Print

გაზეთი N 1 [1071]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარს

კავშირის მთავარი ბუღალტრის

ნანული ერქვანიძის

 

ახსნა-განმარტებითი ბარათი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

2019 წლის

საფინანსო საქმიანობის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052):

_ კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი: TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

 

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენდა - 13 [ცამეტ] ლარს და 12 თეთრს.

 

2019 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

1. 14 იანვარი მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 30 [ოცდაათი] ლარის შემოწირულობა [საბოლოო ნაშთი:43,12 ლ];

2. 14 იანვარს კავშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2019 წლის მომსახურების საფასური 30 [ოცდაათი] ლარი; [საბოლოო ნაშთი:13,12 ლ]

3. 14 იანვარს კავშირის ანგარიშზე შპს „კავკასუს ონლაინიდან“ მოხდა არასწორად ჩარიცხული თანხის დაბრუნება გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2019 წლის მომსახურების საფასური 30 [ოცდაათი] ლარი; [საბოლოო ნაშთი:43,12 ლ];

4. 25 დეკემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 100 [ასი] ლარის შემოწირულობა; [საბოლოო ნაშთი: 143,12 ლ];

5. 25 დეკემბერს კავშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2020 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი; [საბოლოო ნაშთი: 73,12 ლ];

6. 25 დეკემბერს კავშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2020 წლის მომსახურების საფასური 30 [სამოცდაათი] ლარი; [საბოლოო ნაშთი: 43,12 ლ];

 

2019 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 160 [ასსამოცი] ლარი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 130 [ასოცდათი] ლარი.

 

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 43 [ორმოცდასამი] ლარს და 12 თეთრს.

 

ქ. თბილისი,

2020 წლის 3 იანვარი

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის

2020 წლის 4 იანვრის

გადაწყვეტილება

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2020 წლის 4 იანვრის სხდომაზე:

მოისმინეს:

კავშირის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ ახსნა-განმარტებით ბარათში გადმოცემული ინფორმაცია: 2019 წლის საფინანსო საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს კავშირის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში - „კავშირის 2019 წლის საფინანსო მდგომარეობის თაობაზე“.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

4 იანვარი, 2020 წ.


საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე-

ლასკარისთავმჯდომარის

მიხეილ (გელა) სალუაშვილის

ქალბატონო თამარ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „ლასკარის“ 2019 წლის 28 დეკემბის სხდომაზე, კავშირის წესდების 6,5 მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - 2020 წლის ოქტომბერში გასამართ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:

 

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს სახელწოდებით:

„ზვიადის გზა”

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის];

 

- „ზვიადის გზა”-ს [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]:

- ხელმძღვანელი პირია:

მიხეილ (გელა) სალუაშვილი [რეგისტრ. მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, 1 მ/რ, 2 კორპ., 95 ბინა. ტელ.: მობ. 5(91) 63-63-36; სახლ. 263-63-36];

 

რატი გვამბერიძე - დაბ. 04.12.1982 წ., [რეგ, მის. თბილისი, შალვა ნუცუბიძის ფერდ, IV მ/რ, 23 კორპ. ბინა 44]; ტ. 5[51 ]63-63-36], რომელიც სარგებლობს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, არჩევნებში დამოუკიდებ-ლად მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ, საარჩევნო კომისიაში მივლენილი წარმომადგენლისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებით.

 

ქალბატონო თამარ!

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება - 2020 წ. ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენს მიერ მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურის დაწყე-ბასთან დაკავშირებით.

გიგზავნით კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

დანართი: პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრაციის მოწმობა.

პატივისცემით:

„სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე“-ს

ლასკარისთავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

06 იანვარი 2020 წ.

 

წერ. ჩაბ N 6

06. 01. 2020

5 ფურც.

 

 

ჭეშმარიტი ბედნიერება

სასუფევლისკენ მიმავალი გზების ძიება

არს - ჭეშმარიტი ბედნიერება.

ცის და მიწის ერთობას

შენი ხმა თუ ეწყობა,

გულში თუ გაქვს გალობა,

ცის საწმიდარს სული შენი ეფსალმუნება

არს - ჭეშმარიტი ბედნიერება.

არ ინატრო სხვა სიმდიდრე და საგანძური;

არ ინატრო მიწიერი „სხვა ნეტარება“,

სიყვარულისთვის ლამპრად ინთები,

სიმართლისათვის „ჯვარცმით“ იწვები?

არს - ჭეშმარიტი ბედნიერება.

 

...   

საძმო გზებს ეძებენ და

საქართველოს ღმერთს ავედრებენ:

„ღმერთს ებარებოდე შენ ჩემო ერო,

სულით ძლიერო, გაუტეხელო,

ღვთისმშობლის სათაყვანებელო.

ზეცის საწმინდარზე ზეამაღლებულო.

დაილოცოს საქართველოს კუთხე-კუნჭულ

ნაწილ-ნაწილ კი არა,

დაილოცოს საქართველო მთლიანად;

ფუძიანად; შტოიანად; სისხლ-ძარღვიან ვაზიანად - „ჯვრიანად“.

დაილოცოს საქართველო მთლიანად.

 

...

უფლის დიდება შემოგვრჩა სიტყვაში,

საქმეში კი, მძლავრობს - ბოროტის პარპაში,

ღვთის საძმო გაება „ხაფანგში“,

ზეცა ამხელს ღვთის წინაშე ამხედრებულებს,

არ დაიმალება!

სამსჯავროს ამზადებს ზეცის განგება!..

 

...

მომესმის ხმა სანუკვარი,

სულისმიერი საწმიდარიდან:

მაცხოვარს თურმე სისხლი სდის

ნაჭრილობევი გულიდან!..

დინა ჯიქია

 

 

გევედრები, შენ დაუშვი ეს წამი

„გამხმარ მაქციე ნედლადა“

 

უნაყოფო და გამხმარი ლერწი,

მე ურწმუნო, სულიერეად ბერწი,

მომაქციე და მაქციე ნედლად,

სიყვარულით შენს სასულეთს ვერწყმი!..

ნუთუ შევძლებ სამადლობელ გიძღვნა?

ვაზზე მტოვე მოსაჭრელი ლერწამი...

შენს ვენახში როს გამიდგი მყარად ფესვი

დაილოცოს, ჩემო ღმერთო, ის წამი!

ნუთუ შევძლებ შენი ნდობა გავამართლო?

გევედრები, არ მომაკლო ცის ნამი,

რომ ყლორტები გაამრავლო ჩემს ნერგზე,

უსასრულოდ გამიგრძელო ეს წამი!!!

ჩემი მსგავსი საწუთროში ბევრია,

დახშული გვაქვს სულიერი თვალი...

ნათელ გვფინე! გევედრები - სულო წმიდავ,

რომ არ შეგვრჩეს სულიერი ვალი!..

ვძრწი შიშისგან, აღარ ფხიზლობს ერი...

აღარ ხედავს ნიშნებს - ბოლო ჟამის...

ამქუხარე დედო ზარი, რომ ვიფხიზლოთ,

გევედრები, შენ დაუშვი ეს წამი!!!

ჰამენ!

 

თუნდაც ერთხელ

ღმრთის წყალობით, კურთხევით, შეწევნით დაწერილი

ჩემი ლექსებიდან, თუნდაც ერთი სტრიქონი

შენი განვლილი სულიერი ცხოვრების

შავ-თეთრ ფერებს რეალურად დაგანახებს,

ჩაგვაფიქრებს, სულს აგვიფორიაქებს და საკუთარ მეში,

ჭეშმარიტების მარცვალს აღმოაცენებ,

და ალალად იტყვი - მართლაც ამაოა ეს წუთისოფელი -

მე ბედნიერი ვიქნები...

 

თუნდაც ერთხელ თუ დაგივლის ჟრუანტელი,

ერთხელ მაინც თვალს გაექცა კურცხალი,

სინანულით თუ აჰხედავ ცის კამარას,

ღმერთს შევბედავ - სიტყვა არის ცოცხალი?!

და თუ მერე მუხლმა დრეკა მოგინდომა,

და თუ შემდგომ ქედიც კრძალვით მოგეხარა...

შინაგან ხმას გაღვიძებულს უგდე ყური,

ბილიკს ნახავ, მონანულთა დარად-უფლის გასახარად!

დამიჯერე მალე იგრძნობ ღმრთისგან კაკუნს!

და სანატრელს შენ გაუღებ გულის კარს!

სიყვარულით ნათელს მოგფენს უფალი და

სულში იგრძნობ მობრიალე კვარსს!..

მაშინ გეტყვი - შემოვუდგეთ მწე მაცხოვარს!

და ჩვენ ღმერთი გადმოგვსახავს ციდან ჯვარს!

მეოხება ვვედროთ წმიდა მარიამს,

მფარველობა ნეტარ დედის წმიდა კვართს!

და შენ იგრძნობ კეთილ მწყემსის სიხარულს,

მის სიკეთეს ჩვენს თვალთაგან დაფარულს!..

შვილი უძღებ - დაუბრუნდა მამას შინ,

რომ ცხოვარი გადაურჩა უფსკრულს...

თუკი ღმერთისთვის ერთი დღე საუკუნეა,

დღეს ის დაჩქარდა, შეუმოკლდა საწუთროს დღენი...

რაც რამ წერილ არს - აღსრულდა ბევრი!

სასუფეველს სიყვარულით იმკვიდრებენ ბრძენნი!..

მწამს, ბოლო ჟამს შენ დახვდები ფხიზელი,

გაწმენდილი,

სიწმინდეთა ზარი!

გწამდეს, შენთვის გაიღება ცის კარი!

სწორედ ასეთს გელოდება - „ლასკარი“!..

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

1-ლი ნაწილი

ბოლო გაფრთხილება

22 სექტემბერი, 2017 წ.

ნუ ფიქრობ ამდენს, ნუ აყვები დარდებს,

რაც საჭიროა ჩვენ გეტყვით მაგდენს,

და შენც იმოქმედებ, როგორც მოითხოვს საქმე.

საქმეს, რომელსაც გაძლევთ, რაც სათქმელია ხალხზე.

და იმას იტყვი შენ, რასაც წერ მათზე.

შენ მრჩეველი გყავს და მას მოუსმინე,

რასაც ის გეტყვის ხალხზე,

ის იქადაგე მასზე, რასაც ის გეტყვის ხალხზე...

ზოგჯერ შენ ფიქრობ - ეს რა ხდება ჩემს თავზე,

მაგრამ ნუ იტყვი მასე

ეს საიდუმლოება ვერ ახსნეს,

ვის რა საქმეს აძლევს,

ამიტომ ღმერთსა ვგავდეთ და ვაკეთოთ საქმე,

რომელსაც გვაძლევს ასე,,,

ზოგი წერით წერს და ქადაგებს ასე,

ზოგი ხატავსო და გახსნიანო ასე,

იმ წამსვე არ იქნებაო ასე,

რასაც ვამბობთო ხალხზე...

ყველას დრო აქვსო მომდგარი კარზე,

ჩვენ ხომ ამას ვამბობთო ხალხზე.

ხვალინდელ დღეზე ვამბობთ ასე:

დათვლილი გაქვსო თმის ღერო თავზე,

მომდგარიაო დღეს ღმერთი კარზე,

მეორდებაო იგივე მასზე, რაც ნახეთ ჯვარზე,

გოლგოთის მთაზე.

ამიტომ ყველას გაფრთხილებთ ასე,

ნუ ფიქრობთ მასე:

რაც ჩაიფიქრეთ არ იქნებაო მასე,

ღმერთი ამბობსო ლექსებით ასე,

გამგონი ხვდება - ჩვენ ვწერთო ასე,

და მისამართსაც გაძლევთო ასე,

კარებს ვხურავთო, ვამბობთო ასე,

გამგონი ყველა მოგვისმენს ასე...

და ამბობენ ნახავთო ცაზე,

ვინც გვისმენსო ხმაზე,,

რასაც ვამბობთო ასე,

ყველა გამოხვალთ გარეთ,

და ნახავთ ცაზე,

იმას რაც მოხდებაო მასზე...

ამისთვის დროს გაძლევთ,

რომ ის იხილოთ ცაზე

თქვენი შემქმნელი,

ამ მიწასა და წყალზე...

გელა გვილავა

 

 

კვალი ნათელი

ვუძღვნი ეკატერინე ხრიკულის ხსოვნს

იყავ ვითარცა ვაზი მსხმოიარე, ნაყოფიერი

ყურს გიგდებდა ჩვენი ერი,

შემოენთე ლასკარს ვითარცა სხივი ნათელი, და იწვოდი

ვითარცა წმინდა სანთელი.

„შენ სიტყვა-ფარო და დედა-აზრო“

რად მიგვატოვე.

დარჩა კვალი ნათელი

შენს სახელზე მუდამ იწვის ერთი სანთელი.

მოდის შაბათი ტკივილიანი,

მაგრამ არ მოდის „კატოს ლექსები“

ზეცით ფრთიანი, მუდამ მზიანი.

შენ სცან „ლასკარი“

„ზეცით გაგეღო ცის-კარი“.

ლასკარს სდის ცრემლები,

„ლასკარო - მეც გიერთდები“

დინა ჯიქია