Print

გაზეთი N14 [1057]

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2019 წლის 3 აგვისტოს

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2019 . 3 აგვისტოს ღია სხდომაზე:

კავშირის წესდების მე-6 მუხლის თანახმად, დაადგინეს:

1. კავშირის მე-11 სათათბიროს სხდომა გაიმართოს 2019 წ. 17 აგვისტოს;.

2. დღის წესრიგის პროექტი განისაზღვროს შემდეგი სახით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის - მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიერ წარმოდგენილი 2015 – 2019 წ.წ. საანგარიშო მოხსენება;

საორგანიზაციო საკითხები [კავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ლასკარისა და სარევიზიო კომისიის არჩევა];

სხვადასვა.

 

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საარჩევნო რეფორმის მოსამზადებელი კომისიისთვის შესათავაზებელი საკითხებისათვის

 

2019 წლის ივნისის თვეში ქვეყანაში განვითარებული პროცესების საპასუხოდ, ქვეყნის მმართველმა ძალამ „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურ დღის წესრიგში, საარჩევნო რეფორმის საკითხი დააყენა.

კერძოდ, 2019 წ. 28 ივნისს, პარლამენტი შესაბამის სტრუქტურებს წარედგინათ 90 დეპუტატის მიერ ინიცირებული: საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების კანონპროექტი.

აღნიშნული კანონპროექტი ზუსტად იმეორებს, ჩვენს მიერ, ჯერ კიდევ 2017 წ, 16 მაისს საქართველოს პარლამენტის წინაშე, კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში წარდგენილი შეთავაზების სულისკვეთებას - საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარების თაობაზე.

მართალია, მმართველმა გუნდმა მხოლოდ ორი წლის დაგვიანებით შეძლო გაეაზრებინა ჩვენი შეთავაზების უპირატესობა, მაგრამ, როგორც იტყვიან - სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო.

2012 და 2016 წლების მოწვევის პარლამენტისათვის ჩვენი პარტიის მიერ საკანონმდებლო სივრცის გაუმჯობესებისათვის განკუთვნილი შეთავაზებების წარდგენის ისტორიის მცოდნე მკითხველს მოგეხსენებათ, რომ იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდი ყოველთვის უარს ამბობდა ჩვენი წინადადებების გაზიარებაზე, რამოდენიმე ათეული ჩვენი შეთავაზება მოგვიანებით მაინც აისახა მათ მიერ მიღებულ კანონებში, რომელთა ინიციატორებად უკვე მხოლოდ „ქართული ოცნება“ იყო წარმოდგენილი.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიისათვის, საქმიანობის მთავარ ორიენტირს ბოლო ჟამის თემატიკის კვლევა წარმოადგენს.

შესაბამისად, ჩვენი შემოთავაზებებისადმი, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ პლაგიატობის გამოვლენის არაერთი შემთხვევა, არც ერთხელ არ გამხდარი ჩვენი პარტიის მხრიდან სავარაუდო პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის საფუძველი.

ასეთი შემთხვევების გამოვლენისას, ჩვენი მხრიდან გამოხატული შეშფოთება, ყოველთვის ერთადერთი ფაქტორით განისაზღვრება - ყოველი ასეთი საქციელი ამ პროცესში ჩართული პირების ცოდვაში ჩავარდნის, ანუ სულის დამძიმების გამომწვევი ხდება.

საარჩევნო რეფორმის მიზნით შექმნილი კომისიის ფარგლებში 8-10 ივლისს კახეთის რეგიონში წარმართულ გამსვლელ სამუშაო შეხვედრაზე მმართველ გუნდს ჩვენი პარტიის წარმომადგენლის ჩართვა „არც გახსენებია“.

ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა ამავე კომისიის 5-6 აგვისტოს უკვე თბილისში დაგეგმილი შეხვედრის წინაც.

ჩვენ, სრულიად შემთხვევით გავიგეთ აღნიშნული შეხვედრის გამართვის დროისა და ადგილის თაობაზე, და მასში მონაწილეობისათვის ჩვენივე ინიციატივით ვეწვიეთ სასტუმრო „მეტეხში“ შეკრებილ „პოლიტიკურ ელიტას“.

პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნი არჩილ თალაკვაძის მხრიდან გამოჩენილი „კეთილი ნების“ შემდეგ - კომისიაში მონაწილეობის „ნება დაგვრთეს“.

ორი დღის მანძილზე წარმართული შეხვედრის ბოლოს შედგენილ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისათვის განკუთვნილ საპროექტო მონახაზში მოაზრებულ საკითხთა ჩამონათვალში ჩვენს მიერ ინიცირებული რამოდენიმე მნიშვნელოვანი წინადადებაც აისახა.

საპარლამენტო უმრავლესობის დათქმით, სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების საბოლოო საპროექტო მონახაზი, უახლოეს დროში გახდებოდა ხელმისაწვდომი პოლიტიკური სპექტრისათვის.

