Print

გაზეთი N 6 [1076]

ნიშნები ბოლო ჟამისანი, ანუ

მისტერიულ ჯაჭვის რგოლთა კვალდაკვალ

 

„უნდა შეიწყნაროს ზეცამ,

ყოვლის კვალად აღდგინების ჟამამდე...“

მეორედ მოსვლის წინარე პროცესებს შორის უაღრესად მნიშვნელოვანია, პეტრე მოციქულის პირით მოწვდილი შემდეგი მინიშნება:

„ხოლო ღმერთმა, როგორც იწინასწარმეტყველა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით ქრისტეს ვნება, ისე აღასრულა. [18]

მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები. [19]

და მოიწიოს ჟამი სიხარულისა უფლის სახისაგან, და მოავლინოს თქვენთვის ნაწინასწარმეტყველები იესო ქრისტე [20],

რომელიც უნდა შეიწყნაროს ზეცამ, ყოვლის კვალად აღდგინების ჟამამდე, რასაც უკუნისიდან იტყოდა ღმერთი ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით [21]“ [საქ. 3,18-21].

 

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკიხველს ალბათ არ გაუჭირდება გაიაზროს, რომ აქ აქცენტირებული დრო: „ყოვლის კვალად აღდგინების ჟამამდე“, მეორედ მოსვლის დიად წამზე მიგვანიშნებს, რომლის დადგომამდეც, თურმე, ჯერ უნდა ჩამოთავდეს ბოლო ჟამის ეტაპი, სახელდებით: „უნდა შეიწყნაროს ზეცამ“.

ჩვენი აზრით, კოდი: „უნდა შეიწყნაროს ზეცამ“, გულისხმობს, მხოლოდ კაცობრივი ბუნების მქონე, მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას მიერ, მიწიური ცხოვრების ეტაპზე „შეძენილი“ - ნებსითი თუ უნებლიე ცოდვების გამო, სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი [მათ შორის ჯანმრთელობიდან მომდინარე] ე.წ. „განწმენდითი ეტაპის“ გავლას.

მითოსური თვალთახედით, ამ კუთხით, ყველაზე ყურადსაღები - „ამირანისეულ ეტაპში“ მინიშნებული „ღვიძლის დაკორტნასთან“ დაკავშირებული პროცესებია.

როგორც ითქვა, ჩვენს რეალობაში, აღნიშნული ეტაპის პირობითი ათვლა - 2018 წლის მიწურულიდან იღებს სათავეს, და დროშია განვრცობილი.

მისტერიული კუთხით, ეს ეტაპი, წმიდა წერილებში დაცულ მინიშნებებს აერთიანებს. ამჯერად,მოდით რამოდენიმე მათგანი განვიხილოთ.

 

კოდირებულ - „მურთან“ დაკავშირებული საკითხისათვის

სახარებისეული სწავლება სხვადასხვა სახით ეხება ე.წ. „მურის“ თემატიკას.

პირველად მისი ხსენება, აღმოსავლეთიდან მოსული მოგვების მიერ მოტანილი საჩუქრების ჩამონათვალში გვხვდება. კერძოდ მათეს სახარებაში ვკითხულობთ: „...მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრული და მური“ [მათე 2,11].

 

წმინდა მამები ამ საკითხთან მიმართებაში ასე ბრძანებენ:

„მ უ რ ი - მიცვალებულთა ნელსაცხებელი იყო ძველად. ერთი შეხედვით ძალიან უცნაურია, ვინმეს დაბადების დღეზე გარდაცვალების შემდეგ გამოსაყნებელი რაიმე აჩუქო, მაგრამ ამ საჩუქრით მოგვებმა განჭვრიტეს იესოს განსაკუთრებული სიკვდილი და მისი მსხვერპლშეწირვა იწინასწარმეტყველეს“-ო.

თავად მურთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ ეს არის - „მოვარდისფრო ფერის არომატული ფისი, რომელსაც არაბეთსა და აფრიკაში გავრცელებული ცალკეული ჯიშის ხეებიდან იღებენ. ბიბლიურ სამყაროში მას სხვადასხვაგვარად მოიხმარდნენ, თუმცა უმთავრესად ცხებისათვის და ნელსაცხებლის სახით“.

