Print

გაზეთი N 3 [1073]

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა“-ს

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]

საარჩევნო რეგისტრაციის საკითხისათვის

ბიბლიური სწავლების მიხედვით, ღმერთი თავის ხატსა და მსგავსს ქმნის - სამყაროს შვიდდღიანი ქმნადობის მე-6 დღეს. შესაბამისად მათემატიკურ ნუმეროლოგიაში, „კაცს [დედაკაცი და მამაკაცი]“ ციფრი 6 შეესაბამება.

ძნელი არ იქნება გავიაზროთ, რომ ამ მხრივ: უზენაეს ძალას ღმერთს - უმაღლესი მე-9 ციფრი შეესაბამება.

განკაცებულმა უფალმა, ამ ცოდვილ დედამიწაზე - 33 წელი იცოცხლა

როგორც მოგეხსენებათ:

„...ქრისტეს შობამდე სამი საუკუნით ადრე ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს ფილადელფოსმა მოისურვა, რომ წმიდა წერილი, ანუ ძველი აღთქმის წიგნები ებრაულიდან ბერძნულ ენაზე გადაეთარგმნათ. საქმეს შეუდგნენ მაშინდელი განსწავლული ადამიანები. ისინი იყვნენ სამოცდათორმეტი და განაწილებული ჰქონდათ ეს წიგნები. ერთ-ერთი იყო მათ შორის, კეთილმსახური ადამიანი – სვიმეონი, რომელსაც ესაია წინასწარმეტყველის წიგნი შეხვდა.

წმიდა ესაია წინასწარმეტყველი ერთ ადგილას ასეთი რამეს სწერს: “აჰა, ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ”(ეს. 7,14). ეს სიტყვები სვიმეონს დიდად დააეჭვებს და გაიფიქრებს: “თუ ქალწულია, როგორ უნდა შვას ძეო”. ის იყო დააპირა სიტყვა “ქალწულის” შეცვლა “დედაკაცით”, რომ უცაბედად გამოეცხადება ანგელოზი და აუწყებს მას, რომ: “სვიმეონ, გწამდეს, რაც წერია და საკუთარი თვალით იხილავ, როგორ აღსრულდება ეს სიტყვები, რამეთუ არ მოკვდები, სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს”.

ამ ყოველივეს ასრულების შემდეგ, ანუ მაცხოვრის შობიდან მე-40 დღე, ქრისტიანული სწავლებით - მირქმის [მაცხოვრის ტაძრად მიყვანების] დღესასწაული აღინიშნება.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ჩვენი გზასავალი ასე წარიმართა:

შობის წინა დღეს, ანუ 2020 წ. 6 იანვარს, სპეციალური განცხადებით მივმართეთ ცესკოს, სადაც კერძოდ ვკითხულობთ: „ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს სახელწოდებით: „ზვიადის გზა” [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის];

2020 წ. 9 იანვრიდან დავიწყეთ მხარდამჭერ ხელმოწერთა სიების საკითხის ორგანიზება.

აღნიშნული პროცესი 33-ე დღეს, ანუ 2010 წ. 10 თებერვალს დავასრულეთ.

2020 წ. 11 თებერვალს ცესკოში წარდგენილ მიმართვაში ვკითხულობთ:

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა) სალუაშვილის

 

ქალბატონო თამარ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ ცესკოში წარმოდგენილ 2020 წლის 6 იანვრის განცხადებაში [#6], საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობეთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, 2020 წ. მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]~.

„საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, თქვენის მხრიდან, იმავე დღეს გადმოგვეცა მორიგ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი ბლანკი.

2020 წლის 9 იანვრიდან დავიწყეთ რა შესაბამისი საქმიანობა, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოგიდგენთ - „ზვიადის გზა”         [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“-ს მიერ 2020 წ. მორიგ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას, საერთო რაოდენობით:

28 903 [ოცდა0რვაათას ცხრაასსამი] ხელმოწერა.

 

დანართი:

„ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]~.-ს მიერ 2020 წ. მორიგ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, სულ:

1074 [ათას სამოცდათოთხმეტი] ფურცელი, მათ შორის:

სრულად შევსებული - 827 ფურცელი: 24 810 [ოცდაოთხი ათას ოცდაშვიდი] ხელმოწერა;

არასრულად შევსებული - 247 [ორასორმოცდაშვიდი] ფურცელი: 4093 [ორმოცი ათას ოთხმოცდაცამეტი] ხელმოწერა.

პატივისცემით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

 

დანართი:

მხარდამჭერ ხელმომწერთა საკითხის სათანადოდ დარეგულირებისათვის ჩვენს მიე ჩამოყალიბებულ ძირითად ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ:

ბეგაშვილი ლალი; ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი; გვილავა გელა; ვეშაგური ლიდა; თანიაშვილი მანანა; მამადაშვილი მევლუდი; მაძღარაშვილი ნელი; მელქაძე ნათელა; ქამხაძე ლია; შერგელაშვილი ბეჟანი; ჩხეტია ეთერი; ჯიქია დინა..

თითოეულ ამ ჯგუფში ჩართულ პირთა ოდენობამ მთლიანობაში რამოდენიმე ათეული შეადგინა.

ლასკარ მადლობას მოახსენებს თითოეულ მათგანს გაწეული შრომისათვის..

 

ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ, 2020 წლის 13 თებერვალს დაინიშნა ჩვენს მიერ წარდგენილი სიის შემმოწმებელი კომისიის სხდომა. თითქმის 4 საათიანი შემოწმებითი პროცედურის ბოლოს, გადმოგვეცა შემოწმების შემდეგი აქტი:

 

„აქტი

 

ქ. თბილისი. 2010 წ. 13 თებერვალი

 

ჩვენ, ამ აქტზე ხელმომწერნი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლალი კიკნაძე, ამავე დეპარტამენტის რეგისტრაციის განყოფილების უფროსი ეკატერინე ფერაძე, ამავე განყოფილების 1-ლი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ხათუნა გალდავა და ნინო შაბურიშვილი, 1-ლი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტები: ანა გვასალია, მარიამ ჩხაბერიძე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანოის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლეს“ წარმომადგენელი რატი გვამბერიძე, ამ აქტსს ვადგენთ შემდეგზე:

2020 წ. 11 თებერვალს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანოის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ წარმოდგენილი იყო განცხადება, რომლის თანახმადაც, მან წარმოადგინა 1074 [ათას სამოცდათოთხმეტ] ფურცელზე - მხარდამჭერთა 28 903 [ოცდარვა ათას ცხრაას სამი ხელმოწერა, საქართველოს პარლამენტის 2020 წ. არჩევნებისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანოის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლეს“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციაში გატარების მიზნით [საარჩევნო სახელწოდებით „ზვიადიდ გზა“ [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]

2020 წ. 13 თებერვალს მხარდამჭერთა სიები გაიხსნა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

მხარდამჭერთა ხელმოწერების გადათვლის შემდგომ დადგინდა, რომ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმდგენილი იყო 1073 [ათას სამოცდაცამეტ] ფურცელზე - მხარდამჭერთა 28 873 [ოცდარვა ათას რვაას სამოცდაცამეტი] ხელმოწერა.

თანამიმდევრობით სულ შემოწმდა 1073 [ათას სამოცდაცამეტ] ფურცელზე - მხარდამჭერთა 28 873 [ოცდარვა ატას რვაას სამოცდაცამეტი] ხელმოწერა.

შემოწმების შედეგას გაბათილდა 3 687 [სამი ათა ექვსას ოთხმოცდაშვიდი] ხელმოწერა და დარჩა 25 186 [ოცდახუთი ათას ას სამოცდაექვსი] ნამდვილი ხელმოწერა.

 

ლ, კიკნაძე; ე. ფერაძე; ხ. გალდავა; ნ. შაბურიშვილი; ა. გვასალია; მ. ჩხაბერიძე.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანოის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლეს“ წარმომადგენელი რ, გვამბერიძე“.

აღნიშნულ „აქტზე“ დაყრდნობით, 2020 წ. 14 თებერვალს, ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ იქნა შემდეგი განკარგულება:

საქართველოს საპარლამენტო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

განკარგულება N 2/2020

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“ და მისის წარმომადგენლის

საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების შესახებ

ქ. თბილისი, 2020 წლის 14 თებერვალი

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 113-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ 2020 წ. 6 იანვარს წარმოდგენილი N06-01-1 განცხადების ცესკოში რეგისტრაციის N6 საფუძველზე ვადგენ

მუხლი 1, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო სუბიექტი: „ზვიადის გზა“ [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის] და მისი წარმომადგენელი რატი გვამბერიძე.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N64, მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელისმოწერისთანავე.

 

კომისიის თვმჯდომარე

თამარ ჟვანია

ყოველივე ზემოთქმულის საფუჩველზე ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, გახდა საქართველოს პარლამენტის 2020 წ. არჩევნებში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პირველი საარჩევნო სუბიექტი.

 

დანართი N2

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ - ბიბლიური კალენდარული ათვლა მარტის თვიდან იწყება. შესაბამისად თებერვალი არის ბიბლიური ათვლის მე-12 თვე, რომელიც ბიბლიაში - „ადარის“ თვის სახელდებითაა მოხსენიებული.

დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობტ თვალი გადაავლოს ბიბლიაში წარმოდგენილ, ზემოთხსენებული დღეების კოდირებულ მინიშნებებს: 1-ლი მაკაბელთა 7,43; ესთ. 3,13; 8,12; 9,1; 9,15; 9,17 9,19;

წინამდებარე საუბარი კი, ასეთი ბიბლიური მინიშნებით გვინდა დავასრულოთ:

„იკრიბებოდნენ შუშანელი იუდაველები მეცამეტე და მეთოთხმეტე დღეს, ხოლო მეთხუთმეტე დღეს ისვენებდნენ“ [ესთ 9.18].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

მქუხარებს ლასკარის სულიერება...

ლასკარის გზა ხომ - „ზვიადის გზაა“

 

დიდი ზვიადის ცხოვრების კრედო -

ღმერთი, სიმართლე, ქვეყნისთვის ბრძოლა!

ლასკარიც სწორედ ამ გზით მიილტვის,

რადგან აქვს ღმერთის შიში და ძრწოლა...

ზეცის მგრგვინავ ზარს - ლასკარი,

ახვედრებს მის სულს მქუხარეს,

გვაღვიძებს ბოლო ჟამზე ჩვენ -

ვიფხიზლოთ დღემდე მთვლემარემ.

თუმც ისევ ბრმაა საწუთრო,

და ისევ ყრუა სოფელი...

არც ხედავს, არცა ესმის რა...

არცა აქვს თვალი ციველი...

ცრემლებით სინანულისა

ცოდვათა მიტევებისთვის,

ურთიერთს სიძულვილისთვის

და ჩვენი ნელ-თბილობისთვის...

თუ გვიყვარს ღმერთი, გვიყვარს სიმართლე,

და თუ ქვეყნისთვის ჩვენ გვწადს სინათლე,

მაშინ ერთნი ვართ,

ერთი გვიხმობს გზა,

გვწამდეს, ბოლო ჟამს ჩვენთვის ინათებს!!!

ღმერთისგან არის სიმართლე,

და მისით არსობს ქვეყანა!..

რად ვართ უმადურ იმისა,

ამ ქვეყნად ვინც მოგვიყვანა?

რად დავივიწყეთ? - ხსნა უფალშია!

სიყვარულშია! მძლე რწმენაშია!

სიმართლეშია! სიწმინდეშია!

წმიდა დედის - დევნილ ზე ენაშია!

მე ვარ, შენ ხარ, ის არის

ღმერთისათვის ქვეყანა,

მდაბალ- ფხიზელ ვინც იყო,

გწამდეს - ზეცად ივანა!..

სასოება უკვდავ ღმერთის,

მეოხება - წმინდა დედის,

მოწყალება, ერთგულება,

გადამწყვეტი ჩვენი ბედის,

უანგაროდ ვმსახურებდეთ,

შევიმეცნოთ ჩვენი ხვედრი!..

ჰამენ!

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

+++

დამნაშავის მფარველობა - არის სამართლის გმობა!

სასამართლომ უკვე გამოგვიტანა განაჩენი

ახლა ღმერთს მივანდოთ სხვა დანარჩენი.

დამნაშავე დაუსჯელად იარება

თქვენ კი ეძებთ ზიარებას,

თქვენი კრებული სულ მალე

დარჩება შთაგონებული

ზუსტად ვიცი „მიძინებას“ არ გადიხართ,

საღვთო კიბეს აღარ მიხვალთ

„საქმე წინ გიდევთ მიძინებული“

სად ვეძებოთ სამართალი?

დინა ჯიქია