Print

გაზეთი N 27 [1070]

„ძველი თბილისის“ რაიონულ პროკურატურას

 

საქართველოს მოქალაქის მიხეილ [გელა] სალუაშვილის

პირ. N01401114928, მცხ. ქ. თბილისსი, მუხიანი, 1-ლი მ/რ მე-2 კ. ბ. 95

 

ღია მიმართვა

 

ბატონო პროკურორო!

წარმოგიდგენთ - სსკ-ის 180-ე მუხლი [თაღლითობა} მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის ავთანდილ იოსელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების ქრონიკას:

2019 წ. 19 აგვისტოს დინა ჯიქიამ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიტანა სარჩელი ავთო იოსელიანის თაღლითობის თაობაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. სარჩელის ჩაბარების ნომერი - N01/13-82190, 19/08-2019 წ.;

21 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში გვაცნობეს, რომ სარჩელი - თბილისის პროკურატურისათვის გადაუციათ;

26 აგვისტოს, თბილისის პროკურატურამ გვაცნობა, რომ 23 აგვისტოს სარჩელი ვაკე-საბურთალოს პროკურატურას დაეწერა;

2019 წლის 9 სექტემბერს - ავთო იოსელიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე: სსკ-ის 180-ე მუხლი [თაღლითობა} მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც ითვალისწინებს: 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას;

10 სექტემბერს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის დეტექტივმა ბ-მა გიორგი აბუაშვილმა ოფიციალური ჩვენება ჩამოართვა სარჩელის ავტორს ქ-ნ დინა ჯიქიას;

ვინაიდან ქ-ნი დინას მიერ, ავთო იოსელიანისათვის თანხის გადაცემა წყნეთის ტერიტორიაზე მოხდა, 17 სექტემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონიდან, სარჩელი, ტერიტორიული დაქვემდებარების მიხედვით, შემდგომი გამოძიებისათვის, გადაეცა - „ძველი თბილისის“ რაიონის წყნეთის პოლიციას[N13/03-65892];

საქმე - N007100919006: 19 სექტემბერს დაეწერა და მხოლოდ 24 სექტემბერს გადაეცა წყნეთის პოლიციას, გამომძიებელ ბ-ნ ლუხუმ მაჩხოშვილს;

2 ოქტომბერს, გამომძიებლის ლუხუმ მაჩხოშვილის მიერ მოხდა მიხეილ [გელა] სალუაშვილის, როგორც სარჩელში მოხსენიებული დაზარალებული პირის, მოწმის სტატუსით დაკითხვა;

3 ოქტომბერს, გამომძიებლის ლუხუმ მაჩხოშვილის მიერ მოხდა მევლუდ მამადაშვილის, როგორც სარჩელში მოხსენიებული დაზარალებული პირის, მოწმის სტატუსით დაკითხვა;

 

გაგრძელება

2019 წ. 19 აგვისტოდან, ანუ პროკურატურაში სარჩელის შეტანიდნა მოყოლებული, ავთო იოსელიანმა გათიშა თავისი ტელეფონი და მიიმალა.

გამომძიებელმა ლუხუმ მაჩხოშვილმა განგვიცხადა, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს ავთო იოსელიანის მოსაძებნადო. კერძოდ:

პოლიციის მოთხოვნით გაფრთხილება მიეცა სასაზღვრო სამსახურს, რომ ავთო იოსელიანის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის [ანუ დამალვის] მცდელობა აღკვეთილიყო;

სატელეფონო კონტაქტი დამყარდა ავთო იოსელიანის დედასთან ქ-ნ დალი ურუშაძესათნ [რომელმაც განაცხდა, რომ ამ საქმის გამო ავთო სახლიდან მე გავაგდე, და ეხლა სად არის არ ვიციო],; ავთო იოსელიანის ნახევარ ძმასთან; ავთო იოსელიანის ყოფილ მეუღლესთან და ა.შ. თითოეული მათგანი აცხადებდა, რომ მათ არ იცოდნენ ავთოს ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.

