Print

გაზეთი N 10 [1053]

ეშმაკისაგან ჭკუა არეული [ნამუსახდილი] კაცის

„აღიარებითი“ ჩვენება

ჩვენი გაზეთის N8 [1051[-ში აღწერილი პროცესის გაგრძელების თაობაზე უნდა ითქვას შემდეგი:

14 ივნისს შემდგარი ორწუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ბ-ნმა ავთო ი-მა ტელეფონი საერთოდ გათიშა.

26 ივნისს, :ფეისბუქის“ გვერდზე შესვლისას, დავინახე, რომ კომპიუტერი ბ-ნი ავთო ი. -ს ე.წ. „ფეისბუქ აქტიურობას“ აფიქსირებდა.

ჩვენს შორის შემდგარი მიმოწერის მოკლე შინაარსი ასეთია:

გელა - „ავთო ბატონო - მოგესალმებით!..

ადამიანურად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია რას ნიშნავს თქვენს მიერ ტელეფონის გამორთვა... ამით რა მიზანი მიიღწევა?

თქვენ რომელსაც კარგად მოგეხსენებათ ჩემი მდგომარეობა - ასე გამეტებით როგორ მიბიძგებ უმძიმესი ნერვიული სტრესისაკენ?

ხომ იცით თუ როგორ დამღუპველად მოქმედებს ეს უაზრო საქციელით გამოწვეული ქმედება - ჩემს ჯანმრთელობაზე?

ამდენი ხნის მანძილზე [ვთქვათ და დავიჯერეთ ის ზღაპარი, რომ ტელეფონის გათიშვა ტექნიკური მიზეზითაა გამოწვეული] განა არ შეიძლება რომელიმე სხვა ტელეფონით დამიკავშირდეთ? თუნდაც იმის გასაგებად - ცოცხალი ვარ თუ არა?

იმედს ვიტოვებ რომ როგორც 14 ივნისის დილას ტელეფონში მითხარით - თვის ბოლოს შევხვდეთო, მორიგი, ყოვლად გაუმართლებელი მიზეზით, კიდევ არ გადაიწევს

შესაბამისად, ან თავად დამირეკეთ და კონკრეტული დრო მითხარით, ანდა ორშაბათს, 1 ივლისს 16.00 სთ-ზე ოფისში შევხვდეთ...

როცა ამ გზავნილს გწერდით - კომპიუტერი მაჩვენებდა რომ თქვენ ქსელში იყავით... ასეთ პირობებში ჩემი შუა გზავნილის დროისათვის ქსელიდან გასვლა ფიქსირდება - რას ნიშნავს ეს - ფეისბუკითაც არ გინდათ მიპასუხოთ? აქაც ხომ ვერ იტყვით - ტელეფონია გათიშულიო... თუმცა ამჟამად ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა...

მოკლედ, ამ თვის დამთავრების შემდეგ, ორშაბათს - 1 ივლისს, 16.00 სთ-ზე ოფისში შეხვედრაზე გელოდებით...

ავთო - სალამი ბატონო გელა. არ ვიცი რატო მარა - ქსელი გაითიშა, ეხლა სხვა კომპიუტერით გწერთ... 2-ში ან 3-ში ქალაქში ვიქნები, დაგირეკავთ და შეხვედრა დავთქვათ, თქვენი ჯანმრთელობის გამიზეზება არც მიფიქრია, შენდობას ვითხოვ.

გელა - ტელეფონი ჩართული გაქვთ?

ავთო - არა, არ მაქვს, მარა მანამდე მოვაგვარებ და ჩავრთავ...

გელა - კეთილი, მაშინ მითხარით ყოველგვარი გადადების გარეშე - როდის ვხვდებით 2 თუ 3-ში?

ავთო - არა, 3-ში დაგირეკავთ... ან 3-ში, ან მეორე დღეს...

გელა - კეთილი...“.

3 ივლისს ტელეფონზე დამირეკა, და   - 4 ივლისს, 11.00 სთ-ზე ლასკარში შეხვედრაზე შევთანხმდით.

