Print

გაზეთი N 9 [1052]

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2016 წლის მოწვევის პარლამენტმა,, საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებისა მიზნით,, 2017 წლის 3 მაისს მიღებული დადგენილების საფუძველზე [N742-IIს] შექმნა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია.

საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში, 2017 წ. 16 მაისს, საქართველოს პარლამენტს მივმართეთ წინადადებით, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, ითვალისწინებდა - საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

მიზეზთა გამო, სპარლამენტო უმრავლესობისათვის ჩვენი ეს წინადადება, იმ დროისათვის, მიუღებელი აღმოჩნდა.

მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა - „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენი შეთავაზებიდან მხოლოდ ორი წლის თავზე გაითავისა .ჩვენი ზემოთქმული წინადადების საპარლამენტო არჩევნებში დანერგვის აუცილებლობა, და - 2019 წ. 1 ივლისს, სასტუმრო „მეტეხში“, 90-მდე სადეპუტატო ხელმოწერით ინიცირებული, ზუსტად ანალოგიური საკონსტიტუციო ცვლილების წარდგენა მოაწყო.

სხდომა მიყავდა - „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს კახი კალაძეს.

მასთან ერთად ე.წ. პრეზიდიუმში ისხდნენ:

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე;

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი;

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე; და

საქართველოს პარლამენტის თავნჯდომარის 1-ლი მოადგილე -თამარ ჩუგოშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წარდგენას ესწრებოდნენ - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

სხდომის წამყვანის გამოსვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის არსი.

წინადადება ითვალისწინებს, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში შესატან ცვლილებას,შემდეგი ფორმულირების სახით:

„9. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი ნანდატის მისაღებად საკმარისი ხმების ოდენობას“

 

პროექტის გაცნობის შემდეგ, ჩვენი პარტიის სახელით გაკეთებულ განცხადებაში, კერძოდ აღვნიშნე შემდეგი:

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მივესალმები, 2019 წ. 20 ივნისიდან დაწყებული მოვლენების შემდგომად, თქვენი, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერის გათვალისწინებით ჩატარების ინიციატივას.

ბატონო ირაკლი [კობახიძე], აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად ორი წლის უკან - 2017 წ. 16 მაისს, თქვენ, როგორც პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, წარმოგიდგინეთ სწორედ ანალოგიურ პრინციპზე აგებული ცვლილების პროექტი.. ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო - თქვენი მხრიდან არანაირი შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგმულა.

რაც შეეხება წარმოდგენლი ცვლილების პროექტს, მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

სიმარტივისათვის უკეთესია თუკი პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა გამოითვლება - კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ანუ „პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა ტოლი იქნება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების პროცენტული მაჩვენებლის ტოლფასი, გასანაწილებელი 150 საპარლამენტო მანდატის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მთელი ნაწილისა.

ასე მაგალითად. ვთქვათ პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 48%. მაშინ, ამ პარტიის მიერ მიღებული მანდატების ოდენობა ტოლი იქნება, გასანაწილებელი 150 საპარლამენტო მანდატის - 48%-ის, ანუ - 72 მანდატის.

კანონპროექტის ბოლო ნაწილი

- „საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი ნანდატის მისაღებად საკმარისი ხმების ოდენობას“ -

ზედმეტია, რამეთუ ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უკვე ისედაც დადგენილია მანდატების მიღების წესი..

ამასთან, გთავაზობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შეეხოს არა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებას, არამედ კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-6 მუხლს, რის შემდეგაც ნულოვანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს არა მხოლოდ - 2020 წელს, არამედ აქედან ათვლით ყველა მომდევნო არჩევნებისათვის.

ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი თქვენს ხელთაა. ამიტომ ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი“.

„ქართული ოცნების“ პოლიტ. ელიტამ ამ საკითხზე პირდაპირ საუბარს თავი აარიდა, და მსჯელობის გამართვა, საკონსტიტუციო რეფორმის წარმართვის მიზნით შესაქმნელი კომისიის ფარგლებში შემომთავაზა.

როგორც იტყვიან - „აღდგომა და ხვალეო...“. ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვძეს

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო არჩილ!

ვხელმძღვანელობთ რა - საქართველოში მოქმედი არასაპარლამენტო პარტიებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის გავლისათვის საჭირო მხარდამჭერთა რაოდენობის ახლებური რეგულაციის მიზანშეწონილობიღ, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.  

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 6 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

1. წინათქმა

მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, სხვადასხვა ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პარტიების საარჩევნო რეგისტრაციისათვის განსხვავებული მოთხოვნებია გათვალისწინებული. კერძოდ:

საპარლამენტო პარტიებისაგან განსხვავებით, არასაპარლამენტო პარტიებს კანონი ავალდებულებს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი გარკვეული ოდენობის ამომრჩევლის სია. წარადგინონ..