ამჯერად, მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ზემოთქმული მოვლენების ამსახველი ისტორიის განვითარების მოკლე ქრონოლოგიური ჩამონათვალი.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო არჩილ!

ვიზიარებთ რა საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროცესში - ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების ფართო სპექტრის ჩართვის აუცილებლობას - გამოვთქვამთ მზაობას მონაწილეობა მოვიღოთ ამ მიზნით შექმნილ კომისიათა [სამუშაო ჯგუფის] მუშაობაში.

აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენდამი განკუთვნილ 2019 წ. 28 ივნისის ღია მიმართვაში [წერ. ჩაბ. N 12540/19; 28. 06. 2019 წ.] დაფიქსირებულ ანალოგიურ შემოთავაზებაზე, თქვენი მხრიდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

ამჯერად, განმეორებით მოგმართავთ, რათა გაითვალისწინოთ ჩვენი წინადადება - საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობაში: სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით, ჩემი, როგორც ამ პ/გ თავმჯდომარის ჩართვის თაობაზე.

ველით თქვენს გადაწყვეტილებას.

პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 2019 წლის 8 ივლისი

[წერ. ჩაბარების N1-13202/19]

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო არჩილ!

თქვენდამი განკუთვნილ - 2019 წ. 28 ივნისის [წერ. ჩაბ. N 12540/19] ღია მიმართვაში მივესალმეთ რა მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ დაფიქსირებულ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ რეფორმებს, და აღნიშნულ პროცესში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების ფართო სპექტრის ჩართვის აუცილებლობას, გამოვთქვამდით მზაობას მონაწილეობა მიგვეღო შესაბამისი კომისიის მუშაობაში.

მიუხედავათ ამისა, ჩვენ, საშუალება არ მოგვეცა ჩავრთულიყავით 8-10 ივლისს, საარჩევნო რეფორმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომისიის მუშაობაში.

 

ამის შემდეგ, 2019 წ. 8 ივლისს თქვენდამი განკუთვნილ მე-2 ღია მიმართვაში [წერ. ჩაბარების N1-13202/19], განმეორებით დავაფიქსირეთ ჩვენი შემოთავაზება, საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობაში: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით, ჩემი, როგორც ამ პ/გ თავმჯდომარის ჩართვის თაობაზე.

 

გვინდა გვჯეროდეს, რომ თქვენი გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გახდა მიზეზი იმისა, რომ - თქვენ, თითქმის ერთი თვის მანძილზე ვერ მოახერხეთ, ჩვენი შემოთავაზების თაობაზე შესაბამისი პოზიციის დაფიქსირება [თქვენი მხრიდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია].

5-6 აგვისტოსთვის დაგეგმილი კომისიის სამუშაო შეხვედრის თაობაზე, ჩვენ სრულიად შემთხვევით გავიგეთ. თქვენი მხრიდან შემხვედრი პოზიციის დაფიქსირების გამო ჩვენც მოგვეცა კომისიის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა.

მიზეზთა გამო, განხილვა, ძირითადად, მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტის ირგვლივ გაიმართა.

 

ბატონო არჩილ!

ვითვალისწინებთ რა საარჩევნო რეფორმის დროულად ჩატარების აუცილებლობას, ხსენებული განხილვის დროს ჩვენი მხრიდან შემოთავაზებული წინადადებების პარალელურად, ამჯერად, დანართის სახით წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ, შემდეგი შინაარსის მქონე - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

აქვე გაცნობებთ, რომ თითოეული ეს შემოთავაზება საკანონმდებლო წინადადების სახით უკვე ჩაბარებული გვაქვს პარლამენტის კანცელარიაში.

 

დანართი

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსში

შესატანი ცვლილების პირობითი ქრონოლოგია

 

1. კანონის 113-ე; 129-ე და 142-ე მუხლებში

შესატანი ცვლილების საკითხისათვის

 

მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, სხვადასხვა ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პარტიების საარჩევნო რეგისტრაციისათვის განსხვავებული მოთხოვნებია გათვალისწინებული. კერძოდ:

საპარლამენტო პარტიებისაგან განსხვავებით, არასაპარლამენტო პარტიებს კანონი ავალდებულებს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი გარკვეული ოდენობის ამომრჩევლის სია წარადგინონ...

კანონით განსაზღვრული - არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სიების სავალდებულო მინიმალური ოდენობა [25 000], ჩვენის აზრით, ევრ პასუხობს როგორც მიმდინარე ასევე, უახლოეს მომავალში პროპორციული წესით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისადმი წაყენებულ პოლიტიკურ მოცემულობას.