მცირე შესავლის შემდეგ, ბ-მა ავთო ი.-მა, ჩემი კითხვის პასუხად განმიცხადა - „ბ-ნო გელა, რამოდენიმე დღის წინ დამირეკა ჩემმა ნაცნობმა და მაუწყა, რომ - ყაზახეთის ერთ-ერთ ქალაქში დატრიალებული პრობლემის გამო, ჩვენი საკითხის საბოლოო მოგვარების ვადამ შემოდგომამდე გადაიწიაო...“.

როგორც მოგახსენეთ - ა.წ. 3 მაისის შეხვედრაზე ბ-ნმა ავთო ი.-მა საქმის საბოლოო მოგვარების მორიგ ვადად მაისის ბოლო დაასახელა. და აი, მის მიერ გამოვლენილი, ყოვლად უპასუხისმგებლო საქციელის ფონზე, ორი თვის თავზე შემდგარი საუბრისას, ყოველგვარი სინდიდის ქეჯნის გარეშე, რაღაც ახალი მიჯნის დასახელება იმდენად „თეთრი ძაფით“ იყო ნაკერი, რომ ამ უაზრო რეზინის გაწელვის გაგრძელებას უკვე აღარავითარი აზრი არ ჰქონდა.

ეს იყო, ეშმაკის მიერ ჭკუა არეული, ანუ ნამუსახდილი კაცის მორიგი ნაბოდვარი.

 

ამიტომ, პირდაპირ ვუთხარი - „ბ-ნო ავთო, მოდით დაანებეთ ამ ზღაპრების მოყოლას თავი, და წელიწადნახევრის თავზე მაინც აღიარეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენს მიერ შეთხზული ტყუილია და მეტი არაფერი-მეთქი“.

ჩემს ამ ნათქვამს, ბ-ნმა ავთო ი.-ნმა ნახევარსაათიანი მონოლოგი მოაყოლა. თავის ტყუილ-მართლით გაჯერებულ მონათხრობში, ბ-ნი ავთო ი. ცდილობდა აეხსნა ჩემთვის:

თუ როგორ დაჩაგრა ცხოვრებამ;

რომ თითქმის ყველგან და ყველაფერში გრძნობს საკუთარ შეზღუდულობას [უსუსურობას] - ვერ იქცევა ისე როგორც მას სურს; და რომ მას, ამ ქვეყანაზე, აღარაფერი ფასეული არ შერჩა...

თუ როგორ დაღალა, მისი ამდენი ხნის უმუშევრობის გამო, დედამისის მხრიდან გამოთქმულმა საყვედურებმა;

რომ მას, მთელი მისი სანათესაო [და, ძმები, შვილი...] განუდგა, და რეალური გვერდში მყოფი არავინ დარჩა;

როგორ გულშეძრულია მისი ე.წ. სამეგობროთი, რომელთაგან თითქმის ნებისმიერი მზად არის, სასურველი პირობების შემთხვევაში მის სიცოცხლეზეც კი აღმართოს ხელი; და ა. შ.

ამ ე.წ. აღსარებითი საუბრის მოსმენის ფონზე, ბ-ნ ავთოს ვურჩიე - მოეძებნა თავის თავში ძალა, და გულახდილად ეთქვა - ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე, ე.წ. საქმის წარმატებით დამთავრებასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები - სიმართლეს შეეფერება, თუ იგი ისეთივე ტყუილზეა აგებული, რასაც წინა სამი წლის მანძილზე ჩვენდამი თავსმოხვეული გაუგონარი სიცრუე ერქვა-მეთქი.

ვერ გეტყვით მისი სულის ხვეულებში რა გარდატეხა მოხდა, მაგრამ მან, ისე რომ თითქოს არც კი ახსოვსო საკითხის შემოდგომაზე დამთავრებასთან დაკავშირებით, ერთი საათის წინ გაკეთებული შეპირება, განმიცხადა:

„ბ-ნო გელა, გულახდილად მინდა გითხრათ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩემს მიერ ამ საქმესთან გაკეთებული ყველა ნათქვამი არის - ტყუილი, ანუ ჩემს მიერ იყო მოგონილი...

ყაზახეთში მოღვაწე ჩემი ნაცნობი მართლა რეალური პიროვნებაა, რომელთანაც, ჩვენი საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით წელიწადნახევრის წინ მართლაც მქონდა საუბარი, ამ ხნის შემდეგ დღემდე, ჩვენს შორის ორი თუ სამი სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით მას არანაირი დაინტერესება აღარ გამოუხატავს...

