Print

გაზეთი N 11 [1054]

ავთო იოსელიანის, ვითარცა ბოლო ჟამის

იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი პირის საკითხისათვის

ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ - ბოლო ჟამის მიმდინარეობის შესაბამის ეტაპზე ხდება წმიდა წერილში დაფიქსირებულ სხვადასხვა ბიბლიურ პერსონაჟთა მისტერიული არსის მატარებელ პირთა გამოკვეთა.

თავის მხრივ, სამებისმიერი ათვლიდან გამომდინარე, ხსენებული პროცესი სამი პირობითი ხაზით მიმდინარეობს. კერძოდ -1. საქართველოსთან მიმართებაში; 2. ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გამასაჯაროვებელ ჯგუფთან [აქ - ლასკართან] დაკავშირებით; და 3. ამ სახების მისტერიული არსის მატარებელი კონკრეტული პირის გამოკვეთით.

საქართველოსთან მიმართებაში - იუდა ისკარიოტელის როლის მისტერიული მიმდინარეობის პარალელურად, 2006 წელს, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში - „ამპარტავნების მსხვერპლი, ანუ ვისაც არ ერგება, არ შეერგება“, გვარ-სახელის კონკრეტიზაციის გარეშე, განხილული გვქონდა: „ლასკართან“ დაკავშირებული - იუდა ისკარიოტელის არსის მისტერიულად მატარებელი პირის გამომკვეთი ნიშნები.

ჩვენი გაზეთის N7 [1050]-ე ნომერში აღვნიშნავდით, რომ 2019 წ. 17 ივნისს, მისტერიულად დასრულდა, პირობითი „ქრისტეს გზის“ გამოკვეთამდე გასავლელი ე.წ. „მთაწმინდისკენ მიმავალი გზა“. ეს უკანასკნელი გზასავალი კი, თავის მხრივ, უშუალო თანხვედრაშია - იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი კონკრეტული პირის გამოკვეთის დროით ეტაპთან.

აღნიშნული მოჯნისა და ზემოთაღწერილი პროცესის ოთხნახევარწლიანი დროის მონაკვეთის პირობითი თანხვედრა, გვაფიქრებინებს, რომ ვგონებთ დადგა დრო - იუდა ისკარიოტელის, არა - მისტერიული, არამედ, უკვე - რეალური არსის მატარებელი კონკრეტული პირის გამოკვეთისა.

საუბრის გაგრძელებამდე, გვინდა გაგახსენოთ წმ. ნილოს მირონმდინარის გამოცხადების მიხედვით შედგენილ კრებულში - „ამბავი ჯვარცმული ორი ავაზაკისა და იუდა ისკარიოტელის მძიმე ცოდვები“ [თბ. 2006 წ.] - მოცემული, იუდა ისკრიოტელის ზოგადი სახის თაობაზე თქმული, რომლის თანახმადაც:

იუდა ისკარიოტელი იყო - გარეგნულად „...მეტად მშვენიერი შესახედაობის“ [გვ. 15]; „ბოროტი და ვერცხლისმოყვარე“ [გვ. 15]; „გულგოროზი და ამაყი“ [გვ.18]; „უდიდესი ქედმაღლობით გამორჩეული“ [გვ. 18]; „მზაკვარი“ [გვ. 20]; „სიბოროტისა და ვერაგობის ჭურჭელი“ [გვ. 20]; „იუდა ისეთი გონების პატრონი იყო, რომ მისთვის ტკბილი მწარედ იქცეოდა და მწარე ტკბილად“ [გვ. 36] და სხვა...

აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ამჯერად მხოლოდ იმ მინიშნებებზე გვინდა ვისაუბროთ, რომლებიც სახარებასა და წმ. ნილოს მირონმდინარის გამოცხადებისეულ ტექსტშია დაცული. მივყვეთ თანამიმდევრობით.

 

კოდი - „იცოდა ვინ არის მისი გამცემი“

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ სახარებაში იუდა ისკარიოტელი - 20-ჯერაა მოხსენიებული. ამათგან:

მათეს სახარებაში მისი სახელი აღნიშნულია 5-ჯერ [10,4 – 26,14 – 26,25 – 26,47 და 27,3];

მარკოზის სახარებაში 3-ჯერაა მოცემული [3,19 – 14,10 და 14,43];

ლუკას სახარებაში 4-ჯერ ვხვდებით მის სახელს [6,16 – 22,3 – 22,47 და 22,48];

იოანეს სახარებაში, იუდა ისკარიოტელის სახელი 8-ჯერ, ანუ ყველაზე მეტადაა ნახსენები [6,71 – 12,4 – 13,2 – 13,26 – 13,29 – 18,2 – 18,3 და 18,5].