2019 წ. 11 ოქტომბერს ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია თავად მივიდა პოლიციის წყნეთის სამმართველოში და თავისივე ინიციატივით გაესაუბრა გამომძიებელ ლუხუმ მაჩხოშვილს.

2019 წ. 15 ოქტომბერს, პოლიციის განყოფილებაში კვლავ თავისი ინიციატივით მისულ ქ-ნ დინას, გამომძიებელმა აცნობა, რომ ამდენი ხნის ძენბნის შემდეგ, ავთო იოსელიანი თავისით მისულა პოლიციის განყოფილებაში - ჩვენების მისაცემად. თავისი ე.წ. მიმალვის თაობაზე გამომძიებელს განუცხადა, რომ თითქოს ტელეფონი გაუფუჭდა და ამიტომ ვერ ხერხდებოდა მასთან დაკონტაქტება.

ავთო იოსელიანის ჩვენების შემდგომად ბ-მა ლუხუმმა, გარკვეულ კითხვებზე პასუხის დაზუსტების მიზნით კვლავ მოინდომა ჩვენთან ოფიციალური გასაუბრება [დაკითხვა].

გამომძიებლის ლუხუმ მაჩხოშვილის მიერ:

2019 წ. 23 ოქტომბერს მოხდა დინა ჯიქიას დაკითხვა;

2019 წ. 23 და 25 ოქტომბერს მოხდა მიხეილ [გელა] სალუაშვილი დაკითხვა;

2019 წ. 25 ოქტომბერს მოხდა მევლუდ მამადაშვილის დაკითხვა;

ამდენად

2019 წ. 19 აგვისტოს დინა ჯიქიას მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ავთო იოსელიანის თაღლითობის თაობაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით სარჩელის შეტანისა და

2019 წლის 9 სექტემბერს - ავთო იოსელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან [სსკ-ის 180-ე მუხლი [თაღლითობა} მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც ითვალისწინებს: 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას], მოყოლებული

2019 წ. 25 ოქტომბრის დროის ფარგლებში მოხდა, აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებული ყველა მონაწილე პირის:

ერთის მხრივ დაზარალებული - დინა [დიანა] ჯიქიას, მიხეილ [გელა] სალუაშვილის მევლუდ მამადაშვილისა, და

მეორეს მხრივ, თაღლითობაში მხილებული - ავთანდილ იოსელიანისათვის ჩვენების ჩამორთმევა.

გამომძიებელ ლუხუმ მაჩხოშვილის ინფორმაციით, იგი უახლოესი დღეების განმავლობაში შეაჯერებდა მის ხელთ არსებულ ყველა მასალას, და საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით გადასცემდა „ძველი თბილისის“ რაიონულ პროკურორს; რომელიც გადაწყვეტდა კიდეც, ავთო იოსელიანის თაღლითური საქციელის თაობაზე მოძიებული მასალის სასამართლოში წარდგენის დროს.

ა/წ 4 ნოემბერს გამართულ სატელეფონო საუბრისას ბ-მა ლუხუმმა მაცნობა, რომ ჩვენი საქმის გამოძიება იმავე განყოფილების გამომძიებლის ქ-ნი მარიამ შალაშვილისათვის გადაუბარებიათ.

იმავე დღეს წყნეთში მდებარე პოლიციის განყოფილებაში მისულმა შევიტყვე, რომ ქ-ნი მარიამი სპეციალურად თაღლითობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამოძიებაზე ყოფილა სპეციალიზირებული.

სატელეფონო საუბრისას მასთან ჩემი შეხვედრის დროდ, 8 ნოემბრის 11 საათი შევარჩიეთ.