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, მე იძულებული შევიქენი, სიტუაციის შესაბამისი, ტყუილზე აგებული ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის“-ო.

ამ გამაოგნებელი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, შევეცადე შემეხსენებინა მისთვის, ამა თუ იმ კონკრეტული შეპირებების თაობაზე გაკეთებული დროში გაწელილი დაპირების მძიმე შედეგი [ბ-ნი ლევან ჩოხელის გარდაცვალება, ქ-ნი დინა ჯიქიას უბინაობა და სხვა]...

აღნიშნული პასუხად მან ბრძანა - „ბ-ნო გელა, კიდევ მინდა გავიმეორო - ამ დროის მანძილზე გაკეთებული ჩემი ყველა დაპირება ტყუილი იყო. იმ ე.წ. „ფაქტებს“ რომლებზე დაყრდნობითაც მე თქვენ საქმის მოგვარებას გპირდებოდით - არავითარი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან... ყოველივე ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და შესაბამისად - ბოდიში მინდა მოგიხადოთო...“.

აბა რა უნდა მეთქვა - ეშმაკის მიერ ჭკუა არეული, ნამუსახდილი ადამიანისათვის, რომელმაც წელიწადნახევრიანი ტყუილების ძახილის შემდეგ - „აღიარა“ სიცრუის ტყვეობაში ყოფნის ფაქტი:

„კეთილი, ჩემი მხრიდან მომიტევებია ყველა ის გულისტკივილი რაც მე დამმართეთ...

მაგრამ, მოდით ერთი წუთით დავივიწყოთ თქვენი წინასწარგამიზნული ტყუილისაგან გამოწვეული მძიმე შედეგი, და მიპასუხეთ კითხვაზე - აპირებთ თუ არა აღებული ფიზიკური ვალის დაბრუნებას-მეთქი“.

„დიახ, ვაპირებ“ - ღიმილით მიპასუხა მან... და მე აშკარად დავინახე მის თვალეში გამკრთალი ეშმაკის ანარეკლის ნაპერწკალი...

საუბრის ამ ფორმატში გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ შევთავაზე, რომ ჩვენი „მორიგი“ შეხვედრა ქ-ნი დინა ჯიქიასა და ბ-ნ მევლუდ მამადაშვილთან ერთად გაგვემართა.

ქ-ნი დინა ჯიქიას თბილისში არყოფნის გამო, ლასკარში შეკრება მხოლოდ 11 ივლისს მოხერხდა. კახეთიდან ჩამოსულ ქ-ნ დინას, თან ახლდნენ მისი ნათესავები.

მცირე გასაუბრების შემდეგ ბ-ნმა ავთო ი.-მა, დამსწრეთ სთხოვა ჩვენთან ათწუთიანი ცალკე გასაუბრების საშუალება მიეცათ.

ქ-ნ დინას, ბ-ნ მევლუდ მამადაშვილსა და ჩემს წინაშე ბ-მა ავთომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, 4 ივლისს ჩემთან ნათქვამი, რომ - მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი, ჩვენ, ცრუ ინფორმაციას გვაწვდიდა.; და ამის გამო თავისი გულისტკივილი დააფიქსირა.

ამის შემდეგ, შეხვედრას შემოერთებულ ქ-ნ დინას დეიდაშვილ ბ-ნი გოჩასა, და მის მეგობარ ბ-ნი გელას კითხვაზე, თუ - როდის დაუბრუნებდა იგი ქ-ნ დინას კუთვნილ თანხას, ბ-ნმა ავთომ [ჩვენთვის ასერიგად ნაცნობ სტილში] განუცხადა, რომ ამ დღეებში იგი გარკვეულ შემოთავაზებას ელოდება, და სავარაუდოდ - 15 ივლისს, ოთხშაბათ დღეს იგი მზად იქნებოდა - ან უშუალო შეხვედრისას, ან ტელეფონით შეხმიანების შემდეგ თავისი პოზიცია გაეცნო მათთვის.

ამ პირობის მიღების შემდეგ, ქ-ნი დინა, თავის ნათესავებთან ერთად კვლავ კახეთში გაემგზავრა.

