Print

გაზეთი N 26 [1069]

ეკლესიის იერარქთა კუთხით დანახული

ნიშნები ბოლო ჟამისანი

1996-1997 წლების გასაყარზე დაარსებული: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ ბაზაზე ჩატარებული კვლევის მასალები, ფართო განსჯისათვის მიეწოდებოდა:

როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასა და წმიდა სინოდს;

ასევე - საქართველოს მოსახლეობას, 1997 წ. 4 იანვრიდან დღემდე გამომავალი ჩვენი გაზეთის მეშვეობით.

მიმდინარე ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების თაობაზე, ჩვენს მიერ, გამოიცა ასზე მეტი კრებული; გადავიღეთ ფილმი: „სახარებაი ესე სასუფეველისაი“...

პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნების გადაწყვეტილებამ, საშუალება მოგვცა, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული სატელევიზიო საეთერო დროისა თუ სხვადასხვა პრესკონფერენციების მეშვეობით გვესაუბრა, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ, ჩვენს ხელთ არსებულ, ნიშნებზე.  

ამჯერად მკითხველებს გვინდა ვესაუბროთ, დამდგარი ბოლო ჟამის თაობაზე საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებების შესახებ, და მცირე კომენტარიც შემოგთავაზოთ.

 

„ბოლო ჟამი დამდგარია...“

როგორც აღინიშნა 1996-1997 წლიდან მოყოლებული, ჩვენ, წმიდა წერილებზე დაყრდნობით ინტენსიურად ვიკვლევთ და ვაქვეყნებთ მათში დაცულ და ჩვენს თვალწინ აცხადებულ იმ ნიშანთა ერთობლიობას, რომლითაც დასტურდება - მეორედ უფალ იესუ ქრისტეს მოსვლის წინა - ბოლო ჟამის დადგომა.

მოდით ვნახოთ, რას ბრძანებს აღნიშნულის თაობაზე - უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა:

„,ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები...“.

[ფრაგმენტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 2019 წ. 10 თებერვლის საკვირაო ქადაგებიდან]. [იხ.  https://www.youtube.com/watch?v=uAYMCoBkKGM ].

 

ბოლო ჟამის მიმდინარეობის თაობაზე - მაღალყოვლადუსამღვდელოესი დანიელი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე, თავის სატელევიზიო გამოსვლაში ბრძანებს:

„ეს არის აპოკალიფსი, ბოლო ჟამი... არის ესეთი აზრი, რომ... პირველ საუკუნეშიც ელოდნენო მეორედ მოსვლასო.

ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოლო ჟამი არის, როდესაც ეკლესიის წევრებში დაიწყება სარწმუნოების დაშრეტა. და შესაბამისად ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტიანულ ქვეყნებში სარწმუნოება იშრიტება... და დევნაა, არათუ იშრიტება, დევნაა, რელიგიის დევნაა..“

[ფრაგმენტი - 2019 წ. 13 ნოემბრის სატელევიზიო გამოსვლიდან]. [იხ.

https://www.youtube.com/watch?v=Kff817rk11o&;feature=youtu.be ].

 

 

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

ბოლო ჟამის ნიშანთა თაობაზე

ცალკე გვინდა შევეხოთ მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მიერ 2018 წ. 18 იანვრის ქადაგებაში გაშუქებულ რამოდენიმე მინიშნებას. [იხ.

https://www.youtube.com/watch?v=lqEGrNXYPC0&;feature=youtu.be ].

 

ა] „ერთი თქვენთაგანი პირდაპირი გაგებით გაბრწყინდება..“

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ, ჩვენის აზრით ბოლო ჟამში ასევე შობით მოდის მაცხოვარი.

ოღონდ, პირველი მოსვლისაგან განსხვავებით, ამჯერად იგი არა ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთდროულად მატარებელი, არამედ, დრომდე, მხოლოდ ერთი - ადამიანური ბუნების მქონებელი იქნება,

და, რომ ბოლო ჟამის მიწურულს, საქართველოში შობით მოსული და ადამიანური ბუნების მატარებელი - „ძე კაცისა“ ღვთაებრივი ძალმოსილებით აღიჭურვება, რასაც უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის საბოლოო არსი ითვალისწინებს.