ოთხიდან - ორი სახარება, მაცხოვრის მიერ 12 მოწაფის არჩევის თაობაზე, თითქმის ერთნაირად მოიხსენიებს მას - „... და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი“ [მათე 10,4 და მარკ. 3,19]; ლუკას სახარებისეული ტექსტი ოდნავი სახეცვლით გვაუწყებს - „... იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა“ [ლუკა 6,16].

მკითხველებს შევახსენებთ, რომ ჩემი და ბ-ნი ავთო იოსელიანის ნაცნობობა - 2013 წელს დაიწყო. სწორედ ამ წელს გავიცანი [როგორც შემდეგ გაირკვა] ჩვენი ქვეყნის ბედზე მაფიქრალი, უაღრესად წიგნიერი პიროვნება - ბ-ნი ავთო იოსელიანი. მოგვიანებით, ჩვენი ნაცნობობა პირად და პარტიულ მეგობრობაში გადაიზარდა. ბ-მა ავთო იოსელიანმა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენი საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი სიით მიიღო მონაწილეობა.

2013 წელს შემდგარ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბ-ნ ავთოს, მისი გვარისმიერი კოდის თაობაზე ვესაუბრე. კერძოდ:

სულხან-საბასეული სწავლებით, ხატებზე დატანილი ქარაგმა - „იო“, იკითხება, როგორც - „ი[ეს]ო“;

კოდი - „ელი“, ერთ-ერთი ფორმით - მოლოდინზე მიგვანიშნებს; ხოლო

კოდი - „ანი“, ამ მოლოდინის სუბიექტის საწყისობის მაჩვენებელია.

ამდენად, მთლიანობაში, გვარი - „იოს-ელი-ანი“ იგავურად გვაუწყებს: ყველაფრის საწყისი [„ანი“] ღმერთის [„ელი“] - იესოს [„იო“] მოლოდინზე [„ელი“].

ხუმრობით ისიც ვუთხარი: თქვენი გვარისმიერი კოდი - უფლისმიერ მოლოდინს უსვავს ხაზს, ოღონდ საკითხავია, ბოლო ჟამისთვის რა მოლოდინისეული როლის შესრულებაზეა მინიშნება- მეთქი.

ზემოთ აღწერილი, ოთხნახევარი წლის პროცესის მიმდინარეობის პირველივე წლის შუა ნახევრიდან მოყოლებული, ბ-ნი ავთო იოსელიანი არაერთგზის გავაფრთხილე, რომ მისი სიცრუეზე დამყარებული გზასავალი - იუდა ისკარიოტელის როლის მორგებისაკენ იყო მიმართული.

სამწუხაროდ, მისი თავისუფალი არჩევანის უფლების გამოყენების კვალობაზე, ჩემმა გაფრთხილებამ სასიკეთო შედეგი ვერ მოიტანა. ყოველ ცალკეულ შემთხვევებში მორიგი ტყუილების მოგონებით, ბ-ნი ავთო სულ უფრო ამძიმებდა ამ საქმეში ჩართული პირების სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას.

2018 წელს პირველ ნაწილად სახელდებული კრებულის გამოქვეყნებით, როგორც ითქვა, „ფაუსტისეულ თხრობაზე“ დაყრდნობით, მოხდა, ლასკარის წევრთა მიმართ გამოსაცდელად ნება მიღებული - ეშმაკისა, და მისი ნების შემსრულებლის ბ-ნი ავთო იოსელიანის როლის [„მეფისტოფელის“ არსის] გამოკვეთა.

ზემოთქმულის მართებულად გააზრების შემდეგ, ვგონებთ ძნელი აღარ უნდა იყოს სახარებისეული თხრობის კოდირებულ არსში გარკვევა:

„... იესუმ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი, და ვინ არის მისი გამცემი... მიუგო მათ იესუმ: განა მე თორმეტნი არ გამოგარჩიეთ? მაგრამ ერთი თქვენგანი ეშმაკია. ხოლო იგი იუდაზე, სიმონ ისკარიოტელის ძეზე ამბობდა ამას. ვინაიდან მას, ერთ თორმეტთაგანს უნდა გაეცა იგი.“ [იოანე 6, 64; 70-71].