ჩემსა და ბ-ნ მევლუდთან გამართული საუბრისას, ბ-ნ ავთოს ვუთხარი, რომ

- გაეთვალისწინებინა წარსულის გამოცდილება, და ამ წუთას გაცემული შეპირების შემდეგ, კვლავ არ დადგომოდა მისთვის ჩვეულ სიცრუის მორიგ გზას, რაც, როგორც მინიმუმ, მისი მხრიდან ტელეფონის გათიშვითა და ყოველგვარი შეხვედრისაგან თავის არიდებაზე იყო აგებული;

- რომ ამდენი ტყუილის გამო დამძიმებული მისი სულის ხსნა მხოლოდ მის ხელთ იყო, რაც როგორც მინიმუმ მორიგ სიცრუეზე აგებული ისტორიების შეთხზვისაგან თავის არიდებაზე გადიოდა...

ოთხნახევარწლიანი ტყუილების ძახილის შემდეგ, ბ-ნმა ავთომ ვერ, ან - არ გვიპასუხა, კითხვებზე

- რატომ იქცეოდა ასე;

- იმ დროს როდესაც იცოდა, რომ მის მიერ მოცემული შეპირება მხოლოდ ტყუილი იყო, რა მიზანი ქონდა მისი მხრიდან ჩემს წინააღმდეგ პოლიციაში საჩივრის შეტანას;

- ჩვენის მხრიდან მომთმენი პოზიციის გამოხატვის ფონზე, ცალკეულ შემთხვევევბში, რატომ მოქმედებდა იგი - „გაღმა შეედავეს“ პრინციპით;

- მისი ტყუილების გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობის ფონზე - როგორ აპირებდა იგი ასეთი დაბინძურებულ-დამძიმებული სულით ქვეყანაზე სიარულს, ნათესავებსა და გარშემომყოფებთან ურთიერთობას...

ბოლოს ისიც ვუთხარით, რომ მის მიერ გარესამყაროსთან იმგვარი დამოკიდებულება, როდესაც, მასთან ურთიერთობა თითქმის ყველას ახალ-ახალ უბედურებად უჯდება, უპირველესად მისი სულისათვისაა ზიანის მომტანი, და იქნებ ეფიქრა ასეთი კონტაქტებისაგან თავის შეკავებაზე... და სხვა.

საუბრის ყველა დეტალის მოყოლას, ვგონებ აზრიც არ აქვს.

თითქმის ერთსაათიანი საუბრის ბოლოს, გამძლეობა ვუსურვეთ, მიზეზთა გამო, ეშმაკის მიერ ტვინ არეულ [ნამუსახდილ] და ამ მხრივ გასაცოდავებულ ბ-ნ ავთო ი.-ს და დავემშვიდობეთ.

წინამდებარე „სიცრუის ქრონიკები“, ბუნებრივია სრულად ვერ ასახავს ყველა იმ გულისტკივილის მომტან ცრუ ინფორმაციების სრულ სპექტრს, რაც გასული დროის მანძილზე მოხდა...

ამიტომ, ჩვენი თხრობა ბიბლიური შეგონებით გვინდა დავასრულოთ - „მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი" [ეზეკ. 3,17].

 

 

ბიბლიურ მითოსური მინიშნებანი

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში განვითარებული ზემოთქმული თემატიკის ბიბლიურ-მითოსურ მინიშნებებათა ერთი ნაწილის თაობაზე, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, 2018 წელს დაბეჭდილ კრებულში - მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით“ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“.

აღნიშნულ კვლევაში, დეტალურად გვქონდა საუბარი, ბ-ნ ავთო ი.-ის სიცრუისეული ისტორიის პირველი სამი წლის მანძილზე [2018 წ. 19 იანვრამდე] განვითარებული მოვლენების თაობაზე არსებულ იმ მინიშნებებზე, რომლებიც გოეთეს „ფაუსტშია“ დაცული. იქვე ვწერდით, რომ ბ-ნი ავთო ი. გახლავთ, ბოლო ჟამში:- „ფაუსტისეული თხრობის“ - მეფისტოფელის არსის მატარებელი პიროვნება.