აღნიშნულის თაობაზე თავისებურ მინიშნებას შეიცავს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგების შემდეგი ფრაგმენტი:

„...რაზეც შეიძლება შეგაწყინოთ თავი: გასაცოდავებულო ქართველო, დაკნინებულო, დაშლილო, გაყიდულო და მომავალშიც კიდევ გასაყიდო საქართველო, განა ეს შენი სასოება არ უნდა იყოს, რომ - ივერია გადარჩება?

მაგრამ, როგორ გადარჩება?

ჩვენ მივეჩვიეთ ყველაფერს უზრუნველს, საერთოდ მუქთახორები გავხდით ქართველები - უშრომელები, ულოცველები და ა.შ. ჩვენ გვგონია, როგორც იტყვიან, ხონჩით მოგვიტანენ გაბრწყინებულ საქართველოს... არა, ეგ არ მოხდება... საზარელი დღეები ელოდება...

როცა ჩვენ ვამბობთ ლავრენტისთან ერთად, რომ ხანმოკლე დევნის დღეები იქნება, მარტო დევნა არ იქნება - თითქოს უფალიც გაშორდება თავისი დედის წილხვედრ საქართველოს, საზარელი მოვლენები იქნება... დაფლეთენ, დაინაწილებენ ეს ტურები და მელნი საქართველოს, ერთმანეთში.

როცა, ილია მართლის თქმულისა არ იყოს: „არსაიდან ხსნა და საშველი რომ აღარ იქნება ქართველისთვის“, როდესაც, არ ვაზვიადებ, დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები, და შორს არ არის ძალზედ მალე იქნება, რომ - დაღამდება, ქართველი ინატრებს, რომ - არ გათენდეს, ის შეევედრება უფალს...

და სწორედ მაშინ, როდესაც არსაიდან გზა არ იქნება და საშველი, მაშინ გამოჩნდება - ჩვენი საშველი... ერთი თქვენთაგანი პირდაპირი გაგებით გაბრწყინდება, რაც მთელი ქვეყნიერების ყურადღებას მიიპყრობს...“.

 

აღნიშნულის თაობაზე ბიბლიაში ასეთი მინიშნებაა მოცემული:

„... ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე [აქ - „ძე კაცისა“], ან ისინი ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება“-ო [3 ეზრა 13,52]; ან კიდევ:

„42  მე, ეზრამ, ვიხილე სიონის მთაზე დიდძალი სიმრავლე, რომლის დათვლა ვერ შევძელი, და ყველანი საგალობლებით ადიდებდნენ უფალს.                   

43   მათ შუაგულში იდგა ტანმაღალი ჭაბუკი, ყველასგან გამორჩეული და ყოველ მათგანს თავზე ადგამდა გვირგვინს და კიდევ უფრო მაღლდებოდა მათზე. მე კი გაოცებამ შემიპყრო.           

44   მაშინ ვკითხე ანგელოზს, ვუთხარი: ვინ არიან-მეთქი ესენი, უფალო?                 

45   მან მიპასუხა: ესენია, ვინც განიძარცვა მოკვდავთა სამოსელი და უკვდავთა სამოსი შეიმოსა, და აღიარა ღვთის სახელი; ახლა კი გვირგვინდებიან და პალმის რტოებს იღებენ.             

46   და ვუთხარი ანგელოზს: ვინ არის-მეთქი ეს ჭაბუკი, ვინც მათ აგვირგვინებს და პალმის რტოებს აძლევს?          

47  მან მიპასუხა: ეს არის ძე ღვთისა, ვისაც აღიარებენ წუთისოფელში და მეც განვადიდე ისინი, ვინც მტკიცედ იდგა უფლისათვის.                  

48   მაშინ მითხრა მე ანგელოზმა: წადი, აუწყე ჩემს ხალხს, თუ რაზომ დიდია და ბევრი უფალი ღმერთის საოცრებანი, შენ რომ იხილე“ [3 ეზრა 2,42-48].

 

ბ] „მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა...“

საყოველთაო განკითხვის დღის დადგომამდე მოსახდენი, მეორედაც შობით მოსული „ძე კაცისას“ ძალმოსილებით აღჭურვის პროცესი, რასაც დეკნაოზი არჩილ მინდიაშვილი ასე აღწერს - „ერთი თქვენთაგანი პირდაპირი გაგებით გაბრწყინდება, რაც მთელი ქვეყნიერების ყურადღებას მიიპყრობს...“-ო, ბუნებრივია უდიდესი ძვრების სათავე გახდება.