ვისაც ყური აქვს ისმინოს!..

 

კოდი - „მას ჰქონდა ყულაბა“

იუდა ისკარიოტელი, მაცხოვრის თანმდევ პირთა შორის, თავისი წიგნიერებისა გამო, ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

წმ. ნილოს მირონმდინარის გამოცხადების მიხედვით, მიზეზთა გამო - „... ჰეროდე მეფის [აქ - მისი არსის მატარებელ, ედ. შევარდნაძის] სასახლეში მოხვდა, სადაც იგი მეფემ... სასახლის საქმეთა მმართველად და მომმარაგებლად დაადგინა - იუდა ყიდულობდა ყველაფერს, რაც კი სასახლისათვის იყო საჭირო“ [გვ. 16].

საფინანსო სფეროსთან შემხებლობის დასტურად, შემოგთავაზებთ ზოგიერთ მონაცემს, ბ-ნი ავთო იოსელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან:

„1994 წ. დავამთავრე ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ავიღე: „შრომის ეკონომიკისა და სოციოლოგის“ დიპლომი;

1995 წ. მუშაობა დავიწყე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სპეციალისტად;

1996 წლიდან მუშაობა განვაგრძე - საქართველოს ეროვნულ ბანკში, სპეციალისტად;

1998 წ. გავიარე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „იუსაიდ“-ის სწავლება: „ფინანსები და კრედიტები“;

1999 წ. ქ. ანკარაში დავეუფლე თურქეთის ცენტრალური ბანკის „საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების“ სახელმწიფო პროგრამას;

1999 წ. სწავლების სრული კურსი გავიარე ქ. ვენაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში: „საერთაშორისო ფინანსების“ პროგრამაში;

1998 – 2002 წლებში ვმუშაობდი - საქართველოს ეროვნული ბანკის: „ბანკების რეგულირებისა და ზედამხედველობის სამმართველოს“ წამყვან ეკონომისტად;

2003 წ. სწავლება გავიარე ქ. მოსკოვში, საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის „დაზღვევის უმაღლეს სკოლაში“, ვარ - უმაღლესი კატეგორიის „„ანდერრაიტერი“ [სადაზღვევო რისკების შემფასებელი]“.

 

მკითხველს შევახსენებთ იმასაც, რომ ბ-ნი ავთო იოსელიანის მიერ 2014 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თავისი საარჩევნო პლაკატის არასწორად გაკვრის გამო, სასამართლო გადაწყვეტილებით ჩვენი პარტია 1000 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნული ჯარიმის გადახდა, ლასკარის წევრთა შემოწირულობის ხარჯზე შეგროვილი თანხით მოხერხდა [რომელშიც თავად მას არც ერთი ლარი არ გაუღია].

აღნიშნულს თუ იმასაც დავუმატებთ - რა დღეშიც ჩაგვყარა ლასკარი, ბ-ნ ავთო იოსელიანის მხრიდან ფინანსური საკითხის ვითომცდა მოგვარების მიზნით, სიცრუეზე დამყარებულმა საქმიანობამ, ვფიქრობთ აღარ იქნება ძნელი გავიაზროთ, თუ რაზე გვანიშნებს, ბოლო ჟამის მაცხოვრებლებს, სახარებისეული ტექსტი.

როგორც მოგეხსენებათ, სახარებიდან გვეუწყება, იუდა ისკარიოტელის მხრიდან - ყულაბასთან შემხებლობისა, და იქიდან თანხის მოპარვის თაობაზე:

„ხოლო ეს თქვა არა იმიტომ რომ გლახაკთათვის ზრუნავდა, არამედ იმიტომ რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ იპარავდა“ [იოანე 12,6].

ვისაც ყური აქვს ისმინოს!..

 

                              კოდი - „დანა“, ანუ იუდა ისკარიოტელის შესაცნობი ნიშანთაგანი

2019 წელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, ამავე წელს გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი - „იესუს ცხოვრება“, რომელშიც - იუდა ისკარიოტელის თაობაზე ასეთი ინფორმაციაა მოცემული:

„იუდა ისკარიოტელი არ იყო იესუს სხვა მოწაფეების მსგავსი. დანარჩენები იყვნენ გალილეიდან, ანუ იესუს თანამემამულენი იყვნენ... მაგრამ, სახელი -„იუდა ისკარიოტელი“ გვეუბნება, რომ ის წარმოშობით იყო იუდეის სამხრეთიდან...