8 ნოემბერს, პოლიციის განყოფილებაში მისულმა, ქ-ნ მარიამს მოკლედ მოვახსენე ქ-ნ დინა ჯიქიას სარჩელის მოკლე შინაარსი; და იქვე გადავეცი, ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებული - თაღლითობაში ბრალდებულ ავთო იოსელიანთან მიმართებით, ჩვენი კუთხით გააზრებული, ე.წ. „ბრალდების“ ზოგადი მონახაზი [23 გვერდი]; რომელიც შემდეგი ნაწილებისაგან შედგება::

ლუხუმ მაჩხოშვილის მსგავსად, ქ-ნ მარიამმა მაცნობა, რომ იგი უახლოესი დღეების განმავლობაში შეაჯერებდა მის ხელთ არსებულ ყველა მასალას, და საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით გადასცემდა „ძველი თბილისის“ რაიონულ პროკურორს;

15 ნოემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრისას შევიტყვეთ, რომ, ქ-ნ მარიამ შაკაშვილს ჩვენი საქმის მასალები პროკურორ ქ-ნ თამარ პაპავასთვის გადაუცია.

ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო, დღემდე ვერ მოხერხდა ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით საჭირო გადაწყვეტილების მიღება.

 

ბატონო პროკურორო!

ყოველივე ზემოთქმულის გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გამარკვიეთ - რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ხსენებული საქმისადმი ამდაგვარი დამოკიდებულება?

გარდა ამისა, თქვენთვის ხელსაყრელ დროს, ამავე მიზნით მინდა გთხოვოთ პირადი შეხვედრა...

წინასწარ გიხდით მადლობას თანამსრომლობისათვის.

პატივისცემით

მხეილ [გელა] სალუაშვილი

ტ. 5 [91] 63-63-36

 

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი, 2019 წ. 27 ნოემბერი

 

 

 

წერილის ჩაბ. №1-22822/19;

5/12/2-19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა -

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

მიგვაჩნია რა, რომ აუცილებელია სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ყაირათიანად გამოყენებისათვის საჭირო სამართლბრივი გარემოს შექმან, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 105-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“.  

დანართი:

1. კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“ - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 5 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

05. 12. 2019 წ.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

ცვლილების შეტანის შესახებ

 

თავი პირველი:

მუხლი 1.მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

კანონის 30-ე მუხლის მე-2-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

„2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც:

ა) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში პირველ ნომრად დაფიქსირებული მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით);

ბ) ამოღებულია;

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შეტანის შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მერებაშვილი თამაზი, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი,

სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ჯიქია დინა [დიანა]...

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

.

 

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

1. წინათქმა

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება ორიენტორებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონში დაფიქსირებული ხარვეზის გამოყებით ე.წ. არაჯანსაღი, რეიტინგული პარტიებისა და მათ ირგვლივ გაერთიანებული ე.წ. ცრუ, ან დაბალრეიტინგული პარტიების მიერ ერთობლივად შემუშავებული თაღლითური სქემის აღმოფხვრაზე.

 

შემოთავაზებულია ორი ტიპის რეგულაცია. კერძოდ:

 

კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის“ დღეს მოქმედი ნორმის თანახმად

„2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც:

ა) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით)“;

 

წარმოდგენილი ჩანაწერი, სახელმწიფო სახსრების უყაირათოდ ხარჯვაზე ორიენტირებულ ე.წ. რეიტინგულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებისა და მასში ე.წ. ცრუ, ან დაბალრეიტინგული პარტიების გაერთიანების გზით, საშუალებას აძლევს ხელი შეუწყოს ე.წ. ცრუ ან დაბალრეიტინგული პარტიებისათვის კვალიფიციური სტატუსის მოპოვებას.

კანონის აღნიშნული ხარვეზის არსებობის შედეგად სახეზე გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამოდენიმე მილიონი ლარის ე.წ. „დაკანონებული თაღლითობის“ გზით მითვისებასთან.