ღვინოში შერეული მური, მოსალოდნელი ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენებოდა, როგორც ე.წ. გამაბრუებელი საშუალება.

 

„მურთან“ დაკავშირებულ საკითხს ვხვდებით მაცხოვრის ჯვარცმის აღმწერ სახარებისეულ თხრობაში. კერძოდ მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ - „და მისცეს მას სასმელად მურით შეზავებული ღვინო, მაგრამ არ მიიღო“ [მარკ. 15,23], ე.ი. მიზეზთა გამო, მაცხოვარი უარს ამბობს ე.წ. ტკივილგამაყუჩებელი საშუალების, ანუ წამლის მიღებაზე.

აღნიშნულის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ აქ, უნდა გვეუწყებოდეს - ბოლო ჟამში განსავითარებელი ჯვარცმისეული დროის შეცნობაზე, როდესაც ზემოთ ხსენებული „უნდა შეიწყნაროს ზეცამ, ყოვლის კვალდ აღდგინების ჟამამდე...“[საქ. 3,21], ეტაპი უნდა განვითარდეს.

 

პარალელურად ამისა, მათეს სახარება ასეთ ინფორმაციას გვაწვდის - „და მისცეს მას სასმელად ნაღველით შეზავებული ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა“ [მათე 27,34].

წმიდა მამათა მიერ, სახარებათა ამ ნაწილის განმარტებებში ვკითხულობთ -

„ვიდრე მხედრები აღმართავდნენ და ამაგრებდნენ ჯვარს, მაშინდელი წესისამებრ, მისცეს ჩვენს უფალს, ძმარი, ნაღვლითა აღზავებულნი, ანდა როგორც ამბობს მარკოზი: ღვინო, რათქმა უნდა წამხდარი, დაძმარებული, მწარე გემოსი: ასეთი სასმელი უკარგავდა კაცს განსჯას და ჯვარზე გაკვრისას ტკივილებს შედარებით უფრო დასათმენსა ხდიდა.

მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ როცა სთავაზობდნენ ნაღვლით შეზავებულ ძმარს, სინამდვილეში ასრულებდნენ დავით მეფის წინასწარმეტყველების სიტყვებს:

„და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნაღველი, და წყურვილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“ (ფს. 68,21), უფალმა მორჩილად მიიღო მწარე სასმელი, და გემო რაი იხილა, არა უნდა სუმის, უკან დაუბრუნა სასმელი. მიუხედავად ტანჯვათა სისასტკისა, რაც მას ელოდა ჯვარზე, ძე კაცისას სურდა დაეთმინა ისინი მთელი შეგნებით, შეხვედროდა სიკვდილს ყველა მისი საშინელებით ისე, რომ არ შეესუსტებინა არც ერთი მისი მტანჯველი გრძნობა:

ის ერთი, ყველასათვის სვამდა ღვთის რისხვის სასმელს, მხოლოდ მოგვიანებით, ცოტათი ადრე სიკვდილამდე, საშინელი წყურვილით ანთებულმა, მოსვა, რამოდენიმე წვეთი ძმარი, მხედრის მიერ მიწოდებული“

[მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)].

http://orthodoxy.ge/tserili/zosime/sarchevi.htm

 

ხსენებული - „ნაღველით შეზავებული ძმრისათვის გემოს გასინჯვისა“, თუ - „მურით შეზავებული ღვინოს“ ურთიერთ შეჯერებული [პირობითად: წამლის მიღება არ მიღების] თემის განხილვა ამჯერად სცილდება საძიებელ თემატიკას, ამიტომ ამჯერად მას არ შევეხებით.

თუმცა წმიდა მამათა ერთ თვალსაზრისს მაინც გავიხსენებთ:

„...განსხვავებულივითარებაასასმელისმეორედმიწოდებისას, ამდროსიესოთავადითხოვსმასდასვამსკიდეც:  „რაითააღესრულოსწერილიიგი, თქუა: მწყურის. დგამუნ  ჭურჭელიძმრითასავსედამათღრუბელიაღავსესძმრითამითუსუპსათანადადაადგეს  ლერწამი  დამიუპყრესპირსამისსადაოდესმიიღოძმარიიგიიესო  თქუა: ესეცაწერილიაღსრულებულარს. დამიიდრიკათავითვისიდაგანუტევასული“ (ინ.19.28-30). 