შეიძლება მისი სახელი - „ისკარიოტელი“, უკავშირდება მის მშობლიურ ქალაქს, რადგან მაშინ იყო ქალაქი - „კირიოტი“... არსებობს მეორე [საინტერესო] ვერსიაც:

მაშინ არსებობდა - „გაწვრთნილი მკვლელების“ ჯგუფი, რომლებიც თავის თავს უწოდებდნენ - „სიკარიებს“, რაც მოდის იმ დანის სახელწოდებიდან, რომელსაც ისინი იყენებდნენ... და შესაძლებელია - „ისკარიოტელი“ იყო - „სიკარი“, ანუ ერთ-ერთი ასეთი მკვლელთაგანი...“ [იხ. ფილმის 1-ლი სეზონის მე-5 სერია: 4 წთ 33 წამიდან - 5 წთ 12 წამამდე].

ამ მინიშნების არსისმიერი მხარის აღსაქმელად, ჩვენს თვალწინ მომდარი შემდეგი შემთხვევა გვინდა გავიხსენოთ.

ყველასათვის ცნობილია მაცხოვრის უმკაცრესი გაფრთხილება, რომელიც მან, მის შესაპყრობად მოსულთა მიმართ პეტრე მოციქულის მიერ მახვილის გამოყენების დროს განაცხადა - „მაშინ იესუმ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ყველა ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე განიგმირება“-[მათე 26,52].

აღნიშნულის ფონზე, თითქოსდა, გაუგებრად ჟღერს, საიდუმლო სერობაზე უფლისმიერი მოწოდება - მახვილის, იგივე დანაკის თემასთან დაკავშირებით.

სახარებაში ვკითხულობთ - „კვლავ უთხრა მათ: ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი.

რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულღგს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება.

და მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია [ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს]“ [ლუკა 22,36-38].

ისე როგორც სხვა დანარჩენი მინიშნების კოდირებული შინაარსი, აღნიშნული „ორი მახვილის“, იგივე „ორი დანაკის“ არსობრივი მხარეც მხოლოდ ბოლო ჟამში ელოდება თავის ნამდვილ ახსნას.           

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, 2016 წელს, ლასკარში, მევლუდ მამადაშვილისა და ლევან ჩოხელის თანდასწრებით გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, მაგიდასთან ჩემს გვერდით მჯდომმა ბ-ნმა ავთო იოსელიანმა სულიერი სისუსტე გამოამჟღავნა, და, უდავოდ ეშმაკის ჩაგონებით, თავისი პოზიციის სიმართლის დასაცავად, დანის დემონსტრირება მოახდინა.

ითქვა ისიც, რომ, დანის გამოყენებასთან დაკავშირებულმა, ეშმაკის ამგვარმა მცდელობამ, 2017 წ. 18 ივნისის შეხვედრაზეც იჩინა თავი. მის მიერ დანის ამოღებისთანავე, უკვე უშუალო კონტაქტში შესვლის გზით, ფეხზე ამდგარს მომიწია მისი ამგვარი ქმედების შეჩერება.

საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში, ყველას ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა და ყველაფერი ურთიერთ შეთანხმებით დამთავრდა. ბ-მა ავთო იოსელიანმა, ვფიქრობ, მოახერხა სათანადოდ გაეაზრებინა ჩანადენი და გულრწფელად ეზიარა მონანიების მადლს.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!..

 

კოდი - „ელინის ძის მოკვლა“

უკვე ხსენებული მინიშნება, რომ შესაძლებელია - „ისკარიოტელი“ იყო - „სიკარი“, ანუ ერთ-ერთი ასეთი მკვლელთაგანი...“, შემდეგი ტრაგიკული მოვლენის ახსნის ერთ-ერთ „გასაღებს“ უნდა წარმოადგენდეს.

მკითხველმა იცის, რომ პათოლოგიური სიცრუის ტყვეობაში მყოფი ბ-ნი ავთო იოსელიანი მიერ წამოწყებულ სიყალბის მორევში, სხებთან ერთად, ბატონი ლევან ჩოხელიც აღმოჩნდა.