 

ჩვენი შემოთავაზება ითვალისწინებს, დაკონკრეტდეს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანებული საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანებებისათვის კვალიფიციური სტატუსის მიღების ახლებური წესი. კერძოდ:

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ნებისმიერი ოდენობის პარტიებიდან, საარჩევნო ბლოკის მიერ, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, კვალიფიციური სტატუსი უნდა მიენიჭოს, მხოლოდ ამ ბლოკის პირველ ნომრად დაფიქსირებულ პოლიტიკურ გაერთიანებას.

ხსენებული წინადადების გაზიარების შემთხვევაში, სწორედ ასეთ პარტიას მიეცემა სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება.

 

კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის“ დღეს მოქმედი ნორმის თანახმად

„2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც:

ბ) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, თუ მისი ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნა მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ეს პარტია, ან საარჩევნო ბლოკში შემავალი მაორიტარობის კანდიდატის წარმდგენი პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით.

კანონში არსებული ეს, ე.წ. „ხარვეზისმიერი“ ჩანაწერი, ასევე უწყობს ხელს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების „დაკანონებული თაღლითობის“ გზით მითვისებასთან.

შესაბამისად, ჩვენი შემოთავაზებით, კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი საერთოდ უნდა იქნეს ამოღებული.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - კვალიფიციური სტატუსის მქონე იქნება, კანონით დადგენილი საარჩევნო ბარიერის გადამლახავი, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე:

ერთის მხრივ - დამოუკიდებლად მონაწილე პარტია; ხოლო

მეორეს მხრივ - საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების ბაზაზე ჩამოყალიბებულ საარჩევნო ბლოკში პირველ ნომრად დაფიქსირებული პოლიტიკური გაერთიანება.

 

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - „1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. [მუხლი 36,1].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მერებაშვილი თამაზი, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი,

სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ჯიქია დინა [დიანა]...

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

 

 

დამანგრეველი სიჩუმე

 

სიჩუმის „ხმაური“ სულს მიფლეთს, მტანჯავს...

სიჩუმის „ყიჟინა“ სხვა ხმაუტს არ ჰგავს...

სულის ფორიაქი უსაზღვროდ მაწუხებს,

ვეღარ გავექეც სიჩუმის მარწუხებს...

ეს სიჩუმე ჩვენში - სიმდაბლის, მოწყალების,

სინდისის არ ქონაა...

არ ქონაა - ურთიერთგატანის, მოთმინების, შენდობის,

ეს სიჩუმე - სიბრძნის, სიკეთის,

სიმართლის დანდობის არ ქონაა...

ეს ყოველივე არ ქონაა - ღმრთის შიშის,

სიყვარულის, ერთგულების, მშვიდობის,,,

ამ სიჩუმეში ამაზრზენი სიძულვილი მდუღარებს ირგვლივ...

რა დამამშვიდებს, როცა მამული ყიზილბათ მსგავსად

საჯიჯგნ - სათარეშოდ გაუხდია გამყიდველს, მავანს,

ღმერთო, ინებებ უძღებთათთვის გონს წაღმა მავალს?

ვიდრე ვმრისხანებთ ამპარტავნები

ვერცხლის სიყვარულს, ანგარებას არ ვეტყვით უარს...

ტახტისთვის ბრძოლა, ურწმუნოება ვიდრე ჩვენშია,

ვერ ვეღირსებით მშვიდობას მყარს...

ვიდრე უპოვართ, ქვრივ-ობოლთ, სნეულთ,

პატიმართ, დევნილთ ჩვენ არ ჩავთვლით,

არ ვუპატრონებთ, ვალს არ მოვიხდით,

რა გველოდება, ამას ვერ გავთვლით...

რა დღეში მყოფობს ჩემი ერი და ეკლესია?

ვაი მას, ვისაც ქართველთათთვის ხმალ-ეკლესია...

ფრთხილად ქართველნო, განგებულება უმაღლესია

ღვთის ორგულთ თავად განსჯის მესია...

მე დღეს სიჩუმეს მივმართავ: აბა,

დასცხე ყიჟინა და იმქუხარე!