როგორც მოგეხსენებათ - გერმანულენოვანი ლიტერატურის მწვერვალად მიჩნეული გოეთეს „ფაუსტი“, ორი ნაწილისაგან შედგება [მისი პირველი ნაწილი 1810 წელს, ხოლო მეორე - 22 წლის შემდეგ გამოქვეყნდა]..

ამჯერად გვინდა შევეხოთ, „ფაუსტის“ მეორე ნაწილში დაფიქსირებულ იმ მინიშნებებს, რომლებშიც, ჩვენი აზრით, ბოლო ჟამის კონკრეტულ მონაკვეთში, ანუ 2018 წლის 19 იანვრიდან ათვლილ ერთნახევარწლიან დროში მომხდარის ცალკეული დეტალებია ასახული.

 

როგორც მოგახსენეთ, 2018 წლის იანვრიდან მოყოლებული ბ-მა ავთო ი.-მა, თავისი ვალის დაფარვის ახალ მექანიზმად - მის ხელთ არსებულ, გარკვეული ტიპის, დოკუმენტებზე დაყრდნობით, ყაზახეთში წარმართული ბიზნეს გარიგება დაასახელა.

„ფაუსტისეულ თხრობაში“, გადმოცემულია - გარკვეულ მიზეზთა გამო დაგროვილი ვალის გადახდის მიზნით - მეფისტოფელის [აქ - ეშმაკის] მიერ შეთავაზებული მორიგი ცრუ მექანიმის თაობაზე.

დიახ, მეფისტოფელი, მორიგი ცრუ დაპირებით ცდილობს, არსებული ვალის დაფარვის ახალი მექანიზმი შესთავაზოს ირგვლივ მყოფთ. საქმე ეხება, ვითომცდა მიწის წიაღში დაფარულ განძს, რომლის მოპოვების შემდეგაც, მოხერხდება [ცრუ დაპირების საფუძველზე დამზადებული], სხვადასხვა ღირებულების მქონე „ვექსილების“ განაღდება. გოეთეს მიერ აღწერილი პროცესი ასე ვითარდება:

მეფისტოფელის მორიგი სიცრუის ბადეში გახვეული, ანუ ამ ე.წ. „ცრუ ვექსილების“ [ჩვენი დღევანდელობიდან გამომდინარე: ბ-ნი ავთო ი.-ის მიერ დასახელებული „გარკვეული ტიპის დოკუმენტების“] დარიგებით გახარებული:

„სახლთუხუცესი [შემოდის აჩქარებით] - უბრწყინვალესო, არასოდეს არ მახსოვს დღენი, მე არ მოვსულვარ თქვენთან უფრო უკეთეს ცნობით, ვიდრე ამჟამად, როცა მთელი არსება ჩემი გამსჭვალულია სიხარულის დიადი გრძნობით. ვალი სულ წმინდად და მთლიანად დაფარულია...“ [იოჰან ვოლფგანგ გოეთე, „ფაუსტი“, მეორე ნაწილი, თარგმანი დავით ონიაშვილისა, თბ. 1962 წ., გვ. 342] - ანუ მორიგი ტყუილი „შემოთავაზებულია“.

მოქმედებაში ერთვება - „კანცლერი [დინჯად წარდგება წინ]

... დაე იცოდეს ეს სუყველამ ცოდნა სურს ვისაც, ათასი კრონი არის ფურცლის ღირებულება. და არს სიმდიდრე მთელი ქვეყნის საწინდრად მისად, მიწის წიაღში ჩამარხული რომ გველოდება. მივიღეთ უკვე ყველა ზომა, ღონე ვიხმარეთ, რომ განძეული ამოვიღოთ და მოვიხმაროთ“ [იქვე, გვ. 342-343];

იქვე მოცემულია თუ რას ამბობს, ამ ამბის სინამდვილეში დაეჭვებული

- „იმპერატორი: მატყუარობა. სიმუხთლეა ამ საქმის მქმნელი! ვინ ჩაიდინა ეს სიყალბე მეფის სახელით? ნუთუ დარჩება დამნაშავე აქ დაუსჯელი?