ვფიქრობთ ძნელი არ არის დავინახოთ კანონმდებლობაში ასახული ერთგვარი შეუთავსებლობა:

ერთის მზრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე კონსტიტუციით განსაზღვრული 150 მანდატიან პარლამენტში 1 დეპუტატის ასარჩევად საჭირო ამომრჩეველთა ხმების სავარაუდო ოდენობასა, და

მეორეს მხრივ, არასაპარლამენტო პარტიების მიერ, საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად საჭირო სიაში დაფიქსირებულ, არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა რაოდენობას შორის.

კერძოდ - 2012, 2013, 2106 და 2018 წლეში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული მარტივი ანალიზის მიხედვით ვღებულობთ, რომ

პარლამენტის 1 სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებელად, საშუალოდ: 11 900 ამომრჩევლის ხმაა საჭირო.

და ეს იმ ფონზე, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით, როგორც ითქვა, - არჩევნებში, არასაპარლამენტო პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა მინიმალური ოდენობა - 25 000 -ის ტოლია.

 

მაშასადამე გამოდის, რომ საქართველოს მასშტაბით პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, 150 წევრიან პარლამენტში თითო სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ამომრჩეველთა მინიმალური ხმების რაოდენობა [საშუალოდ - 11 900], თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე, არასაპარლამენტო პარტიების მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საჭირო მხარდამჭერთა ხმების ოდენობა [25 000]...

ჩვენი აზრით, საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებული პარტიის მიერ გამოხატულ პოზიციაზე...

შესაბამისად, საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად, მოქმედი კოდექსის 113-ე და 142 მუხლების 1-ლი პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა უნდა გავრცელდეს, არა მარტო საპარლამენტო ორგანოში წარმომადგენლის მქონე პარტიებისთვის, არამედ არჩევნების დანიშვნის დროისათვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებებზე.

აღნიშნული პოზიციის გასაზიარებლად საჭირო პოლიტიკური ნების არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი პარტიის მიერ საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად, დღეს დადგენილი 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვების ნაცვლად, უმჯობესი იქნება მაქსიმალურ ოდენობად [ზედა ზღვრად] განისაზღვროს ერთი საპარლამენტო მანდატის მისაღებად საკმარისი ამომრჩეველთა ოდენობა, ანუ: 11-12 ათასი.

[უფრო დეტალურად იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება: წერილის ჩაბ. № 1-13084/19; 05. 07. 2019 წ.];

 

 

2. კანონის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტში

შესატანი ცვლილების საკითხისათვის

მიგვაჩნია რა, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები, მოგახსენებთ შემდეგს:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის „მუხლი 381 -ს: „საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა“-ს მიხედვით დადგენილი პროცედურა, როგორც მოგეხსენებათ, ასეთია:

„1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

2. იმ საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს, რომელმაც ბოლო საერთო პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0,75% ან 0,75%-ზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული“

როგორც ვხედავთ, ამ კანონის მუხლი 381,2 -ით განსაზღვრული უფლებით მოსარგებლე საარჩევნო სუბიექტებს, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ, რიგითი ნომრის არმქონე დანარჩენი პარტიებისაგან განსხვავებით, შესაძლებლობა აქვთ გაცილებით ადრე დაიწყონ სააგიტაციო მასალის გამოყენება. შესაბამისად, მათ მიერ გაკრული სააგიტაციო მასალა თითქმის მთლიანად იკავებს, კანონის შესაბამისად, საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების ფართობს.

და, აი, მაშინ, როდესაც საბოლოოდ დგინდება არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, და მათთვის მინიჭებული რიგითი ნომრები, აღმოჩნდება რომ მოგვიანებით განსაზღვრული რიგითი ნომრის მქონე საარჩევნო სუბიექტებს, პრაქტიკულად აღარ რჩებათ ადგილი, სადაც შეიძლება გაიკრას მათი სააგიტაციო მასალა. მაშასადამე, დღეისათვის არსებული ზემოთქმული რეგულაცია, არჩევნებში მონაწილე პარტიებს თავიდანვე არათანაბარ პირობებში აყენებს.

აღნიშნული საკითხის სამართლიანად გადაჭრის მიზნით შემუშავებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით გთავაზობთ - კანონის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტში დღეისათვის არსებული ბოლო წინადადება:

ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიენიჭება აღნიშნული ნომერი“,

საარჩევნო სუბიექტებისათვის მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნას მიზნით, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რიგითი ნომრის მქონე ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე“

დიახ, კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს რიგითი ნომრის მქონე ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენების უფლება - თანაბარი საწყისი ეტაპიდან უნდა შეეძლოთ.