გამოაფხიზლე იბერთ ჯიშის სული მთვლემარე

მუხლმოდრეკილი გევედრები - ნუ ხარ მდუმარე!

მეუფევ დიდების! - მოიღე წყალობა!

რისხვის ზარებით უფხიზლე გონი,

ვინც დღეს ორგულობს, ღალატობს მამულს,

არ არის შენი ნების გამგონი...

დედაო ღვთისავ! - შენი ლოცვები

დე, განეფინოს შენს წილხვედრ მამულს!

დე! განეფინოს სიყვარული გულთ გაციებულთ

ვვედრ სულიწმინდის ცეცხლოვან ალმურს!

ჩემო „ლასკარო:, შენს ჩუმ ნაკრძალში

ქანცხაწყვეტილმა იმედით შემოვდგი ფეხი,

მე შენს სიწმინდეს თუ ვუღალატო,

დამეცეს მეხი...

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

...

დრო მოდის რთული

 

მიკვდება გული, დრო მოდის რთული,

ჩვენ კი სხვაზე ვართ დღეს გადართული:

„ფული და ჩხუბი“ - არ გვახსოვს სული,

დღეს უბედური, ფასდაუდებელი, გასამართლებელი...

ჩვენთვის იყო ზვიადი - თავგანწირული.

თქვენ კი რას ფიქრობთ

ხმა რატომ ჰქონდა ღვთიური.

უნდა შეევსო დღიური,

ყველას მოგვეცა სტიმული,,

ყველასთვის იყო ღვთიური,

ყველაფრით გამორჩეული,

უფლისგან იყო რჩეული

და ჩვენს მაშველად ქცეული,

ასე ვართ მიტოვებული

უფლისგან დაშორებული,

ქრთამისგან გაღორებული,

მკვლელებად გადაქცეული.

უფალი განრისხებული,

ეს ერი ჩემი რჩეული,

ფულზე ხართ გადარეული,

ურჯულოების კრებული,

ღვთისგან მოვლენილ სიტყვებით

ათასგზის გაფრთხილებული:

გულთან არ მიკარებული,

ასე რადა ხართ ქცეული,

თქვენთვის დრო არის რჩეული,

დრო კიდევ - გადაწეული,

უფლის სიტყვათა კრებული,

ლექსათა გადაქცეული!,,,

 

 

|მა - მულ| [მე მოვალ]

 

მოვალ მე შენთან, მოვალ და გეტყვი:

ერთადერთი ვარ, მე - შენი ღმერთი...

იმასაც გეტყვი ვისთვის რა მეთქმის,

დაიმახსოვრე - შენთან არს ღმერთი!..

დაიმახსოვრე რასაც მე გეტყვი,

მე ვარ - აბრამის, ისაკის ღმერთი,

და იაკობის მომავლის ველი.

დღეს კი შენა ხარ ვისაც მოველი,

აჰა, აგერ ვარ, შენთან მოვედი.

ჩემი სიტყვების გახდი მფლობელი

დედამიწის კი, მე ვარ მშობელი.

ჩემი სიტყვებით მოივლი ქვეყნებს,

მინდა, რომ ყველა თაყვანსა გცემდეს ,

ზარებს რეკდნენ და ყველა ენისთვის

ქართულად ჟღერდეს:

„მე ვარ უფალი, ვისაცა სცემდნენ,

დღეს კი, თაყვანსა რომ უნდა მცემდნენ,

„უფლის სისხლითა“ გასვარეთ მიწა,

უფლის შექმნილი, „თავისუფალი“,

რისთვის ვაწამეთ ჩვენი უფალი,

და რისთვის გავხდით ჭირისუფალი...

დღეს კი, მოგვადგა ჩვენი „სტუმარი“,

რომელსაც ჰქვია ჩვენი უფალი...

კიდევ - რჩევა, და კიდევ - დიდება,

ქართველი ერის... და გამრავლება.

 

 

გელა გვილავა