მამა არჩილი აღნიშნულზე ბრძანებს - „... აი, ეს უდიდესი სასწაული, ამ მადლისაგან დაცლილი კაცობრიობისათვი,ს გასაოცარი და განსაცვიფრებელი იქნება... მრავალნი ჩამოვლენ აქ, რომ საქართველო ნახონ - ეს სასწაული.

ის ერები კი დასავლეთისა, რომლებმაც რუსეთს ჩაუგდეს საქართველო, და საქართველოს დაფლეთენ და დაინაწილებენ, მოვლენ და შენდობას იტყვიან აქ, რომ მათ დაუშვეს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ეგრერიგად დამცირება, დამხობა და დაკნინება...“.

ზემოთქმულის ბიბლიური გამოძახილი ასეთია - „„მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სახელი არ დაიქცევა“-ო [დან. 7,14].

 

გ] „შენ თავად გაზომე დრო...“

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნები ცხადდება იმ ქვეყანაში სადაც ხდება თავდაპირველად მხოლოდ ადამიანური ბუნების მქონე „ძე კაცისას“ შობა.

და პირიქით - „ძე კაცისას“ შობა ხდება სწორედ იმ ქვეყანაში, სადაც უნდა აცხადდეს ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე, წმინდა წერილებში დაცული მინიშნებანი.

შესაბამისად, მთელ ამ ნიშნებში მოცემულია სწორედ შობით მოსული „ძე კაცისას“ ბოლო ჟამისმიერი დროის ე.წ. თავგადასავალი.

 

მამა არჩილი აღნიშნულის თაობაზე ხსენებულ ქადაგებაში ამბობს - „ბევრი რამაა დამოკიდებული არათუ ივერიის გაბრწყინებაზე, არამედ ბოლო ჟამის მოვლენებზე ამ ადამიანთან... ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით...“.

 

ბიბლია, ბოლო ჟამის დადაგომის დამადასტურებელ ნიშნებთან მიმართებაში „ძე კაცისას“ როლის თაობაზე ასე ბრძანებს - „აჰა, გამიმჟღავნე ახლა უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო როდის“ [3 ეზრა 8,43].

წმიდა წერილისეული პასუხი ასეთია - „მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და როდესაც დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი“-ო [3 ეზრა 9,1-2].

აღნიშნული, დანიელის წინასწარმეტყველებაში ასეა გადმოცემული - „8. გავიგე მაგრამ ვერ მივხვდი. ვუთხარი: უფალო ჩვენო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი?

9. მითხრა: წადი დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. 13. შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ. განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს“ [დან, 12,8-9’ 13].

 

დ] „გაპარტახების სიბილწის ჟამი“

ბიბლიაში, ბოლო ჟამში განვითარებული მოვლენების სიმძიმიდან გამომდინარე, თავად ეს დრო - გაპარტახების სიბილწის ჟამად არის სახელდებული [იხ. მათე 24,15].

მამა არჩილის შეფასებით - „... არანაირი პარტიებით, არანაირი არჩევნებით საქართველოს, არათუ გაბრწყინება, იმის შენარჩუნებაც კი რაც გვაქვს დღეს დღეობით, დაკარგული კი ბევრი არის, არ მოხდება...

... ღმერთს დღესაც ჰყავს თავისი რჩეულები. ისინი, როდესაც ერთმანეთთან საუბრობენ, ამბობენ, რომ აღარ უნდათ ამ სოფელში ცხოვრება, უფალთან უნდათ ყოფნა, ანუგეშებენ ამით ერთმანეთს.

მაგრამ ესეც იციან, რომ უფალი მათ ტოვებს, რომ ღმერთმა მათ მიერ სხვები გაამდიდროს და წამოაყენოს დაცემული... ვისაც რწმენა აქვს გაუმრავლოს სარწმუნოება, თორემ წმინდანებს, ღვთის ჭეშმარიტ მონებსა და მხევლებს, აღარ სურთ დედამიწაზე ცხოვრება...