[უფრო დეტალურად იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება: წერილის ჩაბ. №1-14523/19; 30. 07. 2019 წ.];

 

3. კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტში

შესატანი ცვლილების საკითხისათვის

საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნოდ განკუთვნილ სააგიტაციო პლაკატებს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ დამზადებული სააგიტაციო პლაკატების თვალსაჩინო ადგილებში გაკვრის სურვილი, ხშირად ხდება, ამ კუთხით, - უსამართლო და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზეზი.

უმეტესწილად ადგილი აქვს უბრალო - „დასწრების“ შემთხვევებს. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხდება, მათთვის ხელმისაწვდომი ადგილების მაქსიმალურად ათვისება, რის შემდეგაც სხვა საარჩევნო სუბიექტებისათვის კანონის დარღვევის გარეშე სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ყოველივე ზემოთქმული ხდება კიდეც სხვადასხვა სააგიტაციო პლაკატის - ჩამოხევის, დაზიანებისა თუ მასზე სხვა პლაკატის გადაკვრის მიზეზი.

გარდა ამისა, საარჩევნო პლაკატების გაკვრა ხშირად იწვევს მოსახლეობის გარკვეული ფენის [გასაკრავი ადგილების მესაკუთრეთა, იქვე, ან ახლომახლო მაცხოვრებელთა] უკმაყოფილებას... არსებული გარემოს ფასადების დამახინჯებას და სხვა.

ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს მაქსიმალურად თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის, საარჩევნო სუბიექტებისათვის, სააგიტაციო პლაკატების გაკვრა დასაშვები იქნეს მხოლოდ, სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზე, ბანერებზე, ადგილობრივი ორგანოების მიერ, ამისათვის სპეციალურად დადგმულ, ან განკუთვნილ სტენდებზე.

ამასთანავე, თავიდანვე უნდა გამოირიცხოს, საარჩევნო პლაკატებისათვის განკუთვნილი სტენდების მთელი ფართის მხოლოდ რომელიმე ერთი, ან რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ათვისების ფაქტი. ამისათვის კანონის დონეზე უნდა განისაზღვროს, არა მარტო ის რომ ასეთი სტენდების ზომები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უნდა ქმნიდეს თანაბარ პირობებს, არამედ ისიც უნდა დადგინდეს, რომ სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს მხოლოდ ერთი სააგიტაციო პლაკატი გაკვრის უფლება მიეცეს.

 

კოდექსის მუხლი 46,4-ის დღეს მოქმედი ნორმა ასეთია:

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს მოქმედი ნორმის ორი რეგულაციის კონკრეტიზაციას. კერძოდ:

1-ლი რეგულაცია

დღეს მოქმედ ნორმაში მოცემული ჩანაწერი: განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად“,

ჩვენი შემოთავაზებით დეტალიზებულია და მკაცრად განსაზღვრავს იმ ადგილებს სადაც შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება:

„საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია მხოლოდ სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად განკუთვნილ ბანერებსა და სტენდებზე“.

 

მე-2 რეგულაცია

დღეს მოქმედ ნორმაში მოცემული ჩანაწერი:

სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი“,

ჩვენი შემოთავაზებით ასევე დეტალიზებულია და მიმართულია საარჩევნო სუბიექტისათვის, თანაბარი სააგიტაციო პირობების შექმნის გარანტიების დაფიქსირებისაკენ:

„სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი),

[უფრო დეტალურად იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება: წერილის №1-14650/19; 31.07. 2019 წ.];

4. კანონის მე-80-ე მუხლში

შესატანი ცვლილების საკითხისათვის

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად:

„71. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“ [მუხლი 46,4; 71].

როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სუბიექტების მიერ დამზადებული სააგიტაციო პლაკატების თვალსაჩინო ადგილებში გაკვრის სურვილი, ხშირად ხდება, ამ კუთხით - უსამართლო და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზეზი. უმეტესწილად ადგილი აქვს უბრალო - „დასწრების“ შემთხვევებს.

ყოველივე ზემოთქმული ხდება კიდეც სხვადასხვა სააგიტაციო პლაკატის - ჩამოხევის, დაზიანებისა თუ მასზე სხვა პლაკატის გადაკვრის მიზეზი.

 

უკვე გაკრული საარჩევნო პლაკატის ჩამოხსნის, დაზიანებისა თუ ჩამოხევის განმხორციელებელი პირის გამოვლენა საკმაო სიძნელეს წარმოადგენს.

ამისაგან განსხვავებით, ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი საარჩევნო პლაკატის, მეორე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პლაკატზე გადაკვრის [დაგარვის] ფაქტის დაფიქსირების დროს, ადვილად დგინდება კანონის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტი.

როგორც მოგეხსენებათ საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნებისათვის განკუთვნილი სააგიტაციო მასალის, კერძოდ საარჩევნო პლაკატების დაბეჭვდა და, კანონით განსაზღვრულ, სხვადასხვა ადგილებში გაკვრა - გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

საარჩევნო სუბიექტებს, მათი საარჩევნო პლაკატების დაფარვით [მათზე გადაკვრით] საკამოდ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი ადგებათ.

