Print

გაზეთი N 8 [1078]

წინასააღდგომო მხილებათა ქრონიკის

მოკლე ისტორია

ვაგრძელებთ ჩვენს მიერ 2020 წ. აპრილ-მაისის თვეში, ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი გამოვლენილ გამოხმაურებათა მოკლე ქრონიკას, რომელშიც სახარებაში მოცემულ - „ვაი თქვენდა ფარისეველნო და მწიგნობრებო...“-ს მისტერიულ გამოვლინებად მიგვაჩნია

 

24 აპრილი

ღია მიმართვა

უღმერთოთა არმიას, ანუ:

გირჩევთ თავი დაანებეთ ღმერთთან ბრძოლას - დამარცხდებით!..

ცრუ ლიბერალთა თავხედობა, თითოეული მათთაგანის შინაგანი გარყვნილების დონიდან რომ მომდინარეობს, აშკარად წარმოაჩენს მათი - ღმერთთან მებრძოლეობის ხარისხს.

აქ, ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ანუ გასარკვევია - ასეთთა მიერ წარმოებული ღმერთთან მებრძოლეობა:

მათი გაცნობიერებული საქციელია, თუ

ყველაფერი ემყარება - ქრისტიანული მოძღვრების უცოდინრობას.

შესაბამისად, ყველას გთხოვთ გაგვაგებინეთ:

ვინ ხართ თქვენ - ეშმაკის მიერ ნაქადაგებ სიცრუეზე დამყარებულ ცოდნას ზიარებული ე.წ. „მოაზროვნე“; თუ

უცოდინარობის ჭიით დაღრღნილი, გაბღენძილი და უტიფარი ვაიმოაზროვნე, რომელიც ბედის ირონიის გამო აღმოჩენილხართ სახელისუფლო ვერტიკალის რომელიმე შტოზე.

ამჯერად საქმე ეხება საიდუმლო სერობის დროს მაცხოვრის მიერ ღვინითა და პურით ზიარების წესის დადგენას.

განკაცებულმა უფალმა ღმერთმა - „...აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად“ [მათე 26,27-28].

მარკოზ მახარებელი ხაზს უსვამს - ერთ სასმისზე მითითებას, და ბრძანებს, რომ მაცხოვრის მოწაფეები - „...სვავდნენ ყველანი ამით“-ო [მარკ. 14,23].

უფალ იესუ ქრისტეს ჯვარცმა-აღდგომის შემდგომად დაარსებული ქრისტიანული სამყარო, საიდუმლო სერობისას დაწესებული - ზიარების, მხოლობით რიცხვში მოცემული „სასმისი“-ს მეშვეობით ჩატარებას, მოგვიანებით, ქრისტიანულ დოგმამდე აყვანილ ზიარებისეულ მისტერიას, შესაბამისი ატრიბუტიკის, ანუ - ერთი ბარძიმისა და ერთი კოვზის მეშვეობით წარმართავს.

შესაბამისად, ვითომცდა ქრისტიანული რელიგიის პოზიციიდან მოქადაგე, ღმერთთან მებრძოლ ყველა ვაილიბერალის გასაგონად მინდა განვაცხადო - ვიდრე რომელიმე თემას შეეხებით, მანამდე სიღრმისეულად გაერკვიეთ საკითხის არსში.

კერძოდ, გეკითხებით და იქნებ ინებოთ და მიპასუხოთ:

გჯერათ თუ არა, რომ - ღვთისმშობელი მარიამი მიწიური მეუღლის გარეშე დაფეხმძიმდა;

გჯერათ თუ არა, რომ - უზენაესი ძალის განგებულებით მოხდა უფალი ღმერთის განკაცება, ანუ შობა;

გჯერათ თუ არა, რომ - უფალი იესუ ქრისტე, ვითარცა უდიდესი მკურნალი - ბრმებს, ხეიბრებს, სულიერად დაავადებულებს და ა.შ. სხვადასხვა დაავადებებისაგან კურნავდა;

