Print

გაზეთი N 23 [1066]

შეთავაზებიდან - „განხორციელებამდე“, ანუ

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის. რამოდენიმეთვიანი ისტორიის ქრონიკა

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ მორიგი ინიციატივა, რომელიც - საქართველოს პარლამენტის წინ: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსებას ითვალისწინებს, პირველად - 2019 წ. 29 ივნისს დაბეჭდილი ჩვენი გაზეთის მეშვეობით შევთავაზეთ მკითხველს [იხ. იქვე გვ. 1-3].

[იხ. http://www.ufali.ge/images/pdf/gazeti%20n%208%201051.pdf ]

 

მომდევნო ეტაპზე გაწეული ჩვენი საქმიანობის ისტორიის ამსახველი მოკლე ქრონიკა ასეთია:

2019 წ. სეტემბრის თვეში მომზადდა: 6 წთ და 26 წმ-ის ხანგრძლივობის ვიდეო სიუჟეტი [ოპერატორი - სოლომონ ბაიაშვილი];

[იხ.https://www.youtube.com/watch?v=m7mlRziepJE ]

და

მემორიალის მაკეტი [1:20 მაშტაბი; არქიტ, ზაალ სალუაშვილი];

[იხ.https://studio.youtube.com/video/wHveLigfiYM/edit ].

 

ჩატარდა მემორიალის სრული კონსტრუქციული ანგარიში [კონსტრუქტორები: ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სტუ-ს პროფესორი ბექა (ბიჭიკო) სურგულაძე და ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მიხეილ [გელა] სალუაშვილი].

 

2019 წ. 24, 25 და 26 სექტემბერს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით მომზადებული „ღია მიმართვის“ ტექსტი ჩაბარდა:

საქართველოს მთავრობას [ბ-ნ გიორგი გახარიას], ჩაბ. N37532; 24/09/2019;

[იხ.http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1895-24-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%91-%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1

 

საქართველოს პარლამენტს [ბ-ნ არჩილ თალაკვაძეს], ჩაბ N 1-17919/19; 25/09/2019;

[იხ.http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1896-25-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9B%E1%83%AF%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%91-%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1 ]

და

ქ. თბილისის მერიას [ბ-ნ კახი კალაძეს], ჩაბ. N 10/01192693067-01; 26/09/2019.

[იხ.http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1897-26-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A5-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%91-%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1 ].

 

ხსენებულ სამივე სახელმწიფო სტრუქტურას შევთავაზეთ, რომ მიეღოთ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა - საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სათანადოდ შერჩეულ ადგილას დაიდგას: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდბელობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი“;

 

2019 წ. 01 ოქტომბერს მივიღეთ - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ა/წ 30 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, ჩვენი შეთავაზების გადაგზავნის მაუწყებელი წერილის ასლი [იხ. GOV 7 19 00038424];

 

2019 წ. 8 ოქტომბერს მივიღეთ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ გამოგზავნილი წერილი;

[იხ.http://www.ufali.ge/images/pdf/gazeti%20n%2022%201065.pdf ].

 

2019 წ. 11 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიას ჩავაბარეთ ჩვენი საპასუხო გამოხმაურება

[იხ.http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1898-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-11-10-2019 ];

 

2019 წ. 30 სექტემბერს, ერთი თვის მანძილზე მიმდინარე „საკონსტიტუციო ცვლილებათა“ ტექსტის განხილვის ბოლო შეკრების დაწყებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნ არჩილ თალაკვაძესთან გამართულ რამოდენიმე წუთიანი საუბრის ბოლოს შევთანხმდით, რომ იგი, თავის თანაშემწისათვის შესაბამისი დავალების მიცემის მეშვეობით, მოახერხებდა უახლოეს დროში, მემორიალის თემაზე ჩვენი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებას [იხ. გაზ. N21 [1064], გვ. 1];

მიზეზთა გამო აღნიშნული შეხვედრის ორგანიზება დროში გაიწელა.

