Print

გაზეთი N 25 [1068]

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

ამჯერად მკითხველის ყურადღება ბოლო ჟამში მიმდინარე რამოდენიმე საკითხის თაობაზე გვინდა შევაჩეროთ.

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის საკითხისათვის.

დაინტერესებულ მკითხველს მოეხსენება, რომ ამ საკითხთან მიმართებით ქ. თბილისის მერის კახი კალაძისადმი, ა/წ 26 სექტემბერს გაკეთებული მიმართვის თაობაზე, ა/წ 8 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისაგან მივიღეთ გამოხმაურება.

მასში დაფიქსირებულის თაობაზე ჩვენი საპასუხო წერილი, ხსენებულ სამსახურს, 11 ოქტომბერს ჩავაბარეთ.

პასუხის მოლოდინში გასული ორკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ხსენებული სამსახურის სამდივნოს თანამშრომელთან 28 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას შევიტყვეთ, რომ ჩვენი საკითხი ვინმე ხათუნა სამანაშვილისათვის გადაუციათ.

29 ოქტომბერს, ქ-ნმა ხათუნამ ტელეფონით [N 237-84-77] განმიცხადა, რომ ჩვენი საკითხის განხილვა სპეციალური კომისიის ნოემბრის თვეში გასამართ სხდომაზე ყოფილა დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული თარიღის თაობაზე ამ დროისათვის არაფერია ცნობილიო.

იქვე მომთხოვა დამატებით წარმედგინა: პარლამენტის შენობის წინ დასადგმელად შერჩეული ადგილის სურათის რამოდენიმე ვარიანტი; და თავად ამ ადგილის საკადასტრო კოდის მაჩვენებელი.

აღნიშნული მონაცემების გარდა, იმავე დღეს, ელ. ფოსტით გადავუგზავნე - მემორიალის მაკეტის 20 წამიანი ვიდეო, და ჩვენს მიერ მომზადებული - 6:26 წუთის ხანგრძლივობის ვიდეორგოლი; აგრეთვე - მემორიალის მაკეტის სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტოები.

 

თაღლითი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ მიმდინარე

გამოძიების ქრონიკის საკითხისათვის

გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, რომ ხსენებული საქმის - „...გამომძიებელ ლუხუმ მაჩხოშვილის ინფორმაციით, იგი უახლოესი დღეების განმავლობაში შეაჯერებს მის ხელთ არსებულ ყველა მასალას, და საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით გადასცემს „ძველი თბილისის“ რაიონულ პროკურორს.

სწორედ „ძველი თბილისის“ რაიონული პროკურორი გადაწყვეტს, ავთო იოსელიანის თაღლითური საქციელის თაობაზე მოძიებული მასალის სასამართლოში წარდგენის ვადას...“ [გვ. 1].

ა/წ 4 ნოემბერს გამართულ სატელეფონო საუბრისას ბ-მა ლუხუმმა მაცნობა, რომ ჩვენი საქმის გამოძიება იმავე განყოფილების გამომძიებლის ქ-ნი მარიამ შალაშვილისათვის გადაუბარებიათ.

იმავე დღეს წყნეთში მდებარე პოლიციის განყოფილებაში მისულმა შევიტყვე, რომ ქ-ნი მარიამი სპეციალურად თაღლითობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამოძიებაზე ყოფილა სპეციალიზირებული.

სატელეფონო საუბრისას მასთან ჩემი შეხვედრის დროდ, 8 ნოემბრის 11 საათი შევარჩიეთ.

8 ნოემბერს, პოლიციის განყოფილებაში მისულმა, ქ-ნ მარიამს მოკლედ მოვახსენე ქ-ნ დინა ჯიქიას სარჩელის მოკლე შინაარსი; და იქვე გადავეცი, ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებული - თაღლითობაში ბრალდებულ ავთო იოსელიანთან მიმართებით, ჩვენი კუთხით გააზრებული, ე.წ. „ბრალდების“ ზოგადი მონახაზი [23 გვერდი]; რომელიც შემდეგი ნაწილებისაგან შედგება::

წინათქმა

პირველი ეპიზოდი: იურიდიული მნიშვნელობის იმ ფაქტების დამალვა, რომლის - დაზარალებულთათვის შეტყობინება აუცილებელი იყო

მეორე ეპიზოდი: ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა

მესამე ეპიზოდი: ყალბი ინფორმაცია - საბანკო ანგარიშის არსებობის თაობაზე

მეოთხე ეპიზოდი: აღებული ვალის აღიარება

მეხუთე ეპიზოდი: სესხად აღებული თანხის გადარიცხვის დოკუმენტაცია

მეექვსე ეპიზოდი: დინა ჯიქიას ფიზიკური შეურაცყოფა და მისდამი დანით დამუქრება

მეშვიდე ეპიზოდი: ტყუილის აღიარება

მერვე ეპიზოდი: თაღლითობაში ბრალდებული ავთო იოსელიანის საქციელით გამოწვეული შედეგი.