თვით თქვენც კი, ვისაც ასეთი რწმენა არა გაქვთ, ხშირად გითქვამთ, რომ აღარ მინდა ცხოვრება, გემო ცხოვრების ან სიტკბოება, მით უფრო, აღარ შეიგრძნობა...

სიხარული აღარა აქვთ დღეს ადამიანებს, და როგორიღა მდგომარეობა იქნება წმინდანებისთვის - აუტანელი, ალბათ, ადამიანური გაგებით... მაგრამ ამაშია მათი სულიერი სიმაღლე, რომ ღმერთი ტოვებს და ისინი თავდადებით და ერთგულად მიემართებიან ზეცისაკენ, და მიჰყავთ დასი და დასი ადამიანებისა.

ჩვენ, ძალმომრეობით არ ვუქადაგებთ ზეციური საიდუმლოებების ჭეშმარიტებას. ყველა თქვენთაგანს ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, არჩევანი თქვენ თავად უნდა გააკეთოთ...

„დე, ძლიერმა გაიმარჯვოს“ - ამბობს ზეციური მამა...“

 

ე] „მოავლინოს თქვენთვის ნაწინასწარმეტყველები იესუ ქრისტე“

წმიდა წერილისეული სწავლებით, ბოლო ჟამად სახელდებული დროის დასასრულის წინარე ეტაპი, რომელსაც მეორენაირად - „ჯვარცმისეული გზა“ ჰქვია, მეორედაც შობით მოსული „ძე კაცისასთვის“ გარკვეული განსაცდელების ფონზე მიმდინარეობს.

როგორც ითქვა, პირველად მოსვლისაგან განსხვავებით, მეორედაც შობით მოსული „ძე კაცისა“, ძალმოსილებით აღჭურვამდე, ანუ ღვთაებრივი ბუნების შეძენამდე, მხოლოდ - ადამიანური ბუნების მატარებელი იქნება.

და ვინაიდან, ბიბლიის მიხედვით, დედამიწაზე შობილთაგან - უცოდველი არავინ არ არ შეიძლება იყოს, „ძე კაცისაც“, მეტ-ნაკლები დოზით, ადამიანური ცოდვების მატარებელი იქნება.

შესაბამისად, ზემოთ ნახსენები „ჯვარცმისეული გზა“, პირობითად იმ გზასავალად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომლის დროსაც ხდება „ძე კაცისას“ მიერ მიწიური ცოდვებისაგან განწმენდის პროცესი.

 

მამა არჩილი აღნიშნავს - „...აი. სწორედ ის ღვთივკურთხეული ადამიანი, ღვთისაგან გამორჩეული, რომელიც დღეს მომზადებას გადის... რა მომზადება შეიძლება იყოს - განსაცდელები, ტრაგედიები, სნეულებანი არ აკლია იმ ადამიანს...

ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც განსწმენდს უფალი, აი, ამ ნიჭს მისცემს...“-ო.

 

ამ პროცესს, პეტრე მოციქული, უზენაესი ძალისაგან - „ძე კაცისას“ შეწყნარებას არქმევს - „ხოლო ღმერთმა, როგორც იწინასწარმეტყველა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით ქრისტეს ვნება, ისე აღასრულა [აქ - პირველად მოსვლის ჟამს].

19. მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები,

20. და მოიწიოს ჟამი სიხარულისა უფლის სახისაგან და მოავლინოს თქვენთვის ნაწინასწარმეტყველები იესუ ქრისტე,

21. რომელიც უნდა შეიწყნაროს ზეცამ, ყოვლის კვალად აღდგინების ჟამამდე, რასაც უკუნისიდან იტყოდა ღმერთი ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით“ [საქმე 3,18-21].

ამდენად „ნაწინასწარმეტყველები იესუ ქრისტეს მოვლინებამდე“, ადამიანური ბუნების მქონე „ძე კაცისა“ – „უნდა შეიწყნაროს ზეცამ“, და რომ ყოველივე ეს ხდება - ყოვლის კვალად აღდგინების ჟამამდე“, ანუ განკითხვის დღის დადგომამდე.