გჯერათ თუ არა, რომ - უფალი იესუ ქრისტე მკვდრეთით აღადგენდა მიცვალებულებს;

გჯერათ თუ არა, რომ - ჯვარცმულმა ქრისტემ, ზიდა რა კაცობრიობის ცოდვები, თავისი სიკვდილით დაამარცხა სიკვდილი [ცოდვა - იხ. იაკ. 1,12-16];

გჯერათ თუ არა, რომ - ჯვარცმული ქრისტე მკვდრეთით აღდგა; და ბოლოს

გჯერათ თუ არა, რომ - ღმერთი არსებობს.

თუ აქ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მათგანი თქვენთვის მიუღებელია, მაშინ გირჩევთ დროზე მოიხსენით ქრისტიანის ნიღაბი, და დაადექით მონანიების გზას - იქნებ იხსნათ თქვენი სული.

„რადგან ვინც დაიმარხავს მთელ რჯულს, და შესცოდავს მხოლოდ ერთ რამეში, ყველაფერში შემცოდეა. რაკი მან, ვინც თქვა: არა იმრუშო, ისიც თქვა: არა კაც კლა, ამიტომ თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ“ [იაკ. 2,10-11].

წინამდებარე საუბარი კი,ზიარების თემისადმი მიძღვნილი პავლე მოციქულისეული შეგონებით გვინდა დავასრულოთ:

„...ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ უფლის სიკვდილს იუწყებით, ვიდრე მის მოსვლამდე. ამიტომ, ვინც შეჭამს ამ პურს და შესვამს უფლის ამ სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე“ [1 კორ. 11,26-27].

მეორედ მოსვლის წინარე დროში მაცხოვრებელო ვაილიბერალებო - გაფრთხილდით, განკითხვის დღე გვიახლოვდება!..

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

 

მინაწერი:

წინამდებარე ღია მიმართვის გაკეთება განაპირობა საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი ტ/კ „პირველის“ ჟურნალისტის გიორგი კიკაბიძის კითხვამ გიორგი გახარიასადმი, რომელიც ეკლესიებში ზიარების რიტუალის ე.წ. ერთი კოვზით ჩატარების თემას ეხებოდა [იხ. საზ. მაუწყებლის 1-ლი არხი, 24 აპრილი, 2020 წ. 15 სთ და 31-32 წთ.]

 

 

25 აპრილი

ღია მიმართვა

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ გიორგი გახარიას!

საქართველოს განათლების, მეცნიერების,

კულტურისა და სპორტის მინისტრს ბ-ნ მიხეილ ჩხენკელს

 

ბატონო გიორგი! და ბატონო მიხეილ!

წინამდებარე მიმართვით გვინდა გამოვეხმაუროთ 2020 წ. 24 აპრილის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ მთავრობის მეთაურის განაცხადს, რომლის თანახმადაც უახლოეს დღეებში - განათლების ნაწილზე აპირებთ ცალკე პრეზენტაციის გაკეთებას.

ბუნებრივია, რომ ჩვენთვის უცნობია ამ წარდგენის გამართვის დრო, ამიტომაც, ამჟამად, გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:

მოგეხსენებათ, რომ ცოცხალი ადამიანი სულისა და ხორცის ერთობისაგან შედგება.

საბჭოთა კავშირში ჩვენი იძულებითი ყოფნის 70 წლის მანძილზე, სახელმწიფო დონეზე აყვანილმა ათეისტურმა იდეოლოგიამ, მძიმე დაღი დაასვა რუსეთის ამ იმპერიაში მყოფი ერების ცნობიერებას.

სულის უკვდავების უარმყოფი ათეისტური ცნობიერება, სულისა და ხორცის ურთიერთგათიშვაზე იყო ორიენტირებული;

ხდებოდა ადამიანის სიცოცხლის ცნების ფუნდამენტური არსის დანგრევა;

სულის უარმყოფელი ადამიანი - ფიზიკური მოთხოვნების დაკამყოფილებაზე ორიენტირებულ „საჭმლის მომნელებელ“ არსებად ჩამოყალიბდა...

სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მიერ დეკლარირებული ფასეულობების უარყოფა მძიმე დაღად დააწვა ეკლესიასაგან განრიდებულ მასას.

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ქრისტიანული მართლმადიდებული ეკლესიისაკენ შემობრუნების სურვილი მხოლოდ განაცხადის დონეზე დაფიქსირება მოახერხა. ქვეყნის კრიმინალური ძალების მიერ, ქვეყნის გარედან მიღებული მხარდაჭერით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით საფუძვლიანად გამრუდდა ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ნორმალური ხაზი.

მათ შორის მოხდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისადმი ერისა და ბერის მხოლოდ გარეგანი, ფასადური შემობრუნება.

ხელისუფლებაში მოსულმა ძალებმა, დღემდე ვერ მოახერხეს 70 წლიანი ათეისტური ცნობიერების უარყოფისაკენ მიმართული ეკლესიის ჭეშმარიტი ფასეულობებისაკენ მოსახლეობის შემობრუნება.

შესაბამისად მივიღეთ სურათი, როდესაც მავანი - არ არის რა ზიარებული მისთვის მისაღები, ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობის ისტორიულ და დოგმატურ საკითხებში, მხოლოდ გარეგნულად ცდილობს რომელიმე ეკლესიის მრევლად წარმოგვიდგინოს თავი.

სწორედ ასეთი პოზიციის მატარებლები ავსებენ ე.წ. ფსევდოლიბერალების მრავალრიცხოვან არმიას.

ბატონო გიორგი და ბატონო მიხეილ!

ვგონებთ, რომ ამ თემაზე დამატებითი არგუმენტების მოყვანა თქვენ არ გჭირდებათ.

ჩვენის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი სწორედაც რომ საგანმანათლებლო კუთხით გასატარებელ რეფორმაში ძევს.

სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში უნდა გადაიხედოს - ისტორიის სასწავლო პროგრამის თემატიკა. კერძოდ:

თანამედროვე მსოფლიო ისტორიის სწავლების პარალელურად უნდა მოხდეს რელიგიური მიმდინარეობებისა და მათ მიერ დეკლარირებულ ფასეულობათა შემსწავლელი ზოგადი კურსის შემოტანა; ხოლო

საქართველოს ისტორიის პარალელურად, უნდა მოხდეს ქვეყნის 84% მიერ დეკლარირებული ქრისტიანული იდეოლოგიის მიმდევართა ცნობიერების ჩამომყალიბებელი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიისა და ქრისტიანული რელიგიის მთავარი დოგმატური საკითხების შესწავლა.

აღნიშნული ცნობიერებით სათანადოდ შეიარაღებული პირები, ვფიქრობთ თავადვე განსაზღვრავენ - ცრულიბერალურ პოზიციებზე დარჩნენ და ღმერთთან მებრძოლთა შორის ეძებონ ადგილი; თუ სათანადო ცოდნით აღჭურვილებმა იფიქრონ სულის ცხონებაზე.

შოთა რუსთაველი ბრძანებს - „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”-ო [789,4].

ამდენად, ჩვენ გთავაზობთ სასწავლო დაწესებულებებში შემოღებულ იქნეს:

რელიგიათა ისტორიისა მათ მიერ დეკლარირებულ ფასეულობათა შემსწავლელი კურსი, და

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია და ქრისტიანული დოგმატური არსის გადმომცემი საკითხების შესწავლელი კურსი.

დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდია.

 

 

2020 წ. 27 აპრილი

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე [N02/2020]

პოლიტიკური გაერთიანების

„ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“]

თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ღ ი ა   წ ე რ ი ლ ი

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს!

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ გიორგი გახარიას!

პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძე!