ა/წ 15 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში ჩატარებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, ბ-ნ არჩილ თალაკვაძესთან რამოდენიმეწუთიანი საუბრის ბოლოს შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრა ა/წ 26 ოქტომბერს დაგეგმილ საარჩევნო რეფორმის თაობაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში მომხდარიყო.

იმავე დღეს გავესაუბრე ბ-ნი არჩილის თანაშემწეს ბ-ნ თორნიკე ჭეიშვილს.

როგორც მისგან შევიტყვე, იგი, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, შესაბამის ჯგუფთან ერთად, ამზადებს ჩვენი შემოთავაზების ირგვლივ საპასუხო პოზიციის ამსახველ დოკუმენტს.

მისი განცხადებით - იმის გამო რომ საქართველოს პარლამენტის კუთვნილებაში მხოლოდ თავად შენობა და მისი შიდა პერიმეტრი შედის, პარლამენტის თავმჯდომარის იურისდიქცია, რუსთაველის პროსპექტზე პარლამენტის წინ მემორიალის დადგმის თემის ორგანიზებასთან მიმართებაში შეზღუდულია, და შესაბამისად ბ-ნი არჩილ თალაკვაძე, ამ მხრივ, გადაწყვეტილების უშუალო მიმღები ვერ იქნებაო.

ბ-მა თორნიკემ იქვე მირჩია - იქნებ ამ საკითხზე ქ. თბილისის მერიისათვის მიგემართათო.

მე მას, მოკლედ გავაცანი ინფორმაცია განსახილველი საკითხის ირგვლივ ჩვენს მიერ ჩატარებული აქტივობის შესახებ, და ვურჩიე, მათი სურვილის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის მსგავსად, მათაც, თავისი შეხედულებისამებრ, მიემართათ ქ. თბილისის მერიისათვის.

იქვე დავამატე, რომ ამ მიმართვაში, შესაბამისი ფორმით ასახულიყო პარლამენტის თავმჯდომარის დამოკიდებულება შემოთავაზებულ საკითხთან მიმართებაში.

საუბრის დასასრულს განვუცხადე, რომ მათ მიერ მიღებული საბოლოო პოზიციის თაობაზე - ოფიცილური პასუხი გამოეგზავნათ ჩვენთვის.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ანუ მას შემდეგ რაც ქვეყნის მმართველობითი რგოლის სამივე უმაღლესმა ინსტანციამ, სხვადასხვა ფორმით დააფიქსირა თავისი პოზიცია, 2019 წ. 17 ოქტომბერს:

ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო მასალა ე.წ. „იუთუბზე“ გამოქვეყნეთ

[იხ.https://www.youtube.com/watch?v=m7mlRziepJE

აგრეთვე: https://www.youtube.com/watch?v=wHveLigfiYM ];

პარალელურად, დღემდე, ამ კუთხით ჩატარებული საქმიანობის ამსახველი მასალა გავავრცელეთ ინტერნეტ სივრცეში.

 

 

ხელისუფლებაში დამკვიდრების

პოლიტ-ტექნოლოგიის საკითხისათვის  

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების დაცვის მიზნით გამოჩენილმა ძალისხმევამ თავისი შედეგი მოიტანა:

მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი გუნდის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმი - შეიცვალა; და

სახელისუფლებო სადავეებს ბ. ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია - „ქართული ოცნება“ დაეუფლა.

გასული დროის მანძილზე გამოვლენილი პოლიტ-ტექნოლოგიისა და კულუარული პოლიტიკის ანალიზი, შემდეგი ზოგადი სურათის გააზრების საშუალებას იძლევა.

 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის უმოკლესი გზა: 1992-2012 წლამდე არსებული - ედ. შევარდნაძისა [1992-2003 წ.წ.] და მ. სააკშვილის [2004-2012 წ.წ.] დანაშაულებრივი რეჟიმებისათვის თავისი სახელის დარქმევაზე გადიოდა.

შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებით, დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი ელიტურ წარმომადგენელთა მიმართ - პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიური საქმიანობის შეზღუდვა, ბუნებრივად შექმნიდა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის გზით სახელისუფლო ვერტიკალში ახალი ძალების მოსვლის შესაძლებლობას.

ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობითი სისტემიდან გამიჯვნა, ანუ მეტ-ნაკლებად თანაბარ საარჩევნო პირობებზე ორიენტირებული პროცესების ზემოთხსენებული გზით განვითარება, ქვეყანაში მრავალპოლუსიანი პოლიტიკური ფონის დამკვიდრების ერთგვარი გარანტი გახდებოდა.

 

სწორედ ამგვარი პოლიტიკური სურათის მიღებისათვის სამართლებრივი პირობების შექმნას ისახავდა მიზნად, ჩვენს მიერ მომზადებული და 2012 და 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადებათა სახით წარდგენა.. ესენია:

1. კანონპროექტი: „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ [დადგენილება] [12 დეკემბერი 2013 წ.;

[იხ. http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/722-%E2%84%96-1-1991-1992-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 ];

 

2. კანონპროექტი: „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ – 2014 წ. 21 იანვარი:

http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1850-n-3-1-%E2%80%9E%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-1991-1992-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E2%80%9C-2014-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-21-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98 ];

 

3. კანონპროექტი: „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ - 2014 წ. 4 თებერვალი:

http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/768-%E2%84%96-3-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-1992-2012-%E1%83%AC-%E1%83%AC-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98 ];

 

4. კანონპროექტი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“ - 2014 წ. 18 თებერვალი:

http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/793-%E2%84%96-5-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98-1992-2012-%E1%83%AC-%E1%83%AC-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 ];

 

5. კანონპროექტი: „საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ - 2014 წ. 1 აპრილი:

http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/862-%E2%84%96-11-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 ];

 

6. კანონპროექტი: „საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“ - 2014 წ. 12 ნოემბერი:

http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1141-%E2%84%96-20-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98 ];

 

7. კანონპროექტი: „საქართველოსკანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ - 2016 წ. 1 მარტი:

http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1303-%E2%84%9629-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90 ];

 

8. კანონპროექტი: საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ - 2018 წ. 5 თებერვალი:

http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1703-n-46-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98-2004-2012-%E1%83%AC-%E1%83%AC ].

 

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სახელისუფლო ვერტიკალში დამკვიდრების უფრო იოლი გზა აირჩია. კერძოდ, მოხდა:

არა „ნაც. მოძრაობის“ რეჟიმის სათანადო სამართლებრივი შეფასება,

არამედ, მ. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერი „ეთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოცხადდა მთავარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ.

2004-212 წ.წ. ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდი იქცა ერთგვარ შეფასებით ორიენტირად, რომლის ფონზე, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, და უპირველესად „ქართულ ოცნებას“ გაცილებით გაუადვილდებოდა არჩევნებში წარმატების მიღწევა.

ამ დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახის არჩევნების მეშვეობით ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი მეთოდურად შეუდგა - „ნაც. მოძრაობის“ ხელიდან სახელისუფლო ბერკეტების ჩამოცილების გეგმის შესრულებას. კერძოდ:

2013 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულმა გიორგი მარგველაშვილმა;

2014 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „ნაც. მოძრაობამ“ ვერც ერთ ადგილობრივ საკრებულოში ვერ შეძლო, მანამდე გარანტირებული ერთპიროვნული მართველობისათვის საჭირო მანდატების რაოდენობის აღება;

2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში, „ნაც. მოძრაობამ“, პარლამენტის 150 მანდატიდან, მხოლოდ 27 სადეპუტატო ადგილის მოპოვება შეძლო;

 

2016 წლიდან, თანდათან რეალურად გამოჩნდა, „ნაც. მოძრაობის“ ერთიანი გუნდის დაშლაზე მიმართული კულუარული პოლიტიკის შედეგი.