როგორც ვნახეთ, მამა არჩილი აღნიშნულს ასე ეხმიანება - „...აი. სწორედ ის ღვთივკურთხეული ადამიანი, ღვთისაგან გამორჩეული, რომელიც დღეს მომზადებას გადის...“-ო. და, იქვე გვთავაზობს, მისი კუთხით დანახულ კითხვა-პასუხს:

„რა მომზადება შეიძლება იყოს - განსაცდელები, ტრაგედიები, სნეულებანი არ აკლია იმ ადამიანს... ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც განსწმენდს უფალი, აი, ამ ნიჭს მისცემს...“-ო.

 

ვ] „სნეულებანი არ აკლია იმ ადამიანს...“

მამა არჩილის მიერ, „ძე კაცისასთან“ მიმართებით ქადაგებაში თქმული - „განსაცდელები, ტრაგედიები, სნეულებანი არ აკლია იმ ადამიანს...“, თავისებური კუთხით არის ახსნილი ზვიად გამსახურდიას წინასწარმეტყველურ ზღაპარში - „ლუქსლანდიური ამბავი“.

ლასკარისეულ ცოდნას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბიბლიაში მითითებული - „ორნი დასასრულამდე დარჩებიანისეული“ ეტაპის დადგომის მოახლოების გამო, 2011 წლის ბოლოს ჩვენს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით.

1992 წ. დაარსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას: - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას, დავამატეთ „საქართველოს სულიერი მისიის შესწავლის“ გზასავალზე ჩვენი სამოქმედო არსის მატარებელი ფრაზა - „უფალია ჩვენი სიმართლე“, და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების ასახვის შემდეგ, ჩვენი საქმიანობა შემდეგი სახელდებით განვსაზღვრეთ:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“.

პოლიტიკური საქმიანობის მთავარ მიზნად დავისახეთ - საქართველოს მოსახლეობისა და სახელისუფლო პოლიტიკური მმართველი ძალისათვის, შეგვეთავაზებინა ქვეყნის წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემების გადაჭრის ის მექანიზმი, რომელიც სწორედ, უფალ იესუ ქრისტეს გაცხადების წინარე - მიმდინარე ბოლო ჟამისმიერ დროში უნდა განხორციელებულიყო.

2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აშკარად გამოიკვეთა, ქვეყანაში ორი პოლიტიკური ძალისა და მათი ლიდერების დომინანტური პოზიცია, რაც, დღემდე, ბიბლიური: „ორნი დასასრულამდე დარჩებიანის“ მინიშნების აცხდების არეალში მიმდინარეობს.

შესაბამისად, 2012 და 2016 წლების მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობასა და მასთან ე.წ. კოჰაბიტაციაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაზავ გუნდს, სამართლებრივ სივრცეში არსებული პრობლემის წარმოჩენის პარალელურად, განსახილველად ვთავაზობდით ამ პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ მექანიზმს.

საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებათა აბსოლუტური უმრავლესობის უარყოფის ფონზე, სახელისუფლო გუნდი დღემდე ცდილობს იგნორირება გაუკეთოს, ჩვენი მხრიდან გამოვლენილ ნებისმიერ აქტივობას.

სახარებისეული „ამ ქვეყნის მთავრის“ მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ მოქმედების მეორე პირობითი მხარე, ლასკარისა და მისი კონკრეტული წევრების ე.წ. სიცრუის ბადეში გახვევას ისახავდა მიზნად.

აღნიშნულის გამო გამოწვეულ ნერვიულ დაძაბულობას, ერთის მხრივ ჩვენი წევრის ლევან ჩოხელის სიცოცხლე შეეწირა; ხოლო მეორე მხრივ ჩემი პირადი ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესება მოჰყვა შედეგად.

მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთის შეწევნით, საფლავის კარიბჭესთან მიახლოების პარალელურად, ვცდილობთ არ შევწყვიტოთ მხილებისეულ პროცესის ეგიდით წარმართული საქმიანობა.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით ვნახოთ რას გვაუწყებს ხსენებულ „ლუქსლანდიურ ამბავში“ დაცული ზვიად გამსახურდიას პირით მოწვდილი მინიშნება:

 

„... ხელთ იპყარ მახვილი ჭაბუკო, დროა [აქ - 2012 წლიდან] რომ ურჩხულს საბოლოოდ შეება - ჩიფჩიფით წარმოსთქვა დედაბერმა...