მოლარეთუხუცესი: ... ათ თუ ოცდაათ, ორმოცდაათ, ასიან ნიშნით ჩვენ მთელი დასტა ქაღალდების დავბეჭდეთ ხელად. ვერ წარმოიდგენ, რა სიკეთე მოელის ყველას... ხედავ რა რიგად გამოცოცხლდა დედაქალაქი[კოდია და მიგვანიშნებს ამ პროცესის ბოლო ჟამში განსავითარებელ ადგილს]...

იმპერატორი - და ჩემი ხალხი ამ ქაღალდებს ოქროდ მიიჩნევს? ჯარიც, სასახლეც, მაშ, ამ სახით ჯილდოს მიიღებს? მიკვირს ძალიან, მაგრამ უნდა კვლავ დავიჯერო...“ [იქვე, გვ. 342-343]

ამ ეჭვის გაფანტვის მიზნით, საუბარში ჩართული მეფისტოფელი ამბობს:

„ეს ქაღალდები, რასაც იხმარ შენ ოქროს ნაცვლად, ხელსაყრელია: იცი მაინც თუ ნაღდად რაც გაქვს, არ საჭიროებს არც გადაცვლას და არც ვაჭრობას, იმხიარულე, თავი მიეც ღვინოს და ტრფობას. თუ გსურს ლითონი გადამცვლელთა მზად არის რიგი, თუ ვერ იშოვი, ამოთხარე მიწიდან იგი...“ [იქვე, გვ. 345].

„ფაუსტისეული თხრობიდან“ ვიგებთ, რომ ამ ცრუ დაპირების გამო სამეფო უმძიმესი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. მომხდარით შეწუხებული ფაუსტი, მიმართავს მეფისტოფელს [აქ - 2019 წ. 4 ივლისს გამართული საუბარი] თავი დაანებოს სიცრუის წარმოჩენას. მათ შორის გამართული დიალოგი ასეთია:

„ფაუსტი - ამ იგავების მოსმენისგან დამიხსენ აქვე! მოკლედ მოსჭერი და გარკვევით ამიხსენ საქმე.

მეფისტოფელი - მე უხილავი არაფერი არ დავარჩინე: დიდ გაჭირვებას განიცდიდა ხელმწიფე ქველი. ხომ გახსოვს კარგად, როცა იგი გადავარჩინეთ და ყალბი განძით გავუმართეთ ჩვენ იმას ხელი...“ [იქვე, გვ. 508].

ამდენად, მეფისტოფელი აღიარებს, რომ ე.წ. „ვექსილები“ არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენდნენ, ანუ ისინი - „ყალბი განძით“ იყვნენ უზრუნველყოფილნი.

ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველისათვის, ვგონებთ ძნელი არ უნდა იყოს მითითებულ თხრობაში მოცემულისა და ბოლო ჟამში, ბ-ნი ავთო ი.-ის მიერ, ჩვენს თვალწინ განვითარებული ე.წ. “აღიარებითი” ჩვენების კავშირი..

ბოლო ჟამში განსავითარებელი მოვლენების იგავურად აღმწერ ამ მხატვრულ ძეგლში მოცემულია, ტყუილებით გაჯერებული პროცესების ფონზე - ფაუსტის დასნეულებისა და სიკვდილის შემდგომად მისი სულის ხსნის ამსახველი მინიშნებები.

თუმცა, ჩვენი განსახილველი თემატიკიდან გამომდინარე, ამჯერად, „ფაუსტისეულ“ მინიშნებებზე მეტს აღარ შევჩერდებით.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

 

 

უნაყოფო ლეღვის ხის მოჭრის დრო,

ანუ ერთი წელი და ნახევარი

ბოლო ჟამის მიმდინარე კონკრეტულ დროის მონაკვეთში მოსახდენის იგავურად გადმომცემი სახარებისეული ტექსტის თაობაზე ჩვენს მიერ უკვე ნათქვამს, გვინდა დავამატოთ შემდეგი.

მაცხოვრის მიერ გადმოცემულ იგავში ვკითხულობთ:

და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია [კოდია] მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ [კოდია]. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც [კოდია] აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად [კოდია] მოჭერი“-ო [ლუკა 13,4-9].

მოდით შევეცადოთ არსებული კოდების არსის გახსნას.