მ. სააკაშვილის ქვეყნიდან გაქცევისა და მის მიერ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის სანაცვლოდ, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, იურიდიული ლიდერის არ არსებობის ქვეშ მყოფი „ნაცები“ ოთხ პირობით ჯგუფად გაიყვნენ:

2015-2016 წლებში „ნაცებს“ ჩამოცილდა - ზურაბ ჯაფარიძე და მისი ე.წ. გუნდი, და :გირჩის“ სახელით განაგრძო საქმიანობა;

2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში „ნაცებისაგან“ დისტანცირებულად ჩაება - გიორგი ვაშაძე, და მისი პოლიტიკის მხარდამჭერების მიერ 2016 წ. 5 ივლისს დაარსებული: "სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო";

2016-2017 წლების გასაყარზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მ. სააკაშვილის მხარდამჭერი საპარლამენტო გუნდი ორ ნაწილად გაიყო:

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა 6 დეპუტატი; ხოლო

ე.წ. „ევროპულ საქართველოში“ თავი მოიყარა 21 დეპუტატმა.

 

ამ მოცემულობის ფონზე, მ. სააკაშვილის მიერ 2002 წ. დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთხივე ფრთა ყველა არჩევნებში დამარცხდა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული „ქართული ოცნება“, დღემდე თანამიმდევრულად ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად გამოკვეთილი „ნაცების“ ფონზე, გაიმყაროს ხელისუფლებაში ყოფნისათვის საჭირო პირობები.

ამგვარი პოლიტიკური მოცემულობა, ქვეყანაში პირობითი ორპარტიულობის ერთგვარ გარანტორად იქცა.

 

2020 წლისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის ანალიზმა, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი აიძულა ყველა ხერხი მოეძებნათ ოპოზიციური სპექტრის გამრავალფეროვნების ფონზე, კვლავ შეენარჩუნებინათ მმართველი პოლიტიკური ძალის სტატუსი.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემითა და ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარება იგეგმება, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს რათა მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად კვლავ „ნაცები“ წარმოაჩინოს.

სწორედ ამ მოცემულობაში იგეგმება - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის წარმართვა.

 

დასასრულს, წარმოგიდგენთ საპარლამენტო უმრავლესობისადმი განკუთვნილი ღია მიმართვის ტექსტს:

 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღია მიმართვა

 

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული დღეისათვის არსებული პოლიტიკური რეალობის ობიექტური ანალიზი, ყველას ნათლად აჩვენებს, რომ პ/გ „ქართული ოცნების“ მხრიდან „ნაცების“ მიმართ პოლიტიკური თანასაქმიანობის პრინციპზე აგებულმა ურთიერთობამ მძიმე პოლიტიკური გარემო შექმნა.

რევანშისტულად განწყობილი მ. სააკაშვილისა და რამოდენიმე ნაწილად „გაშლილი“ „ნაცების“ მიერ პოლიტიკური რეალობის დამახინჯებით წარმოჩენის მცდელობა თანდათან უფრო დიდ მაშტაბებს იძენს.

 

ჩვენის აზრით, ვიდრე ჯერ კიდევ არის ამის დრო, ანუ 2020 წ. საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეიძლოს სათანადო პოლიტიკური ნაბიჟების გადადგმა. კერძოდ:

 

მმართველ სახელისუფლო გუნდს, კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ:

 

1. მიიღეთ დადგენილება: „2004-2012 წ.წ. ქვეყანაში მმართველი სახელისუფლო ძალის - დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე“;

 

2. შეიტანეთ ცვლილება საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“, რომლის ზოგადი მონახაზი [ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების მიხედვით] ასეთია:

„მეცხრე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „11“ ქვეპუნქტი:

„11. ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირები, რომლებსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

 

კანონს დაემატოს - „მუხლი 101.“ , რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლები

ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლებს მიეკუთვნებიან: 2004 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიათა წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

 

მეთორმეტე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - მე-5 ქვეპუნქტი:

„5. არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“.

