Print

გაზეთი N 22 [1065]

გთავაზობთ: მიმდინარე კვირაში, ქ. თბილისის მერიისათვის ა/წ 26 სექტემბერს გაგზავნილი ჩვენი წერილის საპასუხოდ მიღებულ შეტყობინებას, და ჩვენს ე.წ. პასუხის-პასუხს.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა

საქალაქო სამსახური

წერილის N19-01192811667  

08. 10. 2019 წ.

ზვიად გამსახურდიას სახელობის თეოლოგიისა და პოლიტიკის

აკადემიის პრეზიდენტს

ბ-ნ მიხეილ [გელა] სალუაშვილს

მის. ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მე-2 კორპ. ბ. 95

 

ბატონო მიხეილ!

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში შემოსულია თქვენი წერილები [მერიის რეგ. N10-01192732799-01, 30. 09. 19 წ,; N10/01192693067-01, 26. 09. 19 წ.], რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსებას ეხება.

პასუხად გაცნობებთ, რომ არსებული სამართლებრივი რეგულაციით, განსათავსებელი მემორიალური ობიექტი შეირჩევა კონკურსის ფორმით.

შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნოციპალიტეტის მერია მემორიალური ობიექტის განთავსებას, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის [ქანდაკების], ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველი კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, კონკურსის შედეგად გამოვლენილი ესკიზის დამზადებისა და განთავსების მომსახურების შესყიდვით შეძლებს.

იმისათვის, რომ კომისიამ წერილში დასმულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს, გთხოვთ, განაცხადით [იხ. დანართი] დამტკიცებული ფორმა წარმოადგინოთ.

დანართი: 1 გვ.

პატივისცემით,

ირაკლი გვილავა

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

[საქალაქო სამსახურის უფროსი]

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს

[საქალაქო სამსახურის უფროსს]

ბატონ ირაკლი გვილავას!

 

ბატონო ირაკლი!

თქვენს მიერ, ჩვენთვის გამოგზავნილი წერილის [N19-01192811667, 08. 10. 2019 წ.] პასუხად უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც, მიზეზთა გამო, ვერსად ნახავთ - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ“, ვერც ერთ, ვიზუალური აღქმისათვის განკუთვნილ რაიმე მინიშნებას.

ქ. თბილისის მერის სახელზე ა/წ 26 სექტემბერს გაკეთებული ჩვენი ღია მიმართვა [წერ. ჩაბ. N10/01192693067-01], სწორედ ზემოთქმული ხარვეზის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

 

დავეყრდენით რა - „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის [ქანდაკების], ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის, მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რეგულაციას [კერძოდ, მერიის მიერ შესაბამისი ნების შემთხვევაში: „...როდესაც არსებობს სხვა გარემოება, რომელიც თავისი შინაარსით გამორიცხავსკონკურსის ჩატარების აუცილებლობას“]; და

გავითვალისწინეთ რა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მმართველი სახელისუფლო პარტიის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი,

სწორედ ამიტოაცმ, მივმართეთ უშუალოდ - ქ. თბილისის მერს ბატონ კახი კალაძეს.

 

გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი, დედაქალაქში - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალური ძეგლის განთავსებაა, და არა ის, თუ ვინ იქნება ამ მემორიალის ავტორი.

პოლიტიკური ნების მიღების შემთხვევაში, თუ დედაქალაქის დღევანდელი ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩვენი შემოთავაზებული პროექტი, ამა თუ იმ მიზეზით, ან მიუღებელია, ან მისი დადგმის შესაძლებლობა მხოლოდ - შესაბამისი წესით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი, ჩვენთვის გასაგები იქნება საკითხისადმი ასეთი მიდგომა.

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსება არის საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადასადგმელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხთაგანი,

თქვენ, როგორც ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულს: ქ. თბილისის მერიას - ვინ გიშლით აღნიშნულ საკითხზე კონკურსის გამოცხადებას?