 

განხილვასდავიწყებთეფრემასურით:დაღრუბლითამიუპყრესძმარი, განზავებულინაღვლითა“; ვნახოთთურასწერსრასელთომსენი:ქრისტემპირველადუარყოსაგანგებოსასმელი, რომელიცტკივილებსაყუჩებდადაადამიანსაბრუებდა. სიკვდილის  მოახლოებისჟამსკითავადმოითხოვაესსასმელი,ტკივილებისადასისხლის  დაკარგვისგამოღრმაშოკშიჩავარდნილმაიესომშეჰღაღადახმამაღლადაგანუტევასული“.

თომსენისაზრსგანამტკიცებსსხვაკვლევაც: „იესოსშესთავაზესორისასმელიგოლგოთაზე. პირველიღვინო, რომელსაცემატებოდასმირნისნარევი, მასჰქონდატკივილგამაყუჩებელიეფექტი“.

 

 წინამდებარე საუბრის დასასრულს, სახარებაში დაცულ, მურთან დაკავშირებულ ერთ მონაკვეთს შეგახსენებთ - „და მოვიდა ნიკოდემეც [რომელიც წინა ღამით მივიდა იესოსთან] და მოიტანა მურისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა. და აიღეს იესოს სხეული, და გაახვიეს ტილოებში, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც ჩვეულებისამებრ მარხავენ იუდეველნი“ [იოანე 19,39-40].

 

კოდი - „სისხლი“ და „წყალი“

„ამირანისეულ მითოსში“ გადმოცემულ „გულ-ღვიძლის დაკორტნის“ ანალიზის ფონზე, სახარებაში დაფიქსირებულ - ჯვარცმული მაცხოვრისათვის: შუბის კვრის შედეგად სხეულიდან სისხლისა და წყლის გადმოჩქეფვის მისტერიულ შინაარსზე საუბრით განვაგრძოთ.

სახარება გვაუწყებს - „...ერთმა მეომარმა შუბი აძგერა ფერდში, და მყისვე გადმოსჩქეფა სისხლმა და წყალმა“ [იოანე 19,34].

 

დღეისათვის გავრცელებულ ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზებად, სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით, მიჩნეულია:

1. ასფიქსია -„...სამედიცინოწრეებშიიესოსსიკვდილისგამომწვევიერთ-ერთიგავრცელებულივერსიაასფიქსიაა, ანუ -სიცოცხლისათვისსაშიშიხუთვა (გამოწვეულისუნთქვისცენტრისდამბლით, სასუნთქგზებზეზეწოლით, მათისანათურისდაცობით, ყელზე, გულმკერზედამუცელზეზეწოლით), რაციწვევსჟანგბადოვანშიმშილსდანახშირმჟავასჭარბდაგროვებას...

აქვე აღსანიშნავია, რომ მაგ.ტურინისსუდარაზეჩატარებულიკვლევებისთანახმად: ლურსმნებისგანმიყენებულიჭრილობებიხელებსადაფეხისტერფებზემეტყველებსიმაზე, რომიგიჯვარცმულ  იქნა, იღვრებოდადიდირაოდენობითსიმწრისოფლში,დაბოლოსგარდაიცვალაგაგუდვით, რითაცძირითადადიღუპებიანჯვარზეგაკრულნი“;

 

2. იესუს სიკვდილის მიზეზად სახელდება აგრეთვე - ტეტანუსი   და   სეფსისი:

ტეტანუსიმედიცინაშიმწვავეინფექციურიდაავადება, რომელსაციწვევსგანსაკუთრებულიმიკრობი, რასაცმოყვებაამავესახელწოდებისფიზიოლოგიურიმოვლენასაერთოდასასუნთქიკუნთებისკრუნჩხვა, გაშეშება...

ტეტანუსს, რიგფაქტორებშიენათესავება“სეფსისიც, რომელიც ნებისმიერიინფექციისისეთიფორმაა, რომლისდროსაცორგანიზმისმძიმემდგომარეობის ანმიკრობებისმაღალივირულენტობის, აგრეთვეორგანიზმშიმათიდიდირაოდენობითარაბუნებრივიგზითშეჭრისშედეგადორგანიზმისდაცვითიუნარიიმდენადდაქვეითებულია, რომანთებითიკერები, სადაცჩვეულებრივმიკრობებისდათრგუნვახდება, გადაიქცევამათიგამრავლებისადაუწყვეტიგანმეორებითიგენერალიზაციისწყაროდ“.