 

ყოველივე თქმულის განხორციელების შემთხვევაში, დარჩენილ ერთწლიან მონაკვეთში, ბუნებრივად მოხდება - პოლიტიკკურ ასპარეზზე ახალი, ჯანსაღი ძალების გამოჩენა.

ამ ფონზე, მეტ-ნაკლებად თანაბარ წინასაარჩევნო გარემოში არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარება, დიახაც რომ ხელს შეუწყობს მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას.

 

როგორც იტყვიან - არჩევანი მმართველ პოლიტიკურ გუნდზეა.

ღმერთმა ყველას მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

 

ქრისტემიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს“

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი, 2019 წ. 19 ოქტომბერი

 

 

 

ზე-მიწიური ხედვები: „საფარველი“, ანუ

რა არის მიძინება

ადამიანს გარს აკრავს უხილავი საფარველი, რომელსაც ჩვენ - ენერგეტიკულ ველს ვეძახით.

შემდეგი რიგის თანამიმდევრობა ასეთია: სხეული - სამშვინველის საფარველია; სამშვინველი კი სულის საფარველია. სულის სხეულებრივი ფორმა სამშვინველშია განივთებული.

როდესაც ადამიანს ენერგეტიკული ველი უზიანდება კარგავს სულიერ სიმშვიდეს. განწყობას, დათრგუნულია. ამას, ჩვენს მარტივ გასაგებ ენაზე „აურის გაფუჭებას“ ეძახიან.

ადამიანში, როდესაც ენერგეტიკული ველი უკვე დაზიანებული აქვს, სატანა ცხდილობს მის შემდეგი რიგის საფარველში შეიჭრას და დააზიანოს სახეული. სწორედ იმ დროს, როდესაც ის სხეულში შეჭრას ახერხებს, სხეულში ჩნდება - ავადმყოფობა, პათოლოგია...

როდესაც სხეულში პათოლოგია ფეხს იკიდებს, სულიერი ორთაბრძოლაც დიდია. ყველაზე დიდი ომი, სატანას ადამიანის ავადმყოფობის დროს აქვს.

სატანა „დიდი ვაჭარია“. როცა ერთხელ შეძლებს შეაღწიოს სხეულში, მისი მორიგი მიზანი - სამშვინველში შეჭრაა. როცა სატანა უკვე სამშვინველში იბრძვის, ადამიანი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე მიჰყავს.

სატანასთან ჩვენი გაბრძოლება - მიწიურ სხეულში არ წყვეტს ყველაფერს. ამ დროს, რომ არა ზეციური შეწევნა საწმიდარიდან, ადამიანი სატანას ვერ დაამარცხებდა.

ადამიანური ძალით სატანის დამარცხება შეუძლებელია, ჩვენ მხოლოდ მისი ძალის შესუსტება შეგვიძლია. სატანას ამარცხებს - „ძალა“, ზეციური საწმიდარიდან. ეს.ზეციდან შეწყალებაა, რასაც ღმერთი ყოველთვის უგზავნის მის მორჩილთ, უფლის გზის მაძიებლებს, კრძალულებით მომხსენებლებს.

ზოგადად, ჩვენი ერის ტრადიციაში ფესვგადგმული - „ბატონებ“, ზეციდან შეწყალებულების რიგია.

წმინდა წერილში ნათქვამია: „ნუ გმობთ იმას რაც არ გესმით“.

დიდება ღმერთს, რომელიც გვიგზავნის წყალობას, რომელმაც არ მიგვატოვა.

ჩვენს ფიზიკურ სხეულს - მიწიური დატვირთვა აქვს, ხოლო სამშვინველს - ზეციური. სამშვინველი, დედამიწაზე განვლილი ცხოვრების ანაბეჭდებს ფირებად ინახავს, რომელიც, გარდაცვალების შემდეგ, ზეცას უერთდება.

