Print

გაზეთი N 2 [1072

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]

 

საპარლამენტო არჩევნების სპეციფიკა თავად გვკარნახობს საარჩევნო გაერთიანების აგებულების ზოგად სტრუქტურასა და მის პოლიტიკურ სამოქმედო მონახაზს.

 

საარჩევნო გაერთიანება: „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“, ანდა მოკლედ: „ზვიადის გზა“, სტრუქტურულად ორი პირობითი რგოლისაგან შედგება:

- მისი ძირითადი იურიდიული საფუძველია, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“;

- სარჩევნო გაერთიანების მეორე სტრუქტურული რგოლია - „მრჩეველთა საბჭო“.

 

სწორედ მათი ურთიერთკონსულტაციის შედეგად ხდება, საარჩევნო გაერთიანების საარჩევნო სიაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური წევრების საბოლოო წარმოდგენა.

 

საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა“, მასზე მავალი გუნდის ის გზასავალია, რომლის მთავარი სამოქმედო მიზანი სამ მთავარ საწყისს ეფუძნება:

1. ვიზიარებთ რა, ზვიად გამსახურდიას მიერ საპრეზიდენტო სიტყვაში წარმოთქმულ თვალთახედვას, რომლის თანახმადაც - „საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას. ... ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც. სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან...“ - საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა“-ს ორიენტირი: სულიერად და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნაა;

2. ვადასტურებთ რა, რომ - „სიმართლე“, როგორც „დასაწყისი და დასასრული ყოველი არსისა“ [კონფუცი], ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრების ქვაკუთხედია, საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა“, მის მიერ მომზადებული კონკრეტული სამართლებრივი წინადადებებით შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს, ქვეყანაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებისა და მისგან მომდინარე დარღვეული სამართლებრივი სფეროს მოწესრიგებაში;

3.   გააზრებული გვაქვს რა - ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის უფლისმიერი სიმართლით მოქმედების მნიშვნელობა, „ზვიადის გზა“-ს მიერ მომზადებული პროგრამა აერთიანებს, როგორც:

- ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების ნორმალიზებისათვის საჭირო საკანონ-მდებლო ცვლილებათა მთელ პაკეტს, ასევე

- საქართველოს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ კონკრეტულ წინადადებებს.

ამდენად, საარჩევნო სახელდებაშივე შემავალი მეორე შემადგენელი: „ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“, წარმოადგენს კიდეც ჩვენს - სამოქმედო დევიზს.

 

დე, ღმერთი ყოფილიყოს ჩვენი შემწე, ზემოთქმული მიზნის მიღწევის გზაზე.

 

 

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

სახელით

 

გაერთიანების სპიკერი:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

იხეილ (გელა) სალუაშვილი

 

„მრჩეველთა საბჭოს“ თავმჯდომარე:

ხელმოწერის თარიღი

..., 2020 წ.

 

 

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]

ურთიერთ თანამშრომლობის

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-სა

და

...

შორის

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, ერთის მხრივ და

... მეორეს მხრივ:

1. ვადასტურებთ რა რომ - საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა“-ს ორიენტირი: სულიერად და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნაა;  

2. ვადასტურებთ რა, რომ - „სიმართლე“, როგორც „დასაწყისი და დასასრული ყოველი არსისა“ [კონფუცი], ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრების ქვაკუთხედია, საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა“, მის მიერ მომზადებული კონკრეტული სამართლებრივი წინადადებებით შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს, ქვეყანაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებისა და მისგან მომდინარე დარღვეული სამართლებრივი სფეროს მოწესრიგებაში;

3.   გააზრებული გვაქვს რა - ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის უფლისმიერი სიმართლით მოქმედების მნიშვნელობა, „ზვიადის გზა“-ს მიერ მომზადებული პროგრამა აერთიანებს, როგორც:

- ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების ნორმალიზებისათვის საჭირო საკანონ-მდებლო ცვლილებათა მთელ პაკეტს, ასევე

- საქართველოს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ კონკრეტულ წინადადებებს.

ამდენად, საარჩევნო სახელდებაშივე შემავალი მეორე შემადგენელი: „ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“, წარმოადგენს კიდეც ჩვენს - სამოქმედო დევიზს.

 

დე, ღმერთი ყოფილიყოს ჩვენი შემწე, ზემოთქმული მიზნის მიღწევის გზაზე.

 

ხელმოწერის თარიღი - 2020 წ.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „ლასკარის თავმჯდომარე                        

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

მისტერია ნორმით სრულდება

„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა კარგად იცის, რომ: ზოგადად „ლასკარი“, თავისი პოლიტიკური და სულიერი ასპექტების კვლევის კუთხით, მისტერიულადაა ჩართული წმიდა წერილებში გადმოცემულ იმ თემატიკაში, რომელიც ბოლო ჟამში უნდა ასრულდეს.

ამჟამად ერთ-ერთ მაგანზე გვინდა შევაჩეროთ ყურადღება, თუმცა მხოლოდ მცირე კომენტარით შემოვიფარგლებით.

მკითხველმა იცის, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა, და მოგვიანებით სახელმწიფოს მეთაურად არჩეული ზვიად გამსახურდიას სულიერი ასპექტის ჭეშმარიტი არსის შეცნობა, დღემდე ჩვენი „ლასკარის“ გარდა, ვერავინ შეძლო.

სწორედ ამდაგვარივე დამოკიდებულებაა „ლასკართან“ მიმართებაში, ჩვენს მიერ საქართველოს სულიერი მისიის თემატიკის კვლევისა და გასაჯარისების მხრივ, ანუ ვერც „ლასკარის არსი შეიცნო ბოლო ჟამში მაცხოვრებელმა საზოგადოებამ.

ზვიად გამსახურდიას - იძულების გზით მოუწია საქართველოს ფარგლების დატოვება, და ჯვარზე სიკვდილის მისტერიის თავის თავზე აღება.

„ლასკარი“, ბოლო ჟამში გახლავთ ის ერთადერთი გაერთიანება, რომელიც ერთდროულად გადის - ჯვარცმის, როგორ კოლექტიურ, ასევე მისი წევრების სახით, ინდივიდუალური ჯვარცმის მისტერიას.

და აი, ჩვენის აზრით ბოლო ჟამის ახალი მისტერიის ფაზის ასრულების დროც მოვიდა, რაც თუ ღმერთი ინებებს, არჩევნებთან მიმართებით, ჩვენი ახალი სახელდების ფორმით უნდა წარიმართოს. კერძოდ,

2019 წ. 28 დეკემბერს „ლასკარის“ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ახალი სახელდებით მონაწილეობის თაობაზე, რომელიც ასე ჟღერს: ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვი].

ამ ეტაპის თაობაზე მაცხოვრი იოანეს სახარებაში ბრძანებს, რომლის თაობაზეც მითითებულს, ამჯერად, კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ.:

„3. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა[აქ - ზვიადის გზა] იცნეს და ვერც მე [აქ - ლასკარი]. 4.            მაგრამ ეს გითხარით, რათა, როცა მოაწევს ჟამი, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით; თავიდანვე კი არ მითქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი. 5.     ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდ5. ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო.

6. თუმცა, ეს რომ გითხარით, მწუხარებით აღივსო თქვენი გული.

7. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას.

8. და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის:

9. ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს.

10. სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ.

 

11. განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია.

[11 ხოლო სასჯელისათჳს, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს.]

12. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ“ [იოანე 16,3-12]

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს

[საქალაქო სამსახურის უფროსს]

ბატონ ირაკლი გვილავას!

 

ბატონო ირაკლი!

2019 წ. 20 დეკემბერს, ქ. თბილისის მერიაში არსებული თქვენი სამსახურიდან შეგვატყობინეთ ქ. თბილისი მერის მოადგილის ქ-ნ სოფიო ხუნწარიას თავმჯდომარეობით მოქმედი კომისიის სხდომის შედეგი, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური

ზვიად გამსახურდია სახელობის

თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემია

 

ბატონო მიხეილ,

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში შემოსულია თქვენი წერილი (მერიის რეგისტ. N10/0119284765-19), რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსებას ეხება.

პასუხად გაცნობებთ, რომ ა/წლის 13 დეკემბერს ჩატარდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველი კომისია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა.

კომისიის წევრებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად განთავსება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.

ამასთან გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს კომისიამ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, მისივე სახელობის სანაპიროზე განთავსებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, აღინიშნა ისიც, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, უდიდესი პოლიტიკური მიღწევა, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებაა და ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალი, საქართველოს უახლესი ისტორიის სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის უკვდავსაყოფი ძეგლი იქნება.

პატივისცემით,

ირაკლი გვილავა

პირველადი სტრუქტურული ერთეულის

ხელმძღვანელი (საქალაქო სამსახურის უფროსი)

 

ბატონო ირაკლი!

მერიის შესაბამისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, მისივე სახელობის სანაპიროზე განთავსებაზე დადებითი რეკომენდაციის თაობაზე, თავის მხრივ დადებითი მოვლენაა, რასაც ზვიად გამსახურდია სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემია“ სრულად მიესალმება.

მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ წამოჭრილი საკითხი ეხებოდა:

არა: პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, დედაქალაქის რომელიმე შესაფერის ადგილზე დადგმას; არამედ:

1991 წ. 9 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების ადგილას, ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავი მემორიალის განთავსებას.

როგორც წინა წერილში გწერდით:

„...საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე განვითარებული ცნობილი პროცესების გამო [ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მოქმედი კანონიერი ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ქვეყნიდან განდევნა და სხვა], დღემდე, საქართველოს ვერც ერთ კუთხეში ვერ ნახავთ 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა, და ამ საქმეში ზვიად გამსახურდიას პიროვნული როლის სათანადოდ წარმომჩენი, ვიზუალური აღქმის მინიშნებას..

დიახ, ჩვენის აზრით, ვგონებთ დადგა დრო, რათა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების ადგილას, ანუ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაიდგას ამ მოვლენის სათანადო ვიზუალური აღთქმისათვის განკუთვნილი მემორიალი.

აღნიშნული საკითხის ამ კუთხით გადაწყვეტა, ვფიქრობთ, ხაზს გაუსვამს არა მარტო 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენელთა წვლილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიღწევის საქმეში,

არამედ, ყველა მნახველს შესაძლებლობას მისცემს სათანადოდ გაიაზროს საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წ. 9 აპრილსა და 1991 წ. 9 აპრილს მომხდარი, ამ ორი, უმნიშვნელოვანესი მოვლენის ორგანული ურთიერთ კავშირის მნიშვნელობა...“

 

ბატონო ვალერი!

ზემოთქმულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გამოვდივართ ინიციატივით შესაბამისად მოხდეს 1989 წ. და 2 წლის თავზე, ანუ 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მომხდარი ამ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის არსობრივი ურთიერთ კავშირის მართებული გააზრება, და ჩვენს მიერ მერიისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია, აღნიშნულ კომისიას წარედგინოს იმ დანიშნულებით, როგორც ჩვენს მიერვე იყო მოაზრებული.

 

მინაწერი:

აქვე გვინდა გავიმეოროთ ჩვენი თხოვნაა - საშუალება მოგვცეთ დავესწროთ მერიის შესაბამისი კომისიის იმ სხდომას სადაც, იმედს ვიტოვებთ მოხდება, როგორც:

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი განკუთვნილი მემორიალის;

ასევე - ამ მემორიალსი საქართველოს პარლამენტის წინ განთავსების საკითხთა განხილვა.

წინასწარ გიხდით მადლობას,

პატივისცემით

ზვიად გამსახურდიას სახელობის თეოლოგიისა და პოლიტიკის

აკადემიის პრეზიდენტი,

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

თბილისი, 2020 წ. 15 იანვარი

 

 

იფხიზლეთ - გვმოძღვრავს წმიდა მარიამ!.

დიდება იმ წინაპართა სულებს,

ღმრთისა და მამულის სიყვარულით დამაშვრალნი

რომ ამაღლდნენ ზეცად...

მადლობა იმ ღვაწლმოსილ ადამიანებს,

რომლებიც დღესაც უანგაროდ,

უსაზღვრო სიყვარულით გვაძლევენ იმის საოცარ მაგალითს,

თუ როგორ უნდა გვიყვარდეს

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი...

რიდით ვწერ სიტყვებს, სიტყვით,

რომლებიც მხოლოდ მე და ჩემისთანებს გვეხება...

მაინც მაპატიეთ...

ივერიავ, ზეცის ზარი გრგვინავს, უგდე ყური!

სიბილწემ ცას მიაღწია, რა გვაქვს შესაშური?..

დაიჯერე - ბოლო წამებს ვითვლით, დაიჯერე!

მაინც გადავრჩებით, ნუღარ დაიჩემებ...

ეს საწუთრო მე ვარ, შენ ხარ, ეს საწუთრო ისაა...

სამართალის სამსჯავრო კი, მისი ჯვარცმულ ძისაა...

რად გგონია, რაც დღეს ხდება მთავრობისა ბრალია?

მე, შენ ან მას რა გვაღელვებს,

გვახსოვს ჩვენი ვალია?

წარსულს ვანგრევთ, აწმყოს არ ვქმით,

მომავალი გვაღელვებს?

როგორ უნდა გადავურჩეთ

ჩვენს ბოდვათა ზღვის ღელვებს?

ის ბობოქრობს, ჩვენ არც ვფხიზლობთ,

სხვისკენ ვიშვერთ ხელებს...

სხვისგან ვითხოვთ სამართალს,

აი, რა გვახელებს...

უსულონნი, უგულონნი, უძღებნნი და უმადურნი,

ვაღიაროთ - ეს ჩვენა ვართ

ტყე უსიერ-უდაბურნი...

თუნდაც ერთხელ საკუთარ მეს

ვკითხეთ: თუ ვართ მართალ?

მამულისთვის რა გავიღეთ,

რით ვპასუხობთ სიკეთისგან ნათალს?

წუთისოფლის მთავარს უკვე

ეწურება - ძალაც, დროც...

ღმერთის ხატად ვინაც შეგვქმნა,

ის იბრუნებს სამკვიდროს!..

გვიკიჟინებენ წარსულზე აღარ გინდათო ფიქრი,

ვუხმოთ ას ათას მოწამეს,

გვიხმობს მეტეხის ხიდი!

ჩემო ქართველო, ღმრთის სიყვარული,

წმიდა მარიამ იღვრება ცრემლად,

ბოლო ჟამია! - იფხიზლეთ შვილნო

რად არ გჯერათო - რად?!

 

აწ გევედრები, შემქმნელო რაც რამ არსებობს ყოვლისა!..

27 დეკემბერია 2019 წლისა - პარასკევი,

შობის მარხვა.

გამეღვიძა ვეფხისტყაოსნის სიტყვებით -

შენ, ვინც შექმენ სამყარო ძალითა მით ძლიერითა!

დილის 8:47 სთ-ია, დაიწერა ერთი ამოსუნთქვით...

უბედნიერესი ვარ! დიდი შოთას

სულის თანამყოფობა შევიგრძენ! გმადლობ უფალო!

შენ, ვინაც „შექმენ სამყარო ძალითა მით ძლიერითა“

გეახელ შენი მონა მე - უწრფელეს სინანულითა,

სინდისის ღმერთის გამოცდით, ქარტეხილ-ქარიშხლებითა...

ბევრჯერ დაცემულ-აღმდგარი, შენი მოწყალე ნებითა...

დაუდუმებლად მლოცველი, ვნებათ მმარხველი თვისისა...

შენთვის მოძღვნილი სულით და გულითა შემმუსვრილითა,

ცრემლის ზღვას მოვყევ ტანჯვითა, ბობღნითა, ქედის დრეკითა,

სიძულვილს განშორებული - შენმიერ სიყვარულითა!..

მე არად მიჩანს საწუთრო, მისითა სასაცდურითა,

შენ ერთს გადიდებ სამებავ - მამავ, ძევ - წმიდა სულითა!

შენ ერთს გცემ თაყვანს - დიდებავ,

უძღებ-შვილ-ტვირთით მძიმითა...

შემოგღაღადებ ქებითა და მადლობით წრფელი გულითა...

აწ გევედრები შემქმნელო, რაც რამ არსებობს ყოვლისა,

ისმინე ესე ყოველი, შენთვის გულის-კარ ხსნილისა...

შენ, ვინაც შექმენ სამყარო, ძალითა მით ძლიერითა!

გიგალობ, შენგან ბოძებულ ხმითა მით ძლიერითა,

შენ დამილოცე მამული, შენი ნაკურთხი ერისა! ამენ!

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

+++

დღეს ერში მეფობს შური და მტრობა,

ურთიერთგმობა,

ეს დრო სულ არ ჰგავს სხვა დროს,

ჯვარს გაკრული ერი აღდგომას ელის.

ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ ვართ?

რანი ვართ?

და სასუფეველს თუ მართლა ავალთ.

ზეციდან მოდის უწყება,

მხოლოდ სულიერად განწმენდილნი, გადარჩებიან !

დედა ღვთისა გვაფრთხილებს, ზნე-ამაღლებულებს,

ერიდეთ, გზას აცდენილებს,

უსამართლოდ ამაღლებულებს.

გფარავდეთ დედა ღვთისმშობელი,

სული გქონდეთ მუდამ წმინდა

და მოგივათ ვისაც ელით!..

 

დალოცვა

ღმერთმა იმ დროს მოგასწროთ

სიყვარული ზეობდეს,

ქრისტეს გზები მეფობდეს.

ღმერთმა იმ დროს მოგასწროთ

ერში ცნობდნენ წმინდებს, მართლებს.

ფულსაც თმობდნენ, ნეტარებას,

არც ეძიებდნენ არც ანგარებას.

თაყვანს სცემდნენ მხოლოდ ჯვარცმულ

„იესუს“.

19.12.2019 წ.

დინა [დიანა] ჯიქია.

დინა ჯიქია

 

 

 

 

კვალი ნათელი

ვუძღვნი ეკატერინე ხრიკულის ხსოვნს

იყავ ვითარცა ვაზი მსხმოიარე, ნაყოფიერი

ყურს გიგდებდა ჩვენი ერი,

შემოენთე ლასკარს ვითარცა სხივი ნათელი, და იწვოდი

ვითარცა წმინდა სანთელი.

„შენ სიტყვა-ფარო და დედა-აზრო“

რად მიგვატოვე.

დარჩა კვალი ნათელი

შენს სახელზე მუდამ იწვის ერთი სანთელი.

მოდის შაბათი ტკივილიანი,

მაგრამ არ მოდის „კატოს ლექსები“

ზეცით ფრთიანი, მუდამ მზიანი.

შენ სცან „ლასკარი“

„ზეცით გაგეღო ცის-კარი“.

ლასკარს სდის ცრემლები,

„ლასკარო - მეც გიერთდები“