3. „...ერთ-ერთიყველაზერეალურიმოსაზრებაქრისტესსიკვდილისგამომწვევიმიზეზისშესახებუკავშირდება თრომბოზს.ეს არის არტერიისდაცობათრომბისნაწილისმოწყვეტით, რომელიცწარმოიქმნებავენებში, გულისღრუებში, აორტაშიდამისიგადატანასისხლით. ძირითადიგამოვლინებებია: კიდურებისგანგრენა, სხვადასხვაორგანოებისინფარქტი...“.

 

როგორც ვხედავთ წარმოდგენილიკვლევები ეხება მაცხოვრის სიკვდილს, რომლის გამომწვევი ფაქტორები, უდავოდ იქნებოდნენ კიდეც სხეულიდან - სისიხლისა და სითხის გადმოჩქეფის ერთგგავი მიზეზი.

საკითხის სამედიცინო კუთხით წარმართულ კვლევაში, კერძოდ ვკითხულობთ:

,,რომდარწმუნებულიყომის (იესოს..) სიკვდილში, ერთმალეგიონერმაუგმირაშუბი, მეხუთენეკნთან, გულისგასწვრივ , ჭრილობიდანკიგადმოჩქეფასისხლმადაწყალმა“-ო.

აღნიშნულიდან გვეუწყება, რომ „სისხლისა და წყლის გადმოჩქეფა“ მომხდარა მარცხენა მხარეს, ანუ გულის გასწვრის, მეხუთე ნეკნთან შუბის ძგერის შედეგად. მკვლევართა მიერ გამოთქმული მოსაზრების მიხედვით - „ჭრილობიდანგადმოღვრილისისხლისრაოდენობაშეიძლებოდაყოფილიყოდაახლოებითორილიტრი“.

ხოლო - „წყალი,აქაღნიშნავსთხევადმასას, რომელიცგროვდებაგულთანახლოსმდებარე სარქველებში“.

 

ჩვენი აზრით აქ საქმე უნდა გვქონდეს: სისხლის გარკვეული ოდენობის შემკრებ სხეულის ორგანოსა; და სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ, მუცლის ღრუში, დაგროვილ სითხესთან.

ჩვენს მიერ განსახილველი „გულ-ღვიძლის“ თემატიკა, თავის მხრივ -„გულსა“ და „ღვიძლზე“ აკეთებს აქცენტს.

მედიცინის მუშაკტატთვის ცნობილია, რომ შუბის კვრის მხარეს, კერძოდ - მარცხენა ფერდქვეშა არეში , მდებარეობს ორგანიზმის იმუნური სისტემის დამცავი ერთ-ერთი რგოლი - ელენთა, რომელიც ლიმფური სისტემის ყველაზე დიდი ორგანოა.

ელენთა სისხლის დეპოც არის – მასში გროვდება სისხლის მარაგი, რომელსაც იგი ორგანიზმში გადაისვრის საჭირო დროს, როცა ორგანიზმის სისხლმომარაგება მცირდება და სისხლზე მოთხოვნა იმატებს...“

ელენთაში სისხლის ოდენობის მატება ხდება მისი ზომაში გადიდების შედეგად, რომელიც, სხვადასხვა მიზეზის პარალელურად, ძირითადად გულის უკმარისობის, ანდა ციროზი და ღვიძლის სხვა დაავადებებითაა გამოწვეული.

აქვე უნდა ითქვას, რომ სხელში სითხის დაგროვების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ასევე ცეროზისა და ღვიძლის სხვა დაავადებითაა გამოწვეული.

ზომაში მომატებული ელენთა იმდენ სინაზეს იძენს, რომ მისი გახეთქვა მასთან ოდნავი შეხებითაც შეიძლება იქნეს გამოწვეული;

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ შეგვიძლია დიდის ალბათობით დავასკვნათ, რომ

ჯვარზე აღსრულებული მაცხოვრის სხეულიდან გადმოღვრილი სისხლი - შუბის  კვრის შედეგად დაზიანებული [გაგლეჯილი] ელენთიდან მომდინარე სისხლია; ხოლო

სხეულიდან გადმომდინარე წყალი, ღვიძლის სხვადასხვა დაავადებათა შედეგად სხეულში დაგროვილი წყლის, სხეულზე გაჩენილი ნაჭრილობევიდან გადმოღვრილი სითხეა.