 

ქალბატონო სალომე! - ბატონო გიორგი! - ბატონო არჩილ!

წინასწარვე მინდა მოგახსენოთ, რომ აბსოლუტურად ვიზიარებთ ა.წ. 24 აპრილის კონფერენციაზე, თქვენს მიერ დაფიქსირებულ პოზიციას - უკრაინის სახელისუფლო ვერტიკალში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

არახალია თუ ვიტყვით რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ფასდება, ერთმანეთისადმი გამოხატული მხარდაჭერის ხარისხით.

საბჭოთა იმპერიის დაშლისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად ვთვლიდით [და ვთვლით] იმ ქვეყნებს, რომელთა მიერ ჩვენდამი გამოხატული მართებული დამოკიდებულება ორმხრივად მისაღებ ჩარჩოებში იყო [და არის] მოქცეული.

სწორედ ასევე, რუსეთის ფედერაციისადმი ჩვენი დამოკიდებულება ემყარება არა იმას, რომ ქართველ ხალხს ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვს რუსი ხალხისადმი.

არა! ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის ფედერაციის სახელისუფლო ვერტიკალის მიერ წარმოებული არამართებული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოსადმი.

ასეთივე დამოკიდებულება უნდა იქნეს დაფიქსირებული ჩვენთან ურთიერთობის სურვილის მქონე ყველა სახელმწიფოსადმი. კერძოდ,

მარტო იმის ძახილი, რომ მაგ. უკრაინა, ჩვენს წინაშე მსგავსი პრობლემების გამო, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია - არასახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია.

ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა ემყარებოდეს ერთმანეთის საშინაო საქმეებში არსებული პრობლემების სასიკეთოდ მოგვარების ურთიერთმისაღებ პოზიციას.

უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, საკუთარი სურვილით წარმართოს ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი.

აღნიშნულის პარალელურად, ქართულ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, სტრატეგიულ პარტნიორად მიჩნეული ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰკითხოს:

რატომ მიანიჭეს უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ქართული სასამართლო ხელისუფლება მძიმე დანაშაულში ედავებოდა?

რატომ დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად, როდესაც ქართველი ხალხი და ქართული მართლმსაჯულება სისხლის სამართლის დამნაშავედ მიიჩნევდა მას?

რატომ გვაყენებთ შეურაცყოფას - მხოლოდ იმიტომ, რომ „ძალა შეგწევთ ქადილისა?“

მაშინ თქვენს მიმართ რუსეთის საქციელის გამართლებაც შეიძლება, მას ხომ თქვენთან შედარებით უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს დაჩაგროს - ვისაც მოერევა?

და ბოლოს, სად ჩანს უკრაინის სახელმწიფოს ხელისუფალთა მხრიდან ჩვენი ქვეყნის პატივისცემა, როდესაც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აღმასრულებელი სახელისუფლო შტოში უპირებს დანიშვნას.

თუკი ეს უკანასკნელი საკითხი სწორედ ასე განხორციელდა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა:

„რა განსხვავებაა“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებასა [რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოყვა] და

უკრაინის სახელმწიფოს მიერ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების დამცირებისაკენ მიმართულ ქმედებას შორის?

რუსეთის ფედერაცია თავის საქციელს, ჩვენთვის მიუღებელ, მაგრამ მისთვის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირებს...

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია რა სტრატეგიულ მიზანს ისახავს უკრაინის სახელმწიფოს მიერ, საქართველოში ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა?

 

ბატონო გიორგი!

უკრაინის სახელმწიფოს მიერ მიხეილ სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა, მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფოს საშინაო საქმებში უხეშ ჩარევად, რაც დაუყოვნებლივ უნდა აისახოს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ ურთიერთობაში.

იმედს ვიტოვებთ, ქართულ სახელმწიფოს, თქვენი სახით პრემიერ მინისტრად ყავს პიროვნება, რომლისთვისაც მთავარი - სახელმწიფოს ღირსების სათანდო დონეზე დაცვაა.