სამშვინველს დიდი, კოდირებული დატვირთვა აქვს. სამშვინველს შესწევს უნარი - მიძინებული სხეული ატაროს.

როდესაც ადამიანის ფიზიკური სხეული კარგავს სიცოცხლის უნარს, ის გადადის „მიძინების ფაზაში“. ამ დროს შესაძლებელია, რომ ადამიანი გონზე იყოს, ან არ იყოს.

იქნებ ბევრ ადამიანს გაუვლია „მიძინების ფაზა“ - გაუცნობიერებლად. ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ „მიძინება“ ღვთის დაშვებაა.

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ცხოვრებაში ღმერთი ყოველთვის არ ერევა.

თუკი ადამიანში „მიძინება“ მოხდა, აქ უკვე ღმერთია ჩარეული. ხშირად, ადამიანები შემდგომად ზე-მიწიურ ნიჭებს ღებულობენ.

ასეთ შემთხვევაში, ასეთ ადამიანებთან სხვა დამოკიდებულებაა საჭირო, რადგან ის, ამ დროს კარგავს განვლილი მიწიური ცხოვრების ინფორმაციულ ველსაც... მაგრამ, სამაგიეროდ ღებულობს სხვა რამ - ზეციურს. ზეციდან მიღებული კარნახი, ხშირად, ამგვარი საფეხურების გავლის შემდეგ მოდის.

თუკი ღმერთმა ინება, „მიძინების“ შემთხვევაშიც შესაძლებელია სიარული. თუმცა ხალხმრავლობაში სიარული „დრომდე“ არასასურველია.

ცოდნა „მიძინების“ შესახებ ადამიანთათთვის დაფარულია, თუმცა ქვეცნობიერად ვიცით.

„მიძინების“ ფენომენი ხშირად ვრცელდება ისეთ ადამიანებზე, რომელთაც ბატონები უბრძანდებოდათ. ასეთ ადამიანებს ღმერთი ყოველთვის უგზავნის გზა-,კვლევის როლის შემსრულებელს, რათა დაეხმაროს მას, გაუწიოს თანადგომა, გაუკვალოს გზა... ამ როლს „ბატონების“ შემთხვევაში მლოცველი ასრულებს.

„მიძინება“ გამოვლილი ადამიანები - ერთეულებია. ისინი ზეციდან იცვლებიან და ხებიან თავისებურები. მათი გაგება ყველას არ ძალუძს.

იმ დროს, როცა ადამიანი ორგვარ საფარველს კარგავს მიწიურად სუსტია, მაგრამ ზეციურადაა ძლიერი.

ამ სიტყვებით ღმერთმა თქვენ გადმოგცათ ზე-მიწიური ცოდნა „მიძინების“ შესახებ. ბევრი რამ განცდილისა და აღქმულის შესაბამისად, თხრობიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ - „მიძინება“ ზეციური საფარველია.

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

...

სასწაული დრო დადგება:

ყველაფერი აირევა,

არ შეშინდეთ,

ჩვენი უფლის ძალისხმევით,

- ყველაფერი დალაგდება...

ამ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში,

ზარ-ზეიმი დაიწყება,

ზეციური საქართველო,

უფლის მამული იქნება!..

ახლოვდება - უფლის ჟამი,

გაიხარებს ჩვენი ერი,

მისხალ მისხალ დაითვლება,

გამოჩნდება ჩანადენი...

და ბოლოს - კიდევ ერთს გეტყვით:

მგონია უკვე დრო დადგა,

ჩვენ ისეთ „პერიოდში“ ვართ

უფალი მკვდრეთით რომ აღდგა!

თენებას იწყებს, შეხედეთ

ცის კაბადონზე სინათლეს,

ყველა მობრძანდით ლასკარში,

და ეზიარეთ სიმართლეს!..

 

ეკატერინე

ხრიკული