 

ამ მონაკვეთზე საუბრის დასასრულს აღვნიშნავთ, რომ ბოლო ჟამში სისხლთან და წყალთან დაკავშირებული მისტერიული პროცესი, ჩვენს მიერ ზემოთ დაწყებული თემის - „უნდა შეიწყნაროს ზეცამ, ყოვლის კვალად აღდგინების ჟამამდე...“, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც აღნიშნული  ეტაპის მთელი დროის მანძილზე მიმდინარეობს.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისსმინოს.

 

 

საგანგებო და საკარანტირო მიზეზთაგან გამოწვეული

ბიბლიური მინიშნებები

 

2020 წ. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის თანახელმოწერით მომზადებული დოკუმენტი - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.

დამტკიცებულ იქნა, საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვების განმსაზღვრელი,  პრეზიდენტის სპეციალური დეკრეტი.

ზოგადად, წელიწადში ორჯერ - 21 მარტსა და 21 სექტემბერს, აღინიშნება ე.წ. ბუნიობა, რომლის დროსაც დღე და ღამე პრაქტიკულად თანაბარი ხდება.

ამ დღის თაობაზე, მაცხოვარი ბრძანებს - „მიუგო იესუმ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ხედავს ამ ქვეყნის ნათელს. [9]. ხოლო თუ ღამით დადის, წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში“-ო [10] [იოანე 11,9-10].

ჩვენის აზრით, მაცხოვრისეული ეს მინიშნება, ბოლო ჟამში მისტერიულად მოსახდენ პროცესზე უნდა გვითითებდეს.

და მართლაც, როგორც ითქვა 2020 წ. 21 მარტს, ანუ დღეღამტოლობის დღეს გამოცხადებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ. იქცა კიდეც ბიბლიაში დაფიქსირებულ ცალკეულ მინიშნებათა მისტერიულად ასრულების ერთგვარ საწყისად.

მოდით თვალი გადავავლოთ  დროში ასრულებულ ცალკეულ მინიშნებების გამოვლენის მაგალითებს.

 

 

სინედრიონისა და პილატეს მმართველობას დაქვემდებარებულ

პირთა მიერ წარმოებული დევნა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებისეულ დროს დაემთხვა.

სინედრიონის წევრთა მიერ ქრისტეს დევნის პროცესი, ბოლო ჟამში, მისტერიულად მიმდინარე ცრულიბერალთა მიერ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში აისახა.

სხვადასხვა ჯურის ღმერთთან მებრძოლმა ე.წ. ცრულიბერალებმა, დააპირეს ესარგებლათ პრეზიდენტის დეკრეტით განსაზღვრული ე.წ. 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაწესებით, და ერთ ხმაში დაიწყეს პროპაგანდა, ეკლესიებში, მრევლის მიერ, სააღდგომო რიტუალში შესაძლო მონაწილეობის შეზღუდვის თაობაზე.

პოლიციას დაევალა მკაცრად დაეცვათ კანონი, რაც პირველ ჯერზე ფიზიკური პირისათვის 3 000 ლარიან ჯარიმას, ხოლო მომდევნო შემთხვევაში პირის დაპატიმრებას ითვალისწინებდა.

მისტერიული პროცესის განხილვამდე, გვინდა შემდეგი პროცესები გავიხსენოთ.

იესუ ქრისტეს მზარდი გავლენით შეშინებულმა სინედრიონმა, გადაწყვიტა თავიდან მოეცილებინა ე.წ. კონკურენტი [აქ - მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა]. ამ მიზნით, მაცხოვარს იუდეური რელიგიის [აქ - ე.წ. ცრულიბერალები] არაერთი მიმდევარი მიუგზავნეს, თუმცა ვერაფრით შეძლეს თეოლოგიურ საკითხთა ცოდნაში მისი დადანაშაულება.

ბოლოს გადაწყვიტეს ძალით შეეპყროთ იესო.