ამჯერად მიწისქვეშეთში [კოდია] მოგიხდება ჩასვლა - თქვა ქალმა და კოჭლობით მოშორდა მას.

შენი ცეცხლოვანი მახვილით ურჩხულის საცეცე - ფესვები უნდა აკაფო...

გაშტერებული ერიალენი ადგილიდან ვერ იძვროდა... იგი ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა ასე გაშეშებული, ორბის ხმას რომ არ გაეფხიზლებინა“

„დედოფლის პირბადით დაიბურე თავი ერიალენ და გახსოვდეს - ხმა არავის გასცე [აქ - უჩინარი იყავი] სანამ საქმეს არ დაასრულებ“ - თქვა მან და აიქნია ღონიერი ფრთები.

საძვალეში მარტო დარჩენილმა ერიალენმა მუჭში ჩაბღუჯული შავი რიდე გაშალა, ტუჩებთან მიიტანა და ეამბორა. შემდეგ თავზე გადაიფარა და უშიშრად ჩახტა ცივ სამარეში [აქ - პოლიტიკური ასპარეზში ჩართვა].

ცეცხლოვანმა მახვილმა ელვასავით გაანათა მიწისქვეშეთი. ჭაბუკმა დაინახა, რომ განძიგულა თავისი საცეც-ფესვებით ქვეყნის მთელს წიაღს მოსდებოდა და ნიადაგს ცხოველ ძალას აცლიდა... თვალცრემლიანი და შავი პირბადით თავდაბურული ჭაბუკი გააფთრებით ეკვეთა მტერს,,,

... მოკვეთილი ფესვებიდან მომწამვლელი ნისლი მოედინებოდა ტლანქად, მაგრამ დედოფლის შავი რიდე საიმედოდ იცავდა შეუსვენებლად მოიერიშე ჭაბუკს.

უცებ ქვესკნელის ნაპრალებიდან გამოცვივდნენ გონჯები [აქ - ე.წ. კოჰაბიტაციაში მონაწილენი], რომელთაც მამაკაცის აგებულება და ქალის მკერდი, აგრეთვე - ბასრი კლანჭები და ხანჯლისხელა ეშვები ჰქონდათ, სხეულს კი ჟღალი ჯაგარი უფარავდათ...

...გონჯებმა ერთდროულად გაშმაგებით შეუტიეს მას... ქვესკნელის მკვიდრნი საშინელი ღრენითა და გამაყრუებელი კივილით დაესივნენ მას... სხეულზე ახტებოდნენ და ბასრი კლანჭებითა და ხანჯლისხელა ეშვებით ხორცს აგლეჯდნენ უმოწყალოდ.

აუტანელი ტკივილის მიუხედავად [კოდია] ერიალენი მათ ყურადღებას არ აქცევდა და წამითაც არ სწყვეტდა საცეც - ფესვების კაფვას. იგი თვალთაგან სიმწრის ცრემლებს აფრქვევდა, მაგრამ ბრძოლას მაინც განაგრძობდა.

მხოლოდ, თითო კბენისაგან მისი სახე თითო ნაოჭით ისერებოდა. კლანჭის თითო ჩასობისაგან თითო თმის ღერი უთეთრდებოდა. ცხარედ მტირალმა ერიალენმა ეს არ იცოდა. ცეცხოვანი მახვილით განუწყვეტლივ სხეპდა იგი განძიგულას ფესვებს...“.

 

წინამდებარე წერილის დასასრულს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ყოველივე ზემოთქმულში მოცემულია ბოლო ჟამის მიმდინარე დამამთავრებელ ეტაპზე მოსახდენი არსის სხვადასხვა კუთხით გადმომცემი მინიშნებანი.

ბოლო ჟამი კი თავისი მისტერიების ფონზე მიმდინარეობს. ყველაფერი ღმერთის მიერ წინასწარ განჭვრეტილისდა მიხედვით დამთავრდება.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილ

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნი არჩილ თალაკვაძის სახელზე გაგზავნილი წერილის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ხელმოწერით მიღებულ ე.წ. „პასუხს“, რომელიც არაკომპეტენტურობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

აქვე გაეცნობით, 27 ნოემბერს ბ-ნ არჩილ თალაკვაძისადმი გაგზავნილ ე.წ. „პასუხის პასუხს“. დასკვნის გაკეთება მკითხველისათვის მიგვინდია.