თავსდატეხილი ნერვიულობის ფონზე, ბატონ ლევანს პროსტატის სიმსივნე დაემართა. 2018 წლის 16 აპრილს იგი, თბილისის საავადმყოფოდან გორის რაიონში მდებარე თავის მშობლიურ სოფელ კარბში გადაიყვანეს.

ჩემს თვალწინ გამართულ სატელეფონო საუბრებში, ბ-ნი ავთო იოსელიანი, თითქმის თვენახევრის მანძილზე შეუსრულებელი დაპირებებით „ამშვიდებდა“ სხვადასხვა საავადმყოფოში სამკურნალოდ დაწოლილ, უკურნებელი სენით შეპყრობილ, ბატონ ლევან ჩოხელს.

ბატონი ლევანის მიერ, მისი კუთვნილი თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე [რომლითაც მას მკურნალობის ხარჯები უნდა გადაეხადა], ბ-ნი ავთო იოსელიანის პასუხები ტყუპისცალივით გავდა ერთმანეთს - „აი, ორშაბათს მოგაწვდი თანხას“, „არა ეხლა ვერ ხერხდება და კვირის ბოლოს ყველაფერი მოგვარდება“; და ასე ორშაბათ პარასკევის ძახილში გათენდა 2018 წ. 6 ივნისის დღე, როდესაც ბატონი ლევანის სულმა დატოვა მისი ნატანჯი სხეული.

ეხლა ვნახოთ, რას ვკითხულობთ წმ. ნილოს მირონმდინარისეულ გამოცხადებაში, როლის მიხედვითაც იუდა ისკარიოტელი - „... ელინის ძის მკვლელიცაა. მან ელინის ძე [აქ - ლევანი] სახლის ბანზე მჯდომარე იხილა. სიმაღლეზე მჯდომი კაცის [კოდია] დანახვისას იუდამ იწყო განსჯა თუ რა ხერხით გადაეგდო იგი ძირს... მან შემდეგი რამ მოიფიქრა - სვეტს, რომელიც ბანს იჭერდა, იუდამ ძირი ჩუმად გამოუთხარა, შემდეგ მას მსხვილი თოკი მოაბა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა თოკი თავისკენ დაქაჩა. სვეტი წამოიქცა, ბანი ჩამოინგრა და საბრალო კაციც ქვეშ მოიყოლა, რომელიც საწყალობელი სიკვდილით ნანგრევებშივე აღესრულა“ [იქვე, გვ. 9-10].

ვისაც ყური აქვს ისმინოს!..

 

კოდი - „გაცემა“ და „მონანიება“

ბოლო ჟამში მცხოვრები - იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი ბ-ნი ავთო იოსელიანის პორტრეტისეულ ნიშნებზე საუბრის დასასრულს, აი, რა გვინდა მოგახსენოთ.

სახარებისეული სწავლებიდან, განსახილველი კუთხით, ყურადსაღებია ორი. ერთმანეთთან დაკავშირებული მინიშნება:

პირველის მიხედვით გვეუწყება, თუ როგორ მიდის იუდა ისკარიოტელი სინედრიონის წევრებთან, რათა მაცხოვრის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებში უწინამძღვროს მათ:

„და შევიდა სატანა იუდაში (ძველქართულით - „შეუხდა ეშმაკი იუდას“), რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი. და წავიდა და უთხრა მღვდელმთავრებსა და წინამძღვრებს, როგორ მიეცა მათთვის იგი“ [ლუკა 22,3-4].

მოდით ვნახოთ, თუ როგორ აცხადდა ზემოთქმული - „გაცემა“, ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში:

2017 წ. 1 დეკემბერს ლასკარში გამართულ მორიგ შეხვედრაზე მოსულმა ბ-მა ავთო იოსელიანმა, მოსალმებისეული გადაკოცნის შემდეგ, გაბადრული სახით, მაჩვენა, იმავე დღეს, პოლიციის განყოფილებაში, მის მიერვე შეტანილი შემდეგი განცხადების ასლი:

 

საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის

პირველი განყოფილების უფროსს

ბატონ ვანო ფიროსმანაშვილს

მოქალაქე - ავთანდილ იოსელიანის

მცხოვრები - ატენის ქ. N3

ტელ. 5[91] 99-92-92

 