კანონით განსაზღვრული - არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სიების სავალდებულო მინიმალური ოდენობა [25 000], ჩვენის აზრით, ევრ პასუხობს როგორც მიმდინარე ასევე, უახლოეს მომავალში პროპორციული წესით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისადმი წაყენებულ პოლიტიკურ მოცემულობას.

ვფიქრობთ ძნელი არ არის დავინახოთ კანონმდებლობაში ასახული ერთგვარი შეუთავსებლობა:

ერთის მზრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე კონსტიტუციით განსაზღვრული 150 მანდატიან პარლამენტში 1 დეპუტატის ასარჩევად საჭირო ამომრჩეველთა ხმების სავარაუდო ოდენობასა, და

მეორეს მხრივ, არასაპარლამენტო პარტიების მიერ, საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად საჭირო სიაში დაფიქსირებულ, არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა რაოდენობას შორის.

ზემოთქმულში გასარკვევად, მოდით, ნიმუშად, შემდეგი მაგალითი განვიხილოთ.

ამოსავალ წერტილად ავიღოთ, საქართველოში - 2012, 2013, 2106 და 2018 წლეში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო მონაცემები.

150 მანდატიან პარლამენტში 1 დეპუტატის ასარჩევად საჭირო ამომრჩეველთა ხმების სავარაუდო ოდენობას გამოსათვლელად, ცესკოს მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე დაყრდნობით გამოთვლილი და ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემები ასეთ სახეს მიიღებს:

არჩევნები

ამომრჩ. რაოდენობა

არჩევნებში მონაწილე ამომრჩ. რაოდენობა

ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტ.

რაოდენობა

ვარგის საარჩევნო ბიულეტ.

რაოდენობა

1 სადეპუტატო მანდატის შესაბამისი ხმათა ოდენობა

2012 საპარლამენტო

3 613 851

2 215 661

62 874

2 215 661 – 62 874 =

2 152 787

2 152 787 : 150 = 14 352

2013 საპრეზიდენტო

3 537 719

1 660 976

30 101

1 660 976 – 30 101 = 1 630 875

1 630 875 : 150 =10 871

2016 საპარლამენტო

3 513 877

1 825 054

62 678

1 825 054 – 62 678 =

1 762 376

1 762 376 : 150 =11 749

2018 საპრეზიდენო

3 518 877

1 647 878

53 847

1 647 878 – 53 847 =

1 594 031

1 594 031 : 150 =10 627

ცხრილის მიხედვით კარგად ჩანს, რომ 2012, 2013, 2016 და 2018 წ.წ. ჩატარებულ არჩევნებში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, პარლამენტის 1 სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებელად საჭირო ყოფილა, საშუალოდ: 14 352 + 10 871 + 11 749 + 10 627 =4 7 599 : 4 = 11 900 ამომრჩევის ხმა

და ეს იმ ფონზე, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით, როგორც ითქვა, - არჩევნებში, არასაპარლამენტო პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა მინიმალური ოდენობა - 25 000 -ის ტოლია.

მაშასადამე გამოდის, რომ საქართველოს მასშტაბით პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, 150 წევრიან პარლამენტში თითო სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ამომრჩეველთა მინიმალური ხმების რაოდენობა [საშუალოდ - 11 900], თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე, არასაპარლამენტო პარტიების მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საჭირო მხარდამჭერთა ხმების ოდენობა [25 000]..

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემოვდივართ საკანონმდებლო წინადადებით, რომ არჩევნებში არასაპარლამენტო პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სიის მინიმალურ ოდენობად, დღეისათვის არსებული - 25 000-ის ნაცვლად, დადგენილი იქნეს პარლამენტის 1 სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ამომრჩეველთა მინიმალური ხმების რაოდენობა- 12 000.

აქვე შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით [იხ. მუხლი 113,1-ბ], 2020 წლის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, არასაპარლამენტო პარტიებისათვის, საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად საჭირო მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების შეგროვების დაწყების ქვედა ზღვარი 1 იანვარიდან იწყება. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება [გაზიარების შემთხვევაში], სასურველია რომ - 2020 წ. 1 იანვრამდე, ანუ - 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იქნეს მიღებული.

 

2. განსახორციელებელი ცვლილებები

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილება საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ იმ ოთხ მუხლში უნდა აისახოს, სადაც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პირობებია მოცემული. კერძოდ, კოდექსის:

113-ე მუხლის მე-9 პუნქტში; ასევე:

2021   წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელ 142-ე მუხლის მე-2 პუნქტში არსებული ჩანაწერის: „25 000“-ის ნაცვლად ჩაიწერება: „12 000“.