გამოაცხადეთ, რომ - მოვიდა დრო [იქნებ დაგვიანდა კიდეც], რომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილმა“ ვიზუალური აღქმის მატარებელმა მინიშნებამ დაიკავოს მისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი ადგილი - საქართველოს პარლამენტის შენობის წინარე ადგილი [იხ. მერიის სახელზე გაკეთებული ჩვენი ზემოთ აღნიშნული წერილი], და - გამოაცხადეთ შესაბამისი კონკურსი.

 

ბატონო ირაკლი!

თუ თქვენ ბრძანდებით ზემოთქმულის თაობაზე პოლიტიკური ნების მიმღები პირი, მაშინ იქნებ ამის თაობაზე გვაცნობოთ თქვენი პოზიცია - ქ. თბილისის მერია აცხადებს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალური ძეგლის შერჩევის კონკურსს.

შესაბამისად, ჩვენც გავითვალისწინებთ თქვენს წერილში დაფიქსირებულ შემოთავაზებას [რაც დაინტერესებული პირებისათვის ისედაც ცნობილია] და, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, მერიის შესაბამის კომისიას წარვუდგენთ, დადგენილი წესით შევსებულ განაცხადს.

და თუკი ამ საკითხის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება თქვენს კომპეტენციას აღემატება, მაშინ, ვგონებთ უკეთესია, თავიდანვე გამოკვეთილიყო ხსენებული კომპეტენციის მქონე - დღევანდელი მმართველი გუნდის ნება.

 

ბატონო ირაკლი!

ვფიქრობთ, რომ ზემოთქმული საკითხის არსი თქვენთვის ალბათ ისედაც ცნობილია.

ამიტომ, მიგვაჩნია რა, რომ - ბატონი კახი კალაძისადმი განკუთვნილი ღია მიმართვის თაობაზე, საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნების დაფიქსირება, მოგმართავთ წინადადებით:

თუ ბატონი კახი კალაძის მიერ ამ საკითხის თაობაზე პოზიციის შემუშავება თქვენ დაგევალათ, მაშინ თქვენს მიერ საბოლოოდ შედგენილ მოხსენებაში, შესაბამისი მართებული კუთხით, გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ ზემოთქმულის შინაარსი.

ჩვენის მხრივ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ საკითხის კიდევ უფრო დეტალურად გააზრების მიზნით გამართულ ნებისმიერ შეხვედრაში.

 

თუ, მიზეზთა გამო, თქვენ ჩათვლით, რომ ასეთი შეხვედრა ამ ეტაპზე საჭირო არ არის, მაშინ გთხოვთ - თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, თქვენი წვლილი შეიტანოთ, ჩვენთვის იმ პასუხის ამსახველი დოკუმენტის შედგენაში, რომელშიც ქ. თბილისის დღევანდელი ხელმძღვანელი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ასახული.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. და კიდევ:

 

ბატონო ირაკლი!

მიუხედავად ზემოთქმულისა, ვხელმძღვანელობთ რა - ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკითხის დადებითად გადაწყვეტის სურვილით, რათა მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ჩვენი მხრიდან საკითხის მოგვარების გზაზე რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი; და

ვეყრდნობით რა ზემოთხენებული საკანონმდებლო რეგულაციის მე-2 [„ძეგლის განთავსების საკითხის ინიცირება“] და მე-3 [„მიზანშეწონილობის განხილვა“] მუხლებით გაწერილ რეგულაციას,

წარმოგიდგენთ, როგორც ამ კანონის მუხლი 2,1-5 -ით გათვალისწინებული შესაბამისი „განცხადებით“ განსაზღვრულ ინფორმაციას [იხ. დანართი}; ასევე

ბროშურას - „საქართველოს პარლამენტის შენობის წინ: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმის საკითხისათვის“ – 1 ცალი..

 

დანართი:

განცხადება - 23 ფურცელი;

ბროშურა - 1 ცალი

 

პატივისცემით

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის თეოლოგიისა და პოლიტიკის

აკადემიის პრეზიდენტი,

 

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

თბილისი, 2019 წ. 11 ოქტომბერი

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას

 

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლესთან არსებული:

ზვიად გამსახურდიას სახელობის

თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის

[მის. ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მე-2 კორპ. ბ. 95;

ტელ. 5[91] 63-63-36]  

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

1. ზოგადი ინფორმაცია:

ჩვენი შემოთავაზება ეხება - 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, 1991 წ. 9 აპრილს მიღებული - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსებას.