ჩვენის აზრით, ხსენებული იგავური თხრობა - 2018 წლის საწყისი დროის მიჯნაზე მიმდინარეობს, ანუ ამ დროიდან ათვლით განსავითარებელი მოვლენების იგავურად გადმომცემია. კერძოდ:

როგორც უკვე ვწერდით, მითითებული - „სამი წელი“, ბოლო ჟამში ბ-ნი ავთო ი.-თან დაკავშირებით განვითარებული „სიცრუის ისტორიის“ პირველ სამ წელს, ანუ: 2015 – 2018 წ.წ., კონკრეტუ;ად კი - 2018 წ. 19 იანვრამდე დროში მოსახდენზე მიგვანიშნებს;

კოდირებული - „ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ“, ხაზს უსვამს ხსენებული სამი წლის მანძილზე სიცრუეზე აგეებული საქმის - უშედეგოდ დამთავრებაზე;

კოდით- „წლეულსაც აცალე“, მიგვეთითება: „სამი წლის“, ანუ 2018 წ. 19 იანვრის შემდგომად ათვლილი მე-4, ანუ 2019 წ. 19 იანვრამდე ათვლილი დრო;

და ბოლოს, კოდი - „გაისად მოჭერი“ გამოყოფს, ხსენებული პროცესის დაწყებიდან ათვლილ მე-5, ანუ - 2019 წელს, როგორც, ბოლო ჟამის ამ კონკრეტულ დროის მონაკვეთში განვითარებული საქმიანობის საბოლოოდ დამთავრების წელს.

ამასთან, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ხსენებულ იგავურ თხრობაში მე-5, ანუ - 2019 წელში დასამთავრებელ საბოლოო შედეგზე კი მიგვენიშნება, მაგრამ მასში ამ „უნაყოფო ლეღვის ხის“ მისტერიული „მოჭრის“ დრო არ გვიკონკრეტდება.

ჩვენის აზრით, საძიებელი კვანძის გახსნაზე ორიენტირებული მინიშნება ძველი აღთქმის ბოლო წერილში დაფიქსირებულ ტექსტშია მოცემული, სადაც ვკითხულობთ:

„... იმ ქვეყანამდე დიდი გზა იყო გასავლელი - ერთი წელი და ნახევარი. ქვეყანას ეწოდება არცარეთი“ [3 ეზრა 13,45]

ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს ვგონებთ არ გაუჭირდება აქ დაფიქსირებულ კოდურ მინიშნებათა: 1. ერთი წელი და ნახევარი.“-სა და 2. „არცარეთი“-ს არსში გარკვევა.

აქ მითითებული - „არცარეთი“, ბიბლიაში მხოლოდ ამ ერთადერთ ადგილასაა მოხსენიებული, და განსახილველი კუთხით, რაღაც გაურკვეველ ორიენტირზე უნდა გვანიშნებდეს. ბოლო ჟამის თვალთახედვით მას - „სიცრუისეული გზა“ შეიძლება ვუწოდოთ.

ბიბლიისეული მინიშნებით, ეს გზასავალი - „ერთი წელი და ნახევარი“-თ გამოკვეთილი დროითი მიჯნითა შემოსაზღვრული.

ამდენად, ზემოთქმულზე დაყრდნობით უნდა გვეუწყებოდეს, რომ მოცემული - „სიცრუის გზა“ [„არცარეთი“[, თურმე წე;იწადნახევარი გრძელდება, რაც, ბოლო ჟამისმიერი გადმოსახედიდან 2018 წ. 19 იანვრიდან ათვლილ წელიწადნახევარს, ანუ არა უმეტეს - 2019 წ. 19 ივლისამდე აღებულ დროს მოიცავს.

აღნიშნულის მთლიანობაში გააზრების შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაცხოვრისეულ იგავში მითითებული მე-5 წელს მოსახდენი - „გაისად მოჭერი“, ხსენებულ 2018 წ. 19 იანვრიდან ათვლილ „წელიწანახევრიან“ დროით მიჯნას, ანუ - 2019 წ. 19 ივლისს არ უნდა გადასცილდეს.