შესაბამისად, სამართლიანი იქნება, თუკი საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ამავე კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების დროს, საჯარიმო ფულადი გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის პარალელურად, მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით, წილობრივად გადაირიცხება იმ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში, რომლის საარჩევნო პლაკატების გადაფარვაც მოხდა.

[უფრო დეტალურად იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება: წერილის ჩაბ. №1-14745/19; 08. 2019 წ.].


5. კანონის 48-ე მუხლში

შესატანი ცვლილების საკითხისათვის

დღეისათვის მოქმედ არჩევნების საკითხების დამარეგულირებელ საკანონმდებლო სივრცეში, სათანადოდაა გამოკვეთილი, როგორც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგი არჩევნების დანიშვნის [კერძოდ ესაა საარჩევნო წლის ოქტომბრის თვე], ასევე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადები. კერძოდ:

„ წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე ...“ [მუხლი 45,1].

შესაბამისად, მოქმედმა საკანონმდებლო რეჰულაციამ, საბოლოოდ გამოკვეთა, უშუალოდ, წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის] დაწყებასთან დაკავშირებული, როგორც - საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნის დრო [„უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე“], ასევე - საარჩევნო პერიოდის ამოქმედების ვადაც, კერძოდ - „კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე“ დროითი მონაკვეთი.

 

ზემოთქმულზე დაყრდნობით, თუ გავითვალისწინებთ, კანონმდებლობით - ოქტომბრის თვეზე ორიენტირებულ, საერთო არჩევნების ჩატარების თარიღებს, თავისთავად იკვეთება, უკვე აღნიშნული - „კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე „წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის]“ სავარაუდო დაწყების ქვედა მიჯნა - საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტოს თვის მეორე ნახევარი.

არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის „წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის]“ თანაბარ პირობებში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“-ს, „მუხლი 48. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვის“ თანახმად - „უწყებათაშორისი კომისიის“ შექმნის მთავარი მიზანია: საჯარო მოსამსახურეების მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირება.

და, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობით, თავად ეს - „წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი“ იწყება „არჩევნებამდე 60 დღით ადრე“, რომელიც არაუადრეს საარჩევნო წლის აგვისტოს თვის მეორე ნახევრიდან დაიწყებს დროის ათვლას.

 

ამიტომ, ბუნებრივი იქნება, რომ, საარჩევნო კანონმდებლობით, თავად ამ „უწყებათაშორისი კომისიის“ შექმნის ვადაც, „წინასაარჩევნო კამპანიის“ დაწყების დროზე იყოს ორიენტირებული.

ჩვენი შემოთავაზებაც, სწორედ ამ საკითხის დარეგულირებას ითვალისწინებს. კერძოდ - სახელისუფლო რესურსის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და შეკრების ვადები.

 

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს გთავაზობთ, რომ:

1. კანონში არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა“, შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი“.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„4. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისას ან ხელახალი არჩევნებისას − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში“.

კანონით გათვალისწინებულ „წინასაარჩევნო პერიოდის [აგიტაციის]| დაწყების ვადასთან ახლო დროზე გათვლილი „უწყებათაშორისი კომისიის“ შექმნა და მისი, კანონით განსაზღვრული მიზნით ფუნქციონირება,, ვფიქრობთ, მაქსიმალურად შეამცირებს სახელისუფლო რესურსის არასათანადოდ გამოყენებით გამოწვეულ [დროით თუ ფინანსურ] ხარჯებს.

 

2. საარჩევნო კოდექსის დღეს მოქმედი ნორმა [მუხლი 48,5], კომისიის შეკრების პერიოდულობას აკავშირებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადებთან.

თავის მხრივ, არჩევითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა, ზოგ შემთხვევაში - არჩევნებამდე 30-ე დღეს [იხ. მუხლი 116,10; 144,2]; ხოლო შესაძლო ხარვეზის აღმოფხვრის ვადების გათვალისწინებით [იხ. - მუხლი 145,1-2] - არჩევნებამდე, მაქსიმუმ 23-ე დღეს შეიძლება დამთავრდეს.

მოქმედი კანონმდებლობით, სწორედ ამ ვადის შემდეგ, კომისიის 2 კვირაში ერთხელ შეკრების ვალდებულება, იცვლება - ყოველკვირეული შეკრების მოთხოვნით.

ამ დროისათვის კი, როგორც ზემოთაც ვნახეთ, კანონის თანახმად განსაზღვრული წინასაარჩევნო კამპანიის 60 დღიანი ვადის ნახევარზე მეტი უკვე გასულია.

შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, შესაბამისი დროულობით მოახდინოს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალების შესრულება.

ყოველივე თქმულიდან გამომდინარე გთავაზობთ, რომ კომისიის შეკრების პერიოდულობა, დღეს მოქმედი საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადების სანაცვლოდ, დაუკავშირდეს ამ კანონით განსაზღვრულ - წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების 60 დღიან ვადას.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი - კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც“.

[უფრო დეტალურად იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება: წერილის ჩაბ. N 1-15029/19, 07. 08. 2019 წ წ.];

 

6. კანონის მე-2; 43-ე; 48-ე; 50-ე; 51-ე; 54-ე; 56-ე; 113-ე; 129-ე; 142-ე;

1858-ე და 18510-ე მუხლებში

შესატანი ცვლილების საკითხისათვის

 

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია ახლებურად დარეგულირდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების წესი.

შემოთავაზებული რეგულაციების თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

უნდა გაუქმდეს ცნება - „კვალიფიციური პარტია“. პარტიათა ერთგვარი კლასიფიკაციის თვალსაზრისით შემოთავაზებულია ცნება - „საპარლამენტო პარტია“, რომლის ქვეშაც მოიაზრება პარტია რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

ამასთანავე, კანონის „მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ სრულიად ახლებური შინაარსით უნდა ჩამოყალიბდეს. კერძოდ:

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, რომ, თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, გამოყოფილი უნდა იქნეს წინასწარ დადგენილი კონკრეთული თანხა, ჩვენი შემოთავაზებით, მაგალითად - ხუთი მილიონის ოდენობის ფულადი თანხა.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში, ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე დღეს.

საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებს, კანონით განსაზღვრული 60 დღიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ასანაზღაურებლად, უფლება ექნებათ გამოიყენონ მხოლოდ ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრები.

საარჩევნო სუბიექტებს, ამ კანონით უზრუნველყოფილ უფასო სარეკლამო საეთერო დროსთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებით, სურვილისამებრ, შეიძინონ - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო; და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრული ცვლილებათა პაკეტი;

1. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებისათვის, პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად თანაბრად გამოყოფილი უფასო საეთერო დრო; და

2. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანაბარი ოდენობის ფულადი სახსრების ხარჯვის უფლების განსაზღვრა

მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანისათვის თანაბარ პირობებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილებს მართებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

[უფრო დეტალურად იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება: წერილის ჩაბ. ჩაბ. N 1- 15031/19; 07. 08. 2019 წ.];

 

7. კანონის 23-ე; 28-ე და 61-ე მუხლებში

შესატანი ცვლილების საკითხისათვის

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის ვადებისა [უფლებამოსილების გასვლის წლის ოქტომბერი] და, აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადის ახლებურად განსაზღვრამ [„წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე...“ მუხლი 45,1], დღის წესრიგში დააყენა სხვა თანმდევი ნორმების დაზუსტების აუცილებლობა.

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში, გთავაზობთ - საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ვადის კორექტირებას. კერძოდ:

ერთის მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, კანონმდებლობით - ოქტომბრის თვეზე ორიენტირებულ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების სავარაუდო თარიღებს, თავისთავად იკვეთება, უკვე აღნიშნული - :კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე „წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის]“ სავარაუდო დაწყების ქვედა მიჯნა - საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტოს თვის მეორე ნახევარი.

 

მეორეს მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით განსაზღვრული, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა-დანიშვნის [იხ. მუხლი 25,4-5], ასევე ამ კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ვადები [იხ. მუხლი 25,21], შესაბამისად, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე და 30-ე დღეებიდან იწყებს ათვლას; რაც ასევე საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტო-სექტემბრის თვეზე მოდის.

ზემოთქმულზე დაყრდნობით, ვხელმძღვანელობთ რა - სახელისუფლო რესურსისა და საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ვადა, და კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში დღეისათვის არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა“, შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი“.

ამ ცვლილებით განსაზღვრული, 3700-ზე მეტი - საუბნო საარჩევნო კომისიების ამოქმედების ვადის ერთი თვით გადაწევა - სახელისუფლო რესურსისა და საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვან შემცირებას უზრუნველყოფს.

არჩევნების ჩატარების პრაქტიკამ აჩვენა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ცალკეული წევრები, სხვადასხვა მიზეზით, უმეტეს შემთხვევაში, უარს აცხადებენ გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მათთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე.

ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობთ, შესაბამის ეფექტურობას მოკლებულია, საარჩევნო კოდექსით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის მინიჭებული უფლებამოსილება [იხ. მუხლი 61,1-ის „დ1“ ქვეპუნქტი].

აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, გთავაზობთ:

1. ჩვენის აზრით, სასურველია ერთგვარად გაფართოვდეს, საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრული - „. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები“, და ამ მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის - „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარი.“.

 

2. კანონის დონეზე განისაზღვროს, და გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში ასარჩევ წევრთა წილისყრაში მონაწილეობის ვალდებულება დაუწესდეს საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არჩევის წესით შერჩეულ წევრებს [იხ. მუხლი 24,2].

შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტში, საჭირო გახდება ორი ცვლილების განხორციელება. კერძოდ:

„დ)“ და „დ1)“ ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის არჩეულ წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში“);

„დ1) თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და მისთვის სხვა ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“;

 

საქართველოს პარლამენტის მიერ ზემოთქმული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, კერძოდ:

ერთის მხრივ - საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ვადები; და

მეორეს მხრივ ამ კომისიის წევრების მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულების შემოთავაზებული რეგულაცია,

ვფიქრობთ თავის წვლილს შეიტანს საარჩევნო პროცესის უფრო მეტად გაუმჯობესების საქმეში.

[უფრო დეტალურად იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება: წერილის ჩაბ. N 1-15030/19; 07. 08. 2019 წ];

 

 

8. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის შესახებ“

17წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, ცვლილება შევიდეს პარლამენტში - პროპორციული პრინციპით ასარჩევ პირთა მიერ, კანონით დადგენილი ქონებრივი დეკლარაციის სავალდებულო წარდგენის წესში.  

დღეისათვის მოქმედი: საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად

„საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია“.

 

ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 2016 წ. 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი იღებდა.

საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის მიხედვით - „არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი [მუხლი 115,2-3].

აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის გათვალისწინებით, არჩევნებში მონაწილე 25 საარჩევნო სუბიექტის მიერ, ჯამში, პარტიული სიით წარდგენილ იქნა - 3 523 დეპუტატობის კანდიდატი.

 

მოქმედი კანონის მოთხოვნის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, შემოწმების მიზნით, სწორედ ამდენი ქონებრივი დეკლარაციია წარედგინა. და ეს, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის მანდატი - 77 პროპორციული წესით არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატმა მოიპოვა.

 

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით, გთავაზობთ, რომ დღეისათვის მოქმედ საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილი ცვლილების მიხედვით - ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება დაეკისროთ:

არა - არჩევნების გამართვამდელ დროში, არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ პარტიულ სიაში მყოფ კანდიდატს,

არამედ - არჩევნების გამართვის შემდეგ, მხოლოდ იმ საარჩევნო სიაში მყოფ პირებს, რომელთა წარმდგენმა საარჩევნო სუბიექტმაც [პარტიამ] შეძლო საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად დაწესებული მოთხოვნის შესრულება.

 

ვფიქრობთ, ყოველგვარი ზედმეტი დასაბუთების გარეშეც ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელება:

ერთის მხრივ მკვეთრად ამცირებს ქონებრივი დეკლარაცისს წარმდგენთა რაოდენობას, რაც,

მეორეს მხრივ ხელს უწყობს, ქონებრივი დეკლარაციის შევსება შემოწმებისათვის განკუთვნილი, მატერიალური და დროითი რესურსის ყაირათიანად გამოყენებას

[უფრო დეტალურად იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება: წერილის ჩაბ. №1-14523/19; 30. 07. 2019 წ.];

 

ველით თქვენს გადაწყვეტილებას.

პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 2019 წლის 8 აგვისტო

[წერ. ჩაბარების N 1-15087/19

08. 08. 2019 წ.

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

 

 

შემოგღაღადებ გადაგვარჩინე!!!

 

ო, მოვალს ჟამი, ჟამი განკითხვის,

დიახ, მოვალს ჟამი - ჟამი ზე-რისხვის...

მოვასწრებთ კითხვას: რატომ და რისთვის?

 

იმად, რომ ნელ-თბილ ვართ ღმრთისა მიმართ,

იმად, რომ წარხდა ენა ქართული,

თაყვანს ვცემთ - უცხოს, ქართულს - ვერ ვიტანთ,

ნაკლებ გვაღელვებს - რწმენა, მამული...

რად მიჩქმალულა, მინავლებულა

ქართული სულის ცნობიერება,

რად ვიყიდებით, რად გაყიდულა

ქართველი ერის ყოფიერება?

შეჩერდი! გონით ახედე ზეცას,

ნუთუ გგონია - გაჰყიდი მზესაც?

შეჩერდი! კმარა! არ გაქვს უფლება,

გადააბიჯო შენ ღმერთის ნებას!

ნუღარ ეხები ღმრთისმშობლის წილხვედრ,

მართლმადიდებელ ტაძართა კერას,

ძველის ძველ ჯვარცნულ ჩვენს იბერიას,

შენ ვერ გარდაქმნი უღმერთო ერად...