 

2. მოვლენის მიზანშეწონილობის დასაბუთება, კონცეფცია:

დღეს მოქმედ „საქართველოს კონსტიტუციაში“ ვკითხულობთ:

„საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“ [მუხლი 1,1].

მეორეს მხრივ, გაეროში, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელის სახელმწიფოს გაწევრიანების საკითხს საფუძვლად უდევს სწორედ 1991 წლის 9 აპრილის მიღებული „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

სამწუხაროთ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც, მიზეზთა გამო, ვერსად ნახავთ - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ“, ვერც ერთ, ვიზუალური აღქმისათვის განკუთვნილ რაიმე მინიშნებას.

შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსება არის საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადასადგმელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხთაგანი.

 

3. განთავსების ადგილი

... მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ხსენებული მოვლენის სათანადო ვიზუალური აღთქმისათვის განკუთვნილი მემორიალი, უნდა დაიდგას - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების ადგილას, ანუ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.

 

4. დამატებითი ინფორმაცია

 ზემოთქმულის პარალელურად გთავაზობთ შემდეგი ხასიათის დამატებით ინფორმაცია:

1. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“ აღწერილობა:

2. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“ კონსტრუქციული გაანგარიშების ზოგადი მახასიათებლები;

3. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“ სამუშაოს წარმართვის თანამიმდევრობა.

 

ბოლოს გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ არ გაგვაჩნია აღნიშნული მემორიალური ძეგლის საავტორო უფლება.

 

 5. დაფინანსების წყარო

ჩვენის აზრით, ძეგლის დაფინანსება უნდა მოხდეს ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან.

დღეის მდგომარეობით არსებული ფასების გათვალისწინებით, მემორიალის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა მერყეობს: 20-25 ათასი ლარის ფარგლებში.

 

პატივისცემით

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის

აკადემიის“ პრეზიდენტი,

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

წერ. ჩაბ. N1-18563/19; 07. 10. 2019

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს!

 

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა -

უფალია ჩვენი სიმართლეს“

 

ღია მიმართვა

 

ბატონო არჩილ!

ვიზიარებთ რა თქვენს სწრაფვას მაქსიმალური წვლილი შეიტანოთ:

ერთის მხრივ - საქართველოს პარლამენტსა, და

მეორეს მხრივ - საქართველოს არასაპარლამენტო პარტიებს შორის თანამშრომლობის ამაღლების საქმეში, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2020 წ. საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კოდესში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე;

გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:

როგორც იცით, დღეს მოქმედი: „საქართველოს კონსტიტუციით“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში - „...პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის სასახლეში“ [მუხლი 40,1];

ხოლო

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-18 მუხლის მიხედვით:

პარლამენტის თავმჯდომარე:

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;

უ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების მსურველ საზოგადოების წარმომადგენლებს [მუხლი 18,2 – „კ“; „უ“].

 

ბატონო არჩილ!

ზემოთქმულის გათვალისწინებით შემოვდივართ წინადადებით რათა:

თქვენს მიერ, კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მინიმუმ, 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე,

ბოლო საერთო არჩევნებში დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების [საარჩევნო ბლოკის თუ დამოუკიდებლად მონაწილე პარტიათა] თითო წარმომადგენელზე - პარლამენტისა და საკომიტეტო სხდომებზე დასწრების მიზნით, მოხდეს, ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის A, B, C და AB კორპუსებში შესასვლელად, ე.წ. - „სტუმრის სტატუსის“ მქონე საშვის გადაცემა [იხ. დანართი N1].

 

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხსენებული კატეგორიის ფარგლებში მოქცეულ არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს [იხ. დანართი N2], მათ მიერ ამ მიზნით შერჩეული თითო წარმომადგენლის მეშვეობით, შესაძლებლობას მისცემს აქტიურად დააკვირდნენ და კანონმდებლობის ფარგლებში თავადაც ჩაერთონ პარლამენტში მიმდინარე სხვადასხვა საქმიანობაში.