 

 

2020 წ. 7 მაისი

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“] თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ გიორგი გახარიას!

უნდა ვიყოთ თანამიმდევრულები

 

ბატონო გიორგი!

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ - თქვენ, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრი:

იქნებით ერთგული, თქვენს მიერვე ა.წ. 24 აპრილის კონფერენციაზე გაკეთებული განაცხადისა - უკრაინაში, საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის სახელმწიფოს ვერტიკალის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს შესაძლო ქმედებების; და

ყველა, თქვენს ხელთ არსებული სამართლებრივ ბაზაზე დაყრდნობით, წინ აღუდგებით საქართველოსთვის, სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის შელახვის ნებისმიერ ქმედებას.

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად - ა.წ. 7 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ქართული სახელმწიფოებრივი ღირსების შემლახავი გადაწყვეტილება მიიღო:

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

7 მაისს გამოცემული ბრძანებულების თანახმად კომიტეტის თავმჯდომარე წინასწარ განსაზღვრავს რეფორმების ეროვნული საბჭოს შეხვედრების გამართვის საკითხს და განიხილავს გარკვეულ სფეროებში გასატარებელ რეფორმებს.... ის წარმოადგენს კომიტეტს უკრაინის პრეზიდენტის, სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებების, სხვა ორგანიზაციების მიერ შექმნილ სხვა დამხმარე ორგანოებთან თანამშრომლობით.

აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე რეფორმების ეროვნული საბჭოს სახელით წარმოადგენს რეფორმების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებებს აღმასრულებელ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ასოციაციებთან და მედიასთან ურთიერთობაში... მას ევალება უკრაინაში რეფორმების გატარება და მისი ეფექტიანობის მონიტორინგი.“

 

ჩვენ, ჯერ კიდევ ა.წ. 27 აპრილს მოგმართეთ „ღია წერილით“, საიდანაც აღებული კითხვის ფრაგმენტით გვინდა წინამდებარე „ღია მიმართვა“ დავასრულოთ:

„ბუნებრივად ჩნდება კითხვა:

„რა განსხვავებაა“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებასა [რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოყვა] და

უკრაინის სახელმწიფოს მიერ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების დამცირებისაკენ მიმართულ ქმედებას შორის?

რუსეთის ფედერაცია თავის საქციელს, ჩვენთვის მიუღებელ, მაგრამ მისთვის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირებს...

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია რა სტრატეგიულ მიზანს ისახავს უკრაინის სახელმწიფოს მიერ, საქართველოში ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა?

 

ბატონო გიორგი!

უკრაინის სახელმწიფოს მიერ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა, მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფოს საშინაო საქმებში უხეშ ჩარევად, რაც დაუყოვნებლივ უნდა აისახოს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ ურთიერთობაში.

იმედს ვიტოვებთ, ქართულ სახელმწიფოს, თქვენი სახით პრემიერ მინისტრად ყავს პიროვნება, რომლისთვისაც მთავარი - სახელმწიფოს ღირსების სათანდო დონეზე დაცვაა.

 

 

2020 წ. 12 მაისი

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“] თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ გიორგი გახარიას!

მიმართვის პროექტი უკრაინის ხელისუფლებას

 

ბატონო გიორგი!

კარგად მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ხელისუფალი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაუშვას თავისი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ღირსების შელახვა, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი.

თუ არა ასეთი დამოკიდებულება, მაშინ გაუგებარი იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფვა წინააღმდეგობა გაუწიოს, მიზეზთა გამო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ მიმართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის ქმედებას.

დე-ფაქტო და დე-იურე ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფალთა ყველა ქმედება, სწორედ სახელმწიფოებრივი ღირსების შელახვის წინააღმდეგ არის მიმართული.