განცხადება

მოგახსენებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვარ ჩართული, როგორც მხარე, იურიდიულ დავაში [უცხოეთში], რომელიც, მთელი რიგი მიზეზების გამო, ამ დღემდე ვერ მივიდა ჩემთვის სასურველ შედეგამდე. ამ დავის წარმოებაში ფინანსურად დამეხმარა ჩემი ახლობელი - ბ-ნი მიხეილ სალუაშვილი, რომლის მიერ მოძიებული ფინანსური რესურსები, ჩვენ ერთად გადაურიცხეთ უცხოეთში ჩემს კონტრ-აგენტებს [ადვოკატები, კონსულტანტები]. საქმის დასრულების ვადის გაწელვამ გამოიწვია ჩვენს შორის არასასურველი დაძაბულობა, ხმამაღალი საუბარი და ურთიერთობის დაძაბვა.

ვინაიდან, საქმის მიმდინარეობა და დასრულება ობიექტურად არაა ჩემზე დამოკიდებული, გთხოვთ, რომ გასაუბრების გზით აუხსნათ ბ-ნ მიხეილ [გელა] სალუაშვილს, რომ პირადი გარჩევების გზას არასასურველი ექსცესებისაკენ მივყავართ და მისცეთ მას რჩევა, რომ ყველა საკითხი სამართლებრივი გზით გავარკვიოთ.

განმცხადებელი [ხელმოწერა]

01. 12. 2017 წ.

ჩაბ. N 2890756

ჩაიბარა: ანა სულხანიშვილმა

 

ბ-მა ავთო იოსელიანმა შემდეგ დასძინა - „პოლიციაში თქვენი ტელეფონის ნომერიც დავუტოვე და ვიდრე დაგირეკავენ მინდოდა საქმის კურსში ყოფილიყავითო“.

როდესაც ვკითხე - „რამ გადაგაწყეტია ასეთი ცილისწამების შემცველი განცხადების დაწერა-მეთქი“, მრავალმნიშვნელოვანი მზერით შემომხედა და „დამამშვიდა“ – „ეს ყველაფერი ჩვენი საქმის წარმატებით დამთავრებას შეუწყობს ხელსო“.

რაღა უნდა მეთქვა - უკვე მომხდარს ხომ მაინც ვეღარ შევცვლიდი?

მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ საჩივრის შეტანის ხსენებული მიზანი, ასევე ტყუილი იყო. კერძოდ, როგორც ვწერდით - 2019 წ. 11 ივლისს, როდესაც - ჩემი, ქ-ნი დინა ჯიქიასა და ბ-ნი მევლუდ მამადაშვილთან ერთად, ლასკარში გამართული შეხვედრისას ბ-მა ავთო იოსელიანმა, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა 4 ივლისის ჩემთან გაკეთებული ე.წ. „აღიარება“ – „რასაც მთელი ამ ოთხწელიწადნახევარში საქმის მიმდინარეობის თაობაზე გეუბნებოდით, ყველაფერი ტყუილი იყოო“.

და აი, იქვე დასმულ ჩემს კითხვაზე - „იმ დროს როდესაც იცოდით, რომ თქვენს მიერ მოცემული ყოველი შეპირება მხოლოდ ტყუილი იყო, რა მიზანი ქონდა თქვენი მხრიდან ჩემს წინააღმდეგ პოლიციაში საჩივრის შეტანას-მეთქი“, ბ-მა ავთო იოსელიანმა პირში წყალი ჩაიგუბა და პასუხი ვერ გაგვცა.

სწორედ ამ ფორმით გადაგვიხადა „სამაგიერო“, ამ დროის მანძილზე ჩვენთა ერთად ჭირისა და ლხინის სუფრაზე წილდადებულმა ბ-მა ავთო იოსელიანმა

ალბათ სწორედ ამაზე ბრძანებს მაცხოვარი - „ ... მე ვიცი ვინც ავირჩიე; არამედ უნდა აღსრულდეს წერილი: „ჩემთან ერთას პურის მჭამელმა აღმართა ჩემზე თავისი ქუსლი“ [იოანე 13,18].

 

იუდა ისკარიოტელის საქციელის გადმომცემი ე.წ. - მეორე მინიშნება, ეხება ვითომცდა „მონანიე“ ადამიანის საქციელს. კერძოდ იმას, თუ როგორ მივიდა იუდა იმავე სინედრიონის წევრებთან - „და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი...“-ო [მათე 27,4].