როგორც ითქვა, ჩვენს რეალობაში მომხდარი პროცესი ასე განვითარდა

2018 წ. იანვარში, ბ-მა ავთო ი.-მა, მის მიერ, სამი წლის განმავლობაში მიმდინარე, ჩვენთვის თავს მოხვეული ტყუილების გამო დაგროვილი ფინანსური დავალიანების დაფარვის ვალდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა, და მალე „ახალი გეგმაც“ წარმოადგინა,

მის მიერ შემოთავაზებული ამ ცრუ გეგმის განვითარების გულის ამრევი ისტორია, სწორედაც რომ წელიწადნახევარი გაგრძელდა, და 2019 წ. 4 ივლისს ლასკარში შემდგარ შეხვედრაზე ბ-ნი ავთო ი.-ის მიერ ე.წ. „აღიარებითი ჩვენების“ მიცემით დასრულდა. ამ დღეს იგი დიდსულოვნად გამომიტყდა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე მის მიერ ჩვენს წინაშე გადმოცემული, საქმის წარმატებით დამთავრებაზე ორიენტირებული ისტორია - თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული.

შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეშმაკის მიერ ჭკუა არეული, ანუ ნამუსახდილი ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გამხმოვანებელი ლასკარისათვის თავსმოხვეული „სიცრუის ისტორია“, სწორედავ რომ, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ წელიწადნახევარში, ანუ 2019 წ. ივლისში და,თავრდა.

ხოლო ის თუ რაში გამოვლინდება: ერთის მხრივ :სიცრუისეულ გზაზე“ სიარულის დასასრული; და მეორეს მხრივ კოდირებული „უნაყოფო ლეღვის ხის მოჭრის“ მისტერია, ამაზე საუბარი სცილდება წინამდებარე თხრობის თემატიკას.

ვისაც ყური აქვს ისმინოს - „... რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის , დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 13,37-38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

...

ბოლო ჟამისთვის პირველხარისხოვანი და მნიშვნელოვანი თემაა: „სულიერი გაწმენდა“ და „ადგილის გაწმენდის როლი და მნიშვნელობა“ ადამიანის ცხოვრებაში...

მოციქული პავლე ბრძანებს - „ამიტომ ქრისტე, წუთისოფელში მოსვლისას ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე“ [ებრ. 10,5].

დამეთანხმებით ალბათ - ერთი განწმენდილი ადამიანი დიდად ღირებულია დედამიწაზე, რადგან მას ძალუძს მრავალი განწმინდოს.

ცხოვრებაში ყველაფერი ტალღისებური სიხშირით ვითარდება. ასევეა წმინდანის მოღვაწეობის მადლიც.

ადგილის განწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილს ხომ ადამიანი წმენდს, მაგრამ ყველას როდი ძალუძს ეს. ადგილის განწმენდა წმინდანს შეუძლია, აგრეთვე სულიერ მოღვაწეებს.

მოგეხსენებათ, ერთხელ განწმენფილი ადგილი მუდმ არ იქნება განწმენდილი, თუკი მუდმივად არ იწმინდება.

ადამიანის ცხოვრება მუდმივი მოქმედების და სატანურ ძალასთან შებრძოლების რეჟიმს ექვემდებარება.

ასევე ადამიანიც - მუდმივ ღვაწლში უნდა იყოს, რომ განიწმინდოს... მუდმივად უნდა იწმინდებოდეს.

„მე ვარ მხედარი და ვებრძვი ცოდვას, ვებრძვი ბოროტებას“ - თუკი ეს სიტყვები სულში არ ანთია, მაშინ ნუ იტყვი, რომ უფლის გზას მიჰყვები, მცდარია.

და კიდევ. ერთი რამ მნიშვნელოვანი - დაბინძურებულ ადგილზე ჯანსაღი აზროვნება ჭირს... ამიტომაცაა საჭირო იმ ადგილის განწმენდა, სადაც ცხოვრობ.

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

...

რა გითხრათ რით გაგახაროთ,

რით დაგიმშვიდოთ გულები?

ჩვენს გვერდით კიდევ დადიან

ასე ბოროტი სულები...

მაღლიდან ღმერთი გვაფრთხილებს

წინ მოსახდენი რაც არი,

და თითქოს სმენა დაგეხშოთ

არ გესმით სხვისი ნათქვამი.

ფულის შოვნამ გადაგრიათ,

ხალხი ვერ ხვდება გგონიათ?

ცოდვისშვილებო, სუყველას

პირველკაცობა გდომიათ...

ეკატერინე

ხრიკული