 

 

საქართველოს პარლამენტის

აპარატის უფროსი

წერ. N13304/2-1/19; 25-11-2019

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარეს, ბატონ მიხეილ (გელა) სალუაშვილს

 

ბატონო მიხეილ (გელა),

თქვენი 2019 წლის 8 ნოემბრის №1-20972/19 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის №259/3 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი.

ამ ბრძანებით განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელთაც, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად ესაჭიროებათ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი ე. წ. მუდმივი და ერთჯერადი საშვები.

მუდმივი საშვით, საქართველოს პარლამენტის აპარატში დასაქმებული პირების გარდა, სარგებლობენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირები, ის თანამდებობის პირები, რომელთა დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დანიშნული, მთავარი საჯარო თანამდებობის რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეები, რომლებიც არ არიან საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის სასახლეში განთავსებული ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტში აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. ამდენად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი მუდმივი საშვით სარგებლობის უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც, მათი უფლებამოსილებებიდან თუ სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, ეს საშვი ყოველდღიურად ესაჭიროებათ.

ამასთანავე, საპარლამენტო საქმიანობაში დაინტერესებულ პირთა ფართო წრის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი მუდმივი საშვით სარგებლობის უფლება აქვთ 2012−2016 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებს.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ბრძანების თანახმად, საშვის დაშვების უფლების მქონე პირებს აქვთ უფლება, ერთჯერადი საშვი გასცენ ყველა დაინტერესებულ პირზე, რომელთათვისაც ცალკეულ შემთხვევებში საჭირო გახდება საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს წერილში მითითებული პირები არ შედიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ, მუდმივი საშვით სარგებლობის უფლების მქონე პირთა ნუსხაში, ამ პირებს წერილში დასმულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლა შეუძლიათ ერთჯერადი საშვით, დადგენილი წესის შესაბამისად.

პარლამენტის აპარატის უფროსი

გივი მიქანაძე

 

წერ. ჩაბ. N 1-22233/19.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს!

 

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა -

უფალია ჩვენი სიმართლეს“

 

ღია მიმართვა

 

ბატონო არჩილ!

როგორც მოგეხსენებათ 2019 წ. 7 ოქტომბერს [წერ. ჩაბ. N1-18563/19] და შემდგომად 2019 წ. 8 ნოემბერს [წერ. რეგ. N1-20972/19], მოგმართეთ წინადადებით, რომ:

ერთის მხრივ - საქართველოს პარლამენტსა, და მეორეს მხრივ - საქართველოს არასაპარლამენტო პარტიებს შორის თანამშრომლობის ამაღლების მიზნით

თქვენს მიერ, კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული სამართლებრივი აქტის [ბრძანების] საფუძველზე, მინიმუმ, 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მომხდარიყო:

ბოლო საერთო არჩევნებში დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების [საარჩევნო ბლოკის თუ დამოუკიდებლად მონაწილე პარტიათა] თითო წარმომადგენელზე - პარლამენტისა და საკომიტეტო სხდომებზე დასწრების მიზნით, ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის A, B, C და AB კორპუსებში შესასვლელად, ე.წ. - „სტუმრის სტატუსის“ მქონე საშვის გადაცემა.

 

ბატონო არჩილ !

ჩვენს მიერ პირადი შეხვედრის დროს, თქვენს მიერ გამოთქმული იქნა პოზიცია აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის თაობაზე.

და აი, 2019 წ. 25 ნოემბერს ჩვენი შემოთავაზების პასუხად, მივიღეთ წერილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ბ-ნი გივი მიქანაძის ხელმოწერით [იხ. დანართი].

აღნიშნული წერილი, ჩვენის აზრით არ შეიძლება ჩაითვალოს იმის პასუხად რასაც ჩვენ გთავაზობთ. და აი, რატომ:

წერილის პირველ ნაწილში, ბატონი გივი გვაუწყებს დღეის მდგომარეობით საპარლამენტო საშვების დაშვების განმსაზღვრელი ბრძანებით [2016 წლის 30 დეკემბრის №259/3] არსებულ რეალობას.