მაშინდელი წესების მიხედვით სინედრიონს [ცრულიბერალებს] ვინმეს სიკვდილი დასჯის უფლება არ ჰქონდა [აქ - ხე;ისუფლებაში არ იყვნენ]. სწორედ ამიტომ გადაწყდა პილატესათვის [აქ - რეალური ძალაუფლების, ანუ აღმასრულებელი სახელისუფლო შტოსთვის] მიემართათ [საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება].

პილატემ, ლეგიონერთა [აქ - პოლიციის] მეშვეობით შეიპყრო იესუ და ჯვარზე გასაკვრელად გადასცა სინედრიონს [ეკლესიებში მრევლის არმისვლაზე ორიენტირებულ ცრულიბერალებს].

 

 

კოდირებული „ყველამ მიატოვას...“

არსისმიერი საკითხისათვის

ეპიდემიასთან ბრძოლის საბაბის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების გამოყენების მიზნით, ხელისუფლებამ 2020 წლის 30 მარტს - საკარანტინო შეზღუდვები შემოიღო.

დაგეგმილი ღონისძიებები მოსახლეობის გათითოკაცებისაკენ იყო მიმართული:

23:00 სთ-დან სააღდგომო რიტუალში მრევლის მისვლის შეზღუდვისათვის, ანუ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ დაგეგმილი საეკლესიო დღესასწაულების ნორმალურად ჩატარების ხელშეშლის მიზნით, საღამოს 21:00 სთ-დან დილის 6:00 სთ-მე შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი;

აიკრძალა კერძო ავტომობილებით გადაადგილება;

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში აიკრძალა ყველანაირი ტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა;

აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა;

70 წლის ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეებს საერთოდ აეკრძალათ სახლიდან გამოსვლა, და ა.შ. 

საბოლოოდ, ფსევდოლიბერალების ძალისხმევით, მაქსიმალური პირობები შეიქმნა ეკლესიისაგან მრევლის ჩამოცილებისათვის.

სახარებისეული წინასწარმეტყველებით - „...„ეს ყოველივე იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთ მიერ: მაშინ ყველა მოწაფემ [აქ - მრევლმა] მიატოვა ის და გაიქცა“ [მათე 26,16].

დასასრულს დავსძენთ, რომ სახელისუფლო ვერტიკალის მიერ წარმოებული ზეწოლის შედეგად:

სამების საკათედრო ტაძარიდან მოყოლებული არცერთ ეკლესიაში არ ჩატარებულა ფეხთბანვის მისტერია;

ზოგიერთი ეკლესიის მოძღვრის მოწოდებით ეკლესიათა ნაწილი დაიკეტა, და სააღდგომო რიტუალი მეორე დღის დილისათვის იქნა გადატანილი;

ბზობის, საღდგომო თუ სხვა რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა მრევლის მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო.

ამდენად, ქვეყანაში - საგანგებო და კარანტინის მდგომარეობით დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, ბოლო ჟამში მცხოვრებნი, მისტერიულად აღსასრულებელი - „მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა“-ს [მარკ. 14,50] პროცესის მომსწრენი შევიქენით.

 

კოდირებული „შიშველი გაექცა მათ...“

არსისმიერი საკითხისათვის

წინამდებარე თემატიკის განხილვის ბოლოს, იმ საკითხს გვინდა შევეხოთ, რომელიც, სავარაუდოდ, მხოლოდ ლასკარულ ცნობიერებასთან ზიარებული მკითხველისათვის იქნება გასაგები.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პარტია, პოლიტიკური საკითხების გარდა, ბოლო ჟამში, საქართველოს სულიერი მისიის თემატიკის შესწავლას აწარმოებს.

2018-2019 წლების გასაყარზე, ღმერთის ნებით მოხერხდა - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ბიბლიური ნიშნების შემცველი თემატიკის, ფილმის სახით გადაღება [სახელდებით - „სახარებაი ესე სასუფეველისაი...“].

ლასკარის სხდომაზე მიღებული გადწყვეტილებით დაიგეგმა, ჩვენი პარტიის მიერ 2020 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი საარჩევნო პროგრამის - ფილმის სახით გადაღება.

ფილმის საწყისი მონაკვეთის გადაღება 2020 წ. 30 მარტს დავგეგმეთ.