ჩვენდა სამწუხაროთ უკრაინის რესპუბლიკის სათავეში მყოფი ძალების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი ღირსების შელახვის მორიგ ფაქტად იქცა, 2020 წ. 7 მაისს - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა.

ვ. ზელენსკის წინამორბედმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 13 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

2014 წელს მ. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება, პ. პოროშენკომ იმით ახსნა, რომ ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ იყო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. კერძოდ:

მხოლოდ, 2014 წლის 2 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ბრალდებულების დაუსწრებლად შეუფარდა.

უკრაინის საელჩო საქართველოში, ბუნებრივია ინფორმირებულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 5 იანვარს მ. სააკაშვილისათვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე.

 

ამდენად, უკრაინის ხელისუფალის მიერ, მისი სტრატეგიული პარტნიორის საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულად და ძებნილად გამოცხადებული მ. სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გამართლება - ამ უკანასკნელის უკრაინის მოქალაქეობის ქონის მოტივით - ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატული არამეგობრული საქციელია.

 

ბატონო გიორგი!

ჩვენ შევდივართ იმ პოლიტიკურ ძალათა რიცხში, რომელიც თვლის რომ ხსენებული საქციელის გამო, უკრანიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა სწორი ნაბიჯია.

ჩვენი ქვეყნის ამ საქციელის გამო უკრაინის პრეზიდენტისა [„მ. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და სადაც მინდა იქ დავნიშნავ“] და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული საპასუხო გამოხმაურებები [„უკრაინა როგორმე გადაიტანს საქართველოს ხელისუფალთა ამ საქციელს“] ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ღირსების შემლახავი მორიგი საქციელია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გადაიდგმება საქართველოს მოქალაქეთათვის მისაღები ნაბიჯი.

კერძოდ,

უკრაინიდან გამოწვეულ საქართველოს ელჩს, უკრაინის სახელმწიფოსათვის წარსადგენად უნფა ჩაბარდეს წინადადება საქართველოში მსჯავრდებული და ძებნილად გამოცხადებული მ. სააკაშვილის ჩვენი ქვეყნისათვის გადმოცემის თაობაზე;

აღნიშნული საკითხის მოგვარებამდე, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს როგორც - უკრაინაში საქართველოს საელჩოს საქმიანობა, ასევე საელჩოში მომუშავე პირთა რაოდენობა.

2020 წ. საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის მმართველი უმრავლესობის მხრიდან, ქვეყნის ინტერესების სათანადო დონეზე დაცვა, ვფიქრობთ საქართველოს ამომრჩეველს გაუადვილებს საკუთარი არჩევანის გაკეთებას.

 

 

2020 წ. 13 მაისი

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“] თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ არჩილ თალაკვაძეს

უარი თქვით ნაცმოძრაობის მიერ შედგენილი

პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებაზე

 

ბატონო არჩილ!

ჩვენ წარმოვადგეთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნისათვის საზიანოდ, 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგი კვლავ ნაცმოძრაობის კარნახით არის შედგენილი..

აღნიშნულის დამადასტურებელი ბოლო ასეთ მაგალითად - საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული შეთანხმება შეიძლება მივიჩნიოთ.

რევანშისტულად განწყობილი ნაცმოძრაობის პოლიტიკური ელიტა, მის გარშემო გაერთიანებულ ე.წ. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ცდილობს, მმართველი პოლიტიკური ძალისათვის სახელის გატეხვის მიზნით, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობაში დაარწმუნოს, როგორც საქართველოს ამომრჩეველი, ასევე მსოფლიო თანამეგობრობა.