და მოვალს ჟამი უარყოფს ხალხი:

სავარძლებს, ჩინებს, და - შენ ერთადერთს,

მაცხოვარს ჩვენსას შემოგღაღადებს:

გადაგვარჩინე!...

და მოევლინა ღვთისმოსავს რწმენა,

შემუსვრილ სულში, შემუსვრილ გულში,

რომ სინანულის, სიმდაბლის მარცვლით,

აღმოაცენებს სიკეთეს ხნულში!

და მაინც მოვალს - ჟამი მკათათვის,

ჩვენ ვაგებთ პასუხს ყოველივესთვის!...

არ გვეშინია?!...

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

მე იქ დავდგები სადაც უფალ არს!

მე იქ დავდგები ვისთან უფალი

ჭეშმარიტებას მე მაზიარებს,

ვინაც ქვებს იღებს თავის ერისთვის,

ვინც გაუმთელებს ჩემს ერს იარებს!..

ვინც ჩემს აფხაზეთს და სამაჩაბლოს

გადამირჩენს და გაამთლიანებს!

ვინაც ნინოს ჯვარს ზეცად აღმართავს,

ვინც პასუხს გასცემს გადამთიელებს!..

ვინც არ გაჰყიდის მისხლად დარჩენილ

მუხლზე დაჩოქილს მამულს სისხლიანს,

ვინც არ ატირებს ქვრივ-ობოლთ, დევნილთ,

გულდამწვარ დედას, მამას ცრემლიანს...

ვინც მოაბრუნებს რჯულ-გაყიდულ შვილს,

ჭეშმარიტ რწმენით თვალებს აუხელს,

ჭეშმარიტ რწმენით სინანულის გზას,

იდუმალებას რწმენით გაუმხელს...

ვინც ქართველ ქალის მანდილს წაბილწავს,

განასპეტაკებს, ღირსეულს გახდის...

ვინაც ტაძარში - ქრისტეს ემბაზში

ქრისტიანულად მონათლავს ყმაწვილს!

ვინაც აჩეხილ ვაზს ჩაყრის კვლავაც,

ვინაც ერის ხსნას უფალში ხედავს,

ვინაც საფიცარ შვილთ დარდით გულგამსკდართ

გულს ჩაახუტებს ადგილის დედას...

ვინც გასხვისებულს - ერს დაუბრუნებს,

ვინც აღუდგება იუდას ნებას,

ვინაც ირწმუნებს - „უფალ არს ჩვენში“,

ზეცით უფალი მადლ-ცოდვას ჰხედავს...

მე იქ დავ დგები, ვისთან უფალი

ჭეშმარიტებას მე მაზიარებს!

ვინაც ჯვარს იღებს თავის ერისთვის,

ვინც გაუმთელებს ჩემს ერს იარებს!..

მე იქ დავდგები, სადაც უფალ არს!!!

 

...

რამ შეგცვალათ ქართველებო,

ეად დაკარგეთ თქვენი ფასი?

სხვა ერს მოსწონს ქართველობა,

ზოგმა შეიცვალა გვარი...

მე პატივს ვცემ ყველა იმ ერს,

ვისაც მოსწონს ქართველობა,

გავუწოდოთ ძმური ხელი,

გავუწიოთ მეგობრობა...

მოვინანიოთ სუყველამ

ნურვინ აჰყვებით ცდუნებას,

დავემორჩილოთ იმ კანონს

რაც დაგვიწესა ბუნებამ...

ახლა უკვე სხვა დრო დადგა,

უნდა გვქონდეს უფლის შიში,

განკითხვა კარზე მოგვადგა,

მზადა გქონდეთ ანგარიში.

საქართველოს ბედის ჩიტი,

მოფრინდება მალე,

რაც წაგვართვეს ჩვენმა მტრებმა,

დავიბრუნებთ მალე...

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

...

რამ შეგცვალათ ქართველებო,

ეად დაკარგეთ თქვენი ფასი?

სხვა ერს მოსწონს ქართველობა,

ზოგმა შეიცვალა გვარი...

მე პატივს ვცემ ყველა იმ ერს,

ვისაც მოსწონს ქართველობა,

გავუწოდოთ ძმური ხელი,

გავუწიოთ მეგობრობა...

მოვინანიოთ სუყველამ

ნურვინ აჰყვებით ცდუნებას,

დავემორჩილოთ იმ კანონს

რაც დაგვიწესა ბუნებამ...

ახლა უკვე სხვა დრო დადგა,

უნდა გვქონდეს უფლის შიში,

განკითხვა კარზე მოგვადგა,

მზადა გქონდეთ ანგარიში.

საქართველოს ბედის ჩიტი,

მოფრინდება მალე,

რაც წაგვართვეს ჩვენმა მტრებმა,

დავიბრუნებთ მალე...

 

ეკატერინე

ხრიკული