საღამოს ასე შვიდი საათისათვის ლასკარში მოსული ჩვენი წევრისაგან შევიტყვეთ 30 მარტს ე.წ. კარანტინის გამოცხადების თაობაზე, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედდებოდა.

ფილმის გადაღების ხსენებული ეტაპი ჩემი და მარტილში მცხოვრები, და ამჟამად თბილისში მყოფი, ჩვენი წევრის მეშვეობით მიმდინარეობდა.

კარანტინით განსაზღვრული პირობების გაცნობის შემდეგ გადაწყდა, რომ თუ ჩვენი წევრი იმავე საღამოს არ წავიდოდა მარტვილში, მაშინ პოლიციის მიერ კანონის აღსრულების ვალდებულებიდან გამომდინარე, იგი შეიძლება დიდი ხნით დარჩენილიყო თბილისში. ეს კი, ე.წ. „სახლში დარჩის“ ვალდებულებების პირობებში, მაქსიმალურად დაამძიმებდა მისი ცხოვრების პირობებს [მიზეზთა გამო, იგი ღამეს ლასკარში ათენებდა].

ლასკარიდან სასწრაფოდ გამოსულებმა, შუა გზაზე აღმოვაჩინეთ, რომ იმ დღეს გადაღებული ფილმის მასალების შემცველი ე.წ. „მახსოვრობის ბარათი“ ლასკარში დაგვრჩენოდა.

მარტვილში წამსვლელი მანქანის დროულად მონახვის მიზნით, მე, დარჩენილი ბარათის წამოსაღებად დავბრუნდი, ხოლო ჩემი ე.წ. თანამგზავრი „მაქსიმალური სიჩქარით“ გაემართა სახლისაკენ, რათა მარტვილში წასვლა დროულად მოესწრო.

ყოველივე ზემოთქმულში, ჩვენის აზრით იკითხება სახარებაში დაფიქსირებული მინიშნების მისტერიულად ასრულება:

„მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა. [50]. ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი. [51]. ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ [52]“ [მარკ. 14,50-52].

პირობითი „შიშვლად გაქცევა“, ანუ მარტილში ჩასვლა, ჩვენმა წევრმა მხოლოდ ღამის 4-5 საათისთვის შეძლო.

აი, ყოველივე იმის შესახებ, რომლის თაობაზეც ამჟამად გვინდოდა გვესაუბრა.

„თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა, როგორც შემეძლო, ისე ვქმენ და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა“ [2 მაკ. 15,38].

მომავალი ნიშნების აცხადების თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს, თავის დროზე მოგახსენებთ.

 

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

წინასააღდგომო მხილებათა ქრონიკის

მოკლე ისტორია

წინამდებარე წერილით გვინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენს მიერ 2020 წ. აპრილის თვეში, ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი გამოვლენილ გამოხმაურებათა მოკლე ქრონიკა.

 

2020 წ. 4 აპრილი

ღია მიმართვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს

ქ-ნ მაია ცქიტიშვილს!

ქალბატონო მაია!

2020 წ. 3 აპრილს ჩატარებულ ბრიფინგზე თქვენ „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ჩაითვლება თუ არა კომენდანტის საათის პირობების დარღვევად, თუ აღდგომის ღამეს მოქალაქეები ტაძრებში მივლენ 21:00 საათზე და იქ დილის 06:00 საათამდე გაჩერდებიან. განაცხადეთ, რომ:

„...რა თქმა უნდა, კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში...“-ო.

ვაფიქსირებ რა თქვენი პიროვნული პროფესიონალიზმისადმი ჩემს პატივისცემას, მინდა შეგახსენოთ, თუ რა მოთხოვნა ფიქსირდება „კარანტინთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში: „...21:00 საათიდანიკრძალებაროგორცქვეითად, ისესატრანსპორტოსაშუალებითქალაქებშიდაქვეყნისმასშტაბითგადაადგილებადილის 06:00 საათამდე

ქალბატონო მაია!

აქ მითითებაა ამ დროის მანძილზე „ქალაქსა და ქვეყნის მასშყაბით გადაადგილების“ შეზღუდვაზე. კანონმა როგორ [და რატომ] -შეიძლება აუკრძალოს ვინმეს, ამ დროის მანძილზე, კანონის დაურღვევლად, რომელიმე თავშეყრის ადგილზე ყოფნა?