ბოლო ჟამში ამ ყველაფრის მისტერიული ასრულება ასე განივთდა:

ლასკარში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ბ-მა ავთო იოსელიანმა გადმომცა, 2018 წ. 8 თებერვალს, პოლიციაში მის მიერ შეტანილი მორიგი განცხადების ასლი, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:


საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის

პირველი განყოფილების უფროსს

ბატონ ვანო ფიროსმანაშვილს

განცხადება

მოგახსენებთ, რომ 2017 წ. 1 დეკემბერს მოგმართეთ განცხ. N2890756, ჩემს ახლობელთან - მიხეილ სალუაშვილთან არსებული კონფლიქტური სიტუაციის [გაუგებრობის] შესახებ, და ვითხოვე თქვენი დახმარება.

გაცნობებთ, რომ მიხეილ სალუაშვილთან ყოველგვარი სახის კონფლიქტური სიტუაცია ამოწურულია, რის გამოც მასთან არანაირი სახის პრეტენზია არ გამაჩნია. შესაბამისად, აღარაა საჭირო პოლიციის დახმარება. გთხოვთ, აღარ მისცეთ მსვლელობა ჩემს წინა N2890756 განცხადებას“.

ვფიქრობთ, აქ დამატებითი კომენტარის გაკეთების აუცილებლობა არ დგას..

 

დასკვნის მაგიერ

ზე,ოთ უკვე ხსენებულ 11 ივლისის შეხვედრაში მონაწილეობისათვის. კახეთიდან ჩამოსულ ქ-ნ დინა ჯიქიას, თან ახლდნენ მისი ნათესავები.. ქ-ნ დინას დეიდაშვილ ბ-ნი გოჩასა, და მის მეგობარ ბ-ნი გელას კითხვაზე, თუ - როდის დაუბრუნებდა იგი ქ-ნ დინას კუთვნილ თანხას, ბ-ნმა ავთო იოსელიანმა [ჩვენთვის ასერიგად ნაცნობ სტილში] განუცხადა, რომ ამ დღეებში იგი [სამსახურთან დაკავშირებით] გარკვეულ შემოთავაზებას ელოდება, და სავარაუდოდ - 17 ივლისს, ოთხშაბათ დღეს იგი მზად იქნებოდა - ან უშუალო შეხვედრისას, ან ტელეფონით შეხმიანების შემდეგ თავისი პოზიცია გაეცნო მათთვის.

17 ივლისს ბ-მა ავთომ სატელეგონო საუბრისას განმიცხდა, რომ - „ტელეფონის აპარატის გამოცვლის გამო ქ-ნ დინას ნათესავების ტელეფონის ნომერი დამეკარგა, და ალბათ თავად გადმომირეკავენო“. აქვე გაირკვა, რომ თურმე -, სამუშაოს დაწყების საკითხი ჩაიშალა, და ახლობელთა მხრიდან, მისთვის მიცემული დაპირების საფუძველზე [„რომლის დიდი იმედი არ მაქვსო“], აფვისტოს ბოლოს ელოდება გარკვეული თანხის მიღებას.

ნათელი იყო, რომ ბ-ნი ავთო იოსელიანი მორიგი სიცრუის ბადის ხლართვას იწყებდა. ამიტომ ვუთხარი - „ბ-ნო ავთო, ისევე როგორც 11 ივლისსავე იცოდით, რომ არავითარი სამსახურის შემოთავაზება არ გქონიათ, მაგრამ მაინც გაეცით ცრუ დაპირება, ასევე იქცევით ეხლაც, როდესაც მშვენივრად იცით, რომ აგვისტოს თვეზე ორიენტირებული მოლოდინი ისეთივე სიცრუეა, როგორც გასული დროის მანძილზე თქვენს მიერ დასახელებული ყოველი ცრუ დაპირება - მეთქი“.

საპასუხოდ არაფერი უთქვამს.. ნათელი იყო, რომ 2019 წლის 4 და 11 ივლისს მის მიერ გაკეთებული „აღიარება“, სამწუხაროდ ვერ იქცა იმის საფუძვლად, რომელზე დაყრდნობითაც ბ-ნი ავთო იოსელიანი შეძლებდა უარი ეთქვა „სიცრუის გზით“ სიარულზე...