ბაატონო არჩილ,

ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ ქვეყანაში მოქმედი ჯანსაღი პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებას, და გიცხადებთ სრულ თანადგომას, სამოქმედო პოლიტიკური დღის წესრიგიდან ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხის ამოღებასთან დაკავშირებით,

დიახ, საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

განა შეიძლება ეს სტატუსი მიენიჭოს ადამიანს, რომელიც ცდილობს 1991-1992 წლების გასაყარზე და 2003 წ. განვითარებული ე.წ. ვარდების რევოლუციის პერიპეტიების შემსწრე საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ იგი, როგორც 2019 წლის ივნისის თვეში პარლამენტში ძალით შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მოქმედი პირი სისხლის სამართლის დამნაშავე არ არის?

 

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის ბრალდებული პირის საქციელის გამართლების მოსურნე ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ 2019 წლის ივნის-ივლისის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის არც ერთი გონიერი პირი, რომელსაც თურმე 40-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი აქვს გაფორმებული, აქციაზე იარაღით არ მივიდოდაო.

ამ პოზიციის მატარებელთ გვინდა ვკითხოთ - რა არის გასაკვირი იმაში, რომ 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე, და ე.წ. მხედრიონის ერთ-ერთი დაუნდობელი რაზმის მეთაური, კვლავ იარაღის გამოყენებით ცდილობდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობაში მონაწილეობის მიღებას.

და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არის გასაკვირი, რომ ამ მიზნის მიღწევისას იგი მის სახელზე გაფორმებულ იარაღს არ გამოიყენებდა.

ასეთი პირის პოლიტპატიმრად გამოცხადება უგუნურების ერთ-ერთ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ,

ანალოგიურად, ნაცმოძრაობისა და მისი ცრუ პროპაგანდას აყოლილი ძალების მხრიდან უდიდესი უგუნურება იქნება პოლიტპატიმრად წარმოაჩინო ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთი ყოფილი ლიდერი და თბილისის მერი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული მილიონები დაურიგა თავის მომხრეთა დიდ არმიას.

ამდაგვარი მაგალითების ჩამოთვლის გაგრძელებას ვფიქრობთ აზრი არ აქვს,

ვფიქრობთ უკვე საკმაოდ დაგვიანებულია, ნაცმოძრაობის მიერ შედგენილი საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრების შეცვლა.

შესაბამისად გიცხადებთ სრულ თანადგომას, და მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის მიერ წარმოებული რევანშისტული საქმიანობის ალაგმვაში.

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი, როგორც მმართველი პარტიის მიერ ხსენებულ პოლიტიკურ ბრძოლაში დაშვებული ნებისმიერი სახის კომპრომისი, საქართველოს ამომრჩევლის მიერ სახელმწიფო ღალატად იქნება აღქმული.

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

პატივისცემით


მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

მოგვიტევე, რაც შეგცოდეთ პარასკევსა „წითელსა“

სული, გული, გონი მხოლოდ შენ გეკუთვნის - იესო!

არ გვაშინებს, მტრებმა ჩვენზედ რაც რამ „მოაფრქვიესო“..

განსაცდელი ვიმსახურეთ, ვაღიარებთ - იესო...

ხელმწიფება ჩვენზე მხოლოდ, შენ გაქვს - ტკბილო იესო!

განსაცდელში შეგვეწიოს, შვილთ უძღებ-უღირსებსო,

მეოხება არ მოგვაკლოს შვილებს მონანულებსო -

მოგვიტევე, ჯვარს რომ გაცვით პარასკევსა წითელსო,

პირველ საუკუნესო...

 

 

მოდის იესო ნაზარეველი!

ვერ შემაჩერებ! - ჩემთან არს ღმერთი!

სულს თავისუფალს, ვერ შეაჩერებ,

ის მარადიულს ენუკვ-ესწრაფვის,

ჩვენს მართალს, შენს - ცრუს ვერ შეაჯერებ...

ვერ შემაჩერებ! გელევა ძალა...

ღმრთისგან გამოსულს ო, როგორ ველი?!

შენ გეშინოდეს! სიყვარული ეშვება ციდან -

მოდის იესო ნაზარეველი!!!

ამენ!

 

ხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]