 

ქ-ნ მარიამს ასევე გადავეცი ქვემოთ წარმოდგენილი, სსკ 180-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით მომზადებული მასალა [4 გვერდი]:

 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

კარი მერვე: ეკონომიკური დანაშაული

თავი XXV. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ

 

მუხლი 180. თაღლითობა

კანონისმიერი განმარტებით - თუ თაღლითობის დროს დაუფლებულია 10 000 ლარზე მეტი ღირებულების ქონება, მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის III ნაწილის “ბ” პუნქტით,

შესაბამისად, დინა [დიანა] ჯიქიას მიერ, 2019 წ, 19 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის საფუძველზე, 2019 წ. 9 სექტემბერს საქმე აღიძრა - სსკ- 180- მუხლის მესამე ნაწილით, რომლის თანახმადაც:

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით:

გ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

სსკ მუხლი - 180 [თაღლითობა]

განმარტება -კომენტარი

 

პირველი განმარტება: მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი.

კომენტარი: ავთო იოსელიანმა თავიდანვე მოატყუა დაზარალებულები - სამემკვიდრეო ქონების მიღებასთან დაკავშირებით;

 

მეორე განმარტება: დანაშაული ჩადენილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც უკვე მოხდება ნივთის (ქონების) მესაკუთრის ან მფლობელისგან ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება და არ აქვს მნიშვნელობა შეძლო თუ არა დამნაშავემ თავისი საბოლოო მიზნის მიღწევა ანუ ნივთისა და ქონების მისაკუთრება.

კომენტარი: დინა ჯიქიასაგან 8 000 [რვა ათასი] აშშ დოლარი ავთო იოსელიანმა ისესხა 2014 წ, 29 დეკემბერს.

 

მესამე განმარტება: თაღლითობა არის განზრახი დანაშაული და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს ან მის კანონიერ მფლობელს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას.

კომენტარი: ავთო იოსელიანს წინასწარვე შეგნებული ჰქონდა საკუთარი ქცევის შედეგი - იგი ფულის გამოძალვის მიზნით იტყუებოდა, რომ თითქოსდა პირადად იცნობდა ე.წ. ჯონსონ იოსელიანს, ანუ ცრუ ფაქტების წარმოდგენით მალავდა სიმართლეს.

 

მეოთხე განმარტება: თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, რაც იმაში გამოიხატება, რომ დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ან პირიქით ნამდვილი ინფორმაციის დამალვით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას...

კომენტარი: ავთო იოსელიანი, ერთის მხრივ არასწორ ინფორმაციას გვაწვდიდა ვითომცდა გარდაცვლილ ჯონსონ იოსელიანთან მისი ნაცნობობის თაობაზე; ხოლო

მეორეს მხრივ მალავდა მის ელ. ფოსტაზე 2010-2014 წლების მანძილზე განთავსებულ ინფორმაციას. საიდანაც ნათლად ჩანდა, რომ მას არ შეეძლო ცნობოდა, ე.წ. ტოგოელი ადვოკატების მიერ გამოგზავნილ ფოტოზე აღბეჭდილი, ჯონსონ იოსელიანად შერაცხული პიროვნება.

 

მეხუთე განმარტება: მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის, ხერხი. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა.

კომენტარი: დაზარალებულებულებმა, დაეყრდნენ რა თაღლითობაში ბრალდებული ავთო იოსელიანის მიერ მოწვდილ ინფორმაციებს, ნებაყოფლობით გადასცეს სესხად, მათ მიერ სხვადასხვა გზით მოძიებული ფულადი რესურსი.

 

მეექვსე განმარტება: თაღლითობა შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური მოტყუებით.

აქტიური მოტყუებაა, როდესაც ხდება პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე წინასწარი შეცნობით.

პასიური მოტყუება კი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის დაზარალებულისთვის შეტყობინება სავალდებულო იყო.

