯამური სიდიდის გათვალისწინებით დაგროვებულ გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.“.

 

აქვე გვინდა შევეხოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ე.წ. კვალიფიციური სტატუსის მქონე პარტიების დაფინანსების საკითხს.

თუკი მიზეზთა გამო 2016 წლის საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ე.წ. კვალიფიციური სტატუსის მქონე პარტიების დაფინანსების საკითხს, მაშინ ჩვენი თქვენდამი შემოსათავაზებელი წინადადება ასეთი სახის იქნება:

ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში - მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობის მიუხედავად, ე.წ. „კვალიფიციური პარტიის“ სტატუსი მიენიჭოს და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება განესაზღვროს მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც - მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტ ხმათა რაოდენობას.

 

პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენის აზრით საუკეთესო გადაწყვეტა იქნება, თუკი საერთოდ შეწყდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მავნე პრაქტიკა.

აღნიშნული წინადადება, ჩვენი პოლიტიკურმა გუნდის მიერ, ჯერ კიდევ 2017 წ. 9 ნოემბერს მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში იყო წარმოდგენილი [ჩაბ. №21580; 09.11.2017 წ.].

აღნიშნული წინადადების გაზიარების შემთხვევაში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების პრინციპზე უარიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ცნება - კვალიფიციური პარტია“. პარტიათა ერთგვარი კლასიფიკაციის თვალსაზრისით შემოთავაზებულია ცნება - საპარლამენტო პარტია“, რომლის ქვეშაც მოიაზრება პარტია რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

 

დასასრულს გვინდა შევეხოთ იმ თვალსაზრიზს, რომლის თანახმადაც, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებით თითქოსდა მოხდება:

ერთის მხრივ პარტიათა დანაწევრება [ფრაგმენტაცია], ხოლო

მეორეს მხრივ, პარლამენტში შედარებით მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის ასახვა გამოიწვევს კანონშემოქმედებითი პროცესის შეფერხებას.

როგორც მოგეხსენებათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში [16 საარჩევნო სუბიექტიდან] პროპორციული სისტემით ასარჩევი მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა გუნდმა მოიპოვა [კოალიცია ქართულმა ოცნებამ აიღო 44, ხოლო „ნაც.მოძრაობამ“ – 33 მანდატი].

როგორც ითქვა, ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში, ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი სქემის მიხედვით - საპარლამენტო მანდატების რაოდენობის განმსაზღვრელი იქნება - პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროცენტული რიცხვითი მაჩვენებლის მთელი ნაწილი.

ამ პრინციპზე დაყრდნობით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე დანარჩენი 14 საარჩევნო სუბიექტიდან, 1%-ზე მეტი ამომრჩეველთა ხმები მიიღო მხოლოდ ორმა სუბიექტმა:

„გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”-მ აიღო - 2,04%, ანუ იგი მიიღებდა - 2 მანდატს; ხოლო

„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია”-ამ მოიპოვა - 1,24%, ანუ იგი მიიღებდა მხოლოდ - 1 მანდატს.

დანარჩენმა 12 პარტიამ ჯამში აიღო - 1,41%, შესაბამისად ეს - 1 მანდატი დაემატებოდა „კოალიცია ქართულ ოცნებას“.

მაშასადამე, როგორც ვხედავთ ჯამში ლაპარაკია - 4 სადეპუტატო მანდატზე, და პარლამენტში დამატებით გასულ - 2 პოლიტიკურ გუნდზე.

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამ მხრივ, ასეთი სურათია:

არჩევნებში მონაწილეობდა - 25 პოლიტიკური გაერთიანება;

სპარლამენტო მანდატები მოიპოვა - სამმა გაერთიანებამ:

პ/გ „ქართულმა ოცნებამ“ – 44 მანდატი;

„ნაც. მოძრაობამ“ - 27 მანდატი;

პატრიოტთა ალიანსმა - 6 მანდატი.

წარმოდგენილი ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოთავაზებული სქემის მიხედვით, საპარლამენტო მანდატს მოიპოვებდა კიდევ 5 პოლიტიკური გაერთიანება. კერძოდ:

ირაკლი ალასანია - თავისუფალმა დემოკრატებმა" აიღეს - 4,63%, ანუ ეს გაერთიანება მიიღებდა - 4 მანდატს;

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“-მ აიღო - 3,53%, ანუ მიიღებდა - 3 მანდატს;

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" აიღო - 3,45%, ანუ მიიღებდა - 3 მანდატს;

„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტულმა პარტია”-მ აიღო - 3,14%, ანუ მიიღებდა - 3 მანდატს;

„უსუფაშვილი რესპუბლიკელებ“-მა აიღეს - 1,55%, ანუ მიიღებდნენ - 1 მანდატს;

დანარჩენი პარტიების მიერ ჯამში მოპოვებულ იქნა - 2,9%, ანუ გამარჯვებული პარტია მიიღებდა დამატებით - 2 მანდატს.

ამდენად ამ შემთხვევაში 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, დამატებით წარმოდგენილი იქნებოდა - 5 პოლიტიკური ძალა, რომელთა ჯამური სადეპუტატო მანდატების ოდენობა იქნებოდა - 14 მანდატი.

აღნიშნული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღების მოწინააღმდეგეთა მხრიდან, გაკეთებული ზემოთ წარმოდგენილი განცხადებები - ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

2019 წ. 28 ივნისს, პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლეს“ სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს! ჩაბარდა სპეციალური ღია მიმართვა: საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა პროპორციული სისტემით არჩევისა და ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებისათვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილების საკითხისათვის“.

სადაც, ზემოთწარმოდგენილი ჩვენი წინადადების შეთავაზების დასასრულს, ვკითხულობთ:

„ბატონო არჩილ!

ვიზიარებთ რა მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ გაჟღერებულ წინადადებას - საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისა და ამ საქმეში - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების ფართო სპექტრის ჩართვის აუცილებლობის თაობაზე - გამოვთქვამთ მზაობას მონაწილეობა მოვიღოთ აღნიშნული კომისიის მუშაობაში.

არჩევანი - თქვენზეა.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი“. 

 

 

სიტყვით იმართება ცა და მიწა,

ჩვენთან თუ იქნები - წამოიმართები,

გვერდზე დაგიდგება ყველა [მართლები].

განზე გადადევი ყველა ის განძები,

და ტანზე ჩაიცვი ძველი ძონძები,

და მოინახულე ქუჩაში მათხოვრები.

ვინმე მდიდარი თუ სუფრას გაგიშლის,

სტუმარ-მასპინძლობას განა ვინ დაგიშლის.

მაგრამ, ხომ იცი, რომ განცხრომა

წმინდანთ ნატერფალებს შლის.

მოინახულე ავადმყოფები, ტანჯულნი, ბრმები,

„გახსენ გალიები და გაფრინდებიან,

ის შემოსეული კალიები“.

შენ კი ზღვა ხალხი შემოგეგებება,

ხელში იებით, თაიგულებით და სიყვარულით.

მერე კი მეფეო, შენ თვითონ დათმობ მიწიურს და შეეკედლები ზეციურს.,

არ დაივიწყო პატიმრის კედლები, ბებრები, ბრმები, ხეიბრები.

შემდეგ კი, მეფეო, მოიკითხე

შენს ქვეყანაში ცხოვრობენ ღვთისაგან რჩეულნი,

ღვთის სიტყვის მქადაგებელნი...

ისინი ბოლო ჟამზე ქადაგებენ.

მე ვიცი მეფეო, შენ გაგიჭირდება

ქადაგება - ბოლო ჟამზე,

მაგრამ იცოდე - განზე ნუ გადგები.

მობრძანდება ქვეყნად ღმერთი

და საჩვენებლად მოგამზადა მხოლოდ „ერთადერთი“...

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

ადამიანო

ღმერთის ქმნილების უდიდეს გვირგვინს,

დღეს დაგიკარგავს დანიშნულება,

რატომ განუდექ მამულს, მის წარსულს,

რად დაგვიწყნია შენ დედის ენა?

ზნეობის რღვევამ ცას მიაღწია,

რაზე გაცვალე მაცხოვრის რწმენა?

რად დაგვიწყნია - სიქველე, სიბრძნე,

რად მართავს შენს სულს აზრები ქვენა?

რამ აგირია ცხოვრების წესი?

რად შემოუშვი შენს სულში „მხეცი“?

რად დაგიკარგავს - სიწმინდე, კდემა,

ერის იმედი, რატომ დაეცი?..

ამაღლებაა!!! - ეს ტკივილი კი,

აღარ მშორდება დღესაც,

ღმერთს ვვედრი შენი სულის სიმაღლეს,

რომ თვალ-უსწორო უნაკლო მზესაც...

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

...

ღმერთო, მოიღე მადლი ზეცისა!

გვშთაბერე ძლიერი სული,

რათა შევიქმნათ ჩვენი ერისთვის

მოძმე ერთგული და მოყვარული!...

საქართველოში სხვა ჟამი დგება,

ურწმუნო კაცი არ არის სანდო,

დღეა თუ ღამე, სულ იმას ვფიქრობ,

ჩემი სამშობლო ვის უნდა ვანდოთ?

მხოლოდ უფალი გვიშველის,

და მას მივაგოთ დიდება,

სულ მოკლე ხანში ნახავენ

სამშობლო გაგვიბრწყინდება!..

 

ეკატერინე

ხრიკული