წმ. ნილოს მირონმდინარეს ხილვაში, ასეთი მინიშნებაა მოცემული - „თავქარიანი იუდა მაინც ისეთივე რჩებოდა, როგორიც იყო ადრე, გულითა და გონებით კვლავ სიბოროტისკენ მიდრეკილი და უფლის გულმოწყალებისადმი პირაქცეული“-ო [იქვე, გვ. 37].

ბ-ნი ზვიად განსახურდია, 1992 წლის საშობაო ლექსში კერძოდ ბრძანებს:

„... მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე, ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?! ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა - ცრემლის დამდენი, ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი [კოდია] და იუდა რამდენი...

ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ჩემი სული ცას უხმობს, ჭეშმარიტად! - კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს [კოდია]; თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა, ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.

შერცხვენილი, წარწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს [კოდია], ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს.

რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი უფრო ადვილად, ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღდგა ნამდვილად!“.

აი, ეს არის ის, რის თქმასაც ამ თემის ირგვლივ ვაპირებთ...

და ბოლოს:

ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბოლო ჟამში იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი კონკრეტული პირის გამოკვეთას, რაც, ფარულად მიმდინარე - ჯვარცმისეული ეტაპის დადგომის დამადასტურებელი ნიშანთაგანია.

ეს ორი პროცესი ერთგვარი ურთიერთ მიმართებით ხასიათდება, კერძოდ:

ჯვარცმის მისტერიული პროცესის მიმდინარეობით გვეუწყება - იუდა ისკარიოტელის არსის მისტერიულად მატარებელი პირის გამოკვეთის დრო; ხოლო

ამ უკანასკნელის არსისმიერი მხარის ნიშნების შეცნობით გვიდასტურდება ხსენებული - ჯვარცმის მისტერიული ეტაპის დადგომა.

დიახ, ბოლო ჟამში იუდა ისკარიოტელის არსის გამოკვეთა მაცხოვრის ჯვარცმის ეტაპის მისტერიულად ასრულების ფონზე ხდება, რაც, თავის მხრივ, წინ უსწრებს იმას, რასაც აღდგომისეული [გაცხადებისეული] მოვლენა ჰქვია.

„...მეც ამით დავამთავრებ სათქმელს. თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა, როგორც შემეძლო ისე ვქმენ და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა“ [2 მაკ. 15,37-38].

ვისაც ყური აქვს ისმინოს - „... რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის , დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 13,37-38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

...

მშვიდი ცხოვრება ვინც ასე არია,

მხეცია, მხეცი...

ეს რა სცენა იშლება,

ცის ფრინველნი არია,

ცხოველებიც დაძრწიან,

ლომი აფთარს ეჭიდება,

არწივი კი - „ნიბლიას“.

აბა, ახლა ვისღა ახსოვს - ბიბლია...

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

...

გილოცავთ პეტრე-პევლობას,

გაიხაროს ჩვენმა ერმა,

და ღვთის მადლით გაგვამხნევოს

ჩვენმა დედა ღვთისმშობელმა!

ჩემო საწყალო ქვეყანავ,

როგორი ბედი გქონია,

ურწმუნო თომას „შვილები“

ხედავ, რამდენი გყოლია!..

სუყველა ფრთხილად იყავით,

გაისუფთავეთ გულები,

ხედავთ, რომ ვერ ისვენებენ

სატანის მოგზავნილები...

ამ ქვეყანაზე რაც ხდება,

სუყველა ხედავს ამასა,

ძმა ძმას რომ აღარა ინდობს,

და შვილი რომ კლავს მამასა...

გვიყვარხარ ჩვენო უფალო,

ამას ვგრძნობ , ვიცი გუმანით,

თავგზა ა ბნეულ ქართველებს,

ერთი ხმამაღლა უთხარი:

მივხედოთ ჩვენს საქართველოს,

წილნაყარს ღვთისმშობლისადა,

ხელი-ხელ საგოგმანებელს,

ნაბოძებს მაცხოვრისასა!

დაფლეთილო ჩვენო მიწავ,

შვილი გაძლევ პირობასა,

მალე მოგივა პატრონი,

შეგიხორცებს ჭრილობასა.

ლასკარო - ჩვენო მშვენებავ,

ამ ქვეყნად ერთადერთო,

სამშობლო გადამირჩინე

შენ გევედრები ღმერთო!..

ეკატერინე

ხრიკული