წერილის დამამთავრებელ მეორე ნაწილში ბატონი გივი „გვპასუხობს“:

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს წერილში მითითებული პირები არ შედიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ, მუდმივი საშვით სარგებლობის უფლების მქონე პირთა ნუსხაში, ამ პირებს წერილში დასმულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლა შეუძლიათ ერთჯერადი საშვით, დადგენილი წესის შესაბამისად“-ო.

 

ბატონო არჩილ!

თავიდანვე გვინდა შევნიშნო, რომ ჩვენი წერილი თქვენდამია განკუთვნილი, და არა ბ-ნი გივი მიქანაძისადმი. შესაბამისად გაუგებარია - ვისი პოზიციაა გადმოცემული ამ საპასუხო წერილში.

ბოდიშის მოხდით მინდა ვივარაუდო, რომ თქვენ არ გაცნობიხართ, ბ-ნი გივი მიქანაძისეულ „მოსაზრებას“, თორემ ასეთ, ჩვენი მოთხოვნის რეალობასთან აცდენილ პასუხს არ გამოგვიგზავნიდით.

ჩვენი შემოთავაზების წარდგენა განაპირობა სწორედ იმან, რომ მომხდარიყო საშვების დაშვების არსებულ სისტემაში ცვლილებების შეტანა, რამეთუ ჩვენს - „წერილში მითითებული პირები დიახაც არ შედიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ, მუდმივი საშვით სარგებლობის უფლების მქონე პირთა ნუსხაში“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი ექნებოდა ჩვენი შემოთავაზების გაკეთებას?

ამიტომ, აღნიშნული წერილი, ჩვენის აზრით არ შეიძლება ჩაითვალოს იმის პასუხად რასაც ჩვენ გთავაზობთ.

შესაბამისად, გთხოვთ განიხილეთ ჩვენს მიერ უკვე წარმოდგენილი წინადადება, და გვაცნობეთ თქვენი საბოლოო პოზიცია.  

 

ბატონო არჩილ!

დასასრულს უნდა მოგახსენოთ, რომ - არასაპარლამენტო პარტიათა განსაზღვრული კატეგორიისათვის, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის უფლების გამარტივებისაკენ მიმართული, თქვენს მიერ გამოცემული უპრეცენდენტო შინაარსის ბრძანებულება, თავის დადებით წვლილს შეიტანს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ახალ ეტაპზე აყვანის საქმეში.

 

დანართი: საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წერილი [N13304/2-1/19; 25-11-2019] -2 გვ.;

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი, 2019 წ. 27 ნოემბერი

 

ქრისტე არ გიყვარს - მებრალები!

ამბობენ: „სინდისი პატარა ღმერთია“

შენში ვერ ჰპოვე ასეთი სინდისი?

ვით გინდა გადარჩე? თუკი არ გიყვარს

ის, ვინც არს ყოველ სიკეთის საწყისი?

ქრისტეს გზაზე როგორ სულდგმულობ?

ვით გაგაჩნია ცხოვრების ხალისი?

ქრისტე არ გიყვარს? მე მებრალები,

თუმც სულაც არ ხარ შესაბრალისი...

ამბობენ: „სინდისი პატარა ღმერთია“

შენში ვერ იგრძენ ასეთი ღმერთი?

ბოლო ჟამია! სიბრძნეს მოუხმე,

უფალი სუფევს საუფლო კვერთხით!..

ნეტავ იმედი გაქვს ვისი, ან რისი?

თუ გიფიქრია ღვთის წინაშე ვართ კი ჩვენ ღირსნი?

შევვედროთ სიყვარული უწმინდეს მარიამს,

ვინც არის სამყაროს ზე-სამშვენისი!

ერში ხარ? ბერი ხარ? ან ხარ სალოსი?

შენ იმედი ხარ საქართველოსი!

ღვთის სიტყვას უსმენ? შენ გადარჩები!

თუ გწამს და გჯერა შენ უსასრულოსი!..

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

...

მოვეგოთ გონზე,

ყველას მივმართავ,

„მოვეგოთ გონზე“,

შეჩვერდეთ დროზე!..

მომავლის დღეზე, ერზე და ბერზე,

უფალი -დღემდე

ქადაგებს ჩვენზე...

გელა გვილავა