 

აქვე გაცნობებთ, რომ 2017 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით გამოქვეყნებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 27 საარჩევნო სუბიექტმა. აქედან - 4 საარჩევნო სუბიექტი, როგორც საპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება, თავადვეა საპარლამენტო საქმიანობის წარმმართველი და აქტიური მონაწილე.

ესენია:

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო,

საარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“;

საარჩევნო ბლოკი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი.

 

თქვენს მიერ განსახილველი წინადადების გაზიარების შემთხვევაში მიღებული ბრძანებულებით განსაზღვრული, ზემოთხსენებული რეგულაციით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა - 23 პოლიტიკურ სუბიექტს [იხ. დანართი 2].

 

ბატონო არჩილ!

დასასრულს უნდა მოგახსენოთ, რომ - არასაპარლამენტო პარტიათა განსაზღვრული კატეგორიისათვის, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის უფლების გამარტივებისაკენ მიმართული, თქვენს მიერ გამოცემული უპრეცენდენტო შინაარსის ბრძანებულება, თავის დადებით წვლილს შეიტანს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ახალ ეტაპზე აყვანის საქმეში.

 

ჩვენ კი, როგორც - მიმდინარე ბოლო ჟამის კვლევის კუთხიდან მომზირალი, და დღევანდელობაში განვითარებული მოვლენების ობიექტურად შემსწავლელი ჯგუფის წარმომადგენლებმა,

თქვენგან გამოხატული მზაობის შემთხვევაში, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შემოთავაზებულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ნებისმიერ შეხვედრაში.

დანართი: 3 გვერდი. მათ შორის:

1. დანართი N1: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებულების პროექტი -2 გვ.;

2. დანართი N2: ბოლო საერთო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები - 1 გვ.;

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი, 2019 წ. 7 ოქტომბერი

 

 

დანართი N1

პროექტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

N... ,   თარიღი...

 

„ქალაქ თბილისში მდებარე

საქართველოს პარლამენტის სასახლის A, B, C და AB კორპუსებში შემოსასვლელად,

„სტუმრის სტატუსის“ მქონე საშვის გადაცემის თაობაზე

 

„საქართველოს კონსტიტუციის“ მე-40-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა, და, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „უ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

1. საქართველოში, ბოლო საერთო არჩევნებში დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების [საარჩევნო ბლოკის თუ დამოუკიდებლად მონაწილე პარტიათა] თითო წარმომადგენელზე - პარლამენტისა და საკომიტეტო სხდომებზე დასწრების მიზნით, მოხდეს, ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის A, B, C და AB კორპუსებში შესასვლელად „სტუმრის სტატუსის“ მქონე საშვის გადაცემა;

2. ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის A, B, C და AB კორპუსებში შესასვლელად „სტუმრის სტატუსის“ მქონე საშვებით სარგებლობის უფლება განესაზღვროთ, შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შერჩეულ თითო წარმომადგენელს:

1. ახალი მემარჯვენეები - 1 საშვი;

2. ახალი ქრისტიან დემოკრატები - 1 საშვი;

3. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 1 საშვი;

4. ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა - 1 საშვი;

5. თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა - 1 საშვი;

6. თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის - 1 საშვი;

7. მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ - 1 საშვი;

8. მემარცხენე ალიანსი - 1 საშვი;

9. მერაბ კოსტავას საზოგადოება - 1 საშვი;

10. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - 1 საშვი;

11. მშრომელთა სოციალისტური პარტია - 1 საშვი;

12. პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა - 1 საშვი;

13. რესპუბლიკური პარტია - 1 საშვი;

14. სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე - 1 საშვი;

15. საქართველო - 1 საშვი;

16. საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია - 1 საშვი;

17. სოციალისტური საქართველო - კომუნისტები - 1 საშვი;

18. ტრადიციონალისტები - 1 საშვი;

19. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1 საშვი;

20. შენების მოძრაობა - 1 საშვი;

21. საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ - 1 საშვი;      

22. საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ - 1 საშვი;

23. საარჩევნო ბლოკი: „სახალხო - ხალხის ერთსულოვნება“ - 1 საშვი.  

 

3. წინამდებარე ბრძანების 1-ლი პუნქტის თანახმად გაცემული „სტუმრის სტატუსის“ საშვის მოქმედების ბოლო ვადად განისაზღვროს - 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დღე.

4. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).

 

პარლამენტის თავმჯდომარე

არჩილ თალაკვაძე

დანართი N2

ბოლო საერთო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები

1. ახალი მემარჯვენეები - 1 საშვი;

2. ახალი ქრისტიან დემოკრატები - 1 საშვი;

3. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - 1 საშვი;

4. "ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა" - 1 საშვი;

5. თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა - 1 საშვი;

6. "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" - 1 საშვი;

7. მამულიშვილთა ორდენი "სამშობლო" - 1 საშვი;

8. მემარცხენე ალიანსი - 1 საშვი;

9. მერაბ კოსტავას საზოგადოება - 1 საშვი;

10. "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" - 1 საშვი;

11. მშრომელთა სოციალისტური პარტია - 1 საშვი;

12. პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა - 1 საშვი;

13. რესპუბლიკური პარტია - 1 საშვი;

14. სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე - 1 საშვი;

15. საქართველო - 1 საშვი;

16. საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია - 1 საშვი;

17. "სოციალისტური საქართველო - კომუნისტები" - 1 საშვი;

18. "ტრადიციონალისტები" - 1 საშვი;

19. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1 საშვი;

20. შენების მოძრაობა - 1 საშვი;

21. საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო" - 1 საშვი;       

22. საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" - 1 საშვი;

23. საარჩევნო ბლოკი "სახალხო - ხალხის ერთსულოვნება" - 1 საშვი.

 

იხ. ცესკოს ინტერნეტ გვერდი

1. http://cesko.ge/res/docs/Partiebiblokebi25.09.2017new.pdf

2. https://partylists.cec.gov.ge/?action=data&;p=0&limit=20&lang=geo

 

 

მინიატურა

მითხრა ხმამ სიზმარში:

„ეძიე სასუფეველი!“

სიზმარში ვნახე - ერთ დიდ ქვაბში ვიყავით ყველანი - ვიხარშებოდით, ვიწვოდით, გაუნელებელი ცეცხლის ალში. პირობითად - ეს იყო დედამიწა.

მითხრა ხმამ: „ნუ ეძებ ბედნიერებას, ეს - დედამიწაა. აქ, ხანდახან გაიელვებს წმინდა ზეცის ნათება დ მას მისწვდება ვისი გულიც სიმართლისათვის იწვის და დნება; ვინც ღვთის ჭურჭელს წმენდს და ასუფთავებს; ვინც მხედარია და იბრძვის; ვისი გულიც ალალ-მართალია; ვისი სულიც გაწმენდილია“.

„ბედნიერება იცით რა არის?“ - გააგრძელა ხმამ, - „სასუფევლის კარებთან მიახლოება. ეძიეთ სასუფეველი! ვინც ეძებს ის იპოვის. მხედარი, მხედარი უნდა იყო რომ ომი მოუგო სატანას. ბრძოლაა საჭირო ყოველწამიერი,,,“

ასე უნდა იღწვოდეს დღეს ჩვენი ერი, რომელსაც ორგვარი ბრძოლა აქვს მოსაგები დედამიწაზე - ზეციერი და მიწიერი!..

დინა [დიანა] ჯიქია

 

...

ლასკარო, ჩვენო იმედო,

შენ ძაან გაგვახარე,

გულში რწმენა გაგვიღვივე

უფალი შეგვაყვარე!

სულ შენს გზა-კვალზე ვფიცულობ,

შენს სავალს ვენაცვალე,

გაცხადდი, ჩვენო უფალო,

მოდი და გაგვახარე!..

სამშობლო გულნატკენია

მიწა-წყალ გაყიდული,

ვერ მოიძებნა პატრონი,

ძალიან მწყდება გული.

ხალხი - შიმშილის ზღვარზეა.

ლამის გაუსკდეთ გული,

სამუშაო არსად არის,

როგორ დაიმშვიდონ სული?

ძაან მომრავლდნენ ჩვენს გვერდში

ასე ბოროტი სსულები,

ბანკებში აღარ ეტევათ

ცოდვით ნაშოვი ფულები...

ეკატერინე

ხრიკული