კომენტარი: ამ შემთხვევაში სახეზეა თაღლითობის ორივე ფორმა. კერძოდ:

„აქტიური მოტყუება“ - ავთო იოსელიანმა წინასწარი შეცნობით ცრუ შეტყობინების საფუძველზე შეცდომაში შეიყვანა დაზარალებულები;

„პასიური მოტყუება“ - ავთო იოსელიანმა დამალა 2010-2014 წ.წ. მის ელ. ფოსტაზე განთავსებული სამემკვიდრეო ქონებასთან დაკავშირებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების ტოლფასი ინფორმაცია, რომლის გაცნობის შემთხვევაში დაზარალებული მხარეები აღარ ასესხებდნენ მას ფულს;

 

მეშვიდე განმარტება: მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად.

კომენტარი: ავთო იოსელიანმა დაზარალებულებს წარუდგინა ტოგოდან ელ. ფოსტით გამოგზავნილი არაერთი ე.წ. დოკუმენტი, რომელთა სიყალბე დადასტურდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად;

 

მერვე განმარტება: თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა,..

კომენტარი: ავთო იოსელიანი 2013 წლის ბოლოდან გაწევრიანდა პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ში, რის საფუძველზეც მან მოიპოვა ნდობა წლების მანძილზე ამავე პარტიაში გაწევრიანებული დაზარალებულებულებისაგან;

ჩვენი საათნახევრიანი საუბრის დასასრულს ქ-ნმა მარიამმა მაცნობა, რომ იგი, მის ხელთ არსებული მასალით, მომავალ კვირაში შეხვდება პროკურორ ქ-ნ თამარ პაპავას, და კვირის ბოლოსათვის დაგეგმილ სატელეფონო გასაუბრებისას მაცნობებს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საკანონმდებლო წინადადებათა თაობაზე

მიმდინარე პროცესების ქრონოლოგია

მკითხველს კარგად მოგეხსსენებათ, რომ ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო საკითხების ცვლილებებთან დაკავშირებულ თემატიკას, ჩვენი პარტიის სახელით ა/წ ივლის აგვისტოს თვეში პარლამენტისადმი წარდგენილი რვა საკანონმდებლო წინადადებით გამოვეხმაურეთ.

ა/წ 2 სექტემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე ჩვენი წინადადებების განხილვა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს დაევალა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ჩვენს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების პირველი განხილვა 2019 წ. 28 ოქტომბერს ჩაინიშნა [იხ. დღის წესრიგი].

http://www.parliament.ge/…/anonsi1112/28-oqtomberi-iuridiul…

აქამდე არსებული მანკიერი პრაქტიკის მსგავსად, ჩვენ, როგორც საკანონმდებლო წინადადებათა ავტორებს, არც ამჯერად მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით, საკომიტეტო სხდომაზე ჩვენივე წუნადადებათა ე.წ. საყოველთაო განხილვას“.

ჩვენი საკითხის საკომიტეტო მოსმენაშაზე გატანა, აპარატის „ახალწვეული“ წევრის - გიორგი ქვირაიასთვის დაუვალებიათ [ტ. 228-16-37].

მის მიერ ჩვენთვის ფოსტით გამოგზავილი ე.წ. პასუხების გაცნობის შემდეგ დავრწმუნდით, რომ, თითოეული პასუხთაგანი იმდენად არაკომპეტენტურად არის მომზადებული, რომ მათზე რაიმე კომენტარის გაკეთებას არავითარი აზრი არ აქვს.

თითოეული პასუხი შედგება: სამი პირობითი ნაწილისაგან.ესენია:

საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი; კომიტეტის შეფასება; დასკვნითი ნაწილი.

„საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი“ შედგება - ჩვენი საკანონმდებლო წინადადებიდან ამოღებული ამონარიდებიდან.

დასკვნითი ნაწილი ყველა პასუხში ერთი და იგივეა. სადაც ვკითხულობთ:

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა - “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად“.

ამჯერად, მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ამ ე.წ. პასუხებში დაფიქსირებული : „კომიტეტის შეფასებითი“ ნაწილი. რომელში ასახული მასალა არაკომპეტენტურობის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. ბ-ნი გიორგი, ვერ გარკვეულა რა ჩვენი შეთავაზებების არსობრივ მხარეში, დასკვნის გაკეთებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ დღეისათვის მოქმედი ნორმისეული მოთხოვნების მექანიკური გამეორებით. და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი წინადადებების სწორედ არსებულის შეცვლას გულისხმობს.

მთლიანობაში, პაკეტის სახით მიღებულ პასუხებს, წინ უძღვის შემდეგი ზოგადი მომართვა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი [12605/4-10/19; 06. 11. 2019 წ.]

“სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარეს

ბატონ მიხეილ [გელა] სალუაშვილს

 

ბატონო გელა,

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წ. 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი რვა საკანონმდებლო წინადადება...

დანართის სახით, გიგზავნით კომიტეტის დასკვნებს

დანართი: 16 ფურცელი

პატივისცემით

კომიტეტის თავმჯდომარე

ანრი ოხანაშვილი

კომენტარის გარეშე გთავაზობთ თანდართული მასალის მოკლე ტექსტობრივ შინაარსს:

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი [2-19631/19; 05. 11. 2019 წ.]

დასკვნა: “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [1-15031/19; 07. 08. 2019]

 

კომიტეტის შეფასება

კომიტეტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო წინადადება არ უნდა იქნეს გაზიარებული, უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მას არ ახლავს საკმარისი დასაბუთება, თუ რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოს საარჩევნო კოდექსში დღეს არსებული ტერმინები.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პარტიების დაფინანსების შემოთავაზებული პრინციპი და შექღუდვები სრულიად გაუმართლებელია, რადგან საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო დაფინანსების მიზნით მხოლოდ ხუთი მილიონი ლარის გამოყოფით, რომელიც თანაბრად უნდა განაწილდეს საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ სარჩევნო სუბიექტებზე, პარტიები ვერ შეძლებენ სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას; ეს კი ხელს შეუშლის ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და ზოგადად, არჩევნების სათანადო სტანდარტით გამართვას.

რაც შეეხება პარტიისათვის 12 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემას, შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის მიხედვითაც - „პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით“. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ორგანულ კანონში ცვლილებების გზით ვერ განხორციელდება და საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კონსტიტუციაში.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც საარჩევნო სისტემისს შეცვლასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ფრაგმენტულად განხორციელდეს.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი [2-19632/19; 05. 11. 2019 წ.]

დასკვნა: “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [1-15030/19; 07. 08. 2019].

 

კომიტეტის შეფასება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23 მუხლის მიხედვით - „საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისათვის გამოიყენოს“.

კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლების მიხედვით საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგანაც 6 წევრს არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე დღისა ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია. ხოლო დარჩენილ 6 წევრს კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთა გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 45-ე დღისა და არანაკლებ მე-40 დღისა.

საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით არჩევნების ჩატარების თვედ განსაზღვრულია ოქტომბერი. შესაბამისად საარჩევნო უბნების დაკომპლექტება იწყება აგვისტოში, ხოლო საარჩევნო უბნების 1 ივლისს შექმნა ემსახურება ორგანიზაციული საკითხების დროულად მოწესრიგებას, რათა საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებული შეხვდეს არჩევნებს.

საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის მიხედვით - „თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“.

შესაბამისად, კომისიის წევრის მიერ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე უარისთქმას, მოქმედი კოდექსის თანახმად, უკვე მოჰყვება გარკვეული შედეგები და, ამდენად, ამ მოქმედების გამო კომისიის წევრისათვის დისციპლინარული კანონმდებლობით დაკისრება აუცილებელი აღარ იქნება.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი [2-19633/19; 05. 11. 2019 წ.]

დასკვნა: “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [1-15029/19; 07. 08. 2019]

 

კომიტეტის შეფასება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უწყებათაშორისი კომისია იქმნება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, რისთვისაც კომისია მზად უნდა შეხვდეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდის ოფიციალურად დაწყებას [წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საქმიანობა ნაკლებად ეფექტიანი იქნება]. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, იგი შეიქმნას და ფუნქციონირება დაიწყოს არაუგვიანეს 1 ივლისისა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ მაინც.

აღნიშნული ჩანაწერი იძლევა შესაძლებლობას კომისია, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეიკრიბოს [თუმცა არანაკლებ კანონით დადგენილი პერიოდულობისა]. შესაბამისად, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების მიღების საჭიროება არ არის.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი [2-19634/19; 05. 11. 2019 წ.]

დასკვნა: “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [1-14781/19; 02. 08. 2019]

 

კომიტეტის შეფასება

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მოქმედი კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრი, როგორც თანამდებობის პირი, უკვე ვალდებულია თანამდებობაზე განმწესებიდან ორი თვის ვადაში წარმოადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული კანონპროექტის ინიცირება მიზანშეწონილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო მუშაობს საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულ საკითხზე, კერძოდ, პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ გამარტივებული ფორმით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების გაუქმების თაობაზე.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი [2-19635/19; 05. 11. 2019 წ.]

დასკვნა: “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [1-14745/19; 01. 08. 2019]

 

კომიტეტის შეფასება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული. ამასთანავე ამ ნორმის დარღვევისათვის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობაც [იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-10 თავი]. ხოლო კოდექსის 93-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ საარჩევნო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირითადი მიზანია საჯარო მართლწესრიგის დაცვა და მოსალოდნელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენცია, ხოლო ადმინისტრაციული სახდელი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დაზარალებულისთვის კომპენსაციის ან მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალება.

უნდა ასევე აღინიშნოს, რომ საარჩევნო სუბიექტს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდამრღვევისგან უშუალოდ მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი [2-19636/19; 05. 11. 2019 წ.]

დასკვნა: “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [1-14650/19; 31. 07. 2019]

 

კომიტეტის შეფასება

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან შემოთავაზებული შეზღუდვების დადგენა არ არის მიზანშეწონილი და ხელს შეუშლის წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო სუბიექტებს უზღუდავს თავისუფლებას, თავად გადაწყვიტონ რა ზომისა და ფორმატის სააგიტაციო მასალა გამოიყენებენ წინა საარჩევნოდ. ამასთანავე, ასეთმა შეზღუდვამ შესაძლებელია ზოგი საარჩევნო სუბიექტისათვის მომეტებული და გაუმართლებელი ფინანსური ტვირთი გამოიწვიოს.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსის მოქმედი 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განთავსებული სტენდი იმ ზომისა უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იქნეს უზრუნველყოფილი, რაც ამ კუთხით საარჩევნო სუბიექტებს შორის თანაბარ პირობებს უკვე ადგენს. შორის

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი [2-19637/19; 05. 11. 2019 წ.]

დასკვნა: “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [1-14523/19; 30. 07.. 2019]

 

კომიტეტის შეფასება

საარჩევნო კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებულია საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის წესი, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით - „იმ საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს, რომელმაც ბოლო საერთო პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0,75% ან 0,75%-ზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული“.

ამდენად, ეს წესი ნაწილობრივ იმ საარჩევნო სუბიექტების წახალისებასა და ხელშეწყობას ემსახურება, რომლებმაც განსაზღვრული რაოდენობის ამომრჩეველთა მხარდაჭერა მიიღეს. რაც იმას გულისხმობს, რომ მათთვის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული აკრძალვის დაწესება გარკვეულწილად მიზანშეუწონელია.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი [2-19638/19; 05. 11. 2019 წ.]

იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა 2019 წ. 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა - “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [1-13084/19; 05. 07. 2019].

კომიტეტის შეფასება

შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლისს მიხედვითაც - „პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით“.

შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მხოლოდ ორგანულ კანონში ცვლილების გზით ვერ განხორციელდება და საჭიროა შესაბამისი ცვლილებებისს განხორციელება კონსტიტუციაში.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისს გარემოება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავსს ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც საარჩევნო სისტემისს შეცვლასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ცვლილების ფარგლებში ასევე მიმდინარეობს მსჯელობა საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ საკითხზე.

 

ამბობენ - „ჩვენ ვიცნობთ მას!“

ამბობენ - „ჩვენ ვიცნობთ მას!“

ის ადგას გზას,

ჩვენსკენ მომავალს!..

რატომ არ უსმენთ მას?

არ მოვავლინებთ სხვას,

საკმაროსათა გვყავს,

ვინც მიგითითებთ გზას!..

ყველა ვიძახით - „გვწამს“,

საქმით კი ეს არ ჩანს...

მას დაუჯერეთ, მას,

ძალიან ცუდი დრო დგას.

ყველანი ვეძებთ გზას,

უფლისკენ მიმავალს,

ვერვინ გავიგნებთ გზას,

თუ არ მოვუსმენთ მას,,,

ის „თავის“ გზაზე დგას,

და ელოდება უფლის ხმას,

რაც ჩვენთვის უნდა თქვას!..

როგორც დასცინით სხვას,

თქვენ გადაგხდებათ თავს...

მას დაუჯერეთ, მას!..

გელა გვილავა