ამას გარდა, კოდექსის მუხლი 129,4-სა და მუხლი 142,2-ში, დღეისათვის არსებული ჩანაწერის: 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს)“ ნაცვლად, უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ, მოსაგროვებელ მხარდამჭერთა ახალი ოდენობის მაჩვენებელი: „12 000“.

შესაბამისად, კოდექსის მითითებული მუხლების ახალი რედაქცია ასეთი სახის იქნება:

„4. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. განცხადების მიღებისთანავე მას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 12 000 ამომრჩევლის სია, ხოლო თუ პარტია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია − სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 113-ე მუხლით დადგენილი წესით“ [მუხლი 129,4]; და

„2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ იგი არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 12 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში ამოწმებს. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში“ [მუხლი 142,2] .


3. ბოლოთქმის მაგიერ

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - „1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. [მუხლი 36,1].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო],ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი],სისაური ლენა,

სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

შეხვედრები მეგობრებთან

[რაო? რაო? - ზეციდან კარნახი?]

ერთხელ ერთი მეგობარი მეწვია სტუმრად. ხელებგაშლილი შემომეგება... შემდეგ - გადაშალა, გადაშალა ცხოვრების ფურცლები. ილაპარაკა და ილაპარაკა, მიაბა და მიაბა უკუნითის ამბები უკუნისამდის, და როგორც იქნა შეჩერდა. ამოვისუნთქა.

მოგონებაში ჩაძირული ღამეც გაილია, წარსული და დღევანდელობა - პარალელები არ დაილია...

ნატალი - სიყვარულისა და სითბოსთვის გაჩენილი აადამიანი იყო, და ამიტომაც ხშირად „მეტობასაც“ ვპატიობდი.

ნატალი ხშირად „ჩარჩოებს“ გადადიოდა და ამიტომაც ხშირად ვდაობდით. რადგან დავაში იხვეწება და ყალიბდება ჯანსაღი აზრი, ამიტომაც დიალოგის ამ რეჟიმში ხშირად ვიყავით ჩართული.

ნატალი სულიერ სიღრმეებს ზედმიწევნით ჭვრეტდა, ამიტომაც მთავარი თემა ბოლოსთვის შემოინახა და ჩურჩულით მეითხა - მართალია, რაღაც ზეციურს ფლობ?

დიახ, - ვუპასუხე მე.

მაგალითად, რაში შეგიძლია ადამიანს დაეხმარო?

ჩემი მისიონერული ვალი დედამიწაზე, ბოლო ჟამის ქადაგებაა... ქრისტეს მეორედ მოსვლის წინარე პერიოდია, მეგობარო. ყველაზე მთავარი სულიერი განწმენდაა.

მაქვს ზეციური კარნახი, ვჭვრეტ სულიერ სიღრმეებს.

ყველაზე მთავარი შემიძლია გირჩიოთ - ცოდვას უნდა ებრძოლო. ებრძოლე სატანას, განერიდე ცოდვას. სულ მუდამ გახსოვდეს სახარების სიტყვები - „ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა..“.

თუკი ცოდვას გაუძმობილდები და უსამართლოდ იცხოვრებ - უფლის იმედი ნუ გექნება...

ნაკლები ილაპარაკე და მეტი საქმე აკეთე.

ვწმენდ აურას, ოღონდ - მე უნდა ვილაპარაკო და შენ უნდა მისმინო... ისე კი არა - ტტტ... რომ მიაბი და აღარ დაამთავრე.

მე თუ მომისმენ და აზროვნებით გამომყვები - განიწმინდები. აურის გაწმენდა კავშირშია ჯანმრთელობასთან.

ერთი შეხვედრა აურის გაწმენდისათვის საკმარისი არ არის - ნატალი... კვლავ გელოდები, მომავალ შეხვედრამდე...

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

 

...

ვინ გაგთვალა საქართველო?

ვინ დაგადგა ცუდი თვალი?

დაიჯერეთ ეს ნათქვამი:

უკვე ბოლო ჟამი არის!..

მტრობას თავი აარიდეთ,

შეიყვარეთ ერთმანეთი,

კეთილ გზაზე ერთად დგომით

გავახაროთ ჩვენი ღმერთი!..

სხვა ვერაფერი გვიშველის,

ვერც ფული და ვერც ქონება,

ძირგამომპალმა სკამებმა

ნუ აგირიათ გონება.

დაუკვირდით - რას აკეთებთ?

რატომა გძულთ ერთმანეთი?

რატომა ხართ ერთმანეთთან

როგორც თხა და, როგორც მგელი.

სამსჯავრო როცა დაჯდება,

ყველას დაგინგრევთ მახესა,

სუყველას თვალწინ დაგიდებთ

მაგ თქვენ ნაცოდვარ საქმეთა...

არ ვიცი რის იმედი გაქვთ,

რითი უშველით თავებსა?..

ეკატერინე

ხრიკული