მაგალ;ითად: თუკი 21;00 სთ-დან-6:00 სთ-მდე, ოჯახის წევრები რაიმე მიზეზის გამო, ისე რომ შეკრების ადგილიდან გაუსვლელად ან საუბრობენ, ან ლოცულობენ და ა.შ. როგორ შეიძლება ეს ჩაითვალოს რომელიმე კანონის დარღვევად?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენი პირად შეურაცხყოფა მგონია, ამიტომ, ამ მიმართვას ამით დავასრულებ.

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

 

 

2020 წ. 8 აპრილი

„ვისგან მოდის საცდური“?, ანუ

მეორედ მოსვლის წინარე ღია მიმართვა

საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბ-ნ გიორგი გახარიას!

ბ-ნო გიორგი!

მადლობა მინდა მოგახსენოთ, 2020 წ. 7 აპრილს თქვენს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმადაც - კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეიდან სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმით გამართავს. გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან ასაცილებლად“.

მით უმეტეს, როცა ეს გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია 2020 წ. 4 აპრილს, ჩვენს მიერ თქვენდამი - „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებული ტექსტის სულისკვეთებასთან.

 

თქვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი, დარწმუნებულნი ვართ კარგად იცნობთ სახარებისეულს სიბრძნეს. ამიტომ, ამჟამად, მხოლოდ რამოდენიმე მათგანზე შევაჩერებთ თქვენი, და თქვენი მეთაურობით მოქმედი მთავრობის წევრთა ყურადღებას:

მაცხოვარი ბრძანებს - „ვინაიდან, როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდართ, ასევე ძეც, ვისაც ნებავს აცოცხლებს [21]. რადგან მამა არც განსჯის არავის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს“-ო [22] [იოანე 5,21-22].

და აი, ამ უფლებით აღჭურვილი ძე, რომლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც უახლოეს დღეებში აღნიშნავენ ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანები, იქვე ამატებს: „კეთილ კაცს კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი [35]. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს [36]. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები“-ო [37] [მათე 12,35-37].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა მოგმართოთ შემდეგი თხოვნით:

არავის, როგორი პროფესიული დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს მას, ნუ მისცემთ უფლებას, მთავრობის, ანუ ფაქტიურად - თქვენის სახელით, შეეცადოს [მთავრობის სხდომათა ხსენებული ფორმატის ფონზე - ეკლესიაში მრევლის შეკრების წესის შესაძლო შეცვლის მიზნით] აცდუნოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ქრისტიანული ეკლესის ნებისმიერი წევრთაგანი, და თავს მისცეს უფლება, საერო პირის პოზიციიდან  - ჩაერიოს განკაცებული მაცხოვრის მიერ დაფუძნებული ეკლესიური სწავლების ნებისმიერი სახის განმარტებაში.

ჩვენს დღევანდელ მიმართვას, ეშმაკისაგან ცდუნებულ ასეთ ადამინთა ერთობისადმი განკუთვნილი მიმართვით დავასრულებთ:

„და ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელთაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ გულზე და ზღვის უფსკრულში დანთქვან [6].

ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდაუვალია , მაგრამ ვაი იმ კაცს ვისგანაც მოდის საცდური [7]“ [მათე 18,6-7].

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

 

 

„მე თუ ვიქადი, შენით ვიქადი“

წინაპართ მსგავსად მეტეხის ხიდზე,

მეც მინატრია დგომა...

ერთგულებისთვის - ურჯულოს ხანჯალს,

ჩემზეც ჰქონოდა წვდომა...

რომ ჩემი სისხლიც შერწყმოდა,

სისხლს წინაპართა მოდგმის,

შენი სიწმინდე მეც რომ დამეცვა...

თუმც ეს დრო ისევ მოდის...

...უკვე მოვიდა... და მეც მზადა ვარ,

რომ შენთვის მოვკვდე, ვადიდო ზეცა!

„მე თუ ვიქადი - შენით ვიქადი“, მე რაღა ძალმიძს?

შენით ვართ ძლიერ „ლასკარიცა